უსჯულოების საიდუმლო - კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები 1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ნ. ლ. ბუტმი

კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები
საიდუმლო საზოგადოებები


შესავალი


არსებული საიდუმლო ორგანიზაციებიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე გავრცელებული და იდუმალებით მოცული ორგანიზაციაა ფრანკმასონობა.

უკვე 200 წელზე მეტია, ეს საზოგადოება არსებობს. მისი წარმომავლობისა და არსის შესახებ თითქმის ყველა ენაზე არსებობს უზარმაზარი ლიტერატურა, მიუხედავად ამისა, მასონობის საიდუმლო ხელმძღვანელებმა ისე გააბუნდოვანეს ეს საკითხი, რომ მრავალი, - ერთი შეხედვით კეთილსინდისიერი მკვლევარი Dდღემდე გარკვეულა ამ საიდუმლო საზოგადოების წარმომავლობასა და მიზანში.

მწერალთაგან ერთნი მასონობის შექმნას ინგლისელი ერის მზაკვრობას მიაწერენ; სხვები მის საწყისს გერმანიაში ეძებენ; მესამენი მასონებს ტამპლიერთა ორდენის შთამომავლებად მიიჩნევენ; მეოთხენი ფიქრობენ, რომ ის წარმოიშვა სამშენებლო კავშირებისგან, რომლებმაც თანდათანობით დაკარგეს პირვანდელი სამშენებლო ფუნქციები და დანიშნულებები; მეხუთენი მის სათავეს ძველ ეგვიპტურ მისტერიებში ხედავენ და ა. შ. დიდი აზრთა სხვადასხვაობაა მასონობის არსთან დაკავშირებითაც. ყველაზე ხშირად მას მიიჩნევენ ფილოსოფიურ-სამეცნიერო და საქველმოქმედო ხასიათის საზოგადოებად.

მაგრამ არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს: ვერც ფრანკმასონობის “დიდმა საიდუმლომ”, რომელსაც ესოდენი მონდომებით იცავდნენ მისი ხელმძღვანელები, აიცილა ყველა კაცობრივ წამოწყებათაA და ღონისძიებათაA საერთო ხვედრი. საიდუმლო საზოგადოებების ფრანგმა მკვლევარებმა საკითხის გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ შეძლეს, ეპოვათ სწორი გზა ამ დახლართული საკითხის გადასაწყვეტად. ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მასონობა უნდა განიხილებოდეს არა როგორც თვითმყოფადი, დამოუკიდებელი მოვლენა, რომელიც წარმოიშვა ინგლისში 200 წლის წინათ, არამედ როგორც ერთ-ერთი რგოლი იმ საიდუმლო საზოგადოებების ჯაჭვისა, საუკუნეებზე რომ გადაჭიმულა.

მას შემდეგ, რაც ეს გზა აირჩიეს, ფრანგი ანტიმასონები შეუდგნენ სხვადასხვა ეპოქის საიდუმლო საზოგადოებების სახელწოდებებისა და ისტორიის შესწავლას. მათ ერთმანეთს შეადარეს Dდღემდე არსებული ამგვარი გაერთიანებების წარმოქმნის წინაპირობები, მათი, სწავლება, წეს-ჩვეულებები თუ საქმიანობა და ასეთ დასკვნამდე მივიდნენ:

1) ქრისტეანული ეპოქის საიდუმლო ორგანიზაციათა უმეტესობა აღმოცენდა იუდეველთა ფარული ან აშკარა ზეგავლენით.

2) ქრისტეანული ეპოქის საიდუმლო ორგანიზაციათა ყველა სწავლება მეტ-ნაკლებად იუდაისტურ კაბალას ეფუძნება.

3) ქრისტეანული ეპოქის საიდუმლო ორგანიზაციები მიისწრაფვიან, გახრწნან და დაშალონ რელიგიური, ოჯახური, შემდეგ კი სახელმწიფო წყობა იმ ხალხებისა, რომელთა შორისაც ისინი აღმოცენდა.

4) საიდუმლო საზოგადოებათა ამ გამანადგურებელი საქმიანობის მიზანი იყო და არის სხვა ხალხების დამორჩილება იუდეველობის ჯერ სულიერი ხელმძღვანელობისადმი, შემდეგ კი სახელმწიფო ბატონობისადმი.

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ქმედითმა და განსწავლულმა ფრანგმა ანტიმასონმა, რომლის ფსევდონიმი იყო ლუი დასტე, 1912 წელს გამოსცა მცირე ბროშურა სათაურით: “საიდუმლო საზოგადოებები და იუდეველები” («Lეს შосіეტეს სეცრეტეს еტ ლеს ჟუიფს»). ამ ბროშურაში, რომელიც ქრისტეანული ეპოქის საიდუმლო საზოგადოებათA წარმოშობისა და არსის მოკლე ნარკვევია, ავტორი დამაჯერებლად ამტკიცებს იმ ძირითად აზრს, რომ იუდეველებს, რომლებიც ქრისტეანული ეპოქის საიდუმლო საზოგადოებების დაფუძნების ინიციატორები არიან, მიზნად აქვთ დასახული, დაშალონ სხვა ხალხთა რელიგიური, სახელმწიფო და ეროვნული ორგანიზაციები.

რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ხალხისთვის, რომელიც უფრთხილდება თავის რელიგიას, სახელმწიფოებრიობასა და თვითმყოფადობას, მეტად სასიცოცხლო მნიშნველობა აქვს სწორი და მართებული ცნობების მიწოდებას საიდუმლო საზოგადოებების შესახებ, ჩვენც, ლუი დასტეს კვალად, მივედით იმ აზრამდე, რომ რუს ხალხს უნდა მივაწოდოთ (ჩვენ კი ამ ნაშრომის თარგმნით იგივე ინფორმაციას ვაწვდით ქართველ ხალხს - მთარგმნ.) ქრისტეანული ეპოქის საიდუმლო საზოგადოებებისა და ზოგიერთი მწვალებლობის (ერესის) გაჩენის ჩვენეული მიმოხილვა მათი იუდაური წარმომავლობის თვალსაზრისით.

თუმცა, ჩვენი პატივსაცემი ფრანგი თანამოაზრის ძირითადი იდეით ვხელმძღვანელობდით, ამავე დროს, ხსენებულ ბროშურასთან შედარებით ჩვენ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ გამოკვლევის ჩარჩოები. კერძოდ:

1) ქრისტეანული ეპოქის საიდუმლო საზოგადოებათა მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის სურათი რომ აღგვეწერა, ამისთვის ჯერ იუდაისტური კაბალის მოკლე აღწერა შემოგთავაზეთ; შემდეგ გადავდივართ გნოსტიკოსთა (ქრისტეანობის პირველი საუკუნეები) მწვალებლობაზე და ჩვენი გამოკვლევა თანდათანობით მიგვყავს თანამედროვე ფრანკმასონობის წარმოშობამდე (XVIIIს. დასაწყისი), თანაც შევეცადეთ, შეძლებისამებრ, არ გამოგვეტოვებინა ამ საუკუნეთა განმავლობაში არსებული არც ერთი საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც თავის სწავლა-მოძღვრებაში იკვებებოდა გნოზისითა და კაბალით.

2) ჩვენს გამოკვლევაში ხსენებული იუდაური საიდუმლო ორგანიზაციებიდან მრავალი ან საერთოდ არ გვხვდება ფრანგი ანტიმასონების გამოკვლევებში, ან კიდევ გაკვრით არის ნახსენები. მაშინ, როდესაც ამ ნაკლებად ცნობილი საიდუმლო ორგანიზაციებზე მითითებით სრულიად ნათლად ჩანს არა მხოლოდ იდეური, არამედ ისტორიული კავშირი ფრანკმასონურ და ქრისტეანობის პირველი საუკუნეების იუდაისტურ საიდუმლო საზოგადოებებს შორის.

3) გარდა ამისა, გამოვარკვიეთ იუდეველთა როლი საიდუმლო საზოგადოებების ჩამოყალიბებასა და აღორძინების ეპოქის მომზადებაში, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, კათოლიკურ ეკლესიაში დიდი განხეთქილების, ანუ ე. წ. რეფორმაციის მომზადებისა და განხორციელების საქმეში.

მიუხედავად ამისა, როდესაც მწვალებლობათა და ქრისტეანული ეპოქის საიდუმლო საზოგადოებების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიის მიმოხილვას ვიწყებთ, ვჩქარობთ, დავძინოთ, რომ მიზნად არ დაგვისახავს, მკითხველისთვის წარგვედგინა ამ მწვალებლობათაA და საზოგადოებათა ისტორიის ყოვლისმომცველი გამოკვლევა. ჩვენი ამოცანა უფრო მარტივია და შეზღუდული, კერძოდ, ის, რომ, შეძლებისამებრ დავამტკიცოთ:

1) ქრისტეანული ეპოქის საიდუმლო ორგანიზაციები აღმოცენდნენ იუდეველთა ზეგავლენით და წარმოადგენენ მათი მიზნების მისაღწევ საშუალებებს;

2) ფრანკმასონობა და მისი მსგავსი თანამედროვე საიდუმლო საზოგადოებები წარმოადგენენ მხოლოდ ბოლო რგოლებს საიდუმლო იუდაისტური ორგანიზაციების ჯაჭვისა, რომელიც მთელ ქრისტეანულ ეპოქაზე უწყვეტად არის გადაჭიმული.

ნაშრომის ბოლოში მოთავსებულია იმ წყაროთა სია, რომლითაც ვსარგებლობდით ჩვენი გამოკვლევისთვის. მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ იმას, რომ მათ შორის გვხვდება არა მარტო ანტიმასონებისა და ანტისემიტების ნაშრომები, არამედ სრულიად ობიექტური ისტორიული გამოკვლევები, ასევე მასონ და იუდეველ მწერალთა თხზულებები და სწორედ ამ უკანასკნელთა ნაშრომებიდან ავიღეთ მეტად საჭირო და ფასეული ცნობები.


1. კაბალა

ცხრამეტი საუკუნეა, სხვადასხვა ერესი (მწვალებლობები - მთარგმნ.) და საიდუმლო ორგანიზაციები ძირს უთხრიან ქრისტეანობას და ქრისტეანულ ცივილიზაციას. ამ მწვალებლობათა და საიდუმლო საზოგადოებათა სწავლებები ამა თუ იმ დოზით იუდაისტურ კაბალას ეფუძნება.

რათა ზედაპირული წარმოდგენა მაინც გვქონდეს იმაზე თუ რა არის კაბალა, აუცილებელია, ორიოდე სიტყვა ითქვას ძველი, წარმართული დროის, უმთავრესად, ეგვიპტის, აშურ-ბაბილონისა და სპარსეთის საიდუმლო საზოგადობებებზე. ისინი არსებობდა წარმართულ რელიგიათა შუაგულში; ამ საზოგადოების წევრები იყვნენ მხოლოდ კულტის მსახურები, ქურუმები, რომლებიც თავიანთი ტაძრების სიმყუდროვეში, იდუმალების საფარველქვეშ, იღვწოდნენ ბუნების კანონზომიერებათა შესწავლისა და აღმოჩენისთვის, ცდილობდნენ სამყაროს საიდუმლოებათა ამოცნობას; სურდათ სწორად გაეგოთ უზენაესი არსების ცნება, ადამიანის დანიშნულება და მიზანი და სხვა.

საიდუმლო საზოგადოებათა ქურუმებს ჰქონდათ განდობილთაA რამდენიმე ხარისხი, ხელდასასხმელ კანდიდატებს კი სასაცილო მასონურ რიტუალთა ნაცვლად ისეთი საშინელი გამოცდების გავლა უწევდათ, რომ მხოლოდ რკინის ნებისა და შეურყეველი გამბედაობის მქონე ადამიანებს თუ ძალუძდათ, მიეღწიათ განდობილთა უმაღლესი ხარისხებისთვის (ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, ეხება ეგვიპტურ მისტერიებს).

ამგვარად შექმნილ ფილოსოფიურ-რელიგიური ხასიათის საიდუმლო სკოლებში, ქურუმები, იყვნენ სამეცნიერო და რელიგიურ ჭეშმარტებათა ერთადერთი მფლობელები. ისინი იქცნენ ძლევამოსილ შუამავლებად ერსა და მრავალრიცხოვან წარმართულ ღვთაებებს შორის. ამით აიხსნება ის უზარმაზარი ზეგავლენა, რომლითაც სარგებლობდა ქურუმთა კასტა არა მარტო ხალხზე, არამედ ხელისუფლებაზეც.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დასაწყისში ქურუმები საკუთარ მეცნიერულ და რელიგიურ საქმიანობას, რასაც ყოველთვის თან სდევდა ეჭვები და შეცდომები, ერთი მხრივ, საიდუმლოდ ინახავდნენ იმ სახელმწიფოებრივი მოსაზრებით, რომ ერს სჭირდება რელიგია, თუნდაც არასრულყოფილი, მაგრამ სრულიად განსაზღვრული და მისაწვდომი მისი ცნობიერებისთვის. მაგრამ მეორე მხრივ ქურუმთა საიდუმლო რელიგიური სწავლებებიც - რომლებიც, როგორც ფიქრობენ, ატარებდა პანთეისტურ ხასიათს, ანუ უზენაესი ღვთაება გაიგივებული იყო ბუნებასთან, - თავიდან არ შეიცავდა სულიერ საწყისებს, რაც შესაძლოა ყოფილიყო ზნეობრივ განწესებათა და მოთხოვნათა საფუძველი.

აი, როგორ ახასიათებს ა ს. შმაკოვი წარმართულ რელიგიათა საიდუმლო სწავლებებს:

“აზიურ (ასევე ეგვიპტურ და ბერძნულ-რომაულ) მისტერიათა უღრმესი იდუმალება და ფუნდამენტური პრინციპი მდგომარეობს ბუნების გაღმერთებაში, რომელიც ერთდროულად მოიცავს შემოქმედის ძალასა და ყოველ ქმნილებას”. ამ თვითშემოქმედი ბუნების სიმბოლო იყო “უზენაესი, საკუთარი თავის გამანაყოფიერებელი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორსქესა ღვთაება”, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განიხილებოდა ან როგორც ჰერმაფროდიტი, ან როგორც წყვილად გაყოფილი ღმერთი: ანა და ანატი, ბელი და ბელიტი, ადონ-ადონიმ და ბაალეთი - ბიზანტიაში ბაალი ანუ მოლოქი და მისგან განუყოფელი აშერა ანუ აშტაროტი - ფინიკიელებთან და ებრაელებთან, ოსირის-ისიდა -ეგვიპტელებში, ხოლო ბერძნებსა და რომაელებში “წვერებიანი, ზოგჯერ შავი და შეიარაღებული ვენერა” (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», с.141) და ა. შ.

ამ სწავლებებს, სიცრუესთAნ, პირმოთნეობასთან და ტყუილთAნ ერთად, რომელიც საფუძვლად უდევს ყოველგვარ საიდუმლო საზოგადოებას, გამოჰქონდა ნაყოფი, რომლითაც წამლავდნენ, უპირველესად ყოვლისა, იმათ, ვინც მათ ზრდიდა. ეცემოდა ქურუმთა ზნეობრიობა, დავიწყებას ეძლეოდა მაღალი პირველდაწყებითი ამოცანები და მათ ყოვლისშემძლე ხელში სახალხო რელიგიები იქცეოდა გარყვნილებისა და სისასტიკის სკოლად, სადაც მეფობდა რიტუალური პროსტიტუცია და სისხლიანი ადამიანთა მსხვერპლშეწირვები (ამ უკანასკნელმა ფეხი ყველგან ვერ მოიკიდა - ეგვიპტეში, მაგალითად, ადამიანის მსხვერპლშეწირვა არ არსებობდა).

თავიანთ კოლეგიებში სამეცნიერო გზებით სამყაროს აგებულების საიდუმლოებებში შეღწევას რომ ესწრაფოდნენ, ვერცხლისმოყვარეობისა და ძალაუფლების მოპოვების ვნებებით შეპყრობილი ქურუმები, ამავე დროს, ხალხთა მასებში ყოველმხრივ ნერგავდნენ და აქეზებდნენ უხეშ ცრუმორწმუნეობას, თამაშობდნენ მკითხავთა და მჩხიბავთა, წინასწარმეტყველთა, შემლოცველთა და გრძნეულთა როლს, თანაც - რელიგიურ ნიადაგზე, რის გამოც ზებუნებრივი ძალებისა და ცოდნის მფლობელებად წარმოჩინდებოდნენ როგორც უბრალო ხალხის, ასევე სახელმწიფოს მმართველთა თვალში.

ძველაღთქმისეული ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში ისრაელისა და იუდეის ბრძენკაცები ჯერ ქალდეის მიწა-წყალზე, შემდეგ ეგვიპტეში და მოგვიანებით ბაბილონის ტყვეობის პერიოდში, ასევე კიროს სპარსელის ზეობის ეპოქაში, არა მარტო მოწმენი იყვნენ სახელმწიფოს მმართველ წრეებზე ქურუმთა ძლევამოსილი ზეგავლენისა, საზოგადოებრივ და კერძო საკითხებში, არამედ, უეჭველად, თვითონაც ეზიარნენ იმ საიდუმლო სწავლებებს, რომლებსაც ქურუმები ქადაგებდნენ თავიანთ საიდუმლო ორგანიზაციებში.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ ამ საიდუმლო ორგანიზაციებში ზოგჯერ იღებდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და უცხოტომელთა წარმომადგენლებსაც. ამიტომაც არაფერია გასაკვირი, რომ ამ საიდუმლო სკოლებში შეღწევა შეეძლოთ ისრაელის შვილებსაც.

მასონი ისტორიკოსი კლაველი იუდეველი იოსებ ფლავიოსზე დაყრდნობით ამტკიცებდა, თითქოსდა მოსე განდობილი იყო ეგვიპტელ ქურუმთა საიდუმლო სიბრძნეს და, როდესაც ეგვიპტიდან გაიყვანა ისრაელი, მან აარონსა და ზოგიერთ ღირსეულ თანატომელს გადასცა ის ცოდნა, რომელიც ქურუმთა საიდუმლო კოლეგიებში მიიღო (Clavel, "Histori pittoresque de la Rranc-Maconnerie").

შემდეგ: საიდუმლო საზოგადოებათა მკვლევარი ლუი დასტე მიუთითებს, რომ ბაბილონის ტყვეობის დროს ზოგიერთ დიდგვაროვანს და წარჩინებულს იუდეველი მეფის განკარგულებით იღებდნენ ბაბილონელ ქურუმთა წმინდა კოლეგიებში, რაც სრულიად დასტურდება ბიბლიით (დანიელი 1:3,4).

თავისუფლად შესაძლებელია, რომ სწავლული ქურუმები მხოლოდ ნაწილობრივ ანდობდნენ თავიანთ საიდუმლოს იუდას ცნობისმოყვარე შვილებს და ამ უკანასკნელთ არ შეეძლოთ, ეტვირთათ ქურუმთა კოლეგიების მთელი სამეცნიერო ღირსებანი. მაგრამ უეჭველია, რომ იუდეველებმა არა მარტო მრავალი რამ შეითვისეს ქალდეის, ეგვიპტის, ბაბილონისა და სპარსეთის საიდუმლო სწავლებებიდან, არამედ იმ განუსაზღვრელი ძალაუფლებით ცთუნებულებმა, რომელსაც თავიანთი საიდუმლო ორგანიზაციების წყალობით ფლობდნენ ქურუმები, განიზრახეს, თავიანთი ტომის რჩეულთაგან თვითონაც შეექმნათ ანალოგიური საიდუმლო ორგანიზაცია და, ლუი დანტეს მოწმობით, ბაბილონის ტყვეობის დროს (Louis Daste, "Les Sociotes secretes et les Juifs") შექმნეს კიდეც.

ეს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელსაც მასონთა ისტორიკოსი კლავალი კაბალისტთ სექტას უწოდებს, დღემდე არსებობს და ქრისტეანობის აღმოცენების დროიდან საფუძველს უდებს ქრისტეან ხალხთა სახელმწიფოებრივი და რელიგიური საფუძვლების ძირგამომთხრელ ათასგვარ მწვალებლობასა და საიდუმლო ორგანიზაციებს.

ამ სექტის საიდუმლო სწავლებას კაბალა ეწოდება, რაც ნიშნავს “გადმოცემას”, ასევე “ცოდნას”, ან, უფრო უკეთესი იქნება, ვთქვათ, “გადმოცემას უზენაესი ცოდნის შესახებ” (Rudolf Fald. "Babel, Bibel und Jao". Berlin. S. W. 12. Hugo Steinitz Verlag. 1903). თვით იუდეველები თავიანთ კაბალას მიაწერენ ღვთაებრივ წარმომავლობას და ამტკიცებენ, რომ ის თვით იეჰოვამ ანგელოზთა მეშვეობით გადასცა ჯერ ადამს, შემდეგ კი სემს, ისააკს, მოსესა და მეფე დავითს.

იუდეველები ასევე ამტკიცებენ, თითქოსდა კაბალა სხვა არაფერია თუ არა წმ. წერილის განმარტება, რომელიც თურმე კაბალის გარეშე სრულიად გაუგებარია, რადგან ის (ანუ წმ. წერილი - მთარგმნ.) ძირითადად ალეგორიებისგან შედგება. თანაც იეჰოვამ თითქოსდა მკაცრად აკრძალა კაბალის წერილობითი სახით გადმოცემა იმის შიშით, რომ ეს უზენაესი ცოდნა არ მოხვედრილიყო უღირსთა ხელში, ამიტომაც, მისი ბრძანებით, ის ზეპირი სახით გადაეცემოდა მხოლოდ რამდენიმე რჩეულს.

მაგრამ, ვიდრე ტიტუსი ქრისტეს შობიდან 70-ე წელს, იერუსალემის ტაძარს მეორედ დაანგრევდა, იეჰოვას, რაკი ნახა როგორ ივიწყებენ იუდეველები უზენაეს ცოდნას, რაბინ სიმეონ იოაჰიდს კაბალის ჩაწერა დაუვალებია, რაც ამ უკანასკნელს შეუსრულებია და დაუწერია ცნობილი წიგნი “ზოჰარ” (კაბალის ძირითადი ნაწილი), რომელიც შემდგომ, ასევე ღმრთის ბრძანებით, სხვა იუდეველ ბრძენკაცებს (მწიგნობრებს, ფარისევლებსა და სხვა კაბალისტებს) მნიშვნელოვნად შეუვსიათ და განუვითარებიათ (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», глава о Каббале).

აი, ის ეშმაკურად მოქსოვილი ზღაპარი, რომლის მეშვეობითაც საიდუმლო იუდაურ მთავრობას ხელში უჭირავს იუდეველი ხალხის მთელი მასა.

რაც შეეხება იმ განვითარებულ ქრისტეანებს, რომლებიც XV საუკუნიდან გაიტაცა კაბალამ (პიკო და მერანდოლლა, რეიხლინი და საერთოდ ჰუმანისტები, მოგვიანებით კი რობერტ ფულდტი, ლეიბნიცი და სხვები), ეს გატაცება იმით აიხსნება, რომ კაბალა მათ თვალში ძველი მსოფლიო ცივილიზაციების სულიერ საგანძურს წარმოადგენდა.

ვერ ვიტყვით თუ რა ზომით მცდარი შეიძლება იყოს ეს შეხედულება, მაგრამ იმ მწერლებზე დაყრდნობით, ვინც კაბალას სწავლობდა (Адольф Франк, А.С. Шмаков, Гужено де Муссо и другие), ვვარაუდობთ, რომ იუდაური კაბალა არის მეცნიერულ შეხედულებათა, ასტრონომიული გაანგარიშებებისა და რელიგიურ-ფილოსოფიური ცრურწმენებისა და მაგიური, ანუ ჯადოქრული ბოდვების კრებული, რომლებიც იუდეველებმა წარმართული საიდუმლო სწავლებებიდან ისესხეს და რომლებიც დროთაA განმავლობაში დაამახინჯეს, შემდეგ კი გადააკეთეს და მიუსადაგეს საკუთარ რელიგიას და ისტორიას თავიანთი ცნობილი, ანგარებითი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

მაგიური კაბალა. კაბალაში განსაკუთრებით არის გამოვლენილი განდიდების მანია, რომელიც ესოდენ დამახასიათებელია რჩეული ტომისთვის და რომელიც აქ სრულ სიგიჟემდე დაიყვანება. ასე, მაგალითად, კაბალაში ნათქვამია, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა ებრაული ანბანის მისტიკური გეგმის მიხედვით და ქმნილებათა ჰარმონია წააგავს ებრაული ანბანის ჰარმონიას, რომლითაც სარგებლობდა იეჰოვა, რათაAზემოთაც დაეწერა სიცოცხლის წიგნი (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», с.139).

ასეთ ველურ სისულელეს იუდეველები, ცხადია, წარმართ ბრძEნკაცთაგან ვერ ისწავლიდნენ. ეს მონაჩმახი, სავარაუდოდ, ეფუძნება იმას, რომ პირველ ანბანებში სიტყვებისა და ასოების გამოსახულებები აღებული იყო ხილული სამყაროდან. იუდეველებმა კი აქედან ისე გამოიყვანეს, თითქოს ანბანი კი არ ყოფილა ჩამოყალიბებული ხილული ფორმების მიბაძვით, არამედ სამყარო ყოფილა შექმნილი ანბანის, თანაც მხოლოდ ებრაულის მიხედვით.

გარდა ამისა, კაბალა ამტკიცებს, რომ იეჰოვა საკუთარი სახელის ასოების გადაადგილების გზით ანიჭებს მას 72 სხვადასხვა აზრსა და მნიშვნელობას და ამით ბრძანებებს აძლევს ანგელოზებს, რომლებიც ამავე გზით განაგებენ ზეციურ მნათობთ, ამ უკანასკნელთაგან კი ანგელოზთა ბრძანებანი მოეფინება დედამიწას, რითაც წარიმართება ადამიანთა ბედ-იღბალი. ამიტომაც ებრაული ანბანის ასოები, ზოგადად, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც შეადგენენ სახელს “იეჰოვა”, განსაკუთრებულ მაგიურ ძალას ფლობენ. იეჰოვას ან ანგელოზთა სახელების შემადგენელი ასოების სხვადასხვა კომბინაციებით, ასევე წმინდა სიმბოლური რიცხვებით, კაბალას საიდუმლოებებში განდობილ ადამიანებს შეუძლიათ, ზეგავლენა მოახდინონ ზეციურ მნათობებზე და ანგელოზებზეც კი, მათი მეშვეობით კი თვით ადამიანთა ბედ-იღბალზეც, ასევე შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ მომავალი და ჩაიდინონ სასწაულები.

აქ უკვე იწყება ჯადოქრობისა და ასტროლოგიის სფერო. კაბალის ეს ნაწილი აღებულია ძველ წარმართების, საბეისტებისგან, რომლებიც ქამის შთამომავლები იყვნენ. ისინი ცხოვრობდნენ ქალდეაში და ვარსკვლავთმრიცხველობითა და ციურ მნათობთადმი თაყვანისცემით იყვნენ ცნობილნი. საბეისტები ვარსკვლავებს სულიერ არსებებად მიიჩნევდნენ. ამ რწმენის თანახმად კაბალა ასწავლის, რომ თითოეულ ვარსკვლავს აქვს საკუთარი სული ან ანგელოზი; რომ ყოველი ადამიანი იბადება რომელიღაც ვარსკვლავის ქვეშ, რომელიც, გარდა იმისა, რომ ჰყავს თავისი ანგელოზი, ადამიანის ბედის განმაპირობებელიც არის.

საერთოდ, კაბალა აღიარებს მამრობითი და მდედრობითი სქესის უთვალავ კეთილ და ბოროტ სულს, თანაც ბრძენ კაბალისტებს ვითომცდა შეუძლიათ არა მარტო ამ სულების გამოძახება და მათთან ლაპარაკი, არამედ საკუთარი ნებისა და ზეგავლენისადმი მათი დამორჩილებაც. ის ხერხები, რომლითაც ამ დროს სარგებლობენ კაბალისტები, მაგიისა და ჯადოქრობის მთელი მეცნიერებაა და ის კაბალის შემადგენლობაში შედის.

ასე, მაგალითად, იეჰოვას, ანგელოზების სახელთა ასოებისა და წმინდა რიცხვების სხვადასხვა კომბინაციების გარდა, კაბალისტები სულების გამოსაძახებლად იყენებენ განსაკუთრებულ სხეულებრივ მოძრაობებს, ზოგჯერ კი წვავენ არომატულ ბალახებს, რათაAმიიპყრონ სულების ყურადღება იმ კეთილსურნელებით, რომელიც ამ სულებს სიამოვნებთ (Gougenot des Mousseau, "Le Juif, le Judaisme et la Judasiation des peuples Chrestians"). მაგიისა და ასტროლოგიის გარდა, კაბალაში დიდი ადგილი უჭირავს ალქიმიასა და სამკურნალო ხელოვნებას.

ალქიმიად იწოდებოდა ქიმიის მონათესავე მეცნიერება, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენდა არაკეთილშობილი მეტალების გარდაქმნა ოქროდ ან ვერცხლად, ასევე ფილოსოფიური ქვის ძიება, ანუ ისეთი პრეპარატის დამზადება, რომელიც არა მარტო გარდაქმნიდა უხარისხო მეტალს ოქროდ და ვერცხლად, არამედ იქნებოდა ისეთი ძალის მქონე, რომ ადამიანს დაუბრუნებდა ახალგაზრდობას, განწმენდდა მას სულიერად, უზრუნველყოფდა ყოველივე მიწიერი სიკეთით და დაუმკვიდრებდა მომავალ ნეტარ და დაუსრულებელ სუფევას. იუდეველთა ზეგავლენით ამ მოჩვენებითი ხელოვნებით გატაცებული იყო მთელი ევროპა XVIII საუკუნემდე. მრავალი გონიერი და ნიჭიერი ადამიანი მოუცდენია და გაუტაცნია ამ ფსევდომეცნიერებას და ჩამოუცილებია უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

სამკურნალო ხელოვნება კაბალაში წარმოდგენილია რეალურ სამკურნალო და ყველაზე სულელურ ექიმბაშურ საშუალებათა ნარევით, რომელშიც შედის შელოცვები, შეფუცვები, შხამებისა და სასიყვარულო სასმელების მომზადება და ა. შ.

IVს. ბიზანტიელ მწერალ რუფინუსს (Historie Ecclesiqstique. Rufin. liv. II) მოჰყავს მეტად დამახასიათებელი ფაქტი, რომელშიც ააშკარავებს იუდეველთა საექიმო ხელოვნების ხერხებსა და მათ სისასტიკეს, ცინიზმამდე რომ არსი დასული. ერთმა სპარსმა დედოფალმა, რომელიც მძიმე ავადმყოფი იყო, დახმარებისთვის მიმართა იუდეველ ექიმებს, რომლებმაც მას ასეთი არაადამიანური მკურნალობა დაუნიშნეს: მას რამოდენიმე ქრისტეანი ქალწული, ორორად უნდა დაენაწევრებინა, ცალ-ცალკე ჩამოეკიდა ჭერზე და ამ დაკიდულ გვამებს შორის გაევლო. ეს ველური და ბარბაროსული რჩევა ავადმყოფმა სპარსმა დედოფალმა მორჩილად შეასრულა. ტყუილუბრალოდ კი არ უკრძალავდა წმ. იოანე ოქროპირი თავის მრევლს იუდეველ ექიმებთან მკურნალობას. “ვაჟკაცურად გადაიტანეთ თქვენი დაავადება, - ამბობს ის, - განიშორეთ თქვენგან იუდეველნი. ისინი თავს მოგაჩვენებენ დახელოვნებულ ექიმებად, მაგრამ მთელი მათი სამკურნალო ხელოვნება არის სიცრუე და ჯადოქრობა, ისინი იყენებენ ხერხებს, რომლებიც აღებული აქვთ მაგიიდან”.

კაბალა ასევე ასწავლის წამლებში ადამიანის სისხლისა და ქონის შერევას, მიაწერს მათ სამკურნალო ძალას ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, კეთრის საწინააღმდეგოდ, რომლითაც იუდეველნი ხშირად ავადდებოდნენ. თომა კატემირე თავის თხზულებაში “ეკლესია და სინაგოგა” წერს, რომ იუდეველებს აქვთ ცრურწმენა, თითქოსდა “სამარცხვინო დაავადებისგან (კეთრი), რომლითაც ძალიან ხშირად ავადდებიან იუდეველნი, ქრისტეანთა სისხლის გამოყენება განკურნების ერთადერთი საშუალებაა”.

პრაქტიკული მაგია განაწესებს, რომ ადამიანის სისხლი და ქონი გამოიყენება არა მარტო მკურნალობისთვის, არამედ სხვა მრავალი მაგიური რიტუალის შესასრულებლადაც, კაბალა კი რეკომენდაციას იძლევა, ადამიანის სისხლი გამოიყენონ როგორც საშუალება საიდუმლო განწმენდის მისაღებად და ადამიანის ასაღორძინებლად.

ამგვარად, კაბალა, რომელიც მორწმუნე იუდეველთა მიერ მიიჩნევა უფრო წმინდა და საღმრთო წიგნად, ვიდრე მოსეს ხუთწიგნეული და თალმუდი, ადამიანის სისხლს ითხოვს. ეს ფაქტი განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ვინაიდან ის ნათელს ფენს მრავალ რიტუალურ მკვლელობას, რომლებიც იუდეველთა სინდისს აწევს უძველესი დროიდან დღევანდელობამდე და რასაც მოწმობს ბიბლია და მრავალ ქვეყანაში გამართული სასამართლო პროცესები. ქვემოთ ჩვენ მოვიტანთ პირდაპირ მითითებებს, რომლითაც კაბალა რიტუალურ მკვლელობებს უშვებს.

ყოველივე ზემოთქმული შეიძლება განვაკუთვნოთ ე. წ. მაგიურ კაბალას.

მაგრამ არსებობს კაბალის სხვა ნაწილიც, რომელიც ღვთაებრივი კაბალის სახელს ატარებს და შეიცავს რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლების ერთობ ბუნდოვან გადმოცემას, აღებულს წარმართული საიდუმლო რელიგიებიდან.

ღვთაებრივი კაბალა. ღმრთის ბუნების, სამყაროს წარმომავლობისა და ადამიანის დანიშნულების შესახებ ასწავლის. წმინდა და დაფარული სახელი უზენაესი არსებისა, “უხილავი ღმრთისა” იწერება ხმოვანი ასოების გარეშე, ოთხი ებრაული თანხმოვნით: იოდ, გე, ვავ და ისევ გე. მრავალი მას წარმოთქვამს როგორც “იეჰოვა”. მაგრამ იუდეველებს ამ სახელის წარმოთქმა კატეგორიულად ეკრძალებათ. კაბალის მიხედვით, ეს არის სიტყვა, რომლის სწორი წარმოთქმა ჩვეულებრივ მოკვდავს გაუხსნის ყველა ღვთაებრივი და ადამიანური ცოდნის გასაღებს. ძველ დროში მღვდელმთავარი ამ სიტყვას წარმოთქვამდა წელიწადში ერთხელ, ამჯერად კი ის ყველა იმ საიდუმლო საზოგადოების დაფარული საიდუმლოა, რომლებიც იუდაისტურ კაბალას ეფუძნება. ამ სიტყვის რომელი წარმოთქმაა ყველაზე სწორი, ჩვენთვის უცნობია. სამაგიეროდ, ვიცით ის იეროგლიფური და სიმბოლური აზრი, რომელსაც კაბალისტები, რომლებიც საუკუნიდან საუკუნემდე გადასცემდნენ ერთმანეთს მოლოქისა და აშტაროტის (ასტარტის) კულტის საიდუმლოებებს, ანიჭებენ ასოთა კომბინაციებს და შეადგენს უზენაესი არსების სახელს, კერძოდ მამაკაცურ (“იოდ”) და დედაკაცურ (“გე”) საწყისებს, რომლებიც შეერთებით (“ვავ”) ბადებენ მომდევნო თაობას (მეორე “გე”), - რაშიც, მათი განმარტებით, მდგომარეობს სამყაროს შექმნისა და მარადისობის საიდუმლო (Papus, "Le Tarot des Bohemiens. Clef adsolue de la Sciense occulte", C.23-29).

აღსანიშნავია, რომ ებრაული ანბანის პირველი ასო “ალეფ” შედგენილია ამ ოთხი ასოსგან, რომლებიც განლაგებულია ჯვარსახოვნად, რისგანაც კაბალისტებს გამოაქვთ მკრეხელური შეხედულება ჯვარზე. ამ ასოში ისინი ხედავენ ღვთაებრივი ადამიანის - ადამ კადმონის გამოსახულებას, რომელსაც ერთი ხელი აღმართული აქვს ღმრთისკენ, მეორე კი დაშვებული აქვს ეშმაკისკენ, რითაც მიიზომავს კეთილ და ბოროტ საწყისებს და რომელშიც, თითქოსდა მდგომარეობს ადამიანის ჭეშმარიტი მოწოდება (ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობა).

ამასთან, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის რომ, ქრისტეანულ ცნებათა საწინააღმდეგოდ, კაბალისტთა განმარტებით, მარჯვენა ხელი აღნიშნავს აუცილებლობასა და ბოროტებას, ხოლო მარცხენა თავისუფლებასა და ბოროტებას (იქვე გვ. 113-114). აქ უკვე ჩანს გნოსტიკოსთა დუალიზმის ჩანასახები, ტამპლიერთა, ფრანკ-მასონთა და მარტინისტთა სატანიზმი, ასევე იმისი ირიბი ახსნა-განმარტება, თუ რატომა არის, რომ ყველა პარტია, რომელსაც მეთაურობენ იუდეველები, დაჟინებით მიიჩნევს საკუთარ თავს “მემარცხენეებად” (Г.В. Бутми, «Враги Рода человеческого», с.29).

საინტერესოა ასო “ალეფის” სხვა მნიშვნელობაც, რომელსაც მიუთითებს ა. ს. შმაკოვი: “სამყაროს შექმნის მომენტში ცეცხლის საჭრეთლით უფლის უწმიდეს გვირგვინზე ამოქარგული ებრაული ანბანის 22 ასო უცებ ჩამოვიდა საკუთარი ადგილებიდან და განლაგდა უფლის წინაშე. შემდეგ თითოეულმა ასომ განაცხადა: “შექმენი სამყარო ჩემი ჩემგან!..“ რამოდენიმე ასოს უარყოფის შემდეგ ღმერთმა გადაწყვიტა, სამყარო გაეშენებინა ასო “ბერაშაზე” (“კურთხევაზე”). ხოლო ასო “ალეფს“, - რომელსაც ებრაული ანბანის სხვა ასოების მსგავსად აქვს თავისი რიცხვული შესატყვისი, კერძოდ - ერთიანი, - და მორიდებულად იდგა მოშორებით, ღმერთმა უთხრა: “შენ იქნები ჩემი წარმომადგენელი, რამეთუ მე მხოლო (ერთი) ვარ ღმერთი” (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», с.152).

ასო “ალეფის” ასეთი ახსნა, რომელიც ა. ს. შმაკოვს მოჰყავს რაბინ ბენ აკიბას მიხედვით, სრულიად ლოგიკურია, რადგან “ალეფი”, თუმცა ერთიანს წარმოადგენს, გრაფიკულად შეიცავს ოთხ ასოს, რომლებიც შეადგენს სიტყვას “იეჰოვა“ (ჟIIHVH) და რომლის მნიშვნელობაზე უკვე ვილაპარაკეთ.

სიტყვა “იეჰოვას” აზრის ზემოთ გადმოცემული განმარტება, რომელიც ეკუთვნის თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ კაბალისტს, მედიცინის დოქტორს, კაბალის დოქტორსა და მარტინისტების ორდენის მეთაურს, პაპიუსს (ერისკაცობაში ებრაელი ეპისკოპოსი), ერთგვარი გასღებია კაბალის საკმაოდ ბუნდოვანი სწავლებისა უზენაეს არსებაზე და სამყაროს წარმოშობაზე.

ღმერთი, კაბალისტების შეხედულებით, არის დაუსაბამო, უსასრულო არსი - ენ-სოფი და ამავე დროს ყოველივე არსებულის არსი, რომელიც ყველაფერს მოიცავს. თავდაპირველი ბუნებით ღმერთი არაგონიერია - მან თვითონაც არ იცოდა თავისი არსებობის შესახებ და არ უწყოდა თავი თვისი.

ასე გაუნათლებელი დარჩებოდა ღმერთი, თავისივე მემკვიდრეობითი, მაგრამ უცვალებელი თვისებებით, იგივე ატრიბუტების განვითარებით რომ არ გამოევლინებინა თავისი შინა არსი, საკუთAრი თავი. ამ ატრიბუტებს კაბალისტები “სეფიროტებს”, ანუ საფეხურებს უწოდებენ. სულ ოცი სეფიროტია. ისინი წარმოადგენენ ყოველივე არსებულისთვის საზოგადო და აუცილებელ ფორმებს და თავიანთი წყაროდან - პირველდაწყებითი ერთიდან დაცილებისდა შესაბამისად ღებულობენ სულ უფრო და უფრო მატერიალურ ფორმებს (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», с.165, 166).

პირველი ათი სეფიროტის სახელებია: “გვირგვინი”, რომლის მეშვეობითაც უსასრულო თავისუფლდება სასრულისგან და ხდება თავისთავადი. “გვირგვინიდან” ერთდროულად იბადებიან მამრობითი საწყისის მქონე “გონიერება” (ან “მიხვედრილობა”) და მდედრობითი საწყისის მქონე “სიბრძნე”; ისინი შობენ ძეს - “ცოდნას”, რომელიც, სხვათაA შორის, ცალკე არ არსებობს. “გვირგვინი”, “გონიერება” და “სიბრძნე” წარმოქმნიან განუყოფელ სამებას, რომლის ქვეშაც, ცხადია, იგულისხმება უცილობლივ-ერთიანი ყოფიერება, მარადიული გონება და შემოქმედებითი სიტყვა.

“სიბრძნისგან” გამოდის ორი შემდეგი სეფიროტი: “მოწყალება”, ანუ “დიდსულოვნება” და ძალა, ანუ სიმკაცრე, რომლებიც ერთიანდებიან “სილამაზეში” და შეადგენენ მეორე განუყოფელ სამებას.

შემდეგ მოდის მესამე სამება “გამარჯვება”, ანუ “მარადიულობა”, “დიდება” და “პირველსაწყისი”, ანუ ჩასახვის პრინციპი.

მეათე სეფიროტი - “ხელმწიფება” ნიშნავს ხილულ ყოფიერებას ბუნებაში და წარმოადგენს უზენაეს ჰარმონიას, რომელშიც ერთიანდებიან დანარჩენი სეფიროტები.

საკუთარი თავის ამგვარი გამოვლენით, ღვთაება ეუფლება თავისი თავის სრულ შემეცნებას და იქცევა იდეალურ და ღვთაებრივ ადამიანად, რომლის სახელია ადამ კადმონი. ადამ კადმონიდან გამოდის ათი ურყევი ფორმა, რომელსაც ასევე სეფიროტები ეწოდება (“გონიერება”, “ჰაერი”, “წყალი”, “ცეცხლი”, “ქვეყნიერების ოთხი მხარე და მისი ორი პოლუსი”), რომელთაგანაც მემკვიდრეობითად ვითარდება უხილავი სამყარო - ანგელოზები და სულები, ხილული სამყაროს მატერიალური ფორმები და ბუნების სტიქიური ელემენტები (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», с.166, 167).

განდიდების მანიამ, რომელიც ესოდენ დამახასიათებელია იუდეველებისთვის, და მისწრაფება, თავს მოახვიონ მთელს მსოფლიოს ყველა ხალხზე თავიანთი სულიერი უპირატესობის იდეა, თავისი გამოყენება ჰპოვა ამ ბუნდოვან სწავლებაში. ასე, მაგალითად, ღვთაების პირველი ათი სეფიროტიდან, ანუ ატრიბუტიდან ექვსს ისრაელის ისტორიის გამოჩენილი პირები განასახიერებდნენ: მოწყალებას - აბრაამი და აარონი, სიმკაცრეს - ისააკი, სილამაზეს - იაკობი, გამარჯვებას - მოსე, ხელმწიფებას - დავითი; დანარჩენი ოთხი სეფიროტი, ა. ს. შმაკოვის, თქმით განყენებულ მდგომარეობაშია.

სიტყვა “იეჰოვას“ კაბალისტური განმარტებით უკვე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა იმაზე, თუ რას ეფუძნება უაღრესად ბუნდოვანი და ძნელად გასაგები კაბალის სწავლება ღვთაებაზე და სამყაროზე. მოვიტანოთ კიდევ რამდენიმე უფრო დაწვრილებითი განმარტება.

“ყოველი არსებულის სულის პირველსაწყისი ნივთიერება, არასრული არსი, პირველყოფილი არაყოფიერება, მარადიული უსასრულობა არის ყველა ფორმისა და კოსმიური, ასტრონომიული, მინერალური, ცხოველური, მცენარეული და ადამიანური გარდაქმნების ბუნებრივი, ყოვლისმომცველი და უცვალებელი მიზეზი...

ეს არსი არსებობს თავის თავში, თვითნებურად და თავისთვის...

ის მარადიულია იმ აზრით, რომ, რამდენადაც არის დაუსაბამო, ამავე დროს უსასრულოდ გრძელდება...

ის (ანუ პირველსაწყისი არსი, ანუ ნივთიერება) უსასრულოა თავისი ყოფიერების გამოვლინებებში, ანუ არსებებში, რომლებსაც ის უწყვეტად შობს ორ სქესად გაყოფის მეშვეობით; არსებებში, რომელთა რაოდენობასაც ასევე უწყვეტად ზრდის და ისეთი ოდენობით, რომ არ ექვემდებარება აღრიცხვას”.

ის ყოვლადძლიერია, ვინაიდან თავისუფლად შეუძლია შეინარჩუნოს, გაამრავლოს, შეამციროს, გაანადგუროს ან გარდაქმნას თავის გამოვლინებათა თვისებები. თავისი მრავალფეროვანი გამოვლინებებიდან მან აირჩია ადამიანი ან, უკეთესი იქნება, ვთქვათ, ყველა ადამიანის თვისებათა ერთობლიობა, რათა მასში (ადამიანში) გამოხატოს და შეაერთოს ყველა თავისი გამოვლინების ერთობლიობა... ადამიანის თვისებებიდან კი მან აირჩია გონების სფერო რათა შეიმეცნოს თავისი თავი, ნებისყოფის სფერო, რათა გამოავლინოს ყველა თავისი შესაძლებლობა და გრძნობის სფერო, რათა საკუთარი თავით მარადიულად დატკბეს ახალ სიხარულში”. “გრძნობისმიერ მდგომარეობათაგან მან აირჩია სქესობრივი სფერო, როგორც თავისი უზენაესი შემოქმედებითი ძალის უმაღლესი ნეტარების გამოხატულება” (Revue internationale des Societes secretes, №5. 1913г., с.878, 879).

ზემოთქმულის დასტურად შეგვიძლია მოვიტანოთ კაბალის მცოდნის, ელიფაზ ლევის (ყოფილი კათოლიკე მღვდელი, რომელმაც მიიღო იუდეველობა, მაგრამ სიკვდილის წინ შეინანა და დაუბრუნდა ეკლესიას) მეტად დამახასიათებელი და ზუსტი განსაზღვრება. წიგნ “ზოჰარის” (კაბალის უმთავრესი ნაწილის) განხილვისას ის ამბობს, რომ ამ წიგნის ავტორს, რაბი სიმეონ იოახიდს, სამყაროს შესახებ თავის კაბალისტურ სწავლებაში “მთელი მსოფლიო წარმოუდგენია უსასრულო სარეცელად “ (E.Levy, "Levre des Splendeurs", p.84).

მეტიც, კაბალის სწავლების მიხედვით, თვით მესიის გამოჩენაც განუწყვეტლივ უკავშირდება იგივე იუდაურ მსოფლმხედველობრივ იდეას, რომლის მიხედვითაც: “მესიის გამოჩენა იქნება ღმრთისა და მისი შეხინას (ცოლის) საიდუმლო შეერთების ერთ-ერთი გამოვლინება” («Тайна крови у евреев». Экспертиза И.Е. Пранайтиса. Изд. Под ред. А.С. Шмакова, Москва, Городская типография. 1913. с.24). ზრდილობისა და წესიერების გრძნობა არ გვაძლევს უფლებას, ვილაპარაკოთ იმ ხერხებზე, რომლებსაც მიმართავენ იუდეველი კაბალისტები, რათა “ხელი შეუწყონ იეჰოვას ზემოთ ხსენებულ შეერთებას თავის შეხინასთან“.

შევაჯეროთ ყველა ეს განმარტება კაბალის სწავლებასთან ენ-სოფესა და მისი სეფიროტების შესახებ, რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკეთ და ნათელი გახდება თუ რას გულისხმობენ კაბალისტები უზენაესი არსების ქვეშ, რომელიც არის ყოველივე არსებულის პირველმიზეზი.

კაბალის ეს ბუნდოვანი და ძნელადგასაგები სწავლება ღმერთისა და სამყაროს წარმოშობის შესახებ, ა. ს. შმაკოვის აზრით, “სხვა არა არის რა, თუ არა პანთეიზმი, თუმცა სახეშეცვლილი და ბუნდოვანი“, პანთეიზმად კი იწოდება სწავლება, რომელიც ღმერთს აიგივებს ბუნებასთან.

ამ სწავლების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო XVII საუკუნის ებრაელი ფილოსოფოსი ბორუხ სპინოზა, რომლის შეხედულებებიც, ძალიან წააგავს კაბალის სწავლებას.
“ღმერთი, - ამბობენ კაბალისტები, - არის დაუსაბამო, უსასრულო არსება და ამავე დროს ყოველივე არსებულის არსი, რომელიც ყოველივეს მოიცავს“.

“ღმერთი, - ასწავლის ებრაელი პანთეისტი სპინოზა, - ეს არის აბსოლუტური უსასრულობა, მარადიული არსი, ყოველივე არსებული და სამყაროს ყოველგვარი ძალი, ასევე, ყოველივე არსებულის მარადიული პირველმიზეზი”.

“ღმერთი თავისი პირველდაწყებითი ბუნებით უგუნურია“, - ასწავლის კაბალა.

“ღმერთს არ გააჩნია თავისთავადი ცნობიერება”, ამბობენ პანთეისტები.

იმ დროს, როდესაც ერთღმერთიანნი, ანუ ერთი ღმერთის მორწმუნენი, კერძო კი ქრისტეანები, ღმერთში ხედავენ სამყაროს შემოქმედს, უზენაეს პიროვნებას, თვითმყოფადსა და თავისუფალ არსებას, რომელიც დგას სამყაროზე მაღლა და აბსოლუტურად სრულყოფილია, პანთეისტები ანუ ყოველივეს განმღრთობნი ამბობენ, რომ ღმერთს არა აქვს პირადი, საკუთარი ყოფიერება, მას არა აქვს არც საკუთარი და დამოუკიდებელი გონება, არც ცნობიერება, არამედ მოიცავს ყველას ინდივიდუალურ ცნობიერებასა და გონებას, რომელიც განაწილებულია სამყაროში (Maurice Muter "L’Esprit Juif". Глава о Спинозе). “ყველაფერი ღმერთია”, - ამბობენ პანთეისტები.

ეს სწავლება დამღუპველია, რადგან მისგან არ გამომდინარეობს არავითარი ზნეობრივი სჯულმდებლობა. ის ადამიანს ანიჭებს სრულ თავისუფლებას, მიეცეს თავისი დაცემული ბუნების ნებისმიერ ვნებასა და აღტყინებას; თუკი ყველაფერი ღმერთია, მაშინ არ არსებობს ცოდვა, არც ბოროტება, - ადამიანის ყველა ბოროტი საქმე და მიდრეკილება მხოლოდ ღვთაებრიობის გამოვლინებაა და ამიტომაც, უკვე აღარ შეიძლება ადამიანს ჰყავდეს უზენაესი მსაჯული, გარდა მისი გონებისა და შეგნებისა, რადგან პანთეისტთა ღმერთი არის მხოლოდ ყველა გონებისა და ცნობიერების ერთობა და არა დამოუკიდებელი, თავისუფალი უზენაესი გონი.

მხედველობაში თუ მივიღებთ იმ ძირითად იდეას, რაზეც აგებულია პანთეიზმი, იდეას, რომელიც მეტ-ნაკლებად შენიღბულია სპინოზასა და სხვა კაბალისტების მაღალფარდოვანი და ბუნდოვანი ბრძენმეტყველებით, შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ ამ სწავლებიდან გამომდინარეობს არა მარტო ჩვენს მიერ მითითებული ზნეობრივი თავაშვებულობა, არამედ გარყვნილებაც.

თუ პანთეიზმის არიული მიმდევრები, თავიანთი ბუნების დიდი სულიერების გამო, განსაკუთრებული ფანატიზმით არ მიჰყვნენ მის ამ მხარეს და შეძლეს, თავიანთ წარმოდგენებში გარკვეულწილად გაესულიერებინათ და განეწმინდათ პანთეიზმის ძირითადი ქვენა იდეა, იუდეველმა კაბალისტებმა კი, პირიქით, დაამუშავეს და საზარელ ზომამდე განავითარეს ეს იდეა და ძველაღთქმისეული მცნება - “შეუღლდით და განმრავლდით” აიყვანეს ერთადერთი რელიგიისა და ჭეშმარიტების, ხოლო მისი შესრულება უმაღლესი სათნოების ხარისხში.

სქესობრივი ინსტინქტი - აი, ერთადერთი ღვთაება, რომელსაც ეთაყვანება კაბალა, ხორციელი სიამტკბილობა - აი ის წმიდათა წმიდა, ის გამოცხადება, რომელშიც ვლინდება ღვთაების ქმედითი მუნმყოფობა (ღევუე ინტერნატიონალე დეს შოციეტეს სეცრეტეს, №5. 1913 г., с. 879).

ამ ღვთაებისადმი განუხრელი მორჩილება ორთოდოქს იუდეველებს მიაჩნდათ არა მარტო რელიგიურ დოგმატად, არამედ ჭეშმარიტ გზად რჩეული ერის სანუკვარი ოცნებისკენ -“განმრავლდნენ, აღავსონ დედამიწა და გაბატონდნენ მასზე”.

პანთეიზმი, კაბალის სხვა ცრუსწავლებებთან ერთად, საიდუმლო საზოგადოებებშიც იქადაგება და თავისი მოჩვენებითი სიბრძნით მრავალ ისეთ ადამიანსაც ითრევს, საკუთარ თავს ქრისტეანად რომ მიიჩნევს.

ეს სწავლება, რომელიც აღებულია ძველი წარმართული მისტერიებიდან და რომელსაც იუდეველები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ძირფესვიანად სცილდება ღმრთის ცნებას, გამომდინარეს მოსეს ხუთწიგნეულის პირდაპირი გაგებიდან. ამიტომაც კაბალისტების მტკიცება, თითქოსდა კაბალა სხვა არაფერია თუ არა წმიდა წერილის განმარტება, არის კადნიერი ტყუილი, რომლის მეშვეობითაც იუდაიზმის ბელადები, საკუთარ თავს აცხადებენ წმიდა წერილის ერთადერთ სწორ კომენტატორებად და ამბობენ, რომ მხოლოდ მათ ძალუძთ მისი სწორი შემეცნება, მუჭში ჰყავთ მომწყვდეული თავიანთი თანატომელები.

იუდეველ კაბალისტებს თავიანთი ერთმორწმუნეებისა და იმ ქრისტეანების გასაბრიყვებლად, რომლებსაც კაბალის შესწავლის უფლებას აძლევენ, არჩეული აქვთ მათთვის მეტად დამახასიათებელი მეთოდი. ცნობილია, რომ მასონიზმში, რიტუალებსა და სიმბოლოებს აქვთ მრავალი მნიშვნელობა და აზრი, რაც შესაძლებლობას აძლევს მასონობის მეთაურებს, თავგზა აუბნიონ “გულუბრყვილო” მასონებს. კაბალაშიც მრავალი ხერხი და მეთოდია, წმიდა წერილის დაფარული აზრის გასახსნელად, რომელიც შესაძლებლობას აძლევს განსწავლულ კაბალისტებს, ფართოდ გამოიყენონ საკუთარი უსაზღვრო ფანტაზიები და თვითნებობები. ამ მეთოდებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ასოების ანაგრამული გადაადგილება.

“ის მრავალგვარია: - პირველი: რომელიმე სიტყვაში თვითნებურად გადააადგილებენ ასოებს და მიიღებენ სხვა სიტყვას; მეორე: რომელიმე ცნობილი სიტყვის ასოებს ცვლიან სხვა სიტყვის ასოებით ისე, რომ ანბანის პირველი ასოს ადგილას სვამენ უკანასკნელს და პირიქით. ამგვარი მეთოდის მეშვეობით, მაგალითად, სიტყვა “სესაკი”, რომელიც გვხვდება იერემიასთან და რომლის მშნიშვნელობა უცნობია, იკითხება, როგორც “ბაბელი”, ანუ ბაბილონი; მესამე: ებრაული ანბანის ყველა 22 ასო იწერება ორ წკარედად, სადაც თითოეულში 11 ასოა განთავსებული; მერე მე-12 ასოს სვამენ პირველი ადგილზე და პირიქით; 13-ე ასოს მეორე ადგილზე და ა. შ. საერთოდ, თითოეული ასოს სხვა ასოთი შეცლის ან შეიძლება გადაადგილებისთვის 231 სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება“ (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», с.140).

ასეთი ჭეშმარიტად მზაკვრული და ავაზაკური ხერხით კაბალის ბრძენკაცებს შეუძლიათ, ყოველგვარი სიძნელის გარეშე “იპოვონ” წმიდა წერილში ყველაფერი, რაც მათ მოეგუნებებათ. ისინი ადვილად აბრიყვებენ ბნელ იუდეველ მასას და სრული ძალაუფლება აქვთ მასზე.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “კაბალა თალმუდის სულია” (ა. ს. შმაკოვი), თალმუდისა, რომელიც იუდაური ბრბოს დასამორჩილებელი კიდევ ერთი იარაღია მისი მეთაურების ხელში. თალმუდი, რომელიც არის ყოველივე არაუდაურისადმი იუდაური ზიზღისა და მტრობის ნაშიერი და რომელიც უფლებას იძლევა, მოკლან და ძარცვონ გოები იეჰოვას გულის მოსაგებად და იუდეველ მეთაურთა მიერ გასაღებულია როგორც საღმრთო გამოცხადება, ასევე გამოიყენება წმინდა წერილის განმარტებისთვის.

ყველა იუდეველისთვის, რომელიც 10 წლის ასაკს მიაღწევს, სავალდებულოა თალმუდის შესწავლა. რაბინები ასწავლიან, რომ თალმუდი მოსეს ხუთწიგნეულზე უფრო მნიშვნელოვანია და, რომ “თვით იეჰოვა თალმუდს ცაში, ფეხზე მდგომი სწავლობს, იმდენად დიდია მისი მოწიწება ამ წიგნისადმი” (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», с.85). ხოლო კაბალა, როგორც საიდუმლო სწავლება, რომელიც ასევე ღვთაებრივი წარმომავლობის მქონეა და თვით იეჰოვას მიერ განკუთვნილია მხოლოდ რჩეულთათვის, ორთოდოქსი იუდეველების მიერ თალმუდზე წმიდად არის მიჩნეული.

ამგვარად, წმიდა წერილი, მოსეს და წინასწარმეტყველთა წიგნები კარგავენ ყოველგვარ მნიშვნელობას, რადგან თალმუდისა და კაბალის განმმარტებელი ბრძენკაცები მათ ხსნიან საკუთარი ნებისაებრ და მათ მიერვე გამოგონილი შარლატანური მეთოდების მეშვეობით, რომლებსაც იყენებენ სჯულის განმარტების დროსაც, რითაც შესაძლებლობას იქმნიან, ყოველივე უსჯულო და უკანონო აიყვანონ სჯულისა და კანონიერების რანგში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში წმიდა წერილში “იპოვონ” თვით დანაშაულებრივ საქმიანობათა გამართლებაც კი.

ასე, მაგალითად, იუდეველი კაბალისტები ასწავლიან, რომ იუდეველის მიერ უცხოტომელის მოკვლა არათუ დანაშაული არ არის, არამედ მსხვერპლია, რომელიც ნებავს იეჰოვას. ერთ-ერთი სახელგანთქმული კაბალისტი, ხაიმ ვიტალი, რომელიც 1620 წელს გარდაიცვალა, ასწავლიდა, რომ იუდეველები - ეს ხორბალია (შემოქმედების დადებითი მხარე), უცხოტომელები კი კლიპოთი, რაც ნიშნავს ნაჭუჭს და ჩენჩოს (შემოქმედების უარყოფითი მხარე); და რომ იეჰოვას ქვეყნიერების შექმნისას ცეცხლოვანი ნაპერწკლების სახით ცოცხალ არსებებში დაეპნა თავისი ღვთაებრივი სიწმიდის ნაწილაკები, რომლებიდანაც 228 ნაპერწკალი კლიპოთში მოხვდა. “ნაპერწკლების კლიპოთიდან გათავისუფლება (შემოქმედების ბოროტი მხარე) და მათი ზეცაში, პირველწყაროსთვის დაბრუნება, აჩქარებს მესიის მოსვლას, რომლის მოსვლის მომენტი ყველა, 228-ვე ნაპერწკლის კლიპოთიდან გამოთავისუფლებაზეა დამოკიდებული. აქედან კი ბუნებრივად გამომდინარეობს ის, რომ მესიის მომლოდინე ებრაელი მთელი თავისი აზრითა და გონებით მკვლელობათა გზით ამ ნაპერწკლების გამოთავისუფლებისკენ უნდა იყოს მიზანმიმართული...” “...წაართვი სიცოცხლე კლიპოთს და მოკალი ისინი, რასაც შეხინა (ზეციური დედოფალი) კეთილსურნელოვან მსხვერპლად ჩაგითვლის” (სეფერ ორ ისრაელ - 177 წ.) ("Тайна крови у евреев". Экспертиза И.Е. Пранайтиса. Изд. Под ред. А.С. Шмакова, Москва, Городская типография. 1913. с. 21 и 25).

ამ განკარგულებას კი უკვე პირდაპირი კავშირი აქვს რიტუალურ მკვლელობებთან. მართლაც, როგორც კაბალის მცოდნე მამა პრანაიტისი მოწმობს, ზოჰარის (კაბალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი) მრავალი ადგილიდან ცხადი ხდება, რომ “არაებრაელის მოკვლას, ცხადია, ქრისტეანისაც, ენიჭება სამსხვერპლო აქტის, ანუ რიტუალური მნიშვნელობა... იმავე ზოჰარიდან (ნაწილი II, 119) ჩანს, რომ მკვლელობის აქტი უნდა აღსრულდეს განსაზღვრული კაბალისტური მეთოდით. “დაკვლისას არაებრაელი (ამე-გაარეც) უნდა იყოს პირუტყვივით პირაკრული, რომელიც კვდება უსიტყვოდ...” ასეთი მკვლელობისთვის კაბალა მკვლელ-ებრაელს ჰპირდება უმაღლეს ზეციურ ჯილდოს: “სამოთხის მეოთხე სასახლეში მოთავსებული არიან ყველანი, ვინაც დასტიროდნენ სიონსა და იერუსალემს, ასევე ისინიც, რომლებიც ხოცავდნენ კერპთაყვანისცმემელი ხალხების ნარჩენებს“ ("Тайна крови у еврее". Экспертиза И.Е. Пранайтиса. Изд. под ред. А.С. Шмакова, Москва, Городская типография. 1913. с. 22, 26, 27).

XIX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი მოაზროვნე, ევგენი დიურინგი, იუდაური საკითხისადმი მიძღვნილ თავის წიგნში რიტუალურ მკვლელობებს მიიჩნევს სიმბოლურ წესად, რომელიც ლოგიკურად ამთავრებს იუდეველთა თვითმაამებლურ სწავლებას. ამ წესის რეგულარული და პერიოდული განმეორებით გაწაფულმა იუდეველებმა მეტად სრულყვეს თავიანთ სიძულვილი მათ მიერ დემონური მედიდურობით უუფლებო პირუტყვებად მიჩნეულ არაებრაელთადმი (Eugen Duhring, "Die Judentfrage, ais Frage des Racencharakters und seiner Schadlichkeiten fur Volkerexistenz, Sitle und Cultur".1901. Гл.V, с.117-120).

ამრიგად, ზემოთქმულზე დაყრდნობით, ჩვენ უცილობლივ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაბალა ითხოვს ადამიანის სისხლს არა მარტო მაგიური და სამკურნალო, არამედ სარიტუალო მიზნებისთვისაც. არაებრაელთა, შედეგად, ქრისტეანთა მკვლელობა, კაბალის სწავლებით, უპირველეს ყოვლისა, ხელს უწყობს და აჩქარებს მესიის მოსვლას, მეორეც, ცვლის სისხლიან მსხვერპლს, რომელიც ებრაელებს ჰქონდათ იერუსალემის ტაძრის ბოლო დანგრევამდე (ქრისტეს შობიდან 70-ე წელს) ("Тайна крови у евреев". Экспертиза И.Е. Пранайтиса. Изд. под ред. А.С. Шмакова, Москва, Городская типография. 1913. с. 42), და მესამე, წარმოადგენს სიმბოლურ რიტუალს, რომელიც გამუდმებით შეახსენებს რჩეულ ერს, რომ მთელი არაებრაელი კაცობრიობა განწირულია - ის ებრაელებმა უნდა გადასანსლონ.

დაბოლოს, კაბალაშივეა მოცემული ის მიზანი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს იუდა, კერძოდ: ბრძოლა კაცობრიობის უკეთურ ნაწილთან, ანუ არაებრაელებთან და მათი დამონება. “დაუღალავად ებრძოლე მათ (კაცობრიობის უკეთურ ნაწილს), სანამ არ დამყარდება სასურველი წყობა, სანამ დედამიწის ყველა ხალხი ჩვენი მონა არ გახდება. ამიტომაც ვამტკიცებ მე: მიეცეს დიდი ჯილდო მას, ვინც შეძლებს ამ ბოროტი ნაწილისგან გათავისუფლებას, ვინც შეძლებს მის დამონებას” (ზოჰარი I, 160ა) (იქვე. გვ. 45).

კაბალის ამ არცთუ სრული მიმოხილვის დასასრულს, მოვიტანთ ა. ს. შმაკოვის მხატვრულ შედარებას, რომელიც ამბობს, რომ კაბალა წააგავს “დიდ ბაზრობას, სადაც ძვირფასი და ჩამოფასებული საქონელი გამოფენილია თანაბარი ყურადღებით და ერთსა და იმავე ფასში; სადაც უიშვიათესი ზურმუხტი დევს ბინძურ ყუთში ან, უფრო ხშირად, ოქროს ჭურჭლებში არ დევს არაფერი ნაცრისა და მტვრის გარდა” (А.С. Шмаков. «Международное тайное правительство», с.163).

დავამატებთ, რომ “ზურმუხტსა” და “ფერფლში“ იგულისხმება ფილოსოფიური იდეა, ღრმა სამეცნიერო ცოდნის ნაგლეჯები და უხეში წარმართობის ველური ცთომილებები - ეს ყველაფერი იუდეველებმა შეისრუტეს ძველი, წარმართული ცივილიზაციებიდან, გადაამუშავეს და ჩააყენეს ისრაელის სამსახურში.

მართლაც, საიდუმლო იუდაური მთავრობის ხელში კაბალა იყო, არის და იქნება არა მარტო მძლავრი იარაღი იუდაური ბრბოს დასამორჩილებლად, არამედ ქრისტეანი ხალხების გონებრივ, ზნეობრივ და იდეოლოგიურ დამღუპველ იარაღად. კაბალის ბუნდოვანი და ბნელი სწავლებით მოწამლული იუდეველები წამლავდნენ და დღემდე წამლავენ მით ქრისტეან ხალხებს, რომლებმაც განთესვაში მყოფ “რჩეულ ხალხს” თავშესაფარი მისცეს.

ველური ცრურწმენები, ჯადოქრობა, შეერთებული უმოწყალო სისასტიკესთან, ალქიმიითა და ასტროლოგიით ფანატიკური გატაცება, მწვალებლობათა დიდი წილი - ყოველივე ამას ევროპელი ხალხები ებრაელებს უნდა უმადლოდნენ (Bernard Lazare "L’Antisemitisme", C354).

მეტიც, ქრისტეანული სწავლებისთვის ჩირქის მოცხებას რომ ესწრაფვიან, სწავლებისა, რომელიც ესოდენ მიუღებელი და საძულველია მათთვის, ავრცელებენ ათასგვარ, ერთმანეთთან შეუთავსებელ, წინააღმდეგობრივ და მწვალებლურ სწავლებებს. ძველი გნოსტიკოსებიდან მოყოლებული თანამედროვე მასონებით დამთავრებული, აფუძნებენ ათასგვარ საიდუმლო ორგანიზაციას; ქმნიან სპირიტუალურ, თეოსოფიურ და სხვა ამგვარი სახის ნახევრად საიდუმლო საზოგადოებებს; ყველა მათგანის საძირკველში დევს იუდაური კაბალა მისი ალოგიკური, წინააღმდეგობრივი, ბუნდოვანი და ხშირად სულელური სწავლებით.

თუ ქრისტეანული ერის საიდუმლო საზოგადოებებს კაბალასთან დაუკავშირებლად განვიხილავთ, მაშინ მათი აღმოცენება, დანიშნულება და არსი სრულიად გაუგებარი და ამოუხსნელი დარჩება. კაბალისტური სწავლება ფარდას ხდის ამ მწვალებლობებსა და საზოგადოებებს. ამიტომაც ჩავთვალეთ საჭიროდ, შედარებით დაწვრილებით გველაპარაკა ამ საიდუმლო იუდაურ სწავლებაზე, რომელიც ძველთაგანვე იქცა ქრისტეანი ხალხების გონებრივ და ზნეობრივ საწამლავად.

კაბალისა და საიდუმლო საზოგადოებების როლზე ჩვენ მიერ გამოთქმული შეხედულებების დასტურად დავიმოწმებთ სახელგანთქმულ თანამედროვე კაბალისტს, პაპიუსს, რომელიც ამბობს, რომ ერთადერთი და ყოვლისმომცველი ცოდნა, რომელიც ძველი წარმართული დროების მონაპოვარი იყო, დღეს იუდეველებს აქვთ დაცული მათ წიგნში “სეფერ-შესირახ” და რომ საიდუმლო საზოგადოებები, რომელთაც კაცობრიობისადმი ამ უზენაესი სწავლების სრული სახით გადაცემა აკისრიათ, გარკვეულწილად იუდაური კაბალის სიბრძნით ხელმძღვანელობენ.
Назад к содержимому