თავფურცელი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში:


ელექტრონული ფოსტა: apocalypsege@gmail.com // apocalypticsite@gmail.com
ღმრთის განცხადება. ნათლისღება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
ღმრთის განცხადება. ნათლისღება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

6 იანვარი (ძვ. სტ.) / 19 იანვარი (ახ. სტ.)


წინა ორ სტატიაში გავარჩიეთ ორი დიდი ადამიანური ცოდვა ოთხიდან, რომელთა შესახებ, ღმერთი, წინასწარმეტყველ იერემიას პირით, ამბობს, რომ ეს ცოდვები ითხოვენ შურისგებას და დასჯას. მესამე საშინელი და დიდი ცოდვა - ეს უსამართლო და კორუმპირებული სამართალწარმოებაა,- უპატიოსნო, უსამართლო და უნამუსო ადამიანები.

"მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა" (გამოცხ. 8:8-9). ის, რაც (ან "ვინაც") ჩავარდა ზღვაში, რის შედეგადაც ზღვის მესამედი "სისხლად იქცა", წააგავს უბედურებას, მაგრამ ბუკვალური აზრით უბედურებას არ წარმოადგენს, - ასე რომ ამგვარი მოვლენის ბუკვალური ახსნის მცდელობა, თითქოსდა დედამიწაზე "ტუნგუსკის მეტეორიტის" მსგავსი ობიექტი უნდა ჩამოვარდეს, სრულიად უსაფუძვლოა.

"პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა" (გამოცხ. 8:7). ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც შვიდ ზეციურ საყვირთან დაკავშირებით ჩნდება, მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უნდა აღვიქვათ მიმდინარე მოვლენები, ბუკვალურად - თუ სიმბოლურად. თანაც ამ კითხვის გადაწყვეტა არც ისე მარტივია.

მეორე დიდი ცოდვა, რომელიც არ დარჩება ღმრთის სასჯელის გარეშე - არის სიძვა-მრუშობა. ღმერთმა წინასწარმეტყველ იერემიას პირით ებრაულ საზოგადოებას (ძველაღთქმისეულ რჩეულ ერს) უთხრა: "როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ. ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ. როგორ დავტოვო დაუსჯელნი, ამბობს უფალი, ასეთ სალხს როგორ არ მიაგოს სამაგიერო ჩემმა სულმა?" (იერ. 5:7-9).


დიდი ცოდვები, რომლებშიც წინასწარმეტყველი იერემია ღმრთის სახელით იუდეველ ხალხს ამხელს, - ოთხია. წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ღმერთს არ შეუძლია ისინი მიუტევოს მათ და დაუსჯელად დატოვოს, რომელი სასჯელებიც ასევე ოთხია: "მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად" (იერ. 15:3).

25 რჩევა დიდი მარხვის დაწყებამდე


როგორია წმიდა ორმოცდღიანი მარხვის მიზანი და ნაყოფი? როგორ მოვემზადოთ მარხვისთვის და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? როგორ ვეზიაროთ ამ პერიოდში და რითი ვიკვებოთ? რა ვქნათ, თუკი არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა ტაძარში მისვლისა, და როგორ ვილოცოთ სახლში? 25 რჩევა დიდი მარხვის დაწყებამდე.

განყოფილება I. ოკულტიზმის ისტორია. 6. ბაბილონური მაგია

ეგვიპტის გარდა, თანამედროვე ოკულტიზმი თავის სულიერ ფესვებს ძველ მესოპოტამიაშიც, კერძოდ, ქ. ბაბილონში ხედავს, საიდანაც არის ნასესხები ძველი მაგიის მრავალი რიტუალი, საშუალება და მათი განხორციელების მეთოდები.



"მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე" (გამოცხ. 8:3-4).




ამ გამოშვებაში: იდრის ელბას ცალთვალა მისალმება, ბარი კეოგანის შემაშფოთებელი (მაგრამ სიმბოლური) ფოტოსესია, კანი უესტის უცნაური დამოკიდებულება ბიანკა ცენზორისთან. და კიდევ (ჩვეულებისამებრ): დალახვროს ღმერთმა, რა სჭირს ამ მოდის სამყაროს?




ზოგიერთი ღვთითსაძაგელი მწვალებელი ამტკიცებდა, თითქოსდა ღმერთმა ეს სიტყვები ანგელოზებს და ბოროტ დემონებს უთხრა; ამ ჭკუანაღრძობ ხალხს არ ესმოდა ნათქვამი: "ხატებისაებრ ჩვენისა". რადგან ღმერთსა და ანგელოზებს ერთი და იგივე არსი როდი აქვთ და არც ხატება აქვთ ერთი და იგივე: ღმრთის ბუნება მარადიულია, ხოლო ანგელოზები თვით შემოქმედმა ღმერთმა შექმნა, მისგან მიიღეს ყოფიერება, დემონები კი მზაკვარებად მიიქცენენ ნებაყოფლობით. ამიტომაც უკიდურესი სიშლეგის ნიშანია - ივარაუდო, თითქოსდა ერთი ხატება ჰქონდეთ ბოროტ დემონებს და მოწყალების ზღვას.



მეშვიდე ბეჭდის მოხსნამდე ზეციური ხილვები იხსნებოდა და ვითარდებოდა თანიმდევრულად, ამიტომაც განსაკუთრებული სირთულე იმის გასაგებად, თუ რა რის შემდეგ მოდის, პრაქტიკულად არ წარმოიშვებოდა. მაგრამ მე-8 თავიდან დაწყებული ზეციური პანორამები იწყებენ გადაკვეთას და ნაწილობრივ ედებიან კიდეც ერთმანეთს, ასეთი ფრაგმენტების რაოდენობა კი თანდათანობით მრავლდება, - ასე რომ სიმბოლური მოვლენების განყოფა "თანმიმდევრულ" და "პარალელურ" მოვლენებად, თანაც ამ დროს დარჩე ერთიანი აზრობრივი ხაზის ჩარჩოებში, სულ უფრო და უფრო რთულდება.



"და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას" (გამოცხ. 8:1). ყველაზე საზოგადო აზრით მდუმარება, რომელიც გამეფდა ცაში ბოლო, მეშვიდე ბეჭდის მოხსნისას, მოწმობს იმაზე, რომ საღმრთო გამოცხადება, რომელიც დაფარული იყო ზეციურ წიგნში და, რომელსაც კრავი აუწყებს მთელ ახალაღთქმისეულ ეკლესიას, წინასწარმეტყველურ და აზრობრივ ასპექტში სრულიად დასრულდა.




"ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე მათ შორის დაიმკვიდრებს" (გამოცხ. 7:15).



"მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან? მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი" (გამოცხ. 7:13-14).



"შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.  ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!" (გამოცხ. 7:9-10).



"და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან:  იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი, გადის ტომიდან თორმეტი ათასი, ასერის ტომიდან თორმეტი ათასი, ნეფთალების ტომიდან თორმეტი ათასი, მანასეს ტომიდან თორმეტი ათასი, სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი, ლევის ტომიდან თორმეტი ათასი, ისახარის ტომიდან თორმეტი ათასი, ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი" (გამოცხ. 7:4-8).



"და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:2-3).


1. იობის პიროვნება (იობი 1:1-5)

"იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი" (იობი 1:1). იობის წიგნის უკვე ამ პირველ ფრაგმენტში, ძველი მამების აზრით, მოცემულია საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი ცნობები, რომლებიც აუცილებელია სიუჟეტური თავისებურებებისა და ბიბლიის მოცემული განყოფილების სულიერი მნიშვნელობის აღსაქმელად.

.



"შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ" (გამოცხ. 7:1).


განყოფილება I. ოკულტიზმის ისტორია. 4 მაგია

მაგია ყოველთვის არსებობდა ანტიკური ადამიანის რელიგიურ საქმიანობაში. მაგიის მეშვეობით ის ცდილობდა თავისი ძალაუფლება დაემყარებინა იმათზე, რაც მისი საკუთარი ძალებისთვის მიუწვდომელი იყო, და ცდილობდა ამ ძალაუფლებაში დამკვიდრებას.


თუ გაინტერესებთ რატომ არის ეშმაკის თავი გამოსახული ამ სტატიის მთავარ ფოტოზე, გეტყვით, - ეს იმიტომ, რომ ის ბუკვალურად მთავარ დეკორს წარმოადგენდა მეფ-ის 2024 წლის შეხვედრაზე დავოსში. კარგი იქნებოდა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა ყოფილიყო, მაგრამ, სინამდვილეში რეალობა ზოგჯერ სასაცილოზე მეტად არის სატირალი. აი 6 ყველაზე გიჟური და სულელური მომენტი დავოს-2024-ზე.



სპილენძის სამსხვერპლოსა და უზარმაზარი სპილენძის ხელსაბანის გარდა, რომელიც "მემკვიდრეობად" შემორჩა ისრაელს მოსეს საველე კარვიდან, სოლომონის ტაძარში იმყოფებოდა ორი "საყოველთაო მთის კიდევ ერთი ხელთქმნილი სიმბოლო, რომელიც სპილენძის ორ სვეტშია მონიშნული, რომლებიც ჩარჩოსავით ამშვენებდნენ ტაძრის სტოას (შესასვლელს).


(2024 / 1)

ამ სტატიაში: ქლოია კარდაშიანი სუპერ-სატანურ ფოტოსესიაში, კაილი ჯენერი ილუმინატების სუპერ-ფოტოსესიაში და, კიდევ იმის შესახებ, რომ მოდის სამყაროში ხდება საშინლად არასწორი ამბები.


(გაგრძელება)

"და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ. ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?" (გამოცხ. 6:14-17).


"და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს" (გამოცხ. 6:12-13).



"და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?" (გამოცხ. 6:9-11).



სანამ "აპოკალიფსისის ოთხი მხედრის" სიმბოლოს შინაარსზე ვილაპარაკებდეთ, უბრალოდ აუცილებელია აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი გარემობა, რომ პირველი ოთხი ბეჭდის მოვლენები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი წინასწარმეტყველ ზაქარიას მიერ თავის დროზე ნანახ "ზეციურ ცხენებთან და ეტლებთან", - ხოლო წინასწარმეტყველ ზაქარიას ხილვები დაკავშირებულია ბაბილონის სამოცაათწლოვანი ტყვეობიდან ებრაელთა დაბრუნებასთან; ანუ განეკუთვნებოდა იმ დროებას, როდესაც ტაძარი და ქალაქი, რომლებიც ქალდეველებმა დაანგრიეს ისრაელის დატყვევების დროს, ურთულეს პირობებსა და უდიდესი შრომის შედეგად კვლავ შენდებოდა (ზაქ. 2:6-9), შეად.: "აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს" (დან. 9:25).



"და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით" (გამოცხ. 6:7-8).
"და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი" (გამოცხ. 6:5).
გვეუწყა, რომ ჟამი აღსრულდა და მოვიდა ის, ვის შესახებაც წინასწარმეტყველნი ადრევე მიუთითებდნენ და ვისი ხილვაც მართლებს ასე სურდათ. იგი გამოჩნდა დღეს და ჟამიც დღეს აღსრულდა; ღმერთი ხორციელად იშვა და ადამიანთა შორის მიმოვიდოდა. ამ დღის შესახებ ათი წლის წინ არ გაგვიგია, ვინაიდან მრავალი წლის წინ გაცხადდა და თქვენი გულმოდგინებით ყვავილიც გამოიღო. არავინ შესცოდოს და ახლად და ძველად არ მოიხსენიოს ეს დღესასწაული. ახლა, რადგან ახალია და ახლა გავიგეთ, ძველად - იმის გამო, რომ სხვა დღესასწაულთა თანასწორია და სწრაფად მიაღწია მათ მსგავს პატივს; ჩვენში დიდი ხანი არ არის, რაც შემოაღწია და მაშინვე ისე აღორძინდა, ისეთი ნაყოფი გამოიღო, რომ ახლა ეკლესია სავსეა და შევიწროებული მრავალი ერისკაცის მოსვლით.
"და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი" (გამოცხ. 6:3-4).
შეკითხვა: რას ნიშნავს მიჰყვე ღმრთის ნებას? ამგვარ რჩევას ხშირად ვისმენთ მღვდლებისგან და ნაცნობი მორწმუნე ადამიანებისგან, მაგრამ სავსებით არ მესმის როგორ უნდა მივყვე ღმრთის ნებას, როგორ გავიგო რაში გამოიხატება ეს ნება? შინაგან ხმას ვუსმინო? მაგრამ როგორ განვასხვავო საკუთარი ხმა ღმრთის ხმისგან? იქნებ მღვდლის დარიგებებია უფლის ხმა?
გასაოცარია, რომ თანამედროვე, და ერთი შეხედვით, განათლებული ადამიანები ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევიან! ის, რომ მართლმადიდებლები ქრისტეს შობას აღნიშნავენ 25 დეკემბერს მრავალ "ქრისტიან" ადამიანში იწვევს ტვინის აფეთქებას... წლიდან წლამდე სასხვათაშორისოდ მოსროლილი ფრაზები გამაოგნებელ რეაქციას იწვევენ ოფისურ თანამშრომელთა შორის.

იმის შემდეგ, რაც გვამცნობს ქრისტეს სახელისთვის გადატანილ ჭირვებათა შესახებ, მოციქული პავლე კორინთელებს იმ უჩვეულო გამოცხადებაზე ესაუბრება, რომელიც მან ღმრთისგან მიიღო, - მის ატაცებაზე "მესამე ცამდე". მოციქული აზუსტებს, რომ ეს მოხდა "თოთხმეტი წლის წინათ" (2 კორინთ. 12:2), ანუ დაახლოებით 44 წელს, მისი მისიონერული მსახურების დაწყების წინ (საქმე 11:25-26). მოციქულს თითქოსდა სურს თქვას, რომ ამით არც ახლა შეიქებდა თავს, რომ არა საჭიროება - მოციქულებრივი ღვაწლის ავტორიტეტის, მაშასადამე, თვით ქადაგების საგნის დაცვა.

ბარაკ და მიშელ ობამების მიერ პროდუსირებული ფილმი "უკან მოიტოვე მსოფლიო" მოგვითხრობს ამერიკის საშინაო კოლაპსზე. და, სიმბოლიზმის მეშვეობით, ფილმს სინამდვილეში სურს, რათა ვიფიქროთ, - ამერიკა ასეთ კოლაფსს ნამდვილად იმსახურებს. აი ჩვენი აზრი ფილმზე და ის შემაშფოთებელი მინიშნებები, რომლებსაც ფილმში ვკითხულობთ.
3. ანტიკური წარმართობა - ოკულტიზმის ოქროს ხანა

ადამიანის ყოფიერების სულიერი სფერო შედგება რწმენისა და ცხოვრების მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებისგან, ანუ საქმეებისგან. რწმენა, როგორც ადამიანის სულიერი არსის გამოხატულება შობს ცხოვრების გარკვეულ წესსაც. თუკი რწმენა ეფუძნება და იკვებება ღმრთის მადლით, მაშინ ადამიანის სიცოცხლე სავსეა ჰარმონიით, სილამაზით, სიხარულით და სულიერი სიმშვიდით. ბიბლიას ეს აზრი წითელ ზოლად გასდევს; სადაც არის ღმერთი - იქ არის წესრიგი და ჰარმონია.

წინა სტატიაში შევეცადეთ მოგვეთხრო ათი მცნებისა და მოსეს რჯულის შესახებ. იმის შესახებაც, რომ ეს ორი სხვადასხვა რჯული იყო. შედეგად ერთი მათგანი (დეკალოგი, ანუ ათი მცნება) ჩადებული იყო მისთვის სპეციალურად შექმნილ აღთქმის კიდობანში. რადგან ის წარმოადგენდა აღთქმის საფუძველს, რომელიც შემდეგში ძველი გახდა ადამიანთა მიერ მცნებათა მრავალჯერადი დარღვევის გამო. ხოლო მეორე, მოსეს რჯული, აღთქმის კიდობნის მარჯვნივ იდო. ის არ წარმოადგენდა აღთქმის საფუძველს.
ალბათ, პირველი ასოციაცია ძველ აღთქმასთან - ეს არის ძველაღთქმისეული რჯული, ძველაღთქმისეული მცნებები. ამ სტატიაში განვიხილოთ ორი ძირითადი რჯული, რომელიც იმ ძველ დროში უფალმა გადასცა ადამიანებს. დავიწყოთ იმ საკითხით, თუ როდის იქნა მოცემული რჯული.
რა უნდა ვქნათ, თუკი ვიღაც ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენდა საუბედუროდ "ჯადოს" აკეთებს? ამ შეკითხვით ხშირად მიმართავენ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს. რა ვქნათ? როგორი სანთელი უნდა დავანთოთ და სად? რომელი ლოცვა წავიკითხოთ? როგორ დავიცვათ თავი?
მაცხოვრის მიერ მოცემული ეს აკრძალვა მამად წოდებასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია საცდურის ლოდად იქცა არა მარტო პროტესტანტული რელიგიური მიმართულებებისთვის, არამედ, გარკვეულწილად, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვისაც. რადგან პირველებს, ეს მცნება ესმით ბუკვალურად, ვარდებიან აშკარა უკიდურესობაში, რომელიც ეწინააღმდეგება წერილს. ხოლო მეორენი, თუმც უწოდებენ მამას თავიანთ მშობლებსა და მოძღვრებს, მაინც ვერ ხსნიან, რატომ აკეთებენ ამას და რატომ არ იკრძალება იგი.
ერთი შეხედვით, ეს არის საკმაოდ მარტივი კითხვა, მაგრამ უფრო სერიოზული განხილვისას დავინახავთ, რომ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც გარეგნულად შეიძლება ჩანდეს. ამისთვის ჯერ საჭიროა გავერკვეთ საერთოდ რატომ დააწესა ღმერთმა ასეთი აკრძალვა? და საქმე მარტო ხორის ხორცში როდია. საქმე იმაშია, რომ ძველ აღთქმაში საზოგადოდ საკვები, და არა მარტო საკვები, წმიდა და უწმინდურ კატეგორიებად იყოფოდა.
სიტყვა "მოდი", რომელიც ისმის პირველი ბეჭდის მოხსნის შემდეგ, - ერთადერთი ზეციური განკარგულებაა გამოცხადების წიგნში, რომელიც ითქვა "მგრგვინავი ხმის" მიერ (იხ. გამოცხ. 6:1) (თვით კითხვა "ვინ არის ღირსი" (გამოცხ. 5:2), რომელიც ესმა სამყაროს ყველა ბინადარს, მოცემული იყო "ხმამაღლა" მღაღადებელი ანგელოზის, და არა "მგრგვინავი ხმის" მიერ).
მდინარე აქერონის ბნელ პლიაჟთან დგანან გულგრილნი. ისინი, ვინც ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, ვინც არასოდეს წირავდა თავის სიცოცხლეს არაფრისა და არავისთვის, არანაირი რწმენისთვის, არანაირი მსოფლმხედველობისთვის, არანაირი იდეისთვის. მოძულებულნი სამოთხისა და ჯოჯოხეთის მიერ, ისინი დახეტიალობენ ბნელ პლიაჟზე და თავს ეხვევათ საშინელი მწერები, საკუთარ სისხლს აწოვებენ მიწაზე მხოხავ მატლებს.
ადამიანის მსგავს რობოტს იაპონელმა ინჟინრებმა მინდარი უწოდეს. გამოცემა Japan Times-ის ცნობით, ის გარეგნულად წააგავს მოწყალების მითოლოგიურ ქალღმერთ ქენონს (Canon). ანდროიდის ძირითადი ამოცანაა - უბრალო სიტყვებით აუხსნას ტაძრის მომლოცველებს ბუდას სწავლებანი. ის შემუშავებულია და აწყობილია, მეტიც, ექსპლოატაციაშიც არის შესული. ის ბერებს უკითხავს სუტრებს, ბუდისტები კი მოწიწებით ეთაყვანებიამ მას წელამდე.
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება




22: 16-21. მე, იესუმ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში. ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესუ! ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
იცით თუ არა, როგორი მტანჯველი შერცხვენა ელოდება ჩვენს უდიდეს უმრავლესობას, მართლმადიდებელთ, როდესაც აწყდებიან დასავლური (ლათინური) დისციპლინის წარმომადგენლებს, რომლებმაც საუკუნეებია, რაც გამოიმუშავეს საკუთარი მსოფლმხედველობა, და მცირედმორწმუნეთა წინააღმდეგ საშინელ შემტევ იარაღად იყენებენ?
დიახ, აქვთ. საზოგადოდ არსებობს მღვდლობის სამი იერარქია: დიაკვანი, მღვდელი (იწოდება პრესვიტერადაც) და ეპისკოპოსი. ხელდასხმები, ანუ დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ხარისხებში მიმდინარეობს ეტაპობრივად. ნებისმიერი ეპისკოპოსი ოდესმე დიაკვნის ხარისხიდან იწყებს, შემდეგ კი პრესვიტერი ხდება. დიაკვანს, მღვდლებისგან და ეპისკოპოსებისგან განსხვავებით, არა აქვს უფლება აღასრულოს საეკლესიო საიდუმლოებანი, ის მხოლოდ მღვდელს ან ეპისკოპოსს ეხმარება ღვთისმსახურებისას. მღვდელს ყველა საიდუმლოს შესრულების უფლება აქვს გარდა ხელდასხმისა და მირონის კურთხევისა. ეპისკოპოსი - სამღვდელოების დასში ყველაზე უმაღლესი ხარისხია.
"და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი" (გამოცხ. 5:1). მე-5 თავის პირველი მოწმობა გვიდასტურებს, რომ მოქმედების ადგილი და ის ხატებანი, რომლებშიც იმოსება იდუმალთმხილველის წინაშე გადაშლილი ზეციური მოვლენები, ჯერ-ჯერობით იგივეა და აგრძელებს მნიშვნელობათა იმ ხაზს, რომლებიც წინა თავშია აღწერილი.
კითხვა: უფალი სახარებაში სატანას "ამა ქვეყნის თავადს" უწოდებს. ეს სიტყვათშეხამება ჩვენთვის ჩვეული გახდა, მაგრამ ხშირად არცთუ ზუსტად გვესმის მისი მნიშვნელობა და სატანას უფრო მეტ ძლიერებას მივაწერთ, ვიდრე მას გააჩნია. მთელი აზრი კი - სიტყვების ელფერშია, რომელიც ბოლომდე ვერ გადმოსცემს წერილის თარგმანს ჩვენს ენაზე. მაშ, სინამდვილეში როგორ უნდა გავიგოთ სიტყვა "თავადი"?
მომავალში ცნობები სულ უფრო და უფრო საშინელი და შემაშფოთებელი იქნება, რადგან, როგორც წერილი ამბობს, "უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან" (2 ტიმ. 3:13). ისე კი არ იქნება, როგორც ზოგიერთი ამბობს: "ცოტაც დაითმინეთ და ყველაფერი კარგად იქნება", არა. პირიქით, რაც დრო გავა მით უფრო აღზევდება ბოროტება, რომელიც თავის აპოგეას ანტიქრისტეს მმართველობაში მიაღწევს.
ესაია 2:1-5. "სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოსის ძემ, იუდეასთვის და იერუსალიმზე. უკანასკნელ დღეებში უფლის მთა საჩინო გახდება, და ღმრთის სახლი მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; და ის გვასწავლის თავის გზებს და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!"

.
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იცის ათასობით წმინდანი, რომელთაგან ყოველს კალენდარში თავისი ხსენების დღე აქვს. მაგრამ როგორ განისაზღვრება მათი ხსოვნის ეს დღე? როგორ აწესებს მათ ხსოვნას ეკლესია? რატომ აღინიშნება ზოგიერთი წმინდანის ხსენება რამოდენიმეჯერ? და, საერთოდ, როგორ გამოვარკვიოთ რომელ დღეს აღინიშნება წმინდანის დღე? მოდი გავერკვეთ ამ საკითხში.
14 ნოემბერს ეკლესია აღასრულებს ხსენებას წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა და საკვირველთმოქმედთა კოზმა და დამიანესი და დედისა მათისა ღირსისა თეოდოტიასი. ამჯერად გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ საინტერესო ფაქტები უვერცხლოთა შესახებ.
Назад к содержимому