ufo - აპოკალიპტური სპექტაკლი: ვერნერ ფონ ბრაუნის გაფრთხილება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ufo
ყურადღება!

საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას.ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.
აპოკალიპტური სპექტაკლი: ვერნერ ფონ ბრაუნის გაფრთხილება
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
"და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით"
ლუკა 21:11

უკვე ცნობილია, რომ კაცობრიობისთვის საერთაშორისო ტერორიზმის შემდეგ ბოლო საფრთხობელად უნდა გახდეს სწორედ ასეთი სპექტაკლი -უცხოპლანეტელთა შემოჭრა დედამიწაზე და კონტაქტი ადამიანებთან. მაგრამ ესენი იქნებიან არა უცხოპლანეტელები, არამედ დემონები.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
უკვე ცალსახად ნათელია, რომ ანტიქრისტეს მსახურები აქტიურად აჩაღებენ უცხოპლანეტელთა შემოსევის თემატიკას. მარტო ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მასმედიაში გაუშვეს უამრავი ასეთი სატყუარა. მაგრამ ეს მიზანმიმართულად ხდება. ჰოლივუდში, სიონისტების ამ იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ ცენტრში, ამ თემაზე გადაღებულია უამრავი ფილმი. და ყოველ მათგანში მთავარი თემაა მთელი კაცობრიობის გაერთიანება პლანეტარული საფრთხის წინააღმდეგ.

როგორც საერთაშორისო ტერორიზმს იყენებს მსოფლიო ანტიქრისტეანული მთავრობა ახალი მსოფლიო წესრიგისა და თავისი მსოფლიო რელიგიის დასამყარებლად, ასევე უცხოპლანეტელთა შემოჭრის საფრთხესაც უახლოეს მომავალში წარმატებით აამოქმედებს და გამოიყენებს.

ამის შესახებ ლაპარაკობდა ჯერ კიდევ ყოფილი ნაცისტი ვერნერ ფონ ბრაუნი, რომელიც მესამე რეიხის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი გახლდათ. ჯერ ამერიკული დაზვერვის, შემდეგ კი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წყალობით, 1945 წელს ის გადაურჩა გასამართლებას. 1945-1948 წლებში, კოდური სახელწოდებით "სამაგრი", დამარცხებული გერმანიიდან აშშ-ს სპეცსამსახურებმა გამოიყვანეს 125 გერმანელი მეცნიერი, ხოლო 1951 წლამდე კიდევ 55 ათასი ესესელი და გესტაპოელი. ამერიკის კონგრესისა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ზურგსუკან შეთითხნილ იქნა ყველა "გადასახლებულის" პირადი საქმე.


ვერნერ ფონ ბრაუნი

ვერნერ ფონ ბრაუნი გახდა ამერიკული კოსმიური და სამხედრო-სტრატეგიული სარაკეტო მშენებლობის "ღმერთი". ის იყო ამერიკის უმაღლესი წრეების წევრი. მის აზრს ითვალისწინებდნენ პრეზიდენტები.

ვერნერ ფონ ბრაუნის უახლოესი თანაშემწე და მეგობარი გახლდათ კეროლ როუზინი (Carol Rosin). ის იყო ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული და მასწავლებელი. ცხოვრების ჩარხმა ეს ორი პიროვნება ისე შეახვედრა, რომ ფაქტობრივად ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი პროფესიისა და მსოფლმხედველობის ადამიანი უახლოეს მეგობრებად და თანამებრძოლებად იქმნენ.

1974 წელს ვერნერი დაავადდა. მას კიბო აღმოაჩნდა. იმავე წელს მან გაიცნო კეროლ როუზინი. მათი მეგობრობა თვით ვერნერ ფონ ბრაუნის სიკვდილამდე, ანუ 1977 წლამდე გრძელდებოდა.

აი ნაწყვეტი კეროლ როუზინის გამოსვლიდან ეროვნული პრეს-კლუბის სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2001 წელს ვაშინგტონში:
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/TmWsSp_41eM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
"1974 წელს, - ბრძანებს დრ. კეროლ როუზინი, - პირველად წარმადგინეს ამერიკის სარაკეტო მშენებლობის მამის, ვერნერ ფონ ბრაუნის წინაშე.ფონ ბრაუნი ბევრს მუშაობდა შეიარაღების სისტემებზე. ჩვენი გაცნობის დროს მას ეპყრა კორპორაცია "Fairchild Industries"-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ("Fairchild Industries" - აერთიანებს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, საწარმოებს, ასევე სამხედრო ბაზებს, პოლიგონებს, რომლებიც დაკავშირებულია აეროტქნიკის გამოცდებთან და შეიარაღების სხვადასხვა სახეობების შემუშავებასთან და წარმოებასთან - "აპოკ." რედ.)

ერთ-ერთი ჩვენი შეხვედრის დროს, რომელიც სამსაათნახევარი გაგრძელდა, ვერნერმა გამანდო საიდუმლოებები, რომლებიც დაკავშირებულია მოვლენებთან, რომლებიც ეხება რაკეტების მშენებლობას და კოსმიურ შეიარაღებას. მან წინასწარ გამაცნო ამ დარგის ძირითადი და ხელმძღვანელი "მოთამაშეები".
ვერნერ ფონ ბრაუნი
საქმე იმაშია, რომ თავისი ცხოვრების ბოლო წლები ვერნერ ფონ ბრაუნმა მიუძღვნა გამოსვლებს და ლექციებს, ატარებდა მრავალ ინდივიდუალურ გასაუბრებებს მაღალჩინოსან პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მეცნიერებთან იმის შესახებ, რომ საჭიროა შეწყდეს გამალებული შეიარაღება კოსმოსში. მისი მყარი რწმენით, კოსმოსის შეიარაღება არა მარტო სახელმწიფო ფონდების ბრიყვული და უსარგებლო ხარჯვაა, არამედ მიწიერი ცივილიზაციისთვის საკმაოდ საშიში წამოწყებაც.

ვერნერმა მთხოვა გავმხდარიყავი მისი წარმომადგენელი და მიმდევარი იმ საიდუმლოს გახსნის საქმეში, რომელიც იდგა კოსმოსის შეიარაღების ბოროტი გეგმის უკან და გადმოეცა ცოდნა, რომელიც გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივი და მეცნიერული განვითარების ალტერნატიულ გზებზე. იმ დღეებში, როდესაც უკვე ძლიერ შეუძლოდ იყო და საწოლიდან ვერ დგებოდა, ფონ ბრაუნმა მთხოვა გამოვსულიყავი მისი სახელით. ასე დავიწყე მე ახალი საქმიანობა...


ყველაზე საინტერესო, - აგრძელებს როუზინი, - რასაც ფონ ბრაუნი მრავალჯერ მიმეორებდა იყო ის, თუ როგორ პოლიტიკას ეწევა და მომავალშიც გასწევს აშშ. მას თითქოსდა სურდა ჩემთვის თავში ჩაეჭედა მის მიერ ადრეც ნათქვამი, რათა სამუდამოდ, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში დამემახსოვრებინა ეს ფაქტები. ვერნერი ამბობდა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საფუძველში დევს იდეა დაარწმუნოს დასავლური სამყარო იმაში, რომ საბჭოთა კავშირი არის №1 მტერი.

1974 წელს, კეროლმა თვითონაც იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი აშშ-ს №1 მტერია. მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებით ცნობილი იყო, რომ საბჭოეთი მასობრივად აწარმოებდა "მკვლელ-თანამგზავრებს", რომლებსაც ბირთვული იარაღით შეეძლოთ კოსმოსიდან დაეზიანებინათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი.

შემდეგ ვერნერმა მითხრა: "აშშ-მ იცის, რომ დიდხანს ვერ შეძლებს მსოფლიოს შეშინებას საბჭოთა კავშირით. ამიტომაც "ზემოთ" უკვე შეიმუშავეს კაცობრიობის დაშინების ახალი პოლიტიკა. №2 მტერი გახდება "ტერორიზმი". ყალბი მიზეზების გამოყენებით აშშ დაიწყებს ომს ერაყსა და ავღანეთში" (და ეს ვერნერ ფონ ბრაუნმა თქვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში - "აპოკ." რედ.). ჯერ კიდევ მაშინ ვერნერი მიყვებოდა ატომურ ბომბებზე პორტფელებში და ვირუსებზე, რომლითაც აშშ შეეცდება ("ტერორიზმის" სახით) გაანადგუროს პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

"ტერორიზმის შემდეგ აშშ გეგმავს პოლიტიკას მესამე სამყაროს წინააღმდეგ, რომელიც თითქოსდა მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. გარდა ამისა ისინი შეეცდებიან გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები, მაგალითად, "ასტეროიდები ასტეროიდების" წინააღმდეგ. ამისთვის ისინი დაარწმუნებენ კაცობრიობას, რათა შეაიარაღონ კოსმოსი.

"დაიმახსოვრე გოგონი, დაიმახსოვრე: აშშ-ს ბოლო კარტი (ანუ №3 მტერი - "აპოკ." რედ.) - უცხოპლანეტელებია. მომავალ თაობებს შთააგონებენ, რომ ჩვენ, დედამიწელები, უნდა ვაშენებდეთ სამხედრო საპლანეტთაშორისო ბაზებს, რათა უცხოპლანეტელებისგან დავიცვათ დედამიწა. და კიდევ, დაიმახსოვრე, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იქნება".
ვერნერ ფონ ბრაუნი
სერიოალ "ვიზიტიორების" პოსტერი

მაშინ მე ძალიან გულუბრყვილო ვიყავი და ვერნერ ფონ ბრაუნის ნათქვამს არასერიოზულად ვეკიდებოდი. მაგრამ დღეს გამაოგნებელი გამოცანის ნამსხვრევებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს და წარმოქმნეს აწმყოსა და უახლოესი მომავლის პირქუში სურათი.

მას არ უთქვამს როდის მოხდება ეს ყოველივე, მაგრამ არაერთხელ მიმეორებდა, რომ კოსმოსის შეიარაღება, რომელიც სიცრუეს ეფუძნება, საკმაოდ სწრაფად მოხდება, უფრო სწრაფად, ვიდრე კაცობრიობა შეიგნებს, რომ ეს მოხდა. მაგრამ უკვე საკმაოდ გვიან იქნება. დაძაბულობა, რომლითაც ფონ ბრაუნი ამას მიყვებოდა, მაგრძნობინებდა, რომ მან იცის ისეთი რამ, რის თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავს. გასაოცარია, რომ ვერნერ ფონ ბრაუნი ნათქვამს ლოცვასავით მრავალჯერ მიმეორებდა მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, ვიდრე თვით სიკვდილამდე".
ვერნერ ფონ ბრაუნი
ფილმ "ნიშნების" პოსტერი

***

ამ ბოლო პერიოდში აშშ-ს მასმედიამ ახალი და წარმოუდგენელი ისტორიები შესთავაზა მაყურებლებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და უცხოპლანატელების შემოჭრის შესახებ. ეს არის მხატვრული ფილმები და "დოკუმენტური" ფაქტები.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ მასმედიაში "ტერორიზმის" თემა ერთი წლით კიდევ გაახანგრძლივეს "პატრიოტული აქტის" (Patriotic Act) პოლიტიკური აუცილებლობის გამო, მაგრამ "უცხოპლანეტელთა მიერ დედამიწის დაპყრობის" თემა უკვე ფეხს იკიდებს და მყარად ისადგურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანთა ცნობიერებაში.
სამყაროთა ბრძოლა
ამერიკული ფილმის "სამყაროთა ომის" პოსტერი

არაფერია იმაზე უფრო გენიალური, ვიდრე 60-წლიანი დეზინფორმაციის ბაზაზე ვითომცდა უცხოპლანეტელთა საშიშროების გამო შექმნა ლოზუნგი, რომელიც დაარწმუნებს უმრავლესობას, რომ დროა ყველანი გავერთიანდეთ ერთ დიდ ქვეყნად, რათა ერთობლივი ბრძოლა ვაწარმოოთ უცხოპლანეტელი დამპყრობლების წინააღმდეგ.

შესაძლოა, არ იქნებიან არავითარი უცხოპლანეტელი დამპყრობლები, ხოლო დედამიწაზე დაიწყებენ ფრენას ამერიკული და რუსული წარმოების "თეფშები", რომლებიც უკვე საკმაოდ დახვეწეს და ესეც ფაქტია.
ვერნერ ფონ ბრაუნი
კადრი ფილმიდან "ბრძოლა ლოს-ანჟელესისთვის"

სავარაუდოდ, "ქარის წისქვილებთან" მოკლე შებრძოლების შემდეგ, კაცობრიობა იზეიმებს გამარჯვებას, მაგრამ მსოფლიო მთავრობა უკვე სამუდამოდ დამკვიდრდება. და მაშინ მთელს დედამიწას ელოდება ახალი მსოფლიო წესრიგის მონობა და გლობალური კონტროლი. იქნება ერთი მსოფლიო ცენტრალიზებული განკარგულება, რომელი ვაქცინა მიიღონ ადამიანებმა და როგორ ჩაინერგონ კანქვეშ მიკროჩიპები (ან უფრო დახვეწილი ტენოლოგიის მქონე ტატუირებები).


მასმედიაში მასობრივად გავრცელებული ცნობები

Facebook-ში, CNN-ის არხზე "პირდაპირ ეთერში" აჩვენეს ვიდეო, რომელზეც ჩანს უცხოპლანეტელების შემოსევა. ბუნებრივია ასეთმა ინფორმაციამ უმალ მიიპყრო ათასობით ადამიანის ყურადღება (ვიდეო იხ. ქვემოთ).

რა მიზნით იყო განთავსებული ეს ვიდეო კომპანია არ განმარტავს. უნდა აღინიშნოს, რომ მის მნახველთა შორის ბევრმა ის უცხოპლანეტელთა შემოსევის რეალურ ტრანსლაციად აღიქვა, თუმცა, აშკარა იყო, რომ ეს გახლდათ ჩვეულებრივი კომპიუტერული გრაფიკა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო რეალობასთან, თუმცა იბადება კითხვა - ვის და რატომ დასჭირდა ამ ვიდეოს განთავსება?

შესაძლოა საკმაოდ პოპულარულ და ავტორიტეტულ გამოცემებში ამგვარად ამოწმებენ ადამიანების რეაქციას მსგავს ინფორმაციებზე. ჩვენ არ შეგვიმოწმებია სინამდვილე იმისა, მართლაც აჩვენა CNN-მა ასეთი ვიდეო უცხოპლანეტელთა შემოსევის შესახებ თუ არა (თუმცა ინტერნეტში ამის შესახებ საკმაოდ უხვად არის ინფორმაცია - რედ.). სინამდვილეში, CNN-თან დაკავშირებით ამას არცა აქვს დიდი მნიშვნელობა. ნათელია ერთი -მსოფლიო ანტიქრისტეანული მთავრობა ემზადება ამ უკანასკნელი აპოკალიპტური სპექტაკლის დასაწყებად, რომლის შედეგადაც ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობა შეუდგება სულისწარმწყმედელ მსოფლიო ანტიქრისტეანულ წესრიგს.

უფალო შეგვიწყალენ!

წყარო: ok.ru
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/hD4GtqKXgiE" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ლოს-ანჟელესზე "უცხოპლანეტელთა" თავდასხმის "პირდაპირი ტრანსლიაცია" CNN-ზე.

აქ კარგად ჩანს, თუ რაოდენ მაღალ დონეზე შეუძლიათ ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიით შექმნან "უცხოპლანეტელთა" შემოჭრის ილუზია
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/hD4GtqKXgiE" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
NASA-ს ყოფილი დირექტორის სენსაციური განცხადება დედამიწაზე "უცხოპლანეტელთა" თავდასხმის შესახებ. მართალია, ესეც გათამაშებული ცრუინფორმაციაა, მაგრამ აქ საინტერესოა ის, თუ რაოდენ მაღალ დონეზე მიმდინარეობს მოსახლეობის "დაბოლება".

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: სამწუხაროდ ამჟამად ეს ვიდეო მიუწვდომელია.


პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ.
Назад к содержимому