განმარტება - რატომ ხდება და რაზედ მიგვანიშნებს აპოკალიფსისის "დიდი მიწისძვრა"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
რატომ ხდება და რაზედ მიგვანიშნებს აპოკალიფსისის "დიდი მიწისძვრა"?
აპოკალიფსური მიწისძვრა
წმიდა წერილის მყარ სიმბოლოთა მნიშვნელობებს თუ გავითვალისწინებთ, მსჯელობა ბიბლიურ მიწისძვრათა მეტაფორულ მნიშვნელობებზე საკმაოდ გაგვიადვილდება. რადგან ძველ აღთქმასა და იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაში" ნაუწყები მიწისძვრები მერყეობენ, მოძრაობენ და "ასწორებენ" მთებს (მსგავსად იმისა, როგორც ნათქვამია: "ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება" (ლუკა 3:5; ესაია 54:10), ხოლო მთების ბიბლიური სიმბოლოების მიერ სულიერი ხელისუფლება და სამყაროს ძალები იხატება, - "დიდ მიწისძვრათა" მნიშვნელობა "მიწისძვრის" მომენტისთვის არსებულ გლობალურ "სულიერ იერარქიაში" პირდაპირ საღმრთო ჩარევაზე მიუთითებს. შეად.:
 
"და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი" (ფსალმ. 17:8).
(სრულიად ცხადია, რომ მსგავსი გლობალური რყევები იწარმოება შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის მიერ არა დასაშინებლად, არა "მიწის მკვიდრთა" დასასჯელად, - არამედ მათ გამოსაღვიძებლად, გასაფრთხილებლად და საცხოვნებლად. რადგან არაფერი რომ არ მოიმოქმედოს ღმერთმა, მომავალ სამყაროს ვერავინ დაასახლებდა, ანუ ცასა და მიწას, რომლებიც უკვე "არ დაიძვრიან სამარადისოდ", - შეად. ესაია 33:20; ებრ. 12:27, და რომლებზეც "დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტრე 3:13)).
რადგან ყველაზე ზოგადი აზრით ძველი და ახალი აღთქმის საღმრთო აღმშენებლობა მხოლოდ ერთადერთ მოქმედებამდე არ დაიყვანება, - "სულიერი მიწისძვრანი", რომლებიც არყევენ ძველ სამყაროს, უნდა ხდებოდეს იმ დრომდე, სანამ სამყარო არ მიაღწევს სრულყოფილებას, ანუ ურყევ სულიერ საფუძველზე არ დადგება, შეად.:
 
"ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: "ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც".  ხოლო ეს "ერთხელ კიდევ" გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი" (ებრ. 12:26-27).
 
მიუხედავად ამისა, ასეთი "დიდი მიწისძვრა", რომელიც ბუკვალურად შეეხებოდა და საფუძვლამდე შეძრავდა მთელ სამყაროს, მსოფლიოსა და კაცობრიობის ისტორიასი იყო და იქნება მხოლოდ ორჯერ.
 
პირველმა "საყოველთაო მიწისძვრამ" შეარყია რა მიწის საფუძვლები (შეად. ეს. 24:15-22), კაცობრიობას ახალი აღთქმის დაფუძნება აუწყა, - ანუ კარდინალურად შეცვალა სულიერ ძალთა იერარქია და სამყაროს წყობა.
 
მეტიც, ამ დიდმა მიწისძვრამ შეარყია ფიზიკური სამყაროც, - ასე რომ ამა ქვეყნის ძლიერნი დაუძლურდნენ, ხოლო უძლურებმა უდიდესი სულიერი ძალა მოიპოვეს, შეად.:
 
"დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი" (1 კორინთ. 1:26-28)
 
ხოლო საქმეთა წიგნში აღწერილია მოვლენები, ორმლებიც სიმბოლურად უკავშირებენ "დიდ საყოველთაო მიწისძვრას" "საპყრობილიდან ტუსაღთა გათავისუფლების" სასწაულს (ბუკვალური გაგებით ამ მოვლენებში ტუსაღებად გამოდიოდნენ მოციქული პავლე თავის თანხმლებ პირებთან ერთად):
 
"უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. მაგრამ პალემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო" (საქმე 16:26-28).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეთა წიგნში აღწერილია რეალური ისტორიული მოვლენა, - სახარებისეულ ნიშთა და სასწაულთა ქრისტიანული გაგება შესაძლებლობას გვაძლევს ამ მოვლენაში დავინახოთ საზოგადო ახალაღთქმისეული მნიშვნელობა. კერძოდ, - მეტაფორულად მოწმობა დიდ მიწისძვრაზე, რომელმაც "საფუძვლები შეარყია" და "ყველა კარი გააღო" იმ მსოფლიო საპყრობილისა, რომლის ბორკილებში ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამდე მთელი კაცთა მოდგმა იმყოფებოდა. შეად.:
 
"და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი. განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა. საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს" (მათე 27:51-53).
 
ამ გლობალურმა რყევამ შეცვალა სულიერ ხელისუფლებათა და ძალთა მთელი მსოფლიო იერარქია, და "საპყრობილეში მსხდომებმა" ჰპოვეს თავისუფლება, - მაგრამ "ბაბილონის საპყრობილიდან" დაუყოვნებლივი გამოსვლა ქრისტიანს არც შეუძლია და არც უნდა ქნას. ჯერ, სანამ ის ხორცში იმყოფება, მას აქვს მიწიერი მისია, - და ეს მისია მას უფლებას არ აძლევს (როგორც მოციქულ პავლეს, და შილას) უბრალოდ "გაიქცნენ" სამყაროდან იმ კარების გავლით, რომლებიც მათ გაეღოთ "დიდი მსოფლიო მიწისძვრის" შედეგად.
 
ამიტომ ქრისტიანები, შეიქნენ რა თავისუფალნი, დროებით წუთისოფელში რჩებიან, - მაგრამ უკვე არა როგორც ტუსაღები, არამედ საკუთარი კეთილი ნებით. ამასთან მათთვის ბოძებულ დროს უძღვნიან იმას, რათა "ბნელეთის დარაჯებმა" და "ქალაქის მსახურებმა", ასევე "მხედართმთავრებმა" ისმინონ ქრისტიანული მოწმობა იესუ ქრისტეზე, - და სთხოვონ უფალს განკურნება და ცხონება არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ახლობელთათვისაც, შეად.:
 
"და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც" (საქმე 16:32).
(მოწმობა იმის შესახებ, რომ სულიერი თავისუფლების მოპოვების შემდეგაც ქრისტიანები გარკვეული აზრით უნდა რჩებოდნენ "ბაბილონის წუთისოფლისეულ ტყვეობაში", რათა აქ აღასრულონ თავიანთი ახალაღთქმისეული მისია, გვხვდება სხვა ახალაღთქმისეულ ტექსტებშიც, მაგალითად, მათე 5:13-16; საქმე 1:8 ან ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ: "რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის" (ფილიპ. 1:21-24).
ამგვარად, პირველი "დიდ მიწისძვრათაგან", რომელიც აღნიშნულია წმიდა ტექსტებსა და გამოცხადების წიგნში, წარმოადგენს ახალაღთქმისეულ დროებაზე მინიშნებას, რომელიც მოწმობს ახალი აღთქმის დამტკიცებაზე და იმ სულიერ ცვლილებებზე, რომლებიც შეეხო მთელს მსოფლიოსა და მთელ კაცობრიობას.
 
მაგრამ ეს "ახალაღთქმისეული მიწისძვრა" არც ბოლოა და არც უკანასკნელი, - რდგან სამყაროს მოუწევს კიდევ ერთი "მიწისძვრის" გავლა, ყველაზე ბოლოსი, და თანაც შესაძლოთაგან უდიდესისა. და მხოლოდ ამ "საბოლოო" მიწისძვრის შემდეგ ცა და მიწა უკვე აღარ შეირყევა (ებრ. 12:26-27), - ხოლო სამყაროში აღარ დარჩება არანაირი "ცალკეული მთა" (ანუ ხელისუფლება და ძალა, რომელიც შეძლებს რეალურად თავისი ძალაუფლების განხორციელებას), შეად.:
 
"და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალას" (1 კორინით. 15:24).
 
სწორედ ამ "საყოველთაო" და "საბოლოო" მიწისძვრაზე, რომელიც ნაუწყებია არა მარტო წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ, არამედ სახარებისეული ქადაგების აზრით, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება განსაკუთრებული სიტყვებითა და სახით ადასტურებს:
 
"და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.  ... ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები" (გამოცხ. 16:18, 20).
 
ჟამთა აღსასრულის წინასწარმეტყველური მონახაზად უნდა აღვიქვათ უკვე ადრევე ნახსენები მონაკვეთი ესაიას წინასწარმეტყფველებიდან, სადაც ნათქვამია, რომ სამყაროს დიდი რყევის შედეგად, "დიდი საყვირის" დაცემის შემდეგ ყველა ღმრთის მორწმუნე, განთესილი მთელ დედამიწაზე, კვლავ "შეიკრიბება", - და ავლენ სიონის მთაზე, სადაც მაცხოვრის გამარჯვების წყალობით დამტკიცებულია ურყევი ზეციური იერუსალიმი, შეად.:
 
"იმ დღეს გალეწავს უფალი თავთავებს ევფრატიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენც, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით. ამ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში" (ესაია 27:12-13).
 
რადგან ბოლო ჟამის დიდი მიწისძვრა წინასწარმეტყველებში წარმოდგენილია, როგორც მოვლენა, რომელიც ბოლოს მოუღებს ყველა მიწიერი სამეფოს უსამართლობას, - ერთი კრებითი სიმბოლოთი ყველა ეს სამეფო გამოცხადებაში "ბაბილონის დიდ ქალაქად" იწოდება, შეად.:
 
"და იქმნა ... დიდი მიწისძვრა, ... დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა" (გამოცხ. 16:18-19).
 
თანაც ზუსტად იგივე მნიშვნელობები მოცემულია იმ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებში, რომლებიც მიმართული იყო "ბუკვალური" ბაბილონისადმი (ანუ მათში იმთავითვე იყო ჩადებული არა მარტო ბუკვალური აზრი, არამედ ძველი სამყაროს უკანასკნელი დღის უწყება), შეად:
 
"აჰა, დადგა უფლის დღე - დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან. რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს" (ესაია 13:9-10 "წინასწარმეტყველება ბაბილონზე").
 
"და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი" (მათე 24:29; შეად. - გამოცხ. 6:12-14).
 
"მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ. დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს - ოფირის ზოდზე მეტად. ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი ადგილიდან .. და ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას" (ესაია 13:11-13, 19).
 
ამგვარად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ "დიდ მსოფლიო მიწისძვრათა" წინასწარმეტყველურ მნიშვნელობათა მიერ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნში (უფრო ზუსტად, მასშიც, რადგან მყარი სიმბოლოები აყალიბებენ მოწმობებს, რომლებიც წმიდა წერილის ყველა წიგნისთვის ერთია) აღწერილია გლობალური სულიერი რყევა, რომელშიც გაივლის მთელი სამყარო და მთელი კაცობრიობა.
 
ხოლო უკანასკნელი დიდი მიწისძვრით მთელი სამყარო გახდება მარადიული სასუფეველი ღმრთისა და ქრისტესი (შეად. გამოცხ. 21:1-7; გამოცხ. 22:1-5), - და შემდეგში დარჩება არა მარტო სრულყოფილად, არამედ ურყევადაც.
 

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому