ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში:
Telegram: აპოკალიფსისი // Facebook: აპოკალიპტური მოვლენები // აპოკალიფსისი // Pinterest: აპოკალიფსისი (Apocalypse)
ელექტრონული ფოსტა: apocalypsege@gmail.com // apocalypticsite@gmail.com
ღმრთის განცხადება. ნათლისღება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
6 იანვ. (ძვ. სტ.) / 19 იანვ. (ახ. სტ.)
(გამოცხ. 14:9-11)
"მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14:9-11).
ვაგრძელებთ რა საუბარს გამოცხადებაში ნახსენები ცხოველი წყლის ზეციურ წყაროზე, რომელიც ავსებს ზეციური ტაძრის ძვირფას მინის ზღვას, უნდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების თანახმად, მსგავსი წყაროს გახსნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ახალი აღთქმის დამყარებას შეესაბამება.
ორი მსოფლიო "წინასწარმეტყველური" მთის ხატება, ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი ბიბლიური სიმბოლო, წმიდა წერილს ერთ წითელ ზოლად გასდევს. თუმცა ყველაზე ცნობილი და ყველაზე განხილვადი ამ კონტექსტში არის მთები სინა და სიონი (მაგ.: გალატ. 4:22-26). წმ. ტექსტებში სხვა მთებიც მოიხსენიება, რომლებთან ერთობაში და დაპირისპირებაში იხსნება ყველაზე არსებითი ახალაღთქმისეული მნიშვნელობები.
ვაგრძელებთ რა ხელთქმნილი სამსხვერპლოს წინასახეობრივ მნიშვნელობებზე საუბარს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ღმრთის კაცნი უკვე ძველ აღთქმაშივე იყვნენ წარმოსახულნი, როგორც "რკინისგან შეუბილწავი ქვები" (გამ. 20:25), რომელთაგან მოსემ სინას მთის ძირში (გამ. 24:4-5), და იესუ ნავემ გებალის მთაზე (ის. ნავ. 8:30-32), ასევე წინასწარმეტყველმა ილიამ ბაალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველის ამოჟლეტისას კარმელის მთაზე (3 მეფ. 18:31-32), ააგეს ქვის სრულადდასაწველის სამსხვერპლონი.
(გამოცხ. 14:8)
"მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა" (გამოცხ. 14:8).
(გამოცხ. 14:4-5)
და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ეხარებინა მიწის მკვიდრთათვის, ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის. და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი (გამოცხ. 14:6-7).
(გამოცხ. 14:4-5)
"ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან უფლის საყდრის წინაშე" (გამოცხ. 14:4-5).
წმ. იოანე ოქროპირის მე-8 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
"ერთი ღვთის ნების აღმსრულებელი სჯობს ათას ურჯულოს" (ზირ. 16:3). იმიტომაც ნადგურდება ყველაფერი, იმიტომაცაა ყველაფერი უკიდურესად მოუწესრიგებელი, რომ ჩვენ, თითქოს სანახაობაზე ვიყოთ, ბევრ ადამიანს ვეძებთ და არა ბევრ კარგ ადამიანს.
წმ. იოანე ოქროპირის მე-5 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
ყველას თავისი მოვალეობა აქვს. თქვენგან ბევრი ვალდებულია გამოიჩინოს თანაგრძნობა და კაცთმოყვარეობა, იყოს თავაზიანი და ალერსიანი იმათთან, ვისაც სიკეთეს უკეთებს; ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, იმათ სასიკეთოდ, ვისაც ვემსახურებით, ვართ მძიმეები, სასტიკები, აუტანლები და უსიამოვნოები, ვინაიდან ჩვენ სარგებლობა იმით კი არ მოგვაქვს, რითაც მოვწონვართ, არამედ იმით, რითაც ვაღიზიანებთ.
(გამოცხ. 14:1-3)
და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა. და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე. და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით (გამოცხ. 14:1-3).
(გამოცხ. 13:16-18)
"და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს დამღა - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც აქვს გონება, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი".
(გამოცხ. 13:15)
"და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).
იმათ მივმართავ, ვინც ძალაუფლებისკენ ილტვის. თუკი გჯერა, რომ ღმერთი ირჩევს, მაშინ ნუ ხარ უკმაყოფილო, თორემ გამოდის, რომ ღმერთით ხარ უკმაყოფილო, მისგან ხარ გაღიზიანებული, იმიტომ, რომ მან აირჩია. თუკი მისი არჩევანის მიუხედავად, წყენას ბედავ, მაშინ კაენივით იქცევი. მას მართებდა ღვთის განაჩენი მოეწონებინა, ის კი იმის გამო, რომ ძმის მსხვერპლი ამჯობინეს, დაღონდა. უკმაყოფილო იყო, იმის ნაცვლად, რომ გული მოელბო. თუმცა ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა, არამედ იმაზე, რომ ღმერთმა იცის, უკეთ როგორ მოაწყოს საქმეები.
Netflix-ის სერიალი "კალმარის თამაში" (Squid Game) მოგვითხრობს ღარიბ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ საშინელ თამაშებში, მაშინროდესაც ელიტური VIP პიროვნებები შოუს უყურებენ გართობის მიზნით. სხვადასხვა შეტყობინებებისა და სიმბოლიზმის დახმარებით "კალმარის თამაში" ააშკარავებს იმას, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი სინამდვილეში, კერძოდ, ეს არის - ელიტის კაცთმოძულე და უკურნებელი სნეულებანი...

(გამოცხ. 13:12-14)
"ის მოქმედებს მის წინაშე პირველი მხეცის ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:12-14).
შევეცადოთ მივბაძოთ (პავლე მოციქულს) ისე, როგორც თავად ბაძავდა ქრისტეს. თუკი შეურაცხჰყო თვთ ისინიც კი, ვინც მის დაღუპვასა და სიკვდილს ცდილობდა, მაშ, როგორღა გვეპატიება ჩვენ, ვინც ჩხუბისა და დავის დროს ველურ მხეცებს ვემსგავსებით? ბოროტმოქმედებს და დაწყევლილებს ვეძახით ჩვენს მტრებს. განა მისატევებელია, რომ საერთოდ გვყავს მტრები? განა არ იცი, რომ ის, ვინც პატივს სცემს სხვას, ამით საკუთარ თავს სცემს პატივს?! ჩვენ კი ჩვენსავე თავს უპატიოდ ვეპყრობით.

(გამოცხ. 13:11)
"მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა ორი რქა მსგავსი კრავისა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული" (გამოცხ. 13:11).
(გამოცხ. 13:5-6)
"მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის განმავლობაში. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი" (გამოცხ. 13:5-6).
(გამოცხ. 13:3-4)
"ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?".
(გამოცხ. 13:2)
"მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება" (გამოცხ. 13:2).
(გამოცხ. 13:1)
უკეთური ქვეყნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოთა შორის, რომელიც აღწერილია ძველი აღთქმის წერილში, ხოლო შემდეგ მსოფლიო მასშტაბით იხსნება გამოცხადებაში, მნიშვნელობათა განსაკუთრებული ადგილი უპყრია ეგვიპტეს (ფარაონთა დროინდელს), ბაბილონს, მიდო-სპარსეთს, საბერძნეთს და რომს.
მიანიჭა რა აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული სამოქალაქო ჯილო ისეთ გლობალისტურ პოლიტიკურ მოღვაწეებს, როგორებიც არიან ჯორჯ სოროსი და ჰილარი კლინტონი, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, რომ მის ადმინისტრაციას მართავდა ფარული გლობალისტური მთავრობა.
იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე საინფორმაციო სივრცე განუწყვეტლივ ივსება გამოცხადების წიგნის ყველაზე განსხვავებული განმარტებებით, რომელთაც გვთავაზობენ არა მარტო მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები, არამედ ყველა ჯურის სექტანტები და თვით ოკულტისტებიც კი, - თანამედროვე ადამიანის აზრი ამა თუ იმ მიდგომასთან დაკავშირებით ეფუძნება იმას, თუ რამდენად პასუხობს ესა თუ ის განმარტება ამ ადამიანის შინაგან მოლოდინებს.
(გამოცხ. 13:1)
"დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი" (გამოცხ. 13:1).