განმარტება - "უფსკრულიდან ამომავალი მხეცის" შებრძოლება "ორ წინასწარმეტყველთან" (გამოცხ. 11:7-8) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
"უფსკრულიდან ამომავალი მხეცის" შებრძოლება "ორ წინასწარმეტყველთან"

(გამოცხ. 11:7-8)
უფსკრულიდან ამომავალი მხეცი
"ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც" (გამოცხ. 11:7-8).
 
როგორც ადრე არაერთხელ აღინიშნა, "ორი მოწმის" და "ორი წინასწარმეტყველის" სახით დახატულია მთელი ახალაღთქმისეული ეკლესია; სიტყვები "როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას" ეჭვსაც კი არ ტოვებენ, რომ ქრისტეს ეკლესიის საყოველთაო მისია განსაზღვრულ მომენტში აღსრულებული აღმოჩნდება. თანაც მოწმობას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ამ მისიის შესრულება, ეძღვნება არა მარტო გამოცხადების წიგნის 11-ე თავი, - არამედ ელეონის მთაზე წარმოთქმული მაცხოვრის სიტყვაც.
 
"და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მთ. 24:14).
 
მეტიც, 11-ე თავში არსებითად მტკიცდება, რომ ვერავინ მთელ სამყაროში (და გამონაკლისი არ არის არც "მხეცი უფსკრულიდან") ვერ არიან შემძლე შეწყვიტონ ან დააზიანონ საყოველთაო ქრისტიანული მოწმობა იმ მომენტამდე, როდესაც ეკლესია შეასრულებს და დაამთავრებს მასზე დაკისრებულ გლობალურ წინასწარმეტყველურ მისიას.
 
შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც ერთი შეხედვით "მხეცის გამარჯვებად" გამოიყურება, სინამდვილეში კიდევ ერთი ბიბლიური მოწმობაა ქრისტეს ეკლესიის გარდაუვალი გამარჯვებისა. რადდგან თუკი ყოველგვარი შენიშვნისა და შესწორების გარეშე მივიღებთ მტკიცებულებას, რომ "უფსკრულიდან მხეცის ამოსვლამდე" ეკლესიამ დაასრულა თავისი მოწმობა, - ეს ნიშნავს, რომ ყოველგვარი მოლოდინი და ჩანაფიქრი, რომელიც კი დაკავშირებულია ამ მოწმობასთან ამაო არ იქნება და არასოდეს "შეწყვეტილა", არამედ "აღსრულდა", ანუ მიაღწია თავის სისავსეს და რეალობაში "წერტილიდან წერტილამდე" განხორციელდა.
(ადრე უკვე აღვნიშნავდით, რომ მოწმობის ქადაგება ეს არის ჭეშმარიტების უწყება, ამიტომაც ასეთი ქადაგება შეიძლება არა მარტო მიიღონ, არამედ უარყონ კიდევაც. ამასთან, ეს სხვა შედეგიც ახალაღთქმისეული ეკლესიის მიწიერი მისიის აღსრულება გახლავთ).
და მაშინაც კი, როდესაც "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" მოკლავს "ორ ახალაღთქმისეულ წინასწარმეტყველს", - მისი უკეთური ზეიმობა და ბნელეთის ძალაუფლება სულ მცირე ხნით გაგრძელდება, რომელიც შემოსაზღვრული იქნება იმ რეალობით, რომელიც ამ დღეებში ასევე დაასრულებს თავის არსებობას. მეტიც, სწორედ ამ საშინელ მომენტში მსოფლიოს მოევლინება კიდევ ერთი (და უკანასკნელი) ახალაღთქმისეული მოწმობა, - რადგან უკანასკნელი მოწამეების მკვდრეთით აღდგომის ვერც "შეჩერება" შეეძლება "უფსკრულიდან ამომავალ მხეცს" და ვერც მისი "აკრძალვა" (შეად.: "... ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილისთვის მისი შეკავება" (საქმე 2:24; მთ. 12:39; 1 თეს. 4:16 და ა. შ.).
 
ხოლო რადგან დიდი ქალაქი, რომლის "ქუჩებშიც" დარჩებიან მხეცის მიერ მოკლული ახალაღთქმისეული მოწმეები, ამ მოვლენებში წარმოდგება "ძველ" იერუსალიმად (სწორედ ამ ქალაქში აცვესჯვარს უფალი), სოდომად, ეგვიპტედ, და თვით ბაბილონადაც კი (ამ წინასწარმეტყველურ სიმბოლოებს ეძღვნება ცალკე პუბლიკაცია), - უეჭველია, რომ ლაპარაკია არა რომელიღაც მიწიერ მეგაპოლისზე, და რომელიმე ცალკე ქვეყანაზე, არამედ მთელ ძველ მსოფლიოზე, რომელიც უკანასკნელი სამსჯავროს წინასწარმეტყველურ პერსპექტივაში იხატება.
(ერთი და იგივე "დიდი ქალაქის" სხვადასხვა სახელდებით გამოცხადების წიგნი პირდაპირ მოწმობს იმის შესახებ, რომ "სოდომი", "ეგვიპტე" და "იერუსალიმი" ერთი და იგივე ცნებაა, რომელიც ხელთუქმნელი ტაძრის "გარეთა ეზოსთან" არის კავშირში (გამოცხ. 11:2) და, რომელიც დრომდე "მიეცა წარმართებს" რომელთადმი იყო მიმართული "ორი ზეთისხილის" მოწმობა, და ვისკენაც მიჰქონდათ ღმრთის ნათელი "ორ სასანთლეს" და ა. შ.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უეჭველია, რომ "გარეთა ეზოს" სიმბოლოში დახატულია ის ხილული და უხილავი საზღვრები სამყაროსი, რომლებიც განკითხვის დღემდე და დაცულია, რადგან "ცეცხლისთვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი" – 2 პეტ. 3:7).
რაც შეეხება "უფსკრულიდან ამომავალ მხეცს", - იმის გათვალისწინებით, რომ გამოცხადების წიგნში ნახსენებია სხვადასხვა მხეცი (ანუ მხეცი "ამომავალი უფსკრულიდან" (გამოცხ. 11:7, 8); მხეცი "ამომავალი ზღვიდან" (გამოცხ. 13:1); მხეცი ამომავალი "მიწიდან" (გამოცხ. 13:11), "წითელი მხეცი" (გამოცხ. 17:3), "მხეცის" სიმბოლო მოითხოვს ცალკეულ და საბუძვლიან განხილვას.
 
მიუხედავად ამისა, წინასწარ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ "უფსკრულის" ცნება, საიდანაც ამოდის მხეცი, რომელიც ჰკლავს ორ ბიბლიურ მოწმეს, გამოცხადების წიგნში არც ისე ხშირადაა ნახენები, კერძოდ:
     
  • გამოცხ. 9:1-3 მოწმობს იმაზე, რომ მეხუთე საყვირის დროს უფსკრულის ჭიდან, რომელსაც ციდან გადმოვარდნილი ვარსკვლავი აღებს, გამოდის "დემონური კალია";
  •  
  • გამოცხ. 9:11-ში "კალიის გუნდის" მეფედ მოიხსენიება უფსკრულის ანგელოზი (ანუ "წარმწყმედელი");
  •  
  • გამოცხ.11:7-ში ლაპარაკია იმაზე, რომ "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი", კლავს "ორ წინასწარმეტყველს", რომლებმაც დაასრულეს თავიანთი საყოველთაო      მისია;
  •  
  • გამოცხ. 17:8-ში უფსკრულიდან ამომავალ მხეცზე ნათქვამია, რომ "იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან  და წარსაწყმედლად წავა";
  •  
  • გამოცხ. 20:1-3-ში ზეციური ანგელოზი უფსკრულში ჩაკეტავს ციდან გადმოგდებულ ეშმაკს, რომელიც "ათასი წლის შემდეგ" "მცირე ხნით" გათავისუფლდება და უკანასკნელი ბრძოლისთვის აამხედრებს ყველა ურჯულოს, რის შემდეგაც კაცთა მოდგმის მტერი სამუდამოდ იქნება ჩაგდებული "ცეცხლისა და გოგირდის ტბაში".
 
ეს კი ნიშნავს, რომ როდესაც "უფსკრულიდან ამომავალი მხეცის" სიმბოლოს განვიხილავთ, არა სხვა "მხეცებთან" მისი შედარებისას, არამედ ამ სიმბოლოს "უფსკრულის" ბიბლიურ ცნებასთან მიმართებით, საკითხი მასში მოაზრებულ პერსონაჟზე რთულ საკითხად არ გვეჩვენება (რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ვინც გამოცხადების წიგნზე ფიქრობს, ის თავისი განსჯისას ხელოვნურ და "ფანტაზიურ" მნიშვნელობებს არ შემოიტანს).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому