აპოკალიფსისი > განმარტება
როგორ გამოიყურება ჩვენს დროში მთავარი ბიბლიური ბაირაღი?
გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველური პანორამის ჩანახატში მონაწილეობს წმიდა წერილის მრავალი მყარი სიმბოლო, ამიტომ ყოველი ამგვარი ხატების დეტალურად განხილვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ამ მყარი სიმბოლოდან იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული წიგნის სიუჟეტურ ხაზთან, რომ მათი განუხილველად დატოვება არასწორი იქნებოდა. ამგვარი სიმბოლოების გულისხმისყოფის გარეშე გამოცხადებაში მინიშნებული მოვლენები ბუნდოვანი გახდება, ხოლო მათი მეშვეობით აგებული მოწმობანი ძნელი განსახილველი იქნება ზოგადი კონტურების მეშვეობითაც კი.
მსგავს მყარ სიმბოლოებზე ლაპარაკი მოგვიწევს შორიდან, ბიბლიური ბაირაღის აზრიდან და მნიშვნელობიდან. ამასთან ცნება "შორიდან", ჯერ-ერთი, გულისხმობს იმ ვითარებას, რომ ერთგვარი განსაკუთრებული ბაირაღი პირველად ჩნდება ჯერ კიდევ მოსეს ხუთწიგნეულში, ანუ ამ ხატებას წინასწარმეტყველური საფუძველი საკმაოდ შორეულ დროებაში მიეცა, ისრაელი ერის ბიბლიური გზის დასაწყისში. მეორე კი, რადგან გამოცხადების წიგნი ბუკვალურად ცნება "ბაირაღის" არ მიმართავს, მისი ხატება გამოცხადების წიგნში საკმაოდ გრძელი აზრობრივი ხაზებით არის გამოვლენილი.
ამრიგად, რიცხვთა წიგნის თანახმად, როდესაც უდაბნოს გავლისას ისრაელი ერი დასცემდა სტაციონარულ ბანაკს, ყველა თორმეტივე ტომი იკავებდა მოსეს მიერ მინიშნებულ გორაკს, და მასზე განლაგებული საველე ბანაკს ემსგავსებოდა (ანუ ის წარმოადგენდა განსაზღვრულ თავდაცვით გარნიზონს, და იქ იდგა თავის დროშიანად (რიცხვ. 1-2), ხოლო სამღვდელოება, ანუ ლევიანთა ტომი, ამ დაბანაკებული ისრაელის ცენტრში იმყოფებოდა, და თავის პოზიციას შესაკრებელი კარვის ირგვლივ იკავებდა (ეს იყო გორაკის ცენტრში, ყველაზე მაღალ ადგილას).
მაგრამ ლევიანთა ტომს ცალკეული (ანუ "საკუთარი") ბაირაღი არ ჰქონდა: "ლევიანთა ბაირაღის" როლს თამაშობდა აღთქმის კიდობანი, რომელიც იმ დროს, როდესაც ისრაელი გაშლიდა თავის საბრძოლო სავანეს, შესაკრებელი კარვის წმიდათა წმიდას სტოაში იმყოფებოდა, რომელიც გორაკის ცენტრში მაგრდებოდა (შეად.: რიცხვ 10:33; 10:35-36).
ამასთან ხუთწიგნეულში, წინასწარმეტყველებთან და ძველი აღთქმის სხვა წიგნებში მუდმივად არის ნახსენბი რაღაც განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი ბაირაღი, რომლის შესახებ მოწმობა ჟღერს ისე, თითქოსდა ის არა მარტო ისრაელის ლევიტებს ეკუთვნის, არამედ ყველა ადამიანს მთელ დედამიწაზე.
ამ ბაირაღის სახე და აზრი ყვლა მათგანისთვის კარგად იყო ცნობილი.
მაგალითად, წინასწარმეტყველ ესაია იმ მიწისკენ მიბრუნების შემდეგ, რომელიც "ეთიოპიის მდინარეთა მეორე მხარეს" მდებარეობდა, მოუწოდებს ყველას დაელოდონ ბაირაღის გამოჩენას და "აღმარტვას", რომელიც სამყაროს ნებისმიერი ბინადარისთვის საერთოა:
"ქვეყნიერების მკვიდრნო და მიწის ბინადარნო, თვალი გეჭიროთ, როცა დროშა აღიმართება მთებზე და ყური უგდეთ, როცა ბუკს დაჰკრავენ!" (ესაია 18:3)
და თუმც იმის შესახებ, თუ რა ბაირაღია ეს, და როგორ არის შესაძლებელი მსი ამოცნობა, წინასწარმეტყველი ესაია არაფერს იუწყება, - მისი მოწოდება გულისხმობს, რომ დედამიწის ყველა მცხოვრებს და მთელ სამყაროს შეუძლია მისი ცნობა იმწამსვე, როგორც ის "აღიმართება".
ამასთან სრულიად ცხადია, რომ მსგავსი "საყოველთაო ბაირაღი" შეუძლებელია აღმართულიყო რაიმე ჩვეულებრივ ადგილას. რადგან თუკი ის რომელიმე ბუკვალურ მთაზე აღიმართებოდა, თუნდაც მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადგილას, - მის დანახვას მცირედნიღა თუ შეძლებდნენ.
მთელ სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი მთა, რომელზე აღმართული ბაირაღი ერთდროულად ადვილი დასანახია დედამიწის ყველა მცხოვრებისთვის, - ამ მთას წარმოადგენს ზეციური სიონი (რომელიც, როგორც სულიერი სიმაღლე, და არა ფიზიკური, ღიაა ცისკენ მომზირალი ყოველი ადამიანისთვის).
ასე რომ, მორწმუნეთათვის ყოველგვარი დამატებითი კვლევის გარეშეც გასაგებია, რომ "ესაიას ბაირაღად" გამოდის ან ახალი აღთქმა, ან თვით უფალი იესუ ქრისტე.
ხოლო რადგან ისრაელის საველე-საბრძოლო ბანაკის მოწყობის წეს-განგებით მსოფლიო ბაირაღს, რომელიც აღმართულია სიონის მთაზე, უნდა შეესაბამებოდეს ასეთივე მასშტაბის და მნიშვნელობის კარავი, - სრულიად ცხადია, რომ ის კარავი, რომელზეც აღიმართება "ესაიას ბაირაღი", არის ხელთუქმნელი კარავი (შეად.: ებრ. 9:10-11), და წარმოადგენს ახალაღთქმისეულ ზეციურ ტაძარს, რომელიც აღმართა უფალმა, და არა ადამიანმა (ებრ. 8:1-2).
თუმცა, ცოტა მოგვიანებით თვით წინასწარმეტყველი ესაია პრაქტიკულად პირდაპირ მოწმობს იმაზე, რომ ბაირაღი, რომელიც სიონზეა აღმართული, თვით უფალია, - და რომ მას, როგორც ბაირაღს იხილავს ყოველი ხალხი, და ამ ახალაღთქმისეული დროშისკენ მოიქცევიან წარმართები (შეად. ესაია 18:3).
"არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული. იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი" (ესაია 11:9-10).
ხოლო წინასწარმეტყველი მალაქია ამ მოვლენის შესახებ ასე იუწყება:
"აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი. ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი" (მალაქ. 3:1-3).
ამგვარად, იმ მნიშვნელობათა გათვალისწინებით, რომლებიც მოცემული იყო უდაბნოში მავალი ისრაელის ბანაკთა განლაგებაში, ასევე ესაიასა და მალაქიას წინასწარმეტყველებებში, იხსნება სულიერი პანორამა, რომლის შესაბამისადაც უფალი, შევიდა რა თავის ხელთუქმნელ ტაძარში (რომლის წინასახესაც წარმოადგენდა ხელთქმნილი კარავი), სათავეში ჩაუდგა "ახალ ლევიანებს", - ანუ დადგა ახალაღთქმისეული ისრაელის ბანაკის ცენტრში.
ამ მოვლენის თვითმხილველი კი გახდნენ "ქვეყნიერების მკვიდრნი და მიწის ბინადარნი" (ესაია 18:3).
სწორედ ამ მიზეზით წინასწარმეტყველ მალაქიას წიგნში თავის ტაძარში უფლის შესვლის დრო წარმოდგენილია, როგორც დრო განსაკუთრებული სამღვდელოების არჩევისა, რომელიც "განწმენდილია" და "გადადუღებულია" ვერცხლისა და ოქროს მსგავსად.
თანაც, ეს "ახალი ლევიანები" მოწოდებულნი არიან დედამიწის ყველა ხალხთაგან, შეად.:
"მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი" (ესაია 66:21).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის მსგავსად, როგორც იყო მოწყობილი მსახურება ხელთქმნილ კარავში, სიონის მთის ხელთუქმნელ ტაძარში ქრისტე-ბაირაღის ირგვლივ იმყოფება "ახალი სამღვდელოება", - ხოლო ამ ტაძრის შიდა ეზოში (ანუ წმინდანთა ბანაკში) შესვლა შეუძლია ღმრთის ერს მთლიანობაში.
ამასთან, იმავე სატაძრო წეს-განგების მიხედვით, რადგან წარმართების ყოფნა უფლის ტაძარში (სახლში) დაუშვებელი იყო, - ახალაღთქმისეული დროების ქადაგებისას წმინდანთა ბანაკის გარეთ, ზეციური კარვის "გარეთა ეზოში", განთავსებულია "წარმართთა ტერიტორია" (შეად.: გამოცხ. 11:2, 20:8).
(გასაგებია, რომ ეს "კონცენტრირებული იერარქია" უნდა აღვიქვათ, როგორც სულიერი რეალიების პროექცია ფიზიკურ სიმბოლოებში, და არა როგორც რომელიმე ერის განლაგების სქემა ან ნაგებობა მიწის ზედაპირზე).
რაც შეეხება ბიბლიური ბაირაღის ხატებას, - სიმბოლური მნიშვნელობები, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებულნი, არ შემოიფარგლება ზემოთხსენებული წინასწარმეტყველური მოწმობებით.
ასე, მაგალითად, სწორედ ძველ და ახალ აღთქმებში მოცემული ბაირაღის სახით არის დახატული განსაკუთრებული აზრობრივი ხაზი, რომელიც ძველაღთქმისეულ "სპილენძის გველთან" არის დაკავშირებული (შეად.: "გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე..." (რიცხვ. 21:9)). თანაც "სპილენძის გველი" არა მარტო ბაირაღად "აღიმართება" ახალაღთქმისეულ დროებაში, - არამედ გარდაუვალი წარწყმედისგან აცხონებს ყველას, ვინც კი ირწმუნებს ქრისტეს, შეად.:
"და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 3:14-15).
მეტიც, "სპილენძის გველის" აზრობრივ ხაზში ქრისტე-ბაირაღის ხატება იღებს სრულიად კონკრეტულ მონახაზს, წარმოადგენს რა ახალი აღთქმის დროშას ჯვარცმული ქრისტეს ხატით (შეად.: "ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს" (1 კორინთ. 1:23)).
(აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯვარცმის ხატება დღეს ეკლესიის ყოველი ხელთქმნილი ტაძრის შესასვლელშია განთავსებული.
ხოლო რადგან მსგავსი ხატი აგვირგვინებს ტაძართა გუმბათებსაც, - ისინი, ვინც ტაძარში არ შედიან, მაინც ხედავენ, თუ როგორ არის ამაღლებული ეს ხატი ვითარც დროშა მთელ დედამიწაზე).
"ქვეყნიერების მკვიდრნო და მიწის ბინადარნო, თვალი გეჭიროთ, როცა დროშა აღიმართება მთებზე და ყური უგდეთ, როცა ბუკს დაჰკრავენ!" (ესაია 18:3).
ცხადია, რომ სწორედ ეს ხატება, ისევე როგორც უდაბნოს გადასვლის მოვლენებში (შეად.: "გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა" (რიცხვ. 21:9)), უფალი "სულიერ გველთაგან" ხსნას და ცხონებას მოუვლენს ყველა მათგანს, ვინც შეხედავს ქრისტეს "წინასწარმეტყველური უდაბნოდან" (ანუ იმ "უდაბნოდან", რომელსაც გადის ზეციური იერუსალიმისკენ მიმავალი ახალაღთქმისეული ისრაელი (ეკლესია), გამოხსნილი "ეგვიპტური მონობიდან", რაც აღინიშნება ახალაღთქმისეულ პასექში).
ხოლო იმის შესახებ, რომ ახალაღთქმისეული ბაირაღი სწორედ გზაშია საჭირო, წმ. წერილი ასე ადასტურებს:
"შედით, შედით, კარიბჭეებში, გაუმზადეთ სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს" (ესაია 62:10).
და თუმც ბუკვალური აზრით ბიბლიური ბაირაღი გამოცხადებაში ნახსენები არ არის, - წმიდა წერილის ბოლო წიგნი მრავალგზის და მრავალგვაროვნად მოწმობს იმის შესახებ, რომ ახალაღთქმისეულ სულიერ რეალობაში მაცხოვრის ირგვლივ (როგორც ოდესღაც გამოცხადების კიდობნის ირგვლივ, რომელიც ბაირაღის ფუნქციას ასრულებდა ლევიანთათვის) იკრიბება და იქმნება უფლის წმიდა ეკლესიის ბანაკი.
ამასთან ალეგორიული აზრით უფლისა და მისი აღთქმის ხატი მსოფლიო ქრისტიანული მოწმობით აღმართულია "მსოფლიო ბაბილონის" კედლებთან, - და ეს ბაირაღი "უკეთურების დიდ ქალაქს" გარდაუვალ დაღუპვას, განადგურებას და გაპარტახებას აუწყებს, შეად.:
"განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ: ხმელ გორზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით" (ესაია 13:1-2).
"აღმართეთ ბავრაყი ბაბილონის ზღუდეთა წინააღმდეგ; გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ ყარაულები, მოაწყვეთ საფრები, რადგან რაც განიზრახა უფალმა, გააკეთებს, რაც ბრძანა ბაბილონის მცხოვრებლებზე" (იერემია 51:12).