Перейти к контенту

განმარტება - "და შუბლზე ეწერა სახელი: "საიდუმლო, დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა"" (გამოცხ. 17:5) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
"და შუბლზე ეწერა სახელი:
"საიდუმლო, დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა"

(გამოცხ. 17:5)
რადგან ყოველი კაცისთვის ბევრად უფრო მარტივია იმსჯელოს მისგან განყენებულ ცნებებზე, ვიდრე იმაზე, რაც შეიძლება შეეხოს მის შინაგან კომფორტს და პირადი უსაფრთხოების შეგრძნებას, - ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია "ბაბილონის დიდი მეძავის" უკიდურესად გამარტივებული განმარტებანი, რომლებიც კომენტატორისგან არც ქრისტიანულ განათლებას ითხოვენ, არც თავდადებას, არც სულიერ მემსხვერპლეობას, და წარმოადგენენ ბანალურ "ენის ტლიკინს", რის შედეგადაც "ბაბილონის დიდ მეძავად" ცხადდებიან ან ცალკეული მიწიერი ქალაქები, ან კიდევ ესა თუ ის რელიგიური ორგანიზაციები.
 
რადგან იმისთვის, რათა ვიღაცას "იმ მეძავის" იარლიყი რომ მიაკერო, ამქვეყნიური აზროვნებისთვის სრულიად საკმარისია დაინახოს ან მოიაზროს ადრესატში, რომელსაც მიუზომა მსგავსი განსაზღვრება, ბუკვალური ან სულიერი სიძვის ესა თუ ის ნიშანი, რაც არც თვით კომენტატორისგან და არც მისი მსმენელისგან არ ითხოვს არც ქრისტიანულ განათლებას, არც თავდადებას და სულიერ მოღვაწეობას.
 
ამასთან ქრისტიანული მიდგომა წმიდა ტექსტების გულისხმისყოფისადმი ვარაუდობს, რომ ნამდვილად ბიბლიური განმარტებანი არ ისაზღვრებიან ერთი ცნების მეორეთი ჩანაცვლებით აზრობრივი და სულიერი დონის მატების თვალსაზრისით დასკვნით გააზრებებში, არამედ ახალაღთქმისეული მოწმობები განიხილებიან არა მარტო ფორმით, არამედ არსებითადაც (საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ არის, რომ ყველა "განმარტება", როდესაც მარტოდენ ამქვეყნიური ცნებას უპირისპირდება სხვა ასეთივე, ბიბლიური აზრით აბსოლუტურად უმეცრულია, განიხილება აქ).
 
მაგალითად, ძალიან მარტივია იმის გადაწყვეტა, რომ ბაბილონის დიდი მეძავის სიმბოლოში "დაშიფრულია" ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც მსოფლიოში ორი ახალაღთქმისეული ათასწლეულის განმავლობაში არ არსებობდა, არამედ ბოლო ასი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით დღეს მსოფლიო სულიერი გარყვნილების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გვევლინება (არა აქვს აზრი ამ მოვლენის ყველა შესაძლო ასპექტის ჩამოთვლას, რადგან ამ თემაზე არსებული მამხილებელი ტექსტების უმეტესობა, რომლებიც სხვადასხვა ავტორების მიერ არის შემოთავაზებული, სრულიად სამართლიანია).
 
და, მიუხედავად ამისა, არავითარ შემთხვევაში არ უარვყოფთ რა აშშ-ს არსებით როლს ყველაზე მრავალფეროვანი მიწიერი სისაძაგლეებით გლობალური ადამიანური საზოგადოების გარყვნაში, მსგავს დასკვნებთან დაკავშირებით შეიძლება მოვიტანოთ საკმაოდ მარტივი და ამასთან თვალსაჩინო მაგალითი. კერძოდ, სადარბაზოსთან მჯდომი ბებიებიც შეიძლება მეძავს უწოდებდნენ თავიანთ მეზობელს მესამე სართულიდან, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის ზოგჯერ სახლში მოჰყავს წითელ Jaguar XF-ს (ანუ ის თურმე "წითელ მხეცზეც ზის"), თანაც ყოველი ასეთი ბებია დედამიწის ყოველ კუთხეში ადრე თუ გვიან მართალი აღმოჩნდება, რადგან გამონაკლისის გარეშე ყველა ახალგაზრდა ქალს მეძავებს თუ ვუწოდებთ ისე, რომ არც ერთს არ გამოვტოვებთ, ადრე თუ გვიან "მეძავის" იარლიყი ამ იარლიყის შესაბამის პიროვნებასაც მიეწებება.
 
თუმცა, მსჯელობათა ამგვარ სისტემაში არსებობს ერთი "მაგრამ": ახალგაზრდა მეზობელი მესამე სართულიდან, როგორიც გინდ იყოს მისი სახე ამ ცხოვრებაში, აშკარად ის მეძავი არ არის, რომელიც გამოცხადებაში "მიწიერ მეძავთა და სისაძაგლეთა დედად" იწოდება, - ხოლო ის ბებიები, რომლებიც ყველა ახალგაზრდა ქალს მეძავებს უწოდებენ, თვითონაც ბაბილონის დიდი მეძავის ნაწილს წარმოადგენენ (თანაც თუკი მათი გამკიცხავი შეფასებების ადრესატი აღიარებს თავის ცოდვილიანობას, ხოლო ბებიები თავისას უარყოფენ, - მაშინ ისინი დიდი მეძავები ყოფილან, ვიდრე საკუთრივ ჩვეულებრივი მეძავები).
 
შესაბამისად, ბიბლიური სამსჯავრო "ბაბილონის დიდ მეძავზე" ეხება არა მარტო მოკლეკაბიან გოგონებს და მათ ცოლიან მფარველებს, არამედ "სადარბაზოს სკამებთან ჩამომჯდარ ყოველ ბებიასაც", რომლებიც მათ აქტიურად განიკითხავდნენ, თანაც ამ მსჯავრის გამოტანისას თვით ის სკამიც დაიხურება, რომელზეც ისინი ისხდნენ.
 
სწორედ ასეთი სქემით აწებებენ ქვეყნიერების ერთ ნაწილში "ბაბილონის დიდი მეძავის" იარლიყს ათასგვარი სექტები ვატიკანს, სხვა ნაწილში კი - მართლმადიდებლურ ეკლესიას, რაც მათ ნებას აძლევს ასიამოვნონ საკუთარი სული მტკიცებით "აი ჩვენ - ის არ ვართ". მაგრამ მსგავსი დასკვნები განპირობებულია არა ამგვარ "კომენტატორთა" სიახლოვით ჭეშმარიტებასთან, არამედ მხოლ მათი შინაგანი ბიწიერებით და საღმრთო ჭეშმარიტებისგან "ინტელექტუალური თავშესაფრის" ძიებით (განსაკუთრებით თუკი გავითვალისწინებთ, რომ მათ გვერდით არსებობს ქრისტეს ეკლესია მათ სჭირდებათ რაღაცნაირად გაამართლონ საკუთარი არსებობა, ხოლო როგორც ვიცით თავდასხმა - თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველანი, რომლებიც "ბაბილონის მეძავზე" "სადარბაზოსთან  მჯდომი" ბებიების პოზიციიდან მსჯელობენ, არც საღვთისმეტყველო ცოდნას საჭიროებენ და არც ქრისტიანულ სიბრძნეს, - ამ პოზიციის შესაბამისი დასკვნები კი ნაკარნახევია ამ ცნებისგან "დისტანცირების" სურვილით, მაგრამ ისე, რომ მათგან შორს მდგომი სავარაუდო "ბაბილონელი მეძავების" ლანძღვის შესაძლებლობა შეინარჩუნონ.
 
მეტიც, მსგავსი გამარტივებული მსჯელობანი მრავალწილ განპირობებულია ცრუ ტრადიციებით, რომლებიც მსოფლიო ქრისტიანობაში შემოიტანა დასავლურმა ღვთისმეტყველებამ, და რომელიც არ გამოირჩევა არც აზროვნების სიღრმით და არც მისი სიზუსტით, და უკვე ლუთერანები (არაფერი რომ არ ვთქვათ თანამედროვე ნეოპროტესტანტთა სიმრავლეზე) არსებითად "ტექნიკური კომენტარებით" შემოიფარგლნენ, სადაც განხილვის საგანი გახდა არა ამაღლებული ქრისტიანული აზრები, არამედ ყოველგვარი ისტორიული, "ტერმინოლოგიური" და "ფონეტიკური" დეტალები (რას იცმევდნენ, როგორ იწოდებოდნენ, რას და დღეში რამდენჯერ ჭამდნენ, სახელწოდებებში რომელი ასოებია სწორი და რომელი არა და ა. შ.), რომელთაგან არც ერთს არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
 
ხოლო როდესაც ლაპარაკია უფრო რთულ ცნებებზე, როგორიცაა საყოველთაო აზრით წინასახეობრივ ბიბლიურ მოვლენათა წაკითხვაზე და სხვა მეტაფორულ ახალაღთქმისეულ მოწმობებზე, - "ტექნიკურ კომენტატორთა" მტკიცებულებებში გაბატონებულია აზრობრივი ქაოსი, ანუ ნატურალური "კინო და გერმანელები" (თანაც გერმანელები შეიძლება ვახსენოთ ამ კონტექსტში სრულიად ბუკვალური აზრით, რადგან სწორედ მათგან შემოვიდა მსოფლიოში ლუთერანული მწვალებლობა, რის შედეგადაც "წმ. წერილის კომენტატორის" წოდება ლამის თითოეული ადამიანის კუთვნილება გახდა, ვისაც კი კითხვა შეუძლია. ხოლო ვინც ოდნავ მეტი შეძლო, ვიდრე თუნდაც წაკითხულის გააზრებაა, - მათ დღეისთვის გახსნეს "ბიბლიური" სკოლები, უნივერსიტეტები და ღვთისმეტყველების სფეროში ერთმანეთს სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს ანიჭებენ).
 
ასეა თუ ისე, გამოცხადების წიგნის 17-ე თავი მოწმობს იმაზე, რომ წითელ მხეცზე ამხედრებულ მეძავ ქალს უკვე შუბლზე აწერია თავისი არსი და ის სამი შემადგენელის ერთობლიობას წარმოადგენს:
 
 
საიდუმლო,
 
დიდი ბაბილონი,
 
მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა
 
 
ამასთან ყველა თვითმარქვია, რომლებიც წმ. წერილის კომენტირების პრეტენზიით გამოდის და აცხადებს "ბაბილონის დიდი მეძავი" ესა თუ ის მიწიერი სახელმწიფო ან ორგანიზაციააო, გამოცხადების მოწმობას შემოზღუდავს სიტყვით "ბაბილონი" და ცნებით "მეძავი", ხოლო განხილვის გარეშე ტოვებს სახელებს "საიდუმლო" და "მეძავი ქალის" სიდიდის შეფასებას, ასევე იმ გარემოებას, რომ "ბაბილონის მეძავი" ყველა შესაძლო მეძავთა და გამონაკლისის გარეშე ყველა სისაძაგლეთა დედაა.
 
მეტიც, ყველა პრიმიტიულ განმარტებაში "ბაბილონის" ცნება აღიქმება, როგორც მხოლოდ "მრავალ ხალხთა" სიმბოლო, თანაც, ბიბლიურ ტექსტებში "თავდაპირველი ბაბილონის" სისავსე და არსი წარმოდგენილია არა სხვადასხვა ხალხებად გაყოფილი კაცობრიობით (ანუ ენათა აღრევა არის არა მიზეზი, არამედ შედეგი), არამედ კაცობრიობის მცდელობით თვითნებურად მისწვდნენ ზეცას და თვითონ, თავიანთთვის შექმნან ერთი დიადი სახელი (შეად.: დაბ. 11:1-9; ზაქ. 5:6-11).
 
შესაბამისად, სახელი "საიდუმლო", რომელიც შუბლზე აწერია "დიდ ბაბილონს" (თანაც, ადამიანური სახე არ გააჩნიათ არც ქვეყნებს, არც ორგანიზაციებს), შემთხვევით არ არის ბაბილონის მეძავის პირველი სულიერი სახელი და იმთავითვე მოწმობს იმაზე, რომ ამ სახელთან დაკავშირებული ცნებები არცთუ აშკარაა, და რომ ბაბილონის დიდი მეძავის თანამოზიარეებზე ასე უბრალოდ "თითით" ვერ მიანიშნებ.
(სხვათა შორის, არც აშშ, არც ევროკავშირი, არც ვატიკანი, არც ნებისმიერი "ხილული" კანდიდატი ამ უკეთური სახელწოდების პრედენტენტს არ წარმოადგენს, რადგან მათ არსებითი საიდუმლონი არ გააჩნიათ; ასე რომ სიძვა მათ შემთხვევაში არის - თუმცა არანაირი საიდუმლო ამ სიძვაში არ მოიაზრება).
რაც შეეხება "მსოფლიო ბაბილონის" სიდიადეს, - მისი რეალური მასშტაბი მრავალგზის აღემატება ყველაფერ იმას, რაც კი შეიძლება განახორციელონ ხილულ სამყაროში ცალკეულმა ადამიანებმა, ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა. მეტიც, "დიდი ბაბილონის" გლობალური სიძვა ამა თუ იმ ხარისხით განივთებულია ყოველი ადამიანის გრძნობაში და ყოველ ადამიანურ საქმიანობაში (გამონაკლისი არ არის ყველაზე "დაცული" ცნებებიც კი, როგორიცაა "რწმენა", "დედობრივი სიყვარული", "სიყვარული სამშობლოსადმი" და სხვა).
 
ხოლო რადგან "დიდი მეძავის" მესამე სახელი წარმოდგენილია სიტყვებით "მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა", - სრულიად ცხადია, რომ მისი თითოეული მეძავური ნიშანთვისება გარკვეულწილ ახასიათებს მის თითოეულ "მეძავ ქალიშვილსაც", რის შედეგადაც ხილულ ქვეყნიერებაში (რომელიც მოც. იოანეს თქმით "ბოროტებაში ჰგიებს" (1 ინ. 5:19)) არა მარტო დიპლომირებული ღვთისმეტყველები, არამედ ნებისმიერი "ბებია-კომენტატორებიც" კი შეიძლება მიბრუნდნენ ქვეყნიერების ნებისმიერი მხარისკენ, მიუთითონ ნებისმიერ საზოგადოებასა თუ თანამეგობრობაზე (ქრისტეს ეკლესიის გარდა) და უშეცდომოდ გაარტყან ერთ-ერთ მცირე ან დიდ მიწიერ მეძავს.
 
ამასთან "ბაბილონის დიდი მეძავის" შუბლზე არსებულ წარწერათა ერთობლიობა მოწმობს იმაზე, რომ "მსოფლიო ბაბილონის" საიდუმლო სულაც არ დაიყვანება სიძვამდე, როგორც ასეთამდე, არამედ წარმოადგენს ერთადერთი დედის მიერ ნაშობ ყოველგვარ მიწიერ სიძვას, რომელიც განსაზღვრებით ამ ნებისმიერ მიწიერ სიძვაზე "დიადია" და მისი მუცლიდან სატანური თესლით არის ნაშობი.
 
ასე რომ, "ბაბილონური მეძავის" როლზე პრეტენზიის მქონე ესა თუ ის კანდიდატები, რომელთაც მსოფლიო მასშტაბები არ გააჩნიათ, წარმოადგენენ არა "დედებს", არამედ "ქალიშვილებს", რომლებიც ნაშობნი არიან "ბაბილონის მეძავისგან", მაგრამ მის უკეთურ სისავსეს ვერ იტევენ.
 
სწორედ ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს მთლიანად შეეხება ჩვენი მომდევნო პუბლიკაცია.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому