უსჯულოება > უსჯულოების საიდუმლო
როგორ მომავალს გვპირდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
ანუ
10 ყველაზე ამაზრზენი და ანტიუტოპიური იდეა, რომლის დანერგვასაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (მეფ) ცდილობს
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (მეფ) - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა. მრავალი წლის განმავლობაში ადამიანები მეფ-იდან აჟღერებდნენ ჭეშმარიტად გიჟურ და ანტიუტოპიურ იდეებს. მათ შეძლეს ეს იდეები ჩამოეყალიბებინათ ყველაზე ამაზრზენი მეთოდებით. აი ის 10 ყველაზე შემაძრწუნებელი იდეა, რომელიც გააჟღერა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (მეფ).
როდესაც "გლობალურ ელიტაზე" ლაპარაკობენ, ჩვეულებისამებრ მხედველობაში აქვთ მდიდარ და გავლენიან ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ეროვნული ჩარჩოების მიღმა მოქმედებს. სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით ეს ადამიანები იკრიბებიან ნახევრად გასაიუდუმლოებულ რეჟიმში, რათა განსაზღვრო პოლიტიკა, რომლის გატარებაც მათ სურთ გლობალურ დონეზე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (მეფ) ყოველივე ამის ცენტრშია. მართლაც, თავიანთი ყოველწლიური შეხვედრების მეშვეობით დავოსში, მეფ-ი ცდილობს დააკანონოს და ნორმად აქციოს თავისი გავლენა მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებზე, რისთვისაც თავის ღონისძიებებზე იწვევს მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებსა და სხვა ცნობილ ადამიანებს.
ამ შეკრებათა სიას ზედაპირულადაც რომ გადავხედოთ, დავინახავთ თუ როგორი სივრცე უპყრია და როგორი გავლენა აქვს მეფ-ს ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებზე. მეფ-ზე წარმოდგენილნი არიან მასმედიის, პოლიტიკის, ბიზნესის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ფინანსების უმსხვილესი წარმომადგენლები.
ეს არის დავოსის 2022 წლის შეხვედრის მონაწილეთა სია. 34-ე გვერდი (58-დან). თქვენ ხედავთ ცნობილ ადამიანებს, დიდ კომპანიებს, დიდ გავლენას.
მასმედიის ცნობით, დავოსის შეხვედრებზე ადამიანები იკრიბებიან ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა "უთანასწორობა, კლიმატის შეცვლა და საერთაშორისო თანამშრომლობა". ეს არის გამარტივებული აღწერა, რომელიც, როგორც ჩანს, სპეციალურად არის ასე ჩამოყალიბებული, რათა ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა კარგად ამთქნარონ მოწყენილობისგან. მაშინ როდესაც მეფ-ის თემები ბევრად სცილდებიან "უთანასწორობის" თემატიკას.
მრავალი წლის განმავლობაში ადამიანები მეფ-იდან იუწყებოდნენ ძალიან საგანგაშო ამბებს, რომელთაგანაც არც ერთს არ მიუპყრია მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ჯეროვანი ყურადღება. სინამდვილეში, თუ ერთად შევკრავთ ამ თემებს, რომელთაც მეფ-ი ბეჯითად იცავს და მიჰყვება, დავინახავთ ყოვლისმომცველ თემას: სრული კონტროლი კაცობრიობაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, დემოკრატიის ცვლილების პირობებში, რომელიც გლობალური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.
ეს თუ "შეთქმულების თეორიასავით" ჟღერს, მაშინ გააგრძელეთ კითხვა. აი 10 ყველაზე ანტიუტოპიური რამ, რომელთაც მეფ-ი ახლა სამყაროში ნერგავს. ეს სია დალაგებულია თავისუფალი თანმიმდევრობით, რადგან ყველა მათგანი სათითაოდ ამაზრზენი და არანორმალურია.
# 10 მთავრობებში შეღწევა
უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ კლაუს შვაბი, მეფ-ის დამფუძნებელი და მეთაური, სულაც არ არის დემოკრატიის თაყვანისმცემელი. სინამდვილეში ის მას აღიქვამს, როგორც წინაღობას მსოფლიოს სრული გლობალიზების განხორციელების გზაზე.
მეფ-ის 2010 წლის მოხსენებაში სახელწოდებით "გლობალური გადაწყობა" შვაბი პოსტულირებს, რომ გლობალურ მსოფლიოს ყველაზე უკეთ მართავს "მრავალნაციონალური კორპორაციების, მთავრობების (მათ შორის გაერო-ს სისტემების მეშვეობით) დამოუკიდებლად არჩეული კოალიცია და სამოქალაქო საზოგადოების რჩეული ორგანიზაციები". ეს კი დემოკრატიისადმი სრული დაპირისპირებულობაა.
ის ამტკიცებდა, რომ მთავრობები უკვე აღარ წარმოადგენენ "გადამწყვეტ დომინირებად მოთამაშეებს მსოფლიო არენაზე" და, რომ დადგა დრო "საერთაშორისო მმართველობაში დაინტერესებულ მხარეთა ახალი პარადიგმისა". ამ მიზეზით ტრანსეროვნულმა ინსტიტუტმა (TNI) მეფ-ი დაახასიათა, როგორც "ჩუმი გლობალური სახელმწიფო გადატრიალება" ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.
2017 წელს ჰარვარდის ჯონ ფ. კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში შვაბმა ღიად აღიარა, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მუდმივად უარყოფენ "შეთქმულების თეორიას", თუ როგორ აღწევს მეფ-ი მთავრობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
აი რას ქადაგებდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეთური კლაუს შვაბი ჰარვარდის ჯონ ფ. კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში 2017 წელს:
"ის რითაც ჩვენ ძლიერ ვამაყობთ, არის ის, რომ ვაღწევთ ქვეყნების მინისტრთა კაბინეტებში ჩვენი ახალგაზრდა გლობალური ლიდერების სახით... ისეთებით, როგორიცაა ტრიუდო" (ჯასტინ პ. ჯ. ტრიუდო - კანადის პრემიერ-მინისტრი 2015 წლიდან - "აპოკ." რედ.).
ვიდეო იხილეთ ტვიტერზე: https://twitter.com/megami_shiawase/status/1485747441588600832
შვაბმა თქვა: "უნდა ვთქვა, რომ როდესაც მე აქ ვახსენე ისეთი სახელები, როგორებიცაა ქ-ნი ანგელა მერკელი და თვით ვლადიმირ პუტინი, და ა. შ., ყველა ისინი მეფ-ის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები იყვნენ. მაგრამ ის, რითაც ძალიან ვამაყობთ ახლა, ეს ახალგაზრდაა თაობაა, ისეთები, როგორებიც არიან პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, არგენტინის პრეზიდენტი და ა. შ. გავდივართ კარადებში. გუშინ მე პრემიერ-მინისტრ ტრიუდოსთან ვიყავი მიღებაზე და ვიცი, რომ მისი კაბინეტის ნახევარი ან ნახევარზე მეტი სინამდვილეში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (მეფ) ახალგაზრდა გლობალური ლიდერები არიან. ... ეს ასეა არგენტინასა და საფრანგეთში, პრეზიდენტი - ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერი".
ამ ღირსშესანიშნავ გამოსვლაში შვაბმა ღიად განაცხადა, რომ მეფ-ს "გამოჰყავდა" ანგელა მერკელი გერმანიიდან, ვლადიმირ პუტინი რუსეთიდან, ჯასტინ ტრიუდო კანადიდან და ემანუელ მაკრონი საფრანგეთიდან. ის იმასაც კი ამატებს, რომ უკიდურეს შემთხვევაში კანადის მინისტრთა კაბინეტის ნახევარი მაინც მეფ-ის პროგრამის ერთგული წარმომადგენლები არიან. ეს არ არის შეთქმულების თეორია. ეს არის აბსოლუტური სიმართლე, რომელსაც თვით მეფ-ის მეთაური ადასტურებს.
9. გონების მართვა ხმოვანი ტალღების მეშვეობით
2018 წელს მეფ-ში ერთ-ერთი განსახილველი თემა გახლდათ "ადამიანის გონების მართვა ხმოვანი ტალღებით" (ამ თემაზე სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ). მე არ შემიცვლია ეს სახელწოდება სენსაციურობისთვის, ეს სწორედ ის სიტყვებია, რომელსაც იყენებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (მეფ).
ეს არის სტატიის რეალური სახელწოდება, რომელიც გამოქვეყნდა მეფ-ის ოფიციალურ საიტზე. ის შემდეგ გატანილ იქნა გაუგებარი მიზეზების გამო, მაგრამ დღემდე მისაწვდომია
სტატიაში ხდება ამ ტექნოლოგიის რეკლამირება, როგორც შესაძლო საშუალებისა პარკინსონისა და ალცჰეიმერის სნეულებათა განსაკურნავად. მაგრამ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ "მას შეუძლია განგკურნოთ, გამოიწვიოს თქვენში დამოკიდებულება და მოგკლათ". მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ადამიანის გონების დისტანციური მართვისთვის. სტატიაში ნათქვამია:
"მე ვხედავ მომავალ დღეს, როდესაც მეცნიერი შეძლებს გააკონტროლოს ის, რასაც ადამიანი თავისი გონისმიერი მზერით ხედავს. ამისთვის ის გააგზავნის საჭირო ტალღებს საჭირო ადგილას მის ტვინში. მე ვვარაუდობ, რომ წინააღმდეგობათა უმეტესობა მსგავსი იქნება იმისა, რაც დღეს გვესმის რეკლამის ქვეცნობიერ შეტყობინებებთან დაკავშირებით, ოღონდ უფრო მძაფრი.
ეს ტექნოლოგია დაზღვეული არ არის არასწორი გამოყენებისგან. ის შეიძლება რევოლუციური გახდეს ჯანდაცვის სფეროში, ავადმყოფთა განსაკურნავად ან კიდევ, როგორც კონტროლის იდეალური ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ულმობელი ადამიანები გააკონტროლებენ უძლურ და სუსტ მოქალაქეებს. თუმცა, ამჯერად ეს კონტროლი იქნება ბუკვალური".
სტატიის დასკვნა: ვერავინ შეაჩერებს მეცნიერებს ამ ტექნოლოგიის შემუშავებისგან. მისი არამართლზომიერი გამოყენება თავიდან რომ იქნას აცილებული, ის უნდა დარეგულირდეს ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიც არის ... მეფ-ი. ეს მოხერხებულია, რადგან ზოგიერთი კომპანია, რომელიც ამ ტექნოლოგიას ამუშავებს, მეფ-ის შემადგენლობაში შედის.
თქვენ ხედავთ საითკენ მიდის ეს ყველაფერი?
#8 მიკროჩიპების შემცველი ტაბლეტები
და კვლავ ეს სახელწოდება ისმის, როგორც შეთქმულების თეორია, რომელიც ხელოვნურად არის შეთითხნილი სენსაციურობისთვის. მაგრამ, არა, ეს ასე არ არის. აი ვიდეო მეფ-ის 2018 წლის შეხვედრიდან, სადაც ალბერტ ბურლა, Pfizer-ის გენერალური დირექტორი, ჰყვება მიკროჩიპის შემცველი აბების (ტაბლეტების) შესახებ.
ბურლა ამბობს: "FDA-მ მოიწონა პირველი "ელექტრონული აბი", თუკი შეიძლება მას ასე ეწოდოს. არსებითად, ეს არის ბიოლოგიური ჩიპი, რომელიც მოთავსებულია აბში, და როდესაც თქვენ იღებს აბს ის იხსნება ჩვენს კუჭში, და აგზავნის სიგნალს იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ აბი. ამრიგად, წარმოიდგინეთ ამ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები. სადაზღვევო კომპანიებს ეცოდინებათ, რომ პაციენტები იღებენ იმ წამლებს, რომლებიც უნდა მიიღონ. გასაოცარია ის, რაც ხდება ამ სფეროში".
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/1NR1b2NmD4A" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
მართლაც ასე წარმტაცია ეს სფერო? თუ ეს არის სრული ანტიუტოპია? როგორც თვით ბურლამ თქვა: წარმოიდგინეთ შესაძლებლობები. ასეთ ტექნოლოგიას იოლად შეუძლია კარი გაუხსნას ყველა სახეობის ამაზრზენ პროგრამებს. იმ დროიდან, რაც Pfizer-მა შემოიტანა COVID-ის საწინააღმდეგო აცრები, კომპანია ფარმაცევტული ორგანიზაციისთვის არნახულ სიმაღლეებზე აიჭრა.
როგორც Pfizer-ი, ასევე მეფ-ი COVID-ს თავისი დღის წესრიგისთვის იყენებს.
# 7 მასობრივი ბლოკირებების ქება-დიდება
2020 და 2021 წლებში მთელი მსოფლიო დაექვემდებარა მასობრივ და რადიკალურ ბლოკირებებს, რამაც გამოიწვია სამუშაო ადგილების დაკარგვა, თვითმკვლელობები, ნარკოტიკების ჭარბი დოზირებები, იზოლაციები, ფსიქიური გადახრები, ოჯახური ძალადობა, გაღატაკება და უსახლკარობა. ამ საშინელ პერიოდში ბავშვებს თვეების განმავლობაში არ შეეძლოთ სკოლაში სიარული და პრაქტიკულად არ შეეძლოთ ურთიერთობა ჰქონოდათ სხვა ბავშვებთან. განადგურდა უამრავი მცირე და საშუალო საწარმო, მაშინ როდესაც მსხვილი კორპორაციები იბრძოდნენ ამისთვის.
ყოველივე ამისდა მიუხედავად, მეფ-ს არ დაუმალავს თავისი სიყვარული რადიკალური და სიცოცხლისთვის საშიში კარანტინებისადმი. სინამდვილეში, მან გამოუშვა ვიდეო სურეალისტური სახელწოდებით "ლოკდაუნები უხილავად აუმჯობესებენ ქალაქებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით". აი ამ სრული სიგიჯის პატარა მონაკვეთი.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/xNNFfijSkxU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ვიდეოში ნათქვამია: "ლოკდაუნებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ადამიანური აქტივობა... რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად გამოიწვია დედამიწაზე სიმშვიდის პერიოდი". ასევე ნაჩვენებია ცარიელი ქალაქების და დედამიწაზე გაჭედილი თვითმფრინავების ანტიუტოპიური გამოსახულებები.
სრულიად უგულებელჰყოფენ რა ამ ბლოკირებებით გამოწვეულ ადამიანურ ტანჯვას, მეფ-მა საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი იმად ღირდა, რადგან "2020 წელს ნახშირბადის გამოყოფა შემცირდა 7%-ით".
როდესაც ეს პირველად გამოქვეყნდა, მან ბობოქარი რეაქცია გამოიწვია. ამიტომ მეფ-მა გააუქმა ზემოთდამოწმებული ვიდეო და გამოაქვეყნა ეს ტვიტი:
აქ წერია: "ჩვენ ვაუქმებთ ამ ტვიტს. ბლოკირებები არ წარმოადგენენ "ქალაქების ჩუმ გაუმჯობესებას" მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ ისინი წარმოადგენენ საპასუხო ღონისძიებების მნიშვნელოვან ნაწილს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის COVID-19-თან მიმართებაში".
როგორც ხედავთ, ვიდეოს გაუქმებისდა მიუხედავად, მეფ-ი მაინც აგრძელებს კარანტინის ქებას. ეს იმიტომ, რომ მეფ-ს სურდა "კოვიდიანური" ცხოვრება მუდმივი ყოფილიყო.
№ 6 "ჩაიხედეთ მომავალში"
მეფ-ის მიერ შექმნილი ამ რგოლის კომენტარების მიხედვით YouTube-სა და სოციალურ ქსელებში, ადამიანებს ისინი კატეგორიულად სძულთ. მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, რადგან მათთვის სულერთია თქვენ რას ფიქრობთ. მათ უბრალოდ სურთ დათესონ სიგიჟის თავიანთი მარცვლები თქვენს ცნობიერებაში.
ვიდეორგოლში, რომლის სახელწოდებაა "როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრება უახლოეს პერიოდში" (ამის შესახებ სრული სტატია იხ. აქ) მეფ-ი მაყურებლებს სთავაზობს "გადაიხედოს მომავალში". და ეს სრული სიგიჟეა. საქმე იმაშია, რომ მათ სურთ ცხოვრება COVID-ით გახდეს მუდმივი.
ვიდეო იხილეთ ტვიტერში:
ვიდეო სავსეა ნიღბიანი, purell-ის დეზოდორანტებიანი და QR-კოდებიანი ადამიანებით. ეს არის მომავალი, რომლის შექმნაც მათ სურთ. მაშინ ეს არის თვითნაბადი სიგიჟე.
რგოლში ამაყად აცხადებენ: "NASA-მ გამოიგონა სისტემა, რომელსაც ლაზერით შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება გულისცემის მიხედვით.
თითქოსდა ეს არასაკმარისი იყოს, ვიდეო აჩვენებს ბავშვებს, რომლებიც შინ სხედან და სწავლობენ მონიტორებიდან. ვიდეო მთავრდება იმით, რომ აჩვენებენ ქუჩაში სიგიჟემდე მისულ ნიღაბაკრულ ადამიანებს.
# 5 მისწრაფება დიდი გადატვირთვისკენ
როგორც ზემოთ ითქვა, მეფ-ი პანდემიას აღიქვამს, როგორც "შესაძლებლობას". ეს არა მარტო შესაძლებლობაა შეიცვალოს ჩვენი პირადი არსებობა, არამედ გადაკეთებულ იქნას მსოფლიოს მთელი სტრუქტურა მეფ-ის პრინციპების შესაბამისად. მეფ-ი ამას "დიდ გადატვირთვას" უწოდებს. ამ გადატვირთვის წინ წასაწევად (რომელიც აბსოლუტურად არავის სჭირდება) მეფ-მა გამოუშვა პროპაგანდისტული რგოლი (ის მართლაც შეესაბამება "პროპაგანდის" განსაზღვრებას). აი ისიც მთელი თავისი სიგიჟით.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/xNNFfijSkxU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
როდესაც 2021 წელს განვათავსეთ სტატია ამ ვიდეოს შესახებ, კომენტარები ჯერაც არ იყო გამორთული. მე გავაკეთე რამოდენიმე ზედა კომენტარის სკრინშოტი:
Kyle L: ეს წააგავს ყველაზე ღია პროპაგანდას, რაც კი მინახავს ჩემს ცხოვრებაში.
Cecilia Barraza: "ასე ბევრია კარგად დასვენების მოსურნე?" არა. უბრალოდ ელიტა იბრძვის ამისთვის...
Jen Dredge: ეს საშინელებაა. არავის სურს გადატვრითვა უკეთესი მსოფლიოსთვის თქვენეული ვერსიისთვის.
Guy Fawkes: არა, არა, არა, ჩვენ არ გვსურს ეს. ამისთვის ხმა არავის მიუცია. ხმათა შესაბამისობა ამ ვიდეოში აჩვენებს ამას.
Ryan gst: ქვეცნობიერი შეტყობინებები მთელი თავისი მშვენიერებით. გაიღვიძეთ, ხალხნო, ეს არამზადები უკვე აღარც იმალებიან.
ეს მოკლე ვიდეო მოიცავს არნახული რაოდენობის ძირგამომთხრელ შეტყობინებას. ის დასცინის "შეთქმულების თეორიას", რითაც გასაოცრად ადასტურებს ამგვარი თეორიის სიმართლეს.
სკრინშოტი ვიდეოდან
რგოლმა ასევე გამოაცხადა "კაპიტალიზმის გარდაცვალების" შესახებ.
კიდევ ერთი სურრეალისტური სკრინშოტი ვიდეოდან
იმ დროს, როდესაც კაპიტალიზმი ეფუძნება მოთხოვნისა და მიწოდების თვითრეგულირებად სისტემას, დიადი გადატვირთვა ისწრაფვის ახალი პარამეტრების გამოყენებით გადაასხვაფეროს ბიზნესის შეფასების მეთოდი. მათგან უმთავრესია ის, რაც შეესაბამება ელიტის სოციალურ-პოლიტიკურ პროგრამას.
დასასრულს მთხრობელი წარმოთქვამს იდუმალ ფრაზას: "მთელი საქმე იმაშია, რათა საჭირო ადამიანები აღმოჩნდნენ საჭირო ადგილას და საჭირო დროს".
მართალია, ვიდეო არ განმარტავს, სინამდვილეში თუ რას ნიშნავს ეს წინადადება რეალურ ცხოვრებისეულ ვითარებებსი, მისი შედეგები ძალზედ შემაშფოთებელია. ნაცვლად იმისა, წარმატებულ ადამიანებს და წარმოებებს მისცენ ორგანული განვითარების უფლება, ელიტის სისტემა ხელს შეუშლის მათ განვითარებას, რათა "საჭირო ადამიანები საჭირო დროს აღმოჩნდნენ საჭირო ადგილას", და ეს ყველაფერი მეფ-ის დღის წესრიგის შესაბამისად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემა ფალსიფიცირებული იქნება, ხოლო უფრო ფართე დღის წესრიგი ახალ ეკონომიკაში სავალდებულო გახდება.
ვიდეო მთავრდება მაყურებლისადმი მოწოდებით მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში. მაგრამ, რა თქმა უნდა, სინამდვილეში თქვენ არავინ გიწვევთ მეფ-ში. სინამდვილეში მათ სურთ "დააკალიბრონ" თქვენი სიტყვის თავისუფლება.
#4 სიტყვის თავისუფლების " დაკალიბრება
ყველაზე მარტივი მეთოდი განისაზღვრონ მსოფლიო ლიდერები, რომელთაც მეფ-ი ზრდის და ჰკვებავს, - ეს მათი შეუწყვეტელი პროტესტია სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. მათ აბსოლუტურად სძულთ იგი და მუდმივად მოუწოდებენ ცენზურისა და ინტერნეტის მკაცრი რეგულირებისკენ. დავოსში 2022 წლის შეხვედრაზე ავსტრალიელმა "კომისარმა ელექტრონული უსაფრთხოების დარგში" ჯული ინმან გრანტმა განაცხადა, რომ ჩვენ გვჭირდება "სიტყვის თავისუფლების დაკალიბრება".
ვიდეო იხ. ტვიტერში:
გრანტმა თქვა: "ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც ყველგან ძლიერდება პოლარიზაცია, და ყველაფერი ბინარულად მოსჩანს, როდესაც ამაში არანაირი აუცილებლობა არ არის. ამიტომ ვფიქრობ, მოგვიწევს ადამიანის მთელი რიგი უფლებების გადაფასებაზე ფიქრი, რომლებიც ინტერნეტში მოქმედებენ. ეს იქნება სვლა სიტყვის თავისუფლებიდან ონლაინ-ძალადობისგან თავისუფლებისკენ".
არსებითად, აქ გრანტი მოუწოდებს ცენზურისკენ. ის მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლება, როგორც ადამიანის უფლება, "გადაკალიბრებული" უნდა იქნას, მიზეზად კი "ინტერნეტში ძალადობა" სახელდება. არ არსებობს ასეთი ცნება, როგორიცაა "ონლაინ-ძალადობა". მათ უყვართ ლაპარაკის დაყვანა ძალადობამდე. ეს არის ცენზურის გამართლების უკიდურესად მანიპულატიური მეთოდი ჩინურ სტილში.
სიტყვის თავისუფლება სინამდვილეში ბინარულია. ის ან არის, ან არ არის. და მათ აშკარად არ სურთ მისი არსებობა.
# 3 თქვენი ტანისამოსის თვალთვალი
მეფ-ს სურს აკონტროლოს თქვენი ტანისამოსი. და ამის შესახებაც ვიდეო გადაიღეს. მე ვახსენებდი, რომ ადამიანებს აბსოლუტურად სძულთ მეფ-ის ვიდეოები. აი კიდევ ერთი ისტორია, რომლისგანაც ადამიანებს სისხლი უდუღდებათ.
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/h8SWY6_b67A" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
იყენებენ რა მიზეზად გარემოს (როგორც ეს მათ ჩვევიათ), მეფ-ი აცხადებს ისეთი ტანისამოსის გამოჩენაზე, რომელსაც "ციფრული პასპორტი" ექნება. მათი თვალთვალი ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. Microsoft-ის მხარდაჭერით (რა თქმა უნდა!), ტანისამოსის ეს ატრიბუტები, როგორც ჩანს, ბაზარს შეავსებს 2025 წლისთვის.
მათ მართლაც ყველგან სჭირდებათ RFID ჩიპები და QR კოდები
მეფ-ის მონაცემებით, ეს ჩიპები მოდურ ბრენდებს შესაძლებლობას მისცემს ხელახლა გაყიდონ თავიანთი ტანისამოსი. არ ვიცი როგორ იმუშავებს ეს. ვიდეოში არ არის ნახსენები, რომ ეს ტექნოლოგია შესანიშნავი მეთოდია ადამიანებზე თვალთვალის დასაწესებლად, კერძოდ, მათთვის, ვინც ამ დროისთვის გადააგდებს თავის სმარტფონებს.
მაგრამ შესაძლოა სმარტფონზე უარის თქმა გახდეს ... შეუძლებელი.
#2 "2030 წლისთვის სმარტფონები თქვენს სხეულში ჩამონტაჟდება"
დავოსის 2022 წლის შეხვედრაზე Nokia-ს გენერალურმა დირექტორმა პეკა ლუნდმარკმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის "სმარტფონები უშუალოდ სხეულში ჩამონტაჟდება". ეს დაემთხვევა 6G-ს ტექნოლოგიების გამოჩენას, რომლის გაშვებას ათწლეულის მიწურულისთვის გეგმავენ.
მრავალი წელია ცნობილია, რომ ელიტა ელტვის ტრანსჰუმანიზმს, ანუ ადამიანთა შერწყმას მანქანებთან. ისინი ცდილობენ დააჩქარონ ეს გადასვლა, და ამისთვის ნერგავენ ისეთ ტექნოლოგიებს, რომელთა გარეშე ადამიანებს ცხოვრება გაუჭირდებათ (მაგალითად, სმარტფონები). მაგრამ ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება ტრანსჰუმანური ფორმით.
ალბათ შენიშნავდით მათ ამაზრზენ მისწრაფებას ჩანერგონ ნივთები ჩვენს სხეულებში?!
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/LJpBJAHqY0M" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
# 1 "თქვენ არაფერი გექნებათ. და იქნებით ბედნიერნი"
ეს არის, ალბათ, ყველაზე ანტიუტოპიური მომენტი მეფ-ის ისტორიაში. 2016 წელს იდა აუკენმა, დანიის პარლამენტის წევრმა, თქვა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2030 წელში. მე არაფერი მაქვს, მე არ მაქვს პირადი ცხოვრება, და ის არასოდეს ყოფილა ესოდენ ბედნიერი".
მეფ-ს ისე მოეწონა ეს ციტატა, რომ ამის შესახებ დაწერა ტვიტერშიც.
მეფ-მა ასევე შექმნა ვიდეო (რომელიც აბსოლუტურად ყველას სძულს) სახელწოდებით: "მსოფლიოს განვითარების 8 პროგნოზი 2030 წლისთვის". აი სკრინშოტი:
მეფ-ს უყვარს თავისი "პროგნოზების" ფორმულირება უპირობო ფორმით, თითქოსდა ისინი გარდაუვალია. შეხედეთ ამ მომრიმარე ბიჭს. ის აშკარად ბედნიერია. მადლობა მეფ-ს!
მეფ-ის ვებ-საიტზე განთავსებულ სტატიაში განმარტებულია:
"მე არაფერი მეკუთვნის. მე არ მყავს ავტომობილი. მე არ მაქვს სახლი. მე არ მაქვს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არც ტანისამოსი", - წერს დანიის პარლამენტის წევრი იდა აუკენი. 2030 წლისთვის შოპინგი იქნება ქალაქში ცხოვრების შორეული მოგონება, როდესაც მისი მცხოვრებნი "დაამტვრევენ" სუფთა ენერგიას და აიღებენ მისგან იმას, რაც სურთ, თავიანთი მოთხოვნილების მიხედვით. ეს უტოპიურად ჟღერს, სანამ მან არ ახსენა, რომ მისი ყოველი ნაბიჯი დაექვემდებარება კონტროლს, რომ ქალაქის საზღვრებს მიღმა იარსებებენ უკმაყოფილო ზონები. ეს იქნება საზოგადოების ხედვა, რომელიც ორად არის გაყოფილი.
ამ ანტიუტოპიურ მომავალში არ არსებობენ პროდუქტები, რომელთა ფლობას შეძლებთ. იქნება მხოლოდ "მომსახურეობები", რომლებიც არენდით აიღება და, რომელსაც მოგართმევენ დრონები. ეს სისტემა ყველა ადამიანს სრულ დამოკიდებულებაში ამყოფებს კორპორაციებზე, რომელთაც აკონტროლებს მეფ-ი. არ იქნება აბსოლუტურად არავითარი ავტონომია, არავითარი თავისუფლება და კერძო ცხოვრება. და შენ იქნები ბედნიერი.
სკრინშოტი მეფ-ის ვებსაიტიდან
საპატიო შეხსენება: ნახშირბადული კვალის ინდივიდუალური ტრეკერი
დავოსის 2022 წლის შეხვედრაზე Alibaba Group-ის პრეზიდენტმა ჯ. მაიკლ ევანსმა განაცხადა "ნახშირბადის ინდივიდუალური ტრეკერის" შემუშავების შესახებ.
ეს უკვე მერამდენედ იყენებს მეფ-ი გარემოს ადამიანის ქცევის მიკრომართვის წინ წასაწევად. ევანსი ამბობს, რომ ტრეკერს შეეძლება უთვალთვალოს, "საით მგზავრობენ, როგორ მგზავრობენ ადამიანები, რას ჭამენ და რას მოიხმარენ პლატფორმაზე".
დააკვირდით, მან გამოიყენა ნაცვალსახელი "ისინი", და არა "ჩვენ", რადგან ის, ეშმაკმაც დალახვროს, სულაც არ აპირებს ამ ტექნოლოგიების გამოყენებას.
თუმცა, არც ჩვენ ვაპირებთ...
დასკვნა
ამ ჩამონათვალის გადათვალიერებაც ნათელს ხდის ორ საერთო თემას.
პირველი თემაა - "შეღწევა". მეფ-ს სურს შეაღწიოს მთავრობებში, რისთვისაც იყენბს "გლობალურ ლიდერებს" (ასევე ცნობილთ, როგორც მანჯურიელ კანდიდატებს). მას ასევე სურს აბების (ტაბლეტების), მიკროჩიპებისა და ვაქცინების დახმარებით შეაღწიოს თქვენს სხეულშის. მას ასევე სურს შეაღწიოს ჩვენს ცნობიერებაში, გამოიყენოს ხმოვანი ტალღები, ცენზურა და პროპაგანდა.
მეორე თემაა - "კონტროლი". მათ სურთ ყველაფრის გაკონტროლება: რას ვფიქრობთ, საით მივდივართ, რას ვლაპარაკობთ, რას ვჭამთ და რას ვატარებთ (შესამოსელის სახით).
თქვენ იცით, ვინ ეთანხმება მეფ-ს? ჩინეთი.
ცენზურა ფართოდ არის გავრცელებული, სოციალური კრედიტის სისტემა აკონტროლებს ადამიანთა ქცევას, ხოლო COVID-ი ადრინდელივით გამოიყენება მიზეზად მასობრივი ბლოკირებებისა და მოსახლეობის ტოტალური კონტროლისთვის. აღარაფერს ვამბობთ უკვე რეალურ საკონცენტრაციო ბანაკებზე. მიუხედავად ამ ყოველივესი, ჩინეთის ოფიციალური პირები მუდმივად ესწრებიან მეფ-ის სხდომებს. რატომ? იმიტომ, რომ ჩინეთი, არსებითად, მეფ-ის პოლიტიკის ლაბორატორიაა.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, როგორ შევძლებთ ვეწინააღმდეგოთ მეფ-ის სიგიჟეს? როგორ შეგვიძლია ხმა მივცეთ მათ, თუკი მათთვის არასოდეს გვიყრია კენჭი? პირველი ნაბიჯი იქნებოდა არჩევა - მთავრობის ყველა დონეზე - იმგვარი წარმომადგენლებისა, რომლებსაც არ სურთ რაიმე საერთო ჰქონდეთ მეფ-თან. თუკი თანამდებობის პირთა არჩევნები მეფ-ს განიხილავდნენ, როგორც თაღლითურ, არალეგიტიმურ ორგანიზაციად, მისი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.
მეორედ, ჩვენ შევძლებთ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც მეფ-შია გაწევრიანებული. მე მესმის, ამისი თქმა ადვილია, ვიდრე გაკეთება, რადგან ამ კომპანიებიდან მრავალი ვირტუალური მონოპოლისტია. მაგრმა, თუკი ჩვენ შევწყვეტთ მათთვის ჩვენი ფულების მიწოდებას, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი თანხის გამოყენებას, რათა შემდეგ ცხოვრება მოგვიწამლონ.
მაშინ მათ არაფერი შერჩებათ. და ჩვენ ყველანი ვიქნებით ბედნიერნი.
***
"აპოკალიფსისის" რედაქციის მინაწერი: ვაი რომ ასე არ მოხდება! და მეფ-ი განახორციელებს თავის გლობალურ ამაზრზენ პოლიტიკას, როგორც მან COVID პანდემიისას განახორციელა მსოფლიო ლოკდაუნები. წინ საშინელი მომავალია, ეს არის მზადება სამყაროს უკანასკნელი იმპერატორის და ტირანის - ანტიქრისტეს შემოსაყვანად, რომელიც იმეფებს მხოლოდ 7 წელიწადი, აქედან 3,5 წელიწადი სრული მრისხანებით. მაგრამ, არ უნდა ვიყოთ სასოწარკვეთაში, რამეთუ, ჯერ-ერთი მისი მმართველობა შეზღუდულია და ანტიქრისტიანულ სამყაროს ელოდება საშინელი ღვთიური სასჯელები, და მეორეც, როგორც ფსალმუნთმგალობელი ბრძანებს: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?" (ფსალმ. 26:1).
"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ" (აპოკ. 22:20).
***
წყარო: https://vigilantcitizen.com/vigilantreport/top-10-insane-wef/
თარგმანი ინგლისურიდან: "აპოკალიფსისის" რედაქცია. თბილისი. 2022.10.