განმარტება - "განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ, და თაყვანი სცეს ურჩხულს..." (გამოცხ. 13:3-4) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
"განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ, და თაყვანი სცეს ურჩხულს..."

(გამოცხ. 13:3-4)
მხეცი ურჩხულის ტახტზე
"ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?"
 
 
იდუმალთმხილველის მოწმობა ჭრილობაზე, რომლითაც მოიწყლა "ზღვიდან ამომავალი მხეცის" ერთ-ერთი თავი, ირიბად იმოწმებს სამყაროს შექმნიდან პირველი დღეების მოვლენებს, როდესაც ედემის ბაღში ადამის ცდუნებისთვის "დასაბამიერ გველს" (გამოცხ. 20:2) "მუცლით ხოხვის" და "მტვრის ჭამის" (დაბ. 3:14) წყევლა დაედო.
 
და მაშინვე გველსა და (მის თესლს შორის) და კაცობრიობის მოდგმას შორის ჩამოვარდა შეურიგებელი მტრობა, რომელსაც შედეგში უნდა მიეღო ღია ბრძოლის სახე, - ანუ ისეთი დაპირისპირების სახე, რომლის დროსაც მხარეები ერთმანეთს აყენებენ დამაზიანებელ დარტყმებს.
 
"მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 2:15).
 
რადგან გამოცხადების წიგნი ლაპარაკობს მხეცის ერთ-ერთ თავზე ὡς ἐσφαγμένην εἰς θάνατον и πληγὴ τοῦ θανάτου, ანუ წარმოადგენს მას არა უბრალოდ, როგორც "დაზარალებულს", არამედ "დაჭრილს" და "სასიკვდილოდ მოწყლულს", - უეჭველია, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამომავალი "სატანის თესლის" ჭრილობა სრულიად ბიბლიურია. ეს ჭრილობა ურჩხულისა და მხეცის მომაკვდინებელ მოწყვლაზე მოწმობს.
(ამასთან სრულიად ცხადია, რომ "ბოროტება თავში დაჭრა" არა სხვა ვინმემ, თუ არა ქალისგან საკვირველად შობილმა ყრმამ (გამოცხ. 12:5), ძემ ღმრთისამ და ძემ კაცისამ, შეად.: "მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისგან და დაემორჩილა რჯულს" (გალატ. 4:4), რომელმაც დაამარცხზა სიკვდილი და დაამხო კაცთმოძულე ეშმაკის ძალი და ხელმწიფება).
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ სასკივდილო ჭრილობა მხეცის ერთ-ერთ თავზე ამ თავს წარმოადგენს, როგორც "ეგვიპტელი ფარაონის სამეფოდ", რადგან ძველაღთქმისეული წერილის თანახმად ეგვიპტიდან გამოსვლის მოვლენებში გველ-ფარაონი თავის მხედრობასთან ერთად "ჩაძირულ იქნა" ზღვაში არა მარტო ბუკვალური აზრით, რამედ "თავში დაჭრის" მნიშვნელობითაც, შეად.: ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა
 
"ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი საუკუნითგანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე. შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმტვრიე თავები ურჩხულებს. შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს" (ფსალმ. 73:12-14).
 
"შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ. შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები" (ფსალმ. 88:10-11).
 
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეგვიპტიდან გამოსვლის სახით აღესრულა ახალაღთქმისეული პასექი, - მახვილით მიყენებული ის ჭრილობა, რომლითაც მონიშნულია ზღვიდან ამომავალი უკეთური მხეცი, არის არა სიმბოლური, არამედ რეალური ჭრილობა, და მიუხედავად მისი დროებითი განკურნებისა "მსოფლიო მხეცის" ამგვარი დამარცხებისგან "აღდგენა" უკვე ვეღარ მოხერხდება.
("ჭრილობის განკურნება", რომელსაც ხედავს და აფასებს "მთელი დედამიწა", არ ნიშნავს "სრულ გამოჯანმრთელებას": ეს ბიბლიური ჭრილობა მხოლოდ "გაიჭიმა" იმ დრომდე, სანამ ძველი სამყარო აღავსებს საკუთარი ურჯულოების საწყაოს და განმტკიცდება საკუთარ წარწყმედაში, შეად.: "დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ" (დან. 7:12).
მაგრამ ურწმუნო და ურჯულო კაცობრიობას არ შეუძლია და არც სურს გაიგოს ან მიიღოს ის ფაქტი, რომ მხეცის ჭრილობა ნამდვილად სასიკვდილოა, და, აკვირდება რა საკუთარ თავში ბოროტების მომძლავრებას, მხეცს სრულიად ჯანმრთელად აღიქვამს, და საკმაო სიძლიერის მქონედაც, მეტიც, ნებისმიერი იარაღისთვის მიუწვდომლადაც, - რის შედეგად აკეთებს წარმართთათვის ერთადერთ შესაძლო "სავაჭრო" დასკვნას, რომ ესოდენ ძლიერი და ესოდენ საშიში მოწინააღმდეგისადმი დაპირისპირება ყველას "ძვირად დაუჯდება"; ასე რომ უფრო მომგებიანია დაემორჩილო მას და მის წესებს, ხოლო საკუთარ თავისა და სხვათა წინაშე თავს საკუთარ უძლურებით გაიმართლებენ (შეად.: "... და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?" (გამოცხ. 13:4).
 
რაც შეეხება ქრისტეს ეკლესიას, - ის ხედავს ჭეშმარიტ სულიერ რეალობას და შეგნებულიც აქვს ჭრილობის მომაკვდინებელი სიმძიმე, რომელიც უკვე მიაყენეს "დასაბამიერ გველს", და მის წარმომადგენელ "მხეცს, ამომავალს ზღვიდან". ამიტომაც საკმაო სიძლიერისა და დიდი ხელმწიფების მიუხედავად, რომელსაც თან ახლავს ნიშები და სასწაულები, ქრისტიანებს სწამთ და გულისხმაყოფენ, რომ ბოროტება განდევნილია ციდან და დაუძლურებულია ცისქვეშეთში. ამიტომაც, მაცხოვრისა და სახარებისადმი რწმენით გაძლიერებულნი, არა თუ არ სცემენ თაყვანს "უძლეველ მხეცს", არამედ მის წინააღმდეგ აწარმოებენ უკომპრომისო და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას.
 
მიუხედავად ამისა, ბოროტება დრომდე სრულიად ქმედითუნარიანი იქნება, რაც ძველ ქვეყნიერებას შეიქს "ბრძოლის ველად" და ყველაზე უშუალო მონაწილედ ნათლისა და ბნელის მსოფლიო დაპირისპირებისა. სწორედ ამ გლობალური დაპირისპირების ჩარჩოებში "ზღვიდან ამომავალი მხეცი" მუდმივად მისდევს ღმრთის ერს, - ხოლო ქრისტიანები, "იმალებიან რა უდაბნოში", აგრძელებენ მაცხოვრის მიერ აღსრულებულ ძლევას მათ მიმართ, ვისშიც ხორციელდება "ეშმაკის უკეთური თესლი" (შეად.: "თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში..." (ინ. 8:44).
 
ამასთან "ქრისტიანთა ქუსლების კბენა" (ე. ი. ზიანის მიყენება "მიწისგან", ხორცის მეშვეობით) არც ეშმაკს და არც "ამ ქვეყნიერებას" ახალაღთქმისეულ დროებაში უკვე აღარ ძალუძთ, რადგან უფალმა მართალთ უბოძა "არწივის ფრთები" ("... მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას..." (გამოცხ. 12:14), - მასთნ ერთად კი სრული სულიერი მოუწყვლელობა და დაცულობა:
 
"აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ" (ლკ. 10:19).
 
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქრისტიანს ღმრთის შეწევნით შეუძლია სძლიოს ბნელეთის ძალებს და სულიერი გამარჯვება მოიპოვოს, - ეს გამარჯვებები არ ათავისუფლებენ ბოროტების ძალაუფლებისგან ხილულ ქვეყნიერებას. რადგან მხეცის "ეგვიპტური" თავის მომაკვდინებელი ჭრილობა დროებით განიკურნა, ხოლო თვით მხეცმა ურჩხულის მთელი ძალა და ხელმწიფება დაიმკვიდრა, - ასე რომ, სულიერი აზრით პრაქტიკულად უძლური, ის ინარჩუნებს უნარს გამოიყენოს "მიწიერი" საშუალებები და მეთოდები, რომელიც მას ადამიანური ხორცის მოკვდინების შესაძლებლობას აძლევს.
 
ხოლო ისინი, ვისაც არა სწამთ მაცხოვრისა და არც მკვდართა აღდგომისა სწამთ, - ანუ ურწმუნოთა მთელი ქვეყნიერება, ანუ "მთელი დედამიწა", - არც კი ფიქრობენ მხეცთან შებრძოლებაზე, და თავს არწმუნებენ, "ქრისტე რომ შეესაბამებოდეს იმას, რასაც მის შესახებ ასწავლიან ეკლესიის მოძღვრები, მომენტალურად გაანადგურებდა მიწიერ ბოროტებასო. ხოლო რადგან ბოროტება მათ თვალში უძლეველია, - უმჯობესია ცუდად იცხოვრო მისი კანონების მიხედვით, ვიდრე აღდგე ამ კანონთა წინააღმდეგ და მოკვდე უკანმოუქცევლად.
 
მეტიც, ყოველი ადამიანი, ვინც თავის გულში უკეთური "მხეცური" ძალაუფლებისკენაა მიდრეკილი, თვითონაც იქცევა ზღვიდან ამომავალი მხეცის ნაწილად.
(ურწმუნოების სწორედ ასეთ შედეგზე მოწმობენ სიტყვები: "... განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?" (გამოცხ. 13:3-4).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ქრისიანტებში არ იქნება მსგავსი დაბნეულობა და შიში, რადგან ისინი იცავენ ჭეშმარიტების სიტყვას და სწამთ არა მხეცის, არამედ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ძლიერებისა:
 
"რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მთ. 10:27-28).
 
ამასთან ხილულ სამყაროში, რომელიც მოც. იოანეს მოწმობით სხვადასხვა ვნებებითაა სავსე და "ბოროტებაში ძევს" (1 ინ. 5:19), ახალაღთქმისეულ დროში ყალიბდება ვითარება, როდესაც ურჩხულისა და მისი მხეცის საკუთარი ძალაუფლება არც ისე დიდია, - მაგრამ მას ყოველმხრივ აბუქებენ და ადიდებენ ისინი, ვისაც არც რწმენა აქვს და არც სურვილი ნათელში ყოფნისა, არა აქვს სურვილი არც სიმართლისთვის ბრძოლისა და არც ქრისტიანულ სათნოებათა მოხვეჭისა. მითუმეტეს, საკუთარი უმოქმედობის და ბოროტებისადმი მორჩილების გასამართლებლად ადამიანს ყოფნის უბრალოდ საკუთარი თავი დააჯეროს იმაში, რომ "ზღვიდან ამომავალი მხეცი" უძლეველი და მოუწყვლელია, და რომ "მთელი დედამიწა" ისედაც მისი წესებისა და პრინციპების მიხედვით ცხოვრობს. ამიტომაც, "მარტოხელა ადამიანის ამბოხი" არავის არაფერში დაეხმარება და ამ აზრით ვერაფერს შეცვლის.
 
ასე რომ ყველაზე გლობალური აზრით "ქვეყნიერება" ელტვის სიტყვით და საქმით გაანადგუროს ყველა, ვინც კი თავისი სიცოცხლით და სიკვდილით აღდგება მხეცის წინააღმდეგ, - რადგან ქრისტეს ეკლესია საბოლოო ჯამში ამხელს არა აბსტრაქტულ ბოროტებას, არამედ კონკრეტულ ადამიანურ ბიწიერებას, რომელთგან პირველია ურწმუნოებისადმი მზაკვრული მორჩილება.


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому