Перейти к контенту

განმარტება - მაცხოვრის სახელთა და სახელწოდებათა ღვთისმეტყველება იოანეს გამოცხადების მიხედვით - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
მაცხოვრის სახელთა და სახელწოდებათა ღვთისმეტყველება
იოანეს გამოცხადების მიხედვით
უფლისა და მაცხოვრის "წინასწარმეტყველურ" სახელთა რიგის გარდა, რომელსაც მიეძღვნა ადრინდელი პუბლიკაცია, სიმბოლურს და ნიშანდობლივს წარმოადგენს უფლის "საკუთარი" სახელწოდებებიც, ანუ ყოველი იმ სახელთაგან, რომლითაც ის საკუთარ თავს უწოდებს. ასეთი სახელები წარმოდგენილნი არიან მტკიცებულებით ფორმაში "მე ვარ", - და, განსხვავებით სიმბოლურ ან მეტაფორულ სახელთაგან, პირდაპირ მეტყველებენ იმის შესახებ, რომ მოლაპარაკე არსებითადაც ასეთია:

"მე ვარ პური სიცოცხლისა..." (ინ. 6:35 და ინ. 6:48); "მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით" (ინ. 6:41). ამასთან გამოცხადების წიგნში მტკიცებულება "მე ვარ პური" გრძელდება ხატებაში "ქალის დაპურება უდაბნოში": "... რათა გარიდებოდა (ქალი) ურჩხულს ... გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე" (გამოცხ. 12:14).
 
"მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება..." (ინ. 10:9, შეად.: "... კარი გაიღო ცაში..." (გამოცხ. 4:1))
 
"მე ვარ მწყემსი კეთილი..." (ინ. 10:11, 14, შეად.: "... კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს" (გამოცხ. 7:17).
 
"მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე" (ინ. 11:25, იგივე აზრია: 1 ინ. 1:1-3); "... რომელიც არის ... საუკუნო სიცოცხლე" (1 ინ. 5:20, შეად. ხატებანი: "კრავის სიცოცხლის წიგნი" (გამოცხ. 3:4-5; 13:8; 17:8; 20:12; 21:27; 22:18-19; "სიცოცხლის გვირგვინი" (გამოცხ. 2:10); "მდინარენი" და "სიცოცხლის წყლები" (გამოცხ. 22:1-2, 17; "სიცოცხლის ხე" (გამოცხ. 2:7; 22:1-2; 22:14).
 
"მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (ინ. 14:6, შეად. გამოცხ. 14:4).
 
"მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი..." (ინ. 15:1); "მე ვარ ვაზი... " (ინ. 15:5).

ამასთან შეიძლება შევნიშნოთ, რომ მეოთხე სახარების ყოველ ამ მნიშვნელოვან "მე ვარ..." -თაგან თითოეულში არსებობს "მაცხოვნებელი" ასპექტი, რომელიც აგრძელებს და ირეკლავს ახალი აღთქმის სახარების საყოველთაო მნიშვნელობებს, - ხოლო კიდევ ერთ სახელწოდებას ფორმისა "მე ვარ..." ("აბრაამზე უწინარესი ვარ" (ინ. 8:58)), აქვს ოდნავ სხვა აზრი, რომელიც შეესაბამება მტკიცებულებას "პირველად (მე ვარ)"; შეად.: "თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: პირველად, რამეთუ მე გეუბნებით თქვენ")), რაც პირდაპირ იესუ ქრისტეს ღვთაებრიობაზე მოწმობს.
 
ასეთივე მოწმობა, რომელიც ამტკიცებს მაცხოვრის არა "შეფარდებით", არამედ "ბუნებრივ" ღვთაებრიობას, წარმოდგენილია მეოთხე სახარებაში მისი ღვთაებრივი სახელის "არსებულის" სამგზისი უწყებით, შეად.:


"უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან" (გამ. 3:14).

"უფალია ცაბაოთ ღმერთი; არსებულია მისი სახელი" (ოს. 12:5).
 
ამ მოწმობის მიხედვით უფალი და მაცხოვარი არის: "მამის წიაღში არსებული" ("ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც არის მამის წიაღში, მან გაგვიცხადა" (ინ. 1:18)) (ბერძნ.: "μονογενὴς θεὸς ὁ ὢν εἰς τὸν-κόλπον τοῦ-πατρὸς ἐκεῖνος ἐξηγήσατο")

 
"რომელიც არის ცაში".
 
"არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში" (ინ. 3:13)).
 
 
"რომელიც არის დასაბამიდან".
 
("მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? იესუმ უთხრა მათ: პირველად, მე გეუბნებით თქვენ" (ინ. 8:25)).



მაცხოვარი ხელთუქმნელი, იაროსლავის სკოლა, XIII ს. მაცხოვრის ნიმბში ჩანს ჩაწერილი ასოები: O (ომიკრონ), W (ომეგა) და N (ნიუ), რომელიც წარმოქმნის სიტყვას "არსებული".
 
 
შედეგად მაცხოვრის ყველა სახელი იოანეს სახარებაში მიემართება ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა მწვერვალისკენ, სადაც უფალი იესუ ქრისტე პირდაპირ იწოდება ჭეშმარიტ ღმერთად:
 
"მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (ინ. 20:28).
 
"ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესუ ქრისტე: ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე" (1 ინ. 5:20).
 
რაც შეეხება ფორმის "მე ვარ" შვიდ სახელწოდებას, რომლებიც მოც. იოანეს მიერ გამოცხადების წიგნშია წარმოდგენილი (რომელიც, როგორც თანდათანობით გაიხსნება ჩვენს პუბლიკაციებში, წარმოადგენს "საიდუმლო შვიდეულთა წიგნს"), - მასში სახარებისეულ მტკიცებულებას "მე ვარ პირველი" (შეად. ინ. 8:25) შეესაბამება შვიდიდან ექვსი მსგავსი სახელწოდება: "მე ვარ ანი და ჰაე (ალფა და ომეგა), დასაბამი და დასასრული" (გამოცხ. 1:8, 10; 21:6; 22:14), "მე ვარ პირველი და უკანასკნელი" (გამოცხ. 1:17) და "მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა" (გამოცხ. 22:16).
 
თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ყველა "მე ვარ" გამოცხადების წიგნიდან პირდაპირ არის დაკავშირებული მოწმობებთან, რომლებიც არ იყო აღნიშნული იოანეს სახარების "მაცხოვნებელ" "მე ვარ"-ში, - არამედ მოწმობასთან ერთად დრო-ჟამის დასასრულზე და მომავალ სამსჯავროზე.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი შვიდი სახელწოდება "მე ვარ" მეოთხე სახარებიდან აღწერენ უფლის მაცხოვნებელი მისიას, მისი პირველი მოსვლის შესაბამის მოვლენებს, - გამოცხადების წიგნის შვიდი ნიშანდობლივი "მე ვარ", რომლებიც უფალს წარმოგვიდგენენ, როგორც "ომეგას" ("უკანასკნელს"), როგორც მთელი ქმნილების მეფეს და მსაჯულს, იხსნება მეორედ მოსვლის არსი, როდესაც მთელი ძველი სამყაროს ისტორიას დაამთავრებს უკანასკნელი დღის სამსჯავრო, სადაც საბოლოოდ განადგურდება ყოველგვარი (გამონაკლისის გარეშე) ურჯულოება და უკეთურება (შეად. - გამოცხ. 22:12).
 
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელწოდება "მე ვარ" გამოცხადების წიგნში უბრალოდ "შვიდობით" რიცხვში როდია წარმოდგენილი (ანუ აღწევს სისავსეს და დასრულებას), - არამედ განსაკუთრებული "აზრობრივი მდგომარეობა" უკავია (ანუ "ხსნის" და ამთავრებს მთელ წიგნს), შეად.:
 
თავები 1-2:
 
"აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული (ალფა და ომეგა), ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი" (გამოცხ. 1:7-8).
 
"ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი, რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. ... მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით. ... მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი" (გამოცხ. 1:10-17).
 
"მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს" (გამოცხ. 2:21-23).
 
 
თავები 21-22:
 
"კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე" (გამოცხ. 21:6-7).
 
"აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში. ... მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი" (გამოცხ. 22:12-16).


 
ქრიზმის (ქრისმონის) მოზაიკა - ქრისტეს სახელის მონოგრამა, რომელიც შედგება ორი საწყისი ბერძნული ასოებისგან "ΧΡΙΣΤΟΣ" - "Χ" (ხი) და "Ρ" (რო), შეერთებულნი ერთმანეთში. მონოგრამის კიდეებში ზოგჯერ ათავსებენ ბერძნულ ასოებს "α" ("ალფა") და "ω" ("ომეგა").
 
 
მთლიანობაში სრულიად ცხადია, რომ მაცხოვრის სხვადასხვა სახელთა და სახელწოდებათა რაოდენობა, რომლებიც ნაუწყებია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, შეიძლება შევადაროთ წმ. წერილის დანარჩენ წიგნებს ერთად აღებულთ, - ხოლო განსაზღვრულ სახელწოდებათა აზრობრივი ხაზები ერთდროულად გამოდიან, როგორც მოწმობანი ქრისტეში აღსრულებულ ყველა ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა, რომლებშიც ნახსენები იყო ეს სახელები, როგორც ახალაღთქმისეული სახარების მნიშვნელობათა წარმოდგენის მეთოდი; ასევე, როგორც ახალაღთქმისეული ქრისტიანული დოგმატიკის დაფუძნების ერთ-ერთი ფორმა.
 
ამიტომაც, თუკი იოანეს სახარებასთან მიმართებაში სამართლიანია მტკიცებულება, რომ მასში წარმოდგენილი სახელები მაცხოვრისა მისი ერთ-ერთი თავისებურებაა მრავალთაგან, - იოანეს გამოცხადების წიგნის ახალაღთქმისეულ მოწმობათა იგივე ასპექტი არის უპრეცედენტო. თანაც გამოცხადების წიგნის "სახელობითი" მნიშვნელობები და მასშტაბები ისეთია, რომ ძველი აღთქმიდან ახლისკენ და ახალი აღთქმიდან მარადიულობისკენ მოაზრებულ მნიშვნელობათა "სულიერი ზრდადობის" განხილვა რომ გვეცადა, არაერთი ათეული გვერდი დაგვჭირდებოდა.
 
მეტიც, მაცხოვრის სხვადასხვა სახელთა და სახელწოდებათა ჩვეულებრივი ჩამოთვლა შესაძლებლობას გვაძლევს ვიგრძნოთ ამაღლებულობაც, უსაზღვრობაც, დროის მიღმიერი წინასწარმეტყველური მნიშვნელობაც, რომლებიც ამ სახელთა ახალაღთქმისეულ მოწმობას ახასიათებს.
(აქ და შემდგომ, გამოცხადების წიგნის მოწმობათა განხილვისას, უმჯობესია მივმართოთ "კრებით ციტირებას", ანუ ყველა განსახილველი ფრაგმენტი წარმოვადგინოთ ერთიანი სიით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს არა მარტო მოვნიშნოთ განსხვავებული "მოწმობითი ხაზები", რომლებიც წითელ ზოლად გასდევენ მთელ წიგნს, არამედ მოვნიშნოთ ყოველი ამ მონახაზის "წინასწარმეტყველური როლი" მოვლენათა საზოგადო პანორამაში.
 
მეორე მხრივ, თუ არ გავცდებით ცალკეულ სიუჟეტთა ჩარჩოებს და ასეთ მოწმობებს არ განვიხილავთ, როგორც ერთ მთლიანობას, - გამოცხადებისთვის დამახასიათებელი "საზოგადო" აზრობრივი ხაზების კრებითი ასპექტის განხილვა მნიშვნელოვნად გაძნელდება).
ამრიგად, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში უფალი და მაცხოვარი იწოდება:

  • იმად, ვინც "არის, იყო და მოვა" (გამოცხ. 1:4, 8; 4:8; 11:15-17, შეად. ეს. 40:10; ეს. 62:11; მთ. 24:30; ებრ. 10:37; ინ. 11:27).
  • ყოვლისმპყრობელად (გამოცხ. 1:8; 4:8; 11:15-17).
  • უფლად და ღმერთად (გამოცხ. 4:8; 11:15-17).
(აქ საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ სახელწოდების "ის, ვინც არის, იყო და მოვა, ყოვლისმპყრობელი, უფალი ღმერთი" სიტყვასიტყვითი სისავსე ნაუწებია არა იდუმალთმხილველის კომენტარებში, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა "თავისი მხრიდანაც" დაემატებინა რაიმე, - არამედ პირდაპირ მოზეიმე ზეციური კრების პირისგან (გამოცხ. 4:8; 11:15-17).
მნიშვნელობათა ხაზში "ღმერთი-სიტყვა" მაცხოვარი წარმოდგენილია როგორც:

  • "ალფა და ომეგა" (გამოცხ. 1:8, 10; 21:6; 22:13).
  • "დასაწყისი და დასასრული" (გამოცხ. 1:8; 21:6; 22:13).
  • "პირველი და უკანასკნელი" (გამოცხ. 1:10, 17; 2:8; 22:13; შეად. – ეს. 44:6; 48:12).
  • "…ამინი… დასაბამი ღვთის ქმნილებისა" (გამოცხ. 3:14).
(აქ შეიძლება კიდევ ერთხელ შევნიშნოთ, რომ ყველა სახელწოდება, რომელიც შეესაბამება მნიშვნელობას "პირველი და უკანასკნელი", არსებითად ღვთაებრივია; ხოლო გამოცხადების წიგნში შვიდი ნიშანდობლივი სახელწოდებიდან "მე ვარ" ხუთი წარმოდგნილია მტკიცებულებით "მე ვარ პირველი და უკანასკნელი", ანუ პირდაპირ მოწმობენ იესუ ქრისტეს ღვთაებრიობაზე.
 
თანაც სიტყვები "მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი" (გამოცხ. 2:23) უთითებენ იმაზე, რომ მაცხოვარი არის გულთამხილველი და მსაჯული, - ხოლო მოწმობა "მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი" (გამოცხ. 22:16) წარმოადგენს მას, როგორც ისრაელისთვის აღთქმულ მეფე-მესიას).
გარდა ამისა, გამოცხადების წიგნის ხილვები და სიუჟეტები მოწმობენ, რომ მაცხოვარი არის:

 
  • ძე ღმრთისა (გამოცხ. 2:18) და ძე კაცისა (გამოცხ. 14:14; შეად. მთ. 24:30, იგივე ლკ. 21:27)
  • ერთგული მოწმე (გამოცხ. 1:5), ერთგული და ჭეშმარიტი (გამოცხ. 3:14; 19:11)
  • მისი სახელია "ღვთის სიტყვა" (გამოცხ. 19:13, შეად. ინ. 1:1, 14)
  • რომელსაც აქვს მისი პირიდან გამომავალი ორლესული მახვილი (გამოცხ. 1:16; 2:12, 16; შეად. ებრ. 4:12), "რომელიც ... სიმართლით განიკითხავს და იბრძვის" (გამოცხ. 19:11), თანაც დროთა დასასრულს ეს სახელები განხორციელდებიან მოქმედებაში: "მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი" (გამოცხ. 19:15); "დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან" (გამოცხ. 19:21).
  • დავითის ფესვი (გამოცხ. 5:5 – გამოცხ. 22:16), "რომელსაც აქვს ჯოჯოხეთისა და სიკვდილის (გამოცხ. 1:18), ასევე დავითის (გამოცხ. 3:7) გასაღები".
  • ლომი იუდას ტომიდან ((გამოცხ. 5:5), დამოწმებულია "თითქოსდა დაკლულ კრავთან" (გამოცხ. 5:6) შედარებისთვის).
  • რომელიც მიმოდის ოქროს შვიდ სასანთლეს შორის (გამოცხ. 1:12-13, 20; 2:1), ხელში უპყრია შვიდი ვარსკვლავი (გამოცხ. 1:16, 20; 2:1; 3:1), აქვს ღმრთის შვიდი სული (გამოცხ. 3:1); "აქვს შვიდი რქა და შვიდი თვალი" (გამოცხ. 5:6).
  • შემოსილია გრძელი მოსასხამით და მკერდს აკრავს ოქროს სარტყელი (თანაც, "მოსასხამი"  და ოქროს სარტყელი მღვდელმთავართა შესამოსელია (გამოცხ. 1:13, შეად. გამ. 28:4, 8; ლევ. 8:7).
  • მძლეველთ ანიჭებს "ცისკრის ვარსკვლავს"  (გამოცხ. 2:28), ის არის "ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი" (გამოცხ. 22:16).
  • პირმშო განსვენებულთაგან (გამოცხ. 1:5), აღმდგარი მკვდრეთით (გამოცხ. 1:18; 2:8), ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე (გამოცხ. 1:18).
  • მიწიერ მეფეთა მთავარი (გამოცხ. 1:5) ("უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე" (გამოცხ. 17:14); "მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი" (გამოცხ. 19:16); "... ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 11:15).
  • "იესუ" და "იესუ ქრისტე" (პირველი ხსენება გამოცხ. 1:1-ში, ბოლო - გამოცხ. 22:21-ში), თანაც სახელ "იესუს" ყოველი ხსენება პირდაპირ არის დაკავშირებული ცნებასთან "მოწმობა": "... ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის" (გამოცხ. 19:10); "ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:10).
  • უფალი (პირველი ხსენება გამოცხ. 1:8, ბოლო - გამოცხ. 22:21), თანაც სახელწოდების "უფალი იესუ ქრისტეს" სისავსე იკრიბება გამოცხ. 22:20-21-ში, ანუ ლოგიკურად - "დროთა აღსასრულს", ბუკვალურად კი - მთელი წმ. წერილის დასასრულს).
 
 
ამასთან სახელწოდებაში "კრავი" მაცხოვარი წარმოსდგება, როგორც:
 
 
  • "დაკლული კრავი" (გამოცხ. 5:6, 12), "კრავი, ქვეყნიერების დასაბამიდან დაკლული" (გამოცხ. 13:8), თანაც კრავის სისხლი განბანს და განასპეტაკებს სამოსს (გამოცხ. 7:14; 1:5) და წარმოადგენს ძლევის იარაღს (გამოცხ. 12:11, შეად. - ინ. 6:54).
  • ზეციური მწყემსი (გამოცხ. 7:17; 14:1-4),
  • რომელსაც აქვს სიცოცხლის წიგნი (გამოცხ.13:8; 21:27).
  • მოსესა და კრავის საგალობლის შემოქმედი (გამოცხ. 15:3).
  • მრისხანე და მებრძოლი (რაც ირიბად უპირისპირდება კრავისთვის დამახასიათებელ "უწყინარობას" (გამოცხ. 6:16; 14:10; 17:14).
  • სიძე, მექორწილე (გამოცხ. 19:7-9; 21:9).
  • კრავი, რომელიც იმყოფება ზეციურ ტახტთან და საყდარზე (გამოცხ. 5:6-8; 5:13; 6:16; 7:9-10; 7:17, გამოცხ. 22:1-3), რომელიც ჯერ მიდის საყდართან, შემდეგ კი იმყოფება "საყდრის შუაში", ხოლო გამოცხ. 22:1-ში და გამოცხ. 22:3-ში უკვე თვით საყდარი იწოდება "საყდრად ღმრთისა და კრავისა".
  • კრავი, რომელიც არის  ტაძარი და მისი სანთელი (გამოცხ. 21:22-23).

 
მართალია, სახელთა ესოდენ ვრცელი პანორამის დოგმატურ და საღვთისმეტყველო მნიშვნელობათა მთელი სისავსის დატევნა ადამიანს არ ძალუძს, - თვით ამ პანორამაში აღწერილ მოწმობათა ნაწილობრივი გულისხმისყოფა შესაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოტ, რომ მაცხოვრის ყველა სახელი და სახელწოდება, რომელიც გამოცხადების წიგნშია ნაუწყები, ერთმანეთთან არის დაკავშირებული ყველაზე ამაღლებული აზრობრივი კავშირით და არსებითად წარმოადგენს სულიერ საფუძველს არა მარტო წმ. წერილის ბოლო წიგნისთვის, არამედ მთელი ახალაღთქმისეული ღვთისმეტყველებისთვის.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому