განმარტება - სულიერი გაზაფხული მსოფლიო ხანძარზე (70 წ. ქრ. შ-დან) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
სულიერი გაზაფხული მსოფლიო ხანძარზე (70 წ. ქრ. შ-დან)
უკანასკნელი ჟამის აპოკალიპტური მოვლენები
წინა პუბლიკაციებში არაერთხელ აღინიშნა, რომ ყველაზე დეტალური ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველება, რომელიც ეძღვნება ყველა მომავალ დროებას და ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეებს, გახლავთ მაცხოვრის მიერ წარმოთქმული ქადაგება ელეონის მთაზე (მათე 24, მარკოზი 13, ლუკა 21).
 
ხოლო ყველაზე მკაფიო აღსრულება ამ წინასწარმეტყველებისა გახდა ქალაქ იერუსალიმისა და იერუსალიმის მეორე ტაძრის დანგრევა, რომელიც მოხდა ქრისტეს შობიდან 70 წელს.
 
რა თქმა უნდა, დროთა ის ნიშნები, რომლებიც მონიშნულ იქნა ელეონის მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში, როგორც "სალმობათა დასაბამი" (მთ. 24:8; მკ. 13:8), ჯერ კიდევ იერუსალიმის დანგრევის მოვლენამდე გამოვლინდა მსოფლიოში თუ სრულად არა, მნიშვნელოვანწილად მაინც, - ამიტომ ომებში, შიმშილიანობაში, ჟამიანობასა და მიწისძვრებში, ასევე ცრუწინასწარმეტყველთა გამოვლინებებსა და ეკლესიის დევნულებაში (შეად. მთ. 24:4-11; მკ.13:5-9; ლკ. 21:8-13) იმ დროის ქრისტიანები მაცხოვრის ესქატოლოგიურ წინასწარმეტყველებათა სრულიად ცხად აღსრულებას ხედავდნენ.
 
მაგრამ, როდესაც რომაულმა ლეგიონებმა მომავალი იმპერატორის ტიტუსის წინამძღოლობით დაანგრიეს და დაწვეს იერუსალიმის ტაძარი, - მთელი პირველდაწყებითი ეკლესია მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ აღსრულდა ელეონის მთაზე ნაუწყები ყველაზე კონკრეტული მოვლენა.
 
ამრიგად, თუკი იერუსალიმის ტაძრის დანგრევამდე მაცხოვრის ყველა ქრისტიანისთვის კარგად ცნობილ წინასწარმეტყველურ ქადაგებას შეიძლებოდა გაეჩინა გარკვეული კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა, როგორც ვადებს, ასევე იმ კონკრეტულ მოვლენებს, რომლებშიც განხორციელდებოდა ელეონის მთაზე ნაუწყები წინასწარმეტყველებანი, - პირდაპირმა და ბუკვალურმა აღსრულებამ სიტყვისა, რომელიც დაკავშირებული იყო იერუსალიმის ბედთან, მსგავსი გაურკვევლობანი თითქოსდა გადაწყვიტა.
 
მაგრამ სწორედ მომხდარის ფონზე ყველაფერმა იმან, რაც უნდა მოჰყვეს ამ მოვლენას, ანუ, თუ კონკრეტულად რას და როდის უნდა ველოდოთ შემდგომ, ქრისტეს მორწმუნეებში "ახალი" ბუნდოვანება და იდუმალება ჰპოვა. რადგან თუ ბუკვალურად გავიგებთ სიტყვებს: "დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი" (ლუკა 21:24), მაშინ რომაელთა მიერ დანგრეული ქალაქი ასეთ მდგომარეობაში "წარმართთა დროების" დასრულებამდე უნდა დარჩენილიყო, - ხოლო ქრისტიანები მთელი ამ დროის განმავლობაში "მთებს უნდა შეხიზნულიყვნენ" (შეად. - მთ. 24:16, მკ. 13:14, ლკ. 21:21). მაგრამ რას ნიშნავს ასეთი მდგომარეობა პრაქტიკული აზრით, და ექნება თუ არა ამ "წარმართულ" დროებას უფრო კონკრეტული და ადვილად ამოსაცნობი ნიშნები, ელეონის მთაზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებაში დეტალურად არ განმარტებულა.
 
რადგან ეს დროება მაცხოვრის მეორედ მოსვლის დღემდე ვრცელდება (შეად. - ლკ. 21:27), რომელიც სამყაროში არავისთვისაა ცნობილი, გარდა თვით ზეციური მამა ღმერთისა (მთ. 24:36; მკ. 13:32), - "წარმართთა დროება" პირველდაწყებითი ეკლესიის მიერ შეუძლებელია აღქმულ ყოფილიყო, როგორც ოდენ მოკლე ისტორიული ეპიზოდი, რომელიც დაკავშირებულია იერუსალიმის ალყასთან და ტაძრის დანგრევასთან. ასე რომ "კონკრეტული შინაარსი" და "წარმართთა დროის" ხანგრძლივობა პირველქრისტიანთათვის უდიდეს საღმრთო საიდუმლოდ რჩებოდა.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იერუსალიმის შესახებ ნაწინასწარმეტყველევის მკაფიო და აშკარა აღსრულების შედეგად შეიქმნა ვითარება, როდესაც ქალაქის ნაწილობრივ მოსალოდნელი დანგრევა, რომლისგანაც ორმოცი წლის განმავლობაში გამოდიოდა ახალაღთქმისეული ქადაგება, და, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში "მიწიერ სახლს" წარმოადგენდა ახალდაფუძნებული და მზარდი ეკლესიისთვის, I საუკუნის ქრისტიანებს ზოგიერთი ბუნდოვანების მიზეზი მიეცათ. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიისა და მთელი კაცობრიობის შემდგომი მომავალი, ზოგად მონახაზებში ცნობილი იყო, - იმ წლებში მცხოვრებთაგან დაბეჯითებით ვერავინ იტყოდა, თუ რომელ მოვლენებში უნდა ასახულიყო დრო-ჟამთა ყველა დანარჩენი ნიშანი, რომელიც მაცხოვარმა ელეონის მთაზე იწინასწარმეტყველა.
 
მიუხედავად ამისა, არასწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ, როგორც უახლოესი, ასევე უფრო შორეული მომავლის ბუკვალურ ბუნდოვანებას პირველი ეკლესიისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. იერუსალიმის დანგრევის მომენტისთვის ხომ ის უკვე სრულყოფილად აღასრულებდა თავის მსოფლიო მისიას, შეად.:
 
"არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე" (საქმე 1:8).
 
"ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი" (1 პეტ. 2:9).
 
ამასთან, მტკიცედ იყო დაცული ის გაგება, რომ სწორედ ეს მისია განსაზღვრავდა ყოველივე არსებულის დასასრულს, შეად.:
 
"და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14).
 
გარდა ამისა, იერუსალიმის დაცემამდე ქრისტეს მოციქულები ერთხმად არიგებდნენ ეკლესიას იმაში, რომ უკანასკნელი დღე (ანუ ქრისტეს დღე) არ მოვა, სანამ, მოციქულ პავლეს თქმით, "არ მოიწევა განდგომილება", და "არ გამოჩნდება ცოდვის კაცი, ძე წარწყმედისა" (2 თესალონიკ. 2:1-5). და რადგან მოციქული იოანე თავის კათოლიკე ეპისტოლეში ამ მოვლენაზე ლაპარაკობს, როგორც საზოგადოდ ცნობილ ფაქტზე (შეად.: "როგორც გსმენიათ, რომ მოვა ანტიქრისტე..." (1 იოანე 2:18); "ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად" (1 იოანე 4:3), - უეჭველია, რომ ყველა დარჩენილი დროის ძირითადი აზრი (როგორც სახარების ქადაგების პიერიოდისა), ასევე ყველაზე არსებითი ნიშანი ძველი სამყაროს აღსასრულისა და უკანასკნელი დღის დადგომისა, ეკლესიის შიგნით კარგად იყო ცნობილი.
 
მაგრამ თუკი ისრაელის მთელ ძველაღთქმისეულ ისტორიას თან სდევდა წინასწარმეტყველებანი, რომლებშიც აღწერილი და სახელდებული იყო არა მარტო ზოგადი ნიშნები, არამედ ბუკვალური მოვლენებიც კონკრეტული თარიღებით (როგორც იყო ეს ბაბილონის 70 წლიანი ტყვეობის შემთხევაში (იხ. იერ. 25:11-12; 29:10); ან დანიელის შვიდი შვიდეულისა და სამოცდაორი შვიდეულის შემთხვევაში, რომელიც უნდა გასულიყო "ქრისტე მეუფემდე" (დანიელ. 9:25) და ა. შ.), - ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებებში ის მოვლენები, რომლებიც უნდა მოჰყვეს იერუსალიმისა და მისი ტაძრის დანგრევას, დარჩა ყველაზე ზოგადი მინიშნებებით..
(ხოლო ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულ დროებასთან და ვადებთან, საერთოდ წარმოდგენილ იქნა, როგორც ზედმეტი და "უსარგებლოც" კი, შეად.: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:7)).
ასე რომ ეკლესიისთვის შემდგომი "ბუკვალური ორიენტირების" არარსებობას, რომლებიც წარმოდგენილი იქნებოდა კონკრეტული და ადვილად ამოსაცნობი მოვლენებით, თანაც ნებისმიერი დროისა და ვადის ზოგადი განუსაზღვრელობის პირობებში, შეეძლო გაეჩინა გაუგებრობა სწორედ იმ პრინციპებთან შედარებით, რომლებთან შესაბამისადაც ძველი აღთქმის დროს ისრაელის ხალხს ეუწყებოდა მომავალი.
 
მეორე მხრივ, თუკი გამოცხადების მნიშვნელობებზე ვილაპარაკებთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ თვით წიგნი (და ამაში პრაქტიკულად ეჭვიც არ არსებობს) გაჩნდა ქალაქ იერუსალიმისა და მისი მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ, - შეიძლება შევნიშნოთ, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება იწყება და მთავრდება ისე, თითქოსდა მოწოდებული იყოს პასუხები გასცეს შეკითხვებს "მომავალზე", რომლებიც შეიძლებოდა გასჩენოდათ I საუკუნის ქრისტიანებს უკვე იმის შემდგომ, რაც იერუსალიმის დაცემასთან ერთად აღსრულდა ყველაზე აშკარა წინასწარმეტყველება წარმოთქმული ელეონის მთაზე, შეად.:
 
"რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 1:1, იგივე აზრია 22:6-შიც).
 
მეტიც, ასეთ კონტექსტში ცნება "მალე" (შეად. - გამოცხ. 1:1; 22:6) შეიძლება აღქმულ იქნას ზოგიერთი პერსპექტივის გათვალისწინებით; როგორც ირიბი მითითება იმაზე, რომ "დროის ათვლა" გამოცხადების წინასწარმეტყველებისთვის დაიწყო არა კუნძულ პატმოსის მოვლენებით (რომელთა კონკრეტული დრო არავისთვის იყო ცნობილი, გარდა თვით მოც. იოანესი), - არამედ მოვლენისგან, რომელსაც გააჩნია საკმაო ისტორიული და წინასწარმეტყველური წონა მთელი მსოფლიო ქრისტიანობისთვის, და შეიძლება წარმოადგენდეს იმ საყოველთაო ორიენტირს, რომლისგანაც აითვლება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების გლობალური დროითი პანორამები.
 
რაც შეეხება ახალაღთქმისეული დროებისა და მოვლენების ბუკვალურ ნიშნებსა და კონკრეტულ ხანგრძლივობას, რომელთა შესახებაც, დანარჩენი ახალაღთქმისეული წერილის მსგავსად, გამოცხადების წიგნი თითქოსდა დუმს, - ყველა აუცილებელი წინასწარმეტყველური მოწმობა ეკლესიას მიეცა "ადრიდანვე", ჯერ კიდევ მაცხოვრის მიწიერი ქადაგების პერიოდში (ანუ დიდი ხნით ადრე, ანუ ყოველგვარი კითხვისა და გაურკვევლობის აღმოცენებამდე). უბრალოდ ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველება მომავალზე არ იმეორებდა ისრაელისთვის ჩვეულ "წინასწარმეტყველურ სქემებს", რომლებიც დამახასიათებელი იყო უკვე გარდაული ძველაღთქმისეული პერიოდისთვის. მაგრამ, ის აიგებოდა ახალი პრინციპებით, რომლებიც ახალი სრულყოფილი აღთქმის სულიერი რეალობის შესაბამისი იყო.
 
ასე, მაგალითად, იგავში ლეღვის ხეზე, რომლითაც მთავრდება სამივე სინოპტიკურ სახარებებში ელეონის მთაზე წარმოთქმული ქადაგების უკანასკნელი "აპოკალიპტური" ნაწილი, მაცხოვარი უთითებს, რომ ახალაღთქმისეულ დროებაში გარკვევისა და წინასწარმეტყველებათა ზუსტად განსაზღვრის ერთადერთი მეთოდი არის არა მათი ხანგრძლივობის გამოანგარიშება წიგნების მიხედვით (როგორც,ეს არის აღწერილი, მაგალითად, დანიელის 9:2-ში), - არამედ თვით ეკლესიის ქრისტიანული სიბრძნე და წინასწარმეტყველური შოსმჭვრეტელობა. ანუ იგავი ლეღვის ხეზე, მსგავსადვე სხვა ახალაღთქმისეული სიმბოლოებისა, არავითარ კონკრეტულ დროსა და ვადას არ ასახელებს, და წინასწარმეტყველებას მომავალზე ტოვებს მტკიცებულების სფეროში: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა" (საქმე 1:7), - მაგრამ ამასთან იხატება აზრები, რომელთა შესაბამისადაც ციფრებში გამოხატული ვადების ნაცვლად, ახალაღთმისეულ პერიოდში ღმრთის ერს ეუწყება და ეხსნება რაღაც უფრო მეტი. კერძოდ, - მომავალ დროებათა ყველაზე არსებითი "ამოსაცნობი" ნიშნები.
 
რადგან ქრისტიანებს, "ხორციელი" ისრაელისგან განსხვავებით, ეუწყა არა ბუკვალური ვადები, არამედ მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესის სულიერი მიზეზები და არსი, - იმ "ინსტრუმენტებად", რომლის დახმარებითაც ქრისტეს ეკლესიამ უნდა დაინახოს და შეიგნოს დროთა გლობალური ცვლილებები, გამოდის არა "ძველაღთქმისეული კალენდრები", არამედ საკუთარი სულიერი ცოდნა და სულიერი გამოცდილება. თანაც დღეთა, თვეთა, "ჟამთა" და წელიწადთა გამოთვლას (შეად. გალატ. 4:9-10), ისევე როგორც დროზე დაკვირვების ყველა სხვა დანარჩენ მიწიერ (ადამიანურ) მეთოდს, არ ძალუძს აღემატოს მსგავსი შეგნებული ხედვა.
 
მეტიც, იგავი ლეღვის ხის ტოტებზე ირიბად ამტკიცებს, რომ იმ დროისთვის ჟამთა აღსასრულის სიახლოვე იყო საკმაოდ პირობითი. რადგან თუკი ხის ტოტები, როგორც ითქვა, "რბილდება" (მათე 24:32; მარკ. 13:38), - ეს ზაფხულის მოახლოვებაზე მოწმობს.
 
"მსოფლიო ზაფხული" კი აღნიშნავს არა უკანასკნელი დღის, არამედ ახალი აღთქმის მადლისმიერ დღეთა დადგომას:
 
"სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად" (ლუკა 4:18-19).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის "წინასწარმეტყველური სირბილე", რომელიც შეიძლება და საჭიროა შევნიშნოთ "ლეღვის ხეზე" მაცხოვრის ქადაგების პერიოდში, მოწმობდა არა მარტო და არა იმდენად სამყაროს აღსასრულზე, რამდენადაც თვით იმ დროზე, როდესაც გაისმა ეს სიტყვები. სწორედ ამ დღეებში "ლეღვის" ხის ტოტებმა შეისრუტეს სახარების სიტყვა, - და, გახდნენ რა "რბილნი" სამყაროს "უფლის კეთილსასურველი წლის" მოახლოვება და დადგომა აუწყეს.
(რადგან სახარების ნაყოფი წმიდა ტექსტებში ემსგავსება ჩვეულებრივ მიწიერ ნაყოფთა მომწიფებასა და მოკრეფვას, - "წუთისოფლის" დასასრული უნდა დადგეს "არა ზაფხულთან ერთად", არამედ უკვე ზაფხულის შემდეგ, "წინასწარმეტყველური შემოდგომის" დასაწყისში, როდესაც მომწიფდება ყოველგვარი ნაყოფი, ხოლო ისინი, ვინც აღიარებულ იქნება "კეთილ" ნაყოფად, მოიკრიფება და გადაიტანება "ბეღელში". მიუხედავად ამისა, დროთა ნიშნად "დამდგარი ზაფხული" ნაწილობრივ შემოდგომის მოახლოვებასაც მოწმობს, ამასთან ერთად კი - მომავალი "უკანასკნელი მკის" დადგომასაც. სწორედ ამ სახით არის წარმოდგენილი ძველაღთქმისეულ მოვლენათა მსვლელობა და კავშირი, მაგალითად, წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვაში, სადაც "ზაფხულის მოსვლა" ნაუწყებია "არა თავისთავად", არამედ დროთა დასასრულის წინასწარმეტყველურ პერსპექტივაში, შეად.: " გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა" (ეს. 61:2)).
ამრიგად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ახალაღთქმისეულ დროებაში, როგორც ადრე ხორციელ ისრაელსაც, უფალი ადრინდელივით "წინდაწინ" უცხადებს თავის ხალხს ყოველ საიდუმლოს, ანუ ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიწყებოდეს რაიმე არსებითი, შეად.:
 
"რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ" (ამოს. 3:7).
 
მაგრამ, ძველაღთქმისეული პერიოდისგან განსხვავებით ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველებები არ შეიცავენ ბუკვალურ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ეხებიან ზოგიერთ ლოკალურ და მოკლევადიან მოვლენებს, - და თავიანთ ადრესატებს არ აუწყებენ არც "ასტრონომიულ" ვადებს და არც კონკრეტულ კალენდრულ თარიღებს.
 
სამახარობლო პერიოდში ეს ყველაფერი აღესრულება მომავალ დროებაზე ძირითად, მნიშვნელოვან ნიშანთა მოწმობით , - და ქრისტიანებისთვის "ახალაღთქმისეული" უნარის მინიჭებით გააცნობიერონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების სულიერი აზრი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ ამოიცნონ და შეიგნონ ნებისმიერი არსებითი ცვლილებები, რომლებიც კაცობრიობაში ხდება (შეად.: 1 კორინთ. 2:9-10,15-16; 1 თესალონიკ. 5:1-6)
 
და რადგან "პირველ" მიზეზად მაცხოვრის ქადაგებისთვის ელეონის მთაზე გახდა დროით მოახლოვებული მოვლენები, რომლებიც შეესაბამებოდნენ "სალმობათა დასაწყისს", რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო იერუსალიმის დანგრევა, ხოლო სულიერი ნიშნები უფრო შორეული დროებისა მასში ესოდენი დეტალურობით არ იხსნებოდა, - სწორედ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნი, რომელიც თავის განსაკუთრებულ დროს მოევლინა კაცობრიობას, გამოიყურება ყველაზე სრულყოფილ ახალაღთქმისეულ წინასწარმეტყველებად, რომელიც ეკლესიას აუწყებს ყველა დროის ყველა არსებით ნიშანს, რაც კი იერუსალიმის დანგრევის შემდეგ "სამყაროს აღსასრულამდე" და მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე უნდა მოხდეს.
(სრულიად ცხადია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება ქრისტიანებს აუწყებს არა მარტო ყველაზე ბოლო დღეების, ანუ ერთგვარი შორეული მომავლის მოვლენებს, რომელთაც არა აქვთ კავშირი მათ "აწმყოსთან", მაგრამ ავსებს მთელ რიგ ცალკეულ აღთქმებს, როგორიცაა ამოსის 3:7, და ყველა დროის ყველა ქრისტიანს აღუწერს ყველა სულიერ პროცესს, რომელიც მათ დროებაში მათზე ხდება, - წმიდა წერილის უკანასკნელი წიგნის მოწმობანი მოიცავენ მსოფლიო ისტორიის არა ცალკეულ ეპიზოდებს, არამედ მთელი ახალაღთქმისეული დროების მოვლენათა სისრულეს).
თანაც შეიძლება შევნიშნოთ, რომ თვით გამოცხადების წიგნი თავის შინაარსს წარადგენს სწორედ ასეთი აზრით, შეად.:
 
"მაშ, დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ" (გამოცხ. 1:19).
 
მაშასადამე წმიდა წერილის ბოლო წიგნი პირდაპირ მოწმობს იმის შესახებ, რომ მასში მონიშნულია ის მოვლენები, რომლებიც ხდებოდა და მთავრდებოდა უკვე მისი გამოჩენის დროს, და ადასტურებდა ქრისტეში ყველა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების აღსრულებას (შეად.: "... რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ" (გამოცხ. 10:7)), - და იმ გლობალურ პროცესებსაც, რომლებიც მომავალში განსაზღვრავენ ყველა დროის ხილული და სულიერი სამყაროს მდგომარეობას თვით მეორედ მოსვლამდე.
 
გარდა ამისა, იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებული ყოველი საიდუმლო სამყაროში რომ უკვე გამოვლინდა იერუსალიმის დანგრევის დროებაში, და ამასთან მათი აღსრულება, დრო-ჟამის დასასრულამდე რომ გაგრძელდება, მოწმობენ სიტყვებიც: "... ეჩვენებინა ... რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 1:1 და გამოცხ. 22:6). თანაც, ამ კონტექსტში იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნი მთლიანად ეკლესიას ეძღვნება არა მარტო, როგორც წინასწარმეტყველება, რომელიც ღმრთის ერს ყველა მომავალი დროების ყველაზე არსებით ნიშნებს აუწყებს (ძირითადად ჭირვებასა და დევნულებებს), - არამედ როგორც დროის ფარგლებში არსებული მუდმივი მოწმობა, რადგან ეკლესიას განამტკიცებს იმაში, რომ სწორედ მასში გრძელდება დედამიწაზე აღსრულებული ქრისტეს გამარჯვება.
(აუწყებს რა თავის გამარჯვებას, უფალი უკვე გამოცხადების დასაწყისშივე ამტკიცებს, რომ ვერც ჯოჯოხეთს, ვერც სიკვდილს უკვე აღარა აქვთ ადრინდელი ძალაუფლება, შეად.: - "აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი" (გამოცხ. 1:18), - ხოლო ეკლესიის სიცოცხლე და ხვედრი რომ მხოლოდ ღვთის ხელშია, ამტკიცებს სიტყვები: "საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი სასანთლისა ოქროსი: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე ეკლესიაა შვიდი" (გამოცხ. 1:20). თანაც ამ მტკიცებას ზუსტად ისეთივე საყოველთაო ქრისტიანული მნიშვნელობა გააჩნია, რაც შესაბამის მოწმობა იოანეს სახარებიდან, შეად.: "მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ" (იოანე 10:28)).
ამასთან არც სახარება, არც გამოცხადების წიგნი მომავალ დროებას არ ზომავენ ბუკვალურ ვადებში და კონკრეტულ ციფრებში. მსგავსი მნიშვნელობები მიენდო არა "ძველ ასოს" (შეად. - რომ. 7:6), არამედ ქრისტიანთა უ ნარებს, რომლებიც სულიერი მღვიძარების მდგომარეობაში იმყოფებიან, რათა იგრძნონ და შეიმეცნონ ნებისმიერი არსებითი ცვლილებები სამყაროსა და კაცობრიობის გლობალურ მდგომარეობაში (ანუ ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველებები მომავალ დროებაზე ეკლესიას ეხსნება არა ფორმალური "საინფორმაციო" ცოდნით, არამედ მისთვის მინიჭებული უნარით დაინახოს და განსაზღვროს "ლეღვის ხის ტოტის სირბილე").
 
შესაბამისად, ის სულიერი ცვლილებები, რომლებიც ხდება და მოხდება ხილულ და უხილავ სამყაროში, როგორც ყოველივე მიმდინარის აღსასრულის მოახლოვება, შეიძლება დაინახონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებიც "სულიერი ხედვით" აკვირდებიან საკუთარ თავსაც და სამყაროსაც, - ანუ მათ, ვისაც გააჩნია შესაბამისი შეგრძნებანი, და ფლობენ ამგვარი ხედვისთვის აუცილებელ სულიერ გამოცდილებას (როგორც ზაფხულის მოახლოვების შეცნობა შეუძლიათ მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანთ).
 
რაც შეეხება ურწმუნოთა სამყაროს, რომელშიც არ არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ განხილონ და შეიცნონ უკანასკნელ დროთა ნიშნები, - მათთვის უფლის დღე მოულოდნელად დადგება, და მოვა, "როგორც მპარავი ღამით" (2 პეტ. 3:10; 1 თესალონიკ. 5:2 და ა. შ., შეად.: გამოცხ. 16:15). თანაც ის სულიერი სიბრმავე, რომელიც მსოფლიოს არ აძლევს შესაძლებლობას დაინახოს ამ დღის მოახლოვება და დადგომა, მას ვერ გაამართლებს, - ის ხომ მისი ცოდვისა და უწმინდურობის პირდაპირი შედეგია, და უკვე თავისი ამგვარი მდგომარეობით ამხელს და ბუკვალურად განიკითხავს ყოველ თავის "მფლობელს", შეად.:
 
"ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია; დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ" (მათე 16:3-4).
 
ამრიგად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ იოანე ღვთისმეტყველის წიგნის მეშვეობით უფალმა თავის ეკლესიას გაუხსნა არა იმდენად ბუკვალური ნიშნები ძველი სამყაროს აღსასრულის მოახლოვებისა, რამდენადაც მოვლენებისა და პროცესების სულიერი პანორამა, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა მომავალ დროებას ახასიათებს.
 
თანაც ამ დიად პანორამას აგვირგვინებს არა საყოველთაო სამსჯავრო უკეთურების სამყაროზე, - არამედ მომავალი კურთხეული საუუკუნის სიმბოლოები (გამოცხ. 21:1-5 და ა. შ. შეად.: "... რაც იქნება ამის შემდეგ" (გამოცხ. 1:19)).
 
ხოლო მაცხოვრის სხვადასხვა სიმბოლოთა არსებობა გამოცხადების წიგნში (როგორც ხილვათა წყაროსი, და მთავარი მოქმედი პირისა ყოველ ცალკეულ სიუჟეტში და ა. შ.) ამ პანორამაში მოწმობის აზრს იძენს "... და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე..." (მათე 28:20), რომელიც ეკლესიას მიეცა ამგვარ მოწმობისთვის ყველაზე შესაფერის დროს..


მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому