აპოსტასია > ხელოვნება
სატანური რიტუალი ტულუზას ქუჩებში
ქალაქურმა წარმოდგენამ სახელწოდებით "La porte des ténèbres" ("ჯოჯოხეთის კარიბჭე") ტულუზას ქუჩებში ჩაიარა გიგანტური მანქანებით. სატანური სიმბოლოებით აღსავსე ამ მოვლენას გააჩნდა ღრმად რიტუალური ქვეტექსტი, რომელმაც აღაშფოთა ქალაქის რელიგიური ადამიანები. აი ჩვენი შეხედულება ამ უცნაურ მოვლენაზე.
2024 წლის ივლისში პარიზში ჩატარდა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი, რომელიც დაკავშირებული იყო არა იმდენად სპორტთან, რამდენადაც ბოროტების აშკარა ზეიმობასთან. რამოდენიმე თვის შემდეგ ფრანგულმა ქალაქმა ტულუზამაც გადაწყვიტა ჩაეტარებინა მასშტაბური ღონისძიება, რამაც მისი ქუჩები ლამის სატანურ ტაძრად აქცია. ფესტივალი, რომელსაც ეწოდა "La porte des ténèbres" ("ჯოჯოხეთის კარიბჭე"), წარმოადგენდა გიგანტურ მანქანებს, რომლებიც დაგრიალებდნენ ქალაქის ქუჩებში და ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. მართალია, იდეა საკმაოდ მკვეთრად გამოიყურება, მაინც არსებობს ერთი დაბრკოლება: მანქანები განასახიერებდნენ დემონებს და მთელი ეს ისტორია სრულიად სატანურია.
ამ "ქალაქური წარმოდგენის" პროლოგი ხაზს უსვამს მისი სიუჟეტის რიტუალურ ქვეტექსტს.
"ჰესპერიდეს ბაღიდან განდევნილმა ქალ-მორიელმა, ლილიტმა, თავშესაფარი დედამიწის ქვესკნელში ჰპოვა. ჰადესის, ანუ ქვესკნელის სამყაროს მეფის მიერ გათავისუფლებული ლილიტი ქალაქიდან ქალაქში დაბორიალობს დაწყევლილ სულთა ძიებაში, რათა გაზარდოს თავის მიმდევართა რაოდენობა და, აქედან გამომდინარე, თავისი ძალაც. (...) ჰკრებს რა ამაზრზენ ნიშნებს, ის ცდილობს გააღოს საიქიოს კარიბჭე".
ეს პლაკატი, რომელიც წარმოადგენს ამ ქალაქური წარმოდგენის რეკლამას, საკმაოდ სიმბოლურია
ეს პლაკატი ყურადღებით დაკვირვებას ითხოვს, რადგან ის გადმოსცემს ამ ფესტივალის ჭეშმარიტ აზრს. ზედა მარცხენა კუთხეში იწვის ტულუზას ტაძარი (სობორო) და ქალაქის დარჩენილი ნაწილი. მის ქვეშ ვხედავთ რქიან მხეცს, რომელიც ძალიან წააგავს ბაალს, და მიანიშნებს ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე ბნელ ძალთა საამებლად.
მარჯვენა ქვედა კუთხეში ანგელოზის ფიგურა დგას მოსიარულე ჩონჩხებზე. უფრო სწორედ, ის წარმოადგენს ლუციფერს, რომელიც ასევე ცნობილია დაცემული ანგელოზის სახელით.
პოსტერის ცენტრში - წარმოდგენის მთავარი გმირია - ლილიტი. ეს სახელი შემთხვევითი როდია: ლილიტი - თავდაპირველი "ქალ-დემონი", რომელიც მრავალი ცივილიზაციის მითოლოგიაში მოიხსენიება.
ლილიტი, ებრაული ფოლკლორის ქალურ-დემონური ფიგურაა. მიიჩნევა, რომ მისი სახელი და პიროვნება წარმოდგა მესოპოტამიურ დემონთა კლასისგან, რომელთაც ეწოდებოდათ ლილუ (მდედრ. სქ.: ლილიტუ), და ეს სახელი ჩვეულებისამებრ "ღამის მონსტრად" ითარგმნება. ლილიტთან დაკავშირებული კულტი, ზოგიერთ ევრაელში ახ. წ. მე-7 ს-მდე შემორჩა. ბოროტება, რომლითაც ის ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებს ემუქრებოდა, როგორც ამბობენ, შეიძლებოდა ნეიტრალიზირებულ ყოფილიყო განსაზღვრულ ანგელოზთა სახელებ წარწერილი ამულეტებით (Encyclopaedia Britannica).
ლილიტის ქვემოთ იმყოფება პერსონაჟი სახელად ასტერიონ მინოტავრი. პერსონაჟის უკან არის ლაბირინთი - პირდაპირი მინიშნება კრეტის ოკულტურ მისტერიებზე.
კრეტის ლაბირინთში მოხეტიალე მინოტავრის გამოსახულება
ლაბირინთები წარმოადგენდნენ ქვენა სამყაროს ილუზიებში ჩართულობას, რომელშიც ადამიანის სული ჭეშმარიტების ძიებაში დაბორიალობს. ლაბირინთში ბინადრობს ადამიანი-ცხოველი, რომელსაც ხარის თავი აქვს, და რომელიც ელტვის სულის განადგურებას, რომელიც ქვეყნიერების უმეცრების ლაბირინთში გაბლანდულა. ... კრეტის ცნობილი ლაბირინთი, რომელშიც დახეტიალობდა ხარის თავიანი მინოტავრი, უეჭველად, კრეტის მისტერიებში განდობის ადგილია (იხ. Manly P. Hall, The Secret Teachings of All Ages (პ. ჰოლ მენლი. ყველა საუკუნის საიდუმლო სწავლებანი)).
მინოტავრი ასევე ცნობილია იმით, რომ ჭამს ადამიანის ხორცს, რაც კარგად უთავსდება ოკულტური ელიტის კანიბალიზმით შეპყრობილობას.
მართალია, ღონისძიება წარმოდგენილი იყოს, როგორც "ქალაქური ოპერა", ის სიმბოლიზმი, რომლითაც დატვირთულია ეს ღონისძიება, გამონაგონი როდია. ის რეალურ ოკულტურ რიტუალებში გამოიყენება, რითაც ამ ღონისძიებას მეგარიტუალად აქცევს.
მეგა რიტუალი
მართალია, ოკულტური რიტუალები ჩვეულებრივ დაფარულ კარებს მიღმა ტარდება, მაგრამ ელიტას უყვარს მასები სატანური ენერგიით გაჟღენთილი მოვლენების გავლენას დაუქვემდებაროს, თანაც ისე, რომ მასები ამის აზრზეც შეიძლება არ იყონ. ოკულტიზმის ზოგიერთი მკვლევარი ამგვარ მოვლენებს "მეგარიტუალებს" უწოდებენ, სადაც ამა სოფლის ძლიერთა ბნელი სულიერი ტენდენციები დომინანტური ძალაა საზოგადოებრივ სივრცეში. La Porte des Ténèbres — დღის ამგვარი წესრიგის შესანიშნავი ნიმუშია.
გიგანტური რქიანი დემონი სახელად ლილიტი ტულუზას ქუჩებში დაიარება
მართალია ღონისძიების ორგანიზატორები უარყოფენ, რომ ის სატანურია (სატანისტების პირველი წესი - უარყონ, რომ ისინი სატანისტები არიან), სიმბოლიზმი პირიქით მეტყველებს. მაგალითად, ლილიტის საყურეები, - ეს გადმობრუნებული ჯვრებია, - სატანიზმის უმთავრესი სიმბოლო, როგორც ქრისტიანობის გარყვნის და დამხობის ნიშანი. მის მუცელზე - კიდევ ერთ მკაფიო გადმობრუნებულ ჯვარს ვხედავთ, ხოლო მთელ სხეულს სხვადასხვა ოკულტური სიმბოლოები "ამშვენებენ". გარდა ამისა, მას ბუკვალურად - ლილიტი ეწოდება.
მორიელის სახის ამაზრზენი ქვედატანის გარდა, ლილიტი მორთულია მრავალი სიმბოლოთი. ერთ-ერთი მათგანია - სამების სიმბოლოს გადმობრნუნებული ვერსია, რომელიც წმიდა სამების ინვერსიას წარმოადგენს (სატანურს).
მინოტავრიც პატრულირებდა ტულუზას ქუჩებს, სადაც გამვლელებს კვამლის ბოლქვებს აფურთხებდა
მანქანები ურთიერთობენ, და ყველას თვალწინ ეზოთერულ რიტუალურ დრამას თამაშობენ.
აქვეა გიგანტური ობობა, და რატომაც არა? თუკი მასებს მუდმივად აჩვენებ სიმახინჯეს, საშინელებას და ამაზრზენ სანახაობებს, მაშინ ასეთი წარმოდგენები ელიტის გეგმაში შედის კულტურის დამხობის თვალსაზრისით.
სარეკლამო პოსტერზე, რომელიც ზემოთ ვნახეთ, ობობაზე ამაზრზენი თავი მოსჩანს, რაც მას პერსონალურს ხდის. გარდა ამისა, ობობამ პირამიდალური ქსელი გაშალა ლილიტზე, რითაც მინიშნებულია, რომ ის მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება. წარმოადგენს თუ არა ობობა თვით სატანას? სატანა ხომ არ პატრულირებს ტულუზას ქუჩებში?
შოუ კულმინაციას აღწევს ჯოჯოხეთურ აქტში, როდესაც ლილიტი უახლოვდება ცეცხლოვან წრეს, რომელიც ჯოჯოხეთის კარიბჭის სიმბოლოა.
შემდეგი მოკლე ვიდეო წარმოგვიდგენს შოუს ფინალის პირქუშ ატმოსფეროს.
უკურეაქცია
ტულუზას მერმა პირადად შეამოწმა ეს ღონისძიება, რომელიც 4,7 მლნ. ევრო დაუჯდა გადასახადების გადამხდელთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაატარა რიტუალი, რომელიც ადიდებს ბოროტებას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი აპროტესტებდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ამ ღონისძიებას, რომელიც პირდაპირ თავს ესხმის ქრისტიანობას.
ტულუზას არქიეპისკოპოსმა გი დე კერიმელმა ეს მოვლენა იმდენად საგანგაშოდ მიიჩნია, რომ 16 ოქტომბერს ქალაქიდა ეპარქია იესუს უწმიდეს გულს მიუძღვნა, რათა დაეცვა იგი "ბნელი საფრთხეებისგან". მან განაცხადა:
"პირქუში ღრუბლები იყრიან თავს ჩვენს ქვეყნიერებაზე. ბნელეთი და უსასოობა საყოველთაო ტენდენცია ხდება და დამღუპველად ინერგება ჩვენს ყოველდღიურობაში: ჩვენს საკითხავებში, ხელოვნებაში და მუსიკაში იმ დონეზე, რომ უკვე ნორმა ხდება".
სხვა ინტერვიუში არქიეპისკოპოსმა ამ მოვლენის შესახებ თქვა:
"ზოგიერთ ადამიანს უყვარს საშინელებათა ფილმების ყურება, მაგრამ მათთვის ფული უნდა იხადო. ხოლო თუ ჩვენ არ გვსურს ყოველივე ამის ყურება სამი დღე სახლში უნდა ვიჯდეთ. უზარმაზარი მანქანები შესაძლებლობას არ გვაძლევენ თავი ავარიდოთ ამ სანახაობას.
პერსონაჟები აშფოთებენ ქრისტიანთ, რადგან ლილიტი - ეს არის მდედრობითი სქესის დემონი, რომელიც ბიბლიაშიც მოიხსენიება, მინოტავრი კი - არც ისე სასიამოვნო პერსონაჟია, რომელიც ადამიანის ხორცით იკვებება, ობობები კი არავის უყვარს. ადამიანებმა უნდა იპოვო შესაძლებლობა გაერთიანდნენ სიყვარულის, და არა შიშის გარშემო".
მოვლენამ ასევე აღაშფოთა ტულუზას პროტესტანტული თემი. ფრანგული პროტესტანტული ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს:
"ჩვენ გვიყვარს ტულუზა მისი ისტორიის, კულტურისა და დინამიზმის გამო. ... ტულუზა - ეს არის სიცოცხლე, სიხარული და სილამაზე! მაგრამ ეკლესიის წევრები შოკირებულნი არიან ამ აქტის თემით, რომელიც ტულუზას წარმოგვიდგენს, როგორც ჯოჯოხეთის კარიბჭეს".
დასკვნა
როგორც სხვადასხვა სტატიებიდან ჩანს, იკვეთება ერთგვარი საგანგაშო ტენდენცია: სატანური რიტუალები, რომლებიც ზეიმობენ ბოროტების გამარჯვებას, პირდაპირ საზოგადოებრივ ადგილებში ტარდება, რომელიც ხშირად შენიღბულია "ხელოვნები" ან "წარმოდგენის" სახით. ყოველთვის, ამგვარ ღონისძიებებში, შეგნებულად რთავენ სიმბოლოებსა და წყაროებს, რომლებიც პირდაპირ თავს ესხმიან ქრისტიანობას. და ყოველთვის ადამიანები აპროტესტებენ შეურაცხმყოფელ მკრეხელობას მათი რელიგიის მიმართ. მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მასმედია უგულებელყოფს ან უარყოფს ამ შეშფოთებას, ერთდროულად კი წარმოუდგენელ ზომამდე აბუქებს ყველა დანარჩენს, რაც კი შეურაცხმყოფელად მიიჩნევა მათთვის, ვისაც ისინი იცავენ. შემდეგ, როგორც კი ეს ღონისძიებები მთავრდება, სადღაც, მსოფლიოს სხვა კუთხეში, იგივე მეორდება.
თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება თქვა, რომ ეს მოვლენა - უბრალოდ მხიარული ფესტივალია, რომელიც იყენებს საოცარ ტექნოლოგიებს, და ჩვენ საგნები უფრო ფართო თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ. სიმბოლიზმი, რომელსაც ამ შოუში იყენებენ, არ არის ხელოვნური და გამოგონილი; ოკულტურ და სატანურ წრეებში ის რეალურად გამოიყენება. მიიჩნევა, რომ ის საკუთარ თავში ატარებს რეალურ ძალას. და ეს ძალა მრავლდება, როდესაც მას მეგა-რიტუალის კონტექსტში იყენებენ.
წარმოიდგინეთ უცხოპლანეტელები, რომლებიც ჩვენს პლანეტას თავს დასტრიალებენ და ქალაქის ქუჩებში მოსეირნე გიგანტურ ლილიტს აკვირდებიან. ეს უცხოპლანეტელები გამოიტანდნენ დასკვნას, რომ ჩვენ, პრიმიტიული ადამიანები, რიტუალურ პროცესიებში პატივს მივაგებთ ჩვენს ღმერთებს. თუმცა, სწორედ ასეც ხდება, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა.
წყარო: vigilantcitizen.com
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/RlbkpX3QBck?si=D5vTCHBWbSqPjuW2" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/RlbkpX3QBck?si=D5vTCHBWbSqPjuW2" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>