Перейти к контенту

განმარტება - ორი მთის ხატება წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვებში - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
ორი მთის ხატება წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვებში
ჩერნობილის კატასტროფა
წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვებში, რომლებშიც მონიშნულია ორი "სულერი" მთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხატება, იწყება იქიდან, რომ წინასწარმეტყველი აღწერს უფლის დიდების მსგავს მოვლენას, რომელიც დაბრძანებულია "ზეციური ტახტის მსგავსებაზე" (ეზეკ. 1:26 – 2:1). თანაც "უფლის დიდების მსგავსება" წინასწარმეტყველს ეცხადება ადამიანის სახით, რომელიც ამაღლებულია ქერუბიმებზე, რაც კაცის ძის მომავალ განდიდებაზე მიუთითებს და ზუსტად შეესაბამება წინასწარმეტყველ ესაიასა და მოც. პავლეს მესიანურ მოწმობებს, შეად.:

"ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება. ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება. გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს... " (ეს. 40:3-5).

"აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე. რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე" (ეს. 60:1-3).

"იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით. როდესაც მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა" (ებრ. 1:3).

შემდეგ წინასწარმეტყველი ეზეკიელი ხედავს "ისრაელის ღმერთის დიდებას" ხელთქმნილი იერუსალიმის ტაძრის შიდა ეზოს ჩრდილოეთ კარებთან (ანუ ყოვლადდასაწველისთვის განკუთვნილი სამსხვერპლოს მხრიდან), სადაც ამავდროულად იმყოფება ერთგვარი "მოშურნეობის ხატი":

"გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში, იერუსალიმს, შიდა კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიმართული, სადაც დგას შურის ხატი, შურის აღმძვრელი. აჰა, იყო იქ ისრაელის ღმერთის დიდება, მსგავსი იმისა, რაც ხეობაში ვიხილე" (ეზეკ. 8:1-4).



სოლომონის ტაძრისა და მისი შიდა ეზოს თანამედროვე რეკონსტრუქცია (ტაძარი ორიენტირებული იყო "დასავლეთ-აღმოსავლეთის" მიმართულებით, და შესასვლელი გააჩნდა აღმოსავლეთიდან, ხოლო სპილენძის ზღვა განთავსებული იყო ხაზზე "სამხრეთ-ჩრდილოეთი").
 
 
ამასთან ბიბლიურ მოწმობებში ორი "მსოფლიო" მთის შესახებ "ხალხის საკრებულოს ველის" ჩრდილოეთი მხარე შეესაბამება გებალის მთას, სადაც იესუ ნავეს ძემ მოაწყო განსაკუთრებული სამსხვერპლო თორმეტი ქვისგან და მასზე წარწერილი რჯულის მცნებებით, ხოლო სამხრეთი - მთა გარიზიმს იაკობის ჭით, რომელიც მეტაფორული აზრით პირდაპირ არის დაკავშირებული განმწმენდელ წყალთან, რომელიც ავსებს ხელთქმნილი კარვის სპილენძის ზღვას.
 
რადგან სწორედ მცნებათა რჯული გამოდიოდა ძველაღთქმისეულ დროებაში "ქრისტესკენ წინამძღოლად" (გალატ. 3:24-25), - "უფლის დიდების მსგავსების" ყოფნა მოშურნეობის ხატთან, რომელიც იდგა ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოსთან (ანუ "გებალის მთაზე", რომლისგანაც იუწყებოდნენ წყევლას რჯულის დარღვევისთვის), და რომელიც აღწერილია ეზეკიელის წიგნში, შეესაბამება საღმრთო აღმშენებლობის ძველაღთქმისეულ ეტაპს, ანუ იმ დროებას, როდესაც ღმრთის დიდების ხატი წარმოდგენილი იყო ხორცისთვის დაწესებული მცნებათა რჯულით, მეტაფორულად კი - "მოშურნეობის ხატით" (შეად.: "ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: "წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში"" (გალატ. 3:10).

შემდეგ წინასწარმეტყველი ეზეკიელი მოწმე ხდება იმისა, თუ როგორ შორდება უფლის დიდება ჩრდილოეთის კარებს, "მოშურნეობის ხატს" და ქერუბიმებიდან და ზეციური საყდრიდან ჩადის ტაძრის ზღურბლამდე, ასე რომ მთელი შიდა ეზო კარვისა ივსება საკვირველი ბრწყინვალებით (ეზეკ. 9:3; 10:4). ამ მოვლენებში უკვე მონიშნულია საღმრთო განგებულების ახალაღთქმისეული ეტაპი, როდესაც "ნათელი მოვიდა ქვეყნად" და ძალა წაართვა ძველაღთქმისეულ "მოშურნეობის ხატებას" (ინ. 12:46), შეად.:  
 
"... უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ" (მალ. 3:1).
 
"... სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესუში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე" (რომ. 8:2).
 
გარდა ამისა, ამავე ხილვებში უფლის დიდების გარდამოსვლა ტაძრის ზღურბლთან პირდაპირ და არაორაზროვნად ქვეყნიერებაზე "ერთგულთა აღბეჭდვას" იუწყება:
 
"ისრაელის ღვთის დიდება ასცილდა ქერუბიმს, რომელზედაც იყო ის, და გაემართა ტაძრის ზღურბლისკენ; მოუწოდა სელით შემოსილ კაცს, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო" (ეზეკ. 9:3-4).
 
და აქვე წინასწარმეტყველი ეზეკიელი მოწმობს მსჯავრზე რომელიც თავს დაატყდება ურჯულოებას და უკეთურებას, რომლებიც ეხსნებიან მას "სასჯელთა" სახით, მიწიერ ქალაქ იერუსალიმს რომ არყევს. თანაც ამ მსჯავრთა უწინ ტაძრის ეზოს ჩრდილოეთი კარებიდან, სადაც არის განლაგებული "მოშურნეობის ხატება", სპილენძის სამსხვერპლოსთან (ანუ ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოსთან) მიდიან ექვსნი "დამსჯელნი" (ისრაელის ექვსი "გებალური" ტომის სიმბოლო, იხ. წინა პუბლიკაცია), სადაც თითოეულს თავისი "დამღუპველი იარაღი" უპყრია ხელში! (ეზეკ. 9:1). მაგრამ ისინი დაუყოვნებლივ როდი სჯიან სისაძაგლეებით აღსავსე ქალაქს, არამედ, დგანან რა სპილენძის სამსხვერპლოსთან (ანუ "გებალის მთაზე"), ელოდებიან, სანამ "სელით მოსილი" (ანუ სამღვდლო შესამოსელით შემოსილი) კაცი (ეზეკ. 9:1-3)) განსაკუთრებულ "ნიშანს დაადებს შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო" (ეზეკ. 9:4), კერძოდ, სანამ ახალაღთქმისეული სულიერი ბეჭდით აღბეჭდავს მათ, რომელიც, ისევე როგორც გამოცხადების წიგნის შესაბამის ხატებაში, შუბლზე მიეცემა ადამიანს (ეზეკ. 9:4 შეად. "... ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:2-3).
 
და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სელით შემოსილი კაცი ჩამოივლის მთელ ქალაქს და აღასრულებს მისთვის დაკისრებულ მაცხოვნებელ მისიას, - ექვსი მსახური თავიანთი "დამღუპველი იარაღებით ხელში" ამოწყვეტენ ამ "დიდ ქალაქში" თავშეფარებულ და დამალულ ყველა ურჯულოს: "მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ" (ეზეკ. 9:5).
 
მეტიც, ამავე მოვლენებში სელით შემოსილი კაცი "საკუთარი ხელით" ჩამოიტანს დედამიწაზე წმიდა ცეცხლს, "ქერუბიმთა შორის", ანუ უშუალოდ ზეციური საყდრიდან აღებულს:
 
"ვიხილე და, აჰა, ცამყარზე, რომელიც ქერუბიმების თავს ზემოთ არის, გამოჩნდა რაღაც საფირონის ქვისმაგვარი, რაღაც ტახტისმაგვარი, მათ ზემოთ. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, უთხრა: შემოდი ბორბლებს შორის ქერუბიმთა ქვეშ და აივსე პეშვი ქერუბიმთა შორის აღებული ცეცხლის მუგუზლებით და გადააყარე ქალაქს. და შევიდა ჩემს თვალწინ. ... როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმთა შორისო, და ისიც შევიდა და ბორბალთან დადგა, მაშინ, გაიწოდა ხელი ერთმა ქერუბიმმა ქერუბიმთაგან ცეცხლისკენ, რომელიც ქერუბიმთა შორის იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გავიდა" (ეზეკ. 10:1-7).
 
თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ქერუბიმები, რომლებიც გამოხატავენ ზეციურ საყდარს, და რომლებზეც თავიდანვე იმყოფებოდა უფლის დიდების "სატაძრო" ხილვა, ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის მომენტში უკვე ახალაღთქმისეულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ანუ "სახლის მარჯვენა მხარეს", შიდა ეზოს სამხრეთით (ანუ "მთა ჰარიზიმის" თავწყაროსთან); სწორედ ამ მადლმოსილი ადგილიდან უფლის დიდება "მაღდლება ქერუბიმისგან" და აღავსებს მთელ სახლსა და მთელ შიდა ეზოს:

"ქერუბიმები სახლის მარჯვენა მხარეს იდგნენ, როცა შევიდა კაცი და ღრუბელმა აავსო შიდა ეზო. ასცილდა უფლის დიდება ქერუბიმებს და გაემართა სახლის ზღურბლისკენ, და აივსო სახლი ღრუბლით, ეზო კი სავსე იყო უფლის დიდების ნათებით" (ეზეკ. 10:3-4).
 


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური
.წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому