Перейти к контенту

განმარტება - რაზე მიანიშნებს "ქალისა და მხეცის" საერთო საიდუმლო? (გამოცხ. 17:7) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
რაზე მიანიშნებს "ქალისა და მხეცის" საერთო საიდუმლო?

(გამოცხ. 17:7)
"მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა" (გამოცხ. 17:7).
 
 
რადგან "ქალისა და მისი მტვირთველი მხეცის" საიდუმლო გრძელდება 17-ე თავის ბოლომდე, - სრულიად უეჭველია, რომ ამ პერსონაჟთა გამაერთიანებელი მეტაფორული მნიშვნელობები რთულია გულისხმისყოფისთვის და მოიცავენ მრავალ სახესა და მოწმობას თვით მტკიცებულებამდე, რომ "ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე" (გამოცხ. 17:18).
(ცხადია, რომ მოც. იოანე ხმამაღლა არ გამოხატავდა თავის გაკვირვებებს, მაგრამ ღმრთის ანგელოზისთვის ცნობილია, რომ სიმბოლო "ქალისა... და მხეცისა" ითხოვს განმარტებებს, და ასეთი განმარტებანი წარმოიგზავნება "იდუმალთმხილველის გულისხმისსაყოფად", შეად.: გამოცხ. 7:13-14).
ხოლო რაკიღა "ქალისა და მხეცის საიდუმლო" ერთადერთია, და არ იყოფა ორ სხვადასხვა საიდუმლოდ, - მსგავსი "ერთობა საიდუმლოში" ნიშნავს, რომ მეძავი და მისი მტვირთველი მხეცი განსაზღვრულ მომენტამდე ერთ მთლიანობად უნდა განვიხილოთ.
 
გარდა ამისა, ყველაზე არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებას, რომ "ოქროს თასი, მეძავობით აღვსილი", ქალ-მეძავს უპყრია არა ხელში, არამედ შუბლზე იკითხება, როგორც განსაკუთრებულ ღვთისსაწინააღმდეგო, მკრეხელურ დამღად ("... და ეწერა შუბლზე სახელი: საიდუმლო, დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა"), - ამიტომაც მისი მდგომარეობის გათვალისწინებით ("წითელ მხეცზე", გამოცხ. 17:3) და მათი გამაერთიანებელი საიდუმლოს გათვალისწინებით ასეთი დამღა წარმოადგენს მხეცის რიცხვისა და დამღის ერთ-ერთ შესაძლო "პროექციას", რომელიც აღიბეჭდება სწორედ "შუბლსა და ხელზე" და, რომლის შესახებაც მოწმობდნენ გამოცხადების წიგნის წინა თავები (გამოცხ. 13:6; 14:9; 20:4).
 
მეტიც, სწორედ მეძავს ეკისრება მსოფლიო სისხლისღვრის მთელი სისავსე (გამოცხ. 17:6; 188:24), - ეს კი ნიშნავს, რომ მისი დანაშაული მოიცავს იმ წმინდანთა სისხლსაც, რომლებიც მხეცის აგრესიის ადრესატები ხდებიან (გამოცხ. 13:7); და იმისთვის მოკლულთა სისხლიც, რომ მათ თაყვანი არ სცეს "მხეცის ხატს" (შეად.: გამოცხ. 13:15; 20:4), და ა. შ. ასე რომ "ქალი-მეძავი" ამ შემთხვევაშიც წარმოგვიდგება არა პიროვნებად ან ორგანიზაციად, ან ცალკეულ "მიწიერ" ქალაქად, - არამედ იმ ადამიანთა კრებით სიმბოლოდ, რომლებიც იღებენ და მიიღებენ "მხეცის დამღას" და შედეგად ხდებიან "მეორე მხეცისა" (გამოცხ. 13:11) და "მხეცის ხატების" (გამოცხ. 13:14-18) თანამოზიარენი.
(სურვილი იმისა, რათა აღქმა "გამარტივდეს" იმდენად, რომ "მეძავისა" და "მისი მტვირთველი მხეცის" სიმბოლოები განიმარტოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გახლავთ ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლის მიხედვითაც ეს სიმბოლოები წარმოადგენენ განსაკუთრებულ სირთულეს ჩვეულებრივი "ლოგიკური" გააზრებისთვის. მაგრამ ბიბლიურ მნიშვნელობებთან მიმართებაში მსგავსი "გამაცალკევებელი" აზროვნება - არ არის ყველაზე საუკეთესო შემწე, რადგან გამოცხადების სიტყვა ერთიანი და მთლიანია, და არ უნდა იყოფოდეს მრავალ ერთმანეთისგან განცალკევებულ მტკიცებულებებად და ცნებებად).
ასეა თუ ისე, თუკი განვუდგებით დასკვნათა საერო აზროვნებისთვის დამახასიათებელ სტანდარტულ სქემებს, შეიძლება შევნიშნოთ, რომ მტკიცებულებები და მოწმობები, რომელთა საფუძველზეც შეგვეძლებოდა გვეთქვა, რომ "მეძავი - ეს არ არის ზღვიდან ამომავალი მხეცი, არც მხეცის ხატი და არც ცრუწინასწარმეტყველისა", გამოცხადების წიგნში უბრალოდ არ არის.
 
მეტიც, იდუმალთმხილველისთვის წარდგენილი მოწმობები შესაძლებლობას გვაძლევენ ვამტკიცოთ, რომ მეძავი განუყოფელია პირველისგან, მსგავსია მეორესი, და ყველა მნიშვნელობით შეესაბამება "ცრუწინასწარმეტყველის" ცნებას.
 
ასე, მაგალითად, კაცობრიობის უკეთურების სისავსეს საკუთარ თავში ახორციელებს მეძავი (გამოცხ. 17:5), - მაგრამ შესაბამისი "ღმრთისმგმობი სახელებით" აღვსილია მხეცი (გამოცხ. 17:3).
 
სისხლისღვრის დანაშაულის მთელ სისავსეს საკუთარ თავზე ატარებს მეძავი (გამოცხ. 18:24), - მაგრამ ბრძოლას წმინდანებთან ეწევა "ზღვიდან ამომავალი მხეცი" (გამოცხ. 13:7), "ორ მოწმეს" ჰკლავს "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" (გამოცხ. 11:7), ხოლო ვინც შუბლზე და ხელზე არ იღებს "მხეცის" უკეთურ დამღას დევნის და ჰკლავს "პირველი მხეცის ხატება" (გამოცხ. 13:15).
 
წმინდანების სისხლით "დამთვრალია" მეძავი (გამოცხ. 17:6), - მაგრამ "წითლად" წარმოგვიდგება მისი მტვირთველი მხეცი (გამოცხ. 17:3).
 
რა თქმა უნდა, შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი (გამოცხ. 13:1; 17:3) მოქმედებს ურჩხულის ტახტის ძალითა და ხელმწიფებით (გამოცხ. 13:2), ხოლო მეძავისგან გამოდიან საცდურები (გამოცხ. 14:8; 17:2; 18:2-3), - ასე რომ ორივესთვის საერთო ბრალი სისხლისღვრისა ცხადი გახდება მხოლოდ ძველი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეს, როდესაც ფარდა აეხდება "დიდი ბაბილონის" საიდუმლოს.
 
მაგრამ თუ განვიხილავთ მხოლოდ "ცრუწინასწარმეტყველსა" და "პირველი მხეცის ხატებას", - იმის განსაზღვრა, თუ რითი განსხვავდებიან მათი მოქმედებები მეძავის მოქმედებებისგან, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ისინი მეძავის მსგავსნი არიან არა მარტო ყოვლის მომცველი საცდურებით, არამედ თავიანთი "მიწიერი" ბუნებითაც (გამოცხ. 13:11), და გამოცხადების წიგნში ნახსენები "ბუკვალური" განხორციელებებითაც (შეად.: გამოცხ. 2:20).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ "დიდი მეძავი", რომელიც არის არა მარტო მეძავთა, არამედ ყოველგვარი მიწიერი სისაძაგლის დედა, ქვეყნად "შობს" ყოველგვარ ცრუსწავლებას და ყოველვარ ცრუწინასწარმეტყველს (შეად.: გამოცხ. 17:5), ამის შესახებ კი მოწმობს არა მარტო გამოცხადების წიგნის 17-ე თავი, არამედ წმ. წერილის განსაკუთრებული წინასწარმეტყველური ხაზი, რომელიც თავის დასაბამს იღებს უკეთური დედოფლის იეზაბელისგან, თავისი უსჯულოებებითა და კერპთაყვანისმცემლობით "სახელგანთქმული" მეფის ახავის ცოლისგან (მეფეთა მე-3 და მე-4 წიგნები), ის გრძელდება გამოცხადების წიგნში მეძავი, ცრუწინასწარმეტყველი და კერპთაყვანისმცემელი იეზაბელის სიმბოლოში, რომელსაც "შვიდი ეკლესიისადმი მიწერილ" ეპისტოლეში გამოტანილი აქვს საშინელი განაჩენი - "სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს" (გამოცხ. 2:23), ხოლო მთავრდება იგი გამოცხადების 17:6-ში, სადაც მეტაფორულად მონიშნულია, რომ "დიდი მეძავი" მოკვდება არა ჩვეულებრივი, არამედ უკეთური იეზაბელის სიკვდილით (ამის შესახებ ვილაპარაკებთ შესაბამის პუბლიკაციებში).


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому