განმარტება - ზეციური ტაძრის ღვთაებრივი საყდარი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ზეციური ტაძრის ღვთაებრივი საყდარი
ზეციური წმიდა საყდარი
წინა პუბლიკაციებში, რომლებიც ეძღვნებოდა გამოცხადების წიგნში აღწერილ ზეციურ ტაძარს, ნახსენები იყო სხვადასხვა სატაძრო ატრიბუტები, რომელთაგან თითოეულს ნიშანდობლივი ახალაღთქმისეული აზრი გააჩნია.
 
ამასთან გამოცხადებაში აღწერილ "საღვთისმსახურო საგანთაგან" უპირველესს და უმთავრესს უეჭველად წარმოადგენს დიადი ზეციური საყდარი, რომელიც თავისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობით და მასშტაბით, ასევე იმ მოვლენათა მნიშვნელობით, რომლებიც მისგან იღებენ სათავეს, ცენტრალური ადგილი უპყრია და ასე თუ ისე ფიგურირებს იდუმალთმხილველის მიერ აღწერილ ყველა ზეციურ ხილვაში (39 პირდაპირი ხსენება).
 
სამყაროს ეს უდიადესი საყდარი გამოცხადების წიგნში წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებებით:
 
     
  • მამის (ღმერთის) საყდარი (გამოცხ. 3:21; 7:15; 12:5).
  •  
  • ქრისტეს საყდარი (გამოცხ. 1:4-6; 3:21, ირიბად - გამოცხ. 5:6; 7:17).
  •  
  • "ცაში მდგომი საყდარი" (გამოცხ. 4:2-4).
  •  
  • "დიდი თეთრი ტახტი" (გამოცხ. 20:11-13).
  •  
  • "ღმრთისა და კრავის"      საყდარი (გამოცხ. 22:1-2; 22:3 ირიბად - გამოცხ.      3:21).
 
 
მეტიც, ზეციური საყდრის ხსენებაში იგულისხმება თვით ზეციური მამა ღმერთი, რომელიც იდუმალთმხილველს ეხსნება, როგორც "საყდარზე მჯდომარე" (გამოცხ. 4:2,9-10; 5:1,7,13; 6:16; 7:10,15; 19:4; 20:11; 21:5), — ასე რომ სწორედ ზეციური საყდარია ის უმთავრესი "სატაძრო ორიენტირი", რომელთან მიმართებაშიც განისაზღვრება ზეციურ რეალობაში ყველა შესაძლო მდგომარეობა და მიმართულება.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვადასხვა წინასწარმეტყველური სიუჟეტის ყველა მოვლენა და პერსონაჟი იდუმალთმხილველის მზერას წარუდგება:

    როგორც საყდრის შუა, წინ ან ირგვლივ მიმდინარე ან მყოფი:
 
"ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი..." (გამოცხ. 4:6);
 
"... კრავი, რომელიც ტახტის შუაშია..." (გამოცხ. 7:17).


    როგორც საყდრის წინ მყოფი:      
 
"... შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე" (გამოცხ. 1:4);
 
"... ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, ..." (გამოცხ. 4:5);
 
"ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო..." (გამოცხ. 4:6).
 
"... თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ დებენ თავიანთ გვირგვინებს..." (გამოცხ. 4:10).
 
"... ურიცხვი ხალხი, ... ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, ... იდგა ტახტისა და კრავის წინაშე..." (გამოცხ. 7:9);
 
"... ყველა ანგელოზი, ... პირქვე დაემხო ტახტის წინაშე..." (გამოცხ. 7:11);
 
"ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე... " (გამოცხ. 7:15);
 
"... მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი" (გამოცხ. 8:3);
 
"და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე..." (გამოცხ. 14:3);
 
"... უბიწონი არიან ღმრთის საყდრის წინაშე" (გამოცხ. 14:5);

 
    როგორც მყოფნი ან მიმდინარენი საყდრის გარშემო:
 
"… ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი" (გამოცხ. 4:3);
 
"ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი..." (გამოცხ. 4:4);
 
"ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი..." (გამოცხ. 4:6);
 
"ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ..." (გამოცხ. 5:11);
 
    "ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ..." (გამოცხ. 7:11)


როგორც გამომავალნი საყდრისგან:
 
"... ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი..." (გამოცხ. 4:5);
 
"... მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა" (გამოცხ. 16:17);
 
"და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს..." (გამოცხ. 19:5);
 
"და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, ... რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან" (გამოცხ. 22:1);


როგორც მიმართულნი საყდრისკენ:
 
"... და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე" (გამოცხ. 12:5).


ამასთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იმ ზეციური პანორამებიდან, რაც იდუმალთმხილველს ეხსნება მდგომარეობს იმაში, რომ საყდართან და მასზე მჯდომთან ერთად მოც. იოანე ხედავს დიად კარავ-ტაძარს, სადაც იმყოფება შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის საყდარი, თუმცა არც მოსეს საველე კარავსა და არც იერუსალიმის ტაძარში, რომლებიც მომავალი, ხელთუქმნელი კარვის წინასახეები იყვნენ, არანაირი საყდარი არასოდეს არ ყოფილა.
(ორივე, ძველაღთქმისეულ ტექსტებში ნახსენები ხელთქმნილი საყდრები იმყოფებოდნენ არა ტაძარში, არამედ სოლომონის სახლში: ერთი ამ საყდართაგან იწოდებოდა "სამეფოდ", და იდგა უშუალოდ "სამეფო სახლში" (2 პარ. 9:17-19; 4 მეფ. 11:19), ხოლო მეორე იწოდებოდა "სამსჯავრო საყდრად" და განლაგებული იყო სამეფო სახლის "სამსჯავრო დარბაზში" (3 მეფ. 7:7).
მოსეს კარვის განსაკუთრებულ საღვთისმსახურებო ატრიბუტებს შორის, რომელთაც "წმიდას" სტატუსი ჰქონდათ და აუცილებელ რიტუალურ განწმენდას ექვემდებარებოდნენ, არ იყო საგნები, რომლებიც შეიძლებოდა მიმსგავსებოდა "ტრონ" ანუ "საყდარს" (შეად. გამ. 30; 40 და სხვა).
 
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ძველაღთქმისეულ ტექსტში ნახსენებია და განდიდებულია სრულიად განსაკუთრებული (და თანაც სრულიად არახელთქმნილი) დიადი საყდარი, რომელიც კონტექსტისდა მიუხედავად იწოდება:
     
  • ზეციურ მხედრობათა უფლის საყდარი (იხ. მაგ. მიქას ხილვა 3 მეფ. 22:19; 2 პარ. 18:18);
  •  
  • საყდარი "მაღალი და აღმატებული" (ხილვა ეს. 6:1);
  •  
  • ზეციური საყდარი (იობი 26:8-9; ფსალმ. 10:4; 32:13-14, 102:19, ეს. 66:1, ახ. აღთქმა - ებრ. 8:1);
  •  
  • წმიდა საყდარი (ფსალმ. 46:9);
  •  
  • საუკუნო და მარადიული საყდარი (ფსალმ. 44:7; 92:2; იერ. 17:12; ახ.      აღთქმა - ებრ. 1:8).
  •  
  • საყდარი, რომლის საძირკველია  მართლმსაჯულება და სიმართლე (ფსალმ. 88:15; 96:2, ირიბად - იობი 23:3-4);
  •  
  • დიდების საყდარი (1 მეფ. 2:8; დან. 3:55; იერ. 17:12);
  •  
  • სამეუფო ტახტი (დან. 3:55);
  •  
  • საყდარი მისი ცეცხლის ელვარება (დან. 7:9);
  •  
  • ტახტი საფირონისგან ნაკეთები, რომელიც ქერუბიმებზე იდგა (ხილვა ეზეკ. 1:26; ეზეკ. 10:1);
  •  
  • სამსჯავრო საყდარი (ფსალმ. 9:5-9);
 
გარდა ამისა, ზოგიერთ ეპიზოდში "უფლის საყდრად" იწოდება მეფე დავითის საყდარიც, რომელიც ასევე წინასახეობრივი დანიშნულებისაა და მარადიულ საყდარს მოასწავებს (შეად.: 3 მეფ. 2:33; 2:45, ეს. 9:7; ფსალმ. 88:5 და ა. შ.). მაგრამ უმთავრესი და ყველაზე უმნიშვნელოვანეს "სასაყდრო" აზრს, რომელიც სხვადასხვა ძველაღთქმისეულ ტექსტშია აღწერილი, წარმოადგენს მოწმობა იმის შესახებ, რომ დადგება დრო, როდესაც შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის მარადიული ტაძარი გამოჩნდება ამ სიწმიდის შესაბამისი ურყევი კარვის შიგნით.
 
მაგალითად, წინასწარმეტყველ ეზეკიელის "საკარვო" ხილვებში ეს მოვლენები და ეს კარავი ასეა აღწერილი:
 
"უფლის დიდება შევიდა ტაძარში იმ კარიბჭით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული. ამწია სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებით იყო ტაძარი ავსებული. გავიგონე, რომ მელაპარაკებოდა ტაძრიდან; ის კაცი კი ჩემს გვერდით იდგა. მითხრა: ადამის ძევ! ეს არის ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემს ფეხთა ტერფებისა, სადაც საუკუნოდ ვიქნები ისრაელიანთა შორის" (ეზეკ. 43:4-7).
 
თანაც სწორედ საყდარზე, რომელიც კარვის შიგნითაა, მშვიდობით (ბერძნ.: εἰρήνη, ანუ "მშვიდობიანი ცხოვრება", "სიმყუდროვე", "სიმშვიდე") უნდა შეერთებულიყო და ერთ მთლიანობად გაერთიანებულიყო ქრისტეს, როგორც დავითის შთამომავლის მეუფება და მღვდელმთავრობა, - ხოლო "სატაძრო" საყდარი უნდა გამხდარიყო ცენტრი და შუაგული განსაკუთრებული საუფლო ზრახვისა, რომელსაც წინასწარმეტყველი ზაქარია "ქვეყნიერების ზრახვას" უწოდებს (შეად.: ფსალმ. 32:11 და სხვა).
 
"ის ააშენებს უფლის ტაძარს და მიიღებს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის" (ზაქ. 6:13).
 
ეს კი ნიშნავს, რომ გამოცხადებაში აღწერილი პანორამა, რომელიც გვიხატავს ზეციური ტაძრის შიგნით მდებარე საღმრთო საყდარს გლობალური ნიშანდობლივი მნიშვნელობისაა და მოწმობს ყველა (ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა ჩათვლით) ახალაღთქმისეული რეალობის აღსრულებას, რომლებიც იუწყებიან განსაკუთრებული მესიანური ტაძრის გამოჩენას, რომელშიც გამოვლენილი იქნება არა "ხატება და აჩრდილი", არამედ ღმრთის ჭეშმარიტი ძლევამოსილება და დიდება.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому