აპოკალიფსისი > განმარტება
რას ნიშნავს ბიბლიური სიმბოლო "დრო, დრონი და ნახევარი დრო"?.
(გამოცხ. 12:14)
სანამ დავიწყებდეთ გამოცხადების 12-ე თავში მოცემული სიმბოლოს, "დროის, დროთა და ნახევარი დროის" განხილვას, აქვს აზრი კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მსგავსი თარიღი "ბოლომდე უთქმელის" შთაბეჭდილებას ტოვებს იმ აზრით, რომ "დროთა" სიმბოლოში მოცემული მინიშნების ბოლო ნაწილი, რომელიც აღნიშნულია სიტყვით "ნახევარი დრო", თითქოსდა ვერ აღწევს ნებისმიერი გამოთვლისთვის თვისობრივ რიცხობრივ სისრულეს (რადგან მთავრდება ბოლო "დროის" შუა ნაწილში).
ამიტომაც ღვთისმეტყველთა მიერ შემოთავაზებული ყველა განმარტება ფრაზისა "მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა..." (გამოცხ. 12:14) ამ ხატებას აღწერს, როგორც "ათას ორას სამოც დღეს", რომელიც ცოტა ადრე იყო ნაუწყები გამოცხადების 12-ე თავის მე-6 მუხლში. რადგან 1260 დღეში ტრადიციულად იგულისხმება ახალაღთმისეული დროების მთელი სისავსე, ხოლო ბუკვალური 3,5 წელიწადი უკანასკნელი დიდი ჭირვებისა, - ამგვარი ვარაუდიდან გამოდის დასკვნა, რომ 1 წელი უნდა შეესაბამებოდეს "დროს", 2 წელი - "დროებს" და დარჩენილი 0,5 წელი - "ნახევარ დროს".
(სწორედ ასეთ ლოგიკას მისდევენ ანდრია კესარიელი, პროფ. ლოპუხინი, უ. ბარკლი და სხვები).
მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებთ რა ეჭვ ქვეშ ღვთისმეტყველთა ავტორიტეტს, რომლებიც ამგვარ თეორიას იზიარებენ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არც გამოცხადების ტექსტი, არც სხვა წმ. წერილისეული მოწმობა არაფრით ამყარებს მსგავს შეხედულებას. მეტიც, ბუკვალური "გაიგივება" განსახილველი ხატებისა "სამ წელიწად ნახევართან" არ გვიხსნის არც მიზეზს, რატომ იყოფა ეს სამ წელიწად ნახევარი სამ არათანაბარ ნაწილად, არც ახალაღთქმისეული მოწმობის არსს, რომელიც მოცემული უნდა იყოს "დროის, დროთა და ნახევარი დროის" სიმბოლოში. მაშასადამე, ის არ ეთანხმება იმ პრინციპებს, რომელთა შესაბამისადაც არის აგებული გამოცხადების წიგნის თითოეულ ასომდე უზუსტესი აზრობრივი პანორამები.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზემოთხსენებული ვერსია წარმოადგენს "გათვლილ პასუხს", ანუ "დროის", "დროთა" და "ნახევარი დროის" ისეთ მნიშვნელობებს, რომ შესაკრებელის ჯამმა შეადგინოს სამ წელიწად ნახევარი; ხოლო ის ვითარება, რომ "ქალის უდაბნოში ყოფნა" "დროის, დროთა და ნახევარი დროის" განმავლობაში შეესაბამება არა "3,5" წელიწადს, არამედ 1260 დღეს (გამოცხ. 11:3; 12:6), და "42" თვეს (გამოცხ. 11:2; 13:5), ამ ვერსიაში არ არის გათვალისწინებული.
ამასთან დანიელის წინასწარმეტყველების წიგნში "დროის... დროთა და ნახევარი დროის" ხატებად წარმოდგენილია საკმაოდ ნიშანდობლივი მოვლენა, რომლის წინასწარმეტყველური მნიშვნელობა იდუმალია და ძალზედ ძნელია შემეცნებისთვის. ლაპარაკია ეპიზოდზე, როდესაც ახლახან აღსაყდრებული ბაბილონის მმართველი ბალთასარი აწყობს ნადიმს, რომელზეც ის და მთელი მისი სამეფო კარი იწყებენ ღვინის სმას იერუსალიმის ტაძრის წმიდა ჭურჭლებიდან (ეს ჭურჭლები ბაბილონში ჩამოიტანეს ქალდეველთა მიერ იერუსალიმისა და სოლომონის ტაძრის დანგრევა-გაძარცვის შემდეგ), - მაგრამ უეცრად, შუა ნადიმში, არსაიდან უხილავმა ხელმა სანადიმო დარბაზის კედელს დააწერა იდუმალი სიტყვები.
ამის შემდეგ დანიელ წინასწარმეტყველს მოჰყავს ასეთი მოწმობა:
"შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი. შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე. სწორედ ამიტომ მოივლინა მისგან ხელის მტევანი და ამიტომ დაიწერა ეს წარწერა. აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: მენე, მენე, თეკელ უფარსინ. აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას; თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; ფერეს - გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი. მაშინ მეფე ბელშაცარის ბრძანებით დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამეფოში მესამე მთავრად გამოაცხადეს. იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე" (დან. 5:22-30).
რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდი, ისევე, როგორც მრავალი სხვა ძველაღთმისეული წინასახეობრივი მოვლენა, შეიძლება შემოვფარგლოთ "ლოკალური" ისტორიული მნიშვნელობებით და არ წარმოვისახოთ შემდგომი (ახალაღთმისეული) აღსრულება საყოველთაო მასშტაბით. მაგრამ გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომ გამოცხადებისა და დანიელის წიგნებში მოცემულია საერთო სიმბოლოები, კერძოდ: "დრო, დრონი და ნახევარი დროი" (შეად. დან. 7:25; 12:7 - გამოცხ. 12:14), ასევე "ოთხი მხეცის" სიმბოლო, რომლებიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მოწმობით ახალაღთქმისეულ წინასწარმეტყველურ პანორამათა ნაწილს შეადგენენ (დან. 7:2-7 - გამოცხ. 13:1-3); და კვლავ: ოთხი ქარის სიმბოლო (დან. 7:2 - გამოცხ. 2:10) და ათდღიანი ურვა, რომლებიც ნახსენებია როგორც დანიელის წიგნში, ასევე იოანეს გამოცხადებაში (დან. 1:11-19 - გამოცხ. 2:10); ასევე განსაკუთრებული, დაბეჭდილი წიგნი, რომელიც ანგელოზმა მიანდო დანიელ წინასწარმეტყველს და, რომელიც კრავის დიადი ზეციური წიგნის ერთ-ერთი წინასახეა (დან. 12:4 - გამოცხ. 5:7-9); ასევე გატიალების სისაძაგლე, რომელსაც ახსენებს მაცხოვარი ელეონის მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში ("... ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)" (მთ. 24:15), და სხვა (ეს არ არის პარალელური ადგილების სრული სია), - ცხადი ხდება, რომ დანიელის ძველაღთქმისეული წიგნის ყოველი სიმბოლო პირდაპირ არის დაკავშირებული იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ახალაღთქმისეულ მოწმობებთან.
მეტიც, თუკი შევაფასებთ იმ მოვლენათა "ლოგიკურ წონასა" და როლს, რომელიც მოხდა ბალთაზარის ნადიმზე, და გადავითანთ მას ღმრთის ერის ისტორიაში, - ასეთი შეფასება ეჭვსაც კი არ დაგვიტოვებს იმაში, რომ ამ ეპიზოდის წინასწარმეტყველური მნიშნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ "ისტორიული" მოწმობით, არამედ გამოდის, როგორც კიდევ ერთი ბიბლიური წინასახეობრივი ხატება, რომლის ყველა დეტალი ღრმად სიმბოლურია და უთითებენ ახალაღთქმისეულ დროებაზე, ასევე იმ მოვლენებზე, რომლებიც თავის დროზე მოხდებიან მთელი მსოფლიოსა და კაცობრიობის მასშტაბით (მათ შორისაა "მსოფლიო ბაბილონის" დაცემა, ქრისტიანთა გამოსვლა "ბაბილონის ტყვეობიდან" და სხვა).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საღვთისმსახურებო ჭურჭლის ხატებაში, რომელიც მოხვდა "ბაბილონის ტყვეობაში", მონიშნულა "ამ წუთისოფელში" მყოფი ღმრთის ერი, თუმცა წუთისოფლისგან მომდინარე ყველა საცდურისა და მუქარისმიუხედავად, "სარკმლიდან უმზერს ზეციურ იერუსალიმს" (დან. 6:10).
მეფე ბალთაზარი მთელ თავის ამალასთან, ცოლებთან და ხარჭებთან ერთად არის "ამ წუთისოფლის" სიმბოლო (თანაც მეფის სახე შეესაბამება თვით ეშმაკს). რაც შეეხება იდუმალ წარწერას: "მენე, თეკელ, უფარსინ", რომელიც "ხელის მტევანმა" დაწერა უკეთურთა და ურჯულოთა თვალწინ, ეს არის ახალაღთქმისეული საღმრთო გამოცხადება, რომელიც აფრთხილებს წუთისოფელს, რომ მისი დანაშაულობანი დათვლილია; დრო, რაც მას მიეცა, აღრიცხულია და შეზღუდული; ის ძალაუფლება, რომელიც მას მიეცა, ეფემერულია, - და, რომ ეს მიწიერი სამეფო თავის თავში გაიყოფა და ვერ გაუძლებს (რაზეც, სხვათა შორის, მოწმობენ გამოცხადების წიგნის შესაბამისი თავები).
(შეად.: "... შენ თავი აღაზევე
ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; ... ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა
და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი,
რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე. სწორედ ამიტომ
მოივლინა მისგან ხელის მტევანი და ამიტომ დაიწერა ეს წარწერა. ... აჰა, ამ სიტყვების
ახსნა: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას; თეკელ
- სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; ფერეს - გაიყოფა შენი სამეფო
და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი" (დან. 5:23-28). "... ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ
გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი,
დაიქცევა" (ლკ. 11:17); "ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ,
გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას"
(გამოცხ. 17:16)).
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია ის ვითარებაც, რომ სიტყვები "მენე, თეკელ, უფარსინ" (ორიგინალში სიტყვა "მენე" მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები) უთითებენ სრულიად განსაზღვრული წონის საზომს, რომლებიც ძველ დროში გამოიყენებოდა (ანუ "მინას", "შეკელს" და "ნახევარ მინას", შეად.: "... თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი" (დან. 5:27)). ამიტომ, იმ პირობით, რომ "დროის" ხატებას (ანუ "მინას) შეესაბამება ერთი შვიდეული, ხოლო "ნახევარი დროისას" (ანუ ნახევარ "მინას" – "უფარსინ") ნახევარი შვიდეული, - ეს "შვიდეული" და "ნახევარი შვიდეული" შეადგენენ იმ ათ წინასწარმეტყველურ დღეს (7+3,5; შეად.: გამოცხ. 2:10), რომელიც მიეცა მთელ მსოფლიოს გამოფხიზლების, მოქცევისა და სინანულისთვის (და რომელსაც გამოცხადების 12-ე თავის მოწმობით "ქალი" გაატარებს უდაბნოში "თავის ადგილას", სადაც მას ზეცითგან "დააპურებს" თვით ღმერთი).
რაც შეეხება მრავლობით "დროებს", რომლებითაც დანიელისა და იოანეს გამოცხადების წიგნებში გაყოფილია "დროისა" და "ნახევარი დროის" სიმბოლოები, - წარმოდადგენენ საკმაოდ მცირე საზომს, "შეკელს", რომელშიც "დატეულია" დიდი ახალაღთქმისეული იუბილეს ყველა წელიწადი.
(აქ შეიძლება განვმარტოთ, რომ ბიბლიური საიუბილეო წლები აგვირგვინებდნენ ჩვეულებრივ წელთა ყოველ მეშვიდე შვიდეულს და მიანიშნებდნენ "დროთა სისრულეზე", თანაც კალენდრული წლების თანმიმდევრობაში საიუბილეო წლები არ აღირიცხებოდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ რიცხვულ გამოხატულებაში საიუბილეო წლების "წონა" "დროის შკალაზე" ძალიან მცირე იყო და "მინასთან" შედარებით გამოიყურებოდა, როგორც "შეკელი".
თანაც, საიუბილეო წლებში მიწა არ მუშავდებოდა, და მიწის ნაყოფი არ იკრიფებოდა, - თუმცა, ღმრთის ერი, "უდაბნოში მყოფი ქალის" მსგავსად, არაფერში განიცდიდა ნაკლებობას.
მიუხედავად იმისა, საიუბილეო წეს-განგება ისრაელის ხალხს ეძლეოდა "ხორციელი" დაცვისთვის, ასე რომ მისი ბუკვალური აღსრულებისთვის საჭირო დროს ამდენადვე ბუკვალური სამმაგი მოსავალი იყო საჭირო, - ქრისტიანთათვის ცხადია, რომ ახალაღთქმისეულ სულიერ რეალობაში იმ "მოსავალს", რომელიც ქვეყნიერებას მისცა უფალმა "დიდი იუბილეის", ანუ სამოცდაათი შვიდეულის (დან. 9:24-25) განმავლობაში, წარმოადგენდა ახალი აღთქმის გამოცხადება, და რომ ამ მოსავლის დაუშრეტელი ზეციური პური უკვე ორი ათასი წელია აპურებს ღმრთის ყველა ადამიანს (გამონაკლისის გარეშე), რომლებიც ახალაღთქმისეულ დროებაში ძველი სამყაროს უდაბნოს გადადიან).
ამრიგად, იდუმალი წერილი "მენე, თეკელ, უფარსინ", რომელიც საკვირველი სახით დაიწერა მეფე ბალთაზარის თვალწინ, როგორც მისი სამეფოს გარდაუვალი დაღუპვა, წინასწარმეტყველური აზრით შეესაბამება "დროს" (მინა - შვიდეული), "საიუბილეო დროებს" (შეკელი) და "ნახევარ დროს" (შვიდეულის ნახევარს - უფარსინს) და აღწერს მთელი ახალაღთქმისეული დროების სისავსეს ვიდრე უკანასკნელი ჭირვების სამნახევარ დღემდე (რომლებიც"დროის ნახევარს" ავსებენ "დროის სისავსემდე" და მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე).
ხოლო, რაც შეეხება განმარტებას სიტყვებისა "მენე, თეკელ, უფარსინ", რომელიც მეფე ბალთაზარის მიმართ წარმოთქვა დანიელ წინასწარმეტყველმა, ზუსტად შეესაბამება იმ მსოფლიო სამამხილებლო მოწმობას, რომელიც ახალაღთქმისეული დროიდან ამხელს "მეფესა" და ამ წუთისოფლის სამეფოს ეკლესიის მიერ ნაუწყები ახალაღთქმისეული გამოცხადება.