აპოკალიფსისი > განმარტება
მოციქული იოანე სახარებისეულ მოვლენებზე: "დაე, აღსრულდეს წერილი"
ერთ-ერთი ყველაზე არსებითი თავისებურება იოანეს სახარებისა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული გამოცხადების წიგნის მიზნებთან და მნიშვნელობებთან, იმაში მდგომარეობს, რომ მეოთხე სახარება ბუკვალურად აღსავსეა სხვადასხვა წინასწარმეტყველებათა მოწმობებით და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველური ხატებებით. თანაც მოწმობათა ეს სიმრავლე მარტოდენ მოც. იოანეს მიერ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა წიგნებიდან ამა თუ იმ მტკიცებულების პირდაპირ დამოწმებას როდი მოიცავს.
სიმბოლური და ალეგორიული კავშირები ძველაღთქმისეულ წერილთან იოანეს სახარებაში ბუკვალურზე ნაკლები არ არის, - ასე რომ თავის სისავსეში, ძველი აღთქმის წერილთან ახალაღთქმისეული მოვლენების ეს პირდაპირი თუ ირიბი დამოწმებები არის არა ფრაგმენტარული, არამედ პრაქტიკულად უწყვეტი.
კერძოდ, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ იოანეს სახარებაში აღწერილ მრავალ მოვლენას თან ახლავს სიტყვები "დაე აღსრულდეს წერილი" ან ანალოგიური აზრისა და მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება (იხ. ინ. 1:15-36; 2:17-22; 5:39; 6:45; 7:38; 12:14-16; 13:18-19; 14:29; 15:25; 17:12; 19:33-37 და ა. შ.). თანაც ზოგიერთ ეპიზოდში მსგავსი მტკიცებულებები ეკუთვნის თვით მაცხოვარს, - ხოლო სხვა შემთხვევებში მომდინარეობენ მოც. იოანესგან, რომელიც მათით სარგებლობს, როგორც თანმხლები კომენტარითა და საავტორო ბოლოსიტყვაობით.
(აშკარაა, რომ მოც. იოანე ძველაღთქმისეულ ხატებათა და წინასწარმეტყველებათა მიმდინარეობის შესაბამისობას არჩევითად აღნიშნავს, ანუ მას მსგავსი მტკიცებულებანი ყველგან არ მოჰყავს, სადაც კი ეს შესაძლებელია. მაგრამ თვით ამ შენიშვნის გათვალისწინებითაც კი მსგავსი მოწმობების სიხშირე ისეთია, რომ სახარებისეული მოვლენები წარდგებიან ერთიან მისტიკურ პროცესად, რომელთა მსვლელობაში ძველაღთქმისეული წერილი მთელი თავისი სისავსით სრულდება.
მეორე მხრივ, თუკი მტკიცებულება "დაე, აღსრულდეს წერილი" ყოველ ეპიზოდს დაერთვოდა, სადაც ეს შინაარსობრივად დასაშვები იყო, - ისინი მიიღებდნენ რეფრენის სახეს, და დაკარგავდნენ თავიანთ მააქცენტირებელ მნიშვნელობას იმ ადგილებში, სადაც ისინი მოც. იოანეს მოჰყავს).
მრავალრიცხოვანი ტექსტუალური დამოწმებები და ძველაღთქმისეული
წერილის ხატებები, რომელიც მეოთხე სახარებისთვის არის დამახასიათებელი, აუცილებელია
კიდევ აღინიშნოს იმ მიზეზით, რომ ასეთი აშკარა მნიშვნელობითი აქცენტი არ გვაქვს არც
მარკოზთან და არც ლუკასთან, - ხოლო მათეს სახრებაშია ეს ასპექტი გამოხატული პირდაპირი
მოწმობების მცირე რაოდენობით (თუმცა ტექსტის საერთო მოცულობა და მათეს სახარებაში აღწერილ
მოვლენათა რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე იოანეს სახარებაში). ამასთან მოც.
იოანე და მოც. მათე, როდესაც ისინი მიმართავენ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს,
პრაქტიკულად არ მეორდებიან, - და ეს ვითარება დამაჯერებლად გვარწმუნებს, რომ მოც. იოანე
თავის სახარებას ქმნიდა მთელი ეკლესიისთვის უკვე ცნობილ სინოპტიკურ სახარებათა გათვალისწინებით.
(მოც. იოანესა და მოც. მათეს "ძველაღთქმისეულ" მოწმობათა შორის საერთოს წარმოადგენს მხოლოდ მოწმობა "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში" ესაიას წინასწარმეტყველების წიგნიდან (ეს. 40:3; მთ. 3:3; ინ. 1:23, - და ზაქარიას ხსენება (ზაქ. 9:9), როდესაც მაცხოვარი "ჩოჩორზე მჯდომი" შევიდა იერუსალიმში (ინ. 12:14-16 და მთ. 21:4-5).
შესაბამისად, უეჭველია, რომ იოანეს სახარება ყოველ ახალაღთქმისეულ მოვლენას წარმოადგენს, როგორც გლობალური მოვლენის განუყოფელ ნაწილს, როგორც ძველი აღთქმის უწყვეტსა და ყოველმხრივ აღსრულებულ ხატებასა და წინასწარმეტყველებას. ხოლო რადგან მსგავსი გააზრება ხსნის არა მხოლოდ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა სიმბოლურ და მეტაფორულ მნიშვნელობებს, არამედ იესუ ქრისტეს პიროვნებისა და მისიის ნამდვილ მასშტაბს (რომელიც უბრალოდ კი არ "მოვიდა" წინასწარმეტყველებათა თანახმად, არამედ ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება აღასრულა), - ავტორისეული მოწმობები ძველაღთქმისეულ ტექსტებზე მეოთხე სახარებაში ჟღერენ, როგორც პირდაპირი მოწმობანი იესუ ნაზარეველზე და მის სრულყოფილ აღთქმაზე; ხოლო თვით ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები წარდგებიან არა მარტო თავიანთი დროების შორსმჭვრეტელ ადამიანებად, არამედ ყველა დროისა და ხალხის სრულყოფილ ახალაღთქმისეულ მოწმეებად (შეად.: "ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე..." (ებრ. 12:1)).
რაც შეეხება ქრისტეში და ქრისტეს მიერ აღსრულებულ ყველა ძველაღთქმისეულ მესიანურ წინასწარმეტყველებათა საეროთო პანორამას, - მოც. იოანე მათ ჰკრებს ცალკეულ ფრაგმენტთა ურიცხვი რაოდენობიდან. თანაც ეს რიცხვი შედის იმ ეპიზოდებში, სადაც ძველ წინასწარმეტყველებათა აღსრულებაზე მოწმობენ "მეორეხარისხოვანი" დეტალები და ვითარებები, რომლებიც თითქოსდა "შემთხვევით" ახლავან თან ძირითად მოვლენებს. ეს კი სრულიად გამორიცხავენ ვარიანტს, რომ მსგავსი რამ შეიძლება ხდებოდეს ადამიანის ჩანაფიქრის შესაბამისად.
მაგალითად, სწორედ ზეგარდმო მოწმობად გამოიყურება მოულოდნელი უარი პილატესი შეცვალოს წარწერა ჯვარზე (ინ. 19:19-22); და გადაწყვეტილება წილხვედრილობაზე, რომელიც გაითამაშეს რომაელმა მეომრებმა, არ ისურვეს რა გაენაწილებინათ მაცხოვრის კვართი (ინ. 19:23-24); და ის ფაქტიც, რომ მეომრებმა თავიანთი მოვალეობის საწინააღმდეგოდ არ გადაამტვრიეს მისი წვივები, არამედ შუბით მხოლოდ ფერდი შეუმტვრიეს (ინ. 19:33-37), და სხვა. ანუ, მოციქული იოანე ერთი მეორის მიყოლებით შთაგვაგონებს, რომ ვითარებები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ სახარებისეულ მოვლენათა აღსრულებაზე და მათ კავშირზე ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან, შეიძლებოდა ასე დალაგებულიყო მხოლოდ საღმრთო განგებულებით, - ამიტომაც მსგავსი "თანხვედრებით" აღქმა შესაძლოა მხოლოდ, როგორც განგებულებითი ზეციური მოწმობა თვით უფლის და მისი სრულყოფილი აღთქმის შესახებ.
თანაც, როგორც მომდევნო პუბლიკაციებში გამოჩნდება, გამოცხადების წიგნი ამ ასპექტში ზუსტად შეესაბამება იოანეს სახარებას: ყველა მისი ხატება და სიუჟეტი პირდაპირ და მეტაფორულად მოწმობს ახალაღთქმისეულ დროში ყველა მცირე და დიდი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების აღსრულებას.