Перейти к контенту

ანტიქრისტე - ფიქრები მხეცის რიცხვზე - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ფიქრები მხეცის რიცხვზე
უსჯულოების საიდუმლო
დიდი ხანია ვკითხულობ სხვადასხვა სტატიას, რომელიც მხეცის ავადსახსენებელ რიცხვთან არის დაკავშირებული, და საკუთარ ამოცანად მიიჩნევს ამოხსნას ეს არცთუ მარტივი საკითხი. თანამედროვე საღვთისმეტყველო აზროვნებაში სულ უფრო ხშირად ჩნდება იდეა, რომ სამ ექვსიანს პირდაპირი კავშირი აქვს ისრაელის მეფე სოლომონთან, იმ აზრით, რომ მას თარშიშიდან და ოფირიდან შემოსული გემები ყოველწლიურად სწირავდნენ ოქროს, რომლის წონა გახლდათ 666 ტალანტი, ანუ ჩვენთვის ჩვეულ საზომზე რომ გადავიყვანოთ, თითქმის 25 ტონას.
 
"ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად" (3 მეფ. 10:14).
 
ალბათ, ძლიერია ცდუნება გამოცხადებაში მოცემული ციფრულ მნიშვნელობასა და მეფის ოქროს მარაგის რაოდენობაში დავინახოთ არსებითი მსგავსება. გამოცხადებაში ნათქვამია: "აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:18).
 
კიდევ უფრო დიდი საცდური გვაიძულებს მივიდეთ დასკვნამდე, რომ სოლომონი თვით გახდა მხეცისა და მისგან მომავალი საფრთხის ხატება. განსჯა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მათ რაღაც არ ჰყოფნით, რაც ეჭვებს იწვევს.
 
პირადა მე მოცემულ შემთხვევაში მიპყრობს ორი ნიუანსი.
 
პირველი. ფრაზა "აქაა სიბრძნე" გამოცხადების წიგნში სულ ორჯერ გვხვდება, გამოცხ. 13:18-ში და გამოცხ. 17:9-ში. ავტორი მოგვიწოდებს გამოვიყენოთ გონება და სიბრძნე ორ შემთხვევაში - გამოვითვალოთ მხეცის რიცხვი და ჩავწვდეთ შვიდი მთის საიდუმლოს, რომელზეც ზის ბაბილონის მეძავი.
 
"აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე, რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს" (გამოცხ. 17:9-10).
 
თემების ასეთი თანხვედრა ჭეშმარიტი აზრის ძიებისკენ გვიბიძგებს. ვფიქრობთ, უბრალოდ როდია პრაქტიკულად ერთნაირად ნათქვამი მხეცის რიცხვსა და ბაბილონის მეძავზე და ნათქვამია, რომ საჭიროა აქ ვიქონიოთ სიბრძნე და გონება.
 
მეორე ვარიანტი თავისი ფესვებით ნაბუქოდონოსორის დროებისკენ მიდის. კერპის შესახებ მისი სიზმრის ტრიუმფალური ახსნის შემდეგ (იხ. დან. 2:29-44), მან განკარგულება გასცა აეშენებინათ იგი და აიძულა ყველა თაყვანი ეცათ მისთვის.
 
"გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთის სიმაღლისა და ექვსი წყრთის სიგანისა. დურას ველზე, ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი" (დან. 3:1).
 
ასეთი კერპის დადგმის მიზანი (რომლის სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრს აღწევდა) უბრალო ესთეტიური ტკბობის მიღება როდი გახლდათ. ეს იყო პირდაპირი განკარგულება სიკვდილის მუქარით თაყვანისცემა და მსახურება გამოეხატათ აღმართული კერპის, მოცემულ შემთხვევაში კი ბაბილონის მმართველის მიმართ.
 
მიაქციეთ ყურადღება ამ კერპის ზომებს, მასში კვლავ ფიგურირებენ ექვსიანები, ექვსი ათეულები. ეს გასაკვირი არც არის, ძველ ბაბილონში არსებობდა გამოთვლის ექვსეული სისტემა. ის იმდენად ძველია, რომ მეცნიერები მის წარმომავლობას ჯერ კიდევ შუმერთა ეპოქას განაკუთვნებენ, მოგვიანებით აკადურ პერიოდში განვითარდა და საბოლოო მოხაზულობა ბაბილონის ეპოქაში მიიღო.
 
ავიღოთ, მაგალითად, საათი. ნაკლებად თუ უფიქრია ვინმეს, რატომ არის საათში 60 წუთი, ხოლო წუთში 60 წამი. ათვლის და გაანგარიშების ეს სისტემა ძველი ბაბილონიდან არის. უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ინტერნეტ-ქსელის სივრცეებში მოიპოვოთ. წაიკითხეთ, ვისაც გაინტერესებთ.
 
ერთი შეხედვით ეს უბოროტო ციფრებია, მაგრამ აპოკალიპტურ სურათში ისინი ავისმომასწავებელ ელფერს იძენენ. და საქმე საათებში, წუთებში და წამებში როდია...
 
ამრიგად, ბაბილონის მეძავი და მხეცის ხატება როგორც ჩანს ერთი წყაროდან მომდინარეობენ. ზომათა ბაბილონური სისტემა მთელი მსოფლიოს ნეირონულ სისტემებში გადავიდა და გარეშემომყოფთათვის შეუმჩნევლად თავის საიდუმლო საქმეს ახორციელებს. გამოცხადების წიგნი რამოდენიმეჯერ ამტკიცებს, რომ როდესაც მხეცი გამოჩნდება, დედამიწის მცხოვრებნი უკიდურესად განცვიფრებულები აღმოჩნდებიან.
 
ექვსას სამოცდა ექვსის მნიშვნელობის ძიება აუცილებელია ბიბლიურ ისტორიაში, ეს ისტორია გარდაუვალად მიგვიყვანს უძველეს ბაბილონამდე, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ისრაელი ერის ისტორიაში და თავის სიტყვას მომავალში კიდევ იტყვის.
 
დასასრულ გაცნობებტ, რომ მხეცის რიცხვის ნამდვილი მნიშვნელობა ჩვენთვის ჯერ უცნობია, შესაძლოა იმიტომ, რომ მისი დრო ჯერაც არ დამდგარა.
 
 
საიტ. "აპოკალიფსისის" რედაქცია. 2025 წ.
 
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому