ხელოვნება - სიმბოლური ფოტოსურათები - 2024/2 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
სიმბოლური ფოტოსურათები
(2024/2)
ილუმინატების ხელოვნება
ამ გამოშვებაში: იდრის ელბას ცალთვალა მისალმება, ბარი კეოგანის შემაშფოთებელი (მაგრამ სიმბოლური) ფოტოსესია, კანი უესტის უცნაური დამოკიდებულება ბიანკა ცენზორისთან. და კიდევ (ჩვეულებისამებრ): დალახვროს ღმერთმა, რა სჭირს ამ მოდის სამყაროს?

ბარი კეოგანი (ინგლ. Barry Keoghan) - ირლანდიელი მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია Marvel-ის ფილმებით: Eternals და Netflix-ის სერიალითTop Boy. სულ ახლახან ის გადაიღეს ფილმში Saltburn, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ელიტური გარყვნილების სისხლიანი ორგია. სრულიად ჯეროვანია ითქვას, რომ ამ ფილმის პოპულარიზაციისთვის კეოგანი გამოჭიმეს ჟურნალ W Magazine-ის ფოტოსესიაში, რომელსაც სხვას ვერაფერს უწოდებ თუ არა ელიტური გარყვნილების სისხლიან ორგიას რიტუალური დამცირების გარკვეული დოზით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოლივუდში.
ილუმინატების ხელოვნება
ამ ფოტოზე კეოგანი ჭამს ისეთ რამეს, რაც ადამიანის გულს წააგავს. მისი ხელები და სახე სისხლითაა მოთხვრილი, თითქოსდა პატარა ბავშვივით ტორტს ჭამდეს. რა თქმა უნდა, ის ბავშვი არ არის, არამედ ზრდასული მამაკაცია, რომელსაც კანიბალიზმისა და ადამიანური სისხლის დალევის ნორმალიზაციისთვის იყენებენ, რომლითაც ოკულტური ელიტაა შეპყრობილი. მომწონს ინსტაგრამში გამოქვეყნებული ზოგიერთი მისი ფოტოს კომენტარები, როგორც ჩანს ადამიანები ნათლად ხედავენ ამ სიმყრალეს.
ილუმინატების ხელოვნება
აქ კეოგანი უბრალოდ წითელ ლატექსურ კოსტიუმშია გამოწყობილი, რომელიც თითქოსდა ჰყვირის: "მე ვარ ინდუსტრიის ბოზი". ელიტის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების გარდა, რომელიც სქესთან შორის განსხვავების წაშლისკენ არის მიზანმიმართული, ფოტოსესია ასევე შეიცავს გარკვეულ მინიშნებებს პოპ-კულტურის ვამპირებზე, ისეთებზე, როგორიცაა ბაფი (იხ. ტოლჩაზე). ელიტას უყვარს ვამპირები, რადგან იცის, რომ არაფერია გამონაგონი იმაში, თუ როგორ სვამენ ახირებული ბებრები სისხლს "მაცოცხლებელი ძალის" მისაღებად.
ილუმინატების ხელოვნება
ეს ფოტოსურათი აფრქვევს ქვედა საცვლიანი "პატარა სექსუალიზირებული გოგონას" ატმოსფეროს, რომელიც საწოლიდან არის გადმოწეული. ეს არის უბრალოდ სევდიანი და დამამცირებელი სურათი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რათა აღაგზნოს ზემოთხსენებული ბებრები.
ილუმინატების ხელოვნება
აქ კეოგანი ბუკვალურად ბანაობს სისხლში, იყენებს პომადას და ქალის აქსესუარებს. მისი სახე თითქოსდა ამბობს: "ეს ყველაზე უქვემოესი წერტილია ჩემს ცხოვრებაში".

მოდის სამყარო ასევე შეპყრობილია ზემოთნაჩვენების მსგავსი ელიტური გარყვნილებებით. პარიზის მოდის კვირეულში რობერტ ვუნმა (რომელიც აცმევდა ინდუსტრიის ისეთ ცნობილ პაიკებს, როგორებიც არიან ლედი გაგა, ბიონსე, დოჯა კეტი, ლიზო და კარდი ბი) ეს ყველაფერი უფრო გამოააშკარავა.
ილუმინატების ხელოვნება
ვუნის ერთ-ერთი "შედევრი" - საქორწილო კაბა, რომელიც სისხლითაა მოთხვრილი. კვლავ ადამიანის სისხლი. როგორც ჩანს, ისინი ვერ ძღებიან ამით. ტრადიციული თეთრი კაბა წარმოადგენს პატარძლის სიწმიდისა და უბიწოების სიმბოლოს. მოცემულ შემთხვევაში ის სრულიად დალაქავებულია, სავარაუდოდ, სასტიკი მკვლელობის შედეგად. ამ ადამიანებს აქვთ დაავადებული ფსიქიკა.
ილუმინატების ხელოვნება
ეს მოდელი ისე გამოიყურება, თითქოსდა კანიბალისგან ჰერპესით იქნა დაავადებული. როგორ მოგწონთ ასეთი "მოდა"?
ილუმინატების ხელოვნება
მამაკაცი-მოდელი დადის წითელ კაბაში, რომელსაც მიმაგრებულია უსახური წითელი დემონი. რაც კიდევ უფრო უცნაურია, დემონი ტანთ ხდის მოდელს, თითქოსდა მისი შეურაცხყოფა სურს.
ილუმინატების ხელოვნება
ზემოთთქმულის დასტურად, რომ ეს ყველაფერი ელიტარული სიგიჟეა, წარმოდგენილ მამაკაცს თვალზე აკრული აქვს მოდიფიცირებული ნიშანი - 666.

 
 
როდესაც მოდის ინდუსტრიის ავადმყოფობაზე ვლაპარაკობთ, ტომ ბრაუნის ამასწინანდელ ჩვენებას გააჩნდა დემონური ტენდენციები, რადგან მოდელების უმრავლესობა დადიოდა თავებზე აღმართული "რქებით". რაც უარესია: ამ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ პატარა ბავშვებიც, რომლებიც ქმნიდნენ "ბავშვთა მჭამელის" ძლიერ ატმოსფეროს. აქ ფოტოები არასაკმარისია, უნდა ნახოთ ვიდეო, რათა სრულად აღიქვათ ამ ყოველივეს ამაზრზენი ხასიათი.



 
როგორც წესია, ცალი თვალის ნიშანი ყველგან ფიქსირდება მოდის და ხელოვნების სამყაროში. აი რამოდენიმე მათგანი იმ უამრავიდან, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით.
ილუმინატების ხელოვნება
იდრის ელბა - დიდი კინოვარსკვლავი, 2018 წელს ჟურნალმა People მას დღეს მცხოვრებ მამაკაცთა შორის "ყველაზე სექსუალური მამაკაცი" უწოდა. ამიტომაც, ელიტამ მისი გამოყენებაც გადაწყვიტა. რამოდენიმე წლის შემდეგ გაერო-მ და უნისეფმა (UNICEF, United Nations International Children’s Emergency Fund - ბავშვთა დახმარების ფონდი) ის დაიქირავეს სხვადასხვა გლობალური პროგრამის განსახორციელებლად. სულ რამოდენიმე ხნის წინ მან Calvin Klein-თან ერთად ხაზზე გაუშვა ტანისამოსის პარტია. ეს ერთ-ერთი იმ ფოტოთაგანია, რომელიც ტანისამოსის ამ პარტიის პოპულარიზაციისთვის დასჭირდათ. გზავნილი ასეთია: მოდისგან ფული რომ მიიღო, საჭიროა ჯერ მისდამი მორჩილება აჩვენო.
ილუმინატების ხელოვნება
რამოდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა მალიშა ჰარვის, 16 წლის ინდოელი გოგონას ისტორია ინდოეთის ღარიბული რაიონიდან, რომელიც ცნობილი მოდელი გახდა. ამ საინფორმაციო სააგენტოთა უმრავლესობა იყენებს ამ ფოტოსურათს, რომელზეც გოგონა აშკარად აკეთებს ცალი თვალის ნიშანს, რათა აჩვენოს თავისი "წარმატების" საფუძველი. რეალური ისტორია ასეთია: ის დაიქირავეს ინდუსტრიის არამზადებმა, რატა კიდევ ერთი სექსუალიზირებული არასრულწლოვანი ჩაეგდოთ ხელში.
 
 
იმ დროიდან, რაც კანიე უესტი ძალდატანებით იქნა ჰოსპიტალიზირებული 2016 წელს... სახლში არ გამოჩენილა. როგორც ცნობილია, "მკურნალობა", რომელიც მან მიიღო თავისი იდუმალი ჰოსპიტალიზაციის დროს, ძალიან წააგავდა პროგრამა "მონარქის" გავლენას. ზოგჯერ მკ ულტრას (МК-ULTRA) მონები მკ-ს თანამშრომლებად იქცევიან. ასეთი სუნი ასდის კანიესა და მისი "ცოლის" ბიანკა ცენსორის ურთიერთობას. თითქოსდა ისინი არიან "შემწე და მონა". მრავალ შემთხვევებში ცენსორის ამცირებდნენ და მის დეჰუმანიზაციას ახდენდნენ, მაშინ როდესაც კანიე უკანა პლანზე საკმაოდ ამაზრზენად იქცეოდა.
ილუმინატების ხელოვნება
თავის დაბადების დღეზე ცენსორი აიძულეს ლას-ვეგასში თითქმის შიშველს გაესეირნა. გარდა ამისა, ის ფეხშიშველი დადიოდა ბინძურ, ტალახიან კაზინოში - რაც აკმაყოფილებდა მკ კურატორის სადისტურ მიდრეკილებებს.
ილუმინატების ხელოვნება
ცენსორის ოჯახმა შენიშნა, რომ მოდელი ძლიერ შეიცვალა იმის შემდეგ, რაც კანიე გაიცნო. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ მას (ბიანკა ცენსორის) აკონტროლებენ. შესაძლოა, ის (კანიე) აკონტროლებს მის (ბიანკას) ცნობიერებას.
ილუმინატების ხელოვნება
რაღაც მომენტში ცენსორის ჰქონდა მოკლე და ქერა თმები. როგორც ვიცით მკ-მონები ხშირად იდენტიფიცირდებიან სწორედ ასეთი ვარცხნილობით. თვით კანიემაც გაიუფერულა თავისი თმები ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, შესაძლოა, მისი "გადაპროგრამირების" ნიშნად.
ილუმინატების ხელოვნება
კანიეს ალბომის Vultures 1-ის გარეკანი აგრძელებს ცხოველების მწვრთნელის და სექსუალური ფისუნას ურთიერთობის დემონსტრირებას. მართლაც, "ხელოვნების" ცენტრში იმყოფება ცენსორის შიშველი უკანალი, მაშინ როდესაც კანიე ჯეისონის ნიღაბში აბსოლუტურ ფსიქოპათად გამოიყურება.
 
 
ვითარება კიდევ უფრო უცნაური გახდა, როდესაც საქმეში კანიე ვესტის ქალიშვილი ნორტ ვესტი ჩაერია.
ილუმინატების ხელოვნება
ტიკ-ტოკში 10 წლის ნორტ ვესტმა დიდი გაკვირვება გამოიწვია. მან ამ ალბომის გარეკანი დახატა (ამჯერად წაშლილია). მეტიც, მან რატომღაც დაწერა, რომ მადლობელია სიმღერისთვის "კარნავალი".
 
 
აი კანიეს სიმღერის "კარნავალის" მისამღერი. თავად განსაჯეთ უნდა იყოს თუ არა 10 წლის გოგონა ამ სიმღერის "მადლობელი"?
 
 
მოდი, მოდი, მოდი,

თავი ისეთია, როგორც საპატიო დაფა,
 
ის გაისეირნებს ასოზე (d*ck), როგორც კარნავალზე
 
მე შეუძლებელი გავაკეთე.
ილუმინატების ხელოვნება
როდესაც ქალაქმა სევილიამ წარმოადგინა თავისი პასქალური პლაკატი, ამ ფაქტმა მაშინვე დიდი ხმაური გამოიწვია. შენიშნეს, რომ იესუს "ქალური" და "ჰომოეროტიკული" გამოსახულება ჰქონდა. მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს მის ჩამოსახსნელად. თუმცა, მხატვარი ამტკიცებს, რომ არ ესმის წინააღმდეგობის არსი. არსებობს რამოდენიმე რამ, რასაც ისინი უგულებელყოფენ. ჯერ-ერთი, იესუ აღდგომის შემდეგ, სავარაუდოდ დასისხლიანებული და დაჭრილი იყო ეკლიანი გვირგვინისა და ჯვარცმის მიერ. ვფიქრობ, მხატვარმა მოახდინა ამ საგნების მინიმიზირება, რადგან ისინი სექსუალურობას მოაკლებდა ნახატს. გარდა ამისა, მთელი ვითარება თეძოსთან გაკეთებული ლენტიონისა და თოკისა ძალიან ჰომოეროტიკულია. მოკლედ, რომ ვთქვათ, ის, ვინც ეს გააკეთა და მოიწონა, ქრისტიანი არ არის, უფრო პირიქით - ანტიქრისტიანია.
ილუმინატების ხელოვნება
ეს არის უეს ბორლენდი ჯგუფითან Limp Bizkit, რომელიც უცნაურ პოზაში მყოფი შიშველი ბავშვის წინ პოზირებს. ვიქრობ ნორმალური ადამიანი არ ისურვებდა შიშველი ბავშვის წინ პოზირებას, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ეს შესანიშნავი იდეაა.
 
 
ფოტო დენი ელფმანის სტუდიაშია გადაღებული. 1980-იან წლებში მან დაწერა და შეასრულა სიმღერა Little Girls (პატარა გოგონები). აი ამ სიმღერის მისამღერი:
 
"მე მიყვარს პატარა გოგონები,
 
მათთან თავს ისე კარგად ვგრძნობ,
 
მე მიყვარს პატარა გოგონები,
 
ისინი მაიძულებენ მე თავი ცუდად ვიგრძნო,
 
როდესაც გვერდით მყვანან, მაიძულებენ ვიგრძნო, რომ ერთადერთი ბიჭი ვარ ქალაქში.
 
მე მიყვარს პატარა გოგონები,
 
მე მათთან თავს ისე კარგად ვგრძნობ"
 
 
მართალია ეს სიმღრა (და მისი ძალიან ამაზრზენი ვიდეო კლიპი)
ილუმინატების ხელოვნება
წარწერა ფოტოზე: მეორე ქალი კომპოზიტორს აბრალებს სექსუალურ ძალადობაში. მუსიკოსს ბრალად ედება სექსუალური და გენდერული ძალადობა საჩივარში, რომელიც ხუთშაბათს ლოს-ანჟელესში იქნა შეტანილი, სამი თვის შემდეგ, რაც ჟურნალმა Rolling Stone-მ გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ამ სექსუალური ძალადობისთვის გადახდილია 830 000 დოლარი.

მე არ ვიცი ამ საქმის დეტალები, მაგრამ, მარტო ამ კაცის სახისა და გამომეტყველების მიხედვით, ვიტყვი: "დამნაშავეა ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით".
 
 
აი სხვა საგნებიც, რომლებიც შეგიძლიათ იპოვოთ ელფმანის სტუდიაში (აღებულია YouTube-ს ვიდეოდან).
ილუმინატების ხელოვნება
კიდევ ერთი "დეკორაცია" უცნაური ბავშვების მონაწილეობით.
ილუმინატების ხელოვნება
სტუდიაში ასევე არის ამაზრზენი სურათი, რომელზეც ასახულია მტირალი ახალგაზრდა გოგონა.
 
 
ამ ტილოს მხატვარია მარკ რაიდენი, ვისი სტილიც შეიძლება დახასიათდეს როგორც მხოლოდ სატანურ/პედოფილურ/ MKULTRA-სეულ "ხელოვნებად" (ამაში რომ დარწმუნდეთ, შეხედეთ მის საიტს). სერიოზულად, მას უყვარს გაშიშვლებული გოგონების დახატვა, რომლებიც გარემოცულნი არიან სატანური და MKULTRA-ს სიმბოლოებით. მარტო მას შეიძლება მიეძღვნას ერთი მთლიანი სტატია.
 
მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს სტუდია და ყველაფერი მასში - ჯოჯოხეთია.

წყარო: vigilantcitizen.com
 
მასალა ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისი" რედ. მიერ. 2024 წ.
Назад к содержимому