ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში:
Telegram: აპოკალიფსისი // Facebook: აპოკალიპტური მოვლენები // აპოკალიფსისი // Pinterest: აპოკალიფსისი (Apocalypse)
ელექტრონული ფოსტა: apocalypsege@gmail.com // apocalypticsite@gmail.com
მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
15 / 28 აგვისტო
"და შვა მან ძე წული, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი, და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე" (გამოცხ. 12:5).
ახლოვდება ქვეყნიერების სამსჯავრო, და მისი ნიშნები უკვე გამოჩნდა. მე მოვიარე ებრაელთა მთელი ქვეყანა, გადავედი მდინარე იორდანეზე და ვნახე მიწა, რომელიც დღემდე ატარებს ღმრთის რისხვის ბეჭედს ადამიანთა ცოდვებისთვის, იქ მცხოვრებთათვის, რომლებიც მკვლელები არიან და მოგზაურებს მრავალ ბოროტებას შეამთხვევენ.
ქალაქურმა წარმოდგენამ სახელწოდებით "La porte des ténèbres" ("ჯოჯოხეთის კარიბჭე") ტულუზას ქუჩებში ჩაიარა გიგანტური მანქანებით. სატანური სიმბოლოებით აღსავსე ამ მოვლენას გააჩნდა ღრმად რიტუალური ქვეტექსტი, რომელმაც აღაშფოთა ქალაქის რელიგიური ადამიანები. აი ჩვენი შეხედულება ამ უცნაურ მოვლენაზე.
ქრისტიანებს ხშირად ესმით ბიბლიის დამახინჯების შესახებ. კერძოდ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ისმის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მან გვიან საუკუნეებში ახალაღთქმისეულ წიგნებში შეიტანა ჩანართები. ქვემოთ მოტანილია რამოდენიმე ასეთი მუხლის მოკლე ანალიზი.
(გამოცხ.12:4)
"კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი" (გამოცხ. 12:4).
ალბათ ბევრს სმენია იგავი "სამი თქვენ და სამი ჩვენ", რომელიც ლ. ნ. ტოლსტოიმ 1886 წ-ს შეადგინა. ამ იგავში მოთხრობილია, თუ როგორ მიცურავდა გემით ერთი მღვდელმთავარი არხანგელსკიდან სოლოვეცისკენ და გზად უსახელო კუნძულს მიადგა, სადაც სამ მოხუცს შეხვდა, რომლებიც წმიდა სამების მიმართ ასე ლოცულობდნენ: "სამნი თქვენ და სამნი ჩვენ, უფალო შეგვიწყალენ!"
2013 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა შორის გავრცელდა სტატია, რომელიც თითქოსდა ამტკიცებდა, რომ ბრინჯაოს ხანის ცნობილი ძეგლი სტოუნჰენდჯი აშენდა 1954 და 1958 წლებს შორის. მტკიცებულებად სტატიის ავტორს დამოწმებული ჰქონდა სტოუნჰენდჯის "მშენებლობის" უამრავი ფოტო, მათ შორის - ცარიელი მინდვრისა, სადაც განთავსებული იყო მომავალი ქვების განლაგებათა ნიშნულები და ქვებზე წასმული ბეტონის საგოზავი ან კიდევ ტრაფარეტები პიქტოგრამების დასამზადებლად.
ინტერნეტ სივრცეებში მოგზაურობისას გადავაწყდი ერთ ასეთ საინტერესო შენიშვნას: "მამაო ჩვენოს ბუკვალური თარგმანი არამეული ენიდან". სათაურმა დამაინტერესა და, გავხსენი რა ლინკი, დავიწყე მოცემული ლოცვის ძიება. ჩემდა გასაკვირად ვიპოვე არა ის, რასაც ვეძებდი, არამედ, ის, რაც, ჩემი აზრით, სცილდება ჭეშმარიტების ჩარჩოებს და წარმოადგენს ფალსიფიკაციას.
გამოცხადებაში აღწერილ "საღვთისმსახურო საგანთაგან" უპირველესს და უმთავრესს უეჭველად წარმოადგენს დიადი ზეციური საყდარი, რომელიც თავისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობით და მასშტაბით, ასევე იმ მოვლენათა მნიშვნელობით, რომლებიც მისგან იღებენ სათავეს, ცენტრალური ადგილი უპყრია და ასე თუ ისე ფიგურირებს იდუმალთმხილველის მიერ აღწერილ ყველა ზეციურ ხილვაში).
(გამოცხ.12:1-2)
"და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის ტკივილით გაწამებული" (გამოცხ. 12:1-2).
კითხვა: რატომ არ შეიწყნარებს მართლმადიდებლობა სწავლებას ფილიოკვეს შესახებ, თუკი ნეტ. ავგუსტინე, თავის შრომაში "სამების შესახებ", მკაფიო სწავლებას გვთავაზობს ამ საკითხთან დაკავშირებით?
(გამოცხ.11:19)
"მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა, ქუხილ და ხმანი, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა" (გამოცხ. 11:19).
დიდდისა და ჯეფრი ეპშტეინს შორის ბევრია საერთო. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გავლენიანი ადამიანები ჩაეყენებინათ მაკომპრომეტირებელ ვითარებებში, რის გამოც საჭირო გახდა ორივეს "ნეიტრალიზება", სანამ ისინი რაიმე ზიანის მიყენებას მოასწრებდნენ. აი როგორ იწარმოება დიდდის დანგრევა.
(ეს. 24:1-23)
""ვაი შეურაცხმყოფელთ, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ რჯულს. შიში და მთხრებლი და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო!" (ეს.24:1-23).
(გამოცხ.11:18).
"და წარმართნი გაშმაგდნენ; და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა და მკვდართა განსჯისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი" (გამოცხ.11:18).
თეოდორე პროდომოსის ანუ პტოხოპროდრომოსის ალექსი არისტინესადმი მიწერილი ეპისტოლედან ვიგებთ, რომ არისტინე იყო ელადის მკვიდრი, სადაც მან მიიღო უმაღლესი განათლება: შეისწავლა გრამატიკა, რიტორიკა, იურისპრუდენცია და ფილოსოფია (Καὶ Νομικὴ μετὰ ταύτην ἐστόμασε‧ καὶ Φιλοσοφία ἐϑεαγώγησεν) ...
"მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მალე მოვა მესამე ვაება" (გამოცხ. 11:14-17).
(გამოცხ. 11:13)
"იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცის სახელი (ὀνόματα) ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს" (გამოცხ. 11:13).
(გამოცხ. 11:11-12)
"მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ: აქ ამოდითო; და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას" (გამოცხ. 11:11-12).
"სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი" (გამოცხ. 11:9-10).
"ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც" (გამოცხ. 11:7-8).
უპირველეს ყოვლისა, თუკი გადავხედავთ თანახის რამოდენიმე გამოცემას ძველებრაულ ენაზე, აღმოვაჩენთ, რომ მათ შორის არ არის ერთნაირი ტექსტი, თუმცა ყველა მათგანს აწერია, რომ ეს არის მასორეტული ტექსტის გამოცემა. იმ ტექსტუალურ სხვაობებს, რომელთაც იქ ვპოულობთ, არ გააჩნიათ რაიმე "ეპოქალური" ხასიათი, მაგრამ მათი რიცხვი საკმაოდ მნიშვნელოვანია, და ზოგჯერ ასობითაც კი აითვლება.
"თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ" (გამოცხ. 11:5-6).
ამასწინათ გავეცანი მეცნ. დოქტორის მონაზონ ვასას (ლარინა) საინტერესო სტატიას რიტუალური უწმინდურობის შესახებ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თემაა, რადგან მას კავშირი აქვს ფუნქციებთან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ჯერ კიდევ ადამისა და ევას დროიდან ახასიათებს, და რომელიც სამყაროს აღსასრულამდე არ გაქრება. კერძოდ მონაზონი ვასა განიხილავს საეკლესიო დამოკიდებულებას მენსტრუაციისადმი (თუმცა საკითხი რიტუალური უწმინდურობის შესახებ მხოლოდ ამ თემამდე არ დაიყვანება, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით).
საიდუმლოს ცნება, რომელიც აღებული იყო წარმართული საკრამენტოლოგიიდან, გაეკლესიურებულ და გადააზრებულ იქნა ბიბლიური მსოფლმხედველობის ჩარჩოებში. ეკლესიის ისტორიის განმავლობაში საიდუმლოთა რიცხვი და სტატუსი იცვლებოდა. სავარაუდო სააპრობაციო სტატიაში ავტორი მსჯელობს მართლმადიდებლურ საიდუმლოთა ჩამოყალიბების ისტორიაზე.
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მოწმობათა უმეტესობა შემოსილია იმდენად მკაფიო და იდუმალი სიმბოლოებით, რომ იმწამსვე იპყრობენ ყოველგვარ გონებრივ და გრძნობით ყურადღებას, რომელთა გამოვლენაც კი შეუძლია ადამიანს.
"თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ" (გამოცხ. 11:5-6).
"მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე" (გამოცხ. 11:3-4).
ბიზანტიური პატრიარქიზმი, პენტარქიული მწვალებლობა, ბერძნული ეთნოფილეტიზმი, რუსული ნიკონიანელობა, სინოდალური ოლიგარქიზმი, სერგიანელობა.
მახარობლები - ქრისტიანობაში ოთხი კანონიკური სახარებიდან თითოეულის ავტორი; შესაბამისად ქრისტიანულ ტრადიციაში აღიარებულია ოთხი მახარობელი - მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე.
ფილოსოფოსის კითხვა, რომელიც მან შესთავაზა წმიდა კრებას. "წერილში ნათქვამია: თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ (დაბ. 1:26). თუკი ამ სიტყვებიდან უნდა დავასკვნათ, რომ გონება (ღვთაებრივი) არსებობდა, როგორც ცალკე პირი: მაშინ (ასეთივე დასკვნის მიხედვით) ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ღმერთს აქვს ადამიანური გარეგნობა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღვთაება მარტივია და უსახური. რას ნიშნავს ეს სიტყვები? - მითხარით: ნუთუ ღმერთს ადამიანური გარეგნობა გააჩნია?"
სანამ გავაგრძელებდეთ გამოცხადების წიგნის 11-ე თავის მოწმობათა განხილვას, აქვს აზრი მთელი პუბლიკაცია მივუძღვნათ ერთადერთ, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ "ორი წინასწარმეტყველის" გააზრების სხვადასხვა ვარიანტს, რადგან პასუხი ამ კითხვაზე უშუალო გავლენას ახედენს მომდევნო გააზრებებსა და დასკვნებზე.
მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს (გამოცხ. 11:1-2).
2024 წლის ყველაზე ამაზრზენ ვიდეოში მეცნიერი განმარტავს, თუ როგორ შეუძლია მის სისტემას Cognify მოახდინოს პატიმრების "გამოსწორება". ამისთვის ის მათ, ჩიპის მეშვეობით, ხელოვნურ მოგონებებს ჩაუნერგავს თავის ტვინში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი შექმნის. და ეს კიდევ უფრო უცნაურია.
(გამოცხ. 8 - გამოცხ. 11)
თუ მივყვებით შეხედულებას, რომ გამოცხადების წიგნის ყველა ხილვა ერთ და ზოგად ლოგიკას ექვემდებარება, 11-ე თავი (ისევე, როგორც 10-ე, სადაც აღწერილია ზეციდან ანგელოზის გადმოსვლა გადაშლილი წიგნით ხელში) რაღაცნაირად უნდა აგრძელებდეს "შვიდი ზეციური საყვირის" აზრობრივ მიმართულებას. ჩვენ გვახსოვს, რომ მეექვსე საყვირი "გაისმა" მე-9 თავში, ხოლო მე-7 საყვირი ნახსენებია 10-ეში, არა როგორც აწმყო, ანუ ახლანდელი მოვლენა, არამედ მომავალი, - ასე რომ შვიდივე საყვირის სრული პანორამა 11-ე თავისთვის ჯერაც დაუსრულებელი რჩება.
ჩვენი საიტის ერთ-ერთ პუბლიკაციაში, რომელიც ეძღვნებოდა იოანეს სახარებისა და აპოკალიფსისის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობათა ერთობას, უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ მეოთხე სახარების უპირველესი მტკიცებულება, რომ "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა" (ინ. 1:1) სცილდება დაბადების წიგნის პირველი სიტყვების ფიზიკურ და დროით საზღვრებს: "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1:1), და მაცხოვრის შესახებ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ის კაცობრიობისა და მთელი სამყაროსთვის არის "ალფა" (ანუ "პირველი" და "დასაბამი" საღმრთო ჩანაფიქრისა, - გამოცხ. 1:8, 10; გამოცხ. 21:6).
როგორც ადრინდელ სტატიაში ვწერდით, ერთ-ერთი ყველაზე არსებითი თავისებურება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებისა მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოადგენს "დროით" სიმბოლოებს საყოველთაო ახალაღთქმისეული აზრით, და ერთ პანორამად შემოკრებს არა მარტო სხვადასხვა და, თითქოსდა ურთიერთ დაუკავშირებელ ძველაღთქმისეულ მითითებს ბუკვალურ საათებზე, დღეებზე, თვეებზე, სეზონებზე და წლებზე, არამედ იმ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებსაც, რომლებიც მონიშნული იყო ძველაღთქმისეული დღესასწაულების წეს-განგებებში.
მიუხედავად სრულიად აშკარა კავშირისა ძველაღთქმისეულ სიმბოლოებსა და ახალაღთქმისეულ რეალობას შორის, ბიბლიურ მოწმობათა სწორი გულისხმისყოფისთვის, რომლებიც სხვადასხვა ზეციურ "გრაგნილებთან" არის დაკავშირებული, შეუძლებელია მხოლოდ ძველაღთქმისეული ტექსტების კითხვით და მათი სიმბოლური თუ მეტაფორული მნიშვნელობების დაფიქსირებით მივიდეთ. ახალაღთქმისეული დროების სულიერი რეალობა ადამიანს არ ეხსნება ცალკეული "სატაძრო" დეტალებისა და ატრიბუტების ფორმალური განხილვით, რომლებიც ხელთქმნილი კარვის "არქიტექტურულ მოწყობაში" და ძველი აღთქმის სხვა წინასწარმეტყველურ სიმბოლოებშია მონიშნული.
ფანტაზია, რომლის თანახმადაც "ელექტრონული ბეჭედი", თუკი ის დატანებული იქნება სხეულზე, სწორედ დღევანდელი შტრიხ-კოდის სახის იქნება, შეიძლება სულიერად საშიში აღმოჩნდეს. რადგან დღვანდელი შტრიხ-კოდი საკმაოდ პრიმიტიულია და მალე გადაივლის. ანტიქრისტეს ბეჭდის ასეთი ცალმხრივი განმარტება იმითაა საშიში, რომ თუკი მხეცის დაღი სხვანაირი იქნება (სხვა ტექნოლოგიითა და სხვაგვარი გარეგანი მოხაზულობით) - მაშინ ადამიანი, რომელმაც დღევანდელ ჭორებს დაუჯერა, მოტყუებული აღმოჩნდება.
ყოველ პროტესტანს სჭერია ხელში ბიბლია და არაერთხელ წაუკითხავს იგი. ბიბლია - ეს წიგნების კრებულია. მაგრამ ეკითხებიან თუ არა საკუთარ თავს პროტესტანტები: "ვინ და როდის განსაზღვრა სწორედ ასეთი სია წიგნებისა, რომელსაც წმიდას უწოდებენ? რატომ არის ის მაინც და მაინც ამგვარი?" მართლმადიდებლობას ამ კითხვაზე აქვს პასუხი. მაგრამ, მოდი, ჯერ ვიფიქროთ, საერთოდ რატომ იყო საჭირო რაიმე სახის კანონი?
(გამოცხ. 10:11).
"ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:11).
(გამოცხ. 10:8-10).
"ხმამ რომელიც პირველად მესმა, კვლავ მითხრა: წადი და აიღე გახსნილი წიგნი ანგელოზის ხელიდან, რომელიც დგას ზღვასა და ხმელეთზე. მივედი ანგელოზთან და ვუთხარი, რათა მოეცა ჩემთვის ეს წიგნი. და მითხრა: აიღე და შეჭამე იგი, და დაამწარებს შენს მუცელს, მაგრამ პირში გეტკბილება, როგორც თაფლი. ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი" (გამოცხ. 10:8-10).
"ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი მარჯვენა ხელი აღაპყრო ზეცად, და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო. არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ" (გამოცხ. 10:5-7).
"და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა. და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ" (გამოცხ. 10:3-4).
ფინიკიის რელიგიური კულტები კიდევ უფრო დემონურნი არიან და მათში უმეტესწილად უხეშ-გრძნობითი წარმოდგენის დემონსტრირებას ვხედავთ ღმერთთან მიმართ. მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "... მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი (წარმართები), დემონებს სწირავენ და არა ღმერთს..." (1 კორინთ. 10:20).
იმ მნიშვნელობათა გათვალისწინებით, რომლებიც განმარტებულ იქნა წინა პუბლიკაციებში, მხეცის იდუმალი "ნიშანიც", და "რიცხვი 666"-იც შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიმბოლო-მოწმობა მშვინვიერი და სულიერი ბიწიერებისა, რომელიც ყოველი იმ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი, ვინც არ შეიწყნარებს და არ იზიარებს ახალი აღთქმის სრულყოფილ რჯულს; თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ზუსტად იგივე მნიშვნელობები არის მოხაზული განსხვავებულ "თაყვანისცემებში", რომლებსაც გამოცხადების მოწმობით ან ახლა ასრულებენ ან მომავალში შეასრულებენ, ან კიდევ არ უნდა ასრულებდნენ სხვადასხვა წინასწარმეტყველურ ხილვათა პერსონაჟები.
"უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან" (ეს. 2:2-3).
"ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი. ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას" (გამოცხ. 10:1-2).
"ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს" (გამოცხ. 9:17-19).
"მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა. და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი" (გამოცხ. 9:16). (გამოცხ. 9:13-16).
ეზეკიელის წინასწარმეტყველებებიდან შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე ძირითადი აზრი, რომელთა მიტანაც სურს ღმერთს წინასწარმეტყველის პირით ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდეველებამდე. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ პირველ აზრს, რომელიც სანუგეშოა ებრაელთათვის - ეს არის იდეა ისრაელი ხალხის ნატამალის შესახებ, რომელიც გადარჩება და აღთქმულ მიწას დაუბრუნდება, აღადგენს იერუსალემს და უფლის ახალ ტაძარს ააშენებს. "დაგიტოვებთ ნატამალს, რომ გყავდეთ ხალხებში მახვილს გადარჩენილნი, როცა სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტებიან" (ეზეკ. 6:8).
"ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ" (გამოცხ. 9:7-12).
დადგა ნისანის (მარტი) მეთოთხმეტე დღე; დრე, რომლის საღამოსაც ყოველი ისრაელიტელი ვადლებულ იყო პასექი აღენისრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთის ერის რიცხვიდან გამოირიცხებოდა. პასექი ეწოდებოდა კრავს, რომელსაც, კანონით დაწესებული მომზადების შემდეგ შესაბამისი რიტუალებით იხმევდნენ - ღვთის იმ წყალობის სამახსოვროდ, რომელიც მან ებრაელ ხალხს აღმოუჩინა ეგვიპტის მონობიდან გამოყვანისას...
ვნახეთ, რომ მიწაზე, ადამიანურ სამსჯავროზე გადაწყდა, არ მოეკვდინებინათ გალილეველი წინასწარმეტყველი პასექის დღესასწაულის დასრულებამდე; მაგრამ სხვაგვარად იყო გადაწყვეტილი ზეცაში, უზენაესის სამსჯავროზე! - ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი, მსხვერპლად უნდა შეწირულიყო საპასექო კრავთან ერთად, ამდენი საუკუნის- განმავლობაში მის წინასახეს რომ წარმოადგენდა (1 კორ. 5:7) და არანაირ მიწიერ ძლევამოსილებას, არანაირ ბოროტებასა და ეშმაკობას არ შეეძლო, შეეყოვნებინა ეს მსხვერპლშეწირვა, - პირველსახე მის შემოქმედთან განეშორებინა.
როდესაც იერემიას წინასწარმეტყველებას ვეცნობით, ვხედავთ, რომ მისი სიცოცხლის დროს ადამიანები, რა თქმა უნდა, იცნობდნენ ღმერთს, რომელმაც ებრაელები ეგვიპტიდან გამოიხსნა და აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა, მაგრამ შინაგანად ისინი უკვე დიდი ხნის წინ განუდგნენ ჭეშმარიტ ღმერთს და თაყვანი სცეს კერპებს, თუმცა აზრადაც კი არ ჰქონიათ, რომ ღმერთს შეეძლო მიეტოვებინა, დაესაჯა ან ამოეწყვიტა ისინი.
ვაგრძელებთ რა წინასწარმეტყველ იერემიას წიგნის განხილვას, საჭიროა აღვნიშნოთ ცოდვებში იუდეველთა მხილების თემა. რომელ ცოდვებში ამხელს ღმერთი მათ იერემიას მეშვეობით? უმთავრესი ცოდვები, რომლებმაც განარისხა ღმერთი - ოთხია. ამდენივეა სასჯელიც: "მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად" (იერ. 15:3).
"გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს" (გამოცხ. 9:3-5).
"მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან" (გამოცხ. 9:1-2).
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ იმ ისტორიულ ვითარებას, რომელიც თან ახლდა წინასწარმეტყველ იერემიას ქადაგებას ნაბუქოდონოსორის ჯარებით გარშემორტყმულ იერუსალიმში. ეს იყო საშინელი დღეები არა მარტო ქალაქისთვის, არამედ უშუალოდ წინასწარმეტყველისთვისაც, და ამ მოვლენებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მის წიგნებში. ამ წიგნების შესწავლისას, როდესაც ხედავ ღმრთის განგებულებას ხალხებსა და ცალკეულ პიროვნებებზე, ხვდები თუ როგორ მართავს და მოქმედებს ღმერთი ნებისმიერ ისტორიულ პერიოდში, სამყაროს შექმნიდან ჩვენს დღეებამდე.
მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს, რომელიც დიდი ხმით ამბობდა: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს (გამოცხ. 8:13).
მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის (გამოცხ.8:12).
ქრისტიანობაში "ცეცხლის გეენად" იწოდება ადგილი, სადაც მოხვდებიან ცოდვილნი საშინელი სამსჯავროს შემდეგ. არ უნდა აღვიქვათ იგი უხეში გრძნობითი სახით, რადგან რეალიები საშინელი სამსჯავროს შემდეგ სულ სხვანაირი იქნება. თუმცა, ამისგან გეენა ნაკლებად საშინელი როდი ხდება.
შეკითხვა: ვკითხულობ სახარებას და მის განმარტებებს, მაგრამ დღემდე ბოლომდე არ მესმის, როგორ განბანა უფალმა თავისი სიკვდილით ჩემი ცოდვები და როგორ იხსნა მან ჩვენი სულები? რას ნიშნავს ფრაზა "ის ყველა ჩვენთაგანისთვის მოკვდა"? როგორ მაცხოვნებს მე ბოროტებისადმი წინააღმდეგობის არგაწევა და გამზადებული ხვედრის უსიტყვოდ მიღება 2000 წლის შემდეგ?
რა უნდა აკეთონ ადამიანებმა, თუკი ისინი გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად, ვნების ან უძლურების გამო ჩადიან ცოდვებს, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევენ საღმრთო შურისგებას? წინასწარმეტყველ იერემიას მიერ, სულიწმიდა ამ კითხვას ასე პასუხობს: არსებითად, ამ ცოდვებისთვის სასჯელი მოიწევა ამათზე უარესი ცოდვის გამო - ეს ცოდვა კი არის მოუნანიებლობა. ეს არის სიჯიუტე და ადამიანური გულის გაქვავება ჩადენილ ცოდვებში.
ამ სტატიით ვიწყებთ პუბლიკაციათა ციკლს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა, კერძოდ "დიდ" წინასწარმეტყველთა შესახებ, და მათი წერილის განხილვას ესაიას წინასწარმეტყველებით შევუდგებით.
მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის "აფსინთი", და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ. (გამოცხ. 8:10-11).
ვაგრძელებთ რა კერპთაყვანისმცემლობის თემას, რომელიც ძირითადი ცოდვა იყო ებრაულ საზოგადოებაში და, რომელსაც წინასწარმეტყველი იერემია მკაცრად ამხილებდა, საჭიროა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. როგორც წმიდა მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი აღნიშნავს: "ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს" (ინ. 4:24). უდავოდ, ძველმა ებრაელებმა იცოდნენ, რომ უხილავ ღმერთს სულიერად უნდა ემსახურო.
უფალი ადამიანს სინანულისა და ცხონებისკენ მისი ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე მოუწოდებს. ამ ბოლო წუთსაც კი ღმრთის მოწყალების კარები ყველასთვის ღიაა, ვინც კი მასზე აკაკუნებს. ამიტომაც, ნურავინ მიეცემა სასოწარკვეთას! სანამ სარბიელი არ დასრულებულა, ღვაწლი ჯერაც შესაძლებელია. და ადამიანის ცხოვრების ბოლო წუთებზეც მთელი მისი ცხოვრების გამოსყიდვა ფრიად შესაძლებელია.
ბოლო, მეოთხე დიდი ცოდვა, რომელსაც თავის წიგნში აღწერს წინასწარმეტყველი იერემია არის - პირმოთნეობა. პირმოთნე ადამიანთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც გარეგნულად კაცი კეთილი ჩანს, გული კი ბოროტებითა აქვს სავსე, ლაპარაკობს თითქოსდა კეთილს, მაგრამ ბოროტებას იზრახავს. "წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს. როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით" (იერ. 9:7-8).