აპოკალიფსისი > განმარტება
რას ნიშნავს "დიდი მიწისძვრა" და "შვიდი ათასი" კაცის დაღუპვა?
(გამოცხ. 11:13)
"იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცის სახელი (ὀνόματα) ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს" (გამოცხ. 11:13)
სამყაროს უდიდესი და საბოლოო რყევა, რომელიც 11-ე თავში აღწერილია "მეორე მსოფლიო მიწისძვრის" სახით (შეად.: გამოცხ. 6:12), ხდება მაშინათვე ("იმავე საათს"), როგორც კი "ორი მოწმე" სასწაულებრივად აღდგებიან მკვდრეთით და ავლენ ზეცად, - ანუ მაშინათვე იმის შემდეგ, რაც უკანასკნელი მოწამეები აღავსებენ იმ რიცხვს, რომლის აღვსების დაპირებას და საყოველთა საღმრთო შურისგების აღსრულებას ელოდნენ პირველი მოწამეები (შეად.: გამოცხ. 6:11). და თუმც მეშვიდე საყვირი (გამოცხ. 11:13) ჯერაც არ გაჟღერებულა, - ყველაფერი, რაც კი ამ მომენტში ხდება ხილულ სამყაროში ამთავრებს მთელ მის საკმაოდ ხანგრძლივ ისტორია, რომელიც მეშვიდე საყვირთან უშუალოდ არის დაკავშირებული.
რა თქმა უნდა, "დიდ მიწისძვრასთან" (გამოცხ. 11:13) დაკავშირებით გამოუთქვამთ და დღემდე გამოთქვამენ სხვადასხვა ვერსიებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ეს მიწისძვრა არ იქნება მსოფლიო მასშტაბის, და ის არ აღნიშნავს ყველა დროის დასრულებასა და ძველი სამყაროს განადგურებას, არამედ აღწერს რომელიღაც ლოკალურ "შუალედურ" მოვლენას, რომლის შედეგადაც ერთი კონკრეტულ ქალაქში მცხოვრები შვიდი ათასი ადამიანი დაიღუპება. მაგრამ რადგან ამგვარი განმარტებების თანახმად "ქალაქის" ცნებაც და "შვიდი ათასის" რიცხვიც ბუკვალურად აღიქმება, - განმარტების მსგავსი ვარიანტები აუფასურებენ გამოცხადების უნიკალურ მოწმობას და მისი ჭეშმარიტება მრავალ მოვლენათა რანგის ერთ-ერთი რიგითი მოვლენის დონემდე ჩამოჰყავთ, რომელიც კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მრავალ ქვეყანაში და მრავალ კონტინენტზე მომხდარა.
(სამწუხაროდ,
სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლნი, რომელიც იცის და ახსოვს კაცობრიობას,
ათასობით კი არა, მილიონობით და ათეულ მილიონობით ადამიანურ მსხვერპლს ითვლის, - ასე
რომ ერთი კონკრეტული ქალაქის მეათედი ნაწილის დანგრევა და დაღუპულთა ციფრი "შვიდი
ათასი" შეუძლებელია იწოდოს "დიდ მიწისძვრად" ერთ ტრაგიკულ ეპიზოდთან
მიმართებაშიც კი რომელიმე პატარა ქვეყნის ისტორიიდან).
ამასთან შეიძლება შევნიშნოთ, რომ 11-ე თავის მოწმობათა თანახმად "დიდი მიწისძვრისა" და "ქალაქის მეათედი ნაწილის დანგრევის" შედეგად იღუპებიან არა ადამიანები, არამედ "კაცთა სახელები" (ბერძნ.: "... ὀνόματα ἀνθρώπων χιλιάδες ἑπτά"; რუს.: "... семь тысяч имен человеческих..." (Откр. 11:13)), რაც რიცხვ 7000-ის სიმბოლიზმის გათვალისწინებით (სისრულის სიმბოლო 7 გამრავლებული ათასზე) მოწმობს მომხდარი ამბავის ჭეშმარიტ მასშტაბზე, - კერძოდ, "შვიდი ათას მიწიერ ტომთა" დაღუპვას, ანუ კაცთა ყველა იმ მოდგმის ამოწყვეტას, ვინც კი დამნაშავეა არიან უდანაშაულო ქრისტიან მოწამეთა სისხლში (მათთან ერთად კი მეწამული მხეციც, რომელიც აღსავსეა იდუმალი "მკრეხელური სახელებით" (გამოცხ. 17:3, შეად. - გამოცხ. 6:11)).
გარდა ამისა, მხოლოდ ასეთი გაგება შეეფერება სრულყოფილად ცნობას "ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ" (გამოცხ. 8:13), რომელიც მიმართული იყო "მიწის ყველა მკვიდრისადმი" გამონაკლისის გარეშე (და არა მხოლოდ ერთი რომელიმე მცირე ნაწილისადმი), - და რომელთან შესაბამისადაც "დიდ მიწისძვრაში" უნდა აღსრულდეს და დასრულდეს არა შეზღუდული ან ლოკალური, არამედ ჭეშმარიტად მსოფლიო მასშტაბის "მეორე ვაება" (გამოცხ. 11:14).
მაგრამფ, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მომხდარი მოვლენისა მდგომარეობს იმ მოწმობაში, რომლის მიხედვითაც ყველანი, ვინც კი არ დაიღუპა "დიდი მიწისძვრის" დროს (კერძოდ, ისინი, ვინც "არავის რთავდა მათი დამარხვის ნებას" (გამოცხ. 11:9) და "თავზარდაცემულები" (გამოცხ. 11:11), "დიდებას მიაგებენ ცის ღმერთს", ანუ კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან ყველას, "კაცობრივი სახელების მქონეთ", რომლებიც თავს ესხმის ეკლესიას (შეად. "...მოკლულ უნდა იქნეს", გამოცხ. 11:5), რომელთა მატარებლებმა მაინც არ მიიღეს მოციქულთა მოწმობა იესუ ქრისტეს და მისი სრულყოფილი აღთქმის შესახებ, შეად.:
"სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს" (საქმე 4:12).
მეტიც, სწორედ ეს ვითარება გამოყოფს სამყაროს დიდ რყევას, რომელიც "ორი წინასწარმეტყველის" ამაღლებას ახლავს, ყველა სხვა ჭირვებათა და უბედურებათაგან (გამონაკლისის გარეშე), რომლებიც ადრე იყვნენ აღწერილნი. რადგან მეშვიდე საყვირის მოვლენამდე ცოცხლად დარჩენილთა შორის ჯერაც იყვნენ ურჯულონი, და მგმობარენი, ასევე მდევნელნი, რომლებიც ყოველი მნიშვნელოვანი უბედურების შემდეგ არა თუ არ ინანიებდნენ, არამედ კიდევ უფრო სასტიკდებოდნენ, და აგრძელებდნენ ყოველგვარი ბოროტების გამრავლებას (შეად.: "დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი... " (გამოცხ. 9:20-21); "და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი" (გამოცხ. 16:11) და სხვა).
მაგრამ გამოცხ. 11:13-ში იდუმალთმხილველი მოწმობს, რომ ღმერთს განადიდებენ ბუკვალურად ყველანი, ვინც კი ცოცხალი დარჩება, - მსგავსი რამ კი შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუკი ლაპარაკია ძველი სამყაროს ბოლო დღეზე, როდესაც მთელი კაცობრიობა საბოლოოდ განიყოფა ცხონებულებად და წარწყმედილებად, და მათთვის, ვისი სახელებიც ჩაწერილნი იყვნენ არა დედამიწაზე, არამედ ცაში, გაცხადდება საღმრთო მარადისობა, სადაც ყოველი ქმნილება განადიდებს ღმერთს და იტყვის: "ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 5:13-14).
შესაბამისად, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ გამოცხ. 11:13 მუხლში აღწერილია არა "შუალედური" სეისმური მოვლენები და რამოდენიმე ათასი ადამიანის დაღუპვა ერთ რომელიღაც ბუკვალურ ქალაქში, - არამედ ბიბლიური "ბოლო დღის" მოვლენა (ინ. 6:39-40; 12:48), რომელიც მოიცავს "სამყაროს უკანასკნელ რყევას" (ებრ. 12:26-27), და გამონაკლისის გარეშე, აბსოლუტურად ყველა "უკეთური ქალაქის" განადგურებას, რითაც დამთავრდება მეორე საყოველთაო ვაება, და გაიჟღერებს მეშვიდე ბოლო საყვირით, რომლის დროსაც მოხდება მეორედ მოსვლა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტესი და დაიწყება სამსჯავრო ცოცხლებსა და მკვდრებზე (ანუ ეს იქნება მესამე და უკანასკნელი ვაება).
რაც შეეხება მოწმობას "ქალაქის მეათედი ნაწილის" დაცემაზე, - ყველაზე სავარაუდოდ, მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკია არა ქალაქზე, რომელიც აღნიშნულია გამოცხ. 11:8-ში "სოდომისა და ეგვიპტის" სახით (ასეთი ქალაქი სრულიად განადგურდება), არამედ "ქვეყნიერების ქალაქ-ტაძარზე", რომელიც გაიზომა გამოცხ. 11:2-ში და, რომელშიც წარმართებს მიეცა მხოლოდ "გარეგანი ეზო", ის არ იზომება ერთი საზომით "ღმრთის ტაძართან და მასში მლოცველებთან ერთად".
თანაც ეს "გარეგანი ეზო" არ იზომებოდა სწორედ იმ მიზეზით, რომ მას მხოლოდ "ბნელეთის მოყვარულები" აღავსებენ (ე. ი. ძველაღთქმისეული დროიდან გასანადგურებლად განწირულები).
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შვიდი ათასი "ურჯულო მოდგმა" ვერასდროს იყო შემძლე და ვერც მომავალში შეძლებს წმიდა, სულიერი ქალაქის კედლების გადალახვას, თუმცა ყოველმხრივ ავიწროვებს მას მისთვის მიცემულ დროში. ხოლო ბოლო ჟამის უკანასკნელ დღეებში "შეიჭრებიან" შინაგან ეზოში, და, უკეთური წარღვნის მსგავსად, "თავიანთი წყლებით წალეკავენ" მსოფლიო ყოვლადდასაწველ სამსხვერპლოს. თუმცა, როგორც კი ეს მოხდება, ისინი მაშინათვე დაეცემიან ქვენიერების ტაძრის "მეათედ ნაწილთან" ერთად.
ამ მნიშვნელობებს უჭერს მხარს ათი რიცხვის ბიბლიური სიმბოლიზმი, რომელიც შვიდი რიცხვისგან განსხვავებით, რომელიც "სულიერი სისავსის" სიმბოლოა სხვა სისრულეზე მიუთითებს, რომელსაც "კაცობრივი სისრულე" შეიძლება ვუწოდოთ.
სიტყვამ მოიტანა და, ამავე მიმართულებით აზროვნებს ანდრია კესარიელიც (V ს.): "ქალაქის მეათედის დაცემა უკეთურების დაცემაზე მიუთითებს").
ოდნავ წინ გავიჭრებით და შევნიშნავთ, რომ 11-ე თავში იწყება იმ სასწაულის წინასახეობრივი აზრის გამოჩენა, რომელიც წინასწარმეტყველმა ილიამ კარმელის მთაზე აღასრულა, როდესაც მისი ლოცვით 12 ქვისგან აგებულ სამსხვერპლოზე, რომელსაც ისრაელის 12 ტომის სახელები ეწერა ზეციური ცეცხლი გარდამოხდა; ხოლო ბაალის ყველა წინასწარმეტყველი (გამონაკლისის გარეშე) ("... ვერც ერთი მათგანი ვერ გაიქცა") შეპყრობილ და დახოცილ იქნენ კიშონის ხევში (3 მეფ. 18:40).
ისიც გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ბიბლიურ მოწმობებს, რომლებიც წინასწარმეტყველ ილიასთან არიან დაკავშირებულნი, ასე თუ ისე თან ახლავს გამოცხადების წიგნის 11-ე თავის ყველა სიმბოლო (ამის შესახებ უკვე ბევრჯერ ითქვა). ყველაზე არსებით მნიშვნელობას ამ მოვლენებში იძენს ის წინასწარმეტყველური ვითარება, რომ კარმელის მთაზე აგებული ყოვლადდასაწველის სამსხვერპლო მასზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლამდე მთლიანად წყლით დაიფარა (3 მეფ. 18:31-32).
ამრიგად, ზემოთ უკვე ნახსენები მოვლენების გათვალისწინებით სადაც აღნიშნულია ყოვლადდასაწველი მსოფლიო სამსხვერპლოს "წარმართული წყლებით წალეკვა" და უკანასკნელი დღეებისთვის ნაუწყებია "გატიალების სისაძაგლის" დადგომა (მთ. 24:15); ასევე იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ კიშონის ხევი, სადაც დაიხოცნენ "ბაალის წინასწარმეტყველები" (გამონაკლისის გარეშე), იზრეელის ველში ჩამოედინება (ანუ რეალურ ველში, რომელიც კარმელსა და მეგიდოს გორაკს შორის მდებარეობს, რაც იოველის წინასწარმეტყველებაში "იოასაფატის ველადაც" და "სამსჯავროს ველადაც" იწოდება (იოველი 3:10-21), - 11-ე თავის მოწმობა ერთ და მთლიან პანორამად შემოკრებს სიმბოლოებს, რომლებიც შეესაბამება "უკანასკნელ დღეს" (ინ. 6:39-40; 12:48) და "არმაგედონს"; ანუ თავის თავში აერთიანებს "უკანასკნელ დიდ მიწისძვრას", კაცობრივი უკეთურების მთელი სისრულის წარწყმედას, და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის საბოლოო გამარჯვებას.
მეტიც, ყველა ამ მნიშვნელობას ბუკვალურად აგვირგვინებს უკანასკნელი მეშვიდე საყვირი, რომელთან ერთადაც აღესრულება ჩვენი მაცხოვრის მეორედ მოსვლა და ცოცხალთა და მკვდართა განსჯა (ანუ მესამე ვაება მათთვის, ვინაც აქამომდე არ შეინანა), ასევე მთელი სამყარო გარდაისახება და სრულიად განახლდება, რათა წარდგეს მარადიულ, კურთხეულ და შეურყეველ სავანედ საღმრთო ნების ზეიმობისა.
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.