განმარტება - მეორე ვაების დასრულება და აპოკალიფსისის მეშვიდე საყვირი (გამოცხ. 11:14-17) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
მეორე ვაების დასრულება და აპოკალიფსისის მეშვიდე საყვირი
 
(გამოცხ. 11:14-17)
მეშვიდე აპოკალიპტური საყვირი
"მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მალე მოვა მესამე ვაება" (გამოცხ. 11:14)
 
 
"შვიდი ათასი კაცის სახელის" დაღუპვით დასრულდა მეორე ვაება "მიწის მკვიდრთათვის" ნაუწყები სამი ბოლო საყვირის სამი ვაებიდან (გამოცხ. 8:13). თანაც 11-ე თავის შესაბამისი მოწმობა ისე ჟღერს, რომ "მეორე ვაების" მოვლენები შეიძლება შემოიფარგლოს იმ სიმბოლოებით, რომლებიც იხსნებიან სულ ბოლოს (კერძოდ, "დიდი მიწისძვრით", ყველა ურჯულოს დაღუპვით და "მსოფლიო ქალაქის" უკეთური ნაწილის დაცემით).
 
მაგრამ მსგავსი დასკვნა გამოცხადების წიგნის მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე თავების ერთიან აზრობრივ ხაზს გარდაუვალად დაამსხვრევს და მას ცალკეულ ფრაგმენტებად დაანაწევრებს; ხოლო ანგელოზის ხილვა გადაშლილი წიგნით ხელში (10-ე თავი) და "ტაძრის გაზომვა" (11-ე თავი) ერთგვარ აზრობრივ "გადახვევად" წარმოგვიდგებიან, რომლებიც არანაირად არიან დაკავშირებულნი არც იმასთან, რაც მას წინ უძღოდა და არც იმასთან, რაც მის შემდეგ მოდის.
(ამასთან, ტექსტებში, რომლებიც ჰყოფენ გამოცხ. მეორე ვაების დასაწყისს (გამოცხ. 9:13) და მის დასასრულს (გამოცხ. 11:14), შეუძლებელია განისაზღვროს ან დამტკიცდეს ის სავარაუდო ეპიზოდები, რომლებშიც გამოცხადების წიგნი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, მოულოდნელად წვეტს ლაპარაკს მეექვსე საყვირის მოვლენებსა და "მეორე ვაებაზე", - ასევე, არც ის მომენტები, როდესაც თხრობა კვლავ "უბრუნდება" ამ მნიშვნელობებს).
გარდა ამისა, "მეორე ვაების" ერთიანი პანორამის რამოდენიმე დამოუკიდებელ ეპიზოდად დაყოფის შემთხვევაში, მეექვსე საყვირის მოვლენები დაიშლება ორ "სხვადასხვა" ვაებად, რომელთაგან პირველი შეიცავს ოთხი ანგელოზის გათავისუფლებას და "ადამიანთა მესამედი ნაწილის" სიკვდილს, მაგრამ ამასთან ცოცხლად დარჩენილები მაინც არ ინანიებენ (გამოცხ. 9:20-21), - ხოლო მეორე შეიცავს მეორე ვაებას, რომელიც ასევე კავშირშია მეექვსე საყვირთან და მთავრდება ორი მოწმის მოკვლით და "დიდი მიწისძვრით", რომლის შედეგადაც კვდება "კაცთა შვიდი ათასი სახელი", მაგრამ ისინი, ვინც ცოცხლად რჩებიან ზეციურ ღმერთს მიაგებენ დიდ პატივს, ანუ სწამთ და ცხონდებიან კიდევაც (გამოცხ. 11:13).
 
ამასთან სიმბოლურ-კრებითი გულისხმისყოფა შესაძლებლობას გვაძლევს მე-9, 10-ე და 11-ე თავების მოვლენები აღვიქვათ, როგორც "ერთიანი მეორე ვაება", რომელსაც თავისი დასაწყისი ეძლევა ოთხი ანგელოზის გათავისუფლებითა და მე-9 თავის "მხედრობით", და მთავრდება 11-ე თავის "დიდი მიწისძვრით", თანაც "ბოლო მიწისძვრა" ამგვარი გულისხმისყოფის დროს წარმოადგენს ყველა წინმსწრები პროცესისა და მოვლენის (მთელი 10-ე და 11-ე თავების ჩათვლით) სამართლიან და კანონზომიერ დასასრულს.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სიტყვები "მეორე ვაებამ გადაიარა" (თ. 11-ე) ბუკვალურად მოიცავენ ყველაფერს, რაც მოჰყვა მე-9 თავის მტკიცებას: "ერთმა ვაებამ გადაიარა" (გამოცხ. 9:12), - ეს ნიშნავს, რომ მე-9-დან 11-ე თავამდე წარმოადგენენ ახალაღთქმისეული დროების ნიშნებს და მოვლენებს ერთიანი და დასრულებული პროცესის სახით, ხოლო სხვადასხვა ხატებანი, რომლებშიც იმოსებიან ამ დროთა მოწმობანი, ამ პროცესს ცალკეულ, დამოუკიდებელ მოვლენებად კი არ ჰყოფენ, არამედ გვიხატავენ მას სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ასპექტებში.
 
რაც შეეხება ბიბლიურ სიმბოლიზმს, რომელიც გამოცხადების წიგნის ყველა ხილვისა და მოწმობისთვის არის დამახასიათებელი, - "სამმაგი ვაების" ყოველი "ვიზუალური" სიმბოლო პირდაპირ არის დაკავშირებული განსაზღვრულ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან, რომელთაგან ყველაზე ნათელი წინასწარმეტყველებები ეზეკიელის და ზაქარიას წიგნებიდან ეხებიან განსაკუთრებულ "ზეციურ წყევლას მთელი დედამიწის ურჯულოთათვის" (კერძოდ "გოდება, მოთქმა და ვაი" (ეზეკ. 2:9-10), - და "ორმხრივი" წყევლა მპარავთა და ფიცის დამრღვევთათვის, რომელიც მოცემულია მფრინავ გრაგნილ-ნამგალში ზაქარიას წიგნიდან (ზაქ. 5:1), რომელიც უნდა მიადგეს "მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს" (ზაქ. 5:4) და აუწყოს ურჯულოებს ზეციური განსაზღვრება, რომელიც არის "წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი; რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს, როგორც წერია ერთ მხარეს, და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს, როგორც წერია მეორე მხარეს" (ზაქ. 5:1-4).
(სიტყვამ მოიტანა და, ზუსტად იგივე მნიშვნელობები აღწერილია გამოცხადების წიგნის შემდგომ მოწმობებში სამი ზეციური მსჯავრის სახით, რომელსაც იუწყება სამი ანგელოზი და, რომლებიც არწივ-ანგელოზის მსგავსად (იხ. გამოცხ. 8:13), იდუმალთმხილველს ეცხადებიან "შუაგულ ცაში მფრინავი" სახით (გამოცხ. 14:6-11).
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ "მესამე ვაება" და მეშვიდე საყვირი მოსდევს "მეორე ვაების" უკანასკნელ მოვლენებს რაიმე პაუზის გარეშე, ანუ დაუყოვნებლივ, რაც ზუსტად შეესაბამება ყველა ბიბლიურ მოწმობებს გამონაკლისის გარეშე, რომელიც ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეებს ეძღვნება.
(ცნება "მალე" სიტყვებში "და აჰა, მალე მოვა მესამე ვაება", - ეს ის "მალე" როდია, რომელიც სალაპარაკო ენაში იმ დროს გამოიყენება, როდესაც მოვლენის სიახლოვე განუსაზღვრელია. ბერძნული სიტყვა ταχύ ნიშნავს "ძალიან მალე"-ს, "ნაჩქარევად" და "დაუყოვნებლივ", - ის პირდაპირ მოწმობს იმაზე, რომ დრო "მეორე ვაების" დასრულებასა და მეშვიდე საყვირს შორის არანაირად აითვლება, და რომ სწორედ ამ მომენტში მთავრდება მთელი მსოფლიო და ბიბლიური ისტორია).
ხოლო რადგან მოც. პავლეს პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ ბოლო საყვირიც და მკვდართა აღდგომაც წარმოდგენილია ბუკვალურად, როგორც "მყისიერად" ("ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; ... მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით" (1 კორინთ. 15:52), - უეჭველია, რომ უეცრად მეორე ვაების დასრულებისთანავე აღსრულდება უფლისა და მაცხოვრის მეორედ მოსვლა, შეად.:
 
"ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თეს. 4:16-17).
 
.....................................................
 
"მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე. ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა" (გამოცხ. 11:15-17).
 
ყველა ადრინდელი მიწიერი და ზეციერი რყევანი, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ შვიდ ზეციურ საყვირებთან, იმდენად მკაფიოდ და იმდენად მოცულობითად იყო აღწერილი, რომ მოვლენათა საზოგადო პანორამა გამივლინდა ბუკვალურად, ადამიანური წარმოსახვის შესაძლებლობათა ზღვარზე. მაგრამ ბოლო საყვირის გაჟღერებამდე მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობებსა და მასშტაბებს ჯერაც არ მიუღწევიათ კულმინაციამდე და არ გასულან ადამიანის ცნობიერებისთვის წარმოუდგენელ დონეზე (ისეთებზე, როგორიცაა, მაგალითად, "სტიქიათა რღვევა", "სულიერ წყაროთა გაშიშვლება", "ცათა დაწვა" და ა. შ., შეად. – 2 მერ. 22:16; ფსალმ. 17:16; 2 პეტ. 3:7-12 და სხვა), რომლებიც ყველა დროისათვის და მთელი ქმნილებისთვის უდიდეს საღმრთო საიდუმლოს აღსრულებას წარმოადგენენ.
(რადგან ამ მომენტში ყველაფერი ის, რასაც კი შეიძლება "ძველი" ეწოდოს, თავის არსებობას წყვეტს, შეად. – "...ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი" (2 კორინთ. 5:17); და ამავე მომენტში განახლებულ სამყაროში იხსნებიან "მომავალი საუკუნის ძალები" (ებრ. 6:5), - სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ სამყაროს უკანასკნელი რყევის უზენაესი "აზრობრივი საფეხური" წარმოადგენდეს იმ მიზეზს, რომლის შემდეგაც მეშვიდე საყვირი წინმსწრები ხუთი საყვირისგან განცალკევებულია მთელი რიგი სხვადასხვა და თანმიმდევრული "შუალედური" ხილვებით.
 
მეტიც, ის ვითარება, რომ უკანასკნელი საყვირის "ლოდინი" საჭირო გახდა მთელი ოთხი თავის განმავლობაში, კერძოდ მეცხრედან მეთერთმეტე თავის ჩათვლით, ამ თვალსაზრისით ის გამოიყურება არა როგორც უბრალო ლიტერატურული ხერხი, არამედ როგორც წინასწარმეტყველური მოწმობა, რომელიც უთითებს იმაზე, რომ პირველი ექვსი საყვირი მოიცავს გარკვეულწილ "მიწიერ" წლებს, მაგრამ ახალაღთქმისეული დროების მთელ სისრულეს).
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, საზეიმო ზეციური უწყება იმის შესახებ, რომ "ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 11:15), რომელიც გაიჟღერებს მეშვიდე საყვირის დაცემისას, - ეს უბრალო მორიგი ეპიზოდი კი არარის, რომელიც გრძელ თანმიმდევრულ ხილვებში ეხსნება იდუმალთმხილველს, არამედ აღსრულებაა იმ ერთადერთი მოვლენისა, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ელოდა და დღემდე ელის მთელი მორწმუნე კაცობრიობა, ანუ ბუკვალურად თითოეული ადამიანი, ვისაც კი თუნდაც ერთხელ მაინც წმიდა გულით ულოცია ღმრთისადმი "იყავნე ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა" (მთ. 6:10) და "ჰე, მოვიდოდე უფალო იესუ" (გამოცხ. 22:20).
 
ხოლო რაკიღა ამ მომავალ მოვლენას დაუღალავად, ანუ "დღე და ღამე" აუწყებდნენ და ახლაც იუწყებიან ყოველნი ზეციურნი ბინადარნი (გამოცხ. 4:8; 7:15), - მოწმობა უფლის გამეფების შესახებ გამოცხ. 11:15-ში ჟღერს არა თხრობის, არამედ პირდაპირი მიმართვის სახით, რომელიც ქრისტეს მოზეიმე ზეციური ეკლესიის პირიდან გამოდის.
 

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому