განმარტება - აპოკალიფსისის მეხუთე ბეჭედი: რისგან გათავისუფლდნენ საკურთხევლის ქვეშ მყოფი მოწამენი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეხუთე ბეჭედი:
 
რისგან გათავისუფლდნენ საკურთხევლის ქვეშ მყოფი მოწამენი?
 
(გამოცხ. 6:9-11)
აპოკალიფსისის მეხუთე ბეჭედი
"და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?" (გამოცხ. 6:9-11).
 
მიზეზები და მნიშვნელობა (მაცხოვრის აღდგომამდე და ცად ამაღლებამდე) ძველაღთქმისეულ მოწამეთა სულების რომელიღაც სამსხვერპლოს ქვეშ ყოფნისა, რომლის ადგილმდებარეობა და დანიშნულება პირდაპირ არ სახელდება, საკმაოდ დეტალურად იქნება განხილული ჩვენს მომდევნო პუბლიკაციებში. მაგრამ ბუკვალურად ყველაფერი, რაც იყო და კიდევ იქნება ნათქვამი ამ თემაზე, ითხოვს იმის აღნიშვნას, რომ მსგავსი კითხვები არ ექვემდებარებიან სრულ გულისხმისყოფას, ვერც დეტალურ აღწერას, - ამიტომაც წარმოდგენილი მსჯელობანი შემოიფარგლებიან მხოლოდ საიდუმლო არსით ადამიანთა იმ არაბუნებრივი მდგომარეობისა, რომლებიც აღწერილია "მოღაღადე" სულთა სიმბოლოთი, გარკვეულ დრომდე საყოველთაო ყოვლადდასაწველი სამსხვერპლოს ქვეშ რომ იმყოფებიან. "დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა" (ფსალმ. 106:15, 16).
 
რაც შეეხება "საკურთხევლის ქვეშ მყოფ სულთა" ხმამაღალ და საკმაოდ დაჟინებულ მოთხოვნას ზეციერი მეუფისადმი, - მათი სიტყვები "როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?" არავითარ შემთხვევაში არ არიან დაკავშირებულნი სურვილთან იხილონ უსწრაფესი (და მითუმეტეს მაქსიმალური) შურისგება. მათი ვედრება არ წარმოადგენს არც "შურისძიების წყურვილის" გამოხატულებას მის საერო გამარტივებული სახით, - და არც ფორმალურ მოთხოვნას "სამართლიანობის აღდგენისა", რომელიც თვითმიზნური იქნებოდა (ანუ თავისთავად ბუნებრივი იქნებოდა მოწამეებისთვის, ყველა სხვა მოვლენისა და პროცესისგან დამოუკიდებლად).
 
შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელი უფლისამდი "საკურთხევლის ქვეშ მყოფ სულთა" მიმართვა-ღაღადების ნამდვილი მიზეზი არის ყოვლისმომცველი მისწრაფება გათავისუფლდნენ სიკვდილის საკვრელთაგან იმ რეალობაში, რომლისადმი თანამოზიარენი იყვნენ ქრისტემდე, და რომელშიც არ არსებობდა ალტერნატიული მცნება საწინააღმდეგოდ იმ პრინციპისა, რომლის თანახმადაც შურისგება უნდა აღსრულებულიყო "სისხლი სისხლისა წილ".
(ძველაღთქმისეული დროების სხვა სულიერ რეალობაში ჯერ უნდა აღსრულდეს შურისგება - და მხოლოდ შემდეგ მოკლულებს შეეძლოთ მოეპოვებინათ თავისუფლება მიწისგან, რომელთანაც "სიკვდილამდე" შეკრულები იყვნენ მიწაზე მათი დაღვრილი სისხლის გამო, შეად. - დაბ. 4:10-11; ეს. 26:21 და სხვა).
გარდა ამისა, ყოვლადდასაწველი მსხვერპლის "გაფართოვებული", ახალაღთქმისეული აზრით, ღმრთის სიტყვისთვის წამებულნი (გამონაკლისის გარეშე) წინასწარმეტყველურ მსხვერპლს წარმოადგენენ კაცობრიობისგან, რომელიც სამსხვერპლოზე "მთელი ძველაღთქმისეული ღამის" განმავლობაში უნდა დარჩეს ვიდრე აღმოვალს "მზე სიმართლისა" (მალ. 4:2) და დადგება "მშვიდობის დილა" (ლევ. 6:9-11).
 
მაგრამ, როგორც კი საღმრთო კრავმა საყდარზე მჯდომის მარჯვენიდან აიღო ზეციური წიგნი, - მაცხოვრის მორწმუნეთათვის დადგა "ნათელი დღისა" და "ახალაღთქმისეული იუბილეს" დროება (შეად. ლევ. 25), როდესაც ქრისტეში მყოფი ადამიანისთვის, გაიხსნა ყოველგვარი გათავისუფლება: რჯულის მონობისგანაც ხორცისა და სისხლისთვის, და ადრე დაგროვილი "ვალებისგანაც", და ყველა საკუთარი ძალისხმევით არაღსრულებული ვალდებულებებისგანაც, შეად.:
 
"სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად" (ლკ. 4:18, 19).
 
ასეა თუ ისე, ვედრება შურისგებაზე, რომლითაც "მოკლულთა სულები" მიმართავენ საყდარზე მჯდომს, არ შემოიფარგლება მათი უშუალო ჯალათებითა და მკვლელებით. ეს შეიძლება სრული დარწმუნებით ვამტკიცოთ იმ მიზეზით, რომ ურჯულოები, ძველაღთქმისეულ მოწამეთა სიკვდილში ბრალეულნი, მეხუთე ბეჭდის მოვლენათა აღსრულების მომენტში თვითონაც დიდი ხნის გარდაცვლილნი იყვნენ.
 
ამასთან სრულიად ცხადია, რომ "მიწის მკვიდრთა" შორის იმათი არყოფნა, ვინც პერსონალურად იყო პასუხისმგებელი წინასწარმეტყველთა და ძველაღთქმისეული დროების მოწმეთა მოკვლისთვის, საკითხი "როდემდის, მეფეო, ... არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის?" აქტუალური რჩებოდა დიადი ზეციური წიგნიდან "ბეჭდების მოხსნის" დრომდე და მისი ჩათვლით. ასე რომ მოწამეები ზეციურ მეუფეს "შეჰღაღადებენ" არა ცალკეული ადამიანებისადმი შურისგების, არამედ მთელი კაცობრიობის მასშტაბით (გამონაკლისის გარეშე) სამართლიანობის აღდგენის გამო. ეს კი მოწმობს არა იმდენად იმქაზე რაც შეიძლება მალე იხილონ "რჯულიერი" შურისგება, რამდენადაც მათ საკუთარი არათავისუფალ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი იძულებულნი იყვნენ ყოფილიყვნენ ახალი აღთქმის საყოველთაო სულიერი რეალობის დამტკიცებამდე.
(საკურთხევლის ქვეშ მყოფთა სიტყვებში რომც დავინახოთ ვედრება "სამართლიან მსჯავრზე, საღმრთო მართლმსაჯულებაზე ცოდვილებთან მიმართებაში..." (პროფ. ლოპუხინი),- მოკლულ მოწმეთა გაუგებრობა და ერთგვარი მოუთმენლობა ახალი აღთქმის დამტკიცებასა და მათთვის მაცხოვრის სრულ გამოცხადებაზე შორს ვერ წავიდოდა. რადგან იესუ ქრისტეს გამოცხადებასთან ერთად ძველაღთქმისეული დროების ყველა მოწამეს მიენიჭა იმ ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა და ჭეშმარიტებათა გულისხმისყოფა, რომელსაც ისინი ასეთი მოწყურებით ეძიებდნენ, და რომელშიც ღმრთის გარდაუვალი მსჯავრიც შედის, რაც ყოველგვარ ბოროტებასა და უკეთურებაზე მოიწევა; ის გულისხმობს ადამიანის ყოველგვარი ცოდვის გამოსყიდვასაც; "რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია" (იაკ. 2:13).
გარდა ამისა, უეჭველია, რომ იმ მოდგმისთვის, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო უდანაშაულო სისხლის დაღვრა, ეს დანაშაული დღემდე არ მოუთხოვიათ (რადგან კაენიდან მომდინარე კაცთა მოდგმისადმი შურისგება, აღსრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ადამიანი, ცოცხლებიც და მკვდრებიც, თავიანთ წინაპრებთან და შთამომავლებთან ერთად ერთდროულად წარდგებიან ღმრთის მსჯავრის წინაშე); ხოლო მსგავსი რამ უეცრად რომ მომხდარიყო, ანუ მეხუთე ბეჭდის მოხსნისთანავე, ეს იქნებოდა ნიშანი ძველი სამყაროს უკანასკნელი დღის დადგომისა, რომელსაც წმ. წერილში უფლის დღე, ანუ საყოველთაო სამსჯავრო და შურისგება ეწოდება (იერ. 46:10; ამოსი 5:18-20 და სხვა). ასე რომ, მათთვის, ვისაც ძველაღთქმისეული დროების დასაბამიდანვე ოდენ სინანული და ქრისტესადმი რწმენა მართებდა, არ დარჩებოდა არც დრო და არც მიმდინარე მოვლენების გაცნობიერების, ასევე სულიერი გამოღვიძების შესაძლებლობა (არაფერი რომ ვთქვათ საკუთარი ცხონების აღსრულებაზე).
 
სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო იმ პასუხში, რომელიც ეძლევა "მათ სულებს, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ" (გამოცხ. 6:9), არ სახელდება კალენდრული ვადები და თარიღები, რადგან იმ საზღვრად, რომელიც დაწესებულია ძველაღთქმისეულ მოწამეთა მოლოდინის აღსრულებად, გამოდის არა დრო, არამედ ახალაღთქმისეული ღმრთის ერის ერთიანი სისრულე (ანუ მათი საკუთარი სისრულე, შეად. – "... ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" (გამოცხ. 6:11)).
 
ამრიგად, მოწამეთა სიტყვები "როდემდის, მეფეო..." განპირობებულია იმ მდგომარეობით, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ ახალი აღთქმის დამტკიცებამდე, - ხოლო ქრისტეს გამარჯვების წყალობით მათ მოიპოვეს თავისუფლება არა მარტო საკუთარ "რჯულიერ" ვალთა, ანუ პირად შეცოდებათა დანაშაულის წინაშე, არამედ იმ არაბუნებრივი მდგომარეობის წინაშეც, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობების გამო და, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ სისხლისღვრასთან და კაცთამკვლელობასთან (ამ აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "სისხლის პატიმართა" გათავისუფლება მოხდა მ. შ. ძველაღთქმისეული იუბილეს ხატად, ხოლო "სისხლისთვის შურისგების" მოვალეობა ქრისტეზე გადავიდა (რომ. 12:19)).
 
მეტიც, მაცხოვრის მოწყალებით ეს ყველაფერი მათთვის აღსრულდა იქვე, მყისიერად, - და დიდი ხნით ადრე, ვიდრე ყველა მათთვის, ვინც არ ეძებს გამართლებას ქრისტეში და იყოფს საერთო დანაშაულს სისხლისღვრისა და კაცთმოძულეობისთვის, და ვისაც მიეწევა საღმრთო შურისგების სისრულე (შეადგ. - გამოცხ. 18:24; მთ. 23:35-36).
 
"და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" (გამოცხ. 6:11).
 
ბოლო მუხლში, რომელიც ეძღვნება "მეხუთე ბეჭდის" მოვლენებს, არ იკითხება მთელი მეექვსე თავის კულმინაცია, მაგრამ სწორედ აქ მთავრდება გლობალურ რყევათა და ცვლილებათა პანორამა, რომელიც მაცხოვრის გამარჯვების შედეგად აღსრულდება სულიერ სამყაროში და მყარდება მასში ახალი სრულყოფილი აღთქმა.
 
ასე, მაგალითად, "სპეტაკი სამოსი", რომელიც ეძლევა მოწამეებს, როგორც პასუხი მათი მიმართვისა ზეციური მამისადმი, წარმოადგენს სიკვდილის საკვრელთაგან გათავისუფლების, საკუთარ შეცოდებათაგან გამართლებისა და განწმენდის სიმბოლოს. თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი მათ უფალ იესუ ქრისტესგან ეძლევათ, რომელმაც ახალაღთქმისეულ მოვლენათა შედეგად გახსნა ზეციური წიგნი და შეიქნა ყველა იმ მნიშვნელობათა და მოვლენათა "განმკარგულებელი", რომლებიც ცვლიან სამყაროს ბინადართა სულიერ მდგომარეობას.
(ანუ ყველაზე ზოგადი აზრით მაცხოვრის პასუხი მოწამეთა მიმართვაზე არ იყო შემოზღუდული "სპეტაკი სამოსით" და იმი სიტყვებით, რომლებიც ასახულია გამოცხ. 6:11-ში, რადგნა ახალაღთქმისეულმა გამოცხადებამ მოწამეებს უპასუხა ყველა კითხვაზე (გამონაკლისის გარეშე), საჭიროებასა და მოლოდინზე).
მეტიც, თვით მაცხოვარი არის ის სრული და ამომწურავი პასუხი მოკლულთათვის "ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ" (გამოცხ. 6:9). რადგან სწორედ ძველაღთქმისეულ დროებასი ქრისტეში გამარჯვებულმა წმინდა მოსაგრეებმა ჰპოვეს ნუგეშიც, თავისუფლებაც და ჯილდოც (მიუხედავად იმისა, რომ ერთგულებისთვის მისაგებელი მათთვის ჯერაც სრულად არ აღსრულებულა და თავის სისრულეს მიაღწევს დროთა აღსასრულს). ასე რომ იმაში, რაც ბუკვალურად არის ნახსენები "მეხუთე ბეჭდის" ქვეშ, ასახულია მაცხოვრის გამარჯვების მხოლოდ ერთი ასპექტი (მრავალთაგან), რომელიც იდუმალთმხილველს წარმოუდგება, როგორც ზეციური პასუხი ერთადერთ კითხვაზე.
 
ასეა თუ ისე, ის "ასტრონომიული" დროებანი, როდესაც მოც. იოანე კუნძულ პატმოსზე იმყოფებოდა და გამოცხადების წიგნზე შრომობდა, ძველაღთქმისეული მოწამეები უკვე შეიმოსნენ სპეტაკი შესამოსელით და დამშვიდდნენ ღმრთის სიტყვით, რომლისადმი, - და ამაში არც შეიძლება ეჭვი არსებობდეს, - მორჩილები იყვნენ (შეად. – "... და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ..." (გამოცხ. 6:11).
 
ხოლო ის ვითარება, რომ გათავისუფლებული ძველაღთქმისეული მოსაგრეები და ზეციურ შესამოსელში მათი შემოსვა აღწერილია, როგორც იდუმალთმხილველის "თვალწინ" აღსრულებული მოვლენა, არის მოწმობა ახალ აღთქმაში აღსრულებული "მღვდლობისა" და "რჯულის" ცვლილება (ებრ. 7:12). ამის შედეგად "მოკლულთა სულები" ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან, რომლებიც უკვე შემოსილები არიან "სპეტაკი სამოსით" და შემდგარნი არიან თავიანთ საძირკველ-ქრისტეზე, გამოცხადების შემდგომ ხილვებში წარდგებიან როგორც პირმშოთა ზეციური ეკლესიის მოზეიმე კრებად, - ანუ იმ ქებულ ზეციურ მცხოვრებლებად, რომელთა შესახებაც მოწმობს მოციქული პავლე:
 
"მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს — ზეციურ იერუსალიმს — და აურაცხელ ანგელოზებს, კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხველ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს, და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს" (ებრ. 12:22-25).
(აქ შეიძლება აღვნიშნოტ, რომ პირმშოთათვის ბოძებული "სპეტაკი შესამოსელი" მათ შორის არის სამღვდლო შესამოსელიც, რომლებითაც შედიან ზეციური ტაძრის შიდა საზღვრებში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალაღთქმისეულ ცვლილებათა შედეგად ძველაღთქმისეულ დროთა წმიდა მოწამეები შევიდნენ ზეციურ იერუსალიმში, როგორც ახალი აღთქმის მღვდლები, და აწ იმყოფებიან ზეციური საყდრისა და ახალი აღთქმის მღვდელმთავრის წინაშე, როგორც ხელთუქმნელი კარვის დიდებული მსახურები).
ამასთან ის "მცირე ჟამი", რომლის განმავლობაშიც "მათი თანამოღვაწენი და ძმები" მხოლოდ უფლისთვის ცნობილ სისავსემდე აღავსებენ ზეციურ საკრებულოს, მოიცავს ახალი აღთქმის ყველა დროებას. და თუმც მიწიერ აღრიცხვაში "ზეცის აღვსება" გრძელდება ორი ათასი ასტრონომიული წელიწადია, - იმ სულიერ რეალობაში, რომლის თანამოზიარენი არიან ზეციური ტაძრის მსახურები, ამ ათასწლეულებს არა აქვთ არსებითი მნიშვნელობა, რადგან ისინი აღიქმებიან არა მიწიერ მოვლენათა კალეიდოსკოპში, არამედ ღვთაებრივი მარადიულობის ბინადართათვის უკვე გაცხადებულ პერსპექტივაში, შეად.:
 
"რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს" (გამოცხ. 7:17).
 
"... ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. ... ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს" (Откр.20:4-6)


______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому