განმარტება - ანგელოზი გახსნილი წიგნით ხელში (გამოცხ. 10:1-2) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ანგელოზი გახნილი წიგნით ხელში

(გამოცხ. 10:1-2)
დიდი ანგელოზი გახსნილი წიგნით ხელში
რადგან გამოცხადების წიგნის ხილვები, რომლებიც შვიდ ზეციურ საყვირთან არიან დაკავშირებული, აზრობრივ, და ემოციურ ასპექტში იხსნებოდა და ვითარდებოდა მატების თვალსაზრისით, ხოლო მე-9 თავის ბოლო მუხლებში მონიშნულ იქნა კვანძის მოახლოვებული გახსნა, - მოვლენათა ასეთი განვითარება გულისხმობდა გარკვეულ ლოგიკურ დასრულებას, რის შედეგადაც ქვეყნიერებას წარუდგებოდა მეშვიდე საყვირი, ხოლო იდუმალთმხილველს გაეხსნებოდა აზრები და მიზნები ყოველივე იმისსა, რაც მეექვსე, უკვე გაჟღერებული საყვირის ქვეშ იყო გამოვლენილი.
 
მაგრამ 10-ე თავის პირველივე მუხლები გვაგრძნობინებენ, რომ მე-8 და მე-9 თავებში აღწერილ მოვლენათა რიგის დასრულება ჯერაც გადადებულია. მეტიც, თვით 10-ე თავის დასაწყისში ზეციური საყვირები ნახსენები არ არის, ხოლო იდუმალთმხილველი მოწმე ხდება იმისა, თუ როგორ ჩამოდის ციდან "სხვა ანგელოზი", რომლის დიადი სახე მოწმობს იმას, რომ ის თვით ამაღლებულ ზეციურ მღვდელმსახურებასთან არის თანაზიარი.

 
"ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი. ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას" (გამოცხ. 10:1-2).

 
ადრე გარჩეულ მყარ ბიბლიურ სიმბოლოთა შესაბამისად, ის ვითარება, რომ "ძლიერი ანგელოზი" ზეციდან ჩამოდის ღრუბელში, მოწმობს იმაზე, რომ ეს ანგელოზი შემოსილია ღვთაებრივი დიდებით (შეად. - გამ. 16:10; 19:9; 40:34-35; იობი 26:9; 37:15; დან. 7:13; მთ. 17:5; საქმე 1:9; გამოცხ. 14:14 და ა. შ.), - ხოლო ცისარტყელა, რომელიც შემოსარტყლულია ამ დიადი და ქებული ანგელოზის თავზე, კონტექსტის გათვალისწინებით, წარმოდგება, როგორც ზეციდან ჩამომავალი პროექცია ზეციური ზურმოხტოვანი ცისარტყელისა, რომელიც არის სიცოცხლის მარადიული აღთქმის ნიშანი და შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის საყდრისგან არის დამყარებული.
 
ამასთან "ძლიერი ანგელოზის" სახე გამოიყურება, "ვითარც მზე", რაც მოწმობს, რომ ის არის საღმრთო ნათლისა და გამოცხადების თანაზიარი (შეად. - გამ. 34:29-30; მთ. 17:1-2 და ა. შ.) და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მისთვის მინდობილი მისიის უპრეცედენტო მნიშვნელობას.
(რადგან სიდიადისა და დიდების სიმბოლოები, რომლებიც თან ახლავს ზეციდან ჩამომავალ ნათელ ანგელოზს, მსგავსნი და მახლობელნი არიან საღმრთო სიმბოლოებისა, ზოგიერთი ღვთისმეტყველი გვთავაზობს ამ "ძლიერ ანგელოზში" ვიგულისხმოთ თვით მაცხოვარი. მაგრამ მსგავს შეხედულებას ძნელია დავეთანხმოთ, რადგან ახალი აღთქმის დამტკიცებისას ყველაფერი,რაც კი უფლის პიროვნებას ეხება, მოკლებულ იყო "ძველაღთქმისეულ საფარველს" და მიიღო პირდაპირი და აშკარა სახელწოდებანი და მონიშნულებანი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალაღთქმისეულ მოწმობებში უფალი და მაცხოვარი ყოველთვის წარმოადგენს საკუთარ თავს, და არ იმოსება განყენებულ სახელებსა და ხატებებში, რომელიც პირადად მას არ ეკუთვნის.

გარდა ამისა, მახასიათებელი "ძლიერი" მრავალს ნიშნავს ანგელოზისთვის, თუმცა საკმაოდ არასაკმარისია უფლისა და ღმერთის აღსანიშნად, რადგან ის შეუდარებელია, და მოიხსენიება (გამოცხ. 5:2 და გამოცხ. 18:21) ისეთ კონტექსტებში, რომ მასთან დაკავშირებული სიმბოლოების განმარტება, როგორც თითქოსდა დაფარული მინიშნებანი თვით მაცხოვარზე, უბრალოდ შეუძლებელია).
რაც შეეხება "ძლიერი ანგელოზის" ფეხებს, რომლებიც გამოიყურებიან, "როგორც ცეცხლის სვეტნი", - ასეთი მსგავსება პირდაპირ დაკავშირებულია ორი სპილენძის სვეტის სიმბოლურ-მეტაფორულ აზრთან, რომლებიც იდგა ტაძრის სტოას წინ სოლომონის ხელთმნილი კარვის პერიოდში.
(ამ აზრით საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ზეციდან ანგელოზის ჩამოსვლისას ანგელოზი მარჯვენა ფეხს ამყარებს "ზღვაზე", ხოლო "მარცხენა ფეხს" – "მიწაზე", - იერუსალიმის ხელთქმნილ ტაძარში წმიდათა წმიდიდან გამოსვლისას მარჯვნივ იმყოფებოდა სპილენძის ზღვა, ხოლო მარცხნივ სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც სხვათა შორის შორის "მიწისგან" იყო გაკეთებული (გამ. 20:24). ასე რომ "ძლიერი ანგელოზი" სიმბოლურად ეყრდნობა ორ დიად სატაძრო სიწმიდეს და იკავებს ზეციური ტაძრის "ცოცხალი სტოას" ადგილს, - ხოლო თვით ხელთქმნილი ტაძარი, რომლის სტოადაც ხდება "ანგელოზი გაშლილი წიგნით ხელში", წარდგება, როგორც ახალი აღთქმის საღმრთო გამოცხადების წყარო, რომელიც აღწევს მიწას და მიენდობა არა მარტო მოციქულ იოანეს, არამედ მთელ ახალაღთქმისეულ ეკლესიას).
რადგან ძველაღთქმისეულ წინასახეთაგან განსხვავებით, რომლებიც მონიშნულია ხელთქმნილი კარვის მოწყობასა და წეს-განგებებში, გამოცხადების ზეციურ ხილვებში იხსნება სულიერი რეალობის არა "წინასახე და აჩრდილი", არამედ ”თვით ნამდვილ საგანთა სახე" (შეად. - ებრ. 10:1), - არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ დიადი ანგელოზი, რომელიც დადგა "ზღვაზე" და "მიწაზე", წარმოადგენს ზეციური ტაძრის სტოას არა უბრალოდ როგორც "მოახლოვებულის" (მთ. 4:17), არამედ პრაქტიკულად და ბუკვალურად "ციდან ჩამოსული" და "ქვეყნიერებაზე დადგმულის" სახედ, როგორც ურყევი ზეციური იერუსალიმის ბრწყინვალე კარიბჭე.
 
მეტიც, "მიწაზე მცხოვრებნი" შემძლენი რომ ყოფილიყვნენ თვალნათლივ ენახათ დიდებული ანგელოზის გამოცხადება, - ეს მოვლენა მათთვის იქნებოდა, როგორც ორი "ცეცხლოვანი სვეტის" "ჩამოსვლა", რომლებიც ღმრთის ერს თან ახლდნენ სინას უდაბნოს ორმოცწლიან გადასვლაში (გამ. 14:24-25; ნეემია 9:12 და ა. შ.) და წარმოადგენდნენ ცათა სასუფეველში შემსვლელ იმ დიად სულიერ ორიენტირებს, რომელთა მეშვეობითაც თვით უფალი უძღვის თავისი ერი ძველი სამყაროს წინასწარმეტყველურ უდაბნოში  (შეად.: "... გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება" - მკ. 1:15)).
(ამასთან ღვთაებრივი დიდების ღრუბელი, რომლითაც არის შემოსილი ციდან ჩამომავალი "მზიური" ანგელოზი, წარდგებოდა, როგორც "ახალაღთქმისეული გამოსვლის ღრუბელი", რომელიც მოწოდებული იქნებოდა დაეჩრდილა სულიერი გზები, რომელთაც ადამიანები ცხონებამდე მიჰყავთ, შეად.: - "... შენი ღრუბელი ადგას მათ, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლის სვეტში" - რიცხვ. 14:14).
გარდა ამისა, იმაზე, რომ 10-ე თავის მოწმობებში ასახულია არა რომელიღაც განყენებული ხატებანი და ლოკალური მოვლენები, არამედ ახალაღთქმისეულ დროთა მსოფლიო სულიერი რეალობა, უთითებს "გახსნილი ზეციური წიგნი", რომელიც ხელში უპყრია ზეციდან ჩამომავალ დიდებულ და ბრწყინვალე ანგელოზს.
 
"ღია წიგნის" სიმბოლო ხომ პირდაპირ აგრძელებს იმ აზრთა ხაზს, რომლებიც გამოცხ. 5-ში და გამოცხ. 6-ში არიან მონიშნულნი, სადაც საკვირველმა კრავმა საყდარზე მჯდომისგან აიღო სამყაროს ყველა ბინადრისთვის მიუწვდომელი და "დაბეჭდილი" ზეციური წიგნი, შემდეგ კი მისგან მოხსნა ბეჭდები, ანუ "გახსნა" მისი შინაარსი თავისი საყვარელი ეკლესიის ყოველი წევრისთვის.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ზეციდან ჩამომავალი "ძლიერი ანგელოზი" მრავალში მსგავსია თვით უფლისა, - ასევე ღია წიგნი, რომელიც ამ ანგელოზს უჭირავს ხელში, არის თვით მაცხოვრის მიერ გახსნილი დიდი ზეციური წიგნის პროექცია. თანაც სწორედ მიწაზემოტანილი "გახსნილი ზეციური წიგნით" კაცობრიობას ეუწყება ის აზრები და ჭეშმარიტებები (ანუ სახარებები, სრულყოფილი რჯული, ზეციური გამოცხადება და ა. შ.0, რომელთა სისრულე კონცენტრირებულია ხვედრთა ზეციურ წიგნში, რომელიც საყდარზე მჯდომთან ამაღლების დროს კრავს მიენდო.
(აშკარაა, რომ ის "წიგნი", რომელიც დიდებული ანგელოზ-დესპანის ხელშია, ჩამოუვარდება ზეციურ წიგნს არა მარტო ზომით, არამედ სისრულითაც და სულიერი მნიშვნელობითაც. მაგრამ, ეს "გახსნილი წიგნი" მიენდობა არა მხოლოდშობილ ღმრთის ძეს, როგორც ეს მოხდა ცაში, არამედ "მადლისმიერ ღმერთებს" (შეად.: ფსალმ. 81:6; ინ. 10:35) და ა. შ. - ანუ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც სინანულით მოვიდნენ და ცხონების გზას დაადგნენ.

ამასთან, როგორც უფალი-კრავი, რომელმაც მიიღო გახსნილი და მისთვის მინდობილი უდიდესი ზეციური წიგნი, გახდა საღმრთო ჩანაფიქრის აღმასრულებელი მთელი სამყაროს მასშტაბით, - ასევე ქრისტეს ეკლესიის წევრები, რომლებიც დიდებული ანგელოზისგან იღებენ "პატარა გახსნილ წიგნაკს", ხდებიან სახარების აღმასრულებელნი დედამიწის ყველა ხალხისთვის).

ამრიგად, 10-ე თავის დასაწყისში აღთქმის ანგელოზის მიერ - (შეად.: - "... უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ..." (მალაქ. 3:1), რომელიც ზეციდან ჩამოვიდა და დადგა "ზღვასა" და "მიწაზე", რომელიც შემოსილი იყო თავისი წარმომგზავნელის ღვთაებრივი დიდებით და ზეციურ კარიბჭეთა მცველის სიდიადით, - სახარების აზრი და ჭეშმარიტება აღწევს ხილულ სამყაროს, რათა ის მიენდოს ქრისტეს ეკლესიას, რომელმაც უნდა დაუმოწმოს დედამიწის ყოველ ხალხს "თვით მიწის კიდეებამდეც".
 
და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ადამიანი, თვით მოციქულ იოანეს ჩათვლით, ვერ დაიტევს საღმრთო გამოცხადების ყოველმხრივ სისრულეს, ანუ გამონაკლისის გარეშე მთელ "დიად წიგნს", რომელიც საღმრთო კრავმა საყდარზე მჯდომისგან აიღო, - ეკლესიისადმი მინდობილი ზეციური "გახსნილი წიგნი" მოიცავს ყოველ აუცილებელ მოწმობს სამყაროსთვის, რაც ეხება უფალს და მაცხოვარს და რაც უნდა აღსრულდეს "ხალხებში, ტომებსა და ენებში" ახალი აღთქმის მსოფლიო წინასწარმეტყველური მისიით.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому