პოლიტიკა - ბაიდენის მიერ ჯორჯ სოროსის დაჯილდოვება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
ბაიდენის მიერ ჯორჯ სოროსის დაჯილდოვება თავისუფლების მედლით
მტკიცებულებაა იმისა, რომ "შეთქმულების თეორიები" სიმართლეა
ჯორჯ სოროსის დაჯილდოვება
მიანიჭა რა აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული სამოქალაქო ჯილო ისეთ გლობალისტურ პოლიტიკურ მოღვაწეებს, როგორებიც არიან ჯორჯ სოროსი და ჰილარი კლინტონი, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, რომ მის ადმინისტრაციას მართავდა ფარული გლობალისტური მთავრობა.
 
როდესაც პირველად წავიკითხე, რომ ჯო ბაიდენმა თავისუფლების მედლით დააჯილდოვა ჯორჯ სოროსი, ორჯერ გადავამოწმე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს სატირა არ არის. სიმართლე რომ ითქვას, ასეთ სათაურს უფრო მოველოდი ისეთ საიტზე, როგორიცაა Babylon Bee (1). ეს მართლაც ასეა, მაგრამ აბსურდულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გესმის, თუ რისთვის იქნა პირველ რიგში შექმნილი ეს ჯილდო.
 
________________
 
1. The Babylon Bee — კონსერვატიული, ქრისტიანული საინფორმაციო-სატირული საიტი, რომელიც აქვეყნებს სატირულ სტატიებს აქვეყნებს რელიგიურ და პოლიტიკურ თემებზე, სატირულად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს და განიხილავს საზოგადოებრივ მოღვაწეებს. მას The Onion-ის ქრისტიანულ ან კონსერვატიულ ვერსიას უწოდებენ.
 
________________
   
თავისუფლების მედალი - უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა აშშ-ში. ის განკუთვნილია იმ ადამიანთა აღიარებისთვის, რომლებმაც "განსაკუთრებულად ღირსეული წვლილი შეიტანეს აშშ-ს უსაფრთხოებაში ან ეროვნული ინტერესების დასაცავად, ან კიდევ მთელ მსოფლიოში, და კიდევ კულტურულ ან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ წამოწყებებში".
 
თავისი მილიარდობით დოლარისა და თავისი საცეცებივით ფონდების (Open Society Foundations) გამოყენებით, სოროსი ერეოდა სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ს ჩათვლით. და ყოველ ნაბიჯზე ის ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას. ყოველი ცენტი, რომელიც მისი ფონდის მიერ არის გახარჯული, ემსახურება ერთ მიზანს: დაანგრიოს ქვეყნები შიგნიდან, რათა ხელი შეუწყოს მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებას.
ჯორჯ სოროსი
ჯორჯ სოროსი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუდმივი მონაწილე - პარაზიტული, უკანონო და არადემოკრატიული ორგანიზაციისა, რომელიც ისწრაფვის თავისი გლობალისტური ნება მოახვიოს დამოუკიდებელ ქვეყნებს.
 
 
არ შეიძლება უგულებელვყოთ სოროსის გავლენა მსოფლიოზე. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში Open Society Foundations-მა დახარდა 23 მლრდ. დოლარი სულით გაყიდულ და უკიდურესად კომპრომეტირებულ პოლიტიკურ კანდიდატებზე, ასევე დამანგრეველ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მის გლობალისტურ დღის წესრიგს.
 
სოროსის მოქმედებათა უმეტესობა დისკრეტული, მზაკვრულია და ამოფარებულია მოდურ სიტყვებს, როგორიცაა, მაგალითად, "სამართლიანობა". მაგრამ მისი პოლიტიკის ზემოქმედება მტკივნეულად აშკარაა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ზოგიერთს იმისი მტკიცებაც კი შეუძლია, რომ ის შეგნებულად და მეთოდურად ანგრევს საზოგადოებათა სტრუქტურას უმაღლეს დონეზე გათვლილი მოქმედებების მეშვეობით.
 
 
ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს
 
ჯორჯ სოროსის გავლენას ეროვნულ პოლიტიკაზე შეიძლება დავაკვირდეთ რამოდენიმე დონეზე. მაგრამ ყველაფერი იწყება მისი უმნიშვნელოვანესი დღის წესრიგიდან: უკიდურესი და არაკონტროლირებადი ემიგრაციიდან.
 
ყოველ ქვეყანაში არსებობს ემიგრაციის კანონიერი პროცესი, სადაც განმცხადებელთა რაოდენობა და ხარისხი დეტალურად კონტროლირდება. ეს იძლევა გარანტიას, რომ მიმღები ქვეყანა იცავს სოციალურ და ეკონომიკურ საფუძველს, რომელიც აუცილებელია ახალ მოქალაქეთა მისაღებად, ამასთან მხარს უჭერს საზოგადო ერთიანობას, უსაფრთხოებას და აყვავებას. საბოლოო ჯამში, ლაპარაკია ამ ემიგრანტთა ჰარმონიულ ინტეგრაციაზე საზოგადოებაში და მიმღები ქვეყნის ეკონომიკაში.
 
მაგრამ ჯორჯ სოროსს სრულიად საწინააღმდეგო რამ სურს. ბინძური მეთოდების დახმარებით ის ქვეყნებს აიძულებს გახსნან საზღვრები და მიგრანტთა ჭარბი ნაკადები შეუშვან თავიანთ ტერიტორიებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ ამ მიგრანტებთან ჰარმონიული შეთანაწყობა. ის ასევე აქეზებს არალეგალურ იმიგრაციას, ქმნის მეორეხარისხოვან არალეგალ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კლასს.
 
სოროსის მიზანი მარტივია: აავსოს ქვეყნები მიგრანტების იმ რაოდენობით, რომელიც აღემატება მათი მიღების შესაძლებლობას. დასავლეთის სამყაროს ქვეყნების უმეტესობა ამ პოლიტიკას დაექვემდებარა კატასტროფული შედეგებით.
 
აიძულებს რა მთავრობებს მიიღონ იმიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება მათ ეროვნულ უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს, სოროსი და მისი მეგობარი-გლობალისტები ესწრაფვიან მიაღწიონ მრავალრიცხოვან მიზანს:
 
1. გააზავონ თითოეული ეროვნების კულტურა და იდენტურობა, რათა ხელი შეუწყონ გლობალური ("გაღვიძებული") კულტურის მიღებას.
 
2. დაძაბონ ქვეყნების ეკონომიკა, გაზარდონ დანახარჯები და აიძულონ ისინი ვალი აიღონ გლობალური სტრუქტურებისგან.
 
3. მოსახლეობაში გამოიწვიონ დაძაბულობა, უთანხმოება და დილემა.
 
4. ქალაქებში შექმნან ქაოსის და დაუცველობის ატმოსფერო, რომელიც ხელს შეუწყობს რეპრესიული ღონისძიებების გატარებას.
 
არსებობს არაკონტროლირებადი მიგრაციის მრავალი სხვა უარყოფითი შედეგიც - ყველა მათგანი დეტალურად აქვთ შესწავლილი გლობალისტებს. ეს ნეგატიური შედეგები არა თუ ცნობილია, არამედ სასურველადაც კი არის მიჩნეული. ყველაზე დიდ წინააღმდეგობას მსოფლიო მთავრობისთვის წარმოადგენს ძლიერი, ჯანსაღი და აყვავებული ქვეყანა, რომელიც არ ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
 
ამრიგად, აი ფოტოსურათი:
ჯორჯ სოროსის დაჯილდოვება
ალექსანდრე სოროსი, თავისი მამის, ჯორჯ სოროსის სახელით, იღებს თავისუფლების მედალს ჯო ბაიდენისგან
 
არ არის საიდუმლო, რომ სოროსი აქტიურად აფინანსებდა პოლიტიკურ კანდიდატებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჯო ბაიდენსაც 1921 წელს. ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ სოროსის გავლენა დაუყოვნებლივ აისახა ყვველაფერზე. აუხსნელი მიზეზებით უპირველეს ყოვლისა ბაიდენის ადმინისტრაციამ საზღვრები გახსნა არალეგალური მიგრაციისთვის.



საზღვრის უკანონო გადალახვამ თავბრუდამხვევ სიმაღლეებს სწორედ ბაიდენის მმართველობის დროს მიაღწია. ეს იყო ჯორჯ სოროსის ნება.

 
სოროსის გავლენა ისევე შორს მიმავალია, რამდენადაც დამანგრეველი. ის არა მარტო მიისწრაფვის შექმნას ქაოსი არაკონტროლირებადი მიგრაციის მეშვეობით, არამედ უზრუნველყოფს, რათა მთავრობები ცუდად იყონ მომზადებულნი ამგვარი პოლიტიკის შედეგების აღმოსაფხვრელად.

მართლაც, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გარდა, ის ასევე ერევა ნაკლებად მასშტაბურ, ნაკლებად რეკლამირებულ არჩევნებში, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. მართალია, ეს არჩევნები თითქმის არ მოიხსენიება უკანასკნელ ცნობებში, მაგრამ სანაცვლოდ მათი შედეგი შესაძლებლობას აძლევს სოროსს მისთვის ხელსაყრელ პირობებში მართოს ამერიკული ქალაქები.



2022 წლის სათაური პროკურორების არჩევნებბზე გამარჯვების შესახებ, რომელთაც მხარს უჭერდა ჯორჯ სოროსი.
 
სოროსის მიერ ფინანსირებული სულგაყიდული პროკურორები ნაწილობრივ წარმოადგენენ უზარმაზარი და ეშმაკური გეგმის ნაწილს: გადააწყონ სისხლის სამართლის სისტემა და გახადონ ის არაეფექტური დანაშაულობასთან ბრძოლაში. სოროსი აფინანსებდა პროკურორებს ჩიკაგოში, ფილადელფიაში და ლოს-ანჟელესში. ყველა ამ ქალაქში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. ეს იმიტომ, რომ სოროსი გამიზნულად აფინანსებს საოლქო პროკურატურას, რომელიც, როგორც ცნობილია, ლოიალურია დანაშაულობასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანი ფაქტი: ამ პროკურორთა უმრავლესობა ასევე განსაკუთრებულად ლოიალურნი არიან პედოფილებისა და ბავშვების გამხრწნელთადმი. რატომ?
 
მართალია სოროსის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის ემხრობა "მრავალფეროვნებას", უმეტესად მისი პოლიტიკისგან ზარალდებიან უმცირესობათა წარმომადგენლები, კერძოდ საქალაქო რაიონთა შავკანიანი მოქალაქეები.
 
მოდი, გამოიცანით, ვინ აფინანსებდა Black Lives Matter, Defund the Police და Antifa-ს? დიახ, ჯორჯ სოროსი. ის არის ქაოსის და ნგრევის აგენტი. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.
 
იციან რა ეს ფაქტები, როგორ შეუძლიათ მასებს ადრინდელივით მიიღონ მისი დამანგრეველი პოლიტიკა? აქ მივდივართ მნიშვნელოვან პუნქტამდე: სოროსი უზარმაზარ თანხებს აბანდებს სხვა სფეროში და ეს სფერო გახლავთ - მასმედია.
ჯორჯ სოროსის დაჯილდოვება
მაშ, როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი მეფ-ის მეთაურობით? აქ უნდა ითქვას, რომ კომუნისტური ჩინეთი ტოტალიტარული გლობალისტური პოლიტიკის ლაბორატორიაა, და მისი სოციალური კრედიტების სისტემა დღეისთვის იქ გადის ტესტირებას. არ არის გასაკვირი, რომ რამოდენიმე სტუმარმა დავოსში მოუწოდა იმ ტექნოლოგიების გამოყენებისკენ, რომლებიც მსგავს ექსპერიმენტებს უფრო გლობალურ დონეზე გახდიდნენ შესაძლებელს.
 
 
#3 ციფრული მმართველობა
 
გახსოვთ COVID-ის დროს ვაქცინაციის პასპორტები? იცით თუ არა, რომ იმ დროს, როდესაც მილიონობით ადამიანი უეცრად მეორეხარისხოვანი გახდა, მათ აუკრძალეს მოგზაურობა და საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა მხოლოდ იმიტომ, რომ უარს ამბობდნენ აცრილიყვნენ ფარმაცევტული პრეპარატებით? ეს იყო საშინელი და ამაზრზენი შეცდომა, - ხომ ასეა?!
 
მაგრამ არა დავოსის მსოფლმხედველობით. მათთვის COVID-ი საცდელი ექსპერიმენტი იყო, და მათ სურთ ეს მუდმივობა გახდეს. დავოსის სესიის დროს, რომლის სახელწდოება იყო "ჯანდაცვის ციფრული გაუმჯობესება", ევროკავშირის კომისარმა ჯანდაცვისა და საკვებ პროდუქტთა უსაფრთხოების დარგში სტელა კირიაკიდესმა მაღალი შეფასება მისცა ვაქცინირების პასპორტებს, როგორც მაგალითს იმისა, თუ რაც უნდა მოხდეს მომავალში.
ჯორჯ სოროსის დაჯილდოვება
სანამ აშშ გართული იყო საპრეზიდენტო არჩევნებით, ჯორჯ სოროსმა საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა 200 რადიოსადგურის შესყიდვაზე აშშ-ს მთელი ტერიტორიის მასშტაბით. მიზანი იმაში მდგომარეობს, რათა გადააქციონ ისინი პროპაგანდისტულ არხებად, რომლებიც დაიწყებენ წინასწარ გამიზნული "ახალი ამბებისა" და "სარედაქციო სტატიების" ტრანსლირებას.
 
 
დიდი რაოდენობის ცრუ და თაღლითური ორგანიზაციების მეშვეობით სოროსი აყალიბებს და ძერწავს მას-მედიის შინაარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს მოიცავს უკანასკნელ ცნობებს, გართობას და სოციალურ ქსელებს.
 
რა თქმა უნდა, რადგან პროპაგანდა ყველაზე ეფექტურია ახალგაზრდულ ასაკში, სოროსი აქტიურად მონაწილეობს განათლების საკითხებში. ბოლო წლებში დასავლეთ სამყაროს სკოლებში ბავშვებს ასწავლიან საკუთარი ქვეყნის სიძულვილს, მისი ისტორიის უარყოფას და მისი ტრადიციული კულტურის ზიზღს (ეს არის რასიზმი0. თუკი ეს ინდოქტრინაცია წარმატებული გამოდგა, ეს ბავშვები, საბოლოო ჯამში, გარდაუვალად მიიღებენელიტის გლობალურ კულტურას (როგორც ერთადერთ ალტერნატივას).
 
მოკლედ, რომ ვთქვათ, სოროსის დაჯილდოვება თავისუფლების მედლით თითქოსდა "აშშ-ს უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების" გამყარებისთვის არსებითად საზოგადოების გაზლაიტინგს (2) წარმოადგენს.
 
 
________________
 
2. გაზლაიტინგი (მომდინარეობს ინგლისური პიესის Gas Light-ის სახელწოდებიდან) - ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობისა და სოციალური პარაზიტიზმის ფორმა; გარკვეული ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელსაც აღასრულებენ იმისთვის, რათა მსხვერპლი წარმოაჩინონ "დეფექტურ", არანორმალურ არსებად, ან აიძულონ თვითონ იტანჯოს და დაეჭვდეს გარემო სინამდვილის საკუთარი აღქმის ადეკვატურობაში.
 
________________
 

სხვა სულელური მედლები
ჰილარი კლინტონის დაჯილდოვება
ჯო ბაიდენმა თავისუფლების მედლით დააჯილდოვა ჰილარი კლინტონი
 
 
ჩვენ ყველას რომ გვესმოდეს, ამ წელს თავისუფლების მედლის მიეცემა, რომ ხუმრობაა, ბაიდენმა მედალი გადასცა ჰილარი კლინტონს.
 
მრავალი წლის განმავლობაში კლინტონი მონაწილეობას იღებდა ყველა მნიშვნელოვან კონსპიროლოგიურ ორგანიზაციაში, მათ შორის ბილდერბერგის კლუბის სხდომებში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში და სამმხრივ კომისიაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ყოველთვის იყო დაკავშირებული არაარჩევით ჩრდილოვან მთავრობასთან, რომელიც ისწრაფვის, რათა აშშ გააკონტროლოს საერთაშორისო არადემოკრატიული ორგანიზაციების მეშვეობით. ამრიგად, ის იდეალური დამატება იმ ჯილდოსი, რომელიც გადასცეს ჯორჯ სოროსს.
 
გლობალურ ხელისუფლებაში თავისი ყოფნის ათწლეულების განმავლობაში ჰილარის სახელი ასოცირდებოდა ოკულტური ელიტის ზოგიერთ ყველაზე ბნელი და ყველაზე შემაშოთებელი "ცოდნის სფეროსთან". აი რამოდენიმე მაგალითი: Pizzagate, კავშირი Clinton Foundation-სა და ჰაიტიზე ადამიანებით ვაჭრობას შორის, ეპშტეინის კუნძული და "Arkancide", რომელიც ასევე ცნობილია, როგორც უცნაური სიკვდილები, რომლებიც გარს აკრავს კლინტონების ოჯახს.
 
იმის შემდეგ, რაც მან თავისუფლების მედალი გადასცა ჯორს სოროსს და ჰილარი კლინტონს, გლობალისტების კიდევ რომელი ლაქიისთვის შეიძლებოდა ის გადაეცა?
 
ბონო?
 
დიახ, ბონო.
ბონოს დაჯილდოვება
ბონო ადიდებს სატანას მიღებული მედლის შემდეგ
 
 
მასმედია ბონოს "ჰუმანისტს" უწოდებს. სინამდვილეში ის სხვადასხვა გლობალისტური ორგანიზაციის ლიდერია, რომლებიც დედამიწის უღარიბეს ადამიანებზე ნადირობენ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა DATA
 
უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია DATA (Debt, AIDS, Trade, Africa) 2002 წელს დააფუძნეს ბონომ და ბობი შრაივერმა ორგანიზაცია Drop the Debt-ის აქტივისტებთან ერთად. ორგანიზაციას აფინანსებდა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი, ჯორჯ სოროსი და ედვარდ უ. სკოტი.
 
დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ. ჯორჯ სოროსი ბონოს DATA-საც აფინანსებდა. ბაიდენი (უფრო სწორედ, მისი კურატორები) ერთგვარ მესიჯს უგზავნიან ამერიკელ ხალხს ამ "მედალიონებით".
ბონოს დაჯილდოვება
მარიონეტ-გლობალისტ ბონოს მუდმივად აჯილდოვებენ გლობალისტების გეგმებში შეტანილი თავისი წვლილისთვის. 2007 წელს მან მიიღო რაინდის განდობა და მაშინვე შექმნა ცალი თვალის ნიშანი მედლით, რათა დაადასტუროს, თუ რისთვის მიიღო მან ეს ჯილდო.
 
 
დასკვნა
 
მედლები, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია არიგებს, - გლობალისტური ძალების თაყვანისცემისთვის გაიცემა. ისინი ასევე აღიარებენ მათი კონტროლის მრავალწახნაგოვნებას.
 
ჯერ-ერთი, ზემოთ - ჯორჯ სოროსი, რომელიც ყოველწლიურად ხარჯავს მილიარდებს კომპრომეტირებული ადამიანებისა და პროექტების დასაფინანსებლად. ამისთვის მან მიიღო მედალი. შემდეგ, ჰილარი კლინტონი წარმოადგენს ბოლომდე კომპრომეტირებულ პოლიტიკოსს, რომელიც ერთგულად ასრულებს სოროსისა და მისი მეგობრების პირდაპირ განკარგულებებს. ამისთვის მედალი მანაც მიიღო. და ბოლოს ბონო, - საბოლოო პროპაგანდისტ-გამრთობი. ის მიეჩვია მეგობრული სახე მიანიჭოს სასტის და დამანგრეველ გლობალისტურ პოლიტიკას და ის უფრო მისაღები გახადოს მასებისთვის. ამიტომ, ბონოც დაჯილდოვდა.
 
მართალია ეს მედლები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს უმრავლესობისთვის, ისინი შეხსენებაა იმისა, რომ უცხოელი დესტრუქციული ძალები ღრმად აკომეპრეტირებენ მთავრობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი იმდენად კომფორტულად მართავენ, რომ აიძულებენ პრეზიდენტსაც კი მისცეს მათ "თავისუფლების მედლები".
 
მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს მედლები - ელიტაა, რომელიც გვეუბნება: "შეთქმულების თეორიები სიმართლეა, მაგრამ ჩვენ ეს სულაც არ გვადარდებს".


წყარო: vigilantcitizen.com

მასალა თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2025 წ.
Назад к содержимому