სხვადასხვა > ზომბი
ზომბები ფიურერისთვის
აღმოჩნდა, რომ ზომბის ტექნოლოგია სულაც არ ყოფილა ვუდუს რელიგიის მოგვებისა და საშინელებათა ფილმების სცენარისტთა მონოპოლია. ექსპერტებს თუ დავუჯერებთ...
... მეორე მსოფლიო ომისა და მისი მომიჯნავე პერიოდის დოკუმენტები 15%-ითაც კი არ არის შესწავლილი. მათზე გაცხოველებით ახლა მუშაობენ. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც ქვეყნდება პრესაში სენსაციური ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენ არც სკოლებში გვსმენია რამე და არც უნივერსიტეტებში.
1996 წელს იტალიის ეროვნული უფოლოგიური ცენტრის თავმჯდომარეს ხელში ჩაუვარდა მეტად საინტერესო დოკუმენტები. "სენიორ იქსის" მიერ გამოგზავნილი მასალებიდან ჩანდა, რომ პირველი მრინავი თეფში იტალიის ტერიტორიაზე ჩამოფრინდა 1933 წლის 13 ივნისს. თავიდან ეს ანონიმის ოინად ჩათვალეს და ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ექსპერტებმა დაადასტურებს დოკუმენტების მორიგი "ულუფის" სინამდვილე, მაშინ გადაწყვიტეს სერიოზულად მოეკიდათ ხელი ამ საკითხისთვის. შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
1933 წლის ივნისის შუა რიცხვებში "დუჩეს" (მუსოლინი) პირადი გადაწყვეტილებით იტალიაში შეიქმნა სპეციალური საიდუმლო განყოფილება "კაბინეტი RS/33", რომელსაც იტალიის ცაზე გამოჩენილი ნებისმიერი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენა უნდა გამოეკვლია. კაბინეტის მუშაობისთვის პასუხისმგებელი იყო გრაფი გალეაცცო ჩიანო - მუსოლინის სიძე და იტალიის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე სამხედრო საჰაერო ძალების მეთაური გენერალი იტალო ბალბო.
"კაბინეტი" 1933 წლის 13 ივნისს იტალიის ტერიტორიაზე ამო-ს გამოჩენისთანავე შეიქმნა. ობიექტის დაშვების ადგილი დოკუმენტებში მითითებული არ ყოფილა, მაგრამ არსებობდა მკაფიო ინსტრუქციები თუ როგორ უნდა მიეტანათ ამო "საიდუმლო ადგილას", როგორ უნდა დაეპატიმრებინათ იდუმალი მოვლენის თვითმხილველები და როგორ აეკრძალათ პრესისთვის მსგავსი მოვლენების გაშუქება. მილანის ასტრონომიული ობსერვატორიის წევრებმა მიიღეს განკარგულება მოემზადებინათ სასწრაფო მოხსენება ხსენებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"კაბინეტ RS/33"-ის მასალების გამოძიების პროცესში ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც მოწმობდა იმის შესახებ, რომ 1936 წლის 17 აგვისტოს დილით სამმა ამოუცნობმა ობიექტმა გადაუფრინა ვენეციას და მესტრას. ჩიანოს სახელზე მოსულ წერილში იტყობინებოდნენ, რომ ერთ-ერთი ობიექტი ფორმით წააგავდა უზარმაზარ სიგარას, ხოლო ორი დანარჩენი ბურთისებრნი იყვნენ. ვენეციის მცხოვრებმა, გვარად ფაუსტინომ, რომელიც წერილში მითითებული იყო როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი, დაადასტურა, რომ 7 წლის ასაკში ნახა, როგორ გადაიფრინა ერთხელ უზარმაზარმა ტორპედომ ცაში, რომელსაც თან ორი გამჭვირვალე ბურთი სდევდა.
1940-იან წლებში "კაბინეტ RS/33"-ის საქმიანობა შეწყვიტეს. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, როგორც სხვა დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, იმ დროისთვის უკვე ნაპოვნი იყო. ჩრდილოეთ ლომბარდიიდან "თეფში" ვერიგატეს ავიაბაზაზე გადაიტანეს, სადაც საიდუმლო ანგარში ინახებოდა ომის დასრულებამდე, სანამ თვით ფაშისტებმა, რომლებიც უკვე გრძნობდნენ თავიანთ დამარცხებას, არ გაანადგურეს ყველა ანგარი, რომლებშიაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ინახებოდა.
ჩვენს უნდობლობით აღსავსე პერიოდში უფოლოგების, პარანორმალური მოვლენებისა და სხვა "ფანტასტების" სიტყვას სერიოზულად არავინ ეკიდება. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: 1941 წლის 23 თებერვალს ფაშისტი მებრძოლების ფედერაციის ყრილობაზე მუსოლინიმ ყველას გასაგონად წარმოთქვა ასეთი სიტყვები: "შეერთებულ შტატებში, ძალიან მალე, იაპონიის, გერმანიის ან იტალიის ჯარები კი არ შეიჭრებიან, არამედ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი, არამედ მარსის განსაკუთრებულად ავი ბინადრები, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვლენ თავიანთი წარმოუდგენლად მრისხანე "მფრინავი ხომალდებით".
რატომაც არა? ბენიტო მუსოლინის თანამებრძოლი - ადოლფ ჰიტლერი - ამერიკის შეიარაღებულ ძალებს ზომბების არმიით ემუქრებოდა! ამის შესახებ ცნობილი გახდა რამოდენიმე წლის წინ, როდესაც არქეოლოგების ჯგუფმა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის მაღალმთიან რაიონებს იკვლევდა, აღმოაჩინა უცნაური სამარხი. ყინულებში დაახლოებით ასამდე კარგად შენახული გვამი იპოვეს. ადგილზე გამოძახებულმა ექსპერტებმა, SS-ის საიდუმლო მასალების შესწავლის შემდგომ, დაასკვნეს, რომ მესამე რეიხის მეცნიერები პროექტ "ნიბელუნგის" ჩარჩოებში მიცვალებულ ჯარისკაცთა "გაცოცხლების" პროგრამაზე მუშაობდნენ.
გარდაცვლილის სხეულს ამუშავებდნენ სპეციალური ხსნარით, რომელიც შეიცავდა მაბალზამირებელ სითხეს, სინილის მჟავას, ადრენალინს და კიდევ ათობით ქიმიურ ნივთიერებას. მომავალი "უკვდავი" მეომრის ტვინში, რომელიც სპირტის აბაზანაში ათავსებდნენ, და რომელიც თავის ქალის შიგნით იყო განთავსებული, ჩაამონტაჟეს კომპიუტერული ჩიპი, რომლისგანაც გამომავალი ელექტროსადენები უერთდებოდა ზომბის კუნთებს. ბუნებრივია, ეს სულაც არ გახლდათ ცოცხალი ჯარისკაცი, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ მეორეს მხრივ, ვის სჭირდება მოაზროვნე მეომარი? ამისთვის არსებობს მეთაური! სხვათა სორის, ზომბი-არმიის მეთაურს შეეძლო პულტის დახმარებით 5 კილომეტრის რადიუსში ემართა თავისი ჯარისკაცები. თანაც მკვდრის ლიკვიდაცია მეტად ძნელი იყო: ამისთვის საჭირო გახლდათ მეომრის თავში მდებარე გადამცემის განადგურება.
ისტორიის ანალებმა შემოინახა ჰენრიხ ჰიმლერის სიტყვა, რომელიც მან 1944 წელს საიდუმლო ბაზის მონახულების დროს წარმოთქვა: "თუ თქვენ შექმნით, მაგალითად, 20 მილიონიან ზომბი-არმიას, იარაღის მიცემაც კი არ დაგვჭირდება მათთის - საკმარისი იქნება მათი აღჭურვა დანებით რათა ყოველივე აღგავონ პირისაგან მიწისა რაც კი წინ შეხვდებათ". მკვლელი რობოტებისგან კაცობრიობა იხსნა ამგვარი "სიამოვნების" სიძვირემ, რადგან ერთი მიცვალებულის "გაცოცხლება" ჯდებოდა დაახლოებით 500 ათასი დოლარი. თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ ინფლაციას, ეს გახლავთ ფანტასტიკური თანხა! თუმცა, 1945 წლისთვის, როგორც ერიხ ვინდელმანი ადასტურებს, გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს 50-მდე ზომბი ჯარისკაცი! ასეთ დასკვნამდე მივიდა ექსპერტების ჯგუფი, რომელიც იკვლევდა ყინულებში აღმოჩენილ გვამებს, სადაც, სხვათა შორის, აღმოაჩინეს 50 ჯარისკაცი გადამცემებით თავში და მარკირებით "ნიბელუნგი", რომელიც ხელებზე ჰქონდათ ამოტვიფრული.
მესამე რეიხის საიდუმლო ბაზის ბედი უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ 1945 წლის აპრილში "СМЕРШ"-ისა ("СМЕРШ", ანუ "Смерть шпионам!". მეორე მსოფლიო ომის დროს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სადაზვერვო დაწესებულებები ყოფილ საბჭოთა კავშირში - რედ.) და აშშ-ს სპეცსამსახურების ჩარევით ეს ბაზა ააფეთქეს. ეს თეორია ეყრდნობა საკმაოდ არასაიმედო ფაქტებს: სავარაუდო ბაზის ადგილას ნაპოვნი იქნა ამერიკული სამხედრო ტანისამოსის სახელო და შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის (ППШ) მჭიდები.
დასასრულ მხოლოდ იმის განმეორებაღა შეგვიძლია, რომ მრავალი მასალა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემატიკას და მესამე რეიხის საიდუმლო ექსპერიმენტებს ეხება, დღემდე გასაიდუმლოებულია. შესაძლოა მომავალმა ფარდა ახადოს ნაცისტების ამ იდუმალ ცდებს და მსგავსი ისტორიები დაუჯერებლად და ფანტასტიკურად შესაძლოა უკვე აღარც მოგვეჩვენოს...
წყარო: 4stor.ru/strashno-interesno/61312-zombi-dlya-fyurera.html