აპოსტასია > ხელოვნება
P. Diddy-ის კონტროლირებადი დანგრევა
დიდდისა (1) და ჯეფრი ეპშტეინს შორის (2) ბევრია საერთო. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გავლენიანი ადამიანები ჩაეყენებინათ მაკომპრომეტირებელ ვითარებებში, რის გამოც საჭირო გახდა ორივეს "ნეიტრალიზება", სანამ ისინი რაიმე ზიანის მიყენებას მოასწრებდნენ. აი როგორ იწარმოება დიდდის დანგრევა.
_________________
1. შონ ჯონ კომბსი (დაიბ. 1969 წლის 4 ნოემბ.), ასევე ცნობილია სცენური სახელწოდებებით: Diddy, Puff Daddy და P. Diddy, - ამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და ხმის ჩამწერი კომპანიის ხელმძღვანელი. გრემის ჯილდოს სამგზისი მფლობელი. მას მიეწერება ისეთი მუსიკალური შემსრულებლების აღმოჩენა და განვითარება, როგორებიც იყვნენ Notorious BIG, Mary J. Blige და Usher. 2024 წლის სექტემბერში დიდდი დააპატიმრეს რეკეტის, ადამიანთა ძალადობრივი ვაჭრობისა და პროსტიტუციის მიზნით ადამიანთა გადაყვანის ბრალდებით.
2. ჯეფრი ედვარდ ეპშტეინი (ინგლ. Jeffrey Edward Epstein, 1953 წ. 20 იანვ. – 2019 წ. 10 აგვ.) - ამერიკელი ფინანსისტი და დარეგისტრირებული სექს დამნაშავე. თავისი კარიერა მან დაიწყო ინვესტიციური ბანკის Bear Stearns-ის ფინანსურ სისტემაში, შემდეგ კი დააფუძნა საკუთარი ფირმა J. Epstein & Co.
2008 წელს ის დააპატიმრეს. მან თავი დამნაშავედ ცნო ორ ბრალდებაში: 1 პროსტიტუციის ორგანიზებაში და 2. 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში. 13 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს დანაშაულის აღიარების ჩარჩოებში დადებული ხელშეკრულებით, როდესაც ფედერალურმა თანამდებობის პირებმა მის მსხვერპლად დაადგინეს 36 გოგონა, რომელთაც ჯერაც არ შესრულებოდათ 16 წელი, და რომელთაც ეპშტეინმა მსოფლიო შეთანხმებათა ჩარჩოებში გადაუხადა 50 000-დან 1 მლნ. დოლარამდე.
ხელშეკრულება დანაშაულის აღიარებაზე დადებულ იქნა ალექსანდრე აკოსტას მიერ, რომელიც მაშინ იკავებდა აშშ-ს პროკურორის პოსტს ფლორიდის სამხრეთ ოლქში, და რომელიც დათანხმდა ეპშტეინისთვის მიეცა იმუნიტეტი ფედერალური სისხლის სამართლის ყველა ბრალდებაში. მაგრამ 2019 წლის 6 ივლისს ის კვლავ დააპატიმრეს ფედერალური ბრალდებით ბავშვთა ვაჭრობაში (ფლორიდასა და ნიუ-იორკში). 2019 წელს ის მკვდარი იპოვეს საკუთარ საკანში. სასამართლო ექსპერტიზის შედეგებით სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობა გამოცხადდა.
_________________
გართობის ინდუსტრიაში ათწლეულებია ცირკულირებს მყარი ხმები დიდდის გარყვნილ ქმედებებთან დაკავშირებით. მრავალი ადამიანი ენით აუწერელი ქმედებების მოწმე გახდა, მაგრამ თითქმის ყველა დუმდა ამ ფაქტებზე, და როდესაც მათ ეკითხებოდნენ კონკრეტულად ამ საგნებზე, ისინი ყველანი ერთნაირად პასუხობდნენ: "მე არ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი". და ისინი დღემდე არ ლაპარაკობენ ამის შესახებ.
რადგან გამჟღავნება იმისა, რაც სინამდვილეში ხდებოდა მის წვეულებებზე, მოითხოვდა არა მარტო დიდდის მიდრეკილებების გამოაშკარავებას, არამედ გართობის მთელი ინდუსტრიისა და ელიტის მიდრეკილებების გამომზეურებასაც, რომელიც მას აკონტროლებენ.
ჩვენ ვლაპარაკობთ არა უბრალოდ დეკადენტურ საღამოებზე; ჩვენ ვლაპარაკობთ გაუპატიურებებზე, სექს-მონობაზე და პედოფილიაზე. დიდდის ეს არაფერი არ გამოუგინია, მაგრამ ის განსაკუთრებულად კადნიერი და აღფრთოვანებულ იყო ამ ყოველივეთი.
მიუხედავად იმისა, რომ დიდდი დამნაშავეა რეალურ დანაშაულობებში, რომლებიც კანონით ისჯება, რაღაცნაირად ის თავისუფალ ადამიანად რჩებოდა მთელი ათწლეულების განმავლობაში. მიუხედავად მტკიცებულებათა უზარმაზარი რაოდენობისა და მოწმეთა ჩვენებებისა, ელისუფლება ყოველთვის შემწყნარებლურად მიუტევებდა მას ამ დანაშაულობებს და ხელსაც უწყობდა მას. ამან აიძულა დიდდის მსხვერპლსა და თვით დიდდის გარემოცვას დაეჯერებინა, რომ ის იყო "ხელშეუხებელი". დიდდიც ასე ფიქრობდა.
მას ჰქონდა მიზეზი ასე ეფიქრა: ის დაკავშირებული იყო გავლენიან და მძლავრ ადამიანებთან. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო - მას გააჩნდა კომპრომატები ძალიან მძლავრ და გავლენიან პირებზე - რომელთაგან ზოგიერთი ვიდეოზეც კი იყო ჩაწერილი. ამან წააქეზა ის კიდევ უფრო კადნიერად ემოქმედა, ასევე აიძულა მსხვერპლი და მოწმეები დადუმებულიყვნენ შავ სიაში მოხვედრის შიშით ან კიდევ უარესით.
მოვლენათა უმეტესობა, რომლებიც ამ სტატიაშია ჩამოთვლილი, მოხდა 1990-იან წლებში. მაგრამ დიდდი არც მომდევნო ათწლეულებში ჩერდებოდა. მან თავისი წვეულებები დაქოქილ, მოდურ და მედიურ-მეგობრულ ქეიფებად გადააქცია, რომელსაც კორპორაცია "სრულყოფილების დღესასწაულები" აფინანსებდა. ეს იყო დეკადანსის ზეიმობა.
პადრე ელ შარპტონი და მერი ჯეი ბლაიჯი დიდდისთან White Party-ზე 2004 წელს
მრავალ მიმართებაში დიდდი შავი ეპშტეინი გახლდათ. და მან შეიძლება ისევე დაამთავროს, როგორც ეპშტეინმა.
შავი ჯეფრი ეპშტეინი
როგორც ჯეფრი ეპშტეინი, დიდდიც საკმაო სიმდიდრეს და გავლენას ფლობდა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა გატოლებოდა წამყვან პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და ცნობილ ადამიანებს. როგორც ეპშტეინი, დიდდიც აწყობდა წვეულებებს, რომლებიც გადადიოდა ორგიებში, და რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ მამრობიდით და მდედრობითისქესის სექს-მონებით გაბრუნებული მდიდარი და გავლენიანი პირები. დიდდის მეთვალყურეობის ქვეშ მრავალრიცხოვანი "დიდი სახელები" აწარმოებდნენ საქმიანობას, რომელიც სამარცხვინოდან კრიმინალურამდე ვარირებს. მრავალი ამ შეხვედრათაგან ვიდეოზეც არის გადაღებული, და, იცოდა ამის შესახებ თუ არა, დიდდიმ უდიდესი დამაშანტაჟებელი მასალების შემცველი ბიბლიოთეკა შექმნა.
კანიე უესტის სიმღერის ციტირებას თუ მოვახდენთ, "არც ერთ კაცი არ უნდა ფლობდეს ამ ძალაუფლებას". სწორედ ასე ფიქრობდნენ მისი მეგობრები ოკულტური ელიტიდანაც. დიდდის არ შეეძლო ამ მასალების მუდმივი ფლობა და მათი ბერკეტებად გამოყენება. უარესიც, ეს მასალა შეიძლებოდა ვინმეს მოეპარა და პრესასა და ინტერნეტში გაეშვა. როგორც ეპშტეინის, ასევე დიდდის ნეიტრალიზებაც უნდა მოეხდინათ, ხოლო ყველა მაკომეპრემეტირებელი კადრი ამოეღოთ.
ჩვენ ვლაპარაკობთ არა მხოლოდ რეპერებზე, რომლებიც ვიდეომოდელებზე შამპანიურებს ღვრიან. საქმეში მონაწილეობდნენ არასრულწლოვნებიც. 1 ოქტომბერს ადვოკატმა ტონი ბუზბიმ საჩივარი აღძრა დიდდის წინააღმდეგ, რომელშიც 120 მსხვერპლი ფიგურირებს. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 9 წლისაა. როგორც ეპშტეინის შემთხვევაში, დიდდის საქმემ შესაძლოა მრავალი "მნიშვნელოვანი" ფიგურა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდოს. ბუზბიმ განაცხადა, რომ სარჩელში მონაწილეობას მიიღებს მრავალი "ცნობილი პიროვნება", მათ შორის "სასტუმროების გავლენიანი ხელმძღვანელები, ბანკირები და ფარმაცევტი ბოსები".
ამბობენ, რომ ამეერიკის ზოგიერთი მსხვილი მუსიკალური ხელმძღვანელი პანიკას მიეცა, რადგან წამყვანმა პროკურორმა გააფრთხილა ისინი, რომ შონ "დიდდი" კომბსის მაღალჩინოსანი თანამზრახველები დასახელებულ იქნებიან სარჩელთა ახალ ტალღაში - ეს "სახელები შოკში ჩაგაგდებთ".
"ყველაზე მაღალ დონეზე მდგომ მრავალ ადამიანს, რომელთა შორის არიან მსახიობები, ხელოვანები, ხელმძღვანელები, მენეჯერები და სხვები, დღეს ცუდად სძინავს", - თქვა ბრაიან ფრიდმანმა Page Six-ისადმი მიცემულ ინტერვიუში.
"ისინი, ვინც შეგნებულად უშვებდა ან აქეზებდა ასეთ ქცევას, და ამასთან დუმდა, დღეს უნდა შფოთავდნენ".
გასულ თვეში ხმის ჩამწერი კომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მსჯავრდებულმა დამნაშავემ შუგ ნაიტმა - დიდდის ოდითგანდელმა მეტოქემ, რომელიც დღეს ციხეში ზის წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის - News Nation-ს განუცხადა, რომ დიდდის ყოფილი თანამშრომელი, "ტაბი" ჰოლიდეის რეპერტუარზე და მსახიობებთან მომუშავე განყოფილების ვეტერანი დიდდის აწვდიდა ახალგაზრდა და არასრულწლოვან გოგონებს სექს-ვაჭრობისთვის.
"ამ ბიჭის სამუშაო იმაში მდგომარეობდა, რომ მას მოჰყავდა არასრულწლოვანი გოგონები და ქალიშვილები, რომლებსაც სექსი უნდოდათ. ეს კატეგორია მიეწოდებოდა თანამშრომლებსა და სხვა არტისტებს", - ამტკიცებს ნაიტი.
ჰოლიდეი ახლა Giant Records-ის პრეზიდენტი და Black Music Action Coalition-ის თანადამფუძნებელია. ჩვენ ვერ შევძელით დავკავშირებოდით ჰოლიდეის წარმომადგენლებს.
როგორც ჯეფრი ეპშტეინის შემთხვევასი, დიდდის განადგურება - ძალიან დელიკატური ამოცანაა. ეს უნდა იყოს კონტროლირებადი ნგრევა. როდესაც მრავალსართულიან ნაგებობას ანგრევენ, ეს დეტალურად გათვლილი აფეთქებით ხდება, რათა დარწმუნებულნი იყონ, რომ კონსტრუქცია თვითონ დაინგრევა ისე, რომ მეზობლად მდგომ ნაგებობებს არ შეეხება. სწორედ ეს გაკეთდა ეპშტეინთან მიმართებაში და ასე მოხდება დიდდის შემთხვევაშიც. მართალია ზოგიერთ ადამიანს შეიძლება მხილებებმა ჩირქი მოსცხონ, რაც აუცილებლად მოხდება უახლოეს თვეებში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულობანი და ყველაზე ცნობილი დამნაშავეები (ოკულტურ-ელიტური პედოფილები) დანდობილ იქნებიან - როგორც ეს იყო ეპშტეინის შემთხვევაში.
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რომლის მიხედვითაც საჭიროა დიდდის კონტროლირებადი განადგურება, - პოლიტიკური კავშირებია. დიდდი არა უბრალოდ "მხარს უჭერდა" კანდიდატს; ის ათწლეულობის განმავლობაში ხელფასს იღებდა დემოკრატიული პარტიისგან. ეს ძალიან ცუდად გამოიყურება.
დიდდი დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე 2004 წელს ინტერვიუს იღებს ჰილარი კლინტონისგან
2000-იანი წლების განმავლობაში დიდდი იყო "ხმა მიეცი ან მოკვდის" სახე - ინიციატივა, რათა ახალგაზრდებისთვის ხმის მიცემისკენ მოეწოდებინათ. სინამდვილეში, ეს იყო მოვლითი გზა, რათა MTV დემოკრატიული პარტიის სარეკლამო კამპანიად გადაექციათ. ზოგიერთი ამას "ხმა მოგვეცი ან მოკვდი"-ს უწოდებდა.
დიდდი დროს ატარებს ჰილარი კლინტონთან, ჯონ კიუსაკთან და ბენ აფლეკთან ერთად დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე 2004 წელს.
Diddy ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის ობამას კამპანიაში. ამ ფოტოსურათზე ის დგას მუსიკალური ინდუსტრიის სხვა მაგნატ, რასელ სიმონსთან ერთად... რომელსაც ამ წელს ასევე წაუყენეს ბრალდება რამოდენიმე ქალის გაუპატიურებაში.
დიდდის დამოკიდებულება ობამასთან გასცილდა უბრალო მოწონების ჩარჩოებს. იმ დროიდან ისინი ერთმანეთს რამოდენიმეჯერ შეხვდნენ, როგორც ამას აჩვენებს თვით დიდდის პოსტი, რომელიც მან 2017 წელს Facebook-ზე გამოაქვეყნა.
დიდდი ობამასთან ერთად 2020 წელს
2020 წლის აპრილში კამალა ჰარისმა დიდდი შეაქო შავკანიან ამერიკელებს შორის ელიტის მიერ მოწონებული COVID პროპაგანდის გავრცელებისთვის.
პოლიტიკოსებისა და მეგაკორპორაციების მეთაურთა გარდა, ცნობილ ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა დიდდისთან და მის მაქინაციებთან არის დაკავშირებული. ყველა მათგანი ისურვებს დიდდის კონტროლირებად განადგურებას, რათა ამ განადგურებამ ისინიც არ დააზიანოს.
დიდდი ბევრ რამეში იყო დაკავშირებული გავლენიან წყვილთან Jay-Z -სთან და ბიონსესთან, და მას მათზეც აქვს კომპრომატები.
Jay-Z დიდდის თეთრ წვეულებაზე 2003 წელს.
2004 წელს Jay-Z იყო White Party-ის (თეთრი წვეულების) თანაორგანიზატორი პერის ჰილტონთან ერთად. მასზე დიდდი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ორიგინალური ეგზემპლარით დადიოდა და იწყებდა თავის ინიციატივას 2004 წლისთვის - "გამოდი და ხმა მიეცი". წვეულებას ჰყავდა ისეთი კორპორატიული სპონსორი, როგორიცაა Sony.
მართალია, ეს ჟღერს, როგორც წმიდა მხიარულებად, მაგრამ წვეულება დილის 5 საათიდან ნამდვილ სოდომ-გომორად იქცა. ინდუსტრიის ზოგიერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ Jay-Z მალე შეიძლება "კონტროლირებადი ნგრევის" მიზანიც გახდეს.
ეშკტონ კატჩერმა ბრწყინვალედ გაატარა დრო დიდდისთან ერთად
2019 წლის ვიდეოში კატჩერი ასეთ რამეს ამბობს დიდდის წვეულებაზე:В видео 2019 года Кутчер сказал следующее
"ვიცი ბევრი ისეთი რამ, რისი თქმაც არ შემიძლია. სინამდვილეში მე მათ თავში ვატრიალებს. ისტორიები დიდდის წვეულებებიდან, ძმაო, ეს რაღაც უცნაური მოგონებებია".
როდესაც სახელგანთქმულ ადამიანს "არ შეუძლია გადმოგვცეს" ის, თუ რა ხდებოდა წვეულებაზე, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვეულებრივ დაკავშირებულია დანაშაულობასთან და პედოფილიასთან. ბედის ირონიით, კატჩერი მოგვიანებით მჭიდროდ დაუკავშირდა ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან ადამიანებით ვაჭრობისა და ბავშვებით ვაჭრობის წინააღმდეგ სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით. ეს გამოიყურებოდა ისე, თითქოსდა მას სურდა მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ ის ნამდვილად ამის წინააღმდეგია.
დიდდის დამოკიდებულება ჯასტინ ბიბერთან ვარაუდობს საკუთარი თავის ინტენსიურ მოვლას. მეტსაც...
ჩემს პუბლიკაციებში (ინტერნეტში) ვამტკიცებდი, რომ ინდუსტრიის ადამიანები შეურაცხყოფდნენ კანადელ მომღერალს, როდესაც ის ჯერაც არასრულწლოვანი იყო. ეს შეიძლებოდა დაწყებულიყო ბიბერის დიდდისთან და აშერთან ურთიერთობებით, რომლებთანაც მან კონტრაქტი გააფორმა. დიდდი ზრდიდა აშერს ჯერაც მოზარდობის პერიოდიდან, და ეს ციკლი ბიბერთანაც გაგრძელდა. 2009 წლის ვიდეოში დიდდი დროს ატარებს 15 წლის ბიბერთან და ამბობს:
"თქვენ ოდესმე გინახავთ ფილმი "48 საათი"? ჯასტინი პირდაპირ ახლა ატარებს 48 საათს დიდდისთან, ის მისი ბიჭია. ისინი დროს ატარებენ იქ, სადაც წვეულებაა, და ვერ გავამჟღავნებთ იმას, თუ რას აკეთებენ ისინი. მაგრამ ეს განსაზღვრულად არის 15 წლის მოზარდის პირადი ოცნება.
მე დამავალეს მასზე მზრუნველობა. იცით, მან კონტრაქტი გააფორმა აშერთან, და მე კანონიერად ვმეურვებოდი აშერს, როდესაც მან თავისი პირველი ალბომი ჩაწერა. აშერის პირველი ალბომი მე ჩავწერე.
მომდევნო 48 საათს ბიბერი ჩემთან გაატარებს. და ჩვენ მივეცემით დავდავიწყებას".
ეს მან თქვა კამერის წინ MTV-თვის. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა იქ, სადაც კამერები არ იდგა.
სექსუალური მონობა
2024 წლის იანვარში კომიკმა ბრენდონ ტ. ჯეკსონმა საზოგადოებას აუწყა დიდდის წვეულებებზე პოდკასტში Breaking the Machine და გაიხსენა, რაც უთხრა მას დენზელ ვაშინგტონმა:
"დენზელი ყოველთვის მეუბნებოდა, როდესაც ჩვენ წვეულებებზე მივდიოდით ხოლმე: "წადი იქიდან 30 წუთით ადრე, ვიდრე მანდ ეშმაკი მოვა. კარგი?" ყოველთვის გახსოვდეს, რომ დენზელი ამ წვეულებებიდან უფრო ადრე გადიოდა".
წახვიდე, სანამ "ეშმაკი არ მოსულა" - აი იდეალური გამოთქმა.
იმიტომ, რომ ეს უბრალო წვეულება როდი იყო, ეს ცოდვისა და ამაზრზენი დანაშაულობების ბუნაგი გახლდატ. ეს იყო ტიპიური ჰოლივუდური გარყვნილება, სადაც დამწყები ვარსკვლავები განიცდიდნენ ძალადოებას წარმატების იმედით, ხოლო სექს-მონებს ნარკოტიკებით ჭყიპავდნენ და მრავალგზის აუპატიურებდნენ.
მართლაც, ამასწინანდელ სარჩელში ნათქვამია, რომ ამ ღონისძიებებზე ასევე ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევებს: ივლისში ადრია ინგლიშმა, - რომელიც ბ-ნმა კომბსმა 2000-იან წლებში თეთრი წვეულებების სერიისთვის დაიქირავა, - მას უჩივლა და ამტკიცებდა, რომ ღონისძიებებზე მას აძლევდნენ ნარკოტიკს, სპირტულ სასმელებს ექსტაზის დამატებით, ასევე უბრძანებდნენ სექსით დაკავებულიყო კონკრეტულ სტუმრებთან, რაც მას "სექსუალურ პაიკად" აქცევდა. ჯონათან დევისი, ბ-ნ კომბსის ადვოკატი, ივლისში უარყოფდა, თითქოსდა მის კლიენტს არასოდეს ჩაედინოს "სექსუალური ძალადობა ან ადამიანებით ვაჭრობა".
თავის 114 გვერდიან სარჩელში, რომელიც მოიცავდა "გაფრთხილებაზე ტრიგერზე" მისი გრაფიკული ხასიათის გამო, ქ-ნმა ინგლიშმა, რომელმაც თქვა, რომ რამოდენიმე თეთრ წვეულებაზე მუშაობდა 2000-იანი წლების შუა პერიდოში, ივარაუდა, რომ გლამური ერთგვარ ფასადს წარმოადგენდა. ერთ-ერთ წვეულებაზე მან თქვა, რომ ბ-ნმა კომბსმა მას სთხოვა ჩაეცვა შავი კაბა, რათა სხვა სტუმრებისთვის ეჩვენებინა, რომ მისაწვდომია სექსუალური კონტაქტისთვის. მან თქვა, რომ მოგვიანებით მას 1000 დოლარი გადაუხადეს ერთ სტუმართან შეხვედრისთვის. ასეა სასამართლო დოკუმენტებში - წერს New York Times.
სტუმრებს წვეულებებზე უბრალოდ ალკოჰოლს როდი სთავაზობდნენ. მათ აძლევდნენ ნარკოტიკებით შეზავებულ კოქტეილებს, რომლებიც სექს-ვაჭრობის ბანდებში მსხვერპლის დასამორჩილებლად გამოიყენება. ადვოკატ ბუზბის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხსენებადი ნარკოტიკი არის - ქსილაზინი ანუ ტრანკვილიზატორი. ის ასევე გამოიყენება ცხენის ტრანკვილიზატორად.
"ერთი ქალი, რომელიც თავდასხმის მომენტში 22 წლისა იყო, ამბობდა, რომ ასეთ წვეულებებზე ტიპიური ქცევა მდგომარეობდა სრულ მორჩილებაში, კერძოდ, როდესაც გაძლევენ სასმელს, - ახლა კი ვიცით, რომ მასში რაღაც იყო გარეული, - უნდა დაგელია, თუ არა და გაგდებდნენ წვეულებიდან", - ამბობდა ბუზბი.
სხვა შემაშფოთებელ შემთხვევაში ზრდასრული ორსული ქალბატონი ამტკიცებს, რომ მაიამიში ის გააუპატიურეს კომბსთან მოწყობილ ჯგუფურ ვახშამზე.
"ის სვამდა არა იმიტომ, რომ ორსულად იყო, მაგრამ ყველაფერი, რასაც ის სუფრასთან სვამდა, როგორც ჩანს, რაღაცით იყო გაჯერებული" - განაცხადა ბუზბიმ.
"მან დაკარგა გონება და უკვე იმ საწოლში გაიღვიძა, სადაც თითქოსდა კვლავ მისტერ კომბსი იყო მაიამის ვილაში. ქალის საშო და ანუსი გახეული იყო და სტკიოდა, ... ბუკვალურად, თქვენ აქ უკვე იგრძნობთ საქმის მთელ საშინელებას".
მართალია, ეს საშინელი ბრალდებებია, მაგრამ, სწორედ ისინი, რომლებიც ეხებიან არასრულწლოვნებს, დიდდის გარშემო შეკრებილ "ელიტას" ყველაზე მეტად აშინებს. თუკი საზოგადოება გაიგებს, თუ რას უშვრებოდნენ ამ ბავშვებს დახურულ კარებს მიღმა, ამბოხი დაიწყება. აი რატომ "მოიკლა თავი" ეპშტეინმა ჯერ კიდევ სასამართლომდე.
ტონი ბუზბის სარჩელის მიხედვით 120 მსხვერპლიდან 25 არასრულწლოვანი იყო, როდესაც ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას. ეს 1991 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში ხდებოდა.
ცნობილმა ადვოკატმა ჰიუსტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი დანაშაულის ჩადენის დროს 9, 14 და 15 წლისანი გახლდათ.
"ეს ადამიანი, რომელიც ძალადობის მომენტსი 9 წლისა იყო, მოსასმენად ნიუ-იორკში წაიყვანეს, ლეიბლში Bad Boy Records", - ჰყვება ადვოკატი.
"როგორც ცნობილი ხდება, ამ ადამიანს და მის მშობლებსაც შეჰპირდნენ კონტრაქტს ჩანაწერზე. ამის შემდეგ ის დაექვემდებარა სექსუალურ ძალადობას, როგორც შონ კომბსის, ასევე სტუდიაში მყოფ რამოდენიმე სხვა ადამიანისგანაც".
"სხვა ბიჭუნებიც იყვნენ იქ მოსმენაზე", - განაცხადა ბუზბიმ. "ყველა მათგანი ცდილობდა კონტრაქტის დადებას ჩაწერაზე. ყველა მათგანი არასრულწლოვანი იყო".
"სხვა არასრულწლოვანს, თქვა შონ კომბსმა, შეჰპირდნენ, რომ ვარსკვლავად შექმნიდნენ, მაგრამ მას ამისთვის ცალკე უნდა მოეწყო გასაუბრება, მშობლებისგან მოშორებით. როგორც კი ისინი განმარტოვდნენ, მისტერ კომბსმა მსხვერპლს ორალური სექსი შესთავაზა", - თქვა ბუზბიმ.
"ადამიანი (გოგონა), რომელიც იმ მომენტისთვის 15 წლისა იყო, ნიუ-იორკიდან წვეულებაზე ჩამოფრინდა, ის გაჭყიპეს ნარკოტიკებით, შემდეგ ცალკე ოთახში დაიმარტოხელეს, და სავარაუდოდ მისტერ კომბსის თანდასწრებით, გააუპატიურეს, შემდეგ კი სხვა ადამიანებმაც რიგ-რიგობით შეურაცხყვეს იგი", - თქვა ბუზბიმ. - Daily Mail.
ხმები, რომლებიც ათწლეულობით ცირკულირებენ ამ ამბების გარშემო, სინამდვილეა: დიდდი და მისი ადამიანები შეურაცხყოფდნენ (აუპატიურებდნენ) ბიჭუნებს. ისინი ფარული პედოფილეგბი არიან, ისევე, როგორც სხვა გავლენიანი პირები ჰოლივუდში. და მათ არ სურთ, რათა გამომზეურდეს მათი ვინაობა. ასე, რომ დიდდი უნდა ჩაიძიროს.
დასკვნა
დიდდის წვეულებები "ოკულტური ელიტის" ტიპიური სიგიჟეა. გარედან ისინი ქმნიან "წარმატებისა და სრულყოფილების" აურას. მაგრამ, როდესაც დღე ღამით შეიცვლება, ეს ადამიანები მაქციებად იქცევიან. ბრწყინვალე შეკრება გარყვნილ ღონისძიებად იქცევა, მრავალი მათგანი უნებლიე მონაწილეა. დენზელ ვაშინგტონის სიტყვებით, "ეშმაკი გამოვიდა". და ის, რაც მან თქვა, სავარაუდოდ, უფრო ბუკვალური რამ იყო, ვიდრე ეს შეიძლებოდა გვეფიქრა.
Diddy განსაზღვრულად მარტო არ არის, ვინც მოაწყო ასეთი წვეულებები და მონაწილეობა მიიღო მასში. მაგრამ Diddy განსაკუთრებულად გაბედული აღმოჩნდა ამაში, რის გამოც მან ინდუსტრიაში ამდენი კომპრომატი შექმნა. მეტიც, უამრავი მკვლელობები, რომლებშიც გავლენიანი პირები მონაწილეობენ დიდდიმ ვიდეო ფირზე აღბეჭდა, რითაც ელიტური დეგენერაციის უაზარმაზარი ბიბლიოთეკა შექმნა.
რა თქმა უნდა, ელიტას ეს არ აწყობს. ჯეფრი ეპშტეინთანაც იყო ასეთივე კომპრომატები უამრავ ადამიანზე. მაგრამ, რა მოხდა? - კონტროლირებადი განადგურება. ის დაეცა, და სხვა არავინ, ისინიც კი, ვინც მის "ლოლიტა-ექსპრესზე" დაფრინავდა (მაგ.: ბილ კლინტონი). ეპშტეინი უკვე ცოცხალი აღარაა.
Diddy-იც იმავე ვითარებაშია, როგორშიც ეპშტეინი იყო; მას პატიმრობაშიც უთვალთვალებდნენ, მაგრამ მაინც "მოახერხა" "თვითმკვლელობა". მოხდება თუ არა ელიტის მასშტაბური მხილება უახლოეს თვეებში? თუ Diddy (დიდდი) უბრალოდ გაქრება?
პუბლიკაცია ინგლისურიდან თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
წყარო: https://vigilantcitizen.com/latestnews/the-controlled-demolition-of-diddy/