განმარტება - ილია და ელისე, როგორც აპოკალიფსისის ორი მოწმის წინასახე (გამოცხ. 11:3-6) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ილია და ელისე, როგორც აპოკალიფსისის ორი მოწმის წინასახე
 
(გამოცხ. 11:3-6)
ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე
"თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ" (გამოცხ. 11:5-6).
 
სიმბოლოები და ხატებანი, რომელთა მეშვეობითაც არის აღწერილი ზეგარდმო ბოძებული ის წინასწარმეტყველური ძალაუფლება, რომელიც მიეცა "ორ უკანასკნელ წინასწარმეტყველს", აგრძელებს ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა დიად სიმფონიას, რომელიც გამოცხადების წიგნის ყველა სიუჟეტისა და ხილვისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ ამ მნიშვნელობათა სრულყოფილი ჟღერადობა შეიძლება შევიგრძნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი "ორი სასანთლე-ზეთისხილის" როლში განიხილება არა ზეციდან ჩამოსული ილია და ენოქი, ან ილია და მოსე (თუმცა ეგვიპტიდან გამოსვლის მოვლენები სხვა ბიბლიურ წინასახეებთან ერთად თავიანთ ასახვას პოულობენ აპოკალიფსისის 11-ე თავში), ან კიდევ სხვა "ბუკვალური" წინასწარმეტყველები (იხ. შესაბამისი პუბლიკაციები, წყაროები: პირველი და მეორე), - არამედ ქრისტეს მთელი ეკლესია.
 
ამ მისიის ერთ-ერთ წინასახეობრივ მისიას წარმოადგენს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა ილიას და ელისეს ერთობლივი მიწიერი მსახურება (მეფ. მე-3 და მე-4 წიგნები).
 
რა თქმა უნდა, ახალაღთქმისეული რეალობის განსხვავებული წინასახეობრივი სიმბოლოები ძველაღთქმისეულ ტექსტებში წარმოდგენილია საკმაოდ მრავლად, ამიტომ ყველა მოვლენის ან ყველა პერსონის აღწერა და განხილვა, რომელთა სიტყვებსა და მოქმედებებში მონიშნული იყო ახალაღთქმისეული ეკლესიის ესა თუ ის ასპექტი, უბრალოდ შეუძლებელია.
 
მეტიც, მრავალ ბიბლიურ წინასახეში ქრისტეს ეკლესია მონიშნულია მაქსიმალურად შესაძლებელი მეტაფორული სისავსით. მაგრამ ზოგიერთი ძველაღთქმისეული მოწმობა, რომელიც ახალაღთქმისეულ ეკლესიას და მომავალ მოვლენებს ეძღვნება, იმდენად ზუსტად შეესაბამება ახალაღთქმისეულს, რომ მათი ურთიერთკავშირი არა მარტო მეტაფორულად აიგება, არამედ პირდაპირი და ბუკვალური შესაბამისობებითაც, - ხოლო მოვლენებისტვის, რომლებიც აღწერილია გამოცხ. 11:2-12-ში, ასე პირდაპირ და არაორაზროვან ბიბლიურ წინასახეს წარმოადგენს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა ილიასა და ელისეს "ორმაგი მოწმობა" და ერთი მისია.
 
ამასთან სრულიად ცხადია, რომ 11-ე თავის ახალაღთქმისეული პანორამები არ შემოიფარგლებიან ხატებებითა და მნიშვნელობებით, რომლებიც ილიასა და ელისეს მიწიერ მსახურებაში იყო მონიშნული. ასე, მაგალითად, ეგვიპტიდან გამოსვლისა და უდაბნოში ორმოცწლიანი გასვლის პერიოდში ისრაელის ხალხი მორიგეობით აწყობდა ორმოცდა ორ საველე-საბრძოლო ბანაკს, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა მას მოეგერიებინა გარეშეთა თავდასხმები (რიცხვ. 33:5-49), - გამოცხადების წიგნის 11-ე თავის დასაწყისშიც ლაპარაკია "ორმოცდა ორ თვეზე", როდესაც წარმართები გარს შემოეტყმებიან "ტაძარსა და საკურთხეველს".
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ისრაელის ბანაკთა რიცხვის შესაბამისობა "წარმართთა მიერ ქალაქის გაქელვის" ორმოცდა ორ თვესთან ირიბად მოწმობს იმის შესახებ, რომ ეკლესიისა და მსოფლიო წარმართობის დაპირისპირება გაგრძელდბა არა ბუკვალური თვეებისა და დღეების განმავლობაში, არამედ მთელი ახალაღთქმისეული დროების პერიოდში).
რადგან წინასწარმეტყველმა მოსემ ეგვიპტის ტყვეობიდან ისრაელის გამოსვლის წინ ერთხელ წყალი სისხლად აქცია და რამოდენიმეჯერ დააზიანა ფარაონის მიწა წყლულებით, - ამ მოვლენათა შესაბამის მოწმობას გამოცხ. 11:5-6-დან აქვს "შედარებითი" ხასიათი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ორი ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველის ძალაუფლება ყველა შესაძლო კრიტერიუმით აღემატება უდიდეს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველს (ანუ ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველები, მოსესგან განსხვავებით, წყალს სისხლად აქცევენ და მიწას წყლულებით დააზიანებენ ნებისმიერ დროს, "როდესაც ისურვებენ").
 
და, მიუხედავად ამისა, ისეთი აშკარა და საკმაოდ ნიშანდობლივი შესაბამისობები განმსაზღვრელად არ გამოიყურება, თუკი ლაპარაკია არა უბრალოდ შედარებებსა და მსგავსებებზე, არამედ "გამოცხადების ორი მოწმის" თვით ყველაზე სრულ ძველაღთქმისეულ წინასახეზე
 
ამრიგად, თუ განვიხილავთ ილიასა და ელისეს სახელთა მნიშვნელობებს, შეიძლება შევნიშნოთ, რომ წინასწარმეტყველ ილიას სახელში (ანუ "ღმერთი ჩემი იაჰვე") ასახულია ძველაღთქმისეული ეკლესია, - ხოლო წინასწარმეტყველ ელისეს სახელში (ე. ი. "ღმერთი-აცხოვნებს") მონიშნულია ახალაღთქმისეული ეკლესია.
 
თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ წინასწარმეტყველი ელისე მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ აიტაცა ღმერთმა ილია ცაში, - და სწორედ ამ ხილვამ მისცა შესაძლებლობა ელისეს მოეპოვებინა "ორმაგი" სული, რომელიც ახალაღთქმისეული ეკლესიის წინასწარმეტყველური მსახურებისთვის არის დამახასიათებელი, შეად.:
 
"როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან. მიუგო ელისემ: შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე. უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდება. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი" (4 მეფ. 2:9-11).
(სიტყვამ მოიტანა და, ეს ძველაღთქმისეული მოწმობა პირდაპირ ამხელს ყველა სხვა "ეკლესიას", რომლებიც ასწავლიან, რომ წინა ეპოქათა წმინდანები არ ცოცხლობენ, ისინი ან მოკვდნენ ან "სძინავთ", და რომ არანაირი მსახურება ზეციურ საკურთხეველთან დღეს არ არსებობს. რადგან მათში, ინც ვერ ხედავს "ზეცაში ილიას აღტაცებას", არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს "ელისეს სული").
    გარდა ამისა, მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ელისეს მოწოდებასთან, ზუსტად შეესაბამება პირველ მოციქულთა მოწოდებას (იმ განსხვავებით, რომ მოციქულები ზღვაში იჭერდნენ "მიწიერ" თევზს, მაგრამ დაყარეს ბადეები და უკან მიჰყვნენ უდაბნოში საცდურების მძლეველ მაცხოვარს და გახდნენ "კაცთა მჭერნი" (მთ. 4:10-22), - ხოლო ელისე "მიწას ხნავდა" თორმეტი წყვილი "მიწიერი" ხარის მეშვეობით, მაგრამ როდესაც მოისმინა უდაბნოში განსაცდელგამოვლილი ილიას მოწოდება "მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას", დაწვა თავისი გუთანი, რომელიც "მიწიერ მკას" ემსახურებოდა, დაკლა ხარები და მიჰყვა ილიას რათა ემსახურა "ზეციური მკისთვის" (3 მეფ. 19:19-21; შეად. სპილენძის ზღვას, რომელიც დგას თორმეტ ხარზე ხელთქმნილი კარვის სტოას წინ).
     
    შემდეგ კი იმ მოვლენათა ბუკვალურ და სიმბოლურ მნიშვნელობებში, რომლებიც თან ახლდა ილიასა და ელისეს წინასწარმეტყველურ მსახურებას, იხსნება ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა მთელი სიმფონია, რომლებიც მათი დეტალურად განხილვის შემთხვევაში ცალკე წიგნის დაწერას მოითხოვს. მაგრამ თუ უბრალოდ მაინც ჩამოვთვლით წინასწარმეტყველურ შესაბამისობებს ილიასა და ელისეს მსახურებასა და გამოცხადების 11-ე წიგნს შორის, პირდაპირ და საკმაოდ ნიშანდობლივ შესაბამისობებში აუცილებელია ვახსენოთ:

  • 42 დღე, რომელთა განმავლობაში წინასწარმეტყველი ილია უდაბნოში მიდიოდა ხორების მთამდე (ანუ სინამდე), როდესაც გაურბოდა უკეთურ დედოფალ იეზაბელს (შეად. - გამოცხ. 2:20-23; 12:6 და ეგვიპტიდან გამოსვლის მოვლენები). თანაც ამ გზის ბოლოს წინასწარმეტყველმა იხილა უფალი არა, როგორც "ქარიშხალი, მიწისძვრა ან ცეცხლი", არამედ როგორც "ჩუმი ნიავი" (3 მეფ. 19:1-12), - ანუ იმავე ახალაღთქმისეულ ხატებაში, რომელშიც უფალმა გამოავლინა თავისი თავის სიტყვებში: "არა ძალითა და ძლიერებით", რომლებიც გამოიყურებოდნენ, როგორც "ორი ზეთისხილის ხე", სატაძრო სასანთლის ორი ტოტი მის გვერდით, "ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ" (ზაქ. 4:2-6).
 
  • სამ წელიწად ნახევარი (ანუ 42 თვე), რომლის პერიოდშიც ილიამ დაკეტა ცა უკეთურ მმართველთა აქაბისა და იეზაბელის დროს (იაკ. 5:17), "არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემს სიტყვაზე" (3 მეფ. 17:1), თანაც "ნამი" და "წვიმა" საღმრთო მადლის მყარი სიმბოლოებია, რომლებიც წმიდა წერილში წიგნიდან წიგნში გადადის.

  • მაგრამ თუკი ილიამ ცა დაკეტა ნიშანდობლივ სამ წელიწად ნახევრის განმავლობაში, - ახალი აღთქმის დროს მაცხოვრის უარმყოფელები უმადლო მდგომარეობაში იქნებიან მანამ, სანამ მათზე არ გადმოიღვრება "ორი წინასწარმეტყველის" მადლმოსილი სამახარობლო სიტყვები, რომლებიც მათთვის გააღებენ საღმრთო მადლის ზეციურ წყაროს.
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ თუკი "ორი მოწმის" წინასწარმეტყველების 1260 დღეს გავიგებთ პირდაპირი მნიშვნელობით, მაშინ სიტყვები "რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში..." გამარტივებულად და შეზღუდულად გამოიყურება, - ხოლო ჭეშმარიტი ბიბლიური აზრი და მასშტაბი ამ სიმბოლოში გვეხსნება მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ ბუკვალურ დღეებში ასახულია მთელი ახალაღთქმისეული პერიოდი).
  • ცეცხლი, რომელიც წინასწარმეტყველმა ილიამ გადმოიყვანა მეომართა ორ ორმოცდაათეულზე, რომლებიც მასთან მივიდნენ არა კეთილი განზრახვით იმისგან, ვინც ბაალს (ბელზებელს) ეკითხებოდა ჭკუას, ანუ ისრაელის მეფე ოქოზია (4 მეფ. 1:9-15), შეად.: "... თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს" (გამოცხ. 11:5)).
 
  • ორი დათვის მიერ 42 ყმაწვილის მოკვდინება, რომლებიც ბოროტად დასცინოდნენ ელისეს (4 მეფ. 2:23-24). თანაც ეს სიმბოლო, ისევე, როგორც წინა, შეესაბამება გაფრთხილებას "... თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას" (გამოცხ. 11:5); და, რაც არც ისე აშკარაა, ერთ აზრში აკავშირებს ელისეს ზემოთხსენებულ ეპიზოდს, იეზაბელის მემრუშე შვილების "სიკვდილით დასჯას" (გამოცხ. 2:20-23) და "ზღვიდან ამომავალი მხეცის" დათვის ტორებს (გამოცხ. 13:1-5), რომელიც აპარტახებს და ჭამს მასზე მჯდომ მეძავს (გამოცხ. 17:16
(ეს მოწმობანი დეტალურად იქნება განხილული შესაბამის პუბლიკაციებში).
  • ილიას და ელისეს მიერ აღსრულებული სასწაულნი, რომლებიც დაკავშირებულია ზეთის გამრავლებასთან (3 მეფ. 17:12-16; 4მეფ. 4:2-7; შეად. "... ესენია ორი ზეთისხილი ..." - გამოცხ. 11:4; "ორნი ცხებულნი..." (ზაქ. 4:12-14).

  • ელისეს განსაკუთრებული მისია, რომელიც მას დაეკისრა წინასწარმეტყველად მის ცხებასთან ერთად: "ვინც აზაელის მახვილს გადურჩება, ეუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადურჩება, ელისე მოკლავს" (3 მეფ. 19:16-17; შეად. "... თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნას" (გამოცხ. 11:5). თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეუმ მოკლა აქაბის ძე იორამი, ისრაელის მეფე, და აქაბის ცოლი ცრუწინასწარმეტყველი      იეზაბელი, ასევე აქაბის შვილიშვილი იუდეველთა მეფე ოქოზია, და მეფე ოქოზიის 42  ძმა, ანუ აქაბის და იეზაბელის მთელი ოჯახი (4 მეფ. 10:12-14 შეად.  გამოცხ. 2:20-23).
 
  • წინასწარმეტყველ ელისეს საკვირველ საქმეთა ერთი ეპიზოდი, როდესაც მან მიწა წვიმის გარეშე წყლით აავსო და ამ წყლით ისრაელის მთელი ერი დაარწყულა. ამასთან მოწინააღმდეგე-მოაბელებმა ამ საკვირველ წყალში იხილეს სისხლის, და გაიხარეს, რის შემდეგაც გამანადგურებელი დამარცხება განიცადეს (4 მეფ. 3:16-24 შეად.: "... და აქვთ ხელმწიფება წყალთა      მიმართ, რათა სისხლად აქციონ..." (გამოცხ. 11:6).

  • ილიას მიერ ქვრივის ერთადერთი შვილის განკურნება, ხოლო ელისეს მიერ აღთქმის შვილისა (3 მეფ. 17:17-24, 4 მეფ. 4:29-35, შეად. სარას აღთქმას - გალატ. 4:22-26), მაგრამ "მცნებათა რჯულის კვერთხს" მკვდრის აღდგენა არ შეეძლო. მაშინ ელისე თვით დააწვა ბიჭუნას, და მიემსგავსა მკვდარს, რის შემდეგაც ყმაწვილი გაცოცხლდა (ეს კი გახლავთ სრულფასოვანი სახარებისეული ხატება კაცობრიობის ხსნისა მაცხოვრის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით).

ამასთან ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ წინასწარმეტყველური შესაბამისობებისა, რომლებიც წინასწარმეტყველთა ილიასა და ელისეს მსახურებას აკავშირებს გამოცხადების 11-ე თავის ორ მოწმესთან. მაგრამ, უეჭველად, ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ბუკვალურად ილიასა და ელისეს ყოველ (სწორედ "წყვილ") მოქმედებაში აღწერილია ქრისტეს მთელი ეკლესია, რომელიც ორი ზეთისხილის რტოსგან შედგება, და რომლებიც წარმოადგენენ ძველაღთქმისეულ მართალთ, მათ "თანამოღვაწე ძმებს" დედამიწის ყველა კუთხიდან, ცხებულთა და კურთხეულთ "წინასწარმეტყველების სულით, და მაცხოვრის მიერ მსოფლიო სამსხვერპლო მოწმობისკენ მოწოდებულთ (გამოცხ. 6:11; 7:9-14; 12:11 და სხვა).
 
ხოლო, რადგან წინასწარმეტყველი ილია, რომელიც წარმოადგენს ორი სასანთლე-ზეთისხილის "ძველაღთქმისეულ" ნახევარს, დაკავშირებულია იოანე წინამორბედის წინასახეობრივ მნიშვნელობასთან, რომელიც აგვირგვინებს ძველ აღთქმას მაცხოვრის პიროვნებაზე მოწმობით. სწორედ წინასწარმეტყველი ილია იხსენიება მრავალგზის სახარებებში, სწორედ ილია უნდა მოვიდეს მესიის წინ და "მოაქციოს მამათა გულები შვილებისკენ" და ა. შ. ეს ყველაფერი უნდა სწორედ ასე უნდა მოხდეს იმ მიზეზით, რომ ძველი აღთქმა (ანუ ილია და იოანე ნათლისმცემელი) წინ უსწრებდნენ ახალს (ანუ ელისეს და იესუ ნაზარეველს), მცნებათა ძველაღთქმისეული რჯული კი "ჩვენი აღმზრდელია, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს" (გალატ. 3:24-25).
 
მეტიც, ბუკვალურ და სიმბოლურ შესაბამისობებში წინასწარმეტყველ ილიასა და იოანე ნათლისმცემელს შორის მრავალი დაფარული და მეტაფორული მნიშვნელობებიც არის გამოვლენილი. ასე, მაგალითად, ილიას მსახურების დროს მას ეწინააღმდეგებოდა ორი "სამეფო გვარის ურჯულო" მეფე აქაბი და იეზაბელი, - იოანე ნათლისმცემელს კი მეფე ჰეროდე და ჰეროდიადა. ამასთან იეზაბელიც და ჰეროდიადაც წინასახეები არიან "ბაბილონის დიდი მეძავისა", რომელიც შემთხვევით როდი მიიჩნევს თავს "დედოფლად" და თანაც "არა ქვრივად" (გამოცხ. 18:7, შეად. გამოცხ. 17:18), - და რომელსაც, შედეგად, ელოდება ცრუწინასწარმეტყველ იეზაბელის სამარცხვინო სიკვდილი (ეს მოწმობები უფრო დეტალურად იქნება განხილული შესაბამის პუბლიკაციებში).
 
რაც შეეხება წინასწარმეტყველ ელისეს - მისი საქმეებიდან ბუკვალურად თითოეული, რომელთა შორისაც არის იორდანის გადასვლა "ილიას ხალენის" მეშვეობით (ხალენი ეს არის ცხვრის ტყაპუჭი, რომელიც შიგნიდან ტყავია, გარედან კი ბეწვიანი, რაც კრავის სამსხვერპლო მისიაზე მიანიშნებს), და წყლის დატკბობა მარილით, ასევე კეთროვანის განკკურნება, პურთა გამრავლების სასწაული და სხვა. ეს ყველაფერი ახალაღთქმისეულ დროებათა და იმ საკვირველ სასწაულთა წინასახედ გამოდის, რომელიც ისრაელში აღასრულა თვით ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესუ ქრისტემ.
 
ამრიგად, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ წინასწარმეტყველური ხატებანი, რომლებიც მონიშნულია ილიას და ელისეს მსახურებაში, აზრობრივად და შინაარსობრივად გამოცხადების წიგნის 11-ე თავის მნიშვნელობებს უკავშირებენ ორ უდიადეს წინასწარმეტყველს კაცობრიობისა, იოანე ნათლისმცემელს და იესუ ნაზარეველს, ჩვენს უფალსა და მაცხოვარს. ხოლო ყველაზე ამაღლებული აზრით "ორი ზეთისხილის" სიმბოლოს გამოცხადების 11-ე თავში აგვირგვინებს კაცობრიობის ორი უერთგულესი და უდიდესი მოწმე (ინ. 1:15-32; გამოცხ. 3:14), რომლებიც მოკლულ იქნენ "მთავრობათა და ხელმწიფებათა" მხილებისთვის (იოანე წინამორბედი) და თვით ქვეყნიერების მხილებისთვის (უფალი იესუ ქრისტე), მაგრამ ამაღლდნენ ზეცად, ხოლო ყველა უკეთური სულიერი მმართველი ბნელეთში იქნა შთაგდებული.
(ცხადია, რომ ასეთი მნიშვნელობები "ორი მოწმის" ხატებაში "ექცევიან" მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ ამ მოწმეებში იგულისხმებიან არა ბუკვალური ადამიანები, არამედ მთელი ახალაღთქმისეული ეკლესია, რომელშიც არის ილიას, ელისეს, მოსეს, ენოქის და ყველა ძველი და ახალაღთქმისეული მოწამის ადგილი. ხოლო მისი მსოფლიო მისიის აზრობრივ და სულიერ საფუძვლად გამოდის იოანე ნათლისმცემლის და თვით მაცხოვრის მიწიერი მსახურება).
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому