ზომბი - ცსს-ს საშინელი ექსპერიმენტი ადამიანებზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ზომბი
ცსს-ს საშინელი ექსპერიმენტი ადამიანებზე

ანუ

ჰალუცინოგენი LSD ფრანგულ პურში
ზომბები ფიურერისთვის
გაიხსნა ფრანგული პროვინციის Pont-Saint-Esprit-ის 50 წლოვანი საიდუმლო, რომლის მცხოვრებლები მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ ჰალუცინაციებით. საიდუმლო გახსნა ერთმა ჟურნალისტმა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ პური, რომელსაც მოსახლეობას ამარაგებდნენ ჰალუცინოგენით (კონკრეტულად LSD-თი) ყოფილა დაბინძურებული.



1951 წელს, საფრანგეთის სამხრეთის წყნარი და თვალწარმტაცი ქალაქი უეცრად მასობრივმა სიგიჟემ და ჰალუცინაციებმა მოიცვა. დაიღუპა მინიმუმ ხუთი ადამიანი, ათეულობით კაცი განამწესეს სპეციალურ ჰოსპიტლებში, ასეულობით ადამიანს მიადგა საშინელი მორალური და მატერიალური ზარალი.

ადამიანებს საშინელი მხეცები და ცეცხლი ეჩვენებოდათ. ერთი მამაკაცი მდინარეში თავის დახრჩობას ცდილობდა, რადგან გაჰყვიროდა, რომ საშინელი გველები მოსდევდნენ შესაჭმელად. 11 წლის ბავშვმა კინაღამ დაახრჩო საკუთარი ბებია.

კიდევ ერთმა, სანამ ფანჯრიდან გადახტებოდა, დაიყვირა "მე ვარ თვითმფრინავი" და გადახტა, მოიმტვრია ფეხები, შემდეგ ადგა და 50 იარდი გაიარა. სხვა საკუთარ გულს "ხედავდა", რომელიც ფეხებიდან გამოდიოდა და ექიმს ევედრებოდა უკან, თავის ადგილას დაებრუნებინა იგი. მრავალ ადამიანს ჩააცვეს მაშინ გიჟის სამოსი და სპეციალურ დაწესებულებებში გაამწესეს.

იმ დროს ერთი ჟურნალი წერდა: "დაზარალებულები ბოდავენ. პაციენტები გაჰყვირიან, რომ მათ სხეულებზე წითელი ყვავილები ამოსდით, ხოლო თავები გავარვარებულ ტყვიასავით უხურთ"

ბოლოს და ბოლოს ოფიციალურ ვერსიად გააჟღერეს, რომ თითქოსდა ქალაქის ყველაზე ცნობილი მცხობელი პურის ფქვილს უნებლიედ ჰალუცინოგენური ობით აბინძურებდა. სხვა ვერსიით პურის ფქვილი ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთებით იყო მოწამლული.

მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ საფრანგეთის სამხრეთით ჩატარდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ზესაიდუმლო ამერიკული ქვედანაყოფის, ქ. ფორტ დეტრიკის (მერილენდის შტატი. აშშ) "სპეციალური ოპერატიული დივიზიის" (Special Operations Division (SOD), ანუ "სოდ"-ის ექსპერიმენტი.

მეცნიერები, ვინც ალტერნატიულ ახსნას იძლეოდნენ, მუშაობდნენ შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Sandoz-ში, რომელიც საიდუმლოდ ამარაგებდა LSD პრეპარატებით ცსს-საც და ამერიკის არმიასაც.

ბ-ნი ალბარელი (ჟურნალისტი) ცსს-ს საიდუმლო დოკუმენტს ფრენკ ოლსონის, SOD-ში მომუშავე ბიოქიმიკოსის თვითმკვლელობის გამოძიებისას წააწყდა (ის გადმოვარდა მე-13 სართულიდან, "პურის ინციდენტიდან" ორი წლის შემდეგ). ცსს-ს აგენტსა და Sandoz-ის ოფიციალური წარმომადგენლის ერთ ერთ საუბარში მოხსენიებულ იქნა "პონ-სენტ-ესპრის საიდუმლო", სადაც ითქვა, რომ ფრანგული ინციდენტი სულაც არ ყოფილა გამოწვეული ობით, არამედ ლიზერგინის დიეთილამიდის მჟავათი, ანუ LSD-თი.

ბ-ნი ალბარელიმ საშინელი ფაქტები გამოააშკარავა: ცსს-ს აგენტების მიერ ფრენკ ოლსონის მკვლელობა და ცივი ომის საშინელი ექსპერიმენტი, რომელიც LSD-ს უკავშირდება. ბ-ნი ალბარელი გაესაუბრა ოლსონის ყოფილ კოლეგებს, რომელთაგან ორმა განაცხადა, რომ Pont-Saint-Esprit-ის ინციდენტი ცნობიერების მართვისა და კონტროლის საიდუმლო ექსპერიმენტი გახლდათ.



კორეაში ომის დამთავრების შემდეგ ამერიკელები ფსიქიკური მანიპულაციების სფეროში, პატიმრებსა და მოწინააღმდეგის ტყვეებზე საიდუმლო გამოკვლევებს ატარებდნენ. ფორტ დეტრიკის მეცნიერებმა ალბარელის ამცნეს, რომ აგენტები LSD-ს აფრქვევდნენ ჰაერში, ასევე აბინძურებდნენ ადგილობრივ პროდუქტებს.

ბ-ნ ალბარელის თქმით, ნამდვილი სენსაცია გამოდგა თეთრი სახლის დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნა როკფელერის კომისიას 1975 წ. ცსს-ს ბოროტმოქმედებათა გამოსაძიებლად. მასში მითითებულია მთელი რიგი ფრანგი მოქალაქეების სახელები და გვარები, რომლებიც საიდუმლოდ მუშაობდნენ ცსს-ს აგენტებად და "სან ესპრის" ინციდენტთან პირდაპირ იყვნენ დაკავშირებულნი.

ალბარელის თქმით, ცსს-მ LSD გადააქცია შეტევის იარაღად და მსგავსი ექსპერიმენტები გამოიყენა 5700-მდე ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეზე 1953-1965 წლებში.

ალბარელის წყაროები არ უთითებენ იყვნენ თუ არა საქმის კურსში საფრანგეთის სპეცსამსახურები. აშშ-ს საინფორმაციო წყაროების ცნობით, საფრანგეთის დაზვერვის სამსახურმა ცსს-სგან მოითხოვა ახსნა-განმარტება ალბარელის მიერ მოტანილ მხილებებთან დაკავშირებით. თუმცა, თვით საფრანგეთის დაზვერვის სამსახური ამ ფაქტს უარყოფს.

Pont-Saint-Esprit-ის მცხოვრებთ ჯერაც სურთ გაიგონ, რატომ გახდნენ ისინი ასეთი საშინელი და აპოკალიფსური ექსპერიმენტის მსხვერპლნი.

"მე თითქმის ჩამწიხლეს კალათაში", განაცხადა ერთ ერთმა მოქალაქემ, 71 წლის ჩარლზ გრანჟემ, - "და მინდა ვიცოდე რატომ".


წყარო: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/france/7415082/French-bread-spiked-with-LSD-in-CIA-experiment.html??
Назад к содержимому