აპოკალიფსისი > განმარტება
რაში მდგომარეობს "ბაბილონის მეძავის" საიდუმლო?
(გამოცხ. 17:5)
როგორც წინა პუბლიკაციაში აღინიშნა, "ბაბილონის დიდი მეძავის" სიმბოლოს განმარტებათა უმეტესობა მიდის იქამდე, რათა ამგვარ მეძავად გამოცხადებულ იქნას ვინმე, ვინც თავისთავად არ წარმოადგენს ამ მძევს და არც დაკავშირებული არის იმ საზოგადოებასთან, ვისაც განაკუთვნებს თავს შემოთავაზებული განმარტების ავტორი.
თანაც ყველაზე ხშირად მსგავს განმარტებებში არსებობს განსაზღვრული რაციონალური საფუძველი, რადგან თანამედროვე სამყაროში ამა თუ იმ "ხორციელი" ან სულიერი მეძავობის დანახვა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
მაგრამ "ბაბილონის დიდი მეძავის" ყველაზე არსებითი მახასიათებლებიდან ერთ-ერთი მდგომარეობს იმაში, რომ ის არის კაცობრიობის ყველა (გამონაკლისისი გარეშე) მეძავთა და სიბილწეთა დედა, ასე რომ ესა თუ ის კანდიდატი ამ როლზე, რომელსაც შესაბამისი მასშტაბი არ გააჩნია, არიან არა "დედები", არამედ "ქალიშვილები", ანუ ნაშობნი არიან "ბაბილონის მეძავისგან", თუმცა მისი უკეთურების მთელს სისავსეს ვერ იტევენ.
გარდა ამისა, სრულიად ცხადია, რომ პირველი სულიერი სიძვა აღასრულა არა "ცრუ ეკლესიამ", როგორც ეს არის მიღებული ზოგერთ თანამედროვე სექტაში, და არა ერთ-ერთმა რომელიმე თანამედროვე სახელმწიფომ ან თანამეგობრობამ, არამედ პირველმშობელმა ევამ ედემის ბაღში, - და ეს მოხდა იმ მომენტში, როდესაც ის ცდუნდა დაპირებით "ღმერთებივით იქნებით" და დაინახა, რომ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხე "თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო და მშვენიერი განსაცდელად" (დაბ. 3:1-6) და იძლეოდა ცოდნას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან შემეცნების ხის ნაყოფი აკრძალული იყო, ადამმა და ევამ ის საღმრთო ნების საწინააღმდეგოდ იგემეს (თანაც ევა აცდუნა გველმა, ხოლო ადამი აცდუნა ევამ), - ამით მათ აღასრულეს პირველი სულიერი სიძვა, რომელმაც დასაბამი მისცა სხვა მსგავს საქმეებს (აქ უნდა შევნიშნოთ, რომ "სიძვის" ცნება არ გახლავთ "მრუშობის" იდენტური, რადგან სიძვა ეს არის ნებისმიერი, თუნდაც არ განხორციელებული, მოქმედება, ეს არის ერთგულებისგან განდგომა).
სწორედ იმ მომენტში, როდესაც "დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი სამოთხის ხეებს შორის" (დაბ. 3:8), კაცთა მთელმა მოდგმა, რომელიც "ერთი სისხლისგან იშვა" (საქმე 17:26), საკუთარი თავი მეძავად დაინახა და შეიმეცნა, - ხოლო შემდგომ მათი "დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი" (საქმე 17:26) დაწესდა არა იმისთვის, რათა ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლის ნიჭი მიიღეს ღმრთისგან, ეკეთებინათ ის, რაც სურდათ, არამედ იმისთვის, რათა "ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შეეგრძნოთ ან მიეკვლიათ, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისგან" (იხ. საქმე 17:26-28).
ამ მომენტიდან იწყება "ბაბილონის დიდი მეძავის" ისტორია, რომელიც, სხვათა შორის, განსაზღვრულ დრომდე ვერ იქნებოდა წოდებული ვერც "დიდად" და ვერც "ბაბილონისად", არამედ ეს სახელწოდება მიიღო მაშინ, როდესაც დედამიწაზე გამრავლებულმა კაცთა მეძავმა მოდგმამ თვითონ გადაწყვიტა ცას მისწვდომოდა, ამ მიზნით დაიწყო მან "ბაბილონის გოდოლის" მშენებლობა, თანაც ამ მიზნისთვის მან გამოიყენა არა ბუნებრივი ქვები, "რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ" (ის. ნავ. 8:31), არამედ გამომწვარი აგურები (ანუ "ადამიანური" თიხა, რომელსაც ფორმის შეცვლა არ შეუძლია) და "მიწის ფისი" (რომელიც არის ქვესკნელის სიმბოლო, შეად.: დაბ. 14:10; ეს. 34:9; დაბ. 11:3-4).
ბუნებრივია, რომ ენათა აღრევაც, რომელმაც ბოლო მოუღო ამგვარი გოდოლის მშენებლობის მცდელობას, ყველა სხვა საღმრთო სასჯელთან ერთად სულიერ მეძავებს "გარედან" როდი დაატყდათ, არამედ აისახა დაფარულ და ადამიანებში აღზრდილ სულიერ მეძავობაში, რომელიც საბოლოო ჯამში განყოფს კაცობრიობას მრავალ მეძავად, რომელთაც ფიქრი შეუძლიათ მხოლოდ საკუთარ თავზე, მზად არიან გაწირონ ნებისმიერი ინტერესი საკუთარის გარდა და, როგორც შედეგი, არ ისმენენ და არ ესმით არა მარტო საკუთარი შემოქმედისა, არამედ ერთმანეთისაც ("ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე" (დაბ. 11:9)).
ამასთან შემოქმედმა და ყოვლისმპყრობელმა ადამიანებს შესთავაზა ერთი ენა მთელი კაცობრიობისთვის, რომელსაც შეეძლო შეეკრა კაცთა მოდგმა და მიეახლოვებინა ისინი ღმერთთან - და ეს ენა მცნებათა წმიდა ენა გახლდათ (რომ. 7:12). თუ წარმოვიდგენთ ამ მცნებათა მთელ ერთობლიობას მცირედ გამარტივებული აზრით, ისინი სთავაზობენ მსურველს საკუთარ თავზე იზრუნოს სრულყოფილი სახით, ღმრთისადმი სიყვარულით და მოყვასისადმი მზრუნველობით (მთ. 22:37-40; იაკ. 2:8 და სხვა). ასე რომ მოსესთვის მინდობილ ფიქალებზეც, სადაც ათი მცნება ეწერა, გამოსახული იყო არა ხელოვნურად გამოგონილი შეზღუდვები, არამედ ერთადერთი შესაძლო მეთოდი გლობალური ადამიანური საზოგადოების სულიერი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, რათა ადამიანებს არ მისცემოდათ შესაძლებლობა ჩამოშორებოდნენ ღმერთს და ერთმანეთს იმდენად, რომ გაეხლიჩათ კავშირი შემოქმედთან და საკუთარი თავი გაენადგურებინათ.
სწორედ ამ მიზეზით მოსეს ყველა მცნება ინდივიდუალური კი არ არის, არამედ "კოლექტიურია", - ხოლო მცნებათა დარღვევა მარტო პირადი ცოდვა როდია, არამედ ერთიანი საზოგადოებრივი რეაქციის არქონაა ღიად ჩადენილ ცოდვაზე.
("ისმინე ისრაელო" (2 რჯლ. 5:1; 6:3-5 და სხვა, - ეს მიმართვა თითოეულისადმი კი არ არის, როგორც დაამახინჯეს საღმრთო გამოცხადების აზრი სხვადასხვა მიწიერმა მეძავებმა, არამედ ყველასადმი, როგორც ერთის მიმართ.
ეს კი ნიშნავს, რომ თუკი ერთი ვინმე დაუსჯელად ჩადის ცოდვას - ამით სცოდავს არა მარტო ის, არამედ მთელი საზოგადოება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს საკუთარი გარემოში მსგავს ურჯულოებას, შეად.: რიცხვ. 15:35-36; ლევ. 24:13-16 და სხვა.
მეტიც, მრავალგზისი მხილებანი ხორციელ და სულიერ სიძვაში, რომლებიც გაისმოდა ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა პირიდან, მიმართული იყო არა ცალკეული ადამიანების, და არც ცალკეული ქალაქების ან ბიბლიური ტომების, არამედ "ერთი დედის ქალიშვილთა" მიმართ იუდეასა და სამარიაში, ანუ მთელი საზოგადოებისადმი, რომელიც ფიცით დებდა პირობას, რომ მცნებებს დაიცავდა (ეზეკ. 23:1-4)).
რადგან "ეს ყოველივე ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორ. 10:11), შეჭმარიტად ქრისტიანული გულისხმისყოფა ზემოთხსენებული მნიშვნელობებისა მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ძველაღთქმისეულ დროს ისრაელის ხალხში იყვნენ არა მარტო მღვდელ-ლევიტები, არამედ თერთმეთი ტომი, რომელმაც დადო პირველი აღთქმა და ღმერთს პირობა მისცა, რომ მიჰყვებოდა რჯულის მცნებებს, - ასევე ახალაღთქმისუელ დროს ქრისტეს ეკლესია გახდა კაცობრიობის მღვდლობა, ხოლო დედამიწის მთელი მოსახლეობა მოწოდებული იქნა დაქვემდებარებოდა სრულყოფილი რჯულის "რკინის კვერთხს", და მხოლოდ ამ პირობით მიიღებდა კაცობრიობა დროს და შესაძლებლობას შემდგომი არსებობისა და "ფიზიკური" საზოგადოებრივი განვითარებისთვის.
შესაბამისად, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი თანამედროვე ინსტიტუტები, ანუ სახელმწიფოთა კანონები, სასამართლო სისტემები, საერთაშორისო სამართალი, საზოგადოებრივი მორალი და ა. შ. ეყრდნობიან (უფრო ზუსტად, ეყრდნობოდნენ) სწორედ ბუკვალურ ათ მცნებას და ამ მცნებებთან დაკავშირებულ იდეებსა და მნიშვნელობებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გლობალური ადამიანური საზოგადოება ბიბლიური აზრით არის არა მარტო ცალკე აღებული ორგანიზმების კრებული, არამედ ერთიანი ადამიანური ორგანიზმი, რომელიც, როგორც "ერთი სისხლისგან ნაშობი" (საქმე. 17:26-28) ერთ მთლიანობად არის შეკრული მრავალ აშკარა თუ მისტიკურ კავშირთა მიერ (რომელთა არსებობაზეც ადამიანთა დიდ უმრავლესობას წარმოდგენაც არა აქვს), და გააჩნია მოწოდება ერთმანეთს ხელი შეუწყონ, როგორც ცალკეულმა "ორგანოებმა", რომელთათვისაც არსებობს სრულიად კონკრეტული კანონები, რომლებიც მთელი ორგანიზის არსებობას განსაზღვრავენ.
ამასთან ეს კანონები განსაზღვრულ იქნა არა მცდელობათა და შეცდომათა გათვალისწინებით (თუმცა, ერთსაც და მეორესაც ჰქონდა ადგილი), არამედ თვით შემოქმედის მიერ, და გულისხმობს საზოგადოებაში როლების გადანაწილების ერთადერთ შესაძლებლობას, შესაბამის განყოფას პასუხისმგებლობისა საზოგადოების წინაშე, და სახელმწიფოს როლს (არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მონარქია თუ დემოკრატია, დიქტატურაც თუ სხვა), და ა. შ.
ყველაზე გლობალური აზრით ისინი ავალდებულებენ დედამიწის ყველა მცხოვრებს ასე თუ ისე ემსახურონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, და ნაწილობრივ ამით მაინც მოახდინონ ცოდვით დაცემის შედეგების ნიველირება.
მეტიც, ამ სისტემის ჩარჩოებში მოქმედი განაწესები, რომელიც არ გადის "გეოპოლიტიკურ" დონეზე, ანუ საზოგადოების ზნეობრივი ნორმები, როლები და სქესთა ურთიერთკავშირები, ოჯახის ინსტიტუტი, მშობლებისა და შვილების მოვალეობები, ცოდნის მემკვიდრეობის წესები და პრინციპები, რომელთა გარეშე ადამიანი ვერ გახდება ადამიანი და სხვა (სია საკმაოდ გრძელია), - და ცალკე აღებულად და განსაკუთრებით ერთობლიობაში ემსახურებოდნენ იმ მიზანს, რათა კაცობრიობისთვის უზრუნველეყოთ შემდგომი არსებობის შესაძლებლობა არა მარტო პოლიტიკური ან ეკონომიკური, არამედ პირველ რიგში ონტოლოგიური აზრით (ანუ ცნება "ყოფიერების" დონეზე).
(ამასთან საკითხი იმის შესახებ, თუ "დედამიწაზე მცხოვრებთაგან" ვინ შემოუერთდება ეკლესიას და ვინ არა, ხოლო ვინც შემოუერთდება, მაგრამ ფარისევლურად, ეხებოდა არა კაცთა მოდგმის არსებობას ძველ მიწაზე, არამედ მარადიულ სიცოცხლეს, რომელიც შეიძლება გაეხსნას მხოლოდ მათ, ვინც ზეციერს ეძიებს და არა მიწიერს).
რა თქმა უნდა, "ბაბილონის მეძავი" ამ სისტემიდან არ განცალკევებულა, და ყოველთვის დიდი იყო რიცხობრივი მასშტაბის თვალსაზრისით (რადგან "ბაბილონის მშენებლები" მთელ დედამიწაზე დაიფანტნენ). ის, ასე თუ ისე, გამოვლინდა ყოველ ადამიანში, მაგრამ, შეზღუდულია რა კერძო და საზოგადო მცნებათა "რკინის კვერთხით", დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხდებოდა "დიდი" სიძვის ხარისხის აზრით. ხოლო ძირითად შემკავებელ როლს თამაშობდა მთელი საზოგადოების (როგორც მორწმუნეთა, ასევე ურწმუნოთა) თანხმობა მცნებებთან, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევდა კაცობრიობას აღევსო საკუთარ ურჯულოებათა საწყაო და საბოლოოდ მომკვდარიყო (თანაც საკითხი კაცობრიობის გადარჩენის შესახებ ყოველთვის იდგა იმ აზრით, რომ "არ უნდა მომკვდარიყო", ანუ ყოველთვის ლაპარაკი იყო არა აყვავებაზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენაზე, რომელიც შეიძლებოდა შეწყვეტილიყო ბუკვალურად ერთ მომენტში).
მეორე მხრივ, თუკი იმავე გლობალურ პანორამას განვიხილავთ არა კაცობრიობის ძველაღთქმისეული და ახალაღთქმისეული ისტორიის მიწიერი პროცესებისა და მოვლენების პრიზმაში, არამედ დავეყრდნობით ზეციურ მნიშვნელობებს, ასეთი განხილვა უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ქრისტეს ეკლესია - ეს ცალკეულ ორგანიზმთა კრებული კი არ არის, რომლებიც ტაძარში შეიკრიბნენ ან ბიბლია წაიკითხეს, არამედ ერთი ცოცხალი ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, ქრისტეს მისტიური სხეული, რომელსაც ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით უერთდებიან ცხონებადი ადამიანები, და რომელიც ცხოვრობს და არსებობს სულთა ერთსულოვნებით (საქმე 2:44-47; 1 კორ. 12:13; ეფეს. 4:1-6). ამიტომაც თითოეული ადამიანური სულის გადარჩენა მდგომარეობს არა ამ სულისთვის მიცემული "ინდივიდუალური" გონების ნაყოფებში, რომელიც "პრეპარირებს" შესაბამის თემებს, და არც წმიდა სახელთა მოხსენიებით "სწორ ტრანსკრიპციებში", და ა. შ., - არამედ ადამიანის სულის რეალური ზიარებით უფლის სხეულთან, როგორც მაცხოვნებელ კიდობანთან, რომლის შიგნითაც სულს გააჩნია შესაძლებლობა "ფიზიკურად" განიცადოს ძველი სამყაროს ბოლო დღის ცეცხლოვანი წარღვნა (მთ. 24:36-42; ლკ. 17:26-30).
ამავე მიზეზით ჭეშმარიტი ეკლესიის მთავარი საიდუმლო იწოდება არა "კითხვად", ან "გულისხმისყოფად", არამედ "ზიარებად", რაც წარმოადგენს ქრისტესა და ეკლესიის სულიერ საიდუმლოს არა გონების ხსნით, არამედ სხეულში მდებარე სულის ხსნით (ქრისტეს ეკლესია ეს არის არა მრავალი სხვადასხვა პატარძალი, ყოველი თავისი ჭკუათმყოფლობით, არამედ ერთი პატარძალია, როემლშიც ხორციელდება ღვთისმოსაობის მსოფლიო საიდუმლო (ეფეს. 5:25-32; 1 ტიმ. 3:16)).
ამასთან ყოველი ჩადენილი ცოდვა (ხოლო ნებისმიერი ცოდვა არსებითად არის კიდევაც სულიერი სიძვა) განყოფს ადამიანს ამ წმიდა სხეულისგან, და "განაგდებს" მას სხვა სხეულში, რომელიც არის მეძავის სხეული, და რომელშიც აღსრულდება ურჯულოების საიდუმლო ("ნუთუ არ იცით, რომ ... თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას!" (1 კორ. 6:9-20; 2 თეს. 2:7), ბიბლიურ მოწმობებში ყოველი სტროფი ძალზედ მნიშვნელოვანია).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ადამიანური სული იმყოფება კაცობრიობის ორ მისტიურ სხეულს შორის, ერთი მათგანი არის პატარძალი, მეორე კი მეძავი (აქ უაზროა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეიძლება ეს გააზრებულ იქნას დეტალებში, რადგან ერთიც და მეორეც აბელისა და კაენის გონებით მიუწვდომელი საიდუმლოა).
რაც შეეხება მსოფლიო ქრისტიანობას, რომელიც დასაბამიდანვე ეკუთვნოდა ქრისტეს სხეულს, - ერთ-ერთი უკანასკნელი დაცემული ბარიერი, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა დასავლურ ეკლესიებს შეენარჩუნებინათ ერთგვარი კავშირი ჭეშმარიტ სწავლებასთან, გახდა იმ დროს ქრისტიანულ გარემოში ჩაგდებული იდეა ინდივიდუალური ცხონების შესახებ, ანუ აუცილებლობა მისდევდე საკუთარ ჭკუას და საკუთარ სიმართლეს კრებითი ჭკუა-გონებისა და სიმართლის საზიანოდ. ეს დაცემულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს თავი გაითავისუფლონ მეტ-ნაკლებად არსებითი საზოგადოებრივი სულიერი მოვალეობებისგან.
სწორედ ამ მომენტიდან ასეთმა ქრისტიანობამ "აურია თავისი ენები", დაკარგა სამეფო მღვდლობის სტატუსი და პატივი და ყველა აზრით დაემსგავსა წუთისოფელს, რომელიც თანამედროვე "ბაბილონის გოდოლის" აშენებითაა დასაქმებული (რომელიც ზუსტად ისევე დასრულდება, როგორც წინა მცდელობა, ოღონდ უკვე ბაბილონის მშენებლებს აღარ დარჩებათ "დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი". - იხ. საქმე 17:26-28; გამოცხ. 10:5-7).
შესაბამისად, მოცემულ მომენტში რომაელი-კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც, და ყველა (გამონაკლისის გარეშე) სექტანტი შემძლე იქნება იმსჯელოს მეძავის საიდუმლოზე მხოლოდ თვით მეძავის დონეზე (მიუთითებენ რა თითით ერთმანეთს), და უკვე ვერ იქნებიან შემძლენი საზოგადოებაში დაიცვან ერთიანი და საყოველთაო სულიერი კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ კაცობრიობის არსებობის მომავალ შესაძლებლობას.
ხოლო ურწმუნონი საერთოდ არც განიხილავენ მსგავს თემებს, რადგან მათ წარმოდგენებში გლობალური მსოფლიო პროცესები არანაირ სულიერ კანონებს არ ექვემდებარებიან, და არავის მიერ არ იმართებიან, არამედ თავისთავად მიედინებიან რომელიც გინდა მიმართულებით (თანაც სიტყვა "რომელიც გინდა" აქ საკვანძოა, რადგან ურწმუნოთა წარმოდგენასი ეს ყველაფერი უნდა მიდიოდეს აუცილებლად "სრული კომფორტისკენ" და "უსაზღვრო აყვავებისკენ", რომელიც არასოდეს არავის უნახავს, თუმცა, რატომღაც მაინს ამგვარ ყოფას ელოდებიან).
(აქ შეიძლება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გლობალური ადამიანური ორგანიზმი ავადაა ცოდვით დაცემის დღიდან, მაგრამ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ის მუდმივად "ახველებს", შეუძლია იარსებოს და განვითარდეს კიდეც, თუკი დროულად არ იქნება მიღებული მკურნალობა, ანუ შეგნებული თუ შეუგნებელი მორჩილება თავისი შემოქმედისადმი, თუნდაც ძირითადი მცნებების დაცვის დონეზე, შეად.: "ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა" (იერ. 51:9)).
ასე რომ ჩვენს დღეებში სწორედ დასავლურ სამყაროში ხდება მეძავი ნამდვილად "დიდი", და "გამოდის ჩრდილიდან", თანაც ეს ხდება არა იმიტომ, რომ მთელი მოსახლეობა მსოფლიოს რომელიღაც ნაწილში უეცრად აღივსო მორალური სიმახინჯეებით, - არამედ იმიტომ, რომ მათ, ვინც მოწოდებულნი იყვნენ მეძავის სამკურნალოდ დატოვეს თავიანთი პასუხისმგებლობა მთელი საზოგადოების წინაშე და გაიქცნენ სხვადასხვა მხარეს ბაბილონის გოდოლის მშენებლებივით (დაბ. 11:8-9), ანუ თვითონ გახდნენ მეძავები, რომელთაც არც საზოგადოებრივი პროცესები აწუხებთ და არც საზოგადოებრივი ცოდვები, არამედ მხოლოდ საკუკთარი კეთილდღეობა (რომელიც ამგვარი შეხედულებების მქონეთათვის არც დედამიწაზეა შესაძლებელი და მითუმეტეს არც ზეცაში).
ამასთან სრულიად აშკარაა, რომ გლობალურ ადამიანურ ორგანიზმს ყველა დროს გააჩნდა ცალკეული, პირობითად რომ ვთქვათ "კიბოთი დასნებოვნებული უჯრედები", რომლებიც თვითონაც მკვდრები იყვნენ და ელტვოდნენ მოეკვდინებინათ რაც შეიძლება მეტი "ჯანსაღი უჯრედები", - მაგრამ შედარებითი საზოგადოებრივი თანხმობა ძირითად მცნებებთან ეწინაარმდეგებოდა ასეთ "უჯრედებს" უკონტროლოდ გამრავლებულიყვნენ და მოეკლათ მთელი ადამიანური ორგანიზმი, რადგან კაცობრიობა, რომელიც ორიენტირებულია ქრისტიანულ ჭეშმარიტებებზე, ინარჩუნებდა "საკუთარი თავდაცვის" უნარს, გმობდა და მნიშვნელოვანწილად ეწინააღმდეგებოდა ყბადაღებულ ურჯულოებას (თვით იმ სულიერი მიზეზების გააზრების გარეშეც კი, რომელიც ცხოვრებისეულად აუცილებელია).
ხოლო რადგან კიბო, როგორც სნეულება, არასოდეს ჩერდება მიღწეულზე, და ვრცელდება მისთვის დათმობილ მთელ "სივრცეში" (შეად.: 2 ტიმ. 2:16-17), - მთელი ორგანიზმის დაღუპვის პროცესის შეჩერება "კიბოს უჯრედების" დარწმუნებითა და დარიგებებით უბრალოდ შეუძლებელია, რადგან როგორც კიბო, ასევე ვირუსი არსებობენ მხოლოდ იმიტომ, რომ არასოდეს და არავის არ უთანხმდებიან.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს დღეებში მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში "კიბოს უჯრედებმა" მოიხსნეს თავიანთი შემოქმედის რკინის კვერთხის კანონები და თვითონ დაიწყეს კანონების წერა, მეტიც, დევნიან იმათ, ვინც წინ აღუდგება მათ ურჯულო კანონებს (ყველა სისაძაგლის აღწერას აზრი არა აქვს: ისინი, ვინც ამ მომენტამდე წაიკითხა პუბლიკაცია, გაიგებს, რომ თითქოსდა მსოფლიოს ქრისტიანულ ნაწილში დაზიანებულია ძირითადი მცნებებიდან თითოეული, ხოლო რომ. 1:20-32-ში სრულდება თითოეული სიტყვა).
ხოლო მსგავსი სიგიჟის შეჩერება ამ საზოგადოებაში უკვე არავის ძალუძს, რადგან "მარილი განქარდა" (მთ. 5:13; მკ. 9:49-50; ლკ. 14:34-35), რის შემდეგაც თვით გულწრფელად მორწმუნე ქრისტიანებიც, რომლებიც ინდივიდუალიზმის სიძვით იყვნენ დასნებოვნებულნი, უკვე ვერ არიან შემძლენი გაიაზრონ მიმდინარე პროცესები, და, ფიქრობენ რა ცხონდნენ "ინდივიდუალურად", მოიხსნეს პასუხისმგებლობა მთელი საზოგადოებისთვის, დაკმაყოფილდნენ რა მხოლოდ იმ აზრით, რომ "თვითონ ასე არ ვცოდავთ, მაშ, ეს რატომ უნდა იყოს ჩვენი პრობლემა?"
ამიტომაც (სწორედ ამიტომ) ყველა მათგანი დაექვმედებარება ისეთი ძალით და ისეთი ინტენსივობით "გაქელვას", რომ მათი ხმა ვერ მიწვდება იმათაც კი, ვინც მათსავე გარემოშია (რომაელი-კათოლიკეები კი დაკნავლებასაც კი ვერ შეძლებენ).
ამის შედეგად პირდაპირ ჩვენს თვალწინ მსოფლიოში ვითარდება გლობალური სულიერი კატასტროფა, რომელიც ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ლოკალური სამხედრო კონფლიქტები, ეკონიმიკური და ეკოლოგიური პრობლემები და ა. შ.
თანაც რაც უფრო აშკარაა ეს ყოველმხრივი მსოფლიო უკეთურება, - მით უფრო უძლურდება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი იმუნიტეტი ნებისმიერი ურჯულოების და ნებისმიერი სიცრუის წინააღმდეგ, მით უფრო სწრაფად ვრცელდებიან ისინი, რასაც ექნება ოდითგანვე ნაწინასწარმეტყველევი შედეგები (2 თეს. 2:11-12).
ამრიგად, "ბაბილონური სიძვის" გამოვლინების ყველაზე ზოგადი აზრით, ის იმყოფება ყველგან, სადაც "ჩვენ ვალდებული ვართ" ნაცვლად "მე მინდა" ისმის. და ყველგან, სადაც კი აღმოცენდება საჭირბოროტო პრობლემა ნაცვლად "ვინ, თუ არა მე" გაისმის აზრი "ეს უჩემოდ უნდა აღსრულდეს". ასევე იქ, სადაც ადამიანები ბრძოლას იწყებენ საკუთარი და არა საზოგადო ინტერესებისთვის.
გარდა ამისა, მეძავი არასოდეს არაფერს ითხოვს (ბუკვალურად როგორც ვოლანდთან არის "ოსტატსა და მარგარიტაში": "არავის არასოდეს არაფერი სთხოვო, ამაყო ქალო..."), ამ დროს კი თვითონ იღებს ბუკვალურად ყველაფერს, რაც მას სურს და რაზეც მიუწვდება ხელი (პირდაპირ როგორც ევა ედემის ბაღში).
ერთადერთი, რის აღებასაც ის არ აპირებს, - ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოქმედებებისთვის, როგორც მთელი საზოგადოების წინაშე, ასევე თავისი ახლობლების წინაშეც (ანუ იქცევა მეძავივით, რადგან აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მხოლოდ მისთვისაა სასიამოვნო და მომგებიანი).
შესაბამისდ, არანაირი ძმობა მისი "ქალიშვილების" გარემოში არ არის და არც შეიძლება იყოს, რადგან ყოველი მათგანი სხვა მეძავებთან მიმართებაში სრულიად ერთნაირად იქცევა პრინციპით "მხოლოდ "მე"", - ხოლო ყველაფერი, რაც კი "მე არ ვარ", არ შედის მისი ინტერესების სფეროში და განკუთვნილია ოდენ ნებისმიერი (თვით ყველაზე გარყვნილი გაგებითაც კი) გამოყენებისთვის, რათა მიღწეულ იქნას საკუთარი მიზნები.
მეტიც, მეძავები (გამონაკლისის გარეშე) კონკურირებენ ერთმანეთთან თითოეული "კლიენტის" მოსაპოვებლად, - ამიტომაც ნებისმიერი მეძავი ყოველთვის მზად არის მიუთითოს სხვა მეძავებზე, და იმედით ამხილოს იგი ყოველგვარ სიძვაში.
კიდევ ერთი სულიერი ნიშანი ბაბილონის მეძავისა რის ცოდვა დაწერილი შუბლზე, ანუ სინდისის სრული არქონა (იერ. 3:3), და მეტიც, დარწმუნებულობა საკუთარი სირცხვილის მიმზიდველობაში (ეს. 3:9).
ამ დროს ქრისტეს პატარძალი ებრძვის მსოფლიო უკეთურებას არა მითითებით, არამედ სიტყვის მახვილით, რომელიც ანადგურებს ცოდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ჯერ გაივლის საკუთარ სულს (შეად.: "რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს" (ებრ. 4:12); "და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი" (ლკ. 2:35)).
ამიტომაც ყოველ ქრისტიანს შეგნებული აქვს, რომ ის მრავალ ასპექტში ყოველთვის იმყოფებოდა და დღემდე იმიყოფება სულიერი სიძვის ზღვარზე. მაგალითები იმისა, თუ რატომ არის საქმე სწორედ ასე, და არა სხვაგვარად, მრავლად შეიძლება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესია გარემოცულია მხოლოდ მეძავებით, რომელთაც არც სირცხვილის გრძნობა აქვთ, არც პატივი, არც სინდისი, აზრი არა აქვს საბაბი მივცეთ საბაბის მძებნელთ განსახილველი თემის კონტექსტში ნახსენები სიტუაციის გარდა.
რადგან უეჭველია, რომ დღეისთვის მსოფლიო იმყოფება ომის მდგომარეობაში, რომელიც წარმოებს არა მარტო და არა იმდენად იარაღით და არმიებით, არამედ მხარეებისთვის ყველაზე მისაწვდომი საშუალებებით (პოლიტიკურით, ეკონომიკურით და ა. შ.0, - სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანებს სურთ დაამარცხონ თავიანთი მტრები, და, მიიდრიკებიან პოზიციისკენ "ჩემთვის კარგია ის, რაც მათთვის ცუდია". და ამ აზრით ის აშკარა ურჯულოებები, რომლებშიც ჩაძირულია და კიდევ უფრო ჩაიძირება დასავლური სამყარო, თავს უფლებას აძლევენ იფიქრონ, რომ თუკი ის შემდეგაც გააგრძელებს სრულმხრივ ზნეობრივ დაცემას, გარანტირებულად იგემებს კატასტროფას, ხოლო დამკვირვებლები ისარგებლებენ მისი დაცემით და იხეირებენ ამით.
მაგრამ ყოველივე ზემოთტქმულის გათვალისწინებით მსგავსი პოზიცია მეძავის პოზიციაა, რადგან თუკი დღეს ვინმე უწევს პროპაგანდას სკოლებში სრულ გახრწნილებას და ატარებს მასობრივ ქირურგიულ და მედიკამენტოზურ ოპერაციებს სქესის შეცვლაზე არასრულწლოვნებში, ის ამახინჯებს არა მარტო საკუთარ, არამედ ჩვენს, ანუ ადამიანთა საზოგადო შვილებს, და ანგრევს არა მარტო საკუთარ აწმყოსა და მომავალს, არამედ მთელი კაცობრიობის მომავალსაც.
ამიტომაც ქრისტიანული პოზიცია ადამიანური უგუნურების ამ ცალკე აღებულ მაგალითთან მიმართებაში მდგომარეობს არა უცხო ქვეყნისთვის შესაბამისი შედეგების მოლოდინში, არამედ იმაში, რათა ღიად ეუწყოს მსოფლიოს ქრისტიანული მოწმობა, რომელიც ამხელს მსგავს საქმეებს, როგორც სატანურს, გამოუცხადოს მსოფლიოს მათი დანაშაული კაცობრიობის და ადამიანურობის წინაშე, რომელსაც არა აქვს "ვადები და ჟამები", და ვეცადოთ (თუნდაც შევთავაზოთ) ასეთი "მშობლების" და ასეთი "მედიკოსსების" გამომზეურება, გამოვაცხადოთ მათზე ძებნა თუნდაც საკუთარ ქვეყანაში და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ მისცემიან ე. წ. "ცივილიზებული საზოგადოების" ხსენებულ სულიერ სიგიჟეს.
შესაბამისად, თუკი ქრისტიანები დღეს მსგავს არაფერს იქმან, ისინი (ჩვენ) ემსგავსებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ხედავენ, როგორ ხვრეტს ნავის ძირს მათთან ერთად მჯდომი ერთი მგზავრი, მაგრამ თავს იმით იმშვიდებს, რომ ისინი სხედან სხვადასხვა ადგილებში, და წყალი ნახვრეტიდან ამოვა არა მათთან, ან ადამიანთან, რომელიც ჩადის ამ ბოროტებას. ან კიდევ, იმას, ვინც არც კი ცდილობს მტაცებელისგან დაიცვას პატარა ბავშვი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბავშვი მისი მტრისაა.
რაც შეეხება საკითხებს, როდის და რატომ დაიწერა მეძავის შუბლზე სიტყვები: "საიდუმლო, დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა", და რომელი ერთადერთი შესაძლო მეთოდით შეძლებს გონს მოსული და მორწმუნე ადამიანი გამოვიდეს "ბაბილონის მეძავის" ტყვეობიდან, და ა. შ., - ამ საკითხებს განვიხილავთ მომდევნო პუბლიკაციებში.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.
