აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
პურების დასადები ტაბლა მოსეს
კარავში და პურთა გამრავლების სასწაული ახალ აღთქმაში
ერთ-ერთი წმიდა საგანი, რომელიც "არ არის" (ან როგორც მინიმუმ არ მოიხსენიება) ზეციურ ტაძარში, რომელიც თავის დროზე მოსეს ხელთქმნილი კარვის შიგნით იმყოფებოდა, არის ოქროს ტაბლა (მაგიდა), რომელიც, ისევე როგორც ოქროს შვიდსანთლიანი-სასანთლე (მენორა), განთავსებული იყო წმიდათა წმიდას კრეტსაბმელის წინ და მღვდელი-ლევიტები მასზე თორმეტი განსაკუთრებული პურის დასადებად იყენებდნენ, რომელთაც "შესაწირავი პურები" ეწოდებოდათ.
ამ მაგიდას გააჩნდა მრავალი სპეციალური ატრიბუტი (ანუ თეფშები, სასაკმევლე, თასები და ჭიქები), რომლებიც ასევე ოქროსგან იყო დამზადებული (გამ. 25:23-30; 37:10-16, 3 მეფ. 7:48, 2 პარ. 13:11), — ხოლო ყველა მოქმედება, რომლებიც შესაწირ პურებთან იყო დაკავშირებული, რიტუალური სატაძრო მღვდელმოქმედების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა (გამ. 25:30; რიცხვ. 4:7: 2 პარ. 2:4; 13:10-11; ნეემ.10:32-33).
(ყოველ შაბათს
ადრევე ოქროს მაგიდაზე დადებული პურები ახალგამომცხვარი პურებით იცვლებოდა, - ხოლო
პურები, რომლებსაც მაგიდიდან იღებდნენ, წმიდად მიიჩნეოდა და უკვე ტაძრის მიღმა აღარ
გაჰქონდათ. აარონის წესის მღვდლები მათ პირდაპირ "წმიდა ადგილას ჭამდნენ",
შეად. ლკ. 6:3-4, ანუ იქცეოდნენ ისე, თითქოსდა ეს პურები კარავში ერთკვირიანი ყოფნის
პერიოდში ზეციურ პურებად იქცნენ).
ამასთან ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი სასწაული, რომელიც მაცხოვარმა ისრაელში აღასრულა, ხუთი ათასი კაცის ხუთი პურით დაპურების სასწაულია (მთ. 14:17–20; მკ. 6:38-44; ლკ. 9:13-17), შემდეგ კი ოთხი ათასი კაცისა შვიდი პურით (მთ. 15:34-38; მკ. 8:5-9). თანაც ამ სასწაულის აღსრულების წინ უფალმა თავის მოწაფეებს შესთავაზა თვით დაეპურებინათ იქ შეკრებილი მთელი ერი ("... თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი..." (მთ. 14:16; მკ. 6:37; ლკ. 9:13), - მაგრამ მოწაფეებს პირველ შემთხვევაში მხოლოდ ხუთი პური აღმოაჩნდათ, მეორე შემთხვევაში კი მხოლოდ შვიდი, ასე რომ ამ პურებით იქ შეკრებილი მთელი ერის დაპურება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო (აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაცხოვრის მიერ გამრავლებული პურების საერთო რაოდენობა შეესაბამებოდა წმიდა შესაწირავ პურთა რიცხვს, რომელთაც მღვდლები რიტუალურად სთავაზობდნენ (სწირავდნენ) უფალს ძველაღთქმისეულ პერიოდში).
მნიშვნელოვანია ის ვითარებაც, რომ მთელი ერის საკვირველად "გამრავლებული" პურებით დაპურების შემდეგ ნარჩენების რაოდენობამ გაავსო თორმეტი კალათი (მთ. 14:20 და სხვა), - ანუ იმდენი, რამდენი "პატარა" შესაწირი პური მუდმივად უ ნდა ყოფილიყო ხელთქმნილი კარვის ოქროს მაგიდაზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პურთა გამრავლების სასწაულს გააჩნია მეტაფორული აზრი, და მოწმობს იმის შესახებ, რომ ძველაღთქმისეული შესაწირი პურები ელოდნენ თავიანთ დროს, და რომ ახალაღთქმისეულ პერიოდში უკვე თვით უფალი უგზავნის ერს "არსობის პურს", რომელსაც თავის მოწაფეებს ანდობს, - მოწაფეები კი მოწოდებულნი არიან ეს საკვირველი პური დაარიგონ არა მარტო აარონისეული მღვდლობის წესისამებრ, არამედ დაურიგონ ერის მთელ სიმრავლეს, რომელიც მაცხოვრის მოსასმენად მოვიდა, შეად.:
"ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად. მაგრამ იესუმ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა? იესუმ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი" (მთ. 14:15-20).
(აქ შეიძლება
შევნიშნოთ, რომ მაცხოვრის მიერ ბოძებული საკვირველი პურების ჭამისას ხალხი მოლზე უნდა
დამსხდარიყო, როგორც ტრაპეზზე, - ხოლო ამ ტრაპეზის ნარჩენები უკანასკნელ ნაჭრამდე უნდა
აეგროვებინათ, ანუ ისე, თითქოსდა ეს იყო წმიდა პურები, რომელთაც ხელთქმნილ კარავში
სწირავდნენ მღვდლები.
თანაც, ამ
ტრაპეზიდან არავინ რჩებოდა მშიერი, - ხოლო მაცხოვრის მოწაფეებს რჩებოდათ ჭარბი რაოდენობის
პურები).
გარდა ამისა, პურების ახალაღთქმისეული გამრავლება უთითებს პირველშეწირულ პურთა გამრავლების წინასახეობრივ მნიშვნელობაზე, რომელიც აღასრულა ძველაღთქმისეულმა წინასწარმეტყველმა ელისემ (4 მეფ. 4:42-44), - ხოლო მოახლოვებული პასექი (ინ. 6:1-13), უდაბური ადგილი და ამის შემდეგი მოვლენა, როდესაც მაცხოვარმა "მშრალივით" გაიარა გალილეის ზღვაზე (მთ. 14:22-27; მკ. 6:45-50; ინ. 6:16-20, შეად. - ებრ. 11:23) მაცხოვრის სასწაულს აკავშირებს საკვირველ ზეციურ მანანასთან, რომლითაც იკვებებოდა ისრაელის ხალხი უდაბნოს გადასვლის პერიოდში.
მაგრამ სიმბოლოთა და მოწმობათა ყველაზე მასშტაბური პანორამა, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ძველაღთქმისეულ "შესაწირ პურებს" ახალაღთქმისეულ პურებთან, წარმოდგენილია იოანეს სახარებაში ე. წ. "სიცოცხლის პურის შესახებ" საუბარში:
"ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი. ... პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს. და უთხრა მათ იესუმ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს" (ინ. 6:27-35).
(შეად.: "... აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს" (გამოცხ. 7:16-17).
"მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის" (ინ. 6:48-51).
(შეად.: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას..." (გამოცხ. 2:17)).
"რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს" (ინ. 6:55-58).
თანაც სასწაულებრივი დაპურების ერთიანი სიმბოლური მნიშვნელობის (ინ. 6:1-13), ზღვის ფეხით გადავლის (ინ. 6:18-25) და "სიცოცხლის პურზე საუბრების" (ინ. 6:27-33 და სხვა) შუქზე თვით "მამაო ჩვენოც", ქრისტიანობის უმთავრესი ლოცვა, მაღლდება თავის ბუკვალურ მნიშვნელობაზე და წარმოდგება, როგორც "უდაბნოს გადამავალთა" ლოცვა (რადგან სწორედ უდაბნოს გადასვლის დროს უფალი თვით ყოველდღიურად აძლევდა ხალხს არსობის პურს (გამ. 16:15-19; ფსალმ. 77:23-25), შეად.:
"ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს..." (მთ. 6:9-11).
მეტიც, სახარებისეულ მნიშვნელობათა ერთობლიობაში თორმეტი შესაწირი პურის სიმბოლო მაღლდება ახალაღთქმისეული ევქარისტიის საიდუმლომდე, რომელიც უმნიშვნელოვანესი მღვდელმსახურებაა ქრისტეს ეკლესიაში და უშუალოდ ზეციურ საყდართან აღესრულება (შეად.: მთ. 26:26; მკ. 14:22; ლკ. 22:19; გამოცხ. 2:17; 5:6), რის შედეგადაც უფალი თავის შვილებს უბრუნდება არა მარტო პასქალურ კრავად, არამედ სიცოცხლის პურად, რომელიც მიენიჭა ახალ სამღვდელოებას მთელი იმდროის განმავლობაში, რომელიც ქრისტიანებს დასჭირდებათ ძველი ქვეყნიერების სულიერი უდაბნოს გადასვლისთვის:
"კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლის თანაზიარება არ არის? პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულის თანაზიარება არ არის? ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი — ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით. შეხედეთ ისრაელს ხორცის მიხედვით: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან?" (1 კორ. 10:16-18)
ხოლო საკვირველი ზეციური პურის ახალაღთქმისეული მოწმობათა კონტექსტში მაცხოვრი ხატება იცნობა წმიდა ჭურჭელში ღვთაებრივი მანანით, რომელიც მოსეს კარვის წმიდათა წმიდასი იმყოფებოდა აღთქმის კიდობანთან ერთად (რომელიც მიუთითებდა სრულყოფილ აღთქმაზე ქრისტეში) და აარონის აყვავებულ კვერთხში (რომელიც მაცხოვარზე მიუთითებს, როგორც სიცოცხლის ხეზე, შეად.: გამ. 16:33; ებრ. 9:3-4; გამოცხ. 2:7), რაც პირდაპირ მოწმობს უფალსა და მაცხოვარზე, როგორც ძველი აღთქმის თითოეული უდიადესი სიწმიდის ცოცხალ და სრულყოფილ განხორციელებაზე.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.
