აპოკალიფსისი > განმარტება
"ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან..."
(გამოცხ. 14:12-13)
"აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას" (გამოცხ. 14:12).
ცაში მფრინავი სამი ანგელოზის აღწერის შემდეგ (ამ ხატებას, როგორც უკვე წინა პუბლიკაციაში აღვნიშნეთ, სხვადასხვა კომენტატორი სხვადასხვანაირად აღიქვამს, თანაც უპირატესობს ის აზრი, რომ ბოლო დღეებში მთელ დედამიწაზე ანგელოზები ბუკვალურად იფრენენ), იდუმალთმხილველს ერთი მეორის მიყოლებით მოჰყავს ორი უმნიშვნელოვანესი მოწმობა, რომელთაგან თითოეული ეჭვსაც არ ტოვებს იმაში, რომ სამი ანგელოზის ერთიანი ქადაგება ეუწყება "მიწის მკვიდრთ და ყოველ ტომს, მოდგმას, ენასა და ხალხს"და არა მარტო უკანასკნელ დღეებში, აარამედ მთელი ახალაღთქმისეული პერიოდის განმავლობაში გამონაკლისის გარეშე, - ხოლო "სამი ანგელოზის" ხატებაში წარმოდგენილია ქრისტეს მთელი ეკლესია, რომელსაც მიენდო საყოველთაო მოწმობა მაცხოვარზე და "მარადიული სახარების" ქადაგება (გამოცხ. 14:6). ამასთანავე ეკლესიას მიენდო მისია უწყვეტად ამხილოს ყოველგვარი ცოდვა და ურჯულოება, რომელიც აღავსებს ცეცხლისთვის გაწირული ძველი ქვეყნიერების უწმიდურების საწყაოს (გამოცხ. 14:7-11).
პირველი ამ მნიშვნელოვანი მოწმობიდან გახლავთ ის მტკიცებულება, რომ "წმინდანთა მოთმინება" მოეთხოვება არა უცნობ მკითხველს, რომელიღაც უცნობ პირობებში და ვითარებებში მყოფ ადრესატებს, არამედ "აქ მყოფთ", ანუ იმავე დროებასა და იმავე გარემოში მცხოვრებთ, სადაც გაისმოდა და ისმის გამოცხადების სტროფები, რომელიც იუწყება "მარადიულ სახარებას" და სამსჯავროს დღეს, სადაც "დიდი ბაბილონი" თავისი "სიძვის ღვინით ათრობს" ხალხებს, და სადაც ახალაღთქმისეული ეკლესიის წმინდანები ყოველთვის წინ აღუდგებოდნენ და ახლაც აღუდგებიან "მხეცსა და მის ხატებას", და ა. შ.
მეტიც, სიტყვები "წმიდათა მოთმინება" 14-ე თავიდან პირდაპირ შეესაბამება ასეთსავე მტკიცებულებას გამოცხადების წინა თავიდან, სადაც "ზღვიდან ამომავალი მხეცის" აღწერის შემდეგ ტყვეობის ხატების მეშვეობით ნახსენები იყო "მსოფლიო ბაბილონი", ხოლო შურისგებით "მახვილი მახვილისა წილ" – "ეგვიპტის ფარაონი" (შეად. გამოცხ. 13:10). ამის შემდეგ ლაპარაკი გაგრძელდა "ღმრთის მცნებებებისა და იესუსადმი რწმენის დაცვაზე", სადაც მოთმინება და რწმენა წარმოდგენილია იმ უძლეველ იარაღად, რომლის წინააღმდეგაც უძლურნი არიან თვით "ბნელეთის მთავარნი", და ყველა მათგან გამომავალი სულიერი და ფიზიკური თავდასხმები ქრისტეს ეკლესიაზე (მათ შორის "ორი მხეცისა" 13-ე თავიდან, და "ბაბილონისა" 14-ე თავიდან, ასევე "მხეცის დამღა" 13-ე და 14-ე თავებიდან და სხვა).
გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს, რომ სამი ცნობა სამი მფრინავი ანგელოზისგან ამტკიცებს ერთი საღმრთო სამსჯავროს სამ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, კერძოდ სამსჯავროს ურწმუნოებაზე, ქვეყნიერებასა და ცოდვაზე, - თანაც ზუსტად შეესაბამებიან "სამმაგ ვაებას", რომელიც ნაუწყებია გამოცხადების 8:13-ე მუხლში.
ამავე "სამმაგ" ანგელოზურ უწყებაში პირდაპირ და ირიბად მტკიცდება სამი ფუძემდებლური სახარებისეული ჭეშმარიტება, რომელთა შესახებაც მოწმობს ახალი აღთქმის ყველა წმიდა ტექსტი:
1) იესუ ქრისტეს სახარება (შეად. მთელი დედამიწისთვის უწყებული "მარადიული სახარება" (გამოცხ. 14:7), - და მტკიცებულება "მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე" (საქმე 1:8).
2) ეკლესიის გამოცალკევება ქვეყნიერებისგან (შეად.: "... დაემხო, დაემხო ბაბილონი..." (გამოცხ. 14:8); "გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო" (გამოცხ. 18:4); "ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში" (1 ინ. 2:15); "ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ" (ეფეს. 5:11).
3) და უკვე ქრისტეს და მისი სახარების ერთგულთა ზეგარდმო წინასწარგანსაზღვრული საბოლოო გამარჯვება მსოფლიო უკეთურებაზე, ჯოჯოხეთის ძალებსა და თვით სიკვდილზე (შეად.: "აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას" (გამოცხ. 14:12) - და მოწმობა: "... მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით; სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" (1 კორ. 15:54-55 და სხვა).
"და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი" (გამოცხ. 14:13).
სიტყვა "მკვდართა ნეტარებაზე", რომლითაც მთავრდება ცაში მფრინავი სამი ანგელოზის ხილვა, არის მეორე პირდაპირი მოწმობა იმის შესახებ, რომ 14-ე თავის სიმბოლოებში აღწერილია მთელი ახალაღთქმისეული დროება. ეს შეიძლება სრული დარწმუნებით ვამტკიცოთ, რადგან "უფალში მკვდართა ნეტარება" არ გადადებულა რომელიღაც უცნობ და გაუგებარ მომენტამდე, არამედ შესაძლო გახდა მაშინათვე, როგორც კი დაფუძნდა ახალი აღთქმა, როდესაც მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა, როგორც პირმშომ შესვენებულთა (კოკლას. 1:18; გამოცხ. 1:5), "შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა" (ფსალმ. 106:15-16).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან ზეციური მოწმობა მორწმუნეთა სიკვდილისშემდგომ ნეტარ ხვედრზე იწყება სიტყვით "ამიერიდან", - უეჭველია, რომ მას უნდა განვაკუთვნოთ ყოველი იმ დღეთაგან, როდესაც უფალმა უკვე მოიპოვა გამარჯვება სიკვდილზე, ხოლო მსოფლიოში გაისმის "მარადიული სახარების" სიცოცხლის მომნიჭებელი ქადაგება, შეად.:
"არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად" (1 თეს. 4:13-14).
თანაც მთელი ამ დროების განმავლობაში მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია მიჰყვება იმ შეგნებას, რომ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ყველა უფალში გარდაცვლილი განისვენებს თავისი მიწიერი ღვაწლისგან ისე, რომ იმყოფება არა სიკვდილის უკუნში და არც საფლავის ბნელში, არამედ სულიერ რეალობაში, რომელიც წინ უსწრებს მარადიულ ნეტარებას (რაც კარდინალურად განასხვავებს ახალაღთქმისეულ დროებას იმ უმადლო მდგომარეობისგან, რომელშიც იმყოფებოდა ყველა გარდაცვლილი დროთა დასაწყისიდან მაცხოვრის პირველ მოსვლამდე. ასე რომ, არავის ფიქრშიც კი არ ძალუძდა წარმოედგინა მკვდართა "ნეტარება", შეად.: ფსალმ. 6:6; 106:10-14 და სხვა).
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ სიტყვები "განისვენონ თავიანთ შრომათაგან" პირდაპირ საწინააღმდეგოა "უფალში ყველა იმ გარდაცვლილთა" მით, რომ იღუპებიან "მეძავსა" და "მხეცში", და რომელთა შესახებაც ნათქვამი იყო "კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14:11), რითაც ხაზგასმულია ის ვითარება, რომ მადლმოსილი და უმადლო მდგომარეობა მკვდართა უკვე განცალკევებულია ერთმანეთისგან მიუხედავად იმისა, რომ კეთილ და ბოროტ საქმეებს ჯერ კიდევ ელოდება უკანასკნელი დღის სამსჯავრო, რათა ამ დღეს მთელი სისრულით გაიხსნას ქვეყნიერების ყველა ბინადრისთვის (შეად.: "და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. ... და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები (გამოცხ. 20:12).
მიუხედავად ამისა, ქრისტიანებს არ შეუძლიათ და არც უნდა აღიქვამდნენ ზეციურ ცნობას გამოცხ. 14:13-დან თავიანთი პირადი სიკვდილისშემდგომი ნეტარების მოწმობად.
უფალში მკვდართა ნეტარება და "განსვენება" ეკუთვნის მათ, ვინც მთელი მიწიერი ცხოვრება მართალ შრომასა და ღვაწლში განვლო, და თავის დასასრულს ქრისტეს საქმეთა აღსრულებით უახლოვდება, და არა იმათ, ვინც უბრალოდ ფიქრობდა, განსჯიდა, აკვირდებოდა და "თანაუგრძნობდა" (რომ. 2:13; იაკ. 2:20-26 და ა. შ.).
(ანდრია კესარიელი ამ აზრით საკმაოდ ზუსტად
შენიშნავს, რომ სიკვდილის შემდგომი ნეტარება მათი ხვედრია, ვინც ჯერ კიდევ ხორცში მოკვდა
წუთისოფლისთვის, - და ამის შესახებ მოწმობს მოც. პავლეც რომ. 6:11-13 და რომ 8:10-ში,
ასევე იხ. 1 კორ. 15:31 და სხვა).
მაგრამ თუკი ადამიანი "უფალში ყოფნას" საკუთარ თავს მხოლოდ ფუქსავატობით, ან თვითცდუნების შედეგად მიაწერს, რეალურ ცხოვრებაში კი არა უფლის ნიადაგზე, არამედ სულ სხვა სარბიელზე იღვწის, - მას არ გააჩნია საქმეები, რომლებიც მას "უფლის მიყოლით" ცაში აიყვანს, და ხორციელი სიკვდილის შემდეგ ვერ ჰპოვებს განსვენებას თავისი უსამართლო შრომისგან.
(აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს,
რომ ციდან ეშმაკის დამხობის შემდეგ ცა სრულიად განიწმინდა ნებისმიერი შესაძლო ურჯულოებისგან,
ამიტომაც უწმინდური საქმეები ცაში ვეღარ ავლენ, - ხოლო რწმენის საქმეთა სრული არქონა,
რომელ საქმეებსაც ძალუძთ ადამიანის სულიერი სიშიშვლე წმიდა და საზეიმო სამოსით შემოსონ,
შესაძლებლობას არ მისცემს საღმრთო საქმეთა არმქონეთ ზეცად ავიდნენ).
ასე რომ, საკუთარი თავისთვის ქრისტინაული მარადიული
ნეტარების "მიკუთვნების" ნაცვლად მაცხოვრისადმი მორწმუნეთ მართებთ გამოიჩინონ
მოთმინება, მორჩილება და მოკრძალება, - საკუთარი თავი და მდგომარეობა შეაფასონ არა
ოცნებებითა და ფანტაზიებით, არამედ რწმენითა და იმ ზეციურ მოწმობათა მრისხანე მნიშვნელობებით,
რომლებსაც მსოფლიოს "შუა ცაში მფრინავი" ანგელოზები აუწყებენ (გამოცხ.
14:6-12).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.