სწავლანი > აპოკრიფები
ენოქის წიგნის აპოლოგია
ენოქი და მისი შვილთაშვილი ნოე
ზემოთმოტანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაინანს "ნოესი ეშინოდა", - ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მართალი ნოე გახლდათ კაცობრიობის სინდისი, რომელიც წარღვნას გადაურჩა. ძველი ეპოქის ორი უდიდესი პატრიარქის, ენოქისა და ნოეს ძალა, და მათი განსაკუთრებული რჩეულობა ღმრთის წინაშე, არაერთხელ არის ხაზგასმული წმიდა წერილში: "ხალხები მოგვითხრობენ მათ სიბრძნეზე და საკრებულოც მათ ქებას გვაუწყებს" (ზირ. 44:15).
ნოე აშენებს კიდობანს. ი. კაროლსფელდის გრავიურა. 1857 წ.
ნოემ "ჰპოვა მადლი უფლის თვალში" (დაბ. 6:8), რადგან "მართალი და სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე" (დაბ. 6:9). წმ. იოანე ოქროპირი ყურადღებას ამახვილებს იმ დროის განსაკუთრებულ ვითარებაზე, რომელშიც ნოე მაინც ღმრთის ერთგული რჩება: "მან სათნოება დაიცვა იმ გარყვნილ და ცოდვილ მოდგმაში, სადაც მის წინაშე სათნოების ნიმუში არ არსებობდა და ყველა მისცემოდა ცოდვას" (Иоанн Златоуст, святитель. Беседы о диаволе. Часть III. https://pravoslavie.ru/2944.html).
ენოქიც იმ სამყაროში იტანჯებოდა, "მოეწონა უფალს და თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა" (ზირ. 44:16). "დედამიწაზე არავინ შექმნილა ენოქის მსგავსი, - განაგრძობს იესუ ზირაქის ძე, - რადგან მიწიდან იქნა ატაცებული" (ზირ. 49:16).
ენოქი თავის წიგნს წერს იმ შორეულ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს ჯერაც არ დაჰკარგვოდათ ღმრთის ძალა და ედემის კურთხევა. უნდა გვესმოდეს, რომ ბევრწილად ისინი ჩვენგან განსხვავებული ადამიანები იყვნენ, როგორც წარმოუდგენელი დღეგრძელობით, ასევე სხეულის ზომებით და გაუგონარი ფიზიკური შესაძლებლობებით.
მაგალითად, ენოქის ძის "მათუსალას სრული ხანი იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა" (დაბ. 5:27). თვით ენოქმა "მხოლოდ" "სამას სამოცდახუთი წელი" იცოცხლა "დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:23, 24). დღეს ჩვენთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო, თუ როგორ "წაიყვანა იგი ღმერთმა". ზუსტად ასევე გვიკვირს, როგორ მოუწოდებდა რთულ ცხოვრებისეულ ვითარებებში ენოქის შვილთაშვილი ნოე თავის პაპას და ისიც გულდასხმით ესაუბრებოდა მას. ბიბლიამ ამისი დეტალები არ დაგვიტოვა, ხოლო "მან, ვინც დაინტერესდება და იკითხავს, საით გადაასახლა ღმერთმა ენოქი, და ნუთუ ის დღემდე ცოცხალია, - უნდა უარყოს კაცობრივი მოსაზრებები და თავი დაანებოს ღმრთის საქმეთა ჩხრეკას, არამედ ირწმუნოს ის, რაც წმიდა წერილშია მოცემული" (Иоанн Златоуст. Творения. Т. 1. С. 194). ხოლო თვით ენოქის წიგნი მისი ძის მათუსალას პირით განმარტავს: "ენოქის სახელი სიცოცხლეშივე ასწვდა ძეს კაცისას, სულთა უფალს" (ენოქი 12:1).
პატრიარქმა ენოქმა თავისი სიმართლითა და რწმენით "სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს" (ებრ. 11:5). წარღვნამდელი კაცობრიობის ეს მართალი ძლიერ სწუხდა კაცთა შორის გარყვნილების საშინელ მატებაზე და სამყაროს მომავალ დასჯაზე, ანუ მსოფლიო წარღვნაზე წინასწარმეტყველებდა: "ჩემს შემდეგ მეორე შვიდეულში აღდგება უდიდესი ბოროტება და გამრავლდება სიცრუე, რომლის დროსაც, იქნება პირველი აღსასრული, მაგრამ, რომლის დროსაც ერთი კაცი გადარჩება" (ენოქი 19:8). როგორც ვიცით, ეს "ერთი კაცი", რომელმაც "მადლი ჰპოვა უფლის თვალში" (დაბ. 6:8) იყო მართალი ნოე, ენოქის შვილთაშვილი.
ენოქის წიგნს მოჰყავს ნოეს დაბადების საინტერესო დეტალები. ნოეს მამა ლამექი შეძრწუნებული იყო, როდესაც მან თავისი ახალდაბადებული შვილი დაინახა: "მე დავბადე უჩვეულო ძე; ის ადამიანს კი არა, ზეციურ ანგელოზთა შვილს უფრო ჰგავს, რადგან ჩვენგან განსხვავებულია: მისი თვალები მზის სხივთა მსგავსია, მისი თმები ვერძის საწმისივითაა, მისი სახე კი ბრწყინვალეა. გააღო მან თავისი პირი და იწყო ლოცვა ზეციერი უფლის მიმართ, და მომეჩვენა, რომ ეს ბავშვი ჩემგან კი არა ანგელოზებისგან დაიბადა; მეშინია, მის დღეებში არ მოიწიოს დედამიწაზე დიდმა განსაცდელმა" (ენოქი 20:2, 3). ლამექის თხოვნით მისმა მამამ მათუსალამ, "ქვეყნის დასალიერზე" რჩევისთვის ენოქს მიაშურა, რადგან იცოდა, რომ "მისი საცხოვრისი ანგელოზთა გვერდითაა".
ენოქმა გახსნა მომავალ მოვლენათა საიდუმლო და ახალშობილი ყრმის რჩეულობა. "თქვენ იცით, რომ ჩემი მამის იარედის საუკუნეში (1422 წწ. სამყაროს შექმნიდან) ზოგიერთი ანგელოზი, გარდამოხდა ზეცით და დაარღვია უფლისადმი მიცემული სიტყვა. მათ სცოდეს, დაარღვიეს სჯული და დაეცნენ ქალებთან, რომლებმაც მათ შვილები გაუჩინეს. დიდი უბედურება მოიწევა დედამიწაზე, იქნება წარღვნა, და საშინელი წარწყმედა მთელი წლის განმავლობაში. ხოლო ეს ძე, რომელიც თქვენთან იშვა, დედამიწაზე დარჩება, მისი სამი ვაჟი კი მასთან ერთად გადარჩება" (ენოქი 20:13-16).
გერმანელი მხატვრის ლოვის კორინთის ტილოზე "წმიდა ანტონის გამოცდა" (1897 წ.) განსაკუთრებულად არის ხაზგასმული იმ არსებათა რეალობა, რომლებიც ებრძვიან მოსაგრეს და, რომელთაც შეუძლიათ მასთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლა, რასაც ამ უდიდესი მოღვაწის ცხოვრებაც ადასტურებს.
ნოეს განსაკუთრებულ რჩეულობაზე მეტყველებს იუბილეთა წიგნიც: "თავისი ცხოვრებით ის აღემატებოდა ყველას კაცთა შორის, ენოქის გარდა, რადგან ის იყო სრულყოფილი მართალი" (Юбил.10,24). გარდა ამისა, ცნობილია, რომ "დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:24). ცნობილია ისიც, რომ დედამიწაზე მცხოვრებ მხოლოდ ორ მართალს - ენოქს და ილიას არ უგემიათ სიკვდილი. უფალმა ილია და ენოქი "გადაასახლა" ერთგვარ საიდუმლო მიწიერ ადგილას, სადაც ისინი აპოკალიფსისის დადგომას ელოდებიან. ამის შესახებ წერს მოციქული პავლე: "რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს" (ებრ. 11:5).
როგორც ენოქმა, ასევე ნოემ განსაკუთრებული როლი ითამაშეს წარღვნამდელი ისტორიის უმძიმესი დრამის გადალახვაში, რომელიც დაკავშირებული იყო დარაჯთა პანდემიასთან: "ნუ გეშინია ენოქ, შენ ხარ მართალი კაცი და სიმართლის მწერალი; ამოდი აქ და ისმინე ჩემი სიტყვა! წადი ზეცის დარაჯებთან და უთხარი: "აღარ იქნება მშვიდობა თქვენთან"" (ენოქი 3:41-52). ასე დაავალა უფალმა ენოქს საღმრთო განაჩენი გამოეცხადებინა უდიადეს ანგელოზთათვის - დაცემულ დარაჯთათვის.
თავის მხრივ ნოეც იძულებული იყო პირდაპირ მიემართა ღმრთისთვის, როდესაც მის შემწეობას ითხოვდა ბნელეთის სულთაგან თავდასაღწევად, იმ ამაზრზენ დემონთაგან, გარდაცვლილ ბუმბერაზთა მბორგავ სულთაგან, რომელთაც სიმშვიდე არ უწყიან. "და დაიწყეს უკეთურმა დემონებმა ნოეს შვილიშვილთა ცთუნება და ამოხოცვა. და მოვიდნენ ნოეს შვილები თავიანთ მამასთან, ნოესთან, და მოუთხრეს მას დემონთა შესახებ, რომლებიც ცდილობენ გადაჰხარონ ისინი მართალი გზიდან, უბნელებენ გონებას და ხოცავენ მის შვილთა შვილებს" (Юбил.10:2). უნდა ითქვას, რომ იუბილეთა წიგნის მიხედვით, ღმრთის შეწევნის მეძიებელი ნოე თავის ვედრებას იწყებდა კარგად ცნობილი ლოცვით: "ღმერთო სულთაო და ყოველთა ჴორცთაო" (რიცხვ. 16:22).
ენოქის წიგნის საიდუმლო
წინა თავებში ჩვენ დავიმოწმეთ საკმაო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება აღიარებულ იქნას უნიკალურად და რომელსაც მხოლოდ ენოქის წიგნი ფლობს. საკუთრივ, ამას თვით ავტორიც ამბობს: "და მხოლოდ მე, ენოქი, ვჭვრეტდი ყოველივეს საზღვრებს, და არც ერთ კაცს არ უხილავს ის ისე, როგორც მე ვიხილე" (ენოქი 4:26). რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს მოწყობის ეს დაფარული მოწმობები და დეტალები ნაკლებად ახდენენ გავლენას სახარებისეული სწავლების მაგისტრალურ მიმართულებაზე, რომელსაც ქრისტიანი ცხონებისკენ მიჰყავს. მაგრამ ვფიქრობ არ გვაქვს უფლება უკუვაგდოთ უხილავი სამყაროს მოწყობისა და მისი საკრალური ყოფიერების უძვირფასესი დეტალების ესოდენ დიადი სურათი.
შესაძლოა სწორედ საკრალური ინფორმაციის ამ მასშტაბურობის გამო ჩათვალეს ენოქის წიგნი "ძნელად გასაგებ" და ზედმეტად "მისტიკურ" წიგნად, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუშალა მის ჩართვას წმიდა წერილის კანონში. უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი "უარყოფის" ისტორია ეხება დიდ პრობლემას: "ქრისტიანული მისტიკის სწორ განვითარებას ხელს უშლიდა V-VI საუკუნეების დამწერლობის მისტიკური ალღოს დაკნინება და ფილოსოფიური მოთხოვნილებები, ასევე ამ სფეროში მთელი რიგი ცთომილებების გამოჩენა, როგორიც იყო, მაგალითად, მესალიანელთა და სხვა გვიანდელ მისტიკურ სექტათა მწვალებლობანი" (22).
________________
22. IV ს.-ის მიწურულიდან ორიგენისტებზე და ასკეტებზე დაწყებულმა დევნულებამ ხელი შეუწყო იმას, რომ V ს-დან ასკეტიკა განვითარდა პრაქტიკული მორალიზმის განხრით". იხ. Епифанович С. Л. Преподобный Максим Исповедник и византийское богословие. М.: «Мартис», 2003. С. 30. (Далее: Епифанович. Максим Исповедник. // Епифанович С.Л. Преподобный Максим Исповедник и византийское богословие. С. 31. Прим. 1).
________________
აქ უნდა აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი განსხვავება ენოქის წიგნში დაცული ინფორმაციის ბუნებასა და იოანე ღვთისმეტყველის მიერ ჩაწერილ ხილვებს შორის. მოციქულ იოანეს გამოცხადებაში, ისევე როგორც ბიბლიის სხვა მრავალრიცხოვან აპოკალიპტურ პასაჟში, მოტანილია ვიზიონერული გამოცდილება, ანუ გამოცხადება, რომელთა ღირსიც გახდნენ ღმრთის განსაკუთრებული რჩეულები. მისტიკური ხასიათის ეს ხილვები მათ წერილობითად დააფიქსირეს. ენოქის შემთხვევაში სხვა ვითარებაა: "დედამიწაზე არავინ შექმნილა ენოქის მსგავსი, რადგან მიწიდან იქნა ატაცებული" (ზირ. 49:16). "რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი" (ებრ. 11:5). მაშასადამე, ენოქი აღწერს იმას, რასაც ის უშუალოდ აკვირდებოდა თავისი "ფიზიკური" მოგზაურობების დროს, იმის შემდეგ, რაც "ატაცებულ იქნა დედამიწიდან".
როდესაც ამ დანაკარგებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ იმავე მიზეზით დიდი კითხვის ქვეშ იდგა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ჩართვა ახალი აღთქმის წმიდა წერილის კანონში (23).
________________
23. წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება არ მოიხსენიება 364 წელს ლაოდიკიის ადგილობრივი კრების მიერ დამტკიცებული ბიბლიის კანონიკურ წიგნთა შორის. მხოლოდ წმ. ათანასე დიდის ავტორიტეტმა, რომელმაც დაიცვა აპოკალიფსისის კანონიკურობა, შესაძლებელი გახადა ამ წიგნის აღიარება, რაც გააკეთეს კიდევაც მომდევნო კრებებმა, იპონიასა (383 წ.) და კართაგენში (419 წ.).
________________
სიცოცხლისა და სიკვდილის ხე
ბერტოლდ ფურტმეირის მინიატურა (1491 წ.). ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, მიუნჰენი. ნახატზე ქალწული მარიამი, როგორც ახალი ევა, ადამიანებს მარადიული ცხოვრების ნაყოფით აპურებს, განსხვავებით ძველი ევასგან, რომელმაც ქვეყნიერებაში სიკვდილი შემოიტანა.
ამ აზრით ენოქის გამოცდილება უნიკალურია, და მრავალი იმისგან, რაც მან მოგვითხრო, უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ მრავალი "თეთრი ლაქა" კაცობრიობის უძველეს ისტორიაში, ისევე როგორც აღვადგინოთ სულიერი სამყაროს უფრო მთლიანი საკრალური სურათი და, შესაძლოა, თვით "ღმრთის ბუნებისაც". როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "ხოლო ენოქი აიყვანა ღმერთმა, მაგრამ მისწვდა თუ არა ის ღმრთის ბუნებას თუ ჯერაც უნდა მისწვდეს - უცნობია" (Св. Григорий Богослов. Избранные творения. С. 30).
ამიტომ, მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ ენოქის წიგნის გამოცხადების კიდევ რამოდენიმე საინტერესო ასპექტი. თავის მოგზაურობაში ენოქი აღწერს მის მიერ ნანახ დიად მთას და "სამეფო ტახტს, რომელიც კეთილსურნელოვანი ხეებით იყო გარშემორტყმული". ენოქი ხედავს წარმოუდგნელად კეთილსურნელოვან ხეს, "რომლის კეთილსურნელება მე ჯერ არასოდეს მიყნოსავს არც ერთი ხისგან; და არც ერთი სურნელება არ ჰგავდა იმ ხის სურნელებას; მისი ფოთლები, ყვავილები, ღერო არასოდეს ლპება, მისი ნაყოფი მშვენიერია და ძლიერ წააგავს პალმის კუნწულას" (ენოქი 5:23).
ფოტო აღებულია საიტიდან: поисков.рф
ენოქის მიერ ნანახს განმარტავს წმიდა ანგელოზთაგან ერთ-ერთი მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც "იყო ჩემთან". კერძოდ, მან ენოქს უთხრა: "ეს მაღალი მთა, რომელსაც ხედავ, და მისი მწვერვალი, რომელიც უფლის საყდარს წააგავს, მისი ტახტია, სადაც დაჯდება წმიდა და დიადი, უფალი დიდებისა, მარადისობის მეფე, როდესაც ის ჩამოვა, რათა ეწვიოს დედამიწას".
როგორც ჩანს, ეს სწორედ ის მთაა, რომელსაც ეპოტინებოდა მთიები (ანუ სატანა - "აპოკ". რედ.) თავისი დაცემის წინ: "ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე" (ესაია 14:13).
ხსენებულ ხესთან დაკავშირებით კიდევ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ეს ხე კარგად არის ცნობილი დაბადების წიგნის მიხედვით: "აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, ... შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა..." (დაბ. 2:9). საკუთრივ, იმ დიადი ძალის გამო, რაც დაფარულია ამ ხეში, და ადამინის შემდგომი დაუმორჩილებლობის გამო ჩვენი პირველწინაპრები განდევნილ იქნენ სამოთხიდან და "თქვა უფალმა ღმერთმა: ... არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს" (დაბ. 3:22). ანუ სამოთხიდან განდევნის მიზანი იყო დაცემულ ადამიანებს ამ ხის ნაყოფის ჭამით არ მოეპოვებინათ უკვდავების სტატუსი: "რათა ბოროტებაც არ გამხდარიყო უკვდავი". სწორედ ასე მიიჩნევს VI ს-ის ბერი და ღვთისმეტყველი ლეონტი ბიზანტიელი: "ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი ადამის პიროვნებაში გახდა ხრწნადი და მოკვდავი, რადგან ის, რაც ადამს უხრწნილებასა და უკვდავებას ანიჭებდა იყო - ხე სიცოცხლისა, რაც მას წაერთვა სამოთხიდან განდევნით" (Григорий Богослов. Избранные творения. С. 106. Леонтий Византийский. Сборник исследований. С. 331).
"ბოროტი დემონები ღიად ეცხადებოდნენ და ბილწავდნენ ქალებსა და ყრმებს" (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი)
დაცემული ანგელოზი იუპიტერი იღებს არწივის სახეს და ყმაწვილ განიმედს სოდომური ცოდვისკენ უბიძგებს. (მხატვ. ესთაშ ლესიუერი (Eustache Lesueur или Le Sueur). 1650 წ. ლუვრი. პარიზი)
ამის შესახებ წერს ენოქიც, როდესაც მთავარანგელოზ მიქაელის სიტყვები მოჰყავს: "და ამ კეთილსურნელოვან ხელს მოკვდავთაგან არავინ უნდა მიეკაროს დიდი სამსჯავროს დრომდე, როდესაც ყველაფერი გამოსყიდული იქნება და დასრულებული იქნება მარადისობისთვის, მაშინ მიეცემა ეს ხე მართალთა და მორჩილთ. მისი ნაყოფისგან მიეცემათ სიცოცხლე რჩეულთ; ის გადაირგვება ჩრდილოეთით წმიდა ადგილზე, - უფლის, დიადი მეფის ტაძრისკენ. მაშინ გაიხარებენ სრული სიხარულით წმინდანები; ისინი თავიანთ ძვლებში შეისრუტავენ ხის სურნელებას, და უსასრულოდ იცხოვრებენ დედამიწაზე, როგორც ცხოვრობდნენ მათი მამათმთავრები; იმ დროს უკვე აღარ შეეხება მათ არც ურვა არც ჭირვება, არც შრომა და არც ტანჯვა". მაშინ მე განვადიდე დიდების უფალი, მარადიული მეფე იმისთვის, რომ ასეთი რამ გაამზადა მართალთათვის და დაუსრულებელი ნეტარება აღუთქვა მათ" (ენოქი 5:28, 32).
წმიდა მამათა უმრავლესობას არ ეეჭვებოდა იმ ხეების რეალურობა, რომელთაც ენოქი აღწერს. ამას ხაზს უსვამს წმიდა წერილის მისტიკურ-მჭვრეტელობითი აღქმისა და მისი ალეგორიული განმარტების ისეთი მოყვარული, როგორიც იყო ღირ. მაქსიმე აღმსარებელი: "თუ ვინმე იტყვის, რომ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე ხილული ქმნილებაა, ჭეშმარიტების წინააღმდეგ არ შესცოდავს, რადგან ეს ქმნილება ბუნებრივად იღებს სიტკბოებას და ტანჯვას" (Максим Исповедник. Творения. Кн. 2. С. 29).
ფსალმუნის ილუსტრაცია. 1170 წ. ინგლისი.
როგორც ვხედავთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამოთხის ხის ნაყოფი ვაშლი არ ყოფილა დაცულია ქრისტიანობის გასულ საუკუნეებშიც.
შემდეგ, თავის მოგზაურობაში, ენოქს ხვდება სწორედ ის "ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა" (დაბ. 2:9, 17), ან როგორც თვითონ წერს: "ხე სიბრძნისა, რომელიც უდიდეს სიბრძნეს ანიჭებს ყოველს, ვინც კი მის ნაყოფს იგემებს". ენოქის რეაქცია ამ "მაცთუნებელ" ხეზე სრულიად ადამიანურია: "და მე ვთქვი: "რაოდენ მშვენიერია ეს ხე და რაოდენ ბრწყინვალეა იგი და რაოდენ მაცთუნებელია მისი ნაყოფი" (ენოქი 5:60). ენოქის თანხმლები მთავარანგელოზი რაფაელი განმარტავს: "ეს სწორედ სიბრძნის ის ხეა, რომლის ნაყოფიც იგემეს შენმა წინაპრებმა, შენმა მხცოვანმა მამამ და მხცოვანმა დედამ და მოიპოვეს სიბრძნე, რისგანაც აეხილათ თვალები და გაიგეს, რომ შიშვლები იყვნენ და განიდევნენ სამოთხიდან".
სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ენოქი, ითვალისწინებს რა ამ მცენარის განსაკუთრებულ როლს კაცობრიობის ისტორიაში, მის დეტალურ აღწერასაც გვაძლევს: "ის კერატონიას (24) წააგავს, მისი ნაყოფი ვაზის ნაყოფივითაა და უმშვენიერესია; მისი სურნელება ყველგან ვრცელდება და შორ მანძილზეც აღწევს" . ამ ხის მშვენიერება ვერ უთავსდება იმ კატასტროფულ შედეგს, რომელიც მისი ნაყოფის გასინჯვამ მოაწია ადამიანებს. როგორც ჩანს, აქ სასარგებლო იქნება ღირ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტება: "ეშმაკმა, რომელმაც თავისი ბოროტების შხამი შემეცნების ხეში ჩაღვარა, ამ ხის ნაყოფის გასინჯვით ადამიანთა ბუნება დაღუპა" ((იხ. Максим Исповедник. Творения. Кн. 1. С. 259).
_______________________
24. ბარდოსანი კერატონია (ლათ. Ceratonia siliqua), ანუ კერატის ხე (რუსულად: Рожковое дерево – "აპოკ." რედ.) (ფოტო იხ. ქვემოთ). მაგრამ, კერატონიასგან განსხვავებით, შემეცნების ხე, როგორც ვხედავთ არის არა ბარდოსანი, არამედ ყურძნის მსგავსი. ასე რომ ვაშლი აქაც არაფერ შუაშია. ეს ხე იზრდება ხმელთაშუა ზღვის არეალში. მისი ნაყოფი შეიცავს ტკბილ რბილობს (დაახლ. 50% შაქარი). ნაყოფი საკვებში გამოიყენება, როგორც ტკბილეული.
_______________________
ზენა სამყაროზე თავისი უშუალო დაკვირვების გარდა, ენოქი გვიყვება იმაზეც, რაც ხილვებში ნახა და, რომლებშიც მას სამყაროს მომავალი გამოეცხადა. ასე მაგალითად, ის ხედავს მომავალ "ათასებს და მილიონებს, მრავალ უთვალავ ხალხს, რომლებიც სულთა უფლის დიდების წინაშე იდგნენ", და ხარობს, "მართალთა და რჩეულთა ამ უდიდესი სიმრავლის გამო, რომლებიც წარსდგებიან უფლის წინაშე და იხარებენ უკუნითი უკუნისამდე" (ენოქი 7:12).
ენოქი ხედავს მართალთა და წმიდათა მომავალ სავანეებს. "აქ დავინახე, როგორ ლოცულობდნენ და ივედრებოდნენ ისინი კაცთა შვილების გამო; სიმართლე წყალივით მოედინებოდა მათ წინაშე და მოწყალება, ნამივით ეფინებოდა მათ სულებს, და ასე იქნება მათში უკუნითი უკუნისამდე... დავინახე, რომ მათ საცხოვრებელს ჰფარავდა სულთა უფალი, როგორ იყვნენ გამშვენებულნი მართალნი და რჩეულნი მის წინაშე, ისე ბრწყინავდნენ თითქოსდა ცეცხლივით ანათებენო; მათი პირი სავსე იყო დიდებისმეტყველებით და მათი ბაგენი აქებდნენ სულთა უფლის სახელს, სიმართლე დიოდა მათ წინაშე" (ენოქი 7:12, 13).
სამოთხის ამ სანახების ხილვისას ენოქი შესძახებს: "აქ ვისურვებდი ცხოვრებას, - ჩემი სული ილტვოდა ამ საცხოვრებელისკენ" და ამატებს: "აქ ადრევე იყო გამზადებული ჩემთვის სავანე, რადგან ასე იყო ჩემთვის განწესებული სულთა უფლის მიერ" (ენოქი 7:14). რჩეულობის ამ ნიუანსს, რომელიც ნახსენებია ენოქის წიგნში, აღნიშნავს მოციქული პავლეც: "გარდაცვალებამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს" (ებრ. 11:5). გასაოცარი გულწრფელებით ჰყვება ენოქი თავის განცდებს: "დიდხანს ვათვალიერებდი იმ ადგილს, და მეც ვადიდე უფალი და ვამბობდი: "ქებათა ქება მას, დე იდიდოს მისმა სახელმა აწ და სამარადისოდ" (ენოქი 7:16).
სამოციქულო ეპოქის მამათა აზრი
ადრე საკმაოდ დეტალურად გავაშუქეთ მოციქულთა მხრიდან ენოქის წიგნისადმი ნდობის ხარისხი, რომლებმაც სულიწმიდით ჩამოაყალიბეს ახალი აღთქმის კანონი. უნდა ითქვას, მოციქულები, ისევე როგორც მოციქულთა ეპოქის წმიდა მამები, ჯერაც მნიშვნელოვანწილად რჩებოდნენ ტრადიციული იუდეო-ქრისტიანობის კალაპოტში, და სრულად ენდობოდნენ იუდაიზმის სულიერ მემკვიდრეობას. ელინური გავლენა ქრისტიანობაზე, რომელიც მომდინარეობდა ბერძნულ სკოლათა თეოლოგიიდან, ჯერაც უმნიშვნელო იყო, და დაცემული ანგელოზი სატანა ყველა სხვა "დარაჯებთან" და "ლეგიონებთან" ერთად სამართლიანად აღიქმებოდნენ როგორც აბსოლუტურად რეალური პიროვნებები. არავინ ეჭვობდა მათ უცვალებელ და აქტიურ მონაწილეობას დაცემული კაცობრიობის ისტორიის ყველა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, მათ შორის ენოქის წიგნში აღწერილ პერიოდშიც.
ერთ-ერთი უძველესი წმიდა მამა, II საუკუნის მწერალი, პალესტინელი ბერძენი იუსტინე ფილოსოფოსი (II ს. შუაწლები) თავის "პირველ აპოლოგიაში" ასე აღწერს იმ უძველეს წარღვნამდელ მოვლენებს: "ღმერთმა ადამიანებზე და მთელ ცისქვეშეთზე ზრუნვა ამისთვის სპეციალურად დაწესებულ ანგელოზებს მიანდო. მაგრამ ანგელოზებმა დაარღვიეს თავიანთი დანიშნულება: ისინი სქესობრივად შეერივნენ კაცთა ასულებს და გააჩინეს შვილები, ე. წ. დემონები. შემდეგ კი დაიმონეს კაცთა მთელი მოდგმა, ნაწილობრივ ჯადოსნური სწავლებებით, ნაწილობრივ შიშითა და ტანჯვით, რომელიც მოჰქონდათ ადამიანებთან, ნაწილობრივ კი იმით, რომ ასწავლეს კერპთაყვანისცემა, მსხვერპლშეწირვა, რომელიც თვით დაცემულ ანგელოზებს სჭირდებოდათ. მათ ადამიანებს შორის დათესეს შური, ღვარძლი, ომები, მკვლელობები, მრუშობანი, გარყვნილებანი და საერთოდ ყოველგვარი ბოროტება" (Иустин Философ. С. 110).
დაცემული ანგელოზი ქალს მისდევს. მხატვ. სებასტიანო რიჩი. 1725 წ.
წმიდა იუსტინე არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ძველად, ქვეყნად მაცხოვრის განკაცებამდე, საკმაოდ ხშირი იყო დემონურ ძალთა ღია შემოჭრა ადამიანთა ცხოვრებაში: "ბოროტი დემონები ღიად ეცხადებოდნენ და ბილწავდნენ ქალებსა და ყრმებს. ადამიანებს აშინებდნენ საშინელ ხილვებითა და გამოცხადებებით, ასე რომ, მათგან შეშინებულ და შეძრწუნებულ ადამიანებსაც არ ჰქონდათ ძალა მოეკრიბათ გონება, რათა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ყოველივე დემონთა ხრიკები და მზაკვრობები იყო" (იქვე. გვ. 35).
ასევე შევნიშნავთ, რომ ძველი აღთქმა მკაფიოდ აღწერს იმ ვითარებას, როდესაც ადამიანები "... დავიწყების ბნელ საბურველქვეშ, დაიფანტნენ თავზარდაცემულნი და აჩრდილებით შეძრწუნებულნი. რადგან ყველაზე საიდუმლო ადგილმაც კი, რომელსაც შეეფარნენ, შიშისგან ვერ დაიცვა ისინი, არამედ ირგვლივ, საზარელი ხმებით შეძრწუნებულებს, პირქუში მოჩვენებები ეცხადებოდათ" (სოლომონი 17:3, 4). შედეგად "ყველანი გარდაუვალ ხვედრს დაემორჩილნენ, რადგან წყვდიადის ერთი ჯაჭვით იყვნენ შეკრულნი" (სოლომონი 17:16).
ამ თვითმარქვიების მხილება, "რომლებიც ბუნებით, არც არიან ღმერთები" (გალატ. 4:8), მათთვის ადამიანებზე ძალაუფლეის წართმევა იყო სწორედ მესიის, ჭეშმარიტი ღმერთის ამოცანა, რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი" (2 ტიმ. 2:26).
ველური ნადირობა. მხატვ. მარკანტონიო რაიმონდი. 1520 წ. სახელმწიფო ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი. გრავიურაზე, სიმბოლურ სტილში გამოსახულია კაცთა დაცემული მოდგმისა და დაცემულ ანგელოზთა ბნელი ძალის სულიერი ერთობა.
ამასთან ბნელეთის თავადისა და მისი შემწეების ამ აბსოლუტური ძალაუფლების გაუქმება ადამიანს დემონურ ძალებთან პირადი ბრძოლისა და სულიერი წინააღმდეგობისგან არ ათავისუფლებს. წმიდა მამები ხაზს უსვამენ ბოროტი დემონური ძალის დაუღალავ მუშაობას ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს გადალახოს თავისი "უხორცობა" და ადამიანთან უშუალო კონტაქტს ელტვის: "დემონი იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია, - მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანს არ სურს, - თავისი ნებისკენ მისდრიკოს მისი ნება, მას შუძლია გადალახოს თავისი ბუნებრივი წესი" (Иоанн Карпафский, преподобный // Добротолюбие. М.: Сретенский монастырь, 2004. Т. 3. С. 92). იგივეს ამბობენ IV ს-ის ეგვიპტელი მეუდაბნოვეები, როდესაც ადამიანებზე დემონთა ზეგავლენის შესაძლებლობებზე მოგვითხრობენ.
"ადამიანებს აძრწუნებდა და ქანცავდა ბოროტ სულთა თავდასხმის შიში, რომლებიც საკუთარი ნებით, როდესაც კი მოისურვებდნენ, გარდაისახებოდნენ და გარდაიქმნებოდნენ, რადგან არ შეეძლოთ ეხილან ისინი საკუთარი ხორციელი თვალით" (Иоанн Кассиан Римлянин. Собеседование. С. 278). აღვნიშნავთ ადამიანთა ამგვარი დამონების სრულ თანხმიერებას სოლომონის სიბრძნის წიგნიდან, რომელიც დეტალურად აღწერს ამ ჭეშმარიტად აუტანელ და მტაჯნველი ჯოჯოხეთიდან აღმოსულ ბნელეთს, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ დაეძინათ ჩვეულებრივი ძილით, მაგრამ ძილშიც კი ევლინებოდათ საშინელი მოჩვენებები და მაშინ, "ამ ნამდვილად აუტანელი ღამით, რომელიც აუტანელი ჯოჯოხეთის უფსკრულებიდან იყო გამოსული, ყველას ერთნაირი ძილით ეძინა: ხან საზარელი მოჩვენებებისგან იყვნენ დევნილები, ხან სულის დაცემით სასოწარკვეთილები, რადგან უეცარი და მოულოდნელი შიშისზარი ატყდებოდათ თავს" (იხ. სოლომონის სიბრძნე 17:13, 15). ამგვარად, ცნობილი ეპიკურელის ლუკრეციუსის ცნობილი გამოთქმა: "Timor primus fecit deos" ("შიშმა შექმნა პირველი ღმერთები") საფუძველს როდია მოკლებული. თვით სლავური სიტყვაც კი "бес", როგორც ვარაუდობენ, თავის სანსკრიტულ საფუძველში "შიშის" შინაარსს შეიცავს ("Для слова бес в санскрите есть корень bhes – бояться, срав. нем. bőse– злой". Дьяченко Григорий. Словарь. С. 912).
სწორედ ადამიანის გამაოგნებელი ამ შიშშის დამარცხებაზე მსჯელობს მოციქული პავლე: "და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი" (ებრ. 2:14). "დემონები, - ბრძანებს წმ. ათანასე დიდი, - როდესაც დაშინებულ ადამიანებს ხედავენ, კიდევ უფრო ამრავლებენ მოჩვენებებს, რათა მეტად შეაძრწუნონ ისინი. ასე აცთუნებდნენ წარმართთ, რომლებმაც ღმერთებად აღიარეს მათი შემაშინებელი დემონები" (Афанасий Великий. Творения. Т. 3. С. 209).
ამ მონური "კავშირის" ჩამოყალიბების შემდეგი ნაბიჯები აღწერილი აქვთ ქრისტიანობის პირველ საუკუნეთა ღვთისმეტყველებს. ასე, მაგალითად, ქრისტიანობის II ს-ის აპოლოგეტი სირიელი ტატიანე წერდა: "ადამიანები დაემორჩილნენ დემონებს, ხოლო ეს უკანასკნელნი ადამიანებს აჩვენებდნენ თანავარსკვლავედთა მოხაზულობას, რომლის მიხედვითაც ბედისწერას (είμαρμένην) წინასწარმეტყველებდნენ" (PG 6, cap. 8, col. 821 АВ) (Киприан (Керн), архимандрит. Патрология. М. Париж: Свято-Сергиевский православный богословский институт, 1996. Т. 1. С. 99).
ცნობილი ბერძენი ქრისტიანი აპოლოგეტი ათენაგორა ათენელი (II ს.), ახსენებს რა წარღვნამდელ მოვლენებს, სულაც არ უშინდება მათი აღწერისას დაეყრდნოს ბერძნულ გადმოცემებს: "ცა მიწას აერია და წარმოშვა ასხელა კოტისი, გიგისი, ბრიარეოსი და ციკლპოები, ბრონტისი, სერაპისი და არგოსი, ქალები, კლოთო, ლაჰეზისი და ატროპოსი" (Преображенский П.А. Сочинения древних христианских апологетов. СПб., 1895. С. 71).
ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ღვთისმეტყველი, ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლის დამფუძნებელი, კლიმენტ ალექსანდრიელი (დაახლ. 150 - დაახლ. 215), ძველი ბერძნების საიდუმლო ცოდნის წყაროს რომ ეხება, წერს: "ზოგიერთი უმაღლესი ანგელოზი, ცთუნდა რა ქალთა სილამაზით, თავიანთ შეყვარებულებს გაუმხილეს ზეციური საიდუმლო ცოდნა. მათგან წარმოდგა სწავლება ბედისწერის შესახებ" (Климент Александрийский. «Строматы». Кн. 4–5. С. 100).
უნდა ვაღიაროთ, რომ ძველაღთქმისეული წერილის საკრალურ-მისტიკური შემადგენლობისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ რომის იმპერიის დასავლეთ ტერიტორიებზე მცხოვრები მამები, რადგან ნაკლებად განიცდიდნენ ბერძნული ფილოსოფიის ხიბლსა და გავლენას. სწორედ მათ შრომებში ვხედავთ უფრო დაკვირვებულ კვლევასა და ანალიზს ბიბლიური ისტორიებისა, რომლებიც ეხებიან მსოფლიო ბოროტების ჩამოყალიბების პროცესს და მათი მატარებლების არსებით თვისებებს. ასე, მაგალითად, ადრექრისტიანული აპოლოგეტი მიუნუციუს ფელიქსი († დაახლ. 210 წ.) წერს: "ვერ უძლეს დაცემულმა ანგელოზებმა, გაირყვნენ და მანკიერებებით შეიბილწნენ" (Фокин А.Р. Латинская патрология. М., 2005. Т. 1. С. 38. (შემდეგში: Фокин. Латинская патрология)).
იგივენაირად მსჯელობს მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი: "დემონები ცრუ და მოხეტიალე სულები არიან, რომლებიც გახევდნენ თავიანთ მანკიერებებში და მიწიერისადმი მიდრეკილებით ზეციური ძლიერება დაკარგეს" (Там же. С. 179. Прим. 88).
ლათინი ქრისტიანი პოეტი კომოდიანე ღაზელი (III ს. დას.) თავის "დარიგებებში" (Instructiones), მისდევს რა ენოქის წიგნის ინფორმაციას, წერს: "ღმერთმა ანგელოზები დედამიწაზე იმისთვის გამოაგზავნა, რათა მათ თვალყური ედევნებინათ საღმრთო კანონებისთვის, მაგრამ მათ თვითონ უგულებელჰყვეს ისინი და მიწიერ დედაკაცთა სილამაზით იქნენ გატაცებულნი. მათთან კავშირით შეიბილწეს თავი და უკვე აღარ შეეძლოთ ცაში დაბრუნება. ამ კავშირიდან გაჩნდნენ ბუმბერაზები" (Там же. С. 245. Прим. 27).
მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის აღზრდილი პოლიკარპე სმირნელის მოწაფე, ლიონის ეპისკოპოსი ირინეოსი (120 - 202 წწ.), წერდა: "ნოეს დროს ღმერთმა სამართლიანად მოუვლინა წარღვნა იმ დროინდელ ადამიანთა ყველაზე უკეთურ მოდგმას, რომელსაც უკვე აღარ შეეძლო საღმრთო ნაყოფის გამოღება, რადგან დაცემული ანგელოზები შეერივნენ მათ" (Irenaeus. Against Heresies. Book IV, сhpt. XXXVI. Sect. 4 // Ante-Nicene Fathers. V. I. P. 516).
დარაჯთა დაცემის ისტორიას თავის "აპოლოგიაში" (Apologeticum) განმარტავს ცნობილი ქრისტიანი მწერალი და აპოლოგეტი ტერტულიანე († დაახ.. 230 г.). ის წერს, რომ "ანგელოზებისგან, რომლებიც საკუთარი ნებით გაბოროტდნენ, გამოვიდა დემონთა კიდევ უფრო ბოროტი მოდგმა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ისინი (ანგელოზები - "აპოკ." რედ.) განუდგნენ ღმერთს, ვნებით აღიძრნენ მიწიერ ქალთა მიმართ და შეეუღლნენ" (Фокин. Лактанций / Латинская патрология. С. 102).
აქ პირველად არის ნახსენები ბოროტ სულთა ორ სახეობაზე. უფრო განსაზღვრულად ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით იტყვის ნეტარი დიადოხოსი, ფოტიკის ეპისკოპოსი და მღვდელმოწამე (V ს.): "არსებობს ბოროტ სულთა ორი სახეობა: ერთნი უფრო ნატიფი ბუნებისანი არიან, სხვები უფრო უხეშნივთიერნი (რუს. грубовещественны). ნატიფნი სულებისთვის იბრძვიან, ხოლო უხეშნი ჩვეულებრივ ხორცს ატყვევებენ ერთგვარი სამარცხვინო, სიამტკბილობითი მიდრეკილებებით" (Блаженный Диадох, епископ Фотики // Добротолюбие. М.: Сретенский монастырь, 2004. Т. 3. С. 53 - 54).
ტერტულიანეს შემდეგ ბოროტ სულთა ორი სახეობის გაჩენის ისტორიას საკმაოდ დეტალურად განიხილავდა III-IV სს-ის ქრისტიანი აპოლოგეტი ლაქტანციუსი: "იმისთვის, რათა ეშმაკს, რომელსაც ღმერთმა დედამიწაზე ბატონობის უფლება მისცა, საერთოდ არ გაერყვნა და არ წარეწყმიდა ადამიანები თავისი მზაკვარებით, გამოაგზავნა ანგელოზები (დარაჯები - მ. მ.), რათა მათ დაეცვათ კაცთა მოდგმა და ეზრუნათ მათზე... მაგრამ დედამიწის ამ უმზაკვრესმა ბატონმა თავისი ჩვეულებისამებრ, სანამ ანგელოზები ადამიანთა შორის მიმოიქცეოდნენ, მიდრიკა ისინი სიამოვნებისკენ, ბიწიერებისკენ და შებილწა ისინი ქალებთან სქესობრივი კავშირებით" (Лактанций. О творении Божием… / Пер. с лат. Тюленева В.М. СПб.: Изд. Олега Абышко, 2007. С. 191). "ხოლო ისინი, ვინც მათგან იშვნენ, რადგან არც ანგელოზები იყვნენ და არც ადამიანები, ფლობდნენ ერთგვარ შუალედურ ბუნებას (media quaedam natura), დაშვებულ არ იქნენ ქვესკნელში, ისევე როგორც მათი მშობლები - ზეცაში. ასე გაჩნდა დემონთა ორი სახეობა - ერთნი საჰაერო, სხვანი კი - მიწიერნი. ყველა ისინი უწმინდური სულები არიან" (Фокин. Латинская патрология. С. 314).
უნდა აღინიშნოს, რომ იუდაური ბიბლიური ტრადიციაც ენოქის მიერ გადმოცემული ისტორიის კალაპოტში მიედინება. ასე, მაგალითად, იოსებ ფლაბიოსის მტკიცებით, "მრავალი ანგელოზი შეერთო ქალებს, რისგანაც იშვა მედიდურ და საკუთარ ფიზიკურ ძალაზე დაყრდნობილ ადამიანთა თაობა, რის გამოც მათ ყოველივე კეთილი ეზიზღებოდათ. ცნობილი ბერძნული გადმოცემების მიხედვით ასე იქცეოდნენ გიგანტებიც" (Флавий Иосиф. Иудейские древности. М., 1994. С. 5).
მაგრამ, იმ მოვლენების ამგვარმა დამოწმებებმა, რომელიც სამყაროს ყველაზე უძველესი გადმოცემის საფუძველს წარმოადგენდა და მსოფლიო წარმართული ცივილიზაციის პოეტთა შთაგონების წყარო გახლდათ, დასანანი შედეგები გამოიღო. მრავალი ქრისტიანი ღვთისმეტყველი, რომელიც გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა "ღმერთების" კულტს, ბუნებრივად განიცდიდა ზიზღს ე. წ. "წარმართული მითოლოგიის" მიმართაც. საიდუმლო არ არის, რომ ქრისტიანობაში საღვთისმეტყველო აზრის პირვანდელი განვითარება ბევრწილ სწორედ ელინური ფილოსოფიისა და კულტურის სიმაღლეებისადმი პატივისცემის ატმოსფეროდან მომდინარეობდა. თანაც, როგორც ცნობილია, ელინიზმის მსოფლმხედველობა აშკარად ახშობდა ღმერთებისადმი რწმენას, გულგრილი იყო გადმოცემებისადმი გმირებზე, ღმერთებზე, დემონებზე და აშ. "განათლებული" ბერძენისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ მრავალრიცხოვანი სკოლების ფილოსოფიური ძიებანი, როგორებიც იყვნენ: ცინიკოსები, სკეპტიკოსები, სტოიკოსები, ეპიკურელები და პერიპათეთიკოსები...
ერთ-ერთი დაცემული ანგელოზი სახელად იუპიტერი აცთუნებს იუნონას, რომელის მისი მესამე ცოლი გახდა. მხატვ. გევინ ჰამილტონი. 1771 წ.
ასე რომ, ელინიზმის ეპოქის სულმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ბერძნულ ღვთისმეტყველებაზე, რაც წმიდა წერილის წიგნთა განმარტებისა და შესწავლისადმი მიდგომის დესაკრალიზაციაში გამოვლინდა. ამგვარად, მოვლენებიც, რომლებიც აღწერილია ენოქის მიერ, აღქმულ იქნა შეძულებული წარმართული რწმენის კონტექსტში, მისი კარგად ცნობილი "მითებით", "ღმერთების" და "ნახევრადღმერთების", "გიგანტებისა" და "ტიტანების" ურთიერთობებით და ა. შ. ბოლოს და ბოლოს ენოქის წიგნი ამოიღეს ხმარებიდან როგორც საცთურის შემცველი ძველაღთქმისეული მემკვიდრეობა.
ჩვენ უკვე ვახსენეთ უძველესი წიგნი, რომელიც ქრ. შობამდე II ს-ში ვინმე სირიელმა მარ-აბას კატინამ აღმოაჩინა. ალექსანდრე მაკედონელის განკარგულებით ეს წიგნი ქალდეურიდან ბერძნულად გადმოთარგმნეს, და ამგვარად ცნობილი გახდა "ძველთა მრავალი უძველესი და ნამდვილი გადმოცემა". სომხეთის ცნობილი ისტორიკოსი მოსე ხორენელი წერს: "აი რითი იწყება ხსენებული წიგნი: "საშინლები და განთქმულები იყვნენ პირველი ღმერთები, მსოფლიოში უდიდეს სიკეთეთა მიზეზნი; მათგან გამრავლდა დასაბამითგან კაცთა მოდგმა. მათგან წამოვიდა ბუმბერაზთა, ამ მახინჯ, კუნთოვან და შემზარავ არსებათა თაობა" (История Армении Моисея Хорезмского г-на Эмина. М., 1858. Кн. 1. Гл. 5. С. 38).
ამ პირველ "ღმერთთა", ანუ ტიტანთა "უდიდესი სიკეთეები" კარგად ახსოვდა მსოფლიოს ხალხებს, და პირველ რიგში თვით ბერძნებს: "ტიტანთაგან ყოველი მათგანი ამა თუ იმ სიკეთის გამომგონებელი იყო. ადამიანთადმი კეთილგანწობის გამო, მათ პატივი და მარადიული ხსოვნა დაიმსახურეს" (Лосев А.Ф. Мифология греков и римлян. М., 1996. С. 787).
ზოგიერთი წმიდა მამა ვარაუდობდა, რომ წარღვნამდელ ადამიანებში თანამედროვეთა მიერ აღიარებულ "ღმერთებად", მხოლოდ შეთის შთამომავლები მიიჩნეოდნენ: "გაუკვირდათ რა მისთვის დამახასიათებელი სიმართლე, მათ, ენოსს (შეთის ძეს - ავტ.), ღმერთი უწოდეს. და ყველა მისი შთამომავალი ღმერთად იწოდებოდა" (Св. Кирилл Александрийский. Творения. М., 2001. С. 30). შესაძლოა მათ თანამედროვეთა შორის ოდესღაც მართლა ასე იყო. მაგრამ აბსოლუტურად უდავოა სხვა რამ: " დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა" (დაბ. 6:5), რადგან "ძველმა ღმერთებმა", როდესაც ისინი "გიგანტ-ღმერთებს" შეერივნენ, მათთვის დამახასიათებელი სამართლიანობა დაკარგეს".
შემდეგში ენოქის წიგნის ბედზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ახალმა საღვთისმეტყველო კრიტერიუმებმა. მსოფლიო კრებებიდან მოყოლებული, ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებამ გახსნა ჩაღრმავების ახალი პერსპექტივები, და სულ უფრო ეყრდნობოდა წმიდა მამათა შეხედულებებს. "გადმოცემაში გაჩნდა ახალი ნიშანი: "მოციქულებრიობასთან" ერთად მისი, ასე ვთქვათ, "მამებისეულობა". დაიწყეს არა მარტო იმაზე ზრუნვა, რომ ფიქრობდნენ მოციქულთა რწმენის ჭეშმარიტებებზე, არამედ იმაზეც, თუ რას ფიქრობდნენ ძველი მამები" (Скабалланович М. Хранение догмата в Церкви // Труды Киевской Духовной Академии. Киев, 1910. Т. 3. С. 43).
ამასთან უნდა ვაღიაროთ, რომ ეკლესიის მამების აზრი იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ "ღვთისშვილები", რომლებიც "შეერეოდნენ კაცთა ასულებს" (Пятикнижие Моисеево. В переводе архимандрита Макария (Глухарева). (Репринт.) М., 2000. С. 10), მოგვიანებით გაიყო, რამაც გამოიწვია ენოქის წიგნისადმი ფრთხილი დამოკიდებულება.
უნდა გვესმოდეს, რომ ამ დროს ეკლესია შევიდა ქრისტოლოგიურ დოგმატთა გარეშემო დავის რთულ და დრამატულ პერიოდში, როდესაც ნებისმიერი საეჭვო არგუმენტი, რომელიც ეფუძნებოდა "ბნელ" წყაროს, შეიძლებოდა დიდი დამახინჯებების საფუძველი გამხდარიყო ღმრთის განკაცების გაგებაში. ადრე ჩვენ უკვე დავიმოწმეთ გასაოცარი ძალის მქონე წინასწარმეტყველება ენოქის წიგნიდან, სადაც ზუსტად აღწერილია ენოქის ხილვა, სადაც ის ხედავს "ძეს კაცისას, რომელიც წინ უსწრებდა სამყაროს შექმნას" (Смирнов Александр, священник. Книга Еноха. Казань, 1888. С. 329). "ღმრთის ძის, მამისგან უწინარეს ყოველთა შობილის" ესოდენ მკაფიო ანტროპომორფიზმს სრულიად თავისუფლად შეეძლო შემოეტანა გაუგებრობა და არაეულობა ეკლესიის მამათა მიერ ქრისტოლოგიური დოგმატების შემუშავების პროცესში. ჩვენს დროში, ვფიქრობ, უკვე მეტი დამშვიდებით და განსჯით შეიძლება მივუდგეთ ფაქტებს, რომლებიც გადმოცემულია ენოქის წიგნში.
ადამიანის დაცემა. მხატვ. ალბრეხტ დიურერის გრავიურა, 1521 წ. მხატვრის სამართლიანი აზრით, "უფალი ღმერთი, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა" (დაბ. 3:8) - იყო სიტყვა-ღმერთი - ქრისტე. ოღონდ ნათელი არ არის, სამოთხის ცხოვრების რომელ მომენტს ასახავს გრავიურა. თუ ცოდვით დაცემამდელს, მაშინ პირველწინაპრებმა უკვე "გადაიკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს" (დაბ. 3:7). ხოლო თუკი ეს არის ღმრთის მცნების გამოცხადების მომენტი, როდესაც ღმერთმა გამოაცხადა მცნება, რომ არ უნდა ეჭამათ ცნობილი ხის ნაყოფი, რასაც ადასტურებს უფლის ხელში მდებარე წიგნი, მაშინ "ქალი" იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ არსებობდა.
ანტროპომორფიზმი როგორც იარლიყი
წმ. იოანე დამასკელი სამართლიანად აღნიშნავს: "ჩვენ, როგორც ადამიანებს და ამ განხშოებული ხორცით შემოსილთ, არ ძალგვიძს შევიცნოთ ან გამოვთქვათ ღმრთეების საღვთო, მაღალი და უნივთო მოქმედებანი, თუ არ ვისარგებლებთ ჩვენეული ხატებით, სახეებითა და სიმბოლოებით" (Иоанн Дамаскин, прп. Точное изложение православной веры. http://www.rodon.org/id/tipv) (ქართულად: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეთერთმეტე. ღვთისადმი სხულებრივად თქმულთა შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/11.htm). იმაზე უფრო "ჩვენეული ხატი", ვიდრე ეს არის ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ხატი, არ არსებობდა, არ არსებობს და არც იარსებებს.
ჩვენს მიწიერ რეალობაში ქრისტეს მოსვლაზე და ცხონებაზე ოცნებოდნენ ჯერ კიდევ ძველი დროის მართლები და მრავალტანჯულ იობთან ერთად ღმერთს ცრემლით ევედრებოდნენ: "არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რადგან ის (ღმერთი) კაცი როდია, როგორც მე, რომ ვუპასუხო და ვიარო მასთან ერთად" (იობი 9:33) (ტექსტი თარგმნილია რუსულიდან: "Нет между нами посредника. Ибо Он (Бог) не человек, как я, чтоб я мог отвечать Ему и идти вместе с Ним" (Иов 9,33). მორწმუნე ადამიანთა ამ სანუკვარ ოცნებას იხსენებდა თვით უფალიც: "მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა" (იოანე 8:56).
საკუთრივ, სწორედ ასეა დაწერილი ჩვენს სარწმუნოების სიმბოლოში. ჩვენ უეჭველად გვწამს: "ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი, მამისგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა". ანუ უფალი ჩვენი იესუ ქრისტე არსებობდა "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა". "იესუ ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე" (ებრ. 13:8). ასევე, "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა", საღმრთო განგებულების წიაღში ინახებოდა ინფორმაცია მის მომავალ განკაცებაზე "მარიამისაგან ქალწულისა". ზუსტად ასევე, ქრისტეს მომავალი განკაცების ხატი, სახარებისეულ მოვლენათა დადგომამდე, შეიძლებოდა გამოცხადებოდა სამყაროს. ამავდროულად, სანუკვარი მესია, მისი სანუკვარი ხატი აბსოლუტური საიდუმლო როდი გახლდათ, ის ძველ წინასწარმეტყველთა საღმრთო გამოცხადების უძვირფასესი საგანძური იყო.
ამ აზრით, წინასწარმეტყველ დანიელის ცნობილი ხილვის (დანიელი 7:9, 14) გარდა, ყველაზე მკაფიოდ განკაცებულ ქრისტეს აღწერს ენოქი თავის წიგნში, სადაც უზენაესთან ერთად ის ხედავს "ძეს კაცისას", ვისი სახეც ნათლით არის გარემოცული (25)
______________
25. "მეცნიერები და მკვლევრები, ვინც კი ენოქის წიგნზე მუშაობენ, აპოკრიფის ამ განყოფილებას ყველაზე წარმატებულ და საინტერესო განყოფილებად აღიარებს; შეიძლება მას ყველაზე მნიშვნელოვანიც კი ვუწოდოთ საღვთისმეტყველო მეცნიერებისთვის; ეს მნიშვნელობა განისაზღვრება მესიასა და მის სამეფოზე სწავლების დეტალური გადმოცემით" (Смирнов Александр, священник. Историко-критическое исследование, русский перевод и объяснение апокрифической книги Еноха. Казань, 1888. С. 321).
______________
ენოქის კითხვაზე "ვინ არის ეს?" - ანგელოზი პასუხობს: "ეს არის ის ძე კაცისა, რომელიც არსებობდა უწინარეს საუკუნეთა. სანამ შეიქმნებოდნენ მზე და ვარსკვლავები ის სახელდებულ იყო სულთა უფლის წინაშე" (ენოქი 8:21, 22).
უფრო გვიანდელ პერიოდში სიტყვა-ღმერთ ქრისტეს ნაცვლად სამოთხეში განათავსეს ვინმე მხცოვანი, როგორც ჩანს, "ძველი დღეთას" ხატება. ი. შ. ფონ კაროლსფელდის ბიბლიის ილუსტრაცია, XIX ს.
როდესაც ვიღებთ ამ ინფორმაციას, ჩვენ ვისწრაფვით გადავლახოთ წმიდა წერილის ალეგორიული განმარტების ჭარბი გავლენა. "ბიბლიის ფილოსოფიურ-მისტიკური აზრის" ჯერ კიდევ ორიგენეს მიერ გამოცხადებულმა დომინანტამ და ბრძოლამ "საეკლესიო გნოზისისთვის" დაბადა გადაჭარბებული პრეფერენციები წმიდა წერილის ალეგორიული, სიმბოლური და ანაგოგიური მეთოდებისადმი. პირველი საუკუნის ბერძენი თეოლოგებისთვის ამ მიდგომის ავტორიტეტულ წყაროს უდავოდ წარმოადგენდა სტოიკური სკოლის მემკვიდრეობა.
უდავოდ, "სტოიკოსის, როგორც ადამიანის, რომელიც მამაცურად ითმენს ბედის ყოველგვარ სიმუხთლეს, უშფოთველად და ურყევად ასრულებს თავის მოვალეობას და თავისუფალია ვნებებისა და მღელვარებისგან" (Гаджикурбанова П.А. Этика Ранней Стои: учение о должном. М.: ИФРАН, 2012. С. 11), საკმაოდ მიმზიდველი იყო თანამედროვეთათვის, და "ორიგინალური თუ ფილოსოფიური მითების მათებური სიმბოლური განმარტება ძალიან იტაცებდა არა მარტო კლიმენტ ალექსანდრიელს" (Афонасин Е.В. «Строматы» Климента Александрийского. СПб., 2014. Кн. 1–3. С. 49).
საინტერესოა, რომ წმიდა წერილის განმარტების ალეგორიული მეთოდის ყველაზე ცნობილი მომხრე, ღირ. მაქსიმე აღმსარებელი, საკმაოდ საღად განსჯიდა ამ საგანზე და ყველას აფრთხილებდა, რომ "უფალს შორდება ის, ვისაც ძალა არ შესწევს წმიდა გონებით ჭვრიტოს საღმრთო ჭეშმარიტებანი და ღმრთის შესახებ უბრალო სიტყვა შეითვისოს გადატანითი (სიმბოლური) მნიშვნელობის გარეშე" (Максим Исповедник. Творения. Кн. 1. С. 245). იგივეს ბრძანებდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც: "ბევრს როდი ძალუძს გაიგოს წაკითხულის ძალა და აზრი. ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია საღმრთო წერილში გადმოცემულის გაგება, ზოგჯერ ამას სრულიად წარმოუდგენლად მიიჩნევენ ან არასწორად განმარტავენ ალეგორიული აზრით" (Преподобный Симеон Новый Богослов, преподобный Никита Стифат. Аскетические произведения в новых переводах. СПб., 2007. С. 42-43).
როგორც ცნობილია, განმარტებისადმი ალეგორიული მიდგომა ეფუძნება ვარაუდს, რომ განსამარტი ტექსტის ავტორს ამ ადგილას სურდა გამოეხატა რაღაც სხვა, უფრო ღრმა და დაფარული, ვიდრე ის, რაც მის ბუკვალურ აზრშია გამოხატული. ამიტომაც, მაქსიმესადმი უდიდესი პატივისცემისდა მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ მას საკუთარი ეგზეგეტიკური ალღო ღალატობს. მაგალითად, მოციქულთა საქმეების ავტორი, რომელიც გვიყვება მოციქულ პეტრეს საპატიმროდან გათავისუფლების ამბავს, რომელიც ანგელოზის უშუალო ჩარევით აღსრულდა, დეტალურად აღწერს იერუსალიმში მათი მოძრაობის მარშრუტს: "პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი" (საქმე 12:10). მაგრამ, არ არის საჭირო ამ სტროფებში გამოვიძიოთ რაიმე მისტიკური ქვეტექსტი. მიუხედავად ამისა, გვთავაზობენ ამ ტექსტის ასეთ განმარტებას: "საგუშაგოს ავტორმა უწოდა ბოროტების მყარ მდგომარეობას და მისი განხორციელებას... რკინის ბჭე კი მან გრძნობათა ბუნებრივ მიდრეკილებას უწოდა გრძნობითი საგნებისადმი".
როდესაც ამგვარი მაგალითი მოგვყავს, არც ვეჭვობთ, რომ წმიდა მამათა ეგზეგეტიკაში წმიდა წერილის აზრის ისტორიული ან ბუკვალური აღქმა შეიძლება არსებობდეს მისტიკური და სიმბოლური განმარტების გარეშე. მაგრამ, ამავდროულად, ზედმეტია დაფარული აზრის ძიება იქ, სადაც ის არც იყო ნავარაუდევი. დაფარული აზრის არასაჭირო ძიების ზემოთმოტანილი მაგალითის გარდა, შეიძლება გადავაწყდეთ სხვა შემთხვევებს, როდესაც სიტყვების "ალეგორიული ხლართი" ფარავს საღვთისმეტყველო უსაფუძვლობას, ნიღბავს წმიდა წერილის "ჭეშმარიტების სულით" განმარტების უუნარობას. "წმიდა მამებს არ შეუქმნიათ ერთიანი სწავლება, რომელიც განსაზღვრავდა, თუ რა აქვს ადამიანს ღმრთის ხატად" (Симеон (Брюшвайлер), архимандрит. Тайна и измерение личности. Очерк христианской антропологии // Альфа и Омега. М., 2004. № 1 (39). C. 161), და "ეკლესიის ზოგიერთი გამოჩენილი მამის შეხედულებების გადახედვა გვარწმუნებს, თუ რაოდენ ადვილად შეიძლება შევცდეთ ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობათა მრავალსახოვნობის გამო" (Синельников С. П. Идея христианской антропологии об образе и подобии человека Богу в воспитании и образовании // Res paedagogica. 2007. № 1 (3). С. 28).
ადამიანში ღმრთის "ხატისა და მსგავსების" არსებულ ვარიანტთა უმეტესობის არადამაკმაყოფილებლობაზე, რომლებიც ადამიანის ამა თუ იმ თვისების ქება-დიდების კალაპოტში მიმდინარეობს, ნათლად ბრძანებს ღირ. ანასტასი სინელი (VII ს.): "უხრწნელება, უნივთობა, უხილავობა, სიწმიდე და ყველა სხვა საქებარი, რომელიც ითქმის ადამზე, მეტწილ ახასიათებს უხორცო ძალთა სულიერ და ზეციერ დასებს. მაგრამ, - აგრძელებს წმ. ანასტასი, - რატომღაც ღმერთმა "თავისი ხატი და მსგავსი" არ უწოდა ამ გონიერ, უსაგნო, ზეციერ და მასთან ახლოს მდგომ ანგელოზებს, რომლებიც უფრო მეტი თვისებებით არიან დაჯილდოვებულნი, ვიდრე ჩვენ და ყველა უმაღლეს ღირსებებს ფლობენ" (Анастасий Синаит. Три слова. С. 93–94). მაშასადამე, ამ განმარტებებში ვერ გაიხსნა რაღაც ყველაზე არსებითი, რაც გააჩნია მხოლოდ ადამიანს.
ღმრთის "ხატად და მსგავსად" ადამიანის შექმნის უამრავ "ალეგორიულ" განმარტებას შორის არც ისე ხშირად მოისმენ ერთ ნათელ და პირდაპირ განმარტებას. ლაპარაკია იმის სიტყვასიტყვით გაგებაზე, რომ თავიდანვე, მომავლის უდიადესი მოვლენის, ქრისტეს განკაცების ასე ვთქვათ "წინაგანჭვრეტით თუ წინსწრობით" ედემში ადამიანი შეიქმნა იესუ ქრისტეს - განკაცებული სიტყვის ხატად და მსგავსად (Флоровский Георгий, протоиерей. Антропоморфиты Египетской пустыни. http://pandia.ru/text). "ადამიანი წინასწარ გამოსახავს წმიდა სამების ერთ-ერთი იპოსტასის - ღმრთის სიტყვის გნაკაცებას" (Анастасий Синаит. Три слова. С. 95).
ძველად ეჭვს არ იწვევდა ის, რომ უფალი, რომელიც სამოთხეში დადიოდა ადამიანებთან, იყო ქრისტე. მონრეალეს ტაძრის მოზაიკა, სიცილია, XII ს.
ქრისტიანობის პირველი საუკუნის წმიდა მამები მშვიდად იღებდნენ ამ მტკიცებულებას. ასე, მაგალითად, წმ. კვიპრიანე კართაგენელს სიტყვები "ადამიანის ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნის აზრი ესმის სწორედ ადამიანის გარეგან, სხეულებრივ ფორმასთან მიმართებაში" (Фокин. Латинская патрология. С. 178. Прим. 79) და ღმრთის მსგავსებას განაკუთვნებს ცნებას, რომელიც შემოიტანა მოციქულმა პავლემ, როდესაც მან მოგვცა სწავლება ადამიანში "ზეციური ხატის" აღდგენის შესახებ (1 კორინთ. 15:49).
ასევე წმ. ირინეოს ლიონელის, გრიგოლ ნოსელის და გრიგოლ პალამას აზრით, ღმრთის ხატად არის შექმნილი არა მარტო სული, არამედ ადამიანის სხეულიც. როგორც გრიგოლ პალამა წერს: "ისინი ერთობლივად იყვნენ შექმნილნი ღმრთის ხატად" (Лосский. Очерк мистического богословия. С. 88, 242).
შეიძლება გავითვალისწინოთ ღირ. მაქსიმეს აზრიც, რომელიც საკმაოდ "ახლოსაა წმ. ათანასე ალექსანდრიელთან, რომელიც იყენებს ზმნას μεταδίδωμι (გადაცემა, წილის მიცემა, რგუნება - ავტ.), როდესაც ლაპარაკობს, რომ უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ ადამიანებს არგუნა საკუთარი ხატი, როდესაც ისინი თავის ხატად შექმნა" (Максим Исповедник. Творения. Кн. 2. С. 312).
დაბადების წიგნის სტროფები განსაზღვრულად, მკაფიოდ და დაბეჯითებით გვარწმუნებენ სიტყვა-ღმერთის მყოფობაზე ედემში. შემთხვევით ხომ არ არის შესაქმის აღმწერელი ესოდენ რეალისტური დეტალებში და ხაზგასმით "ანტროპომორფული", როდესაც აღწერს უფალს, "რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა" (დაბ. 3:8). თუკი ედემის ბაღში საღმრთო მშობელი რეალურად არ იმყოფებოდა, რა საჭირო იყო ასეთი დეტალიზაცია: "და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის" (დაბ. 3:8).
რანაირად ევლინებოდა უფალი ადამიანებს ედემში, თუკი ის ჯერაც არ განკაცებულიყო და რანაირად არიგებდა მათ, ეს ჩვენთვის უცნობია, რადგან "ღმრთის არსება არ იციან არც უფლებათ, არც ძალთ და არც ხელმწიფებათ (ანგელოზთა დასები - "აპოკ". რედ.) (წმ. იოანე ოქროპირი). და არის თუ არა საჭირო ამ საიდუმლოს გამოცნობა? ამას არაერთხელ და წარუმატებლად ცდილან ეკლესიის მამები, ასევე "ზეციური კაცის", "ცის კაცის" აპოლინარისეულ კონცეფციაში და ქრისტეს "ინდივიდუალური" ადამიანური ბუნების მონოფიზიტურ თეორიაშიც.
ამავდროულად, წმიდა ათანასე შეგვახსენებს პირველმოწამე სტეფანეს სიტყვებს: "აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს" (საქმე 7:56). რა თქმა უნდა, წმიდა სტებანი, რომელიც სულით არის აღტაცებული, ქრისტეს სხეულებრივად უკვე მისი ამაღლების შემდეგ ხედავს. მიუხედავად ამისა, წმიდა ათანასე ხაზს უსვამს, რომ "სტეფანეს არ უთქვამს: "ვხედავ სიტყვას ან ღმრთის სიბრძნეს", არამედ სწორედ "ძეს კაცისას", უფალს მარიამისგან განკაცებულს... შედეგად, სწორედ სხეულს ეუბნება ღმერთი: "დაჯედ მარჯუენით ჩემსა" (ფსალმ. 109:1) (Афанасий Великий. Творения. Т. 4. С. 461). ასე რომ თუნდაც არა "სხეულში", მაგრამ ზეცაში, სამოთხეში, ედემში "კაცის ძის" სახით ყოფნა სრულიად მართებულია.
ამასთან ჩვენ გვახსოვს, რომ მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს ოდნავ სხვანაირი სახე ჰქონდა, ვიდრე თავისი მიწიერი მსახურების პერიოდში. მოციქულებმა, მისმა მოწაფეებმა, უცებ როდი იცნეს თავიანთი მოძღვარი. შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალმა დაიბრუნა თავისი პირვანდელი, ჯერ კიდევ სამოთხეში ადამიანებისთვის ნაჩვენები სახე. წარხდა მისი მიწიერი, ხრწნადი შემადგენელი, რომელიც მან დედისგან მიიღო "კაცთა ბუნების საკურნებლად" (Леонтий Византийский. Contra Nestorianos et Evtychianos. Migne SG, t. 86. C. 1348A), და დარჩა მხოლოდ ის, რაც უკუნითგან, დასაწყისითგან იყო და სულიწმიდით განხორციელდა ქალწულის წიაღში ხარების დროს. "ღმრთითდასაბამიერი სიტყვა, რომელმაც შეიმოსა ჩვენი ბუნება და გახდა სრული კაცი, საკუთარ თავში ატარებდა პირველ ადამს, რომელიც მასში ვლინდებოდა" (Максим Исповедник. Творения. Кн. 2. С. 71). ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარში უცებ შეეცნოთ თავიანთი ზეციერი მამა, რომელიც მათ ედემში ასწავლიდა, შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ ადამი და ევა. და ეს უეჭველად მოხდა მაშინ, როდესაც მაცხოვარი ჩავიდა ჯოჯოხეთში.
მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ თეოლოგუმენებია (26).
__________________
26. თეოლოგუმენი (Theologoumena (ბერძნ.) – კერძო საღვთისმეტყველო აზრი, რომელიც პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ეკლესიის მიერ კრებითად მიღებულ დოგმატებს).
__________________
მხოლოდ ის, ვინც "ღრმად ჩასწვდება აღდგომის საიდუმლოს, - ბრძანებს ღირ. მაქსიმე აღმსარებელი, - შეიცნობს საბოლოო მიზანს, რის გამოც დასაბამიდანვე შექმნა ღმერთმა საგნები" (Лосский. Очерк мистического богословия. С. 105). ცნობილია, რომ იოანე კიბისაღმწერელი, "გონებით აღტაცებული და მოსაუბრე ღმრთის წინაშე მდგომ ანგელოზებთან", ცდილობდა ჩაწვდომოდა ამ დაფარულ საიდუმლოს. "როგორი იყო ქრისტე, - ჰკითხა ღირსმა იოანემ უფლის ანგელოზს, - სანამ ღმრთის ძე გარდამოხდებოდა, განკაცდებოდა და ადამიანი გახდებოდა?" ანგელოზის პასუხმა დააშოშმინდა ადამიანური ცნობისმოყვარეობა: "ამისი ახსნა შეუძლებელია, რადგან თვით ანგელოზებიც კი ვერ წვდებიან ღმრთის ბუნებას და ბრწყინვალებას, და შენი უხეშ და მძიმე სხეულთან დაკავშირებული გონებაც ვერ შეძლებს ესოდენ უზენაეს საიდუმლოთა წვდომას" (Иоанн Лествичник, преподобный. Лествица. Новогреческий перевод с толкованиями иеромонаха Афанасия Критянина. Венеция, 1693. С. 438. Цит. по: Лествица. М.: Изд. Моск. подв. ТроицеСергиевой Лавры, 2004. С. 354).
"დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ. 6:2). მხატვარმა ასახა "ღვთისშვილების", როგორ შეთის "ღვთისმოსავ" შთამომავალთა და არა დაცემულ დარაჯ-ანგელოზთა გაგების ვერსია. ბიბლიის ილუსტრაცია. ი. შ. ფონ კაროლსფელდი. XIX ს.
როგორც ჩანს, მოცემულობად უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჩვენს შემეცნებით აპარატს შეუძლია მხოლოდ სამყაროს კატეგორიებით ოპერირება, რომელიც ედემის კატასტროფის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც ადამიანებს პირდაპირ ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან, და ამიტომაც, თავდაპირველი, "ედემური" სამყაროს კანონების შემეცნება მისთვის ამჟამად შეუძლებელია. "ღმერთი იმთავითვე უარგვყო, როდესაც არ დავიცავით მისი მცნება და ვაჩვენეთ რაოდენ უღირსნი ვართ ველაპარაკოთ მას პირისპირ" (Максим Исповедник. Творения. Кн. 1. С. 209). ასე რომ, თუკი ნათქვამია, რომ ღმერთი "ბაღში მიმოდიოდა", ეს ნიშნავს, რომ ასეც იყო. მოციქული იოანე ნათლად მოწმობს, რომ მაცხოვარი "ღმრთისშვილთა" ღირსებასთან ერთად ღმრთის ხილვის ამ ედემურ უნარსაც გვიბრუნებს. "საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის" (1 იოანე 3:2). შევნიშნავთ, რომ მოციქული გვითითებს ადამიანში "ღმრთის მსგავსების" ერთ-ერთი ნიშანს - ეს არის ღმრთის დანახვის უნარი.
გარდა ამისა, გვახსოვს, რომ მოციქულისვე მოწმობით, "ღმერთი, მრავალგზის და მრავალგვარად" (ებრ. 1:1) ევლინებოდა სამყაროს. გავიხსენოთ ღმრთის სიტყვა მოსეზე, როდესაც "ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის შესასვლელთან", რათა დაედასტურებინა მოსეს უდიდესი მოწოდება: "პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი" (რიცხვ. 12:8).
ძველი წმიდა მამები, ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული, იუსტინე ფილოსოფოსი, იპოლიტე რომაელი, ტერტულიანე და სხვები, ერთსულოვანნი იყვნენ იმ აზრით, რომ "სხვადსხვა სახის თეოფანიები (27) რომელთა შესახებაც მოგვითხრობს წმიდა წერილი, ეხება საღმრთო პირს, რომელიც განსხვავებულია მამისგან, ანუ ძეს" (Фокин. Латинская патрология. С. 222. Прим. 72).
_____________
27. თეოფანია (ბერძნ. Θεοφάνια, ბუკვ. განსახიერება, ღმრთის გამოცხადება).
_____________
ხოლო ჩვენმა უუნარობამ სრულყოფილად განვმარტოთ ამ მოვლენათა ბუნება არ უნდა მიგვიყვანოს ღმრთის პირისპირ ხედვის ბიბლიური ფაქტის უარყოფამდე, "რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით", ხოლო "ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ" (ებრ. 1:2).
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გასაოცარი სტროფები ენოქის წიგნიდან, სადაც ის ხედავს დიდებით მომავალ ძეს დედაკაცისა, რომელიც ადრე დაფარული იყო: "როდესაც ისინი იხილავენ ძეს დედაკაცისა, რომელიც ზის თავისი დიდების ტახტზე. და ყველა ძლევამოსილი მეფე, ისინიც, ვინც აღტაცებულ არიან და ისინიც, ვინც ჯერაც ბატონობენ მყარზე, პირქვე დაეცემიან მის წინაშე, თაყვანს სცემენ და ამ კაცის ძის იმედი ექნებათ, შეევედრებიან მას და ითხოვენ მისგან მოწყალებას. შეაქებენ და განადიდებენ, აამაღლებენ ყოვლისმპყრობელს, რომელიც დაფარული იყო. რადგნა ადრე ძე კაცისა დაფარული იყო, უზენაესი ჰფარავდა მას თავისი ძლევამოსილების წინაშე და გაუმხილა იგი რჩეულთ; და მაშინ დაითესება წმიდა და რჩეულთა საზოგადოება" (ენოქი 10:41, 44). ამიტომაც, როდესაც ვამტკიცებთ, რომ "ანტროპომორფიზმი არის ჭეშმარიტი საღმრთო გამოცხადების განუყოფელი ნიშანი" (Флоровский Георгий, протоиерей. http://www.kanavka.ru/find/4030), ვგულისხმობთ, რომ ამ ნიშნის მიხედვით ენოქის წიგნს არაფერი შეუცოდავს. უნდა ითქვას, ეს ანტროპომორფული შიშები გაჰფანტა თვით წმ. იოანე ოქროპირმა, როდესაც განმარტა ცნობილი წინააღმდეგობა, რომელიც გამოწვეულია მოციქულ იოანეს სიტყვებით: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს" (იოანე 1:18). წმინდანის განმარტებით, "ყველაფერი, რასაც კი წინასწარმეტყველები ხედავდნენ, იყო მოწყალება, და არავის მათგან არასოდეს უხილავს ღმრთის ჭეშმარიტი ბუნება. ღმერთი მარტივი, შეუდგენელი, უნივთო და უსახოა; ხოლო ყველა მათგანი (წინასწარმეტყველები - "აპოკ". რედ.) ღმერთს სხვადასხვა სახით ხედავდნენ" (Иоанн Златоуст, свт. Против аномеев. Слово четвертое. http://www.magister.msk.ru/library/babilon/greek/zlatoust/zlato027.htm).
იხ. სარჩევი.