პოლიტიკა - 6 ყველაზე ანტიჰუმანური იდეა მეფ-ის შეხვედრაზე დავოსში (2024 წ.) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
6 ყველაზე ანტიჰუმანური იდეა მეფ-ის შეხვედრაზე დავოსში (2024 წ.)
მოვლენები
თუ გაინტერესებთ რატომ არის ეშმაკის თავი გამოსახული ამ სტატიის მთავარ ფოტოზე, გეტყვით, - ეს იმიტომ, რომ ის ბუკვალურად მთავარ დეკორს წარმოადგენდა მეფ-ის 2024 წლის შეხვედრაზე დავოსში. კარგი იქნებოდა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა ყოფილიყო, მაგრამ, სინამდვილეში რეალობა ზოგჯერ სასაცილოზე მეტად არის სატირალი. აი 6 ყველაზე გიჟური და სულელური მომენტი დავოს-2024-ზე.
 
წამყვანი მასმედიის უმეტესობისგან განსხვავებით, ჩვენ არ დავხარჯავთ თქვენს დროს ირგვლივ სირბილითა და დროის გაწელვიშ: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (შემდეგში მეფ - "აპოკ." რედ.) - ეს არის პარაზიტული და არალეგიტიმური ორგანიზაცია, რომელსაც მართავენ არავისგან არარჩეული ადამიანები და, რომლებიც ცდილობენ შეცვალონ მთელი მსოფლიო... უარეს შემთხვევაში.
 
საკმაოდ რთულია გადავაფასოთ ამ ორგანიზაციის ამაზრზენი მიზნები, რომელიც მხოლოდ იმით ამაყობს, რომ კიბოსავით "აღწევს მთავრობებში" და ერთდროულად ავითარებს გიჟურ ლოზუნგებს, როგორიცაა, მაგალითად, "თქვენ არაფერი გექნებათ, და თქვენ იქნებით ბედნიერი" (იხ. სტატია: "როგორ მომავალს გვპირდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი". ეს პუბლიკაცია გვაძლევს კარგ გრძელვადიან პროგნოზს ამ ორგანიზაციის გეგმებზე).
 
ამ პირუტყვებისთვის, მათივე ფსიქიური მდგომარეობისთვის, სასარგებლო იქნებოდა სრული იგნორირება, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია, რადგან დავოსის ყოველწლიურ შეხვედრებზე მუდმივად ხერხდება ისეთი ადამიანების შეკრება, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ განახორციელონ მეფ-ის ოცნებები; აქ იკრიბებიან სახელმწიფოთა მეთაურები, მეგაკორპორაციების ხელმძღვანელები და გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
 
ასევე ჯადოქრები, რომლებიც ადამიანებს პირში სულს უბერავენ.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/FuqTKoXx8Mg?si=9lF5b9VUCPurXTZS" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
როდესაც ეს სტუმრები სხედან პრეზიდიუმში და თავიანთ გლობალისტურ "სახარებებს" ქადაგებენ, გონებაში იშვება ორი შეკითხვა: რატომ გამოიყურებიან ისინი ასეთი თვითკმაყოფილებით  და, რატომ ძრწიან საკუთარი ინტელექტის წინაშე? უპირატესობის მათი ატმოსფერო ბევრს მეტყველებს მასებისადმი მათ დამოკიდებულებაზე. მაგრამ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გარდაუვალად რატომ მიდის მათი თემები თავისუფლების შეკვეცამდე, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებამდე და კონტროლის გაძლიერებამდე ორუელის სტილში?
 
პასუხი საკმაოდ მარტივია: მათი საბოლოო მიზანია - ანტიუტოპიური მსოფლიო მთავრობა, რომელშიც მასები განეკუთვნება ქვესახეობას, რომელსაც მიეცემა მხოლოდ შეზღუდული თავისუფლება და რესურსები, მაგრამ ამასთან ის დაექვემდებარება მუდმივ მონიტორინგს და ფარმაცევტულ ჩარევას. სხვა სიტყვებით, მათ სურთ ნახირად გვაქციონ.
 
ეს კოშმარული კონცეფცია რომ განახორციელოს, მეფ-ი ეტაპობრივ ნაბიჯებს იყენებს. წლიდან წლამდე ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს მოახდინოს ახალი ველური იდეების ნორმალიზება. შემდეგ ის იყენებს ისეთ კრიზისებს, როგორიცაა Covid-19, რათა რეალობად გადააქციოს ისინი. მათი საიდუმლო დევიზია: "არასოდეს მისცეთ ნება კარგ კრიზის ამაოდ გაქრეს".
 
2024 წელს დავოსმა კვლავ გააჩინა მრავალი ამაზრზენი და რადიკალური იდეა, რომელთაც აქვთ საერთო წერტილი: მათ კაცობრიობა მიჰყავთ ანტიუტოპიურ ახალ მსოფლიო წესრიგამდე. არა, მე არ ვარ "შეთქმულების თეორეტიკოსი", სიტყვა "ახალი მსოფლიო წესრიგი" დავოსში ბუკვალურად იქნა წარმოთქმული. თანაც არაერთხელ.
 
აი 6 ყველაზე წარუმატებელი მოვლენა 2024 წლის დავოსში. რატომ 6 საუკეთესო? იმიტომ, რომ მეფ-ის ლოგოტიპი შეიცავს სამ ექვსიანს.




#6 არანორმალური გობელენი
 
სანამ გადავიდოდეთ იმაზე, თუ რა იყო თქმული დავოსში, უნდა შევხედოთ გარკვეულ სიმბოლიკას. ამ საიტის სლოგანი არის - "სიმბოლოები მართავენ მსოფლიოს", და, კვლავ, მეფ-ის ჭეშმარიტად არაგაფილტრული აზროვნება საუკეთესოდ გამოიხატება ერთადერთი "მორთულობით", და არა ათასობით სიტყვით.
 
აი სკრინშოტი დისკუსია დავოსში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.



რატომ არის მარცხენა კედელზე ეშმაკის გამოსახულება?

ტერეზა მეი და მისი მეგობრები საუბრობდნენ ოთახში, რომელიც მორთული იყო უოლტემსტოუს გობელენით, დიდი ფრესკით, რომელიც 2009 წელს შექმნა თანამედროვე მხატვარმა გრეისონ პერიმ.



უოლტემსტოუს გობელენი



მხატვარი: გრეისონ პერი. როგორ ჰგავს კარგად ადაპტირებულ ადამიანს.

ამ გობელენში მრავალი სიგიჟე ხდება, მაგრამ, თუ მოკლედ შევაჯამებთ, მასზე გამოსახულია ქალი, რომელიც შობს ბავშვს, და რისი სისხლიანი კვალი პირდაპირ მიდის ... ეშმაკის ხახაში.



ეშმაკის წინ დგანან პერსონაჟები, რომლებიც მოგვაგონებენ სამ მოგვს. ასევე: ეს ქალწული მარიამი დგას მუხლებზე და ეშმაკს სთავაზობს ყრმა იესუს? ჩვენი ლიდერები განხილავენ მსოფლიოს მომავალს ოთახებში, რომლებიც ამ ნაგავითაა მორთული.
 
 
გობელენი სავსეა რეალური კორპორაციების სახელწოდებებით, მაგალითად, ისეთებით, როგორიცაა Nestlé, Vodaphone, Nike, Microsoft და Glaxo Smith Kline. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ხელოვნების ნაწარმოებები განმარტავენ კორპორაციებს და მატერიალიმს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე და მივყავართ უკეთური არსებობისკენ.
 
მაგრამ, რადგან ამ კომპანიების უმრავლესობა წარმოდგენილია მეფ-ის შეკრებაზე, ეს სურათი იძენს საკმაოდ ბუკვალურ აზრს. ეს უკვე აღარ არის სოციალური კომენტარი, ეს არის პროექტი. და ისინი ამით ამაყობენ.
 
ზემოთნათქვამის გათვალისწინებით, მოდი ვნახოთ, რა განიხილებოდა დავოსში.


#5 დაავადება X და პანდემიური ხელშეკრულება



პრეზიდიუმი "დაავადება X" დავოსში. სესიის ალტერნატიული სახელწოდება: "დავაშინოთ ადამიანები და ვაიძულოთ ისინი მიიღონ ჯანმო-ს პანდემიური ხელშეკრულება".
 
 
როდესაც ეს ადამიანები მეფ-იდან უკან, COVID-ის წლებისკენ იხედებიან, მათი თვალის გუგები გულებს ემსგავსება. სასტიკი კარანტინები, აუცილებელი ნიღბები, ვაქცინების ბობოქრობა... ასეთი "სასიამონვნო" მოგონებები "ათბობენ" მათ სულს. 2024 წლის დავოსში, მეფ-მა ჩაატარა დისკუსია "დაავადება X"-ის, ამ ჰიპოთეტური სნეულების შესახებ, რომელსაც შეუძლია კაცობრიობა მიიყვანს ახალ გლობალურ პანდემიასთან.
 
დისკუსიის მონაწილეთ შორის იყვნენ ტედროს ჰებრეიესუსი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი), როი ჯეიკობსი (Phillips Healthcare-ს გენერალური დირექტორი) და მიშელ დემარე (AstraZeneca-ს სამმართველოს თავმჯდომარე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტუმრები იყვნენ ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ მიეღოთ დიდი მოგება ახალი პანდემიისგან.
 
მეფ-მა იცოდა, რასაც აკეთებდა, როდესაც მოიფიქრა "დაავადება X". თვით დისკუსიის მონაწილეებმა აღიარეს, რომ ის არის "დამახსოვრებადი", და იმედოვნებდნენ, რომ ის მიიპყრობდა სოციალური ქსელების ყურადღებას. ასეც მოხდა. ეს აღიზიანებდა და აშინებდა ადამიანებს, რომლებიც ახლა დარწმუნებულნი არიან, რომ მეფ-ი უკვე გეგმავს ახალ პანდემიას.
 
აშშ-ს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა თანაშემწემ საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში მონიკა კროულიმ X-ზე დაწერა:
 
"ზუსტად არჩევნებისთვის, ახალი ინფექცია, შესაძლებლობას მისცემს მათ განახორციელონ ახალი ხელშეკრულება ჯანმო-სთან, კვლავ დაბლოკონ და შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება და კიდევ უფრო გაანადგურონ თავისუფლება".
 
თავის შესავალ სიტყვაში ტედროს ჰებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ტერმინი "დაავადება X" მოფიქრებულ იქნა 2018 წელს და ის უნდა გამხდარიყო ახალი და უცნობი დაავადების აღმნიშვნელი. მან ასევე დაამატა, რომ COVID გახდა პირველი დაავადება X.
 
მართალია დაავადება X უცნობად მიიჩნევა, მაგრამ ჯანმო-მ უცნაურად განაცხადა, რომ ის შეიძლება 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე COVID-ი. საიდან მოიტანეს ასეთი უცნაურად კონკრეტული ციფრი?
 
ამ ჯგუფის მიზანი საკმაოდ მარტივია: ნორმალიზებულ იქნას იდეა იმის შესახებ, რომ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს არა აქვთ ხმის უ ფლება, როდესაც გავრცელდება პანდემია. ამის ნაცვლად არარჩეული გლობალისტტების გლობალური ორგანიზაციები, ისეთები, როგორიცაა ჯანმო, სხვა კერძო ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად, უნდა მბრძანებლობდნენ და მეთაურობდნენ მთავრობებს.
 
ამ მიზნის მისაღწევად ჰებრეისუსმა ქვეყნებს მოუწოდა ხელი მოეწერათა ჯანმო-ს პანდემიური ხელშეკრულებისთვის, რომლის უკიდურესი ვადა გახლავთ 2024 წლის მაისი. ჰებრეისუსმა თქვა:
 
"ეს საზოგადო და გლობალურ ინტერესში შედის, და ვიწრო ნაციონალისტური ინტერესები მას ხელს არ უნდა უშლიდეს".
 
ყურადღებით გადაიკითხეთ ზემოთმოტანილი ციტატა. სწორედ ეს სიტყვები კვლავ და კვლავ იქნება გამოყენებული გლობალური მთავრობის გასამართლებლად. ამ სიტყვების გამოყენებისთვის საკმარისი იქნება ნებისმიერი თავისმართლება (მაგალითად, კლიმატის ცვლილება).
 
ბოლო თვეეებში კრიტიკოსები გვაფრთხილებდნენ, რომ ჯანმოს ირიდიულად დამავალდებულებელი ხელშეკრულება ნაციონალურ სუვერენიტეტს გადასცემს ამ გლობალურ ორგანიზაციას და, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების დაპყრობა. წერილში, რომელიც გამოქვეყნებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის მიერ სახელწოდებით: "ამერიკული თავისუფლების წინსვლა" (AAF), ნათქვამია:
 
"ჯანმო"-ს წინადადება მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია და ძირი გამოუთხაროს აშშ-ს სუვერენიტეტს ჯანმო-სთან ხელშეკრულების დადებით, რომელიც ითვალისწინებს მზადყოფნას პანდემიისთვის, წარმოადგენს უსუსურობას და ბადებს სერიოზულ და მნიშვნელოვან კითხვებს ამერიკის დამოუკიდებელ მოქმედებებთან და მის უნარებთან მიმართებაში რეაგირება მოახდინოს გლობალურ პანდემიაზე".
 
კრიტიკის საპასუხოდ ტედროსმა განაცხადა:
 
"არიან ისეთები, ვინც ამტკიცებენ, რომ პანდემიური შეთანხმება და საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარული წესები ადგილს დაუთმობენ ჯანმო-ს სუვერენიტეტს და ჯანმო-ს სამდივნოს მისცემენ შეზღუდვების დაწესების უფლებას ან ვაქცინაციის მანდატებს მთელ რიგ ქვეყნებში. თქვენ იცით, რომ ეს არის ფეიკური ახალი ამბები, სიცრუე და შეთქმულების თეორიები".
 
არ ვიცით ბ-ნო ტედროს. ჩვეულებრივ, როდესაც თქვენ ამბობთ "ფეიკური ახალი ამბები" და "შეთქმულების თეორიები", ამას იმიტომ ამბობთ, რომ გსურთ თავი აარიდოთ თქვენთვის უხერხულ სინამდვილეს... მაგალითად, იმ ფაქტს, რომ თქვენ ცდილობთ დაამყაროთ ახალი მსოფლიო წესრიგი.
 
 
#4 ახალი მსოფლიო წესრიგი
 
მათ, ვინც ამბობს, რომ გლობალური ელიტა ცდილობს ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას, ჩვეულებისამებრ "შეთქმულების თეორიათა" შემთხზველებს უწოდებენ. მაგრამ რა ხდება, როდესაც გლობალური ელიტა საჯაროდ და მსოფლიო დონეზე განიხილავს ბუკვალურ ახალ მსოფლიო წესრიგს? მაშინ რაღა უნდა ვთქვათ, როდესაც "შეთქმულების თეორია" დამტკიცებულ ფაქტად წარმოჩინდება?
 
2024 წელს დავოსში, ერთ-ერთ დისკუსიას ესწრებოდა ჯეიკ სალივანი - ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების დარგში. ის შემთხვევითი პიროვნება როდია. ადრე მას დირექტორის პოსტი ეკავა პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკის დარგში, ის იყო იმდროინდელი ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ჰილარი კლინტონის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე. სალივანი ასევე მუშაობდა უფრო მრჩევლად აშშ-ს ფედერალურ მთავრობაში მოლაპარაკებებზე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და 2016 წელს კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის დროს გახლდათ უფროსი პოლიტიკური მრჩეველი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მუშაობდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან გლობალისტებთან. აი მათი დისკუსიის ნაწილი ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/FuqTKoXx8Mg?si=9lF5b9VUCPurXTZS" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
მოდერატორის კითხვაზე იმის შესახებ, შევდივართ თუ არა ჩვენ ახალ მსოფლიო წესრიგში, სალივანმა უპასუხა:
 
"ცივი ომის შემდგომი ერა დასასრულს მიუახლოვდა, ჩვენ ახლა რაღაც ახლის დასაწყისში ვიმყოფებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩამოვაყალიბოთ იგი და ვნახოთ როგორი იქნება, ამის საფუძვლად კი დაიდება მრავალი რამ იმ ძირითადი პრინციპებიდან და არსებული წყობის ინსტიტუტებიდან, რომლებიც ადაპტირებულნი არიან გამოწვევებისადმი, რომელ გამოწვევებს ჩვენ დღეს ვაწყდებით".
 
მეფ-ს უყვარს იმის თქმა, რომ ჩვენ "რაღაც ახლის დასაწყისში" ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროპაგანდაა. ეს "გამოწვევები" რომ არ ყოფილიყო, რომელსაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ქმნიან, ისეთები, როგორიც არის COVID და გლობალური დათბობა, მეფ-ს არ ეცოდინებოდა როგორ უნდა წაწიოს წინ "ახალი ერა". ელიტის დევიზია - "წესრიგი ქაოსიდან". ისინი ქმნიან ქაოსს, რათა დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი.
 
ელიტისთვის ახალი მსოფლიო წესრიგი იარსებებს ეროვნებებისა და დემოკრატიული არჩევნების გარეშე. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ვაჭარბებ, აი ვიდეო, რომელზეც კლაუს შვაბი აჟღერებს თავის ოცნებებს თავში ჩასანერგ იმპლანტებზე. ახლა მაინც ხომ არ იტყვის ვინმე, რომ ეს გამონაგონია და სიცრუე?
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/FuqTKoXx8Mg?si=9lF5b9VUCPurXTZS" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
მაშ, როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი მეფ-ის მეთაურობით? აქ უნდა ითქვას, რომ კომუნისტური ჩინეთი ტოტალიტარული გლობალისტური პოლიტიკის ლაბორატორიაა, და მისი სოციალური კრედიტების სისტემა დღეისთვის იქ გადის ტესტირებას. არ არის გასაკვირი, რომ რამოდენიმე სტუმარმა დავოსში მოუწოდა იმ ტექნოლოგიების გამოყენებისკენ, რომლებიც მსგავს ექსპერიმენტებს უფრო გლობალურ დონეზე გახდიდნენ შესაძლებელს.
 
 
#3 ციფრული მმართველობა
 
გახსოვთ COVID-ის დროს ვაქცინაციის პასპორტები? იცით თუ არა, რომ იმ დროს, როდესაც მილიონობით ადამიანი უეცრად მეორეხარისხოვანი გახდა, მათ აუკრძალეს მოგზაურობა და საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა მხოლოდ იმიტომ, რომ უარს ამბობდნენ აცრილიყვნენ ფარმაცევტული პრეპარატებით? ეს იყო საშინელი და ამაზრზენი შეცდომა, - ხომ ასეა?!
 
მაგრამ არა დავოსის მსოფლმხედველობით. მათთვის COVID-ი საცდელი ექსპერიმენტი იყო, და მათ სურთ ეს მუდმივობა გახდეს. დავოსის სესიის დროს, რომლის სახელწდოება იყო "ჯანდაცვის ციფრული გაუმჯობესება", ევროკავშირის კომისარმა ჯანდაცვისა და საკვებ პროდუქტთა უსაფრთხოების დარგში სტელა კირიაკიდესმა მაღალი შეფასება მისცა ვაქცინირების პასპორტებს, როგორც მაგალითს იმისა, თუ რაც უნდა მოხდეს მომავალში.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/FuqTKoXx8Mg?si=9lF5b9VUCPurXTZS" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
კირიაკიდესმა სასხვათაშორისოდ შენიშნა, რომ მთელი ეს პროცესი თავის თავზე აიღო ჯანმო-მ, რომელიც, გლობალისტური ორგანიზაციაა და, რომელიც ეროვნული მთავრობების საზღვრებს მიღმა მოქმედებს. ეს ნორმალურია?
 
თითქოსდა იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვესმის, რომ დავოსი - ეს ელიტაა, რომელიც მასებთან მედიდურად და ზემოდან ლაპარაკობს, მეფ-მა ჰოლანდიის დედოფალი მოიწვია, რათა ხოტბა-დიდება შეესხა პიროვნების ციფრული იდენტიფიკაციისთვის. რატომ მაინც და მაინც ის? - გაუგებარია.
 
მაგრამ, მოდი, მოვუსმინოთ რას ამბობს მისი უმაღლესობა პიროვნების ციფრულ იდენტიფიკაციაზე.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/FuqTKoXx8Mg?si=9lF5b9VUCPurXTZS" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
დედოფალმა მაქსიმამ განაცხადა, რომ პიროვნების ბიომეტრიულ-ციფრული მოწმობა აუცილებელია ფინანსური მომსახურეობების მისაღებად, სკოლაში შესასვლელად, "რათა ვიცოდეთ, ვინ იღებს ვაქცინაციას და ვინ არა", ასევე სახელმწიფო სუბსიდიების მისაღებად.
 
არ არის საჭირო ნოსტრადამუსი იმისთვის, რათა შევიგნოთრომ ასეთი ტექნოლოგია იოლად გადააქცევს საზოგადოებას ანტიუტოპიად. ამგვარი სისტემის პირობებს მიუჩვეველმა ადამიანმა იოლად შეიძლება "დაკარგოს საბანკო ანგარიშები" და მოაკლდეს სახელმწიფო სუბსიდიებს. ჩინეთში, ის ადამიანები, ვინც აკრიტიკებს სისტემას, ხედავენ, რომ ისჯებიან, რადგან მათი სოციალური რეიტინგი დაბლდება. შეიძლება თუ არა ეს მოხდეს პიროვნების ციფრული იდენტიფიკაციის დროსაც?
 
ეს ჰიპოთეტური ვითარებები პარანოიდალურად მოგვეჩვენებოდა... ვეფ-ი ამდენ დროს რომ არ ხარჯავდეს წუწუნში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
 
 
#2. კრიტიკოსების ცენზურა
 
ბედის ირონიით, მეფ-ზე დისკუსიის მთავარი თემა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გახლავთ. ყველაფერი, რაც კი მათ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, "დეზინფორმაციად" მიიჩნევა და უნდა აღმოიფხვრას. დავოს 2024-ზე ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ ბრძოლა "დეზინფორმაციასთან" მეფ-ის უმთავრესი ამოცანაა.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/FuqTKoXx8Mg?si=9lF5b9VUCPurXTZS" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია - კოდური სიტყვაა ნებისმიერი ფაქტისთვის ან შეხედულებისთვის, რომელიც გლობალისტების ოფიციალურ ვერსიებს ეწინააღმდეგება. მოგვიანებით, ვიდეოზე, ის აქებს კანონს ციფრულ მომსახურეობაზე, რომელიც აკონტროლებს და თვალყურს ადევნებს "სიძულვილის გაღვივებას". ეს არის ტერმინი, რომელიც სულ უფრო ფართედ გამოიყენება და კვლავ მოიცავს ყველაფერს, რაც კი მათ იდეებს ეწინააღმდეგება.
 
სხვა გასაოცარ ვიდეოში Wall Street Journal-ის დირექტორი ბუკვალურად აცხადებს, რომ ადრე ისინი "ფლობდნენ ახალ ამბებს"... სანამ ეს მომაბეზრებელი ალტერნატიული წყაროები გამოჩნდებოდნენ.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/FuqTKoXx8Mg?si=9lF5b9VUCPurXTZS" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
ბედის ირონიით, ის, რაც მან თქვა, წმიდად ფეიკური ინფორმაციაა. ახალი ამბების წყაროები უფრო გაუმჭვირვალენი არაწმიდანი და ორიენტირებულნი გახდნენ დღის წესრიგისკენ, ვიდრე ეს ოდესმე იყო. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ღია პროპაგანდისტულ მანქანებს დაემსგავსნენ, სადაც "ინფორმაცია" სასარგებლოდ მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის დღის განსაზღვრულ წესრიგს ემსახურება.
 
 
#1 სიტყვების მოფიქრება
 
მეფ-ის სიგიჟის ამ ბოლო ეპიზოდში დისკუსიის მონაწილეს სურს, რათა "ეკოციდი" სერიოზულ დანაშაულად იქნას მიჩნეული. ... გიჟურად ჟღერს. ... მაგრამ რა შეიძლება ჩაითვალოს "ეკოციდად"? ქალი ახსენებს ... თევზაობას და სოფლის მეურნეობას. ... ეს მართლაც სიგიჟეა.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/FuqTKoXx8Mg?si=9lF5b9VUCPurXTZS" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
დიახ, თქვენ არ მოგესმათ. ჯოჯომ სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა გენოციდს შეადარა და სურს, რომ ეს ადამიანები დასჯილ იქნენ სისხლის სამართლის კოდექსის დონეზე. როგორც ზემოთ ვნახეთ, მეფ-ი სპეციალიზირებულია განსაკუთრებულად მოლიპული და ციცაბო ფერდობების შექმნაზე. და ეს მათი გლობალური გეგმების ერთ-ერთი ფორმაა.
 
ჯოჯო შემთხვევით როდი მიიწვიეს. მისი უკიდურესი შეხედულებები ასახავენ მეფ-ის გრძელვადიან მიზნებს. ბოლო წლებში უკანასკნელ ცნობებს თუ ადევნებდით ყურადღებას, ალბათ, შენიშნავდით, რომ ელიტა აწარმოებს შეურიგებელ ომს ფერმერებთან, განსაკუთრებით ევროპაში. ეს შემთხვევითი როდია. მეფ-ი იყენებს "გარემოს დაცვას", რათა გააშავოს მეთევზეობა და სოფლის მეურნებოა, ამავდროულად ამუშავებს პოლიტიკას, რომელიც მათი არსებობის წყაროების განადგურებისკენ იქნება მიმართული.
 
ამით მეგაკორპორაციები და ისეთი გლობალისტ-მარიონეტები, როგორებიც არიან ბილ გეიტსი და სხვები, მასობრივად იპყრობენ მიწებს. საბოლოო მიზანი ასეთია: აიძულონ ადამიანები იკვებონ მწერებით და ზედმიწევნით გადამუშავებული, ძნელად მოსანელებელი "საკვები პროდუქტებით".
 
თავად გლობალისტები შეჭამენ გემრიელ სტეიკებს.... ჩვეულებრივ ხალხზე რა გითხრათ....
 

დასკვნა
 
ამ წელს მეფ-მა კვლავ სრულად აჩვენა მსოფლიო ელიტის გრძელვადიანი მიზანი. მართალია, მათ უყვართ საკუთრი მსჯელობის ისეთი სიტყვებით შეკმაზვა, როგორიცაა "თავისუფლება", "დემოკრატია", და "აყვავება", მაგრამ მათ პოლიტიკას პირდაპირ საწინააღმდეგო შედეგებამდე მივყავართ. ზემოთ დამოწმებულ მაგალითებში ჩვენ ვნახეთ მსჯელობა იმის შესახებ, რომ ჯანმო (ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია) გლობალურ დონეზე საკუთარ თავზე აიღებს ბრძოლას პანდემიასთან, დანერგავს გლობალურ ციფრულ პირადობის მოწმობას, რომელიც გააკონტროლებს ცხოვრების ყველა ასპეტქს, ინტერნეტში დააწესებს ცენზურას სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებზე, იზრუნებს ტვინის იმპლანტებზე, უსარგებლო არჩევნებზე და ბოლოს, ფერმერობას გამოაცხადებს სერიოზულ დანაშაულად, რომელიც მხოლოდ გენოციდს თუ შეედრება.
 
ეს ყველაფერი თუ ჟღერს, როგორც "თავისუფლება, დემოკრატია და აყვავება"? თუ ეს სრული სიგიჟეა?
 
კიდევ ერთხელ შეხედეთ სატანურ გობელენს, რომელიც ზემოთ არის გამოსახული. ეს არის ის ცხოვრება, რომელსაც ისინი გვიმზადებენ.
 
 
მასალა მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ (2024 წ.).

წყარო: vigilantcitizen.com.
Назад к содержимому