სწავლანი > ანტიერეტიკონი
ნათლობა ნეოპროტესტანტულ სექტებში
ავტორი: რომან მიხეილის ძე კონი
ღვთისმეტყველების კანდიდატი, მირქმის სასულიერო აკადემიის დოცენტი.
წინამდებარე სტატია წარმოადგენს პირველს პუბლიკაციათა ციკლში, რომელიც ეძღვნება რუსეთში ყველაზე უფრო ცნობილ ნეოპროტესტანტულ სექტათა სწავლებასა და ნათლობის პრაქტიკას, და მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას მისდამი. მასში განხილულია ნათლობის აღსრულების ფორმა, როგორც წმიდა სამების აღმსარებლებში - ბაპტიზმში, მეშვიდე დღის ადვენტიზმში, ორმოცდაათიანელობაში, ნეოორმოცდაათიანელობაში, ქრისტეს საერთაშორისო ეკლესიაში, საერთაშორისო ქრისტიანულ ეკლესიაში, ახალ თაობაში და დანკერებში, ასევე ანტიტრინიტარული შეხედულებების მიმდევრებში - ორმოცდაათიანელ-განმხოლოებულთა შორის (მოციქულებრივი სულისკვეთების სახარებისეული ქრისტიანები) და იეჰოვიზმში. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ნათლობის ფორმულასა და მისი აღსრულების ფორმაზე.
შესავალი
აღასრულა რა ადამიანთა გამოხსნა იესუ ქრისტემ მიუთითა გზა ცხონების ნაყოფთა აღსაქმელად, რომლებიც ეკლესიაში აღესრულება და ნათლისღების საიდუმლოთი იწყება: წადით, "დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მთ. 28:19) და ვინც "იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მკ. 16:16). მაცხოვრის ეს სიტყვები მართლმადიდებლური ეკლესიისთვის წარმოადგენს მცნებას და მათგან გამომდინარე მასში უეჭველად აღსრულდება ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, და იმათი სამგზისი შთაფლვით, ვისაც სურს დაიმკვიდროს მარადიული ცხოვრება. ნეოპროტესტანტიზმში (1) - პაბტიზმში, ადვენტიზმში, ორმოცდაათიანელობაში, ნეოორმოცდაათიანელობაში, ქრისტეს საერთაშორისო ეკლესიაში (ქსე), საერთაშორისო ქრისტიანულ ეკლესიაში (სქე), ახალსამოციქულო ეკლესიაში და სხვა ასევე აღესრულება ნათლობა, მაგრამ მისი როლი და მნიშვნელობა გაგებულია სხვაგვარად, ვიდრე მართლმადიდებლურ ეკლესიაში, და ის აღსრულდება არა სამი შთაფლვით, არამედ ერთი შთაფლვით სამების სახელზე, არცთუ იშვიათად სხვა ფორმულირებითაც.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რუსი ნეოპროტესტანტი დაბეჯითებით ადგას იმ აზრს, რომ "ჩვენ - პროტესტანტები ვართ. კათოლიკეებთან და მართლმადიდებლებთან ერთად ვაღიარებთ სარწმუნოების ერთსა და იმავე სიმბოლოს", რომელშიც ისინი ახსენებენ "ქრისტესადმი რწმენით გაერთიანებულ მორწმუნე ნათელღებულთა" ეკლესიას (Моя церковь. Наша вера //http://мояцерковь.рф/o_nas); მართლმადიდებლებთან საერთოდ მიიჩნევენ ისინი ქრისტოლოგიასაც (იხ. Конь Р. М. Отличительные черты христологии современного баптизма // Диакрисис. 2019. № 2(2). С. 134-135; Конь Р. М. Особенности христологии адвентизма седьмого дня // Диакрисис. 2019. № 3(3). С. 156-171.)
________________________
1. რუსულ საეკლესიო სექტათმცოდნეობაში ნეოპროტესტანტებს განაკუთვნებენ ყველა სწავლებას, რომელსაც პროტესტანტული ფესვები გააჩნია, გარდა ლუთერანობისა, რეფორმატორობისა და ანგლიკანობისა. იხ.: Стеняев О., свящ. Мученик Николай Варжанский и методы антисектантской полемики // https://azbyka.ru/otechnik/Oleg_Stenyaev/muchenik-nikolaj-varzhanskij-i-metody-antisektantskoj-polemiki/ Веселов Е., свящ. Духовное родство неопротестантизма и неоязычества // Сборник трудов Якутской духовной семинарии. Якутск, 2020. С. 37–46 // Матаков К. А. Православие и протестантизм: сравнительный анализ доктрин (Апокалипсис протестантского разума). Брянск: Ладомир, 2011.
________________________
მიუხედავად იმისა, რომ ამ მწვალებლობათაგან (2) ზოგიერთი ჯერ კიდევ XVII ს-ში აღმოცენდა, ხოლო რუსეთში ისინი XIX ს-ში გაჩნდნენ, საკითხი მათში აღსრულებულ ნათლისღებასთან დაკავშირებით დღემდე რუსული ღვთისმეტყველებისა და სექტათმცოდნეობის დღის წესრიგშია (3).
________________________
2. ცრუსწავლებანი, რომლებიც უარყოფენ მართლმადიდებლობის ძირითად დოგმატებს, "უცხო სწავლებებისადმი რმე-ს დამოკიდებულების ძირითადი პრინციპების" შესაბამისად (6,3) სექტებად მიიჩნევიან, ხოლო რადგან ისინი უარყოფენ ეკლესიის ძირითად დოგმატებს, ახალმოწამე ნიკოლოზ ვარჟანსკის სწავლებით, მწვალებლობები არიან: "(ცრუსწავლებები) ან მწვალებლობებად, იგივე ერესებად (ბერძნულად) იწოდებიან, ან კიდევ სექტებად (ლათინურად), ხოლო ისინი ვინც ტოვებენ ჭეშმარიტ რწმენას და ამ გამონაგონებს მიჰყვებიან... ან მწვალებლებად იწოდებიან ან კიდევ სექტანტებად" (Варжанский Н. Доброе исповедание. Православный противосектантский катехизис. М., 1998. С. 9). ამის შესახებ უფრო დეტალურად იხ.: Конь Р. М. Православная миссия среди сект. Часть I // БВ. 2018. Т. 29. № 2.С. 209–212; მისივე: Введение в сектоведение. Нижний Новгород, 2008. С. 253-296.
3. XX ს-ის დასაწყისიდან საკითხი სექტანტობაში აღსრულებულ ნათლობებთან დაკავშირებით განიხილებოდა რმე-ს ანტისექტანტური მისიონერების მიერ (იხ.: Булгаков Н. Каким "чином" принимать присоединяющихся к Православию из штундистской секты? // Миссионерское обозрение. Январь 1903 г. С. 68-71). 1905 წლის მანიფესტის მიღების შემდეგ ეს თემა გააქტიურდა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში მართლმადიდებელთა და სექტანთა შორის ქორწინებათა შესაძლებლობის გამო და მისი შესწავლა 1906 წლის წინასაკრებო მომზადების ჩარჩოებში გაგრძელდა. სექტანტობაში არსებულ ნათლისღებას ყურადღება დაეთმო IV მისიონერულ ყრილობაზე (კიევი, 1908 წ.) და 1917-1918 წლების კრების დოკუმენტების მომზადების პერიოდში. იხ.: Конь Р. М. Противосектантская деятельность Русской Православной Церкви в подготовительных документах Освященного собора 1917–1918 годов // БВ. 2017. Т. 26– 27. № 3–4. С. 122–158; მისივე: Браки с инославными и сектантами в России по документам подготовки Поместного Собора 1917–1918 годов // БВ. 2017. Т. 24–25. № 1–2. С. 305–348. დღეისთვის ეს პრობლემა განიხილება შემდეგ პუბლიკაციებში: Сысоев Д., свящ. Можно ли признавать крещение радикальных протестантов // URL: https://pravoslavie.ru/29325. html; Дергалев, С., прот. Три Чина присоединения еретиков в РПЦ: история и современность // Труды Белгородской православной духовной семинарии (с миссионерской направленностью). Белгород, 2016. № 4. С. 16–34; частично — Говорун С., свящ. Богословские аспекты и практика приема в Православие из инославия // Православное учение о церковных таинствах. Т. 1. Материалы V Международной богословской конференции Русской Православной Церкви. Москва, 13–16 ноября 2007 г.: Синодальная библейско-богословская комиссия, 2009. С. 352, 357.
________________________
რადგან ამ სექტების ცალკეული წარმომადგენლები გამოთქვამენ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიერთების სურვილს და უარს ამბობენ საკუთარ ცდომილებებზე, ჩნდება კითხვა, როგორ მოვეპყროთ ზემოთხსენებული წესით მონათლულ ადამიანებს? შეუძლიათ თუ არა მართლმადიდებელ ქრისტიანებს ჭეშმარიტ ნათლობად აღიარონ სამების სახელზე აღსრულებული ნათლობა, ოღონდ ერთგზისი შთაფლვით ან ერთგზისი დასხმით თუ პკურებით?
ამჟამად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ სექტათაგან მოქცეულთა მიღების ერთი პრაქტიკა არ არსებობს. ასე, მაგალითად, მოსკოვის ეპარქიის 2010 წლიდან განთავსებულია ინფორმაცია ბაპტისტთა, ორმოცდაათიანელთა და ადვენტისტთა შემოერთების შესახებ მირონცხებით, სადაც დამოწმებულია არქიეპ. ბენიამინიმის "ახალი ფილაქანი" და ს. ვ. ბულგაკოვის "საეკლესიო მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნი" ("Настольная книга для священно-церковнослужителей"). მაგრამ ასეთი რეკომენდაცია ეწინააღმდეგება არქიეპ. ბენიამინის და ს. ვ. ბულგაკოვის პოზიციებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბაპტისტები მიღებულ უნდა იქნან ნათლისღებით (4).
________________________
4. არქიეპ. ბენიამინი წერს, რომ "მწვალებლები ... რომელთაც სწამთ ღმერთი, როგორც წმიდა სამება და ინათლებიან სამგზისი შთაფლვით, მაგრამ აქვთ თავიანთი ცდომილებები და მწვალებლობები, და ნათლისცემის გარდა ან საერთოდ არ აღიარებენ სხვა საიდუმლოებებს, ან კიდევ, ასრულებენ რა მათ არასწორად, წმიდა მირონცხებას უარყოფენ. ისინი არ უნდა მოინათლონ, რადგან ნათელღებულნი არიან". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მირონცხებით მიიღებიან ისინი, ვისაც სწამს წმიდა სამება, ნათლობას აღასრულებს სამგზისი შთაფლვით და ნათლისღებას აღიარებს როგორც საიდუმლოს. ამ ნორმის გამოყენება ნეოპროტესტანტების მიმართ არ შეიძლება, თუმცა მათაც სწამთ წმიდა სამებისა, ოღონდ ნათლავენ ერთგზისი შთაფლვით და ნათლისღებას საიდუმლოდ არ მიიჩნევენ" (Вениамин (Румовский-Краснопевков), архиеп. Новая скрижаль, или объяснение о церкви, о литургии и о всех службах и утварях церковных. М., 1999. С. 285–286).
ს. ვ. ბულგაკოვის "სამაგიდო წიგნში..." ("Настольная книга для священно-церковнослужителей") აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში პირველი წეს-განგებით, ანუ "ნათლისღებით მიიღებიან ... ქრისტიანული სექტების ისეთი მიმდევრები, რომლებიც ცდებიან მართლმადიდებლური სარწმუნოების ძირითად დოგმატებში, რყვნიან მართლმადიდებლურ სწავლებას წმ. სამების შესახებ და ცდებიან ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების საკითხშიც", მეორე წეს-განგებით (ანუ მირონცხებით - "აპოკ." რედ.) მიიღებიან "ისეთი სექტანტები, რომლებიც ნათლისღებას სწორად აღასრულებენ სამგზისი შთაფლვით და სიტყვების წარმოთქმით: "სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", მაგრამ ცდებიან სარწმუნოების ცალკეულ დოგმატებში" (Булгаков С. В. Настольная книга для священно- церковнослужителей. Ч. II. М., 1993. С. 1009).
დაზუსტებული რეკომენდაცია მეორე წეს-განგებასთან დაკავშირებით სექტანტებთან მიმართებაში გარდაუვალად ითხოვს სამგზის შთაფლვას: "მირონცხების მეშვეობით მიღებულ უნდა იქნან ისეთი სექტანტები, რომლებიც ნათლობას სწორად ასრულებენ სამგზისი შთაფლვით ღმრთითდაწესებული სიტყვების გამოყენებით: "სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", მაგრამ ცდებიან სარწმუნოების ცალკეულ დოგმატებში (არიანელები, მაკედონიანელები და სხვა)" (Булгаков С. В. Настольная книга для священно-церковнослужителей. 1900. С. 928-929). ნეოპროტესტანტები ვერ აკმაყოფილებენ ეკლესიაში მეორე წეს-განგებით მიღების კრიტერიუმებს, რადგან არ ნათლავენ სამგზისი შთაფლვით.
________________________
ყირიმისა და სიმფეროპოლის ეპარქიის საიტზე იტყობინებიან, რომ 2018 წ.-ს ბაპტისტების ჯგუფი თავიანთი ცდომილებების უარყოფის შემდეგ "მირონცხების მეშვეობით ... შემოუერთეს მართლმადიდებლობას" ისევე, როგორც ეკლესიას ურთდებიან ლუთერანები (5). ამავდროულად ქ. მოსკოვის ეპარქიაში უწმიდესი პატრიარქის კურთხევით ნეოპროტესტანტთა შემოერთება მოხდა ნათლისღების მეშვეობით. ასეთივე პოზიციას ვხვდებით ზოგიერთ თანამედროვე მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთანაც (6).
________________________
5. Группа баптистов перешла в Православие/ Портал Православная жизнь. 27.03.2018. https://pravlife.org/ru/content/gr https://pravlife.org/ru/content/ gruppa- baptistov-pereshla-v-pravoslavie uppa-baptistov- pereshla-v-pravoslavie
6. Сысоев Д., свящ. Можно ли признавать крещение радикальных протестантов // URL: https://pravoslavie.ru/29325.html; Дергалев С., прот. Три Чина присоединения еретиков в РПЦ: история и современность // Труды Белгородской православной духовной семинарии (с миссионерской направленностью). 2016. № 4. С. 16–34.
________________________
წინამდებარე სტატია წარმოადგენს პირველს პუბლიკაციათა ციკლში, რომელშიც განხილულ იქნება ნათლობის საკითხი ნეოპროტესტანტიზმში და მართლმადიდებელი ეკლესიის მისდამი დამოკიდებულებას. მასში განხილულია ნათლისღების განსაზღვრება ხსენებულ მწვალებლობებში, ფორმულები, რომელთაც იყენებენ ისინი ნათლისღების საიდუმლოში, ასევე ერთგზისი შთაფლვის დასაბუთება მისი აღსრულებისას.
სანამ შევუდგებოდეთ საკითხის გამოკვლევას იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ ნათლობისადმი, უნდა გავაკეთოთ ორი წინასწარი მეთოდოლოგიური შენიშვნა.
პირველი - ნათლობის საკითხი ნეოპროტესტანტულ მწვალებლობებში არასაკმარისად არის შემუშავებული თვით ბაპტიზმშიც კი, რომელმაც მისგან მიიღო თავისი სახელწოდება, ხოლო თვით ნათლობის შესრულების ფორმა, როგორც საერო მკვლევრები ამბობენ, გახდა მათი "სავაჭრო ნიშანი" (Митрохин Л. Н. Баптизм: история и современность. СПб., 1997. С. 155). ზოგიერთი ბაპტისტი თეოლოგი აღნიშნავს, რომ "არსებობს გარკვეული ირონია იმაში, რომ ბაპტისტებს, თავიანთი სახელწოდებისდა მიუხედავად, ისტორიულად უსუსური საღვთისმეტყველო საფუძველი ჰქონდათ და დღემდე აქვთ წყლით ნათლობასთან დაკავშირებით" (Санников С. В. Знаки присутствия: водное крещение. СПб., 2019. С. 266).
მეორე - ცრუსწავლება, რომელიც გამოვიდა კონგრეგაციონალისტთა გარემოდან, მიჰყვება თემის ავტონომიურობის იდეას სწავლა-მოძღვრების საკითხებში (Конь Р. М. Отличительные черты христологии современного баптизма // Диакрисис. 2019. № 2(2). С. 135) და ვარაუდობენ პრაქტიკების მრავალფეროვნებას იმ ზომამდე, რომ ზოგჯერ უარყოფენ პრინციპებს, რომლებიც მიიჩნევიან მათი სარწმუნოების საფუძვლად (ამის შესახებ უფრო დეტალურად გვექნება საუბარი, როდესაც შევეხებით თვითნათლობის და რამოდენიმე ნათლობის საკითხს ერთსა და იმავე ცრუსწავლებაში). მიუხედავად ამისა მთელ რიგ საკითხებში ისინი მისდევენ საზოგადო პოზიციას, რომელიც მათ სარწმუნოებრივ გადმოცემებშია ასახული.
სარწმუნოების ეს აღსარება, როგორც ამას აღიარებენ, მაგალითად, ბაპტისტები, ხელს უწყობს ერთიანობის შენარჩუნებას თემის შიგნით და აერთიანებს ერთმორწმუნეთა თემებს, ასევე წარმოადგენს კრიტერიუმს პასტორთათვის და მორწმუნეთათვის და "ხელს უწყობს ისტორიული მემკვიდრეობითობის გრძნობის ჩამოყალიბებას" (Олдрон С. Современное толкование баптистского вероисповедания 1689 года. СПб., 2000. С. 413-415. С. 19, 22, 23).
გარეგანი მრავალფეროვნების პირობებში ეს სარწმუნოებრივი სიმბოლოები (მრწამსები) შესაძლებლობას იძლევიან გამოიყოს საზოგადო იდეები და შემეცნებულ იქნას, თუ რას წარმოადგენს ცრუსწავლების ბირთვი, და რას მისი პერიფერია. გარდა ამისა, ბაპტიზმში სარწმუნოებრივი სიმბოლოების გარდა ჩამოყალიბდა საკუთარი გადმოცემა (Конь Р. М. Несостоятельность сектантского герменевтического принципа "Писание изъясняет само себя" (на примере баптизма) // Вопросы богословия. 2019. № 1 (1). С. 148), რომლის არსებობას ისინი აღიარებენ და, რომელიც გამოხატავს მათი სარწმუნოების არსსა და ახდენს მათი პრაქტიკის უნიფიცირებას: "სამწუხაროდ ჩვენ, სახარებისეული ქრისტიან-ბაპტისტები, უკვე საკმაოდ დათრგუნულნი ვართ ტრადიციით, საკუთარი საღვთისმეტყველო ფორმულებით: ნათლისღებითით, ევქარისტიულით, საქორწინოთი, დამკრძალავით, მაკურთხებელით და სხვა" (Материалы международной научно-практической конференции 105 лет легализации русского баптизма 5–7 апреля 2011 года. Москва, 2011. С. 39).
იმ სექტებში, სადაც არ არსებობს თემის ავტონომიურობის პრინციპი სარწმუნოებრივ საკითხებში - მაგალითად, მეშვიდე დღის ადვენტისტებში, ახალმოციქულებში, ქრისტეს საერთაშორისო ეკლესიაში (ბოსტონის მოძრაობა, ქრისტეს საერთაშორისო ეკლესიები), საერთაშორისო ქრისტიანულ ეკლესიაში, - პრაქტიკათა მრავალფეროვნების პრობლემა თითქმის არ არსებობს, ხოლო ზოგიერთში ის დოქტრინალურად შეუძლებელია, როგორც, მაგალითად, "ახალ თაობაში": "შიდასაეკლესიო ეთიკა ვარაუდობს ცენტრალიზებულ ღვთისმეტყველებას, - მიიჩნევს მისი დამფუძნებელი ა. ლედიაევი - თეოკრატიულ დისციპლინას, მორჩილებას და თავმდაბლობას. კატეგორიულად გამორიცხავს უთანხმოებებსა და ყოველგვარ ამბოხს ... სწორედ ასეთ სურათს ვაკვირდებით სულიერად ორგანიზებულ და მოწესრიგებულ ეკლესიაში - ერთობა, ჰარმონია, ზრდა, წარმატება, პოპულარობა და გავლენა ... თეოკრატიული წესრიგი ჩვენთვის ნაზღაურდება დიდი კურთხევებით, რადგან ჩვენი ღმერთი არის არა უთანხმოებისა და უწესივრობის ღმერთი, არამედ ღმერთი მშვიდობისა და წესრიგისა" (Ледяев А. Камень преткновения// http://kingdomjc.com/Books/Rock/22.htm).
იმის გამო, რომ ამ სექტების ცალკეული წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს მიუერთდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას და უარი თქვან საკუთარ ცდომილებებზე, ჩნდება კითხვა, როგორ მოვექცეთ ზემოთხსენებული ფორმით ნათელღებულებს? შეუძლიათ თუ არა მართლმადიდებლებს ჭეშმარიტად აღიარონ წმიდა სამების სახელზე ნათლობა, ოღონდ ერთგზისი შთაფლვით, ან ერთგზისი დასხმით ან კიდევ პკურებით?
1. ფორმულა და ნათლობის აღსრულების ფორმა ნეოპროტესტანტიზმში
1.1. ნათლისღება ბაპტიზმში
1.1.1. ნათლისღების ფორმულა
ბაპტისტი პასტორები, რომლებიც მისდევენ წმიდა სამების სახელით ნათლობის სწავლებას, ნათლობა აღასრულებენ ასეთი სიტყვებით: "შენი რწმენის მიხედვით გნათლავ შენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით", ამავე დროს "მოსანათლავი სრულიად უნდა შთაიფლას წყალში" (Церковные установления // Настольная книга пресвитера. М.: Всесоюз. совет еванг. христиан-баптистов, 1982. Т. 2. С. 81; Настольная книга пресвитера. М., 2010. С. 118; Санников С. В. Знаки присутствия: водное крещение. СПб., 2019. С. 403, 406) თანაც "ერთგზის" (Настольная книга пресвитера. М., 2010. С. 117; Следуя за Христом. Пособие для подготовки к святому водному крещению. 2-е издание. М., 2014. С. 109.) "გულაღმა, როგორც მკვდარს დებენ საფლავში" (Прохоров К. О некоторых особенностях понимания крещения в русском баптизме // Богословские размышления. 2007. № 8. С. 84).
ამ შეხედულებასთან ერთად ნათლობის ფორმულასთან დაკავშირებით არსებობს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ "პირველი ნათლობები მოციქულთა დროში უბრალოდ იესუ ქრისტეს სახელით აღესრულებოდა (საქმე. 2:38; 8:37; 10:48)" (Там же; Санников С. В. Подготовка к крещению. СПб, 2009. С. 204. 20 Сипко Ю. Разные ли крещения во имя триединого Бога и во имя Христа? // https://baptist.org.ru/read/article/94639). რუსეთის ფედერაციის სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა (ЕХБ РФ) ყოფილი თავმჯდომარის ი. სიპკოს აზრით "აზრებობს ნათლობა იესუ ქრისტეს სახელით, რომელიც "მას თვითონ უნახავს და მოუსმენია", მაგრამ ამაში "სახარებისეული მცნების ვერანაირ დარღვევას ვერ პოულობს" (Сипко Ю. Разные ли крещения во имя триединого Бога и во имя Христа? // https://baptist.org.ru/read/article/94639).
ი. სიპკო მიიჩნევს, რომ "ნათლობის არსი ფორმულაში როდია", ხოლო სანათლავი ფორმულის შესახებ საკითხის განხილვა მის მიერ განიხილება, როგორც "ზოგიერთი ადამიანის მცდელობა ღმრთის სასუფევლის სახარება ხორცის საკეპი მანქანის ინსტრუქციის დონემდე დაიყვანოს", რაც "იწვევს რწმენის დაკარგვას და, როგორც საიდუმლოს, ასევე სულიწმიდის საქმის გაუქმებას" (იქვე).
თავისი შეხედულების სასარგებლოდ ის იმოწმებს ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლობას (საქმე 8:37), მოციქულ პეტრეს სიტყვებს, რომელმაც სულთმოფენობის დღეს მოუწოდა ყველას მონათლულიყვნენ იესუ ქრისტეს სახელით (საქმე 2:38) და რომ. 6:3-5. ამიტომაც მისთვის "ნათლობის ფორმულა სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა და ფორმულა ნათლობისა იესუ ქრისტეს სახელით - ბიბლიურად დასაბუთებულია, და ნათლობის ურთიერთშენაცვლებადი ფორმულებია" (Сипко Ю. Разные ли крещения во имя триединого Бога и во имя Христа? // https://baptist.org.ru/read/article/94639).
მაგრამ მისი შეცდომა იმაშია, რომ ის ერთმანეთში ურევს მოწოდებას იესუ ქრისტეს სახელით ნათლობის შესახებ, რომელიც ნამდვილად არის ქრისტეს სიკვდილისა და მისი მკვდრეთით აღდგომის ხატება (რომ. 6:3), თვით იესუ ქრისტეს მცნებასთან, რომელიც მან მისცა ეკლესიას, რათა მორწმუნენი მოენათლათ წმიდა სამების სახელის მოწოდებით, ანუ ნათლობის ფორმულასთან, რომელიც თვით იესუ ქრისტემ მოგვცა. ამავდროულად ის აცალკევებს, როგორც "ნამდვილად სხვა ნათლობას", აღსრულებულს სახარებისეული ქრისტიანების მიერ "იესუ ქრისტეს სახელით", რადგან ის სარწმუნოების სხვა ანტიტრინიტარულ აღმსარებლობას ეფუძნება.
თანამედროვე რუსულ ბაპტიზმში გვხვდება მცდელობები ტრიადოლოგიური გადაწყვეტით ერთმანეთს შეათანხმონ და ადრინდელად წარმოაჩინონ ნათლობები შესრულებულნი წმიდა სამებისა და იესუ ქრისტეს სახელზე (Санников С. В. Знаки присутствия: водное крещение. СПб., 2019. С. 406). მაგრამ ეს გამოიყურება, როგორც სურვილი სინამდვილედ გაასაღონ ის, რაც ადრე ბაპტიზმში, რომელიც ისწრაფვის საკუთარი თავი დაუპირისპიროს "ისტორიულ ეკლესიებს" და აჩვენოს, რომ ნათლობა საიდუმლო სულაც არ არის (Санников С. В. Знаки присутствия: водное крещение. СПб., 2019. С. 267), ახლოსაც კი არ არსებობდა.
1.1.2. ერთჯერადი შთაფლვა
ის ბაპტისტები, რომლებიც მიჰყვებიან ნათლობის ტრიადოლოგიურ ფორმულას, ნათლობის ერთგზისი შთაფლვის ფორმას უკავშირებენ ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომას და ამის გამო ერთგზისი შთაფლვით ნათლავენ: "ბაპტისტები ნათლობის დროს შთაიფლებიან ერთგზის (და არა სამგზის, როგორც ეს მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობაშია), რითაც ხაზი გაესმება იმ ფაქტს, რომ სიკვდილი შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ ... ეს ერთგზისი სრული შთაფლვა აღესრულება სამების სახელზე ... ბაპტისტები, ისევე, როგორც მრავალი სხვა პროტესტანტული თემები, ნათლავენ "ერთი სამების სახელით" (და არა სახელებით)" (Прохоров К. О некоторых особенностях понимания крещения в русском баптизме // Богословские размышления. 2007. № 8. С. 84).
ერთგზისი შთაფვლისიგივე იდეა, რომელიც შეესაბამება იესუ ქრისტეს ერთგზის სიკვდილსა და აღდგომას, ასახულია მ. ვ. ივანოვის "სისტემატური ღვთისმეტყველების საფუძვლებში": "ნათლობა უნდა აღსრულდეს წყალში სრული შთაფლვით, რაც სრულიად შეესაბამება ნათლობის სიმბოლიზმს (ცოდვების სრული ჩამობანა ქრისტეს სისხლით, ქრისტეს სიკვდილი, დამარხვა და აღდგომა მკვდრეთით) ... შთაფლვითი აღდგომა უდავოდ წარმოადგენს ბიბლიურ ნორმას (რომ. 6:4)" (Иванов М. В. Основы систематического богословия // Библиотека сайта Московской Центральной Церкви ЕХБ. С. 51 // https://mbchurch.ru/upload/iblock/0a0/Ivanov-osnovy-systematicheskogo- bogosloviya.pdf).
უ. გრუდემი მიიჩნევს, რომ "ახალ აღთქმაში ნათლობის პრაქტიკა ერთსახოვანია: ადამიანს, ვინც ინათლებოდა, შთაფრლავდნენ წყალში, რის შემდეგაც კვლავ ამოჰყავდათ" (Грудем У. Систематическое богословие: введение в библейское учение. 2-е изд. СПб., 2010. С. 1089). ნათლობის ასეთ ფორმას განსაზღვრავდა "ქრისტესთან და მის სიკვდილთან კავშირის სიმბოლიკა", ანუ ის "ითხოვს შთაფლვით ნათლობას" (იქვე. გვ. 1092). თუ ვის სახელზე აღესრულება შთაფლვა ამის პასუხს გრუდემი პირდაპირ არ გვაძლევს, მაგრამ არის მითითება იმაზე, რომ "უფალმა მოგვცა ადამიანთა ნათლობის განკარგულება", მათეს სახარების დამოწმებით (მთ. 28:19), და მისი წიგნის დანართში "სისტემატური ღვთისმეტყველება" მოტანილია სამხრეთ ბაპტისტური კონვენციის აღმსარებლობა, სადაც "ქრისტიანული ნათლობა" განისაზღვრება, როგორც "მორწმუნის შთაფლვა წყალში სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა" (იქვე. გვ. 1366).
ანალოგიური მსჯელობა გვხვდება მ. ერიკსონთანაც: "თუკი ნათლობა გაიგება, როგორც სიმბოლო ან ცხონების მოწმობა, რომელიც უკვე მიღებული აქვს ადამიანს, გასაკვირი არ არის, რომ მის ძირითად ფორმას წარმოადგენს შთაფლვა, რადგან ის ყველაზე კარგად განასახიერებს სულიერი სიკვდილიდან მორწმუნის აღდგომას" (Эриксон М. Христианское богословие. М., 2006. С. 926). რადგან ნათლობის ფორმა, ერიკსონის მიხედვით, შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს, მაშინ, "ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ მისი შესრულების ფორმა" (იქვე. გვ. 932), ანუ არ შეგვიძლია სრული შთაფლვა სხვა რაიმეთი შევცვალოთ. უნდა აღინიშნოს, რომ თვით ტერმინს "ერთგზისი შთაფლვა" დასავლელი ნეოპროტესტანტები უმეტესწილად გაურბიან, მაგრამ რუსი ბაპტისტების ტექსტებში ის გვხვდება.
ერთგზისი შთაფლვის სასარგებლოდ ზოგიერთი ბაპტისტი იყენებს ასეთ განსჯას: "საკმაოდ საეჭვოა, რომ თვით ქრისტე სამგზის შთაიფლო წყალში თავისი ნათლობისას, რადგან იოანე ნათლისმცემელი სულთმოფენამდე დიდი ხნით ადრე ნათლავდა, ამიტომაც მაშინ პრობლემური და გარკვეულწილად რთული იქნებოდა სამგზისი შთაფლვის მოტივირება" (Прохоров К. О некоторых особенностях понимания крещения в русском баптизме // Богословские размышления. 2007. № 8. С. 84). ეს შენიშვნა ააშკარავებს ნეოპროტესტანტული ეგზეგეზის "ხორციელობას" ბიბლიურ მოვლენებთან დაკავშირებით (ამის შესახებ იხ. Об этом см.: Конь Р. М. Несостоятельность сектантского герменевтического принципа "Писание изъясняет само себя" (на примере баптизма) // Вопросы богословия. 2019. № 1(1). С. 140–157; ср.: Доброцветов П. К. Священное Писание как предмет созерцания у прп. Максима Исповедника // Экзегетика и герменевтика Священного Писания: Сборник материалов I и II Богословских научных конференций, Сергиев Посад, 27 октября 2005 года — 23 октября 2006 года. Сергиев Посад: Московская духовная академия Русской Православной Церкви, 2007. С. 62–75).
თუკი ქრისტე - ჩვენი სარწმუნოების ფუძემდებელია, მაშინ საკითხი სამგზისი შთაფლვის "მოტივირებულობის" შესახებ საერთოდ არ უნდა იდგეს. ხომ პოულობენ ბაპტისტები პასუხს კითხვაზე თუ როგორ ცხონდა კეთილგონიერი ავაზაი, რომელიც ცხონების მათ კრიტერიუმებს არ შეესაბამება: მას არ უსწავლია სარწმუნოება, საქმეებით არ დაუდასტურებია თავისი სულიერი აღორძინება და არ იცოდა დოქტრინა მხოლოდ რწმენით ცხონების შესახებ.
მაგრამ ღირ. ეფრემ ასურელისთვის ასეთი "პრობლემა" არც არსებულა და ის მიიჩნევს, რომ ქრისტე სამგზის შთაიფლო იორდანეს წყლებში: "იმ სამი შთაფლვის მსგავსად, როგორც მოინათლა მაცხოვარი, სამგზისვე იყო გამოცდილი (უდაბნოში)", როგორც თავის დროს "გოლიათი მახვილით მოიკლა, რომლითაც თვითონ ჰკლავდა, ხოლო სატანა ხორცით, რომელიც წარწყმიდა, ძლეულ და მხილებულ იქნა იმაში, რომ ის ღმერთი არ არის" (Сирин Ефрем, прп. Толкование на Четвероевангелие. Гл. 4. // Творения. М., 2014. Т. VIII. С. 55).
როდესაც ლაპარაკია ბაპტიზმსა და მართლმადიდებლობას შორის არსებულ ნათლობათა განსხვავებაზე, ზოგიერთი ბაპტისტი პირდაპირ აღიარებს, რომ "უპირველეს ყოვლისა, უნდა შევეხოთ სამგზის შთაფლვას ნათლისღების დროს (აღვნიშნავთ, რომ პროტესტანტები ჩვეულებისამებრ ნათლავენ ერთგზისი შთაფლვით)" (Тогобицкий П. Крещение в Православной Церкви // Кафедра: альманах: водное крещение. № 3. Самара, 2010 // https://propovedi.ru/almanac/pulpit-waterbaptism), ანუ თვით ბაპტისტები სწორად და ზუსტად უთითებენ პრინციპულ განსხვავებაზე ნათლობის აღსრულების ფორმებს შორის.
1.1.3. ნათლობის აღსრულების ფორმა და ერთი ნათლობის პრინციპი (ეფეს. 4:5) ბაპტიზმში
ბაპტისტები მიიჩნევენ, რომ ნათლობა უნდა აღსრულდეს მხოლოდ სრული შთაფლვით და "ბიბლიაში არ არსებობს არც ერთი მაგალითი იმისა, ვინმე მონათლულიყოს პკურებით ან დასხმით" (Баллу С. Баптистская доктрина крещения // Протестант, 15.10.2014 // http://www.gazetaprotestant.ru/2014/10/baptistskaya- doktrina-kreshheniya/), ხოლო ნათლობები "პკურებით ან დასხმით დაუშვებელია, და განიხილება, როგორც უფლის დაწესების დამახინჯება და არანამდვილად ცხადდება" (Храпов Н. Дом Божий и служение в нем // http://www.blagovestnik.org/ books/00280.htm).
მაგრამ ასეთ შემთხვევაში მთელი ბაპტიზმი არაბიბლიურად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ზოგიერთი მისი ფუძემდებელი მონათლულია არა სრული შთაფლვით, ნათლავდნენ საკუთარ თავს ან კიდევ ინათლებოდნენ სხვა პირთა მიერ, რომელთაც არ ჰქონდათ შეგნებული ნათლობა (ზრდასრულ ასაკში, ანუ მოუნათლავები იყვნენ ბაპტისტური თვალთახედვით). ბაპტიზმის ფუძემდებელი დ. სმიტი თვითმონათლული იყო (Митрохин Л. Н. Баптизм: история и современность. СПб., 1997. С. 154) (ერთი ვერსიით მან საკუთარი თავი მოინათლა პკურებით (История баптизма: сборник. Одесса: Одесская богословская семинария, 1996. С. 60), სხვა ვერსიით - დასხმით (Митрохин Л. Н. Баптизм. М, 1966. С. 18)), შემდეგ სმიტმა აკურთხა (ხელი დაასხა) და მონათლა თავისი მიმდევრები, მათ შორის ტ. ჰელვისი, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადო ბაპტიზმს. ამის შემდეგ სმიტმა ეჭვქვეშ დააყენა თვითნათლობის წესი და მენონიტებს შეუერთდა.
როჯერ უილიამსი (Roger Williams, ამერიკული ბაპტიზმის ფუძემდებელი) მონათლა სხვა ადამიანმა, რომელიც მონათლული იყო სიყრმეში (7), ასეთ ნათლობას კი ბაპტიზმი არაბიბლიურად აღიარებს, ანუ უილიამსს ნათლობა მიუღია მოუნათლავისგან. მალე უილიამსმა, სმიტის მსგავსად, თავისი ნათლობა არაჭეშმარიტად აღიარა, რომელიც აღსრულებული იყო "არა-მოციქულებისამებრ" და გადავიდა კვაკერებში (Митрохин Л. Н. Баптизм: история и современность. СПб., 1997. С. 172).
სადღეისოდ თვით ბაპტისტები აღიარებენ, რომ მრავალი ადრინდელი ბაპტისტი მონათლული იყო წყალდასხმით და არა შთაფლვით (Баптисты: крещение по вере // https://www.baptistdistinctives.org/ article-08-russian/).
________________________
7. Brownlow W. G. The great iron wheel examined; or, its false spokes extracted, and an exhibition of Elder Graves, its builder. In a series of chapters. Nashville, 1856. Р. 93. მეთოდისტმა მქადაგებელმა უილიამ ბროუნლოუმ მეთოდისტებზე ბაპტისტ ლენდმარკისტთა თავდასხმების საპასუხოდ 1856 წ-ს გამოაქვეყნა წიგნი-პამფლეტი ""დიადი რკინის ბორბლის" გამოკვლევა"", სადაც უთითებს სიცრუეზე, რომელსაც ის შეიცავს, და რომელთაც დასცინოდა. ლენდმარკიზმის დამფუძნებელი ჯეიმს გრეივზი (Graves James) ასწავლიდა, თითქოსდა ეკლესიაში ყოველთვის არსებობდა ზრდასრულ ასაკში მყოფთა ნათლისღების უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც აღსრულდებოდა სრული შთაფლვით, და რომელიც მომდინარეობდა იოანე ნათლისმცემელისგან, ხოლო რეფორმაციის დროს ეს საიდუმლო "ეკლესია" გამოვიდა ისტორიულ სცენაზე. ბროუნლოუ ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში სრული შთაფლვით ნათლობას 1639 წელს დასაბამი მისცა ზ. ჰოლიმანმა (Zeke Holliman) და მისმა თანამებრძოლმა როჯერ უილიამსმა (Roger Williams). მათ ჯერ ერთმანეთი მონათლეს შთაფლვით, შემდეგ კი სრული შთაფლვით მონათლეს პირველი ბაპტისტური თემის სხვა ათი წევრი ბრიტანულ ამერიკაში, პროვიდენსში, როდ აილენდი (О взаимном крещении см.: Митрохин Л. Н. Баптизм. М, 1966. С. 25).
________________________
მიუხედავად იმისა, რომ ბაპტისტები აღიარებენ ერთი ნათლობის (ეფეს. 4:5) სამოციქულო პრინციპს, მრავალი მათგანი რამოდენიმეჯერაც იყო მონათლული. სმიტი სამგზისი ნათლობით მოინათლა ჯერ ანგლიკანობაში და შემდეგ ხელმეორედ მოინათლა საკუთარი თავი; როჯერ უილიამსმა, რომელიც სიყრმის ასაკში იყო მონათლული ანგლიკანობაში, ხელმეორედ ერთგზისი შთაფლვით მოინათლა არაბაპტისტის მიერ ბაპტიზმში (Митрохин Л. Н. Баптизм: история и современность. СПб., 1997. С. 171). ბილი გრემმა, რომელიც სიყრმეშიი სამგზისი შთაფლვით მოინათლა პრესვიტერიანობაში, შემდეგ მიიღო ბაპტიზმი და, უღირსად ჩათვალა რა თავისი ადრინდელი ნათლობა, თავიდან მოინათლა მათთან ერთგზისი შთაფლვით, დასასრულ ის შეუერთდა საკმაოდ მკაცრ სამხრეთ ბაპტისტურ კონვენციას, რომელიც არ შედის ბაპტისტთა მსოფლიო კავშირში (ბმკ, World Baptist Alliance), რომელიც თავისთან ნათლისღებით შემოიერთებს თვით ბმკ-ში მონათლულებსაც კი, და მესამედ მოინათლა ერთგზისი შთაფლვით.
ბიბლიაში არსად არის სწავლება თვითნათლობის შესახებ და ამ შემთხვევის გამართლება იმის საფუძველზე, თითქოსდა არავინ იყო გვერდით ვისაც შეეძლო ნათლობა, ბიბლიური თვალსაზრისით ვერანაირად გამართლდება. ასევე შეუძლებელია წმიდა წერილში ვიპოვოთ ერთსა და იმავე აღმსარებლობაში მრავალგზისი ნათლობის საფუძვლები.
არ არის გასაკვირი, რომ ზოგიერთი ბაპტისტი მისწრაფებაში საკუთარი აზრი ერთგზისი შთაფლვით ნათლობის შესახებ გაასაღოს ბიბლიურ სწავლებად არ ერიდება სიყალბეებს და ისტორიული ფაქტების მიჩქმალვას ძველი ეკლესიის ისტორიიდან (8).
________________________
8. ბაპტისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამოციქულო ნიმუშის ეკლესია ჭეშმარიტებას მოწყდა IV ს-ში, ამიტომ მათთვის IV ს-ის შემდგომი პერიოდის საეკლესიო ცხოვრების მოწმობები მიუღებელია.
________________________
ბაპტისტების იდეოლოგიური ანგაჟირებულობა, საღვთისმეტყველო საკითხების გადაწყვეტის საკითხში, საერო რელიგიათმცოდნეებსაც აღუნიშნავთ (Митрохин Л. Н. Баптизм: история и современность. СПб., 1997. С. 156). ნათლობის საკითხში ისტორიული სურათის დამახინჯების ნიმუშად შეიძლება მოვიტანოთ ბაპტისტი ს. ვ. სანნიკოვის პოზიცია, რომელიც ამტკიცებს, რომ "დიდაქე" - ეს არის "ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სადისკუსიო წყარო", და მასში "არ არის მინიშნება, თითქოსდა ნათლობა იწარმოებოდეს სამგზისი შთაფლვით. ტექსტი უფრო მიუთითებს ერთგზის შთაფლვაზე" (Санников С. В. Знаки присутствия: водное крещение. СПб., 2019. С. 469). მაგრამ მას ამხელენ ადვენტისტები, რომლებიც აღიარებენ, რომ ""დიდაქე" უშვებდა სამგზის წყლის დასხმას კანდიდატის თავზე წმიდა სამების სახელით" (Настольная книга по теологии. Библейский комментарий АСД. Заокский, 2010. Т. 12. С. 424) და არ მიიჩნევენ მას "სადისკუსიო წყაროდ" (9).
________________________
9. ადვენტისტების პოზიცია შეიძლება იმით აიხსნას, რომ ისინი დასაშვებად მიიჩნევენ "განმეორებით ნათლობას" ერთი და იმავე მორწმუნისთვის და მით აკნინებენ მოციქულთა მცნებას ერთი ნათლობის შესახებ, ამიტომაც ისინი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ნათლობას, როგორც ბაპტისტები, ხოლო ზოგიერთი ბაპტისტი მცდელობაში დაიცვას ნათლობის მისეული გაგება მზადაა სიყალბეზეც.
________________________
ორმოცდაათიანელები სანდოდ მიიჩნევენ "დიდაქეს" მოწმობას სამგზისი ნათლობის შესახებ წყლის დასხმით (Хортон С. Систематическое богословие. Спрингфилд, Миссури, США, 1999. С. 801) და თვით ორმოცდაათიანელ-უნიტარიელები (Шнайдер В. Крещение во имя Троицы. Исследование текста из Евангелия от Матфея 28, 19. http://odessa-e hvda.ru/page50) "დიდაქეს" მოწმობას სანდოდ აღიარებენ, თუმცა სწავლებას სამგზისი შთაფლვის შესახებ ცდომილებად მიიჩნევენ.
ნათლობის სამგზისი ფორმულა იმდენად სძულს ს. ვ. სანნიკოვს, რომ ნათლობის შესრულების დროს სამგზისი დასხმის შესახებ "დიდაქეს" სწავლების გაყალბების კვალად, ის, თავის წიგნში, "დასწრების ნიშნები: წყლით ნათლობა", არც ახსენებს ტერტულიანის მოწმობას სამგზისი შთაფლვის შესახებ, თუმცა მის სწავლებას ნათლობაზე ექვს გვერდს უძღვნის (Санников С. В. Знаки присутствия: водное крещение. СПб., 2019. С. 495–500). ხოლო იმ შემთხვევებში, სადაც ის იმოწმებს საეკლესიო მწერლობის ძეგლებს სამგზისი შთაფლვის შესახებ, მათ უბრალოდ ეჭვქვეშ აყენებს. ასე, მაგალითად, ის მიიჩნევს, რომ მოწმობა სამგზისი შთაფლვის შესახებ "მოციქულთა გადმოცემებში" გვიანდელი ჩანართია, რადგან მასში სარწმუნოების აღსარებას ნათლობის დროს კავშირი აქვს ნიკეო-კონსტანტინოპოლის სიმბოლოსთან, ხოლო სამგზისი შთაფლვა "პირველ ორ საუკუნეში არსად არის ნახსენები" (Санников С. В. Знаки присутствия: водное крещение. СПб., 2019. С. 494), რომელთა ისტორია მან ბეჯითად ამოშალა.
თავის ისტორიულ მიმოხილვაში, რომელიც ნათლისღების აღსრულებას ეძღვნება, სამგზის შთაფლვას ის არ ახსენებს არც კათოლიკეებთან, არც ლუთერანებთან, არც რეფორმატორებთან და ანგლიკანებთან, სადაც ის პრაქტიკაშია, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც გადადის მართლმადიდებლობაზე (Там же. С. 519). მოჰყავს ეპ. ფილარეტ მოსკოველის "კატეხიზმოდან" განსაზღვრება ნათლისღების საიდუმლოს შესახებ, რომელშიც ნახსენებია სამგზისი შთაფლვა წყალში, როგორც ამ საიდუმლოს შესრულების აუცილებელი ფორმა. ამით, ს. ვ. სანნიკოვმა, სურდა მას ეს თუ არა, აღნიშნა, რომ ნათლისღების შესახებ სამოციქულო გადმოცემა დაუზიანებლად მხოლოდ მართლმადიდებლობაშია დაცული.
ბაპტიზმში, რომელიც აღიარებს სწავლებას საყოველთაო მღვდლობის შესახებ, ნათლობის რიტუალს აღასრულებს თვით თემის მიერ დაწესებული პასტორი, "რადგან მკვდარს (ანუ მონანულს) საკუთარი თავის დამარხვა არ ძალუძს, საკუთარი თავის ნათლობაც ვერავის ხელეწიფება ... წერილის მიხედვით ნათლობას ატარებს ის, ვინც ადგილობრივი ეკლესიისგან მიიღო მისი აღსრულების უფლება" (Баллу С. Баптистская доктрина крещения // Протестант, 15.10.2014// http:// www.gazetaprotestant.ru/2014/10/baptistskaya- doktrina-kreshheniya/).
1.1.4. სარწმუნოების ბაპტისტური აღსარება ნათლისღების შესახებ
ნათლობის ბაპტისტური პრაქტიკა სრულ შესატყვისობაშია მათ სარწმუნოებრივ აღმსარებლობასთან. "1644 წლის რწმენის ლონდონურ აღმსარებლობაში" (პირველი ლონდონური) (10) და "1689 წლის რწმენის ბაპტისტურ აღმსარებლობაში" (მეორე ლონდონური) (11), ლაპარაკია ერთ შთაფლვაზე წმიდა სამების სახელით; "სარწმუნოების ჰამბურგულ აღმსარებლობაში" (1847 წ.) (12), რომელიც რუსულად გადაითარგმნა 1876 წ-ს და ამ თარგმანის 1906 წლის ახალი ვერსიით: "ნათლობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსანათლავი, ამ საქმისთვის უფლის მიერ განსაზღვრული მსახურის მიერ, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, წამიერად შთაიფლება წყალში" (Гамбургское исповедание веры, VIII. 1874 г. // https://slavicbaptists.com/ 2012/02/10/gamburgers/).
________________________
10. Лондонское исповедание веры 1644 года, XL. (Баптистское вероисповедание 1644 года, Первое Лондонское) // http://www.refspb.ru/2009-03-05-15-34-27/4-ispovedanie-very/1273——1644-; http://baptiststudiesonline.com/wpcontent/uploads/2007/02/the-london- baptist-confession.pdf).
11. Баптистское вероисповедание 1689 года, 29.3-4. // Уолдрон С. Современное толкование баптистского вероисповедания 1689 года. СПб., 2000. С. 413-415).
12. ჰამბურგული აღმსარებლობა (პირვანდელ ვერსიაში - გერმანელ ბაპტისტთა სარწმუნოებრივი აღსარება (Confession of Faith of the German Baptists // http://www.reformedreader.org/ccc/germanbaptist.htm)) გამოქვეყნდა 1847 წელს. 1876 წელს ვ. გ. პავლოვმა ეს აღმსარებლობა გადათარგმნა რუსულ ენაზე ბაპტისტთა ამიერკავკასიური თემთათვის (იხ.: История евангельских христиан-баптистов в СССР. Москва, 1989. С. 438). 1900 წელს ჰამბურგული აღმსარებლობის ტექსტი გამოქვეყნდა დამატების სახით წიგნში: Валькевич В. А. «Записка о пропаганде протестантских сект в России и в особенности на Кавказе». Тифлис, 1900. ამ ტექსტის ახალი თარგმანი ვ. გ. პავლოვმა გააკეთა 1906 წელს. იხ. Кунцевич Л. З. Изложение и разбор вероучения баптистов. Харьков, 1911.
________________________
მაგრამ იმავე "აღმსარებლობის" უფრო გვიანდელ თარგმანში (ზოგჯერ მას "ოდინცოვის აღმსარებლობასაც" უწოდებენ), რომელიც ხელახლა გამოიცა 1928 წელს, გამოთქმა "წამიერად შთაიფლება წყალში" შეცვლილია სიტყვებით "შთაიფლება ერთგზის": "მოსანათლავი ... მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ერთგზის შთაიფლება წყალში და კვლავ ამოიყვანება მისგან" (История баптизма: сборник. Одесса: Одесская богословская семинария, 1996. С. 426); წიგნში "სახარებისეული რწმენის გადმოცემა, ანუ სახარებისეულ ქრისტიანთა სარწმუნოებრივი სწავლება", რომელიც 1910 წელს შეადგინა ი. ს. პროხანოვმა (13) ნათლობაზე ლაპარაკია, როგორც შთაფლვაზე ((История баптизма: сборник. Одесса: Одесская богословская семинария, 1996. С. 451).
________________________
13. სახარებისეული ქრისტიანები ("პაშკოვცები") და ქრისტიან-ბაპტისტები ერთმანეთში პაექრობდნენ რუსეთში თავიანთი სწავლების უკომპრომისო ქადაგებაში. მათ შორის მტრობის ხარიხს აჩვენებს ი. ს. პროხანოვის სიტყვები: "ისე არ მოვკვდები, სანამ ბაპტისტური კავშირის გვამს არ გადავაბიჯებ" (იხ.: Глухов И. А. Сектоведение: Учебное пособие для студентов 4 класса. М.: Изд. Московской духовной семинарии, 2005; Плетт И. П. История евангельских христиан- баптистов с 1905 по 1944 год // http://www.blagovestnik.org/books/00360. htm). მაგრამ 1944 წელს, საბჭოთა ხელისუფლების აქტიური მონაწილეობის შედეგად სახარებისეულმა ქრისტიანებმა ბაპტისტებთან ერთად ჩამოაყალიბეს სახარებისეულ ქრისტიანთა და ბაპტისტთა კავშირი (ВСЕХиБ). რუსეთში პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ სახარებისეული ქრისტიანები 1992 წელს გამოვიდნენ СЕХБ-დან და ჩამოაყალიბეს საკუთარი ორგანიზაცია სახელწოდებით "სახარებისეულ ქრისტიანთა ეკლესიების კავშირი" (СЦЕХ).
________________________
"სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა სარწმუნოებრივ აღსარებაში", რომელიც მიღებულ იქნა სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა 43-ე ყრილობაზე 1985 წელს, ნათქვამია, რომ "ნათლობა აღსრულდება მსახურების მიერ წყალში ერთგზისი შთაფლვით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (История баптизма: сборник. Одесса, 1996. С. 468); "სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ოდესის საღვთისმეტყველო სემინარიის სარწმუნოებრივ აღსარებაში", რომელიც მიღბულ იქნა 1993 წელს, აღნიშნულია, რომ "მოსანათლავი ინათლება მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, ერთგზის და სრული შთაფლვით წყალში, შემდეგ კი წყლისგან მას, როგორც წესი, ამოიყვანს პრესვიტერი ან დიაკვანი" (იქვე. გვ. 479).
ამრიგად, რუსეთის, ევროპისა და ამერიკის ბაპტისტების პრაქტიკაში (14) ნათლისღება აღესრულება ერთგზისი შთაფლვით წმიდა სამების სახელით, რაც ასახულია სარწმუნოების ოფიციალურ აღმსარებლობებში.
________________________
14. მორწმუნის წყალში შთაფლვაზე, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, ნახსენებია ნიუ-ჰემფშირის ბაპტისტურ აღმსარებლობაში, XIV (1833 წ.), ასევე იხ.: "Баптистская вера и весть", VII (1925/1963 гг.). Южные баптисты (См.: Исторические символы веры. Приложение 1 // Грудем У. Систематическое богословие: введение в библейское учение. 2-е изд. СПб., 2010).
________________________
გაგრძელება იქნება.
წყარო: Конь Р. М. Крещение в неопротестантских сектах // Диакрисис. 2021. № 1 (9). С. 125–160.
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.