სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
წმიდა წერილის რთული ადგილების განმარტება
ავტორი: ნეტ. თეოდორიტე კვირელი (V ს.).
წყარო: Творения блаженного Феодорита, Епископа Кирского (Часть 1). Москва. 1855 г.
შინაარსი:
კითხვა 1. დაბადების აღმწერელმა სამყაროს შექმნის შესახებ თხრობას რატომ არ წაუმძღვარა ღვთისმეტყველება?
კითხვა 2. რატომ არ ახსენა მოსემ ანგელოზების შექმნა?
კითხვა 3. ცისა და მიწის შექმნამდე არსებობდნენ ანგელოზები, თუ მათთან ერთად მოვიდნენ ყოფიერებად?
კითხვა 4. მაგრამ, ზოგიერთები ამბობენ: უნდა ვივარაუდოთ, რომ ანგელოზები არსებობდნენ ცისა და მიწის შექმნამდე, რადგან თუკი ანგელოზები არ იყვნენ, როგორ უგალობდნენ ყოველთა შემოქმედს?
კითხვა 5. თუკი დედამიწა უკვე არსებობდა, როგორღა მოვიდა ის ყოფიერებად? მწერალი კი ამბობს: "მიწა იყო უსახო და უდაბური" (დაბ. 1:2).
კითხვა 6. მოსეს არ უსწავლებია ჩვენთვის, რომ წყლებიც ღმერთმა შექმნა.
კითხვა 7. ქვეყნიერებაში რომელი ადგილი იყო ნათელს მიუახლებელი, რომ "ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ" (დაბ. 1:2)?
კითხვა 8. თუკი ღმერთმა შექმნა ნათელი, როგორღა შექმნა მან ბნელი? ბნელი და ნათელი ხომ ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან?
კითხვა 9. რომელი სული იძვროდა წყლებს ზემოთ (დაბ. 1:2)?
კითხვა 10. ვის ეუბნება ღმერთი: იქმენინ ნათელი, იქმენინ მყარი (დაბ. 1:3, 6)?
კითხვა 11. რატომ დაამატა მწერალმა: "და ნახა ღმერთმა, რომ ... კარგი იყო"?
კითხვა 12. ცა ერთია თუ ორი?
კითხვა 13. როდესაც მოსემ თქვა წყალთა ერთ შეკრებაზე, შემდეგ მრავალზე რატომ მიუთითა? რადგან ამბობს: "თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი" (დაბ. 1:9).
კითხვა 14. რატომ ბრძანა ღმერთმა აღმოცენებულიყო ისეთი მცენარეულობა, რომელიც საჭმელად გამოუსადეგარია?
კითხვა 15. მნათობთა შექმნის შემდეგ, რად გადაიქცა პირველდაწყებითი ნათელი?
კითხვა 16. რას ნიშნავს თქმული: "თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა" (დაბ.1:14)
კითხვა 17. რატომ შექმნა ღმერთმა მცენარეები მნათობებზე ადრე, ცხოველები კი შემდგომ?
კითხვა 18. რატომ არ აკურთხა ღმერთმა მცენარეები, ცხოველებზე კი თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ" (დაბ. 1:22) და სხვა?
კითხვა 19. რისთვის შექმნა ღმერთმა მხეცები და ქვეწარმავლები?
კითხვა 20. ვის უთხრა ღმერთმა: "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ. 1:26)?
კითხვა 21. რას ნიშნავს: "ხატებისაებრ"?
კითხვა 22. რატომ აკურთხა ღმერთმა უპირატესად მეშვიდე დღე?
კითხვა 23. რას ნიშნავს ნათქვამი: "წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა" (დაბ. 2:6)?
კითხვა 24. თუკი სულმა ყოფიერება საღმრთო მობერვისგან მიიღო, მაშინ ის ღმრთის არსისგან ყოფილა?
კითხვა 25. რატომ გააშენა ღმერთმა სამოთხე, თუკი იცოდა, რომ მალევე უნდა გაეგდო იქიდან ადამი ჩადენილი ცოდვისთვის?
კითხვა 26. ზოგიერთი ამბობს, რომ სამოთხე ცაშია.
კითხვა 27. როგორ უნდა გავიგოთ სიცოცხლის ხე და კეთილის და ბოროტის შეცნობის ხე (დაბ. 1:9) - გონისმიერად თუ გრძნობითად?
კითხვა 28. ნუთუ ადამსა და ევას, აკრძალული ნაყოფის ჭამამდე, არ ჰქონდათ ცოდნა სიკეთისა და ბოროტების შესახებ?
კითხვა 29. (აკრძალული ხილის) ჭამის შემდეგ როგორ "მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ" (დაბ. 3:7), ჭამამდე ვერ გრძნობდნენ ამას?
კითხვა 30. როგორ ამბობს მოსე, რომ ტიგროსი და ევფრატი სათავეს იღებენ სამოთხეში, მაშინ როდესაც, ზოგიერთის თქმით, ისინი მომდინარეობენ არმენიის მთებიდან?
კითხვა 31. რისთვის შექმნა ღმერთმა დედაკაცი ადამის ნეკნიდან?
კითხვა 32. თუკი გველი ბრძენია, მაშინ ის ქების ღირსი ყოფილა; რადგან სიბრძნე სათნოებათა ნაწილია.
კითხვა 33. თუკი გველი პირუტყვი იყო, როგორ ელაპარაკა იგი ევას?
კითხვა 34. რას ნიშნავს ნათქვამი: "აეხილათ თვალი ორივეს" (დაბ. 3:7)?
კითხვა 35. საცდურისთვის, რაც ეშმაკმა მოიმოქმედა, გველი რატომ ისჯება?
კითხვა 36. რისთვის შექმნა ღმერთმა გველი, თუკი წინასწარ იცოდა, რომ ის ბოროტების იარაღი გახდებოდა?
კითხვა 37. რისთვის შექმნა ღმერთმა ეშმაკი, თუკი წინასწარ იცოდა, რომ ასეთი იქნებოდა?
კითხვა 38. რატომ მიაწერთ ღმერთს ესოდენ სისასტიკეს, თუკი ის სახიერია? რადგან უმოწყალო და არაადამიანურია მცირედის ჭამის გამო ამგვარი სასჯელის გამოტანა არა მარტო შემცოდის მიმართ, არამედ მათ შთამომავლობაზეც?
კითხვა 39. რატომ არ მოკვდა ადამიანი მცნების დარღვევისთანავე, თუკი მას ღმერთმა უთხრა: "მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, რადგან როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით"? (დაბ. 2:17)
კითხვა 40. რა უნდა ვიგულისხმოთ ტყავის შესამოსელში (დაბ. 3:21)?
კითხვა 40. რა უნდა ვიგულისხმოთ ტყავის შესამოსელში (დაბ. 3:21)?
კითხვა 41. რას ნიშნავს სიტყვები: "აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი" (დაბ. 3:22)?
კითხვა 42. თუკი დამწუხრდა კაენი (დაბ. 4:6), როდესაც მიღებულ არ იქნა მისი შეწირულობა, მაშასადამე მან შეინანა, რადგან დამწუხრება მონანულთათვის არის დამახასიათებელი.
კითხვა 43. რა ნიშანი დაადო ღმერთმა კაენს (დაბ. 4:15)?
კითხვა 44. ვინ იყო კაენის ცოლი (დაბ. 4:17)?
კითხვა 45. ვინ მოკლა ლამექმა (დაბ. 4:23)?
კითხვა 46. სად გადაიყვანა ღმერთმა ენოქი (დაბ. 5:24)?
კითხვა 47. ადამის შეცოდების შემდეგ, რატომ დაიღუპა პირველად მართალი აბელი?
კითხვა 48. ვის უწოდა მოსემ ღვთისშვილები (დაბ. 6:2)?
კითხვა 49. ვის უწოდებს საღმრთო წერილი ბუმბერაზებს (დაბ. 6:4)?
კითხვა 50. რატომ ცხოვრობდნენ ძველი ადამიანები ასე დიდხანს?
კითხვა 51. რატომ დაიღუპა წარღვნის დროს ადამიანთა სიმრავლე?
კითხვა 52. რას ჭამდნენ ცხოველები კიდობანში?
კითხვა 53. როგორ გავიგოთ ნათქვამი: "გაიხსენა ღმერთმა ნოე" (დაბ. 8:1)?
კითხვა 54. რას ნიშნავს სიტყვები: "იყნოსა უფალმა კეთილსურნელება" (დაბ. 8:21)?
კითხვა 55. რატომ კრძალავს ღმერთი საკვებში სისხლის გამოყენებას?
კითხვა 56. საერთოდ, რატომ დააწესა ღმერთმა ხორცის ჭამა?
კითხვა 57. რატომ არ გაიკიცხა ნოე სიმთვრალისთვის?
კითხვა 58. მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო რჯულის განწესება, რომელიც ავალდებულებდა ადამიანს პატივი მიეგო მამისა და დედისთვის, მაშ, რატომ ისჯება ქამი როგორც მამის მკვლელი?
კითხვა 59. თუკი დაეცა ქამი, რატომ დაიწყევლა მისი შვილი (დაბ. 9:25)?
კითხვა 60. მოძღვართაგან ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ასფალტი (დაბ. 11:3) აზბესტია.
კითხვა 61. რომელია ყველაზე ძველი ენა?
კითხვა 62. საიდან გაჩნდა ებრაული ენა?
კითხვა 63. ვიღაცეები ამბობენ, რომ ფარაონმა იცხოვრა სარასთან...
კითხვა 64. რატომ დაიდუმა აქ წერილმა, რომ სარა დაცულ იქნა უბიწოდ, ხოლო თხრობა აბიმელექის შესახებ ამას მკაფიოდ გამოხატავს (დაბ. 20:4)?
კითხვა 65. საიდან იყო მოდგმით მელქისედეკი?
კითხვა 66. რატომ იწოდება აბრაამი ერთგულად, თუკი თქვა: "უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ?" (დაბ. 15:8)
კითხვა 67. რატომ დაავალა ღმერთმა აბრაამს დაეკლა სამი წლის ხბო, სამი წლის თხა, და სხვა... (დაბ. 15:9)?
კითხვა 68. მრავალი გარყვნილი ადამიანი თავს იმით იმართლებს, რომ პატრიარქ აბრაამს ხარჭა ჰყავდა (დაბ. 16:2).
კითხვა 69. რატომ უბრძანა ღმერთმა აბრაამს წინადაეცვითა (დაბ. 17:24)?
კითხვა 70. საღმრთო წერილი გვაუწყებს, რომ ანგელოზებმა აბრაამთან სტუმრობისას ჭამეს (დაბ. 18:8).
კითხვა 71. რატომ არ იქნა მხილებული ლოტი ქალიშვილებთან აღრევისთვის?
კითხვა 72. რატომ არ შეეწინააღმდეგა ღმერთი ურჯულო სისხლის აღრევას?
კითხვა 73. საკმაოდ სასტიკად მოსჩანს, რომ ყმაწვილი ისმაელი იდევნება მამისეული სახლიდან მარტოხელა დედასთან და წყლის მათარასთან ერთად (დაბ. 21:14).
კითხვა 74. თუკი ღმერთმა ყველაფერი წინდაწინ იცის, რატომ გამოსცადა აბრაამი (დაბ. 22:1)?
კითხვა 75. რას ნიშნავს ნათქვამი: "უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი"?
კითხვა 76. რატომ იყვნენ პატრიარქთა ცოლები უნაყოფონი? რადგან სარა უნაყოფო იყო, რებეკაც, შემდეგ რაქილიც და ლიაც. ნათქვამია: "დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას საშო" (დაბ. 29:31).
კითხვა 77. ვისგან სურდა რებეკას გაეგო მასში ჩასახული შვილების შესახებ (დაბ. 25:22)?
კითხვა 78. რატომ უკრძალავს ღმერთი ისაკკს ეგვიპტეში წასვლას, როდესაც ამისკენ მას შიმშილი უბიძგებდა (დაბ. 26:22)?
კითხვა 79. რატომ სურდა ისააკს კურთხევა ესავისთვის მიეცა (დაბ. 27:4)?
კითხვა 80. რატომ იყო რებეკა დარწმუნებული, რომ იაკობი მიიღებდა კურთხევას, თანაც იმდენად დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო ეთქვა: "ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე" (დაბ. 27:13)?
კითხვა 81. რატომ არ ამცნო ღმერთმა თავისი ნება ისააკს?
კითხვა 82. ხომ არ მოიტყუა იაკობმა, როდესაცუთხრა მამამისს: "ესავი ვარ, შენი პირმშო" (დაბ. 27:19)?
კითხვა 83. რა მნიშვნელობა აქვს ისააკის კურთხევას?
კითხვა 84. ესოდენ კურთხევათა მიმღები იაკობი, რატომ გაურბის ძმას და მიდის მარტოკა ყოველგვარ საჭიროებებს მოკლებული?
კითხვა 85. რატომ ასხამს იაკობი ზეთს ლოდზე? (დაბ. 28:18)
კითხვა 86. მრავალი პოულობს ქილიკის მიზეზს იმაში, რომ იაკობს ოთხი ცოლი ჰყავდა.
კითხვა 87. რატომ ეჭვიანობდნენ ცოლები ერთმანეთზე?
კითხვა 88. რატომ ახსენებს წმიდა წერილი შემთხვევას (დაბ. 30:11)?
კითხვა 89. თვით იაკობმა უთხრა ლაბანს: " გაკურთხა უფალმა ჩემი ფერხით" (დაბ. 30:30).
კითხვა 90. რატომ აწყობდა იაკობი დაჭრელებულ ჯოხებს დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წლის სასმელად (დაბ. 30, 36)?
კითხვა 91. რა განზრახვით მოიპარა რაქელმა კერპები (დაბ. 31:19)?
კითხვა 92. რას ნიშნავს ნათქვამი: "დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში" (დაბ. 31:53)?
კითხვა 93. რატომ დაეჭიდა ანგელოზი იაკობს (დაბ. 32:25)?
კითხვა 94. რას ნიშნავს ნათქვამი: "ეს არის ენან, რომელმაც უდაბნოში იამინი იპოვა, რაჟამს მამამისის, სებეგონის ვირებს მწყემსავდა" (დაბ. 36:24)?
კითხვა 95. საიდან მოდის იობის მოდგმა?
კითხვა 96. რატომ იყვნენ იოსების ძმები შურით აღძრულნი იოსების მიმართ?
კითხვა 97. რა მიზნით მოატყუა თამარმა სიმამრი, როდესაც მეძავის სახე მიიღო?
კითხვა 98. რაზედ მიანიშნებდნენ ზარა და ფარესი?
კითხვა 99. დავუშვათ, რომ ლია, როგორც ღვთისმოსაობაში არასრულყოფილი, ამბობდა: "სიკეთე შემემთხვევა", მაშინ როგორ ამბობს ისტორიის მწერალი იოსებზე: "იყო კაც მაგებელ" (დაბ. 39,2)?
ითხვა 100. როგორ ჰყავდა ცოლი არქიმაგირს, ევნუხს (დაბ. 39,1)?
კითხვა 101. ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არც იოსებმა აცნობა მამას თავისი მონობის შესახებ და არც ღმერთმა აუწყა ეს იაკობს გამოცხადებით?
კითხვა 102. მაშასადამე, ძმებმა არ შესცოდეს, რითაც საღვთო განგებულებას შეეწივნენ?
კითხვა 103. რატომ მოექცა იოსები ძმებს მკაცრად მათი პირველი მოსვლისას?
კითხვა 104. რას ნიშნავს სახელი: ფსონთომფანიხი (დაბ. 41, 45)?
კითხვა 105. რატომ ბრძანა იოსებმა არა პირველი, არამედ მეორე ძმა ჩაეკეტათ საპყრობილეში (დაბ. 42, 24)?
კითხვა 106. რატომ ვერ გაბედა მამამ (იაკობმა) ბენიამინი მიენდო რუბენისთვის (დაბ. 42, 38)?
კითხვა 107. რას ნიშნავს ნათქვამი: "მისით მკითხაობს ის, ვინც მკითხაობს მასზე" (დაბ. 44, 5)?
კითხვა 108. რატომ მოაწყო იოსებმა მთელი ეს საქმე თასით (დაბ. 44:2)?
კითხვა 109. რატომ შეიძინა იოსებმა მეფის საკუთრებად ეგვიპტელთა მიწა და მათი პირუტყვი (დაბ. 47:18-23)?
კითხვა 110. რატომ ბრძანა იაკობმა მისი სხეული ხებრონში დაეკრძალათ (დაბ. 47:30)?
კითხვა 111. რას ნიშნავს ნათქვამი: "თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (დაბ. 47:21)?
შეკითხვა 112. რატომ ამბობენ, რომ იაკობი შვილებს აკურთხებს, როცა ზოგიერთს წყევლის?
კითხვა 1. როგორ უნდა გავიგოთ ნათქვამი: "გამრავლდნენ" (გამოსვლ. 1:7)?
კითხვა 2. რას ნიშნავს ნათქვამი: "ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და მათაც აიშენეს სახლები" (გამოსვლ. 1:21)?
კითხვა 3. რის მიხედვით შეიცნო ფარაონის ასულმა, რომ ყრმა ებრაელი იყო (გამოსვლ. 2:5)?
კითხვა 4. რისთვის იქორწინა მოსემ უცხოტომელზე (გამოსვლ. 2:21)?
კითხვა 5. ზოგი ამბობს, რომ მოსეს მაყვლოვანში ანგელოზი ეჩვენა, მართალია?
კითხვა 6. რა გამოისახება იმით, რომ ალმოდებული მაყვალი არ იწვის (გამ. 3:2)?
კითხვა 7. რისთვის ებრძანა მოსეს ფეხსაცმლის გახდა (გამ. 3:5)?
კითხვა 8. რატომ არ დასაჯა ღმერთმა ფარაონი თავიდანვე, თუმცა წინასწარ ხედავდა მის ურჩობას?
კითხვა 9. რატომ მისცა ღმერთმა პირველ სასწაულად კვერთხის გველად ქცევა (გამ. 4:3)?
კითხვა 10. რას ნიშნავს ხელის გაკეთროვნება (გამ. 4:6)?
ლევიანთა წიგნის განმარტება
რიცხვთა წიგნის განმარტება
მეორე რჯულთა წიგნის განმარტება
იესუ ნავეს ძის წიგნის განმარტება
მსაჯულთა წიგნის განმარტება
რუთის წიგნის განმარტება
მეფეთა პირველი წიგნის განმარტება
მეფეთა მეორე წიგნის განმარტება
მეფეთა მესამე წიგნის განმარტება
მეფეთა მეოთხე წიგნის განმარტება
