ხელოვნება - Met Gala 2023: ელიტარული მონების სულელური აღლუმი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
Met Gala 2023: ელიტარული მონების სულელური აღლუმი
სატანის საბოლოო მიზანია - გაწიროს კაცობრიობა უსასრულო, უძირო დამცირებისთვის: ეს არის ბუკვალური ჯოჯოხეთი. და სიკვდილის ამ მხარეს დამცირების უმაღლესი აქტი (ყოველთვის ნებაყოფლობითი და არასოდეს იძულებითი) იქნება მხეცის დაღის მიღება. ამგვარად, ადამიანის ღირსების დამამცირებელი ასეთი გლობალური და ტრანსლირებადი რიტუალების დაჩქარება წარმოადგენს კაცობრიობის მომზადებას ანტიქრისტეს მისაღებად: მასები, რომლებიც ამ ნაგავს ყოველგვარი ზიზღის გარეშე (მეტიც აღფრთოვანებით) უყურებენ, უკვე დიდი ხანია დგანან საბოლოო წარწყმედის გზაზე. აი რატომ უნდა ვიდგეთ შეუდრეკელად, რათა რაც შეიძლება მეტი მოყვასი გამოვიყვანოთ ცნობიერების კონტროლის ამ ბრიყვული მატრიციდან. ძმებო და დებო, ძალიან ცოტა დრო დარჩა, მაგრამ ჯოჯოხეთის ამ კარიბჭიდან გამოხსნილი ყოველი ადამიანი, მიგვაახლოვებს უფალს ჩვენი კეთილი და ერთგული მსახურებისთვის. გაკურთხოთ ღმერთმა და შეგეწიოთ ყველას ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში, რომელსაც მოყვასის გადარჩენისთვის ბრძოლა ჰქვია.
 
 
MET Gala 2023-ზე შეიკრიბნენ ისეთი ცნობილი "ვარსკვლავები", როგორებიც არიან Doja Cat, Bad Bunny и Lil Nas X. და სხვები. და თითქმის ყველა მათგანი შემოსილი იყო ძალიან სასაცილო და ბრიყვულ სამოსში. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ისინი არიან ინდუსტრიის მონები და მათ შესაბამისადაც ეპყრობიან. მოდი, შევხედოთ ინდუსტრიის პაიკთა ამ ყოველწლიურ აღლუმს.
 
MET Gala-ს და მისი მსგავსი ღონისძიებების გაშუქება ჩვენთვის ერთგვარი ტრადიცია გახდა (ადრეც გვქონია შესაბამისი მასალები). ეს იმიტომ, რომ ამ (და მსგავს) ღონისძიებებს ყოველწლიურად აწყობენ და მილიარდობით მაყურებელს თავგზას უბნევენ.
 
მართლაც, ინდუსტრიის პაიკთა ეს ყოველწლიური აღლუმი ბრწყინვალე დემონსტრირებაა ელიტის გარყვნილი აზრვონებისა და მისი სრული მოწყვეტისა რეალობიდან. ეს ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაკონგლომერატი მსოფლიოში (CondeNast), ასევე ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს: ვარსკვლავი რომ გახდე, უნდა დაემორჩილო ელიტას და წინ წასწიო მისი გეგმები. ამ მიზეზით მრავალი სახელგანთქმული პიროვნება მოდის ამ გალა-საღამოზე ისეთი მორთულობით და შესამოსელით, რომელიც ან გაცბუნებს, ან კიდევ ძალიან დამამცირებელია ადამიანური ღირსებისთვის და კარგად ათვალსაჩინოებს მათი მონობის სტატუსს შოუ-ინდუსტრიის სისტემაში. თქვენ მარტო დააკვირდით რამდენი მამაკაცი დასეირნობს ამ ღონისძიებაზე ქალის ტანისამოსით. არსებითად, ეს არის დამონების რიტუალი.
 
გარდა ამისა, გალას ირგვლივ ყოველთვის ხდება უცნაური მოვლენები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ კულისებს მიღმა რაღაც უცნაური ხდება. მაგალითად, ამ წელს სასტუმროდან გაიტანეს ერთი საიდუმლო (სახელგანთქმული) პერსონა, მისი ვინაობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, რადგან პლასტიკურ ბრეზენტში იყო შეხვეული, როგორც მიცვალებულის გვამი.

 
ჩვენ დღემდე არ ვიცით, ვინ იყო ეს ადამიანი. ზოგიერთი კომენტატორი ამტკიცებს, რომ ეს ნამდვილად მიცვალებულის გვამი იყო რიტუალური მსხვერპლშეწირვიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა, გალა-საღამოს დაწყებამდე. თუმცა, დაბეჯითებით ამის მტკიცებას არ შევუდგებით... ჩვენ შევხედოთ ყველაზე ძვირადღირებული ცოცხალი თოჯინების სპექტაკლს მთელ მსოფლიოში.
 
 
კარელ ლეიჯერფელდი
 


კარელ ლეიჯერფელდი აკეთებს "ცალი თვალის", იგივე კონტროლის სიმბოლოს (1987 წ.)
 
 
ყოველ წელიწადს MET Gala-ს თავისი თემა აქვს არჩეული; ამ წელიწადს ის მიეძღვნა კარელ ლეიჯერფელდს. ეს დიზაინერი მოდის სამყაროს ერთგვარი ხატია. მისმა დაუფარავმა ხასიათმა განაპირობა მისივე არაოდრინალურობა.
 
მას "მსუქანოფობს" უწოდებდნენ, რადგან ის "ტელევიზორის წინ მსხდომ და ჩიფსების მჭამელ გასუქებულ დედიკოებს" უწოდებდა იმათ, ვინც წუხდა, რომ მოდელები იყვნენ საკმაოდ გამხდრები.
 
მას უწოდებდნენ "ისლამოფობსაც", რადგან ის გამოდიოდა მერკელის პოლიტიკის წინააღმდეგ მიეღო მილიონობით მუსლიმი ლტოლვილი.
 
მას უწოდებდნენ "ჰომოფობს", რადგან მიიჩნევდა, რომ მამაკაცთა წყვილი, რომელიც ბავშვს ზრდის, - უცნაურია. მან უარყო მოძრაობა MeToo, და განაცხადა: "თქვენ თუ არ გსურთ, რომ თქვენი შარვლები იკვრებოდეს, მაშინ ნუ გახდებით მოდელები". თვით მოდელებს ის უწოდებდა "სულელ, შხამიან და ამაზრზენ არსებებს".
 
მაშ, რატომ უნდა მონაწილეობდნენ ესოდენ "პრობლემური" შეხედულების მქონე პერსონები ისეთ ღონისძიებაზე, რომელსაც ელიტა აფინანსებს? ეს იმიტომ, რომ ისინი პირმოთნეები არიან და საიდუმლოდ ეთანხმებიან მას. ნარატივები, რომელსაც წინ სწევენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, განკუთვნილია მასებისთვის, და არა ელიტისთვის. მათ იციან, რომ "პოზიტიური დამოკიდებულება სხეულისადმი" - ეს უბრალოდ მეთოდია წააქეზონ ადამიანები სიმსუქნისკენ. მათ ასევე იციან, რომ მასობრივი ემიგრაცია გლობალისტური გეგმის ნაწილია ეროვნებათა დასაუძლურებლად. მათ ასევე იციან, რომ MeToo იყო ცირკი, რომელიც შეგნებულად უგულებელყოფდა პედოფილებს. დაიჯერეთ, ისინი პატივს არ სცემენ მოდელებს. სინამდვილეში, მრავალი მათგანი - ბეტა-ფისუნიების (სექსუალური მიმართულების) კატეგორიის მონები არიან, რომელთაც ექსპლოატაციას უწევენ ელიტარულ წრეებში.
 
კარელ ლეიჯერფილდი დახურულ კარებს მიღმა ამბობდა იმას, რაც სინამდვილეში სწამდა ელიტას. ამავდროულად სხვებს უქვემდებარებებენ მკაცრ ცენზურას და "აგდებენ" ასეთი სიტყვებისთვის. ლეიჯერფილდი უბრალოდ "საკმაოდ დიდი იყო, რომ განეცადა წარუმატებლობა". ის ძალიან ახლოს იყო მწვერვალთან. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგებოდა მასმედიის ნარატივებს, ლეიჯერფილდი პატივდებული იყო ელიტის მიერ და ისიც ელიტის პაიკს წარმოადგენდა თავის სიკვდილამდე (გარდ. 2019 წ.-ს).
 
 
 
 
Met Gala 2023
 

 
ადამიანები ფოტოსურათს უღებენ ტარაკანს, რომელიც MET Gala-ს საზეიმო ხალიჩაზე დადის. ეს შეიძლება ამ ღონისძიების სიმბოლურ აღწერად ჩავთვალოთ.
 
გარდა ამ ტარაკნისა, კიდევ რისი დანახვა შეიძლებოდა MET Gala-ზე? იმისი, თუ როგორ ბრიყვულად გამოიყურებოდნენ ზრდასრული ადამიანები. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ კარგად და მოხდენილადაც გამოიყურებოდა. მაგრამ სხვები? განსაკუთრებით ინდუსტრიის მონები? უბრალოდ შეხედეთ.


 
Lil Nas X წლების განმავლობაში იყო ინდუსტრიის მონა. და, როგორც ვიცით, ყველაფერი მის მოქმედებაში უთითებს იმაზე, რომ ის იყო მამრობითი სქესის ბეტა-ფისუნა (სექს-მონა). მისი "ჩაცმულობა" Met Gala 2023-ზე ჰყვირის: "მე გატარნული ვარ ინდუსტრიის გარყვნილი ბოსების მიერ".
 


 
როგორც Lil Nas X, ასევე Doja Cat-ს დიდი ხანია ჰიტები არ ჰქონია. მაშ, მაინც რატომ რჩება ყურადღების ცენტრში? იმიტომ, რომ ის თამაშობს თავის როლს სექს-მონების რიგში. და, ეს ფაქტი რომ იზეიმოს, მოვიდა კიდეც გალა-საღამოზე ბუკვალურად სახეზე აკრული ბეტა-ფისუნიას პროთეზით.
 


 
ფისუნებზე თუ ვისაუბრებთ, ვიღაც გალა-საღამოზე კარლ ლეიჯერფილდის ცნობილი კატის შუპეტის სახით მოვიდა. შეგიძლიათ ამოიცნოთ მისი ვინაობა?


 
ეს იყო ჯარედ ლეტო - MET Gala-ს ხშირი სტუმარი. კატის კოსტიუმში ის სრულად შენიღბული იყო აქ კი გამოიყურება ჯადოქარივით.
 
მაგრამ ჯარედ ლეტო ერთადერთი ცნობილი მამაკაცი როდი იყო, რომელიც გუნდრუკს უკმევდა გენდერული საზღვრების წაშლას.



 
რაიანა და ASAP Rocky - MET Gala-ს ხშირი სტუმრები. ამ წელს ASAP-ი კაბით გამოცხადდა. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ სინამდვილეში ეს არის კილტი, რომელსაც ატარებენ მამაკაცები. სწორია. მაგრამ მე არ მჯერა, რომ შოტლანდიელი მამაკაცები კილტებს მოათრევდნენ ზურგით. აქ, კი ამგვარი ფორმა გრძელი კაბის სახეს ატარებს.
 
არის თუ არა რაიმე უფრო გლამურული და ქალური, ვიდრე გრძელი კაბა, რომელსაც მიათრევს მისით შემოსილი ქალი? რას იზამ, MET Gala-ზე მამაკაცთა ნაწილმა გააფუჭა ეს მოხდენილი ხატი.



Bad Bunny უკვე დიდი ხანია ემხრობა გენდერული განსხვავებების წაშლას. ეს არის ის, რაც მან უნდა გააკეთოს, რათა დარჩეს ელიტის მოწყალების არეალში. MET Gala-ზე ის მიათრევდა გრძელ მოვარაყებულ სამოსს.



მსახიობი ჯერემი პოუპიც გრძელი და სათრევი კაბით გამოცხადდა



 
Burna Boy — ნიგერიელი მომღერალი. ეს აქ რას აკეთებს? არ ვიცით. ერთი რამ შეიძლება ითქვას, მასაც სურს ათრიოს ეს ქალური შესამოსელი. ახლა ის არის გოგონა ბურნიდან.



 
ვგონებთ ჰარვი ჰილენს MET Gala-ზე თავი ყველაზე მომხიბლავი ლამაზმანი ჰგონია



 
მოდელიერი რაულ ლოპესიც კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით იყო. რა თქმა უნდა, თვითონ დაამზადა.
 


მამაკაცი-მოდელი ალტონ მეისონი MET Gala-ს ღონისძიებაზე საპატარძლო კაბით მოძრაობდა. ქორწილებში ფატა ისტორიულად განასახიერებს პატარძლის უბიწოებას თაფლობის თვის წინ. საინტერესოა, რა ბედი ეწია მას "წვეულების შემდეგ" (after party)?



 
კიმ პეტრასი - ტრანსგენდერი მომღერალი ქალი, ყველაზე ცნობილია სემ სმიტის სიმღერაში მონაწილეობით, რომლის სახელწოდებაა Unholy. როგორც პუბლიკაციებიდან ჩანს, ეს სიმღერა აშკარად სატანურია. აი რატომ იპყრობს კიმ პეტრასი მასმედიის ყურადღებას: ის ავითარებს ელიტარული ინდუსტრიის დღის წესრიგს.



 
ჯორდან როტი - პროდიუსერი, ბროდვეიზე კურირებს ხუთ თეატრს. მაგრამ MET Gala-ზე წარმოდგა, როგორც კიდევ ერთი ამაზრზენი და კაბიანი "მამაკაცი".



 
NBA (ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის) მოთამაშე რასელ უესტბრუკი ისე გამოიყურება, თითქოსდა გალა-საღამოზე თავისი დეიდის საეკლესიო სამოსში იყოს გამოპრანჭული. მათ სიამოვნებთ მამაკაც-სპორტსმენთა ხილვა მდედრთა სამოსში.




ბრიტნი გრინერი უპირველეს ყოვლისა ცნობილია მით, რომ რუსეთში ის ციხეში ჩასვეს ნარკოტიკების შენახვისთვის. გათავისუფლების შემდეგ გმირი გახდა და სწრაფად გამოიყენა თავისი პლატფორმა. წინ რომ წაწეულიყო ბიოლოგიური მამაკაცები ჩართო ქალთა სპორტში. სწორედ ამიტომ პემ გრიერიც მონაწილეობს ამ გალა-საღამოზე.



 
კრისტენ სტიუარტი გალა-საღამოზე გამოჩნდა 15-წლიანი ბიჭუნას სახით. გენდერული საზღვრების წაშლა დღის წესრიგშია.
 



დუეინ უეიდი და გაბრიელ იუნიონი მორთულები არიან მცირებიუჯეტიანი საბავშვო ფილმის ბოროტი პერსონაჟებივით. მაგრამ, საერთოდ, რატომ არიან ისინი ამ გალა-საღამოზე? უეიდს NBA-ში არ უთამაშია მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ქვედა ფოტო ათვალსაჩინოებს, თუ რატომ შეიძლებოდა უეიდები ყოფილიყვნენ Met Gala 2023-ზე.




დუეინ უეიდის 12წლის ბიჭმა სახელ ზაიად გადაიკეთა და თავი გოგონად გამოაცხადა. ეს ერთადერთი მიზეზია, თუ რატომ არიან ისინი Met Gala-ზე. გენდერული საზღვრების წაშლა კვლავ დღის წესრიგშია.



 
ჟანელ მონე გამოვიდა ამ ბრიყვული შესამოსელით. ამ სახელგანთქმულ პირთაგან ზოგიერთს უბრალოდ უნდა რცხვენოდეს...
 
მაგრამ, "წვეულების შემდეგ" (after party) მონეს სახე მკვეთრად შეიცვალა.




საღამოზე მონე იყო სექს-მონის რეჟიმში
 
 
დიახ, გალა-საღამოს შემდეგ შედგა წვეულება. და, როგორც ყოველ წელიწადს, ამჯერადაც სუფევდა უცნაური ატმოსფერო, როგორც "ფართოდ გახელილ თვალებში" (ფილმი).




კენდალ ჯენერი საღამოზე მოვიდა გამჭვირვალე კაბით და სტრინგებში. ისიც ვიხილეთ სექს-მონის რეჟიმში.




რიტა ორა: სექს-მონის რეჟიმში.



 
რაიანამ after party-ზე გამოაჩინა თავისი მუცელი. ეს პატარა უკვე გამოდიოდა სუპერთასზე და მონაწილეობა მიიღო Met Gala 2023-შიც.
 
 


დოქტორ დრე "ეშმაკის რქებით" after party-ზე




ლიზო ყოველთვის ესწრება ელიტის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს. ის after party-ზე გამოცხადდა მერილინ მონროს ყველაზე უარესი კოსტიუმით (ჩემი აზრით)
 


 
შემდეგ ლიზო გამოვიდა სცენაზე, სადაც მის უკან დგას ეგვიპტური პორტალი, რომელიც წააგავს იმას, რასაც ვხედავთ მასონურ ლოჟებში. ეს ყველაფერი ოკულტურ ელიტაზე მიანიშნებს.
 
 
დასკვნა

MET Gala - ეს არის ამაო, ფუჭი და სულელური ღონისძიება, რომელიც სრულიად მომწყდარია რეალობას. მისი მონაწილეების შესამოსელი მეტყველებს დროისა და რესურსების ფუჭ ფლანგვაზე, მაგრამ, როდესაც გესმის თუ როგორი სიმდიდრე და ძალაუფლება დგას ამის უკან, ხვდები, - ეს იმ ძალთა ანარეკლია, ბუკვალურად რომ აკონტროლებენ მთელ ქვეყნიერებას.

MET Gala-ს სტუმრები, რომლებიც გალა-საღამოს ირგვლივ ტრიალებენ, თავისთავად მდიდარი და გავლენიანი ადამიანები არიან, მაგრამ მათ აკონტროლებენ მათზე უფრო მდიდარი და გავლენიანი ადამიანები. ეს ცნობილი პერსონები იმისთვის არსებობენ, რათა ემსახურონ ელიტის ინტერესებს. ხოლო როდესაც ისინი უსარგებლონი ხდებიან, ქრებიან თვალთახედვის არედან, და მათ ადგილს იკავებენ ახალი პაიკები.

წყარო: vigilantcitizen.com
Назад к содержимому