ufo - როგორ დანერგა ჰოლივუდმა უცხოპლანეტელთა მოლოდინი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ufo
ყურადღება!

საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას.ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.
პროგნოზული დაპროგრამება
ანუ
როგორ დანერგა ჰოლივუდმა უცხოპლანეტელთა მოლოდინი
უცხოპლანეტელები
არსებობს ისეთი საინტერესო მანიპულაცია, რომელსაც ხშირად მიმართავენ გლობალური ელიტის წარმომადგენლები, ეს არის - პროგნოზული დაპროგრამება.

აქ უნდა ვახსენოთ, რომ მასობრივი ცნობიერების მართვა მთელი დედამიწის ჩარჩოებში ადვილი საქმე როდია, მაგრამ საჭირო ინსტრუმენტების ფლობის შემთხვევაში ეს განხორციელებადია. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი ჰოლივუდი გახლავთ.

რთულია ადამიანთა მსოფლმხედველობაზე მისი გავლენის შეფასება, ის ნამდვილად კოლოსალურია. ჩვენი მრავალი აზრი და შეხედულება, რომელიც ჩვენი გვგონია, სინამდვილეში ჩვენს აზროვნებაში კინოხელოვნების მიერ დაინერგა.

ჰოლივუდი ეხმარება გარკვეულ ძალებს "ჩვენს სერვერებზე" (ანუ ჩვენს ცნობიერებაში) ჩატვირთოს როგორც ქცევის გარკვეული მოტივები და მოდელები, ასევე მოლოდინიც. სწორედ მოლოდინსა და მის შემდგომ რეალიზაციაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.

80-90-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ფილმები ტერორისტებზე, რომლებმაც რაღაც დაიპყრეს ან ააფეთქეს. მსოფლიოში იმ მომენტში თითო-ოროლა ტერაქტი მართლაც ხდებოდა, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდებოდა, რომ რაიმე ტენდენციურობაზე, რომელიც მოსახლეობაზე გავლენას მოახდენდა, ლაპარაკიც კი ზედმეტია.

და აი, ეკრანებზე ერთი მეორის მიყოლებით გამოდიან ეკრანებზე ისეთი ფილმები, როგორიცაა "კერკეტი კაკალი" (Die Hard), "პრეზიდენტის თვითმფრინავი" (Air Force One), "საჰაერო საპყრობილე" (Con Air) და სხვა. ისინი გამოდიოდნენ გროვად, რამოდენიმე ნაწილებად.

და ეს ყველაფერი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე.

მოცემული თარიღისთვის კაცობრიობა უკვე მზად იყო ახალი რეალობისთვის, რომელშიც ტერორიზმი ცვლის თამაშის წესებს. თუ გახსოვთ, ამ დღიდან მთელი მსოფლიო ძლიერ შეიცვალა, ერთი მეორის მიყოლებით დაიწყო სიახლეთა დამკვიდრება, რომლებიც უსაფრთოების საჭირო ნორმებს შეეფერებოდა.

გაჩნდა ჩარჩოები და ყოველგვერი სკანირებები საშიში საგნების აღმოსაჩენად, გაიზარდა ქუჩებში და ნაგებობებში სათვალთვალო კამერების რაოდენობა, განსაზღვრულმა სტრუქტურებმა მიიღეს ოფიციალური ნებართვები ადამიანთა პირად მომოწერებზე გარკვეულ პიროვნებათა საეჭვო ქცევის შემთხვევებში.

მრავალი საინტერესო რამ მოხდა, მაგრამ გავიდა წლები და ჩვენც შევეჩვიეთ ახალ ნორმებს და უკვე აღარ გვახსოვს, როგორ შეიცვალა მაშინ მსოფლიო. კინომატოგრაფებსში კი "დაიკარგა" ამ თემაზე ფილმების გადაღების წყურვილი. ოღონდ ეპიზოდურად.

ტერორიზმის თემატიკის განვითარებაში მომდევნო ტალღა გახდა ფილმები ეპიდემიებზე.

საინტერესოა, რომ ამ ჟანრში აქტიურად იღებდნენ ფილმებს 1990-2000-იან და ჩვენთან ახლოს მდებარე 2010-იან წლებში...
პანდემია
კადრი ფილმიდან "ინფიცირება"


ყველაზე შემოსავლიანი ფილმებიდან შეიძლება გავიხსენოთ: "ინფიცირება" (Contagion), "ეპიდემია" (Outbreak), "ბოროტების სავანე" (Resident Evil), "სიბრმავე" (Blindness), "Z სამყაროთა ომი" (World War Z) და სხვა.

არის ასევე ფილმები, სადაც სისტემის დაღუპვა იწყება რომელიღაც ვირუსიდან: "დივერგენტი", "V ნიშნავს ვენდეტას" და სხვები. ვისაც ეს ფილმები უნახავს, ალბათ გაიხსენებს, რამდენად ჰგვანენ მათში გადმოცემული ისტორიები დღეს, ჩვენს რეალობაში გამოცხადებული პანდემიის პირველ თვეებს.

როგორ ფიქრობთ, ვიღაცის გეგმით ხომ არ მივდივართ და ჩვენი ცნობიერება კინემატოგრაფის საშუალებით მომდევნო ეტაპებისთვის ხომ არ მზადდება?

ვფიქრობთ, ღირს ამაზე დაფიქრება. ეს თემა მართლაც ძალიან სერიოზულია.

როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რისთვის არის საჭირო მოვლენათა თანმიმდევრობა?

ეს განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს (არსებობენ თუ არა "უცხოპლანეტელები", რა სახის მოვლენასთან გვაქვს საქმე და, ისიც, რომ "უცხოპლანეტელების" შემოჭრის იდეა გლობალისტების ნააზრევია, კარგად ჩანს ვერნერ ფონ ბრაუნის გაფრთხილებიდანაც. იხ. სტატია: "აპოკალიპტური სპექტაკლი: ვერნერ ფონ ბრაუნის გაფრთხილება" – "აპოკ." რედ.). მაგრამ წინამდებარე სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ უცხოპლანეტელთა შემოჭრაზე კინორეალობაში, და ამა თუ იმ სიუჟეტზე მოდა თუ ტალღობრივია, "უცხოპლანეტელთა" თემა პრაქტიკულად ჰოლივუდის დაფუძნებიდან არსებობდა.

ჩვენს რეალობაში ჯერ არ არსებობს ოფიციალურად, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ აღიარებული რაიმე ეპიზოდი "უცხოპლანეტელთა" მონაწილეობით, მაგრამ მხოლოდ ჯერ-ჯერობით... (თუმცა, საინტერესოა აღინიშნოს, რომ 2010 წლიდან გაეროში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი საშტატო ერთეული - დედამიწის წარმომადგენელი უცხოპლანეტელებთან კავშირ-ურთიერთობაში. ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე დაინიშნა მალაიზიელი ასტროფიზიკოსი მაზლან ოტმანი. ამიერიდან თუ დედამიწას  უცხოპლანეტელები ესტუმრებიან და მოითხოვენ "მიგვიყვანეთ თქვენს ლიდერთან", მათ დოქტორ ოტმანს წარუდგენენ". იხ. პუბლიკაცია: "კაცობრიობის წარმომადგენელი უცხოპლანეტელების წინაშე" – "აპოკ." რედ.).

ჩვენი აზრით, ყველა ეს ფილმი - "ჩეხოვის თოფივითაა", რომელიც კედელზე გარკვეულ დრომდე  ჰკიდია, მაგრამ ერთხელაც აუცილებლად გაისვრის.

ალბათ ყველას სმენია როზუელის ინციდენტზე, რომელიც 1947 წელს მოხდა და, როდესაც თითქოსდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ინგლ. აბრევიატურით: UFO) ჩამოვარდა. მაშინ ამ ამბავმა დიდი ხმაური ატეხა, მრავალი დღემდე იკვლევს ამ შემთხვევას. დღეს კი ოფიციალურ წყაროებში "არამიწიერ" ობიექტთა ხსენება თითქმის ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ადამიანები უკვე ვეღარც კი ამჩნევენ, რომ ხან აქ, ხან კიდევ იქ ვიღაცამ რაღაც ნახა.

ამა წლის (2020 წ.) აპრილში პენტაგონმა ერთი ხმაური ატეხა, როდესაც ოფიციალურად აღიარა ვიდეოს სინამდვილე, რომელზეც ასახულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შეპყრობა. ასევე გაზაფხულზე თითქოსდა ბრაზილიაში უზარმაზარი კოსმიური ხომალდი ჩამოაგდეს. იუთუბზე შეიძლება მრავალი ასეთი ეპიკური კადრების ნახვა. თვითმხილველები ჰყვებიან უცებ მოსულ სპეცსამსახურებზე, რომლებმაც ალყა შემოარტყეს დაცემის ადგილს და თვითმხილველებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.

2020 წლის ზაფხულს რუსმა კოსმონავტმა ივან ვაგნერმა სკს-დან (საერთაშორისო კოსმიური სადგური - "აპოკ". რედ.) ვიდეოზე გადაიღო რამოდენიმე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომლებმაც დედამიწას ჩაუფრინეს. ამის შესახებ რეპორტაჟიც კი მომზადდა რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე. ივნისში იაპონიის მიიაგის პრეფექტურაში მრავალმა თვითმხილველმა ნახა თეთრი სფერო, რომელიც ზღვის მხარეს მიფრინავდა რის შესახებაც რუსულ ინფოსივრცეში РИА Новости იუწყებოდა.

ეს ყველაფერი შეიძლება მოახლოებული "კონტაქტის" პირველი მერცხლები იყოს.

მაგრამ საკითხი იმაშია, თუ ვინ ვის დაეკონტაქტება...

დღეისთვის ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ დედამიწის გარეთ, კოსმიურ სივრცეში გონივრული ცხოვრება არსებობს, და "ჰუმანოიდებთან" შეხვედრა მხოლოდ დროის საკითხია.

თქვენც თუ ასე ფიქრობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს "რატომ ვფიქრობ ასე?"

უმრავლესობა გიპასუხებთ: "ეს ხომ ლოგიკურია, კოსმოსი უსაზღვროა".

ცოდნის ამ სფეროში შექმნილი ხელოვნური ჩაკეტილობიდან იქმნება "ინფორმაციის გაჟონვის" ილუზია. ანუ ადამიანები ფიქრობენ, რომ "სიმართლე" უბრალოდ გარეთ გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ მას ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს. ასეთ ადამიანებს არ ესმით, რომ ეს გასაიდუმლოება არის სწორედ ის ანკესი, რომლითაც გულუბრყვილოებს იჭერენ.

შედეგად ადამიანები ფიქრობენ, რომ წინააღმდეგობათა მიუხედავად მათ შეძლეს სიმართლის გაგება. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი მათი აზრი როდია, ვიღაცამ ეს ხელოვნურად ჩანერგა მათ თავებში.

ვის შეეძლო ეს ექნა თუ არა ჰოლივუდს?
სამყაროთა ბრძოლა
კადრი მინი სერიალიდან "სამყაროთა ომი"

აი, რამოდენიმე ფილმი, რომლებიც განსაკუთრებულად საყურადღებოა: "სხეულთა მომტაცებლების შემოჭრა" (Invasion of the Body Snatchers) (1978), "III კატეგორიის ახლო კონტაქტი" (Close Encounters of the Third Kind) (1977), "ჭიის პარკი" (Cocoon), "უფსკრული", "კონტაქტი", "მისია მარსზე", "ვარსკვლავური დესანტი", "დამოუკიდებლობის დღე", "კაცები შავებში", "ობლივიონი", "ტრანსფორმერები", "ნიშნები", "შემოჭრა" (რუსეთი 2019), "უცხოპლანეტური შემოსევა: ბრძოლა ლოს-ანჟელესისთვის" (Battle: Los Angeles) (2011) და მრავალი სხვა.



<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/UiSMg3UJ9bs" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ფილმ "დამოუკიდებლობის დღე 2"-ის ოფიციალური ტრეილერი

რა შევიტყვეთ ამ ფილმებიდან? - ის, რომ უცხოპლანეტელები შეიძლება იყონ კეთილნიც და ბოროტნიც, რომ მათი ვიზიტი ან შემოჭრაა ან კიდევ ჩამოსვლა, რომ მათ გააჩნიათ სხვადასხვაგვარი გარეგნობა; არიან დამპყრობი პარაზიტები, მაგრამ არიან გონისმიერი უფროსი ძმები; ვიღაც მათგან დამანგრეველია, ვიღაც კი აღმშენებლობას ასწავლის; და კიდევ ის, რომ არსებობენ მორწმუნენი, რომლებიც გვაფრთხილებენ ამგვარი კონტაქტების საშიშროებაზე, ესენი კი შერაცხილნი არიან გიჟებად, რაც ძალზედ თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი ფილმში "კონტაქტი".

ამ სახის ფანტასტიკურ ფილმებში მორიგ გიჟებად წარმოაჩენენ წვერებიან მაწანწალებს, რომლებიც ქუჩაში დგანან ტრანსფარანტებით: "შეინანეთ! აღსასრული ახლოვდება!".

ხვდებით თუ არა მანიპულაციის დონეს?

ჩვენ უკვე დაგვაპროგრამეს, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამგვარ გზავნილებთან.

ეს ყველაფერი უკვე არსებობს ჩვენს თავებში და ეს ყოველივე ძალიან ლოგიკურად და გასაგებად გვეჩვენება მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერაც არ მიუღია რეალისტური ფორმები. თუმცა, ოდესღაც პანდემიაც ხომ ფანტასტიკის სფეროდან იყო.

ამრიგად, თუკი ვივარაუდებთ, რომ ყველა ამ ფილმს იღებენ არა ჩვენს გასართობად, არამედ ჩვენს წარმოსახვებში გარკვეული რეალობის ჩამოსაყალიბებლად, მაშინ მას ჯერ ქმნიან მენტალურად, სადღაც იდეების სფეროში, ჩვენს თავებში, შემდეგ კი გვიჩვენებენ ამ იდეის რეალურ განხორციელებას. გამოდის, რომ ჩვენ გვამზადებენ რეალური შემოჭრისთვის მეგობრებო. და, ყველა ეს ზარი ოფიციალური მასმედიიდან, ვითომცდა "ამოს" კონტაქტებზე, მხოლოდ ამყარებენ ჰოლივუდის მიერ შექმნილი იდეოლოგიის ეფექტს. ჩვენ მხოლოდ ისღა გვრჩება დაველოდოთ მოვლენების განვითარებას უახლოეს მომავალში.

მთავარი კითხვა კი მაინც იმაშია, თუ ვინ წარუდგება კაცობრიობას არამიწიერი ცივილიზაციის სახით? - წარმოიდგინეთ და, ამისი პასუხიც არსებობს.

ესენი იქნებიან ნეფილიმები, ანუ დაცემული ანგელოზები, ეშმაკის თანაშემწენი, თანამებრძოლნი და მსახურნი.

ისინი საიდანღაც, შორეული პლანეტებიდან კი არ მოფრინდებიან, არამედ აქვე, საიდუმლო და დაფარულ სამხედრო ბაზებში იმყოფებიან.

მორწმუნე ადამიანები, რომლებმაც უწყიან ბიბლიური წინასწარმეტყველებები და, რომლებიც აკვირდებიან შესაძლო უახლოესი მომავლის ამ სცენარით განვითარებას, ამ მოვლენას "დიდ საცთურს" ანუ "დიდ წარმოდგენას" უწოდებენ.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/yA6OKoW30Pk" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ფილმი "პრომეთე" ოფიციალური ტრეილერი


ბევრს სმენია პროექტ Blue beam-ის, ანუ ცისფერი სხივის შესახებ.

ეს არის სხვადასხვა მიმართულების დანადგარი, რომელიც ქმნის ვიზუალურ და აკუსტიკურ ილუზიას. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მაქსიმალურ რეალიზმს მიუახლოვოს "დიდი სპექტაკლი". ეს იქნება ისეთი საოცარი სანახაობა, რომ თვით უფლის რჩეული მორწმუნენიც კი ცთუნდებიან.

რისთვის გაუშვა ილონ მასკმა თავისი თანამგზავრები გაცხარებული პანდემიის დროს, და რა საჭირო იყო ასე სწრაფად და საყოველთაოდ ყოფილიყო დამონტაჟებული 5G მოწყობილობები?

როდესაც ადამიანებს წინ წარუდგება ლუციფერის არმია, როგორც უფრო განვითარებული ცივილიზაცია, მრავალი ადამიანი სიხარულით ცას ეწევა. ისინი მოვლენ ან მშვიდობით ან კიდევ ბოროტ უცხოპლანეტელებთან ომის ინსცენირების შემდეგ მშვიდობას აღადგენენ დედამიწაზე.

ისინი იტყვიან, რომ არიან ან ჩვენი შემქმნელები ან უფროსი ძმები, რომელთაც დაევალათ ჩვენზე ზრუნვა და დაკვირვება და სურთ დაგვეხმარონ ახალ დონეზე ამაღლებაში. ეს ძალიან მრავალს შეაშფოთებს, მორწმუნე ადამიანები შეირყევიან.

ყველაფერი სინამდვილეს მიემსგავსება.

ცოცხალი შემოქმედი ღმერთის არსებობა, მითუმეტეს ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი არანაირად ეწერება ამ კონცეფციაში. ყოველივე ამის მიზანი იქნება კაცობრიობის სრული მოწყვეტა ღმრთისგან და მისი დამორჩილება ანტიქრისტესადმი.

რას შეძლებენ ისინი და რას ვერა, დამოკიდებულია ჩვენზე. ვართ თუ არა მტკიცენი სულიერად ამას დრო აჩვენებს.

და ბოლოს, რაოდენ წარმოუდგენლად ჟღერდეს ახლა ეს იდეა, უბრალოდ გამოძებნეთ ერთი პატარა კუთხე-კუნჭული თქვენს ცნობიერებაში და იქ მოათავსეთ, რათა ერთხელაც, დიდი საცთურის დღეებში გაგახსენდეთ და გამაგრდეთ, რომ არ დაეცეთ, რადგან დიდი საცთურის ჟამი ახლოვდება.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/-Pd-uuDi28U" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ფილმი "ბრძოლა ლოს ანჟელესისთვის". ოფიციალური ტრეილერი

მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ.

2020 წ. 20 ნოემბერი.
Назад к содержимому