სწავლანი > ანტიერეტიკონი
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი
განმანათლებელი
შინაარსი
სიტყვა ნოვგოროდელ ერეტიკოსთა: დეკანოზ ანდრიას, მღვდელ დენისის, თევდორე კურიცინისა და სხვათა ახალი მწვალებლობის შესახებ
პირველი სიტყვა ნოვგოროდელ ერეტიკოსთა ახალი მწვალებლობის წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა ყოვლისმპყრობელ მამა რმერთს არ ჰყავს არც ძე, არც წმიდა სული, მისი თანაარსნი და თანამოსაყდრენი, და რომ წმიდა სამება არ არსებობს. აქ კი წმიდა წერილდან მოტანილია მტკიცებულებები იმისა, რომ ყოვლისმპყრობელ მამას ჰყავს ძე და სულიწმიდა, მისი თანაარსნი და თანამოსაყდრენი, და რომ წმიდა, ცხოველმყოფელი და ყოვლისშემძლე სამება ჯერ კიდევ ძველ პატრიარქთაგან, წინასწარმეტყველთაგან და მთელი წმიდა წერილის მიერ იყო დამოწმებული.
სიტყვა ნოვგორედელ მწვალებელთ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ქრისტე ჯერაც არ დაბადებულა, არამედ მოვა დრო, როდესაც იშვება; ხოლო ის, ვისაც ქრისტიანები ქრისტე ღმერთს უწოდებენ, - უბრალო კაცია, და არა ღმერთი. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია მტკიცებულებები იმისა, რომ ქრისტე ღმერთია; ის იშვა იუდეის ბეთლემში ქალწულ მარიამისგან იუდეველთა მეფის ჰეროდეს დროს და ჩვენი ცხოვნებისთვის ნებაყოფლობით იტვირთა ჯვარცმა, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და კვლავ მოვა განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა.
ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც
ამბობენ, რომ უნდა მივდევდეთ მოსეს რჯულს, დავიცვათ იგი, აღვასრულოთ მსხვერპლშეწირვანი
და წინადავიცვითოთ. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია განმარტება იმისა, რომ მოსეს რჯული
მოცემული იყო ქრისტეს მოსვლამდე; რადგან დასაბამშიც არ სურდა ღმერთს მსხვერპლშეწირვა
და დაუშვა იგი მხოლოდ აუცილებლობის გამო, თანაც არა ყველგან, არამედ მხოლოდ იერუსალიმის
ტაძარში; ხოლო ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მოსვლის შემდეგ რჯული შეწყდა,
მსხვერპლშეწირვები და წინადაცვეთები კი გაუქმდა.
წყარო: Просветитель / Преподобный Иосиф Волоцкий ; предисл. митр. Иоанн (Снычев), отв. ред., авт. послесл. О.А. Платонов. – Москва : Институт русской цивилизации, 2011.
პუბლიკაცია რუსულიდან თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2025 წ.
