განმარტება - რომელი ნიშნით არის შესაძლებელი "მიწიდან ამომავალი" მხეცის შეუცდომელი ამოცნობა? (გამოცხ. 13:11) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
რომელი ნიშნით არის შესაძლებელი "მიწიდან ამომავალი" მხეცის შეუცდომელი ამოცნობა?

(გამოცხ. 13:11)
მხეცი ამომავალი მიწიდან
"მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა ორი რქა მსგავსი კრავისა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული" (გამოცხ. 13:11).
 
 
"ზღვიდან ამომავალ მხეცს", რომელსაც ციდან გადმომხობის შემდეგ ეშმაკ-ურჩხულმა გადასცა "მთლი თავისი ძალა, საყდარი და ხელმწიფება", და რომელსაც თაყვანი სცა მიწის ყველა მკვიდრმა (გამოცხ. 13:2-5), მოვლენათა არენაზე მოსდევს "სხვა მხეცი", რომელიც ამოდის არა ზღვიდან, არამედ "მიწიდან". თანაც პირველი მხეცისგან განსხვავებით "მიწიდან ამომავალი მხეცის" გარეგანი სახე წარმოდგენილია ბუკვალურად რამოდენიმე სიტყვით, ამიტომაც ერთადერთი დეტალი, რომელიც განსაზღვრავს ამ მხეცის გარეგნობას, წარმოადგენს "ორი რქა, მსგავსი კრავისა".
 
რადგან კრავის არც ხატება, არც "რქები მსგავსი კრავისა" არ შეიძლება რაიმე საშიშროებას იწვევდეს, ხოლო ყველაფერ დანარჩენში "მიწიდან ამომავალი მხეცი" არ ითხოვს განსაზღვრებასა და აღწერას, - არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ამ მხეცის "ამოსვლის" პროცესი არაფრით არის ღირსშესანიშნავი და არ ასოცირდება "მიწის მკვიდრებთან" არც აშკარა საფრთხესთან, და არც ღია მუქარებთან.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "მიწიდან ამომავალი მხეცი" არ არის "საშინელი" და "ამაზრზენი" (შეად.: დან. 7:7), და მისთვის არ არის მიცემული არც საყდარი და არც ძალა ურჩხულისა. ამ მხეცის გამოჩენა არ იწვევს არც შიშს და არც გაუგებრობას (შეად.: მხეცს "ამომავალს ზღვიდან": "ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?" (გამოცხ. 13:4)). ასე რომ "მიწის მკვიდრნი" ამ ხატებაში ვერ ხედავენ ჭეშმარიტად მხეცურ არსებას. მეტიც, რაღაც აზრით "მიწიდან ამომავალი მხეცი" მსგავსია თვით ზეციური კრავისა, - რადგან ამ მხეცის "ორი რქა, კრავის მსგავსი" ხასიათდება ბერძნული სიტყვით ἀρνίω̣, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან "არნიონ" (ხოლო სიტყვა "არნიონ", როგორც ადრე უკვე აღინიშნა, ბიბლიური აზრით საკმაოდ ნიშანდობლივია, რადგან აღნიშნავს კრავს, რომელსაც აქვს "შვიდი რქა" (გამოცხ. 5:6)).
 
გარდა ამისა, გამოცხადების წიგნის შემდეგ მოწმობებში "მიწიდან ამომავალი მხეცი" სახელდებულია "ცრუწინასწარმეტყველად" (გამოცხ. 16:13), - და ეს ვითარება კაცის ძისადმი ზოგიერთ მსგავსებასთან ერთად და გათვალისწინებით იმისა, რომ სამყაროს შექმნის დროს კაცთა მთელი მოდგმა აღებულ იქნა "მიწის მტვრისაგან", ანუ აღდგა არა ზღვიდან, არამედ "მიწიდან" (დაბ. 2:7), ასევე იმაზე მოწმობს, რომ "მეორე მხეცი" ყველაფრით მსგავსია კაცისა, და სხვა ადამიანებისგან მხოლოდ "ურჩხულისებრი" პირით განსხვავდება.
 
რა თქმა უნდა, ამ მხეცის ყოველი შემდგომი მოქმედება მოწმობს იმაზე, რომ გარეგანი სახე მის შემთხვევაში მომატყუებელია დაб რომ მის ჩანაფიქრებთან დაკავშირებით დაუფიქრებელი დამოკიდებულება ყოვლად დაუშვებელია.
 
მაგრამ რადგან მისი საქმიანობის განმასხვავებელ ნიშნებს შორის ფიგურირებს მხოლოდ "დიდი ნიშნები" და "სასწაულები", ხოლო მის მიერ აღსრულებულ სასწაულთა შორის ნიმუშად დასახელებულია მხოლოდ ცეცხლი, რომელსაც ეს მხეცი "კაცთა წინაშე ციდან მიწაზე გადმოიყვანს" (გამოცხ. 13"12-13), - ის ნიშნები და კრიტერიუმები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემდნენ გვემხილებინა ეს მხეცი, აშკარად არასაკმარისია იმისთვის, რათა ტექნოლოგიათა საუკუნეში "მიწიდან ამომავალი " მხეცი განვაცალკეოთ ჩვეულებრივ ადამიანთა ურიცხვი რაოდენობისგან.
(იმის გათვალისწინებით, რომ "ორი რქა" არ უნდა აღვიქვათ ბუკვალურად, ხოლო "ციდან ცეცხლის გადმოყვანა" შეიძლება სხვადასხვანაირად გავიგოთ, თანაც ზოგიერთი შესაძლო ვარიანტი კაცობრიობისთვის ტექნოლოგიურად უკვე ხელმისაწვდომია, - გამოდის, რომ ეს ნიშნები არ იძლევიან "მიწიდან ამომავალი" მხეცის ცნობის უტყუარ განსაზღვრებას... თუკი, რა თქმა უნდა, არ ველოდებით პერსონაჟს, რომელიც დაიწყებს არა "ტექნოლოგიურ", არამედ ფსევდო-ღვთაებრივ სასწაულთა აღსრულებას.
 
თუმცა, ასეთი სცენარიც არ გამოიყურება ცალსახად, რადგან ნებისმიერი შესაძლო და შეუძლებელი სასწაულები, სხვა, თანამედროვე ადამიანისთვის აუხსნელ მოვლენებთან ერთად, იქვე ეჭვქვეშ იქნება დაყენებული და აბუჩად აგდებული მრავალი სკეპტიკოსის მიერ).
და მაინც, მიუხედავად ამისა, "მიწიდან ამომავალი მხეცის" ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც გამოხატავს და ირეკლავს მისი "მხეცური" არსების მთელ სისავსეს, შეუძლებელია დაიფაროს, ამ ნიშნის განსაზღვრაში კი ქრისტიანები შეუძლებელია შეცდნენ, - და ის მდგომარეობს იმაში, რომ "მიწიდან ამომავალი მხეცი" ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით მეტყველებს არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც ურჩხული.
 
ხოლო ის, რომ სწორედ ურჩხული რომ ლაპარაკობს და შეუძლია ასე ილაპარაკოს, ცნობილია "ზღვიდან ამომავალი მხეცის" სიტყვებიდან, რომელსაც ურჩხულმა გადასცა არა მარტო "მთელი თავისი ძალა, მბრძანებლობა და ხელმწიფება", არამედ თავისი ღმრთისმგმობი ბაგენი, რომლის განსაზღვრებაშიც შეუძლებელია შეცდომის დაშვება, შეად.: "და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი" (გამოცხ. 13:6).
 
შესაბამისად, როგორც გინდ გამოიყურებოდეს სხვადასხვა დროებაში და ვითარებაში "მეორე მხეცი", რომელიც გმობს ღმერთსა და ეკლესიას, უნდა ვუმზერდეთ არა მის სახეს, არამედ გულს, და გულისხმავყოთ, რომ "გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე" (მთ. 12:34; ლკ. 6:45(, - და თუკი ვინმეს ბაგე ღმრთისმგმობელია, ისინი მეტყველებენ "მხეცური" გულისგან და საბოლოო ჯამში მიეკუთვნებიან არა ადამიანს, არამედ კაცთა მოდგმის მტერს, ანუ ძველ გველს, რომელსაც ასევე ურჩხული, სატანა და ეშმაკი ეწოდება (გამოცხ. 12:9).
 
ყურადღებას იმსახურებს კიდევ ერთი მოწმობა გამოცხ. 13:7-8-დან, რომელსაც ყველაზე უშუალო კავშირი აქვს ხილულ სამყაროში მხეცის ყოფნის საკითხთან, რომლის თანახმადაც მხეცის თაყვანსაცემად მოდიან ბუკვალურად ყველანი, რომელთა სახელები "ჩაწერილი არ არის კრავის სიცოცხლის წიგნში", - ეს კი ნიშნავს, რომ "მხეცი ზღვიდან ამოდის" არა "პერიოდულად" და არა მარტო ბოლო დღეებში, ანუ მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ, არამედ მთელი ახალაღთქმისეული პერიოდის განმავლობაში (გამონაკლისის გარეშე).
("მიწიდან ამომავალ მხეცზე" ლაპარაკი ეს ესაა დავიწყეთ, და მოცემული პუბლიკაცია ეძღვნება მრავლიდან მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან კითხვას, - ამიტომაც უდიდესი თხოვნაა ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნას... ).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому