საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის
არაოფიციალური საინფორმაციო-ანალიტიკური ვებ-საიტი
"აპოკალიფსისი"
საიტი გამოდის არქიეპისკოპოს პავლეს ლოცვა-კურთხევით
ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებზე:
ელექტრონული ფოსტა: apocalypsege@gmail.com

(მათე 24:3)
"ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?" (მათე 24:3). განმარტება: მოწაფეებს აქ აინტერესებდათ, თუ როდის მოხდებოდა ისე, რომ, იესუს სიტყვების თანახმად, იერუსალიმში ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. ამ და სხვა შეკითხვებით, ისინი სთხოვდნენ უფალს მათთვის სამყაროს აღსასრულის ჟამი მიეთითებინა, რომელზეც ქრისტემ დაიდუმა.

ფლორენციის კრების კანონიკური უსუსურობა
მეშვიდე მსოფლიო კრებამ, უარყოფდა რა ხატმებრძოლურ კრებას, "მოგვცა მსოფლიო კრების კრიტერიუმთა დეტალური აღწერა, როგორც ეს მაშინ ესმოდათ: ეკლესიათა მეთაურების შეხმატკბილება (συμφωνία), რომის ეპისკოპოსის თანამშრომლობა (συνεργία) და სხვა პატრიარქთა თანხმობა (συμφρονοῦντες). მსოფლიო კრებას უნდა გააჩნდეს თავისი საკუთარი რიცხვი მსოფლიო კრებათა თანმიმდევრობაში, და მისი სწავლება უნდა შეესაბამებოდეს ადრე არსებულ მსოფლიო კრებათა სწავლებას".




