განმარტება - აპოკალიფსისის ორი წინასწარმეტყველი - ვინ არიან ისინი? (გამოცხ. 11:3-12) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის ორი წინასწარმეტყველი - ვინ არიან ისინი?
 
(გამოცხ. 11:3-12)
ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე
სანამ გავაგრძელებდეთ გამოცხადების წიგნის 11-ე თავის მოწმობათა განხილვას, აქვს აზრი მთელი პუბლიკაცია მივუძღვნათ ერთადერთ, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ "ორი წინასწარმეტყველის" გააზრების სხვადასხვა ვარიანტს, რადგან პასუხი ამ კითხვაზე უშუალო გავლენას ახედენს მომდევნო გააზრებებსა და დასკვნებზე.
 
ამრიგად, ქრისტიანულ გარემოში ყველაზე გავრცელებული ვერსია ვარაუდობს, რომ სამყაროს აღსასრულის წინ ქვეყნად მოვლენ ბიბლიური წინასწარმეტყველები ილია და ენოქი. თანაც ასეთი ვარაუდი უპირველეს ყოვლისა ეფუძნება იმ ვითარებას, რომ ძველაღთქმისეული წერილის თანახმად წინასწარმეტყველი ილია არ მომკვდარა, არამედ ცოცხლად, ცეცხლოვანი ეტლით იქნა ატაცებულ ცაში (4 მეფ. 2:11); ხოლო ბიბლიური მოწმობა ენოქზე  მთავრდება სიტყვებით: "წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:24). და თუმც მტკიცება იმის შესახებ, რომ ენოქი ცაში ცოცხლად ავიდა, ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებში არ გვაქვს, მოც. პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ენოქის შესახებ ლაპარაკობს, როგორც "გადასახლებულზე", და თანაც ისე, რომ "არ უხილავს სიკვდილი" ("რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს"), - ასე რომ ილია, და ენოქი წმ. წერილში წარმოდგენილნი არიან, როგორც მართლები, რომელთაც "ხორციელი სიკვდილი არ უხილავთ" (შეად. "მეორე სიკვდილის" ცნებას გამოცხ. 20:6, 14 და 21:8).
(მათი ადგილსამყოფელის შესახებ რაიმეს თქმა კიდევ უფრო ძნელია, რადგან ცაში ხორციელად ასვლა მათ არ შეეძლოთ... უკიდურეს შემთხვევაში ამ მხრივ ისინი ვერ დაასწრებდნენ მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს, შეად. - ინ. 3:13 და ა. შ.).
ამასთან მოც. პავლე იმავე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ამტკიცებს, რომ "ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა" (ებრ. 9:27), - ხოლო კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში მოწმობს იმის შესახებ, რომ "ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას" (1 კორ. 15:50). ამიტომაც აზრი, რომლის მიხედვითაც სწორედ ილია და ენოქია ბოლო ჟამის ის ორი წინასწარმეტყველი, რომლებიც ბუკვალურად მოკლულ იქნებიან "უფსკრულიდან ამომავალი მხეცის" მიერ, მაგრამ კვლავ გაცოცხლდებიან და ავლენ ცაში, გაზიარებულია თითქმის ყველა წმიდა მამის და ყველა ღვთისმეტყველის მიერ, რომელთაც განუმარტავთ გამოცხადების წიგნი, როგორც ადრინდელ საუკუნეებში, ასევე ჩვენს დროშიც.
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ასეთ ვერსიას პირდაპირ ან ირიბად უჭერენ მხარს საკმაოდ ძველი აპოკრიფებიც, მაგალითად, ილიას აპოკალიფსისი (III ს.); ნიკოდიმოსის სახარება (IV-V სს.), და ა. შ. მაგრამ რადგან ყველა მათგანი თითქმის სავარაუდოდ იქმნებოდა გამოცხადების წიგნის აღწერებიდან, - ამ აპოკრიფებში აღწერილი ბოლო მოწმობა მსოფლიოსთვის, რომლებიც გამომდინარეობენ ილიასგან და ენოქისგან, სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადების 11-ე თავის გააზრების კიდევ ერთი, თანაც ანონიმური ვარიანტი).
ხოლო რადგან ილიას მოსვლას პირდაპირ მოწმობს ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველი მალაქია ("აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე" (მალ. 4:5)), - იმ შემთხვევაში, თუკი მალაქიას წინასწარმეტყველება არ აღსრულებულა მაცხოვრის პირველი მოსვლისას, ვარაუდი მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს უწინარეს ილია წინასწარმეტყველის მოსვლაზე სრულიად დამაჯერებლად გამოიყურება.
(მიუხედავად ამისა, მტკიცება ილიასა და ენოქის ბუკვალური გაგებით "მეორედ მოსვლაზე" შემდეგში ეჭვ ქვეშ იქნება დაყენებული... იმის სრული შეგნებით, რომ სხვა ვერსიის დასაბუთება უკიდურესად საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც საკითხის ყოველმხრივ განხილვას და მაქსიმალურ არგუმენტირებას ითხოვს).
ამასთან ერთად არსებობს კიდევ ერთი მსგავსი ვერსია, რომელიც უფრო იშვიათად გვხვდება, მაგრამ ღირსია აღნიშვნისა. მის თანახმად ორი წინასწარმეტყველი იქნება ბუკვალური გაგებით ორი ადამიანი, მაგრამ არა ილია და ენოქი, ან ილია, მაგრამ არა ენოქი. ასე, მაგალითად, წმ. ვიქტორინე (პეტავიელი), რომელსაც ეკუთვნის გამოცხადების პრაქტიკულად სრულად დაცული ყველაზე ძველი (III ს. ქრ. შ.-დან) განმარტება, სხვადასხვა შეხედულებების განხილვისას (ანუ განსხვავებული შეხედულებები ამ საკითხზე უკვე ადრეც ყოფილა), იხრება იმ ვერსიისკენ, რომ "მეორე მოწმე" იქნება არა ენოქი, არამედ წინასწარმეტყველი იერემია.
 
გარდა ამისა, არსებობდა ვარაუდი, რომ ბოლო დროის ორი წინასწარმეტყველი იქნებიან ილია და მოსე, ან რომ წინასწარმეტყველი ილია მოვა იოანე ნათლისმცემლის ხატებით (ნეტ. იერონიმე სტრიდონელი) და ა. შ.
(ვერსია, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი ორი უკანასკნელი მოწმიდან იქნება წინასწარმეტყველი მოსე, ასევე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, რადგან მოსეს მისიის მნიშვნელობა მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის მისიას თუ ჩამოუვარდება, და სწორედ მოსე გამოეცხადა მოციქულებს ილიასთან ერთად ფერისცვალების დროს თაბორის მთაზე, რითაც ამ თავისი იქ ყოფნით დაამტკიცა ზეციური ხარება "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ" - მთ. 17:1-5; მკ. 9:1-7; ლკ. 9:28-36, - ხოლო გამოცხადების ორი წინასწარმეტყველი თავიდან "მოწმეებად" იწოდებიან, და მხოლოდ შემდეგ "წინასწარმეტყველებად" (გამოცხ. 11:3). ამასთან მოსეს მოწმეობრივი სტატუსი ყველა მიმართებით უზადოა, რადგან მოსეს მიერ მიეცა რჯული ისრაელს და დაიდო პირველი აღთქმა, ხოლო შემდეგ სწორედ მოსესთან შედარებით იქნა პირველად ნაუწყები ქვეყნად თვით უფლისა და მაცხოვრის მოსვლა: "... უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ" (საქმე 7:37; მეორე რჯლ. 18:15; საქმე 3:22).
 
მეტიც, მოსეს დაკრძალვის ადგილი უცნობია, თანაც ამ საკითხთან არის დაკავშირებული განსაზღვრული საიდუმლო, (იუდ. 1:9), - ამიტომაც თუ ვივარაუდებტ, რომ ბოლო დღეებში მოხდება ქრისტესკენ იუდეველთა მასობრივი მოქცევა, რასაც ზოგიერთი კომენტატორი ელოდება, უკეთესი კანდიდატურა ქრისტიანობის საქადაგებლად, ვიდრე წინასწარმეტყველი მოსეა, უბრალოდ არც არსებობს.
 
ასეა თუ ისე, ვარაუდი წინასწარმეტყველ მოსეს განმეორებით მოსვლაზე მრავალ ასპექტში სრულიად საფუძვლიანია... თუ არ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომ ძველაღთქმისეულ წერილში არ არის ლაპარაკი არც მოსეს წინარე მოსწვლაზე, არც ენოქის წინარე-გამოცხადებაზე, - ასე რომ იუდეველებს არა აქვთ არანაირი საფუძვლები ენდონ ადამიანებს, რომლებიც თავს მოსედ ან ენოქად გამოაცხადებენ.
 
იუდეველთა თვალში მალაქიის წინასწარმეტყველების გათვალისწინებით საფუძვლიანი და ჭეშმარიტი შეიძლება ჩანდეს მხოლოდ ილია წინასწარმეტყველის მოსვლა, - ხოლო ნებისმიერი სხვა პერსონაჟი, რომელიც ძველ წინასწარმეტყველთა სახელით თუკი მოვა, ამგვარი მოსვლის "არაკანონიკურობის" მიზეზით, როგორც თვითმარქვიები, უარყოფილ უნდა იქნან.
 
ამასთან არანაირი ბუკვალური მინიშნება საკითხზე თუ ვისში, როდის და როგორ შეიძლება ან საჭიროა "განვიხილოთ" წინასწარმეტყველი ილია, ძველაღთქმისეულ წერილში არ არსებობს. "წინასწარმეტყველთა განმეორებითი მოსვლის ცნობის" თვალსაჩინო ნიმუშია მაცხოვრის მიწიერი ქადაგების პერიოდი, როდესაც "ილია უკვე მოვიდა" (მკ. 9:13), მაგრამ ვერავინ იუდეველთაგან იოანე ნათლისმცემელში ის ვერ ამოოიცნო.
 
რაც შეეხება ბოლო ორ წინასწარმეტყველს შორის თვით იოანე ნათლისმცემლის მოაზრებას, - ასეთი ვერსია არა მარტო იმ ვითარებით გამოიყურება საფუძვლიანად, რომ "ის არის ილია" (მთ. 11:14), არამედ იმ მიზეზითაც, რომ მაცხოვარმა იოანე წინამორბედს წინასწარმეტყველთაგან უდიდესი უწოდა, "დედისგან შობილთა შორის" (ლკ. 7:28), ანუ უდიადესი წინასწარმეტყველი მთელ ძველაღთქმისეულ დროებაში, მაშასადამე, ის ყველაზე მეტად შეესაბამება უკანასკნელი წინასწარმეტყველის მისიას მთელი კაცობრიობისთვის).
მეორე მხრივ, მთელი რიგი არსებითი ვითარებანი შესაძლებლობას გვაძლევენ ეჭვქვეშ დავაყენოთ ყველა ვერსია გამონაკლისის გარეშე, რომელიც კი ვარაუდობს, რომ "ორ უკანასკნელ წინასწარმეტყველში" უნდა ვიგულისხმოთ ორი კონკრეტული ადამიანი, - და პირველი ასეთი ვითარება უკავშირდება მათი მსახურების ვადას. რადგან ყველა "ბუკვალური" ვერსია მისაღებად გამოიყურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 1260 დღე, რომელთა შესახებაც მოწმობს გამოცხადების წიგნი, - ეს სიმბოლური ვადა არ არის, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება, არამედ ჩვეულებრივი კალენდრული დღეებია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ "1260 დღე" ნახსენებია მხოლოდ 11-ე თავში და უკავშირდება მთელ რიგ არცთუ ცხად მოვლენას, - მტკიცება ამ ვადის "ბუკვალურობაზე" თავისთავად საჭიროებს დასაბუთებას და არ შეიძლება შემდგომი დასკვნების საფუძველი იყოს.
 
გარდა ამისა, გამოცხადებაში ნახსენები არ არის "ორი წინასწარმეტყველის" სახელი, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერ ვერსიას, რომელიც ადრე განდიდებული ბიბლიური წინასწარმეტყველის "ხელმეორედ" მოსვლას ვარაუდობს. ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, რადგან გამოცხადების წიგნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოწმობას ტოვებს ძველაღთქმისეული წერილის დამოწმების გარეშე; ასევე ორი წინასწარმეტყველის მიწიერ მსახურებას - მათ პიროვნებათა შესახებ ბიბლიური მოწმობის გარეშე.
 
მეტიც, გამოცხადების წიგნი არ ამტკიცებს, რომ "ორი წინასწარმეტყველი" თავიანთი მიწიერი მსახურების წინ ციდან უნდა ჩამოვიდნენ ან მკვდრეთით აღდგნენ (ანუ მათი გამოჩენის და ქადაგების ვითარებები შეზღუდულია სიტყვებით: "მივცემ ჩემს ორ მოწაფეს", შემდეგ კი "ესენია... რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე" (გამოცხ. 11:3-4).
 
რადგან მსგავს საკვირველ მოვლენას ექნებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც მინიმუმ მოხსენიების ღირსი მაინც იქნებოდა, ვარაუდს იმისა, რომ მოულოდნელად მსოფლიოში გამოჩნდება ორი "ზეციერი" ან "მიწიდან ამომავალი" წინასწარმეტყველი, ბიბლიური დადასტურება არ გააჩნია.
(ამ კონტექსტში შეიძლება აღვნიშნოთ ის ვითარებაც, რომ ყველა შესაძლო "ბუკვალურ კანდიდატს", რომლებიც დიდი წინასწარმეტყველები იყვნენ და მომავალს იუწყებოდნენ, თვით საკუთარ "მიწიერ" აღდგომაზე ან "ხელმეორედ მოსვლაზე" არასოდეს არაფერს ადასტურებდნენ. ხოლო გარეშეთა მოწმობები ილიას წინარე მოსვლის (ოღონდ მხოლოდ ილიასი) შესახებ ლაპარაკობს მხოლოდ წინასწარმეტყველი მალაქია: "აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო" (მალ. 4:5-6).
 
ამასთან, ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს, რომ ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეებში გამოცხადების ორი წინასწარმეტყველი არ შეარიგებენ "შვილების გულს მამების გულთან", და არ მოხსნიან მიწას წყევლას, არამედ თავიანთი მისიის დასრულებისთანავე აწინდელი სამყარო განადგურებულ იქნება, - ასე რომ მალაქიას წინასწარმეტყველება ჯეროვნად მხოლოდ იოანე ნათლისმცემელში აღსრულდა, და იმავე სიზუსტით არ შეიძლება აღსრულდეს ჟამთა აღსასრულს.
 
მეტიც, თვით იმათი სახელწდება მხოლოდ "ორ წინასწარმეტყველად", ვისზეც მოწმობს გამოცხადების იდუმალთმხილველი, არცთუ კორექტულია, - რადგან 11-ე თავის ტექსტის მიხედვით ისინი თავიდან წოდებულნი არიან "ორ მოწმედ" (გამოცხ. 11:3), შემდეგ "ორ ზეთისხილად" და "ორ სასანთლედ", და მხოლოდ ამის შემდეგ "ორ წინასწარმეტყველად" (გამოცხ. 11:10).
ახლა ყველაზე მთავარი - მსოფლიოში ორი "უძველესი" წინასწარმეტყველის მოსვლის შემთხვევაშიც კი, თავად მათ გარდა, სხვა ვერავინ შეძლებს მათი სახელების და მათი პიროვნებების დადასტურებას (რადგან მცირენი ვერ დაადასტურებენ უდიდესს). თანაც, როგორც უკვე აღვნიშნავდით, მსგავსი პრობლემა თვალსაჩინოდ გამოვლინდა იმაში, რომ ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც უარყოფდნენ იესუ ნაზარეველის მესიანურობას, სვამდნენ კითხვას, თუ იესუ მესიაა, მაშინ რატომ მის მოსვლამდე არ მოვიდა ილია (ინ. 1:21 და სხვა).
 
და თუმც უფალი და მაცხოვარი პირდაპირ ამბობდა იმის შესახებ, რომ მალაქიას წინასწარმეტყველება იოანე ნათლისმცემელში აღსრულდა (მთ. 17:10-13; მკ. 9:11-13), - ამისი აღიარება მაშინაც შეეძლოთ და ახლაც შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვინც სარწმუნო მოწმედ შეიწყნარებს თვით მაცხოვარს.
 
ამ აზრით არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებას, რომ იუდეველთა ვარაუდებში, რომელიც ეხება მაცხოვრის პიროვნებას და ადრე განდიდებულ წინასწარმეტყველთა მოსვლის იმ ვარიანტებს ირეკლავს, რომელთა მოსვლასაც იუდეველები თეორიულად შესაძლოდ მიიჩნევდნენ, ფიგურირებდა არა მარტო ილია, არამედ წინასწარმეტყველი იერემიაც, და მეტიც, ჰეროდეს მიერ მოკლული იოანე ნათლისმცემელიც (რომელიც, იუდეველთა აზრით, შეიძლებოდა მკვდრეთით აღმდგარიყო და გაეგრძელებინა მსახურება). გარდა ამისა, გამოითქმებოდა ვარაუდი, რომ იესუ - ეს "ახალი" წინასწარმეტყველია (შეად. - მთ. 16:13-14, მკ. 6:14-16, 8:27-28, ლკ. 9:7-9,18-19 და სხვა).
 
მაგრამ სახარებებში ნახსენებ "იუდეველურ" ვერსიებში ენოქის სახელი არ მოიხსენიება (განსხვავებით, მაგალითად, იერემიასგან - მთ. 16:13-14). ეს კი ნიშნავს, რომ იმ დროის იუდეველები დასაშვებად მიიჩნევდნენ სხვა ძველ წინასწარმეტყველთა და თვით იოანე ნათლისმცემელის მკვდრეთით აღდგომას, - მაგრამ "ხელმეორე" გამოჩენას ისეთი წინასწარმეტყველისა, როგორიც იყო ენოქი, რომელსაც სიკვდილი არ განუცდია ისინი არ ელოდნენ და არ განიხილავდნენ (რადგან მახარობლები ასეთი მნიშვნელოვან ვითარებას აუცილებლად ახსენებდნენ).
 
ასეა თუ ისე, სრულიად ცხადია, რომ იუდეველთა ვარაუდი, რომლებიც იესუ ქრისტეს მესიად არ შეიწყნარებდნენ, მაგრამ დასაშვებად მიიჩნევდნენ, რომ ის ყოფილიყო წინასწარმეტყველი, ილიას ვარიანტით არ იფარგლებოდნენ, - და ამასთან საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურებოდნენ. ხოლო რადგან ორი კონკრეტული ადამიანი, თუკი სწორედ ასე მივიღებთ მოწმობას "ორი წინასწარმეტყველის" შესახებ გამოცხადების 11-ე თავიდან, ვერ დაუდასტურებენ ვერც იუდეველებს, ვერც დანარჩენ ურწმუნო მსოფლიოს თავიანთ პიროვნებას სხვაგვარად, თუ არა საკუთარ თავზე განცხადებით (თანაც, მსგავს ვითარებებში არც იოანე ნათლისმცემელი და არც მაცხოვარი პირდაპირ და ბუკვალურად საკუთარ თავზე არ მოწმობდნენ, შეად. - ინ. 1:21-23; მთ. 16:13-14 და ა. შ.), - პიროვნების დადასტურება და აპოკალიფსისის ორი "ბუკვალური" წინასწარმეტყველის მისია "ქებულ სახელთა დასახელებიდან" მათი საწინასწარმეტყველო ძალაუფლების უსიტყვო და უპრეცედენტო გამოვლინებებზე უნდა გადავიდეს, რაც მოვლენათა მთელ წარმოსახვით პანორამას "ძველაღთქმისეულ", ანუ არა სულიერ ძალაზე დაფუძნებულ, არამედ "უხეშ" თანაც "დამსჯელ" ძალზე დამყარებულ მოვლენად გარდააქცევს.
 
თუმც შემოთავაზებული შენიშვნები ჯერაც ვერ პასუხობენ ყველა შესაძლო კითხვებს, "ორი წინასწარმეტყველის" გულისხმისყოფის მოცემული განხილვის დასასრულს აქვს აზრი მოვინიშნოთ ის ვერსია, რომელიც შემდეგ იქნება განხილული და დასაბუთებული, როგორც ერთადერთი და სწორი, რომლის თანახმადაც:
     
  • 1260 დღე რომლის განმავლობაშიც იმსახურებს "ორი წინასწარმეტყველი" - ეს არის ყველა ახალაღთქმისეული დროების სახე იერუსალიმისა და ძველაღთქმისეული ტაძის დანგრევიდან ვიდრე დიდ ჭირვებამდე, რომელიც დადგება მაცხოვრის მეორედ მოსვლის უწინარეს.
  •  
  • "ორი წინასწარმეტველი", რომლებიც გამოცხადების წიგნში წარმოდგენილნი არიან, როგორც "ორი მოწმე", "ორი სასანთლე" და "ორი ზეთისხილი", არის მთელი ახალაღთქმისეული  ეკლესიის კრებითი სახე.
  •  
  • ხოლო ორი "ბუკვალური" ადამიანი, რომელთა მიწიერი მსახურება ყველა მნიშვნელობაში მსგავსია მოვლენებისა, რომლებიც გამოცხადების 11-ე თავშია აღწერილი, - ესენი არიან ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველი ილია (რაც ნიშნავს "ღმერთი ჩემი იაჰვე") და ელისე (ანუ "ღმერთი ცხოვნებისა").
(ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ენოქი, მოსე, იოანე ნათლისმცემელი და თვით მაცხოვრის მიწიერი მისია შედიან "ორ წინასწარმეტყველ-მოწმე-ზეთისხილ-სასანთლის" მსოფლიო მისიის სიმბოლოში, რომელიც გამოცხადების წიგნშია აღწერილი).
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому