უსჯულოება > უსჯულოების საიდუმლო
ნ. ლ. ბუტმი
კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები
3. მანიქეველები
გნოსტიკური სექტები, როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, ღიად არსებობდნენ V და თვით VI საუკუნემდეც. მაგრამ უკვე III საუკუნეში გნოსტიციზმით გატაცება, ეკლესიის წმიდა მამათა მხილების ზეგავლენით, მნიშვნელოვნად შესუსტდა. მიუხედავად ამისა, ბნელმა ძალამ, რომელიც ესწრაფვის, მთელი მსოფლიო დაუმორჩილოს იუდეველებს, არ დაუშვა გნოსტიციზმის, ქრისტეს ეკლესიის საწინააღმდეგო ამ იარაღის, საბოლოო განადგურება. მისი (ანუ ამ ბნელი ძალის) მეთაურობით გნოსტიკური მწვალებლობები, რომლებიც უკვე თითქმის ჩაიფერფლნენ, ისევ აღორძინდნენ, ოღონდ სხვა ფორმით, სხვა სახელწოდებით და ახალ ისტორიულ პერსპექტივაში.
III საუკუნის მეორე ნახევარში სპარსეთში აღმოცენდა მანიქეველთა სექტა, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა ძველი გნოსტიციზმის გაგრძელება. ეს სექტა მეტად სწრაფად გავრცელდა არა მარტო იმდროინდელი სპარსული სამეფოს ვრცელ სამფლობელოში, არამედ შეიჭრა ჩინეთსა და ინდოეთში და რომის იმპერიაშიც, სადაც სრულ გაფურჩქვნას მიაღწია V საუკუნეში. ბევრი მკვლევარი მანესს იუდაური წარმოშობის ერესიარხად მიიჩნევს (История христианской Церкви, Е. Смирнова). ჩვენ არ დავიწყებთ რომელიმე ამ იდეის მტკიცებას, რადგან ყველა მათგანი მეტ-
სამაგიეროდ, სრულიად დამტკიცებულია და ყველა, როგორც იუდეველთა მტრები, ასევე მისდამი დადებითად განწყობილი კომპეტენტური მკვლევარი აღიარებს, რომ მანესი იზრდებოდა და განისწავლებოდა მანდაისტების იუდაისტურ, ანუ კაბალისტურ სექტაში, რომელთა სწავლება მან თითქმის მთლიანად გადმოიტანა მის მიერ დაარსებულ მწვალებლობაში, ანუ მანიქეველობაში (Deschamps «Les Societes Secretes et la Societe», Barruel, «Memoires», etc.).
მანდაიტების იუდაური სექტა, რომლის წიაღიდან გამოვიდა მანესი, როგორც ვარაუდობენ, არსებობდა ქრისტეს შობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, ბაბილონის სამხრეთით, სადაც მისი ნაშთები დღესაც გვხვდება. იგი დღემდე ხელშეუხებლად იცავს თავის ძველ სწავლებას და მის მიერ პატივდებულ მისტიკურ ლიტერატურას.
მანდაიტების კაბალისტური სექტის ბაბილონში წარმოშობა იმით აიხსნება, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ნაბუქოდონოსორის დროიდან, რომელმაც ბაბილონში წარტყვევნა იუდეველი ხალხი, მეორე სამშობლო გახდა რჩეული ერისთვის. სპარსულ მმართველობას დაქვემდებარებული იუდეველები სპარსეთში, განსაკუთრებით კი ბაბილონში, სარგებლობდნენ თითქმის სრული ავტონომიით. იუდეველი ბრძენკაცები დიდი მონდომებით სწავლობდნენ და ადგენდნენ კაბალას, ხოლო იუდეველთაA პოლიტიკურ ბელადებს, ე. წ. დევნულების თავადებს ყველაზე საპატიო და თვალსაჩინო ადგილები ეკავათ სპარსეთის მონარქიის დიდებულთა შორის.
აღმოსავლეთის რელიგიისა და კაბალის მცოდნეები ბაბელონი და ფრანკი ამტკიცებენ, რომ მანდაისტების სექტამ თავის სწავლებაში ქალდეველთა ცრურწმენა ბიბლიიდან, თალმუდიდან და ასევე იუდაისტური კაბალიდან აღებულ სწავლებებს შეუერთა; რომ მანდაისტების წიგნები დაწერილია არამეულ ენაზე, რომელიც მაცხოვრის დაბადების ეპოქაში იუდეველთა სალაპარაკო ენა გახლდათ; დაბოლოს, თვით მანდაისტთა სახელწოდება მომდინარეობს სირიული სიტყვიდან მანდა, რაც ნიშნავს ცოდნას, გნოზისს.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ კაცობრიობის იუდაიზაციის საქმეში იუდეველებს მაინცადამაინც დიდი სიახლეები არ შეუტანიათ: მათი კაბალა ნიშნავს ცოდნას; მწვალებელ სექტათა სახელწოდებები, რომლებიც იუდეველებმა ქრისტეანობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნეს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან გნოზისი -
ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში მანდაიტთა სექტამ იმ რეფორმების სახით, რომელიც იუდეველმა ელქსაიმ გაატარა, მიიღო იუდაური საწამლავის ახალი დოზა. ეს რეფორმები ჩატარდა აშკარად გამოკვეთილი მიზნით: ხელი შეეშალა მანდაიტებისთვის, მიეღოთ ქრისტეანობა, რომელიც იმხანად, იმდროინდელ სპარსეთში უკვე ვრცელდებოდა (ბაბილონია მაშინ სპარსეთის მონარქიის შემადგენლობაში შედიოდა). ელქსაიმ სრულიად უარყო უფალი იესუ ქრისტე, სამყაროს ჭეშმარიტ მაცხოვრად აღიარა ქრისტეს წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი და მანდაიტთა შორის ესეველAიუდეველთა სექტის ზოგიერთ სწავლებასთან ერთად შემოიტანა ნათლისღების წესიც. ამ რეფორმის შემდეგ მანდაიტები თავიანთ წიგნებში საკუთარ თავს ხშირად უწოდებენ ნაზორეველებს, ქალაქ ნაზარეთის სახელის მიხედვით, ასევე ელქსაიტებსა და ბაპტისტებს (მონათლულებს).
მანდაიტთა, ანუ ბაპტისტთა ამ იუდაურ სექტაში ელქსაიდან ასი წლის შემდეგ გამოჩნდა მანესი, რომელიც ბნელმა ძალამ წარმართული სამყაროს, იუდაური კაბალისა და გნოსტიკური სექტების გაერთიანებული ცრუსწავლებებით აღჭურვა და მიზნად ქრისტეანობის წინააღმდეგ გალაშქრება დაუსახა. მანესმა სიყმაწვილე მანდაიტთა შორის გაატარა, შემდეგ მიიღო ქრისტეანობა და პრესვიტერიც კი გახდა აჰვაცში; მალე ერეტიკული შეხედულებებისთვის ეკლესიისგან განკვეთეს. იგი ისევ თავის ერთმორწმუნე მანდაიტებთან გაიქცა და მათ შეეკედლა. მანესის, როგორც ვითომდა ახალი რელიგიის დამფუძნებლის, როლიც ამ მომენტიდან იწყება. მანესის რელიგიის მიზანი კი იყო არა მარტო ის, რომ წინააღმდეგობა გაეწია ქრისტეანობისთვის, არამედ გამხდარიყო დიდი რელიგიური და პოლიტიკური არეულობის მიზეზი თვით სპარსეთის სახელმწიფოში.
სპარსეთის მონარქიაში მანესამდე არცთუ დიდი ხნით ადრე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადატრიალება მოხდა: დაემხო პართეველთა ოთხას წლოვანი ბატონობა და აღსდგა სასანიდთა ნაციონალური დინასტია (226 წ. ქრისტეს შობიდან). ამ გადატრიალებამ სპარსეთში ეროვნული გრძობის დიდი აღტყინება, რომელიც, სხვათა შორის, გამოიხატა იუდეველთა სასტიკ დევნაში, ასევე იმის მცდელობაში, რომ პირვანდელი სიწმიდით აღედგინათ ზოროასტრის ნაციონალური რელიგია.
იუდეველებმა, რომლებიც ბლომად სახლობდნენ სპარსეთის მონარქიის ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ბაბილონიაში, და დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდნენ პართეველთა დინასტიის მხრიდან, ძალიან მალე იპოვეს მეთოდი, გული მოელბოთ ახალი სპარსელი მონარქებისთვისაც; უკვე საპორ I (240-
მაგრამ სულ სხვა ვითარება იყო რელიგიურ საკითხში. მონარქები და მოგვთა ნაწილი ზოროასტრის რელიგიის თავდაპირველი სიწმინდით აღდგენაზე ოცნებობდნენ. მოგვთა სხვა ნაწილი და მოსახლეობის უმეტესობა კი იმ დროს სპარსეთში გაბატონებულ ქალდეურ-
სწორედ ეს მშფოთვარე ჟამი გამოიყენა საკმაოდ მოხერხებულად იუდეველობის ბნელმა ძალამ. მისი ხელდასხმული მანესი იქ გამოცხადდა კვერთხით, რომლის ერთი ბოლოთი დაარტყა სპარსეთში ახლად ჩასახულ ქრისტეანობას და შეაჩერა მისი გავრცელება ამ ქვეყანაში, მეორე ბოლოთი კი სპარსთა რელიგიას, რადგან აუცილებელი ერთობის ნაცვლად მან აქ შეიტანა შფოთი და განხეთქილება, რომელიც ოთხი ასწლეულის შემდეგ სპარსეთის მონარქიის სრული დაშლით დასრულდა.
მანესი თავისი სწავლებით გამოცხადდა სპარსი მეფის საპორ I-
უბედურების აცილება მაინც შეუძლებელი შეიქნა: მანესის მრავალრიცხოვანი მოწაფეები უკვე ბეჯითად ავრცელებდნენ მანიქეველობას სპარსეთში, სხვები, თავიანთი მასწავლებლის განკარგულებით, ჩინეთში, ინდოეთში, თურქისტანში, პალესტინაში, ეგვიპტესა და ევროპაში გაეშურნენ ამ იუდაური სენის იქ გასავრცელებლად. საპორ I-
მიუხედავად იმისა, რომ მანესი ეკლესიიდან მოკვეთილი ქრისტეანი იყო და თავის სწავლებაში გაურია დამახინჯებული ქრისტეანობის ელემენტები, მანიქეველობა მაინც უფრო საკუთარი რელიგიის შექმნის მცდელობა იყო, ვიდრე ქრისტეანული მწვალებლობა.
მანიქეველურმა მწვალებლობამ, როგორც ქრისტეანობის წინააღმდეგ მებრძოლი გნოსტიკური სექტების მემკვიდრემ, უფრო ფართო მიზნები დაისახა, ვიდრე ამ უკანასკნელებმა. ეს მიზანი მდგომარეობდა არა მარტო ქრისტეანულ ქადაგებასთან დაპირისპირებაში, არამედ იუდაური ზეგავლენის გავრცელებაში იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ არ შესულიყო ქრისტეანობა. მანესის სწავლება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიჭრა ჩინეთსა და ინოდეთშიც, სადაც, სხვათა შორის, მათ ქადაგებას დიდი წარმატებები არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, მანიქველობა სწრაფად გავრცელდა იმდროინდელი სპარსეთის სახელმწიფოს ვრცელ სამფლობელოსა და რომის იმპერიაში და უამრავი მიმდევარი გაიჩინა.
მანესის დასჯამ ვერ იხსნა სპარსეთი მისი ნაქადაგებით მოტანილი შედეგებისგან. მისმა სწავლებამ მოასწრო აქ ფესვის გადგმა და მანიქეველობა არა მარტო მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობდა სპარსეთში, არამედ დასაბამიც დაუდო პოლიტიკური და რელიგიური ხასიათის სხვა მრავალ სექტას, რომელთაც ისტორიკოსი ტამერი სამართლიანად უწოდებს რევოლუციურ სექტებს.
დიახ, ამ სექტების სწავლებას დაუყოვნებლივ მოაწერდა ხელს ყველა თანამედროვე რევოლუციონერი. აი ასე, მანიქეველთაგან აღმოცენებული და VII საუკუნის სპარსეთში ყველაზე უფრო გავრცელებული მასტეკების სექტა ქადაგებდა საყოველთაო თანასწორობისა და თავისუფლების, ასევე ყველა რელიგიის მოსპობის იდეას. ისინი უარყოფდნენ კერძო საკუთრებასა და ქორწინებას, როგორც რელიგიურ და სახელმწიფოებრივ დაწესებას. ამ ანარქისტულ სექტაში შედიოდა ზეგავლენის მქონე მრავალი დიდგვაროვანი და მაღალი თანამდებობის პირი და ერთი სპარსი მეფეც კი, კერძოდ – კობადი.
რევოლუციური სექტები, რომლებიც სპარსეთში ქადაგებდნენ იმავე იუდაურ იდეებს, რაც ჩვენს თვალწინ ზედიზედ შლის სახელმწიფოებს, სპარსეთი სრულ დაშლამდე და ანარქიამდე მიიყვანა, რამაც გაუადვილა არაბებს მისი დაპყრობა 652 წელს.
რაც შეეხება რომის იმპერიას, მასში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მანიქეველთა სექტამ განსაკუთრებით V საკუნეში მოიდგა ფეხი და, მიუხედავად მკაცრი განკარგულებებისა, რომელთაც ქრისტეანი იმპერატორები მანიქეველთა წინააღმდეგ გასცემდნენ, ისინი, იატაქვეშეთში გადასულნი, სხვადასხვა სახელს ამოფარებულები დროდადრო ისევ გამოჩნდებობდნენ ხოლმე ასპარეზზე.
ახლა ორიოდე სიტყვა თვით მანიქეველთა სწავლების შესახებ, რომელმაც გნოსტიკურ ცრუსწავლებებთან ერთად შეაღწია გვიანდელ საიდუმლო ორგანიზაციებში, სხვათა შორის, მასონობასა და მარტინიზმშიც. მანიქეველური ერესი, როგორც ვნახეთ, ძირითადად განკუთვნილი იყო სპარსეთის მონარქიისა და რომის იმპერიისთვის. შედეგად, მანიქეველებს ბრძოლა უწევდათ ორ რელიგიურ მიმართულებას -
ამ ორ მოწინააღმდეგესთან – ქრისტეანობასა და მიტრას კულტის სპარსულ დუალიზმთან ბრძოლისას, -
მათ მიუერთდნენ გნოსტიკოსებიც, რომლებმაც მანიქეველთა სწავლებაში აღმოაჩინეს მათთვის ცნობილი კაბალისტური იდეები. მანიქეველთა სწავლებაში ჩვენ ვხვდებით იმავე ძირითად იდეებს, რაც ახასიათებდათ კაბალისტებსა და გნოსტიკოსებს. მანიქეველობაში ეს იდეები, კერძოდ – დუალიზმი, ანუ ღვთაების ორობითობა და პანთეიზმი, ანუ მრავალღმერთობა, უფრო მკაფიოდ იყო გამოხატული.
მანიქეველები ასწავლიდნენ ორი საწყისის შესახებ. მათი სწავლების მიხედვით, არსებობდა ორი უზენაესი არსება -
ორივე უზენაესი არსება, როგორც კეთილი, ასევე ბოროტი, გამოყოფს ღვთაებრივ ძალებს (რასაც გნოსტიკოსები, როგორც ვიცით, ეონებს, კაბალისტები კი სეფიროტებს უწოდებოდნენ). ნათლის სამეფოს ერთ-
პირველყოფილი ადამიანი-
ქრისტეს ნაწილს, რომელიც შთანთქა მატერიამ და გახდა სამყაროს დედა, ხშირად მოიხსენიებენ სახლით “ტანჯული იესუ” და ის მოთავსებულია მზეში, წარმართული მიტრას მსგავსად. მატერიის ტყვეობაში მყოფი თავისი ტანჯული მეორე ნაწილის გამოსახსნელად “უვნებო იესუ” ორჯერ ჩამოდის დედამიწაზე, პირველად – გველის სახით და ასწავლის ადამიანს გასინჯოს შემეცნების ხის ნაყოფი, მეორედ კი ადამიან-
მოციქულები, როგორც ადამიანები, რომლებშიც მატერია ძლევს სულს, ამახინჯებენ მაცხოვრის სწავლებას. ქრისტე, რომელმაც წინასწარ განჭვრიტა ეს ყოველივე, ჰპირდება მათ თავისი ამაღლების შემდეგ ნუგეშისმცემელი სულის მოვლინებას მანესის სახით, რომელიც უკვე აუწყებს მთელ კაცობრიობას ჭეშმარიტ ცოდნას, იესუს სული კი ისევ შეუერთდება მზეს, სადაც უნდა გადასახლდნენ მრავალგზისი რეინკარნაციითა და მთვარესა და ვარსკვლავებზე ყოფნით განწმენდილი რჩეულთა სულები.
სამყაროს სულის, ანუ “ნათლის ღმერთის” ნაწილაკები, მანიქეველთა სწავლებით, არის არა მარტო ადამიანში, არამედ ცხოველებშიც, მცენარეებშიც და, საერთოდ, მთელს ბუნებაში. ამ წმინდად პანთეისტურ თეორიას არაეთხელ მიუყვანია მანიქეველები სრულ უაზრობამდე პრაქტიკაში. ასე, მაგალითად, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მკვდარ ბუნებას, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს სამყაროს სულს, ცოცხალ არსებებათა მსგავსად, აქვს ტაჯვისა და ტკივილის შეგრძნება, ამიტომაც მრავალი მანიქეველი დანაშაულად მიიჩნევდა მცენარეების მოწყვეტას, ნაყოფის კრეფას, მის დაჭრას და ა. შ. მაგრამ, რადგან, მეორე მხრივ, უწმინდური და ბოროტი მათი მატერია საჭმელ-
მანიქეველები გმობდნენ მიწათმოქმედებას, რადგან ის, მათი აზრით, უთვალავ ტკივილს აყენებდა მიწას. გმობდნენ ქორწინებას და შვილიერებას, რადგან ეს ხელს უწყობდა სულის მატერიის ტყვეობაში ყოფნას, თუმცა დასაშვებად მიიჩნევდნენ ამავე საფუძველზე ზნეობრივ გარყვნილებას ისეთი ზომით, რომელიც შეძლებისამებრ გამორიცხავდა შთამომავლობის ყოლას.
მანიქეველთა სექტა, მასონობის მსგავსად, იყო საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც, მასონობისგან განსხვავებით, ჰქონდა განდობის მხოლოდ სამი საფეხური: მორწმუნეები, რჩეულები და სრულყოფილები. რამდენად ძნელი იყო ბოლო ორი, უმაღლესი საფეხურის მიღწევა, ცხადი ხდება იქიდან, რომ ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ქრისტეანობისკენ მოქცევამდე მანიქეველთა სექტის წევრი იყო და მთელ ცხრა წელიწადს მათთან ერთად ცხოვრობდა, პირველ, “მორწმუნეთა” საფეხურს ვერ გასცდა.
ნეტარი ავგუსტინეს მოწმობით, განდობილებს უპირველეს ყოვლისა, სთხოვდნენ საიდუმლოს უმკაცრეს დაცვას: “ჟურა, реრჯურა, სეცრეტუმ рრоდеრе ნოლე” (დაიფიცე, გატეხე ფიცი, მაგრამ არ გასცე საიდუმლო) (Блаж. Августин, De Manichaeis).
ნეტარი ავგუსტინე მოწმობს მანიქეველთა სისასტიკეზე ყველა მათ მიმართ, ვინც არ მიეკუთვნება მათ სექტას: “არავის, თუ ის მანიქეველი არ არის, არ მიაწოდო პური და წყალი” (იქვე). მანიქეველთა სოციალისტურ და ანარქისტულ იდეებზე, რომლებიც შემდეგ მათგან მემკვიდრეობით გადავიდა სხვა საიდუმლო ორგანიზაციებში, წმ. ავგუსტინე ასე ლაპარაკობს: “Мagistratus civiles et politicos danmadant. ut juae a Deo malo conditae et constitutae sunt” (“საერო და პოლიტიკურ ხელისუფლებას წყევლიდნენ, როგორ “ბოროტი ღმერთის” დაწესებას) და შემდეგ: “Nec domos, nес agros, nес ресumіаn ullam possidendum” (“არ უნდა იყო არც სახლების, არც მიწის და არც ფულის მფლობელი").
ჩვენ ვხედავთ თუ რაოდენ მოხერხებულად შეართეს მანიქეველებმა თავიანთ სწავლებაში იდეები, რომლებიც მიმართულია ქრისტეანული რელიგიის, სახელმწიფოს, ოჯახის და საზოგადოებრივ დაწესებათა წინააღმდეგ. ერთ ღმერთს – სამყაროს შემოქმედს, მათ დაუპირისპირეს დუალისტური ღმერთი თავისი ღვთაებრივი ძალებით, ანუ გამოყოფებით, რომლებიც შედგება ნათლისა და წყვდიადისგან, სიკეთისა და ბოროტებისგან, სულისა და მატერიისგან, რაც იგივე სპარსული დუალიზმი და იუდაური კაბალაა. მათ გააღმერთეს ჭეშმარიტი ღმერთის ქმნილება – ცოდვილი ადამიანი, პირუტყვი, უსულო ქვები, ერთი სიტყვით, მთელი ბუნება, რომელიც თითქოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და თანასწორად ღვთაებრივი საწყისისგან წარმოიშვა (პანთეიზმი).
მათ მატერია აღიარეს ბოროტ “ღმერთად”, სულს, ანუ თავიანთ “კეთილ ღმერთს” კი რა უქნეს? როგორც ნათლის წყარო, ის მოათავსეს მზეში. მაგრამ მზე ჩვენთვის არის არა სულიერი ნათლის, არამედ მატერიალური სინათლის წყარო. აქედან, ხომ არ არის მანიქეველთა სული, ანუ “კეთილი ღმერთი” იგივე მატერია, ოღონდ უფრო უხეში, სულისთვის უხილავი და შეუგრძნობი? ამგვარი განმარტება მოვისმინეთ არცთუ დიდი ხნის წინათ ვინმე ლემანის (ფსევდონიმი “ასტარტა”) ლექციებზე ოკულტურ მეცნიერებათა შესახებ. ამ უნიჭო ლექტორმა, სხვათა შორის, გამოთქვა აზრი, თუმცა ამ აზრამდეც საკუთარი ჭკუით არ მისულა: “სამყაროს სული -
დაბოლოს, მატერიის გაღმერთებასთან ერთად მანიქეველები, გნოსტიკოსების მსგავსად ქრისტეანთა მისაზიდად, იყენებენ კადნიერად და სასტიკად დამახინჯებულ დოგმატს ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ. ასე, მაგალითად, მათი სწავლებით, უფალი იესუ ქრისტე სიცოცხლეს აძლევს მატერიას და თვითონვე ხდება სამყაროს სული, რომელიც ეშმაკმა შექმნა ამავე დროს, ქრისტე მკრეხელურად არის შედარებული მაცთურ გველთან, რომელმაც პირველ ადამიანს ურჩია, ეჭამა შემეცნების ხის ნაყოფი.
უღმერთობასთან ერთად, რომელიც შემოსილია ბუნდოვანი და მისტიკური ფორმებით, სოციალისტური და ანარქისტული იდეები, როგორც დავინახეთ, არის მანიქეველთა სწავლების საფუძველი. მანიქეველურმა მწვალებლობამ, რომლის ზეგავლენისგან საკუთარი ხალხების დაცვას ამაოდ ცდილობდნენ სპარსი მონარქები და რომაელი იმპერატორები, რომელსაც მკაცრად ამხილებდნენ ეკლესიის მამები, შუა საუკუნეების დასაწყისში წარმატებით გადაიტანა ყველა გრანდიოზული პოლიტიკური გადატრიალება.
ბარბაროსთა შემოსევით დაეცა დასავლეთ რომის იმპერია, არაბების მახვილმა შემუსრა სპარსთა მონარქია, მანიქეველობა კი, რომელსაც რაღაც უხილავი, მაგრამ მეტად მზრუნველი ძალა მფარველობდა, როგორც ფენიქსი ფერფლისგან, აღმოსავლეთში აღორძინდა ისლამის იუდაისტურ სექტებში, დასავლეთში კი სხვადასხვა სახელწოდების საიდუმლო საზოგადოებებში, დაწყებული ბოგომილებიდან, ალბიგოელებიდან და ტამპლიერებიდან, თანამედროვე ხლისტებით, ბაპტისტებით, ფრანკმასონებით და მარტინისტებით, ოკულტისტებით და თეოსოფებით დამთავრებული, რომლებიც ჩვენს დროშიც აგრძელებენ თავიანთი დამანგრეველი, ანარქისტული და უღმერთო სწავლების ქადაგებას.