აპოსტასია > ხელოვნება
დაფარული სიმბოლოები და შეტყობინებები ფილმში "კალმარის თამაში"
Netflix-ის სერიალი "კალმარის თამაში" (Squid Game) მოგვითხრობს ღარიბ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ საშინელ თამაშებში, მაშინროდესაც ელიტური VIP პიროვნებები შოუს უყურებენ გართობის მიზნით. სხვადასხვა შეტყობინებებისა და სიმბოლიზმის დახმარებით "კალმარის თამაში" ააშკარავებს იმას, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი სინამდვილეში, კერძოდ, ეს არის - ელიტის კაცთმოძულე და უკურნებელი სნეულებანი...
თქვენ თუ გიყვართ უყუროთ როგორ კლავენ ადამიანებს სასჯელის სტილში, თქვენთვის არსებობს Netflix-ის სერიალი. მას ეწოდება "კალმარის თამაში". მასში შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ ვარდებიან ადამიანები მაღალი პლატფორმებიდან და ენარცხებიან მიწას. მართლად, თქვენ გახდებით იმდენი უსასტიკესი სცენის მოწმე "კალმარის თამაშში", რომ უგრძნობელიც კი გახდებით მათდამი. სერიალის პერსონაჟებიც კი დიდხანს ლაპარაკობენ საკუთარ ბავშვობაზე ან კიდევ სხვადასხვა რამეზე, მაშინ როდესაც მათ გვერდით, დაახლოებით ათი ფუტის სიშორეზე მათგან, ვიღაცას სახეში ესვრიან. მათთვისაც უკვე ყველაფერი სულერთია. თქვენთვისაც ასე იქნება და ამაშია ამ სერიალის მთელი არსი. მიეჩვიო მკვლელობას და სისასტიკეს.
მიუხედავად იმისა, რომ Squid Game-ში უხვადაა სისხლი და ძალადობა, მარკეტინგული კამპანია, რომელიც თამაშს ახლავს, როგორც ჩანს, ისე მზაკვრულად არის ჩაფიქრებული, რომ ბავშვებსაც კი იზიდავს.

ეს ერთ-ერთი გამოსახულებაა, რომელიც შეგვიძლია ვნახოთ Netflix-ის ყურებისას. ბავშვებს ადვილად შეუძლიათ მიიღონ ის საბავშვო ფილმად, და არაფერი უშლით ხელს მის ყურებაში.

მთავარი ბოროტმოქმედი ისე გამოიყურება, თითქოსდა ის იყოს "ძლევამოსილი რეინჯერების" ეპიზოდიდან. ხოლო მისი ქვეშევრდომები ჰგვანან გეიმპად PlayStation-ის ღილაკებს ჰგვანან.
მოკლედ, რომ ვთქვათ, აქ არის ყველაფერი, რათა მიიზიდონ ბავშვები სერიალის საყურებლად, შემდეგ კი დააზიანონ მათი ფსიქიკა იშვიათი ძალადობის კადრებით და გონების ფსიქოპათიური თამაშებით.

საბავშვო მოედანი "კალმარის თამაშის" სტილში სამხრეთ კორეის სარკინიგზო სადგურზე. სერიალში საბავშვო მოედანი - ეს არის ადგილი, სადაც ჯარისკაცები კლავენ ათობით ღარიბს, და ეს ყველაფერი ხდება ელიტის გასართობად. თანამედროვე პოპ-კულტურა აშკარად დაავადებულია.
"კალმარის თამაშებს" საფუძვლად უდევს საუკუნეობრივი და უკვდავი "ლეგენდები" მდიდარ ელიტურ ადამიანებზე, რომლებიც ქირაობენ გლეხებს და აიძულებენ მათ თავიანთი გართობისთვის ითამაშონ სასიკვდილო თამაშები. 1924 წლის მოთხრობა "ყველაზე სახიფათო თამაში" მოგვითხრობს რუს არისტოკრატზე, რომელიც იტაცებს ადამიანებს, უშვებს მათ უკაცრიელ ადგილებში და შემდეგ ნადირობს მათზე გართობის მიზნით; 1994 წლის ფილმი "თამაშში გადარჩენა" (Surviving the Game) მოგვითხრობს უსახლკარო ბიჭზე, რომელსაც სთავაზობენ "სამუშაოს", მაგრამ ის აღმოჩნდება უკაცრიელ ადგილას და გახდება ნადირობის მსხვერპლი, რომელსაც აწყობენ მდიდარი და გავლენიანი ადამიანები. რამოდენიმე წლის წინ გამოვიდა ტრილოგია "შიმშილის თამაშები" (Hunger Games), სადაც მოგვითხრობენ ღარიბ ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთს კლავენ ელიტის მეთვალყურეობით.
მრავალი ლეგენდა ეფუძნება რეალურ ისტორიას. ამისტორიებში "ელიტურ თამაშობებზე" არის ისეთი რამ, რაც რეალურად ჟღერს. "კალმარის თამაშმა" (Squid Game ) აიღო ეს კონცეფცია, დაუმატა მაღალტექნოლოგიური ანტიუტოპიის ელემენტები და შეურია მას ოკულტურ-ელიტური სიგიჟის იდეები. შედეგმა, როგორც ჩანს, არ დააყოვნა, რადგან "კალმარის თამაშები" ისეთი პოპულარული გახდა, რომ შესაძლოა გახდეს Netflix-ის ისტორიაში ყველაზე დიდი სერიალი.
მაგრამ, როგორც ეს Netflix-ის სერიალთა უმეტესობაში ხდება, "კალმარის თამაშებში" (Squid Game) შეტყობინებები დამახინჯებულია. ლაპარაკია სიკვდილის კულტურაზე, რომლითაც შეპყრობილია ელიტა და მაყურებელსაც მის მონაწილედ ხდის. დახვეწილი სიმბოლიზმის მეშვეობით აქ მოცემულია ელიტის ფილოსოფია, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.
მოდი განვიხილოთ ამ სერიალში მოცემული შეტყობინებები და სიმბოლიზმი.
ორი წრე
სერიალი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომელთაც აქვთ დიდი ვალები. მათ ქირაობენ "თამაშში" მონაწილეობის მისაღებად, სადაც გამარჯვებული იღებს უზარმაზარ ფულად პრიზს. რას იღებენ წაგებულები? - ისინი იხოცებიან საშინელი მეთოდებით. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიგებთ, რომ ყველა ეს გამოცდა ორგანიზებული იყო მდიდარ და ელიტურ ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელთაც უყვართ უბედურ გლეხთა დამცირების ყურება, ინფანტილურნი არიან და აიძულებენ მათ გახდნენ უზნეო პირუტყვები, რათა გადარჩნენ.
ამ სერიალის ძირითადი თემა წარმატებით არის გადმოცემული პირველივე ეპიზოდში.

სერიალის დასაწყისში ნაჩვენებია ზედხედი ბავშვებზე, რომლებიც "კალმარს" საბავშვო მოედანზე თამაშობენ
ამ თამაშის კონტური ასევე სერიალის მთავარი ლოგოტიპია. მიზეზი: ის წარმოადგენს "კალმარის თამაშების" ფილოსოფიის მშვენიერ ილუსტრაციას, და როგორც შედეგი, ელიტის ფილოსოფიისაც. მართკუთხედი - ეს მასაა. წრე ქვემოთ წარმოადგენს მათ, ვინც ღარიბია და ყელამდე ვალებშია ჩაფლული. მართკუთხეზე აღმართული სამკუთხედი - ელიტაა, რომელიც მასას მართავს. ზედა წრე წარმოადგენს "ყოვლისშემძლე" ოკულტურ ელიტას, რომელიც მსოფლიოს მართავს.
მთხრობელი განმარტავს, რომ "კალმარის" მოთამაშე ბავშვებმა რომ გაიმარჯვონ, ზედა წრეს უნდა მიაღწიონ. როდესაც ეს ხდება, მთხრობელი ამბობს: "და ამ მომენტში ვიგრძენი, თითქოსდა მთელი სამყარო ჩემია".
სერიალის დასაწყისში მთავარი გმირი სახელად გი-ჰუნი აშკარად საზოგადოების დაბალ წრეს მიეკუთვნება. ის ფულს ჰპარავს საკუთარ დედას და გაურბის საეჭვო ადამიანებს, რომელთა ვალი გააჩნია.
შემდეგ გი-ჰუნი პირველად გასინჯავს ელიტურ დაავადებას. სანამ ის მეტროშია, გი-ჰუნთან მივა იდუმალი გამყიდველი, რომელიც, როგორც ჩანს, მასზე დემიწევნით ინფორმირებულია. ის გი-ჰუნს სთავაზობს თამაშს, რომელშიც ფულის მოგება შეუძლია.

როდესაც გამყიდველი იგებს, მას არ სჭირდება გი-ჰუნის თანხები. მას სურს სილა გააწნას. ელიტა არ იღებს კმაყოფილებას დიდი რაოდენობის ფულისგან, ის სიამოვნებას სადისტურ სიამტკბილობაში ჰპოვებს, როგორიცაა ამ საწყალი ღატაკის ცემა რაც მრავალგზის მეორდება.

როდესაც გი-ჰუნი ბოლოს და ბოლოს რაუნდს მოიგებს, ერთი სული აქვს სილას როდის გააწნავს უცნობს, მაგრამ გამყიდველი აჩერებს მას და ფულს აჩვენებს.
ერთი წამით გი-ჰუნს ფული სულაც არ ადარდებს, ის გატაცებულია ელიტის სადისტური ვნებით. ეს სცენა წინასწარ იუწყება იმას, რაც ბოლოში შეემთხვევა გი-ჰუნს. ამ დამამცირებელი თამაშის შემდეგ გამყიდველი გი-ჰუნს სხვა თამაშში მონაწილეობას შესთავაზებს, სადაც მას ბევრად უფრო მეტი ფულის მოგება შეუძლია.
წინადადების მიღების შემდეგ, გი-ჰუნი მიუახლოვდება მანქანას, სადაც სპეციალური აირით აძინებენ. ის ანტიუტოპიურ კოშმარში გაიღვიძებს.
"კალმარის" თამაში - საზოგადოება, რომელსაც ელიტა მართავს
თამაშები მიმდინარეობს უზარმაზარ კომპლექსში, რომელიც შორეულ კუნძულზეა გადამალული. ეს ადგილი მრავალმხრივ გვაგონებს MKULTRA-ს საიდუმლო მოედანს, სადაც ტარდება არაჯანსაღი ექსპერიმენტები.
ანტიუტოპიური სისტემა, რომელიც ამ კედლებს შიგნით არსებობს, ბევრწილ ჩვენი თანამედროვე საზოგადოების მიკროკოსმოსს წარმოადგენს.

მოთამაშეთა რაოდენობა შეზღუდულია, და მათ მუდმივად უთვალთვალებენ

თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ წესების დაცვას, ასევე მკაცრ კონტროლს ექვემდებარებიან
მოთამაშეები მოკლებულნი არიან ყოველგვარ მფლობელობას, ღირსებას და ინფანტილიზებულნი არიან სასაცილო დონემდე. ეს მოთამაშეები წარმოადგენენ იმას, თუ როგორ წარმოიდგენს მასებს ელიტა.

ყოველი თამაშის წინ მოთამაშეები გადიან საფეხურთა ლაბირინთს, რომელიც მ. კ. ეშერის ნახატების მიხედვით არის შთაგონებული. ეს ადგილი გადმოსცემს დაბნეულობის და დეზორიენტაციის გრძნობას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მოთამაშეთა ინფანტილიზმს.

თამაში მიმდინარეობს ლამაზ სათამაშო მოედნებზე, რომლებსაც ჩვენ ბუნებრივად ვაიგივებთ მხიარულ და უბიწო ბავშვობასთან. მაგრამ ყოველი "სათამაშო მოედანი" სასტიკი მასობრივი მკვლელობის ადგილი ხდება, რომელსაც უახლოესი თანამშრომლები აღასრულებენ. მათ არ უყვართ ბავშვობის უბიწოება. მათ სევდიანი, დამსხვრეული პიროვნებები სჭირდებათ.
რაღაც მომენტში მოთამაშეები მართლაც გაერთიანდებიან და ხმის მიცემის უფლებას მოითხოვენ, რათა ბოლო მოუღონ ამ სიგიჟეს.

თამაშის წესები ნებას აძლევს მოთამაშეებს ხმა მისცენ თამაშის შეწყვეტას
საბოლოო ჯამში მოთამაშეები ხმას აძლევენ თამაშის შეწყვეტას და ყველანი შინ ბრუნდებიან. მაგრამ ყველას ესმის, რომ მათ უამრავი პრობლემა აქვთ, რომლებიც მხოლოდ ფულით თუ გადაწყდება. საკმაოდ მოხერხებულია ის, რომ თამაშის ორგანიზატორები უთვალთვალებენ ამ მოთამაშეებს და უკან ეპატიჟებიან. შედეგი: მათი უმრავლესობა საკუთარი ნებით კვლავ თამაშში ბრუნდება. ეს კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია ოკულტური ელიტისთვის, რადგან მათ სჯერათ, რომ ის მათ კარმული კანონებისგან ათავისუფლებს.
მოკლედ, რომ ვთქვათ: დემოკრატული პროცესი ილუზია გახლდათ. ელიტამ ისე მოაწყო სისტემა, რომ ყოველთვის სასურველ შედეგს იღებს.
როდესაც ისინი კვლავ თამაშში ბრუნდებიან, მოთამაშეებს შორის სოლიდარობა სწრაფადვე იფანტება. რომ დაინახონ თუ როგორ ესხმიან ერთმანეთს მოთამაშეები, ორგანიზატორებმა განზრახ მისცეს მათ ერთი კვერცხი საჭმელად. ცხადია, მოთამაშეები ამ კვერცხისთვის ბრძოლას იწყებენ. ეს ასახავს მმართველი კლასის კლასიკურ ტაქტიკას: რესურსების დეფიციტის შექმნით, მასები წყვეტენ ფოკუსირებას მმართველებზე და იწყებენ ერთმანეთთან ბრძოლას ლუკმაპურისთვის.
მომდევნო თამაშები სპეციალურად შემუშავებულია იმისთვის, რათა მოთამაშეები ერთმანეთს დაუპირისპირონ. მაგალითად, თამაში ბურთულებით ითხოვს, რათა მოთამაშეებმა ჩამოაყალიბონ ორ-ორ კაციანი გუნდები. ბუნებრივია, მოთამაშეთა უმეტესობა ერთიანდება იმ ადამიანთან, რომელიც მათთან ყველაზე ახლოსაა. ერთი ბიჭი თავის ცოლთანაც კი გაერთიანდება. შემდეგ ისინი შეიტყობენ, რომ ერთმანეთს ორ-ორი მონაწილე უნდა ეთამაშოს... წაგებული კვდება.

გი-ჰუნი ატყუებს თავის ხანდაზმულ და დაბნეულ მეგობარს, რათა თამაში მოიგოს. მას მოუწია დამდაბლებამ, რომ გადარჩენილიყო. ამ მოხუცზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
მოთამაშეებს ასევე ესმით, რომ მათ შეუძლიათ თამაშის გარეთ სრულიად დაუსჯელად მოკლან ერთმანეთი. ამას მოაქვს ქაოსი და მკვლელობები, როდესაც მოთამაშეები ძირითად ზონაში იმყოფებიან.

მკვდარ სხეულებს ათავსებენ ამაზრზენ ლენტებიან შავ ყუთებში. ეს არის ადამიანური მსხვერპლშეწირვა ელიტისადმი.

სხეულებს წვავენ საწარმოო მასშტაბებით. აქ გათვალისწინებულია ის, რომ ელიტა შეპყრობილია გლობალური დეპოპულაციის იდეით, სადაც ყოველი სიკვდილი - ეს "საჩუქარია".

პირველ ეპიზოდში გი-ჰუნი თავის ქალიშვილს ჩუქნის საჩუქარს, რომელიც ამაზრზენი კუბოსავით გამოიყურება. ერთ-ერთი წინასწარი მინიშნება სერიალში.

როდესაც ყუთი იხსნება, ჩვენ ვხვდებით, რომ საჩუქარი - ეს არის პისტოლეტის ფორმის სანთებელა
ეს სცენა იუწყება მრავალრიცხოვან სიკვდილს გასროლებისგან, რომლებიც ეს-ესაა მოხდება. გარდა ამისა, პისტოლეტი ანთბს ცეცხლს, რაც შეიძლება აღნიშნავდეს სხეულთა დაფერფლვას. ის ფაქტი, რომ გი-ჰუნი ამ საჩუქარს თავის გოგოს ჩუქნის, შეესაბამება საზოგადო იდეას, თუ როგორ უნდა მიუდგეს ელიტა ახალგაზრდობას.
ელიტის სნეულება
ბოლო სამ თამაშში ორგანიზატორები მიესალმებიან VIP-პერსონებს - ზემდიდარ, ელიტარულ ადამიანებს, რომლებიც აქ შოუს სანახავად მოვიდნენ. სიმბოლიზმის მეშვეობით სერიალი აჩვენებს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები.

VIP-პერსონებს სახეზე პირუტყვთა ნიღბები უკეთიათ. ოკულტური ელიტა ამას უკვე მრავალი საუკუნეა მიმართავს

მარცხნივ: ერთ-ერთი VIP-პერსონა. მარჯვნივ: ელენ დეროტშილდი ოკულტურ ელიტურ წვეულებაზე 1972 წელს

ამ ფოტოსურათზე სატანის ეკლესიის საიტიდან გამოსახულია ადამიანთა ჯგუფი პირუტყვთა ნიღბებით, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის პირუტყვული ბუნების შეწყნარებას
რაც გინდ უცნაური იყოს, ეს VIP პერსონები შეპყრობილნი არიან ადამიანური ნატურის ცხოველური მხარის ორი ძირითადი ელემენტით: ვნებით და სისხლით.

დარბაზი, სადაც სხედან VIP-პერსონები და უყურებენ, თუ როგორ კვდებიან ადამიანები, - წმიდა წყლის დეკადანსია. ადამიანები გამოიყენებიან, როგორც ავეჯი და დეკორი. ეს მასების დეჰუმანიზაციის გამოხატვის კიდევ ერთი მეთოდია. ამ VIP-პერსონამ უცებ იგრძნო ლტოლვა ოფიციანტისადმი და პირდაპირ იქვე მოინდომა მისი "დაუფლება".

VIP ოფიციანტს შეიყვანს VIP-ოთახში, რათა "დაკმაყოფილდეს". ეს ოთახი მორთულია ხელოვნების ნაწარმოებებით, რომელიც ასახავს VIP-ის გარყვნილების განვითარებულ სტადიას.
ხუთი თამაშის შემდეგ სულ სამი მოთამაშე რჩება. ეს "ელიტარული" მოთამაშეებია. შესაბამისად, მათ აძლევენ კარგ ტანისამოსს და ტრაპეზს აწყობენ. უკვე არავითარი მოხარშული კვერცი ამ სამისთვის. ამ ტრაპეზობის ვითარება შეიძლებოდა უფრო სიმბოლურიც ყოფილიყო.

წვეულებისთვის მაგიდებს სამკუთხედის ფორმით განალაგებენ. შუაში ნათებაა. ეს სამება თავსდება ჭადრაკოვან იატაკზე. ხოლო გვერდებზე განთავსებულია ნათლის ორი "სვეტი"
ეს ყველაფერი - ღია მასონური სიმბოლიზმია.

კლასიკური მასონური სიმბოლოები: სამკუთხედი "ყოვლისმხედველი თვალით", იატაკის ჭადრაკული ნახჭი და ორი სვეტი
სცენა გვთავაზობს ამ თამაშის ოკულტურ და რიტუალურ ბუნებას. მასონობაში ჭადრაკული ტიპის იატაკი წარმოადგენს ზედაპირს, სადაც ეწყობა რიტუალები.
ყველაზე მძლავრი რიტუალი: სისხლიანი მსხვერპლშეწირვები. ეს არის ის, რისი დანახვაც სურთ VIP-პერსონებს.

წვეულების ბოლოს თანამშრომლებ ყველაფერი გააქვთ... სტეიკის დასაჭრელი დანების გარდა

სამი დარჩენილი მოთამაშე თავ-თავიანთ საწოლებზე სხედან რიტუალური იატაკის ირგვლივ, ხელში კი დანები უჭირავთ. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ კედლები "დამშვენებულია" საშინელი თამაშობების გამოსახულებებით, რომლის გავლაც მოუწიათ თვით მოთამაშეებს. ეს წააგავს იმას, თუ როგორ იყენებს Netflix-ი "გართობებს", რათა მასებს შეახსენოს იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებს მათ ელიტა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ერთ-ერთი მოთამაშე ყველს გამოჭრის მეორეს, რომელიც კვდება. სისხლიანი მსხვერპლშეწირვა ელიტაში დასრულებულია.
დანებით მიყენებული ჭრილობების მთელ წყებას წინ თუ გადავახვევთ, შევიტყობთ, რომ საბოლოო ჯამში გი-ჰუნი იგებს თამაშს. ამიტომ მას უკან, რეალურ სამყაროში აბრუნებენ 38 მლნ. დოლარის ეკვივალენტით საბანკო ანგარიშზე.
მაშ, რა - ბოლოს და ბოლოს ის დამშვიდდა და ნორმალური ცხოვრება დაიწყო? - არა! ის ფაქტობრივად მკვდარია შინაგანად და ერთი წლის განმავლობაში იატაკს რეცხავს. ამის შემდეგ გი-ჰუნი კვლავ იღებს სიმბოლურ მიწვევას.

შეხვედრა შედგება შობის დადგომამდე 30 წუთით ადრე მე-7 სართულზე შენობისა, რომელსაც "ზეცა" ეწოდება
მთელ რიგ სულიერ მიმდინარეობებში, კაბალის ჩათვლით, "მეშვიდე ცა" (რაც ზოგიერთ ენაზე ბუკვალურად ასე ითარგმნება) ნიშნავს უმაღლეს ზეცას, სადაც ბინადრობენღმერთი და ყველაზე უმაღლესი ანგელოზები ბინადრობენ.

გი-ჰუნი პოულობს სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ მოხუცს თამაშიდან
სიუჟეტის მთავარ მომენტში ჩვენ შევიტყობთ, რომ მოხუცი სინამდვილეში სუპერმდიდარი კაცია. ის ასევე ამ თამაშის "შემქმნელია". როდესაც გი-ჰუნი ეკითხება მას, რისთვის შექმნა ასეთი საშინელი სისტემა, ის პასუხობს:
"თუკი საკმაოდ ბევრი ფული გაქვთ, მნიშვნელობა არა აქვს, რას იყიდით, ან რას ჭამთ თუ სვამთ. ეს ყველაფერი მოსაწყენი ხდება. ყველა ჩემი კლიენტი ბოლოს და ბოლოს ლაპარაკობდა ერთსა და იმავეს. ყველა გრძნობდა, რომ მათ ცხოვრებაში ფულს სიხარული არ მოაქვს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ერთად შევკრებილიყავით და ვიკითხეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა ბოლოს და ბოლოს ცოტათი მაინც გავერთოთ?"
განმარტავს თუ არა ეს იმას, რატომ მონაწილეობს ელიტა ასეთ ექსტრემალურ და გარყვნილ ღონისძიებებში (მაგალითად, ეპშტეინის კუნძული)? ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ თამაშების ყურება უკვე არასაკმარისი იყო ამ მოხუცისთვის. მას მართლაც სურდა თამაშში მონაწილეობა, რათა სიცოცხლე ეგრძნო.
სერიალის ხელმეორედ ყურებისას იგებ, რომ ამ მოხუცს (ის არის მოთამაშე № 001) გააჩნდა უზარმაზარი გავლენა თამაშზე (და, როგორც ჩანს არ ექვემდებარებოდა სიკვდილს). ის იყო მასებში ელიტური ამონაზარდის ექვივალენტური. მაგალითად, მას ჰქონდა ბოლო და გადამწყვეტი ხმის უფლება დემოკრატიული პროცესის დროს (შეეწყვიტათ თუ არა თამაში). ბოლოს, მან შეაჩერა მკვლელობის ღამე, რადგან დაიყვირა და აიძულა თანამშრომლებს გამოსულიყვნენ და შეეჩერებინათ ძალადობა.
გი-ჰუნი შეხვედრიდან "მეშვიდე ცაზე" სხვა ადამიანად გამოდის. ეს ღრმა ცვლილება რომ გამოსახოს, თმებს წითლად იღებავს (მსხვერპლისა და ტრანსფორმაციის ფერი ოკულტურ წრეებში). შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს ჩაჯდეს თვითმფრინავში და ქალიშვილთან გაემგზავროს.
მაგრამ ბოლო წამში ის კვლავ უკან ბრუნდება.

გი-ჰუნს სურს თამაშში დაბრუნება, რადგან "მას უნდა შეიტყოს, თუ ვინ დგას ყოველივე ამის უკან"
ამრიგად, იმის ნაცვლად მოინახულოს თავისი ქალიშვილი და ბოლოს და ბოლოს მისი ცხოვრების ნაწილი გახდეს, გი-ჰუნს სურს დაუბრუნდეს უგუნურებას. ეს სიგიჟეა. ნამდვილი მიზეზი, რის გამოც მას დაბრუნება სურს ასეთია: ის ახლა ელიტის დაავადებითაა დასნებოვნებული (ამას წარმოაჩენს მისი წითური თმა). ის თავს შინაგანად მკვდრად გრძნობს... თუკი მონაწილეობას არ მიიღებს ექსტრემალური შეგრძნებების მომნიჭებელ თამაშობაში.
ამის საბოლოო მტკიცებულებას წარმოადგენს ფაქტი:

ბიჭუნა Power Rangers-დან, რომელიც ახდენს Squid Game-ის კურირებას, - ადრინდელი გამარჯვებულია. ისიც ასევე დასნებოვნდა და ახლა მასაც სურს დაბრუნება
მოკლედ, ფინალი არ არის ბედნიერი. ყველა წაგებულია... ელიტის გარდა.
დასკვნა
Squid Game ყველაზე მასშტაბური სერიალი გახდა Netflix-ის ისტორიაში და ეს რამოდენიმე მიზეზის გამო მოხდა. გამაოგნებელი ძალადობისა და წარმტაცი სიუჟეტის გარდა, სერიალი იკვლევს რამოდენიმე თემას, ისეთებს, როგორიცაა: რელიგია, ადამიანური ბუნება და ეკონომიკური უთანასწორობის ხაფანგი. თუმცა რამოდენიმე საინფორმაციო წყარომ დასკვნა "კალმარის თამაში" (Squid Game) "კაპიტალიზმის კრიტიკად" შერაცხა, ისინი, როგორც ჩანს, მხედველობიდან უშვებენ ყველაზე აშკარა და თვალშისაცემ თემას: საზოგადოებას მართავს ავადმყოფი ოკულტური ელიტა, რომელიც სიამოვნებას იღებს გაყოფისგან, კონტროლისგან, დეჰუმანიზაციისგან, ინფანტილიზაციისგან და ღია ძალადობისგან მასებზე. ეს ისტორია ამ თამაშის დახურვით მთავრდება... ის მთავრდება იმით, რომ გამარჯვებული მას კვლავ უბრუნდება.
ამ აზრით ჩვენ ვაკვირდებით თავისებურ "სტოკჰოლმის სინდრომს", როდესაც ადამიანები, რომლებიც დაექვემდებარნენ ძალადობას, საბოლოო ჯამში თავს აიგივებენ თავიანთ მჩაგვრელებთან. და ეს სერიალის ერთგვარი მიზანიცაა: მაყურებელი საბოლოო ჯამში ტკბება ამ ავადმყოფური გართობით ისევე, როგორც VIP-პერსონები ტკბებიან ადამიანთა მკვლელობების ყურებით. შემდეგ კი შინაგან სიცარიელეს და კვდომას განიცდიან.
წყარო: vigilantcitizen.com