პუბლიკაციები - მეოთხე დიდი ცოდვა, რომელიც ანგრევს ღმრთის ჩანაფიქრს ადამიანზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
მეოთხე დიდი ცოდვა, რომელიც ანგრევს ღმრთის ჩანაფიქრს ადამიანზე
და სამართლიანი შურისგებისკენ მოუწოდებს
წმ. იერემია წინასწარმეტყველი
ზემოთ ფოტოზე: წინასწარმეტყველი იერემია


ნაწილი მეოთხე
 
 
ბოლო, მეოთხე დიდი ცოდვა, რომელსაც თავის წიგნში აღწერს წინასწარმეტყველი იერემია არის - პირმოთნეობა.
 
პირმოთნე ადამიანთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც გარეგნულად კაცი კეთილი ჩანს, გული კი ბოროტებითა აქვს სავსე, ლაპარაკობს თითქოსდა კეთილს, მაგრამ ბოროტებას იზრახავს.
 
"წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს. როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით" (იერ. 9:7-8).
 
უბიწო ადამიანის აზრები, გრძნობები და განზრახვები პატიოსანია, მისი სიტყვა საქმეს არ სცილდება, ხოლო ჩანაფიქრი არ ეწინააღმდეგება და ეთანხმება მის მოქმედებებს.
 
ეს არის უბიწო, ის არ ირევა, როდესაც სული უზენაესს ეძებს, მშვინვა - მიწიერს, ხოლო სხეული - ცხოველურს, როგორც ეს ი. კრილოვის ცნობილ იგავშია: გედი ღრუბლებს ელტვის, კიბორჩხალა უკან იხევს, ხოლო  ქარიყლაპია წყლისკენ იქაჩება.
 
პირმოთნე კი - ეს არის ადამიანი, რომელიც საერთოდ არც კი ფიქრობს სულიერზე, ამიტომ მას სწყურია და ეძბს ორ საგანს: მიწიერს და ცხოველურს.
 
ამისთანა ადამიანს კიდევ უწოდებენ - "ორპირას", "ცრუს", "არამყარს", "მზაკვარს" და ა. შ.
 
უფალმა იესუ ქრისტემ პირმოთნეები ეშმაკის ძეთ უწოდა: "თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" (ინ. 8:44).
 
ეშმაკი - ცილისმწამებელია და მხოლოდ მან შემოიტანა ქვეყნიერებაში სიცრუე.
 
როდესაც პირმოთნე თავს იკატუნებს და ცრუობს, თავის დაძვრენას ცდილობს და სხვებს ელაქუცება, მაშინ მასში მზაკვარი სული მოქმედებს, სული სატანისა. ფაქტობრივად ეშმაკი ყოველი ცრუ ადამიანის მამაა.
 
ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანთა მთელი საზოგადოებაა დაავადებული პირმოთნეობით, მაშასადამე მან უარყო ჭეშმარიტება და ღმერთი მათთვის მამა უკვე აღარ არის.
 
"მზაკვარების გამო არ ნებავთ მათ ჩემი შეცნობა" (იერ. 9:5).
 
ამიტომაც ღმერთს უწევს ადამიანთა ცხოვრებაში ჩარევა, რათა ხელი შეუშალოს მათ ბოროტების გავრცელებაში:
 
"ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გადავადნობ მათ და გამოვცდი, რადგან სხვაგვარად როგორ მოვიქცე ჩემი ერის ასულისთვის? წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს. როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით" (იერ. 9:6-9).
 
შემდეგ კი აგრძელებს: "ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ. სად არის ბრძენი, რომ ამას მიხვდეს? ვისაც უფალი თავისი პირით დალაპარაკებია, ვისაც შეუძლია ამცნოს, რომ დაღუპა ეს ქვეყანა, რამ გადაბუგა უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს. ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მათ მივეცი, არ გაიგონეს ჩემი ხმა და არ გაჰყვნენ მას" (იერ. 9:10-12).
 
აი მეოთხე საშინელი დანაშაული ღმრთისა და კაცობრიობის მიმართ, რომლის გამო ადამიანთა დაბნეული საზოგადოება აუცილებლად დაექვემდებარება ღმრთის სამართლიან შეგონებასა და შურისგებას (პირველი სამი დანაშაული - აღწერილი იყო წინა სამ სტატიაში).
 
აქ აუცილებელია ხაზი გავუსვათ, რომ ღმრთის რჯული, რომლისგანაც გადაიხარა ისრაელი - ეს იუირიდიული სამართალი ან სამართლებრივი ნორმა კი არ არის, ეს სიცოცხლის გზაა.
 
როდესაც სიცოცხლის გზა მიატოვა, ეს ხალხი ჯოჯოხეთს შეუდგა სიკვდილის გზით და გეზი ეშმაკის სამეფოსკენ აიღო.
 
ამიტომაც საჭიროა ისრაელის შეჩერება.
 
მაინც რატომ ისრაელის? რა უნდა ვთქვათ სხვა სახელმწიფოებზე, რომლებიც აღიგავნენ პირისაგან მიწისა?
 
იმიტომ, რომ ებრაელებს ჰქონდათ განსაკუთრებული, ღვთაებრივი მისია. ღმერთმა ისინი იმიტომ აირცია, რომ ამ ხალხის წიაღში უნდა დაბადებულიყო მაცხოვარი, ამიტომაც ზრუნავდა იგი იუდეველთა ზნეობრიობასა და სულიერებაზე.
 
სხვა სახელმწიფოებსა და ხალხებზე უფალმა თქვა:

"მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე" (ფსალმ. 80:13).
 
მასაშადამე, არსებითად, არსებობს ადამიანთ მხოლოდ ორი კატეგორია, ისინი ვინც ღმერთს ეუბნებიან: "იყავნ ნება შენი", და ისინი ვისაც ღმერთი ეუბნება: "იყავით თქვენი გულისწადილით".
 
ამრიგად, თუკი ადამიანები ჯიუტად ადგენენ სიკვდილის გზას და საკუთარ "სიმართლეს" ამჯობინებენ ღმრთის სიმარტლეს, მაშინ ღმერთი მათ მიუშვებს იარონ საკუთარ ნებაზე და გაიშალონ "დედამიწის ოთხივ კუთხეში".
 
ყველა ერი როდი ეღირსა ისეთ მზრუნველობას, როგორსაც ისრაელის ერი, - ასევე ყველა ცალკე აღებული ადამიანი როდია უფლის განსაკუთრებული მზრუნველობის საგანი.
 
ღმერთმა აღთქმა დადო ისრაელ ერთან და აირჩია იგი ამ ხალხის მამამთავრებისა და პატრიარქების რწმენის გამო.
 
სწორედ იმ ნატამალის გამო, რომელიც ჯერ კიდევ ინახავს რწმენას ჭეშმარიტი ღმრთისადმი, ეს ხალხი არ აღიგვება პირისაგან მიწისა.
 
უფალი აგრძელებს თავის ზრუნვას ებრაელებზე წინასწარმეტყველ იერემიას, წინასწარმეტყველ დანიელის და იმ სამი ყრმის გამო, რომლებიც მან გავარვარებულ ღუმელში იხსნა, როდესაც ისრაელი ბაბილონში იყო წარტყვევნილი.
 
ღმერთი იცავს ამ ხალხს იმიტომაც, რომ განაცდევინებს რა საშინელ ტანჯვას, შეაგნებინოს თავისი შეცდომები, განიცადოს მიტოვებულობა და თავმდაბლობით სიკვდილის გზიდან კვლავ სიცოცხლის გზას დაუბრუნდეს. კვლავ შეუდგეს ჭეშმარიტი ღმრთის თაყვანისცემას და იცხოვროს ქრისტე მაცხოვრის მეორე და დიდებით მოსვლის მოლოდინში.



საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით.
Назад к содержимому