ხელოვნება - "El Diablo" სიმღერა ევროვიზიისთვის და მისი სატანური გზავნილი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
"El Diablo" - სიმღერა ევროვიზიისთვის და მისი სატანური გზავნილი
ევროვიზიის კონკურსი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Rzmb4hnHUrU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
კვიპროსის მონაწილეობამ "ევროვიზია-2021"-ში სახელწოდებით "El Diablo" ძლიერი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია ამ სიმღერის სატანური გზავნილი გამო.
 
ევროვიზია - ეს არის სიმღერის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც უზარმაზარი პოპულარობითა და გავლენით სარგებლობს. უკვე ათწლეულებია, რაც მისი გადაცემა ხდება ტელევიზიით, მოიცავს 50-ზე მეტ ქვეყანას და ყოველწლიურად ასობით მილიონი ადამიანი უყურებს მთელ მსოფლიოში. ამ ფაქტების გათვალისწინებით, სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ილუმინატური ელიტა მას გამოიყენებს, როგორც პლატფორმას საკუთარი იდეების პოპულარიზაციისთვის.
 
ერთ-ერთ ჩვენს სტატიაში უკვე ვსაუბრობდით ევროვიზიის 2019 წლის ფინალზე, სადაც აღვნიშნავდით შოუს დროს წარმოჩენილ ოკულტურ სიმბოლოებზე, რომელიც დასრულდა მადონას გამოსვლით და მისი საკმაოდ შემაშფოთებელი სიმბოლიზმით დატვირთული სპექტაკლით.
ევროვიზიის კონკურსი
2020 წელს ევროვიზია პანდემიის გამო გადაიდო, მაგრამ 2021 წელს ის კვლავ დაბრუნდება.
 
2020 წლის ნოემბერში კვიპროსის რადიომაუწებლობითმა კომპანიამ (CyBC) ბერძენი მომღერალი ქალი ელენა ცაგრინუ 2021 წლის ევროვიზიის კონკურსზე კვიპროსის წარმომადგენლად გამოაცხადა სიმღერით El Diablo (ეშმაკი).
 
სანამ თავის არჩევანს გააკეთებდა ცაგრინუ "ევროვიზიასთან" დაკავშირებით აცხადებდა, რომ აკვირდებოდა მას მრავალი წლის განმავლობაში. მან დაამატა, რომ თუკი გამოიძებნება შესაბამისი სიმღერა, მისთვის დიდად სასიხარულო იქნებოდა მონაწილეობის მიღება ამ კონკურსში.
 
და აი, "შესაბამისი სიმღერაც" გამოიძებნა... და ის არის მომღერალ ქალზე, რომელმაც "თავისი გული მისცა" ეშმაკს.
 
2021 წლის 28 თებერვალს სიმღერა გამოვიდა, მაგრამ მოწონება ვერ დაიმსახურა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ სიმღერა შეიცავს სატანურ გზავნილს, ხოლო კიპრიოტები, პროტესტის ნიშნად, მასობრივად გამოვიდნენ ქუჩაში.
 
მეორე მხრივ, კვიპროსის სახელმწიფო ტელევიზია ამტკიცებს, რომ სიმღერა სინამდვილეში ეძღვნება "ცუდი ბიჭისადმი" სიყვარულს და არა ეშმაკს. ხოლო მომღერალმა დაამატა, რომ ლაპარაკია შეურაცხმყოფელ ურთიერთობებზე და ჰეშტეგზე meetoo (1), მაგრამ მოდი შევხედოთ თვის სიმღერას.

_______________________
 
1. Me Too (или #MeToo) - ჰეშტეგი, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში უსწრაფესად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და, რომელიც ხაზს უსვამს სექსუალურ ძალადობას. უფრო დეტალურად იხ.: https://ru.wikipedia.org/wiki/Me_Too_(хештег)
 
_______________________

 
ცეკვა ეშმაკთან
ევროვიზიის კონკურსი
El Diablo-ს პრომო გამოსახულება
 
 
ეს სიმღერა ღრმა ანალიზს ითხოვს. ეს არის ულტრა-უნივერსალური პოპ-სიმღერა, რომელიც სინამდვილეში ჟღერს როგორც ლედი გაგას "Bad Romance", რომელსაც ასევე გააჩნია სატანური ქვეტექსტი.
 
როგორც ხშირად ხდება ხოლმე ევროვიზიაზე, სიმღერა დაწერეს ინდუსტრიის ვეტერანებმა ჯიმი "ჯოკერ" ტორნფელდტმა, ლორელ ბარკერმა, ოჰა და ტომას სტენგარდებმა. აი სიმღერის ტექსტი (სრულყოფილი წარმოდგენისთვის იხ. ტექსტის ინგლისური დედანიც):
 
 
მისამღერი:

შეყვარებული ვარ, შეყვარებული ვარ,

ჩემი გული მივეცი ეშმაკს, ეშმაკს,

მე უარი ვთქვი, უარი ვთქვი,

რადგან ის მეუბნება, რომ ვარ მისი ანგელოზი.


I fell in love, I fell in lovе

I gave my heart to el diablo, еl diablo

I gave it up, I gave it up

Because he tells me I’m his angel, I’m his angel


აქ ორი კუპლეტია:

დღეს საღამოს დავიწვებით წვეულებაზე

ჩვენ ვართ ველურები, როგორც ცეცხლი თავისუფლებაზე

და უფრო მხურვალეები, ვიდრე სირაჩა (ტაილანდური სოუსი - "აპოკ". რედ.) ჩვენს სხეუელბზე

Ta-Taco tamale, ეს ჩემი განწყობაა

ეს მახვილი კიდეები ალღობენ ჩემს გაყინულ კიდეებს,

საყვარელო, ეს სიმართლეა

დღეს საღამოს ჩვენ დავიწვებით წვეულებაზე

და ეს იქნება სამოთხე ჯოჯოხეთში შენთან ერთად


დღეს საღამოს ჩვენ ვაპირებთ ცეკვას მთვარის შუქზე,

იატაკს დავანარცხებთ ჩვენს წამწამებს,

ავიჩეჩავ თმებს და გაიძულებ შემომხედო,

შემეხე, შემეხე საყვარელო,

ეს მახვილი კიდეები ალღობენ ჩემს გაყინულ კიდეებს,

საყვარელო, ალბათ დღეს საღამოს ჩვენ ვიცეკვებთ მთვარის შუქზე

და მაშინ ამას კიდევ ცოტაოდენ გავაკეთებთ


Tonight we gonna burn in a party

We wild as fire that’s on the loose

Hotter than siracha on our bodies

Ta-Taco tamale, yeah, that’s my mood

All this spicy melts my icy edges

Baby, it’s true

Tonight we gonna burn in a party

It’s Heaven in Hell with you


Tonight we gonna dance in the moonlight

Droppin’ our lashes on the floor

Hair flip-flip, made you look twice

Touch me, touch me, mi amor

All this spicy melts my icy edges

Baby, for sure

Tonight we gonna dance in the moonlight

And then we gonna do it some more
 
(ტექსტი თარგმნილია Google Translate-ს დახმარებით. ამიტომ, მკითხველს ვთხოვთ ძალიან მკაცრად ნუ განგვსჯიან არსებული უზუსტობებისთვის. ვფიქრობთ ძირითადი შინაარსი გასაგებად არის გადმოცემული - "აპოკ." რედ.).
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Rzmb4hnHUrU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ჯერ-ერთი, გაუგებარია, რაში დასჭირდათ კომპოზიტორების მთელი ბრიგადა ამ ტექსტის დასაწერად. მეორე, არის თუ არა ამ სიმღერაში რაიმე ისეთი, რაც შორეულად მაინც მოგვაგონებს ჰეშტეგ meetoo-ს ან პარტნიორის მხრიდან რაიმე შეურაცხყოფას? ლირიკიდან ნათლად ჩანს, რომ მომღერალი სექსუალურად ერთობა ეშმაკთან (El Diablo) და მისი განწყობა არის როგორც "Ta-taco tamale". არ გვესმის ეს რას ნიშნავს, მაგრამ ალბათ რაღაც დადებითს.
 
ვიდეო ასევე არ შეიცავს არავითრ ხსენებას რამენაირ ურთიერთობებზე. სინამდვილეში, ამ ვიდეოში გაანალიზების ღირსიც კი არაფერია... ეს არის პროდაქტ-პლეისმენტი, რომელზე უარესი არაფერი გვინახავს.
 
ვიდეოს ბოლოში მომღერალს ეპარებიან ვიღაც შავ ფერად შეღებილი ბიჭები.
ევროვიზიის კონკურსი
ვერ ვიგებ, რას უნდა გამოსახავდნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი შეღებილნი შავ ფერად. მაგრამ, ამ ბუნდოვან სცენას რომ ვაკვირდებით, გვესმის, როგორ იმეორებენ ბავშვები უკანა პლანზე "მე მიყვარს ეშმაკი".

სავარაუდოდ, ეს არი ის, რაც ზოგიერთი ადამიანი აიძულა ეთქვა: "მორჩა. მე ვაპირებ პროტესტი გამოვთქვა ამ სისაძაგლის გამო".


პროტესტები
ევროვიზიის კონკურსი
აღშფოთებულ მორწმუნეები ჯვრით ხელში კვიპროსის რადიომაუწყებლობის შენობის წინ.

სიმღერამ El Diablo თავისი სატანური მინიშნებების გამო კვიპროსზე დიდი აღშფოთება და კამათი გამოიწვია.
 
ათობით მორწმუნე მართლმადიდებელი გამოვიდა ქუჩაში კვიპროსის ტელეკომპანიის წინ ჯვრებითა და გალობით, რათა ქვეყანას უკან გამოეთხოვა თავისი განაცხადი "ევროვიზიის" კონკურსზე სახელწოდებით "El Diablo" ("ეშმაკი"), რადგან მათი აზრით, ეს სიმღერა პროპაგანდას უწევს სატანიზმს.
 
პროტესტის გამომხატველთაგან, მრავალს ხელში ეჭირა პლაკატი ბერძნულენოვანი წარწერით: "ჩვენ მშვიდობიანი ფორმით ვაცხადებთ პროტესტს - არა "ელ დიაბლოს", "შეინანეთ და დაუბრუნდით ქრისტეს" და "ქრისტე აცხონვებს, ეშმაკი კი კლავს".
 
ტელეწამყვანი და მომღერალი კი დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ სიმღერა არასწორად იქნა განმარტებული, და სინამდვილეში სიმღერა ეძღვნება ორ შეყვარებულს შორის არსებულ სასტიკ მოპყრობას.
 
პროტესტი გამოხატულ იქნა იმის შემდეგ, რაც მძლავრმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოუწოდა ქვეყანას მოეხსნათ სიმღერა, რომელიც დასცინის ქვეყნის მორალურ პრინციპებს და მოუწოდებს "ეშმაკის თაყვანისცემისა და მისი დამორჩილებისკენ".
 
ეკლესიის მმართველი სინოდის განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმღერა "არსებითად აქებ-ადიდებს ეშმაკის ძალაუფლებისადმი ადამიანთა ფატალურ დამორჩილებას" და სახელმწიფო ტელეარხს მოუწოდა სიმღერა "ელ დიაბლო" შეეცვალათ იმგვარი სიმღერით, რომელიც "გამოხატავს ჩვენს ისტორიას, კულტურას და ა. შ., ჩვენს ტრადიციებს და მოთხოვნებს".
ევროვიზიის კონკურსი
საპროტესტო აქციაზე გამოსულ მართლმადიდებელთ უჭირავთ ტრანსპარანტი წარწერით:
"სატანისტები არ წარმოადგენენ ჩვენს სახეს"
ევროვიზიის კონკურსი
მართლმადიდებლები პროტესტის ნიშნად კვიპროსის ეროვნული რადიომაუწყებლობის შენობასთან იკრიბებიან
 
სახელმწიფო ტელეკომპანიამ მოითხოვა, რათა ჩანაწერი არ ყოფილიყო უკან გაწვეული, მაგრამ მისი საბჭოს თავმჯდომარემ ანდრეას ფრანგოსმა აღიარა, რომ ორგანიზატორებს მართებდათ უკეთ შეესწავლათ და განემარტათ სიმღერის არსი, რომელშიც ნათქვამია: "მე ჩემი გული მივეცი ეშმაკს (el diablo)... რადგან ის მეუბნება, რომ მე ვარ მისი ანგელოზი".
 
პოლემიკაში ჩაერია კვიპროსის მთვრობაც: პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორას პაპადოპულოსმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, შეუთანხმებელ მხარეთა აზრს პატივს სცემს, მთავრობას არ შეუძლია დათრგუნოს აზრის გამოთქმის თავისუფლება.
 
"მთავრობა სრულად მიაგებს პატივს ინტელექტუალურ და სამხატვრო თავისუფლებას, რომელიც არ შეიძლება განმარტებულ იქნას არასწორად ან შეზღუდულ იქნას სიმღერის სახელწოდების გამო. ამიტომ, არ არის მართებული არასაჭირო ზომების მიღება", - განაცხადა პაპადოპულოსმა წერილობით განცხადებაში.
 
სიმღერის შემსრულებელმა, ბერძენმა მხატვარმა ქალმა ელენა ცაგრინუმ თქვა, რომ სიმღერა არის ქალზე, რომელიც დახმარებას ითხოვს "ცუდი ბიჭის" შეყვარების შემდეგ, რომელიც ცნობილია სახელით "ელ დიაბლო", მოვიდა, რათა მოახდინოს თავისი შემავიწროვებლის იდენტიფიკაცია და დაამყაროს მასთან კავშირი. ცაგრინუ დაბეჯითებით ირწმუნება, რომ ნებისმიერი სხვა განმარტება "უსაფუძვლოა" და დაუსაბუთებელი.
 
"სიმღერა გადამწყვეტი სიგნალია ნებისმიერი ფორმის ბოროტმოქმედების წინააღმდეგ, როგორიცაა თუნდაც ის, რაც გადმოცემულია სიმღერაში "El Diablo", - თქვა ცაგრინუმ Associated Press-ისთვის მიცემულ წერილობით განცხადებაში. "ჩვენს დროში" ჰეშტეგი metoo "საგრძნობია არა მარტო კვიპროსზე, არამედ მთელ ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც".
 
მაგრამ, წაიკითხეთ სიმღრის ტექსტი და გვითხარით სად არის აქ "დახმარების თხოვნის კივილი" და "ძლიერი მოწოდება სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ"?
 
გვრჩება შთაბეჭდილება, რომ "El Diablo" არის კიდევ ერთი უბრალო პოპ-სიმღერა, რომელიც ცდილობის სატანიზმის "გაკეთილშობილებას", მის პოპულარიზაციას, სექსუალიზაციას და უბრალოდ გამხიარულებას.
 
 
დასკვნა
 
El Diablo დაწერეს ინდუსტრიის ვეტერანებმა, რომლებიც არ არიან კვიპროსიდან. სიმღრა იქ "ჩაიტანეს" და მის შემსრულებლად შეარჩიეს ელენა ცაგრინუ. მეტიც, ვფიქრობთ, რომ კვიპროსი შეირჩა სწორედ მისი მართლმადიდებლურობის გამო, კიდევ იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აქ ძლიერ გავლენიანი ორგანიზაციაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლაპარაკია ოკულტურ ელიტაზე, რომელიც ქრისტიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ებრძვის.
 
ეს დავა კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოებს, რომ ელიტის დღის წესრიგი მოიცავს არა მარტო საერთაშორისო სუპერვარსკვლავებს. ადგილობრივი და რეგიონალური ვარსკვლავებიც უნდა ჩაერთონ მის ინტერესებში, რათა მთელ მსოფლიოში ყოველი ბაზარი შეირყვნას ამ "ელიტარული" დღის წესრიგით. და როდესაც ადამიანები მოითხოვენ, რათა "ევროვიზიაზე" და სხვა მსგავს კონკურსებზე წარდგენილ იქნას ისეთი სიმღერები, რომლებიც სინამდვილეში გამოხატავენ მათ ეროვნულ და სარწმუნოებრივ ღირებულებებს, ადგილობრივი მასმედიისგან და მთავრობისგან პასუხად მიიღებენ: "მე მიყვარს ეშმაკი".
  
წყარო: vigilantcitizen.com

თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 2021 წ. 4 ივნისი.
Назад к содержимому