Перейти к контенту

განმარტება - მესამე ანგელოზის უწყება: "მათ, ვინც თაყვანს სცემენ მხეცს არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება..." (გამოცხ. 14:9-11) - აპოკალიფსისი

Skip menu
Skip menu
აპოკალიფსისი > განმარტება
მესამე ანგელოზის უწყება: მათ, "ვინც თაყვანს სცემენ მხეცს...
 
არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება..."
 
(გამოცხ. 14:9-11)
დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი
"მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14:9-11).
 
მათთვის, ვინც განიხილავს 14-ე თავის სამი ანგელოზის ცნობას (1) როგორც სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოვლენას, მესამე მფრინავი ანგელოზის მოწმობა ისე გამოიყურება, თითქოსდა ეს ანგელოზი მიმართავდეს მხოლოდ ძველი სამყაროს ბოლო დღეებში დარჩენილ ადამიანებს, როდესაც (როგორც მრავალი ფიქრობს) ურწმუნოებსა და მცირედმორწმუნეებს დაადებენ რაღაც ბუკვალურ ნიშნებსა და დამღებს, რომლებიც "მხეცის სახელის" ან მისი "რიცხვის" შესაბამისი იქნებიან (სინამდვილეში მსგავსი რამ არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ ამას არ უნდა ველოდოთ).
 
________________
 
1. ანუ მარადიული სახარების უწყებას გამოცხ. 14:6-7, სამსჯავროს "დიდ ბაბილონზე" გამოცხ. 14:8-ში და ცნობას "მხეცისა და მისი ხატების" თაყვანისმცემლებზე შურისგების შესახებ გამოცხ. 14:9-11.
 
________________
 
მაგრამ მსოფლიო უკეთურებისადმი შურისგების დროს, ანუ "სამსჯავროს ჟამს”, იუწყება არა მესამე, არამედ პირველი ანგელოზი, რომელსაც ხელთ უპყრია "მარადიული სახარება", ხოლო გამოცხადების მომდევნო თავსებში "მეძავი ბაბილონის" დაცემის აღწერებში ჟღერს სიტყვები: "ვაი, ვაი, (შენ) დიდო ქალაქო, ... რადგანაც ერთ საათში აოხრდი" (გამოცხ. 18:19), - ასე რომ ცაში მფრინავი სამივე ანგელოზის წინასწარმეტყველებათა აღსრულება გამოცხადების წიგნში წარმოდგენილია "ერთ საათიანი" მოვლენის სახით.
 
გარდა ამისა, მეორე მფრინავი ანგელოზი ბაბილონს ამხილებს იმაში, რომ ამ "დიდმა ქალაქმა" თავისი "სიძვის მრისხანების ღვინო" ასვე ყველა ხალხს, ხოლო 18 თავში, მეძავი ბაბილონის უკანასკნელ და დამამთავრებელ მსჯავრს თან ახლავს სიტყვები: "სასმისით, რომლითაც გასმევდათ ღვინოს, ორმაგად ასვით მას" (გამოცხ. 18:6).
 
მაგრამ 14-ე თავში უფლის მრისხანების ერთიან თასზე მოწმობს არა მეორე ანგელოზი, არამედ მესამე, და ასეთი თასი მიემართება არა ბაბილონს, არამედ იმათ, "ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით" - ამიტომაც ყველა მიმდინარე მოვლენის ერთობლიობა ჯამდება მტკიცებულებაში, რომ "დიდი ბაბილონი" და ისინი, "ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით", არის ერთი და იგივე უკეთური საზოგადოება, რომელიც ექვემდებარება ერთ მსჯავრს, ამ მსჯავრის საწყაო კი გახდება ერთიანი და საყოველთაო "ბაბილონური თასი" (გამოცხ. 18:6).
(სხვათა შორის, შეუზავებელი "ღვთის რისხვის ღვინოს" სიმბოლოში მოიაზრებიან ჩვეულებრივი "მიწიერი" მნიშვნელობები, რადგან ბიბლიურ დროებასი ღვინოს დალევამდე წყალში აზავებდნენ. მაგრამ, რადგან გამოცხ. 14:10 ლაპარაკია "შეუზავებელ" ღვინოზე - ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელი სამსჯავროს რისხვა არ იქნება გაზავებული ღვთის მოწყალებით, შეად.: "... მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება" (იაკ. 2:13)).
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ძველაღთქმისეულ წმიდა ტექსტებში ასეთივე სიმბოლოებში და იმავე სამსჯავროში (რისხვის განსაკუთრებული თასის მეშვეობით) აღწერილი იყო არა მარტო "უკეთური ბაბილონი", არამედ "ძველი იერუსალიმიც", შეად.:
 
"უთხარი მათ ეს სიტყვა: ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ყველა ტიკი ღვინით ივსება. გეტყვიან: განა არ ვიცით, რომ ღვინით ივსება ყველა ტიკი? უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, დათრობამდე ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს, მეფეებს, რომელნიც დავითის ტახტზე სხედან, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და იერუსალიმის ყველა მკვიდრს, ერთმანეთზე შევაჭყლეტ მამებსა და შვილებს, ამბობს უფალი. არ შევიწყალებ, არ შევიბრალებ და არ დავინდობ დაღუპვისგან (იერ. 13:12-14).
 
მეტიც, სწორედ "ძველი იერუსალიმის" მიმართ ითქვა "არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ, რადგან თვით "საღმრთო მოსვენების" ცნება, რომელიც დაკავშირებულია შესაქმის მეშვიდე დღესთან, განისაზღვრებოდა მოსეს რჯულის მეოთხე მცნებით (გამ. 31:15; ლევ. 23:3, შეად.: "ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს?" (ებრ. 3:16-19).
 
რაც შეეხება მეორე მფრინავი ანგელოზის მოწმობას, რომ ურჯულოებს ელოდებათ მარადიული ტანჯვა (შეად.: "და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით ... კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 14:10-11), - მასში მოცემულია მსოფლიო უკეთურების კიდევ ერთი ხატება, კერძოდ ხატება სოდომისა და გომორასი, შეად.:  
 
"აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი. ... გახედა სოდომსა და გომორს და მთელ შემოგარენ სივრცეს და, აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი" (დაბ. 19:24-28).
 
ხოლო წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში იგივე ხატებანი და მოვლენები ზუსტად იუწყებიან ერთიან და საყოველთაო სამსჯავროს, რომელიც ცალკეული "დიდი ქალაქებით" არ არის შემოსაზღვრული, არამედ მოიწევა მთელ ძველ სამყაროზე გამონაკლისის გარეშე, შეად.:
 
"ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა! რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა. ... რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის. მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება. არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ" (ეს. 34:1-10).
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ზოგიერთი ბიბლიური მოწმობა წარმოადგენს თვით წინასწარმეტყველთა ღვთაებრივი მრისხანების "წყაროს", რომლებსაც "მრისხანების თასი მიაქვთ" ყველა ურჯულოსადმი მთელ დედამიწაზე (თანაც ამ მოწმობათა თანახმად საღმრთო მრისხანების თასთან ერთად დედამიწაზე ჩამოდის უკანასკნელი სამსჯავროს მახვილი), შეად.:
 
"რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი. შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის. ... უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით დათრობამდე და წამოარწყიეთ, დაწექით და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც ჩამოვაგდებ თქვენს შორის. თუ უარს იტყვიან და არ გამოართმევენ თასს შესასმელად, უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: უნდა შესვათ (იერ. 25:15-28)!
 
ხოლო რადგან, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, მხეცის უკეთური დაღი, რომელიც დაიდება შუბლსა და ხელზე, სიმბოლურად დაკავშირებულნი არიან ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის მოვლენებზე (იხ. შესაბამისი პუბლიკაცია), - გამოდის, რომ მესამე ანგელოზის მრისხანე უწყება მიმართულია სიმბოლური ბაბილონისადმიც, "ეგვიპტისადმიც", "სოდომისადმიც" და "ძველი იერუსალიმისადმიც", რომელთაგან თითოეული, როგორც ძველი ქვეყნიერების მყარი სიმბოლო განუყოფელი ნაწილია ურჯულოების მსოფლიო საიდუმლოსი (2 თეს. 2:7) და სწორედ ასეთი (ანუ კრებითი) აზრით მოიხსენიებოდა იგი გამოცხადების წიგნის 11-ე თავში (გამოცხ. 11:7-8).
 
ამრიგად, პირველი ანგელოზი ერთდროულად იუწყება მარადიულ სახარებას, და სამსჯავროს ჟამს, ანუ ზეციურ ცნობას, რომელიც ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით ჟღერს მთელ მსოფლიოში მთელი ახალაღთქმისეული დროების განმავლობაში, - ხოლო მესამე ანგელოზს ეს ცნობა ლოგიკურ დასრულებამდე მიჰყავს, მოწმობს რა ყველაზე უკანასკნელ მსჯავრზე, რომელიც ბოლოს მოუღებს "ეგვიპტურ" მონობასაც და "სოდომურ" სიგიჟესაც, ასევე "ბაბილონურ" უკეთურებასაც და "იერუსალიმურ" სიძვასაც, ანუ მთელი ძველი ქვეყნიერების ყოველ ურჯულოებას.
 
ამასთან მეორე ანგელოზი, რომლის მოწმობა ბუკვალური აზრით ეძღვნება "დიდი ბაბილონის" დაცემას, არსებითდ ამხელს მთელ მსოფლიო უკეთურებას გამონაკლისის გარეშე, - ასე რომ სამი ცაში მფრინავი ანგელოზის ხატებით აღწერილია ქრისტეს ეკლესიის ერთიანი საყოველთაო მოწმობა, რომელიც სრულიად შეესაბამება არწივ-ანგელოზის ზეციურ უწყებას, რაც აღწერილია გამოცხადების წიგნის მე-8 თავში, რომელიც გვამცნობს "სამმაგ ვაებაზე", რომელიც სამი უკანასკნელი საყვირისგან დაატყდება თავს ქვეყნიერებას (გამოცხ. 8:13).
 

მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому