აპოსტასია > ხელოვნება
Lil Nas X – MONTERO-ს ოკულტური მნიშვნელობა
და
მისი "სატანური ფეხსაცმლის" სიმბოლიზმი
ვიდეოში "MONTERO (Call Me By Your Name)" (მიწოდე მე შენი სახელი)" Lil Nas X-ი ჯოჯოხეთში ეშვება და იქ ბუკვალურად დაფქვავს სატანას. რეპერმა ასევე გამოუშვა სპეციალურად მისთვის შეკვეთილი "სატანის ფეხსაცმლები", რომელშიც დატანებულია ადამიანის ნამდვილი სისხლის. ფეხსაცმელი გამოვიდა შეზღუდული ტირაჟით - 666 ცალი.
Lil Nas X (LNX) მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა სიმღერით Old Town Road (იხ. კლიპი). სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში სიმღერა "ვირუსული სენსაციიდან" საერთაშორისო ჰიტად იქცა.
Old Town Road-ის წარმატება რამოდენიმე ფაქტით იყო განპირობებული: იუმორი, დამამახსოვრებელი კადრები, რეპისა და კანტრის შერწყმა. შედეგი: ბავშვები და ახალგაზრდები ამ სიმღერის ქვეშ ცეკვავდნენ თავიანთ წვეულებებზე და მისი ტექსტის ყოველ სიტყვას იმეორებდნენ.
შემდეგ Lil Nas X-მა ხელშეკრულება დადო Columbia Records-თან. ამის შემდეგ LNX-ის პოპულარობა "იარაღად გადააქციეს", რათა ის ელიტის ინტერესების რეალიზაციის საშუალება გამხდარიყო. ძალიან მალე LNX-მა ოკულტურ ელიტასთან დაკავშირებული ნიშნებისა და სიმბოლოების პოპულარიზაცია დაიწყო.
Columbia-სთან ხელშეკრულების დადებიდან ძალიან მალე LNX-მა გადაიღო "ყოვლისმხედველი თვალის" სიმბოლოს შემცველი ფოტო. ეს ნიშანი ადასტურებდა, რომ LNX-ს "თვითონ არ გაუჭრია თავისი კარიერა". მას გზა "ასფალტით" მოუპირკეთეს.
LNX-ისთვის, Old Town Road-ის პოპულარობის კვალობაზე, პირველი ალბომი გარკვეულწილად ნაჩქარევი იყო და ხმისჩამწერი კომპანიაც არ ჩქარობდა მეორე ალბომის გამოშვებას. რეპერის ელიტურ კურატორებს სურდათ, რათა, მისი ახალგაზრდა თაყვანისმცემლები სრულიად გაცნობოდნენ მისი "ტოქსიკური" დღის წესრიგის ყველა ასპექტს. კერძოდ: ჰიპერსექსუალობას, გენდერულ აღრევას და, რა თქმა უნდა, ტოტალურ სატანიზმს. შედეგი: პირველი სინგლი "MONTERO (მიწოდე მე შენი სახელი)" მოურიდებლად მოუწოდებს სატანიზმისკენ და ახალგაზრდა მაყურებლებს აშკარა სატანური სიმბოლოებით "ბომბავს".
თქვენ თუ ამ საიტის სხვა სტატიებსაც ეცნობით, მაშინ მიხვდებით, რომ მსოფლიო ელიტის დღის წესრიგში არაფერია ახალი. მაგრამ ადრე ეს უფრო დაფარული იყო. ოღონდ არა MONTERO-ს შემთხვევაში: LNX-ი ახალი ვიდეოს 30%-ის განმავლობაში ბუკვალურად ხვეწავს სატანას.
უფრო სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით ვიდეოს სიმბოლიკას, მივხვდებით თუ რა დონეზეა გარყვნილი ელიტა. ასევ მივხვდებით, თუ ქორებივით როგორ ნადირობენ ისინი ახალგაზრდების გონებაზე.
მოდი ვნახოთ ვიდეო:
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/6swmTBVI83k" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
სატანისადმი მსახურება
ვინც მასმედიის მიმოხილვებს ეცნობა, MONTERO-ში LNX-ი ლაპარაკობს მის "ნამდვილ მე"-ზე, რადგან "მონტერო" - მისი ნამდვილი სახელია. თუმცა, ვიდეო სულ სხვა ისტორიას ჰყვება. ბიბლიური სიუჟეტებისა და აშკარა სიმბოლოების დახმარებით MONTERO "უცნაური სიმღერით" შენიღბულ სატანიზმის ზეიმად იქცა.
პირველი სცენა გვიჩვენებს ზეციურ ვითარებას. მაგრამ რქები ააშკარავებს ბოროტს.
ვიდეო იწყება მთხრობელის სიტყვებით:
"სიცოცხლეში ჩვენ ვმალავთ საკუთარი პიროვნების იმ ნაწილებს, რომლის გამჟღავნება არ გვსურს. ჩვენ ვკეტავთ მათ და ვეუბნებით - არა! ჩვენ მათ ვდევნით. აქ კი ... ამას არ ვაკეთებთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტეროში".
ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს თითქოსდა ეს LNX-ის ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებთან იყოს დაკავშირებული. მაგრამ ვიდეო განმარტავს: ლაპარაკია იმაზე, რომ LNX აშკარა სატანისტია.
ედემის ბაღში LNX ასრულებს სატანის ... ან ევას ... როლს. ან კიდევ ორივეს ერთად. ვინ იცის.
ბიბლიური გველი - იგივე ლუციფერი - უცხოპლანეტელის / ადამიანის სახეს და საკმაოდ LNX-ს საკმაოდ ვნებიანი სახით ეცხადება.
როდესაც ლუციფერი აშკარად ზემოქმედებს LNX-ზე, კამერა კვლავ ხეს უბრუნდება:
შემეცნების ხეზე წარწერილია იდუმალი სიტყვები და სიმბოლოები.
ამ სცენაში არაფერია შემთხვევითი. აქ ყველაფერს ღრმა სიმბოლური დატვირთვა აქვს ელიტისთვის. აი რამოდენიმე მაგალითი:
ლუციფერის ჯვარი, რომელს სატანის ჯვარსაც უწოდებენ.
სიმბოლო 666
ეს არის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს (FBI) სკრინშოტი სპირალის სიმბოლოს აღწერით, რომელსაც პედო-წრეებში "პატარა ბიჭუნების მოყვარულთა" საზოგადოების აღსანიშნად იყენებენ.
ბერძნული სიტყვა "ხე" გამოყენებულია პლატონის "ნადიმიდან". ის ამბობს:
"ადამიანის ორ ნაწილად გაყოფის შემეგ, ყოველს სურდა თავისი მეორე ნახევარი"
ეს ციტატა უკეთ რომ გავიგოთ, უნდა შევხედოთ "ნადიმის" (1) საზოგადო კონტექსტს. ამ ფილოსოფიურ ტექსტში რამოდენიმე მამაკაცი ესწრება ნადიმს (რომელზეც თავისუფლად იღვრება ღვინო) და მონაწილეობენ სიტყვიერ შეჯიბრში, სადაც ხოტბას ასხამენ სიყვარულისა და ვნების ღმერთ ეროსს.
_________________________
1. ნადიმი (ბერძ. Συμπόσιον) - პლატონის ფილოსოფიური ტექსტი, თარიღდება ძვ. წ. 385–380. იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სიყვარულის გენეზისი, მიზანი და ბუნება. სიყვარული განიხილება ხალხის მიერ, რომელიც ნადიმზე, იგივე სიმპოზიუმზე, სიტყვით გამოდის. თითოეული ადამიანი ვალდებულია შეასხას სიყვარულს (ეროსს) ხოტბა. ნადიმი ტრაგიკოს აგატონის სახლში, ათენში მიმდინარეობს. სოკრატე თავის გამოსვლაში ამტკიცებს, რომ სიყვარულის უმაღლესი მიზანია გახდე ფილოსოფოსი, უფრო ზუსტად სიბრძნის მოყვარული. სოციალურმა ისტორიკოსება დიალოგი გამოიყენეს წყაროდ, რათა ნათელი მოეფინათ ძველი ათენის ცხოვრებისათვის, განსაკუთრებით სექსუალური ჩვევებისთვის და ნადიმისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის (https://ka.wikipedia.org/wiki/ნადიმი_(პლატონი)).
_________________________
რაც გინდ უცნაური იყოს, ერთ-ერთი გამოსვლა აქებს და ადიდებს "სიყვარულს ყმაწვილებისადმი".
პავსანია (პლატონის "ნადიმის" - ერთ-ერთი მონაწილე - "აპოკ." რედ.) მიმართავს ფედროსს და ამბობს, რომ ეროსები ბევრია, ამიტომ უნდა დაზუსტდეს, კერძოდ რომლის ქებას აპირებენ ასე ერთიანად. ეროსი განუყოფლად დაკავშირებული სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტესთან, მაგრამ აფროდიტეც ორია – უფროსი (ურანოსის ასული, რომელსაც უწოდებენ „ზეციურს“) და უმცროსი (დიონესა და ზევსის ასული, რომელსაც „გარყვნილს“ უწოდებენ). შესაბამისად, არსებობს ორი ეროსი – ზეციური და გარყვნილი, თანაც ორივე მათგანს თავისი განსაკუთრებული თვისებები აქვს.
აფროდიტე გარყვნილის ეროსი მართლაც გარყვნილია და ყველაფერს იკადრებს; ეს სწორედ ის სიყვარულია, რომლითაც უყვართ არარაობებს. ასეთ ხალხს ერთნაირად უყვართ ქალებიც და ბიჭებიც და უყვართ სხეულის გამო, არა სულისთვის; თანაც უყვართ ისინი, ვინც უფრო სულელია, რადგან თავის გამორჩენაზე ზრუნავენ. მათ შეუძლიათ ცუდიც გააკეთონ და კარგიც, რადგან ასეა თუ ისე, ეს სიყვარული ქალღმერთისგან მოდის, რომელიც თავისი წარმოშობით ერთდროულად მიემართება მამრობით და მდედრობით საწყისებს.
აფროდიტე ზეციური, პირიქით, "დაკავშირებული მხოლოდ მამრობით საწყისთან" – ამიტომ ესაა სიყვარული ყმაწვილებისადმი. ქალღმერთისთვის "უცხოა დანაშაულებრივი სითამამე" და სწორედ ამიტომ "ასეთი სიყვარულით ატანილები მიმართავენ მამრობით სქესს და უპირატესობას ანიჭებენ იმას, ვინც ბუნებით უფრო ძლიერია და მეტი გონებითაა დაჯილდოებული".
მოკლედ, პლატონის "ნადიმში" პავსანია ზეციურად წარმოაჩენს სიყვარულს ასაკოვან მამაკაცსა და ყმაწვილ მამაკაცს შორის ("ვისაც უკვე გამოუვლინდა გონება... პირველ ღინღლთან ერთად"). როდესაც ისინი ეძლევიან სექსუალურ სიამოვნებას, უფროსი (ასაკოვანი) მამაკაცი სიბრძნეს გადასცემს უმცროსს (ყმაწვილს)".
ახლა კი კვლავ LNX-ს დავუბრუნდეთ.
ლუციფერით შეპყრობილობის შემდეგ LNX დედამიწაზე აღმოჩნდება და მას მკაცრად სჯიან.
LNX ჯაჭვებითაა შეკრული, რადგან ასამართლებენ.
ამასთანავე, LNX რამოდენიმე გულწრფელ ტექსტსაც მღერის:
"მე მინდა შეიცვალოს დროის სარტყელი f * ckin და flyin'
ესროლეთ ბავშვს პირში, სანამ მე დავსეირნობ"
უგნური ადამიანთა ბრბო (რომლებიც ბრმებად არიან წარმოჩენილნი) LNX-ს უყვირიან. ეს ბრბო "გაუნათლებელი მასის" სიმბოლოა.
"სიმღერის დანარჩენი ნაწილი საკმაოდ ნიშანდობლივია:
"ნიშანი იმისა, რომ ყოველთვის, როდესაც მე ვლაპარაკობ
არ მაქვს ათი ცენტი და ცხრაც კი, და ასე ვიყავი ყოველ კვირას.
იყო დრო მანათებდა ღმერთი
ახლა კი არსად შემიძლია წასვლა
ეშმაკმა წაიღოს, ახლა მე ვმოქმედებ ელიტისთვის
არასოდეს ვისურვებ ნიგერებს ჩემს ლიგაში
შევეცი ყველას, ვისიც მშურს"
პირველი სტროფი - ეს არის მინიშნება LNX-ის კრიტიკოსებზე, რომლებიც ამბობენ, რომ მთელი მისი კარიერა არის ბიბლიური ბოლო ჟამის ნიშანი, როდესაც ყველაფერი გადაგვარდება. ამ კუპლეტის დარჩენილ ნაწილში LNX მღერის თავის წარმატებაზე მუსიკალურ ინდუსტრიაში. "ათი ცენტი და ცხრაც კი" - ეს არის მინიშნება იმაზე, რომ სიმღერა Old Town Road-ს მთელი 19 კვირის განმავლობაში პირველი ადგილი ეპყრა Billboard-ის ჩარტებში.
მეორე სტროფში LNX-ი ამბობს, რომ "არ შეუძლია წასვლა" ინდუსტრიიდან, რომ ახლა ის მოქმედებს "ელიტისთვის". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის გაიჭედა და ახლა ინდუსტრიის კონტროლქვეშ იმყოფება. ბოლო სტროფში ლაპარაკია იმაზე, რომ ის შეურაცხყოფს მათ, ვისიც შურს და პირდაპირ მიანიშნებს ორ ცოდვაზე ქრისტიანობაში (შურსა და ვნებაზე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა მას სურს იაროს ელიტის ცოდვილი გზებით.
იმის შემდეგ, რაც LNX-ს ჩაქოლავენ, ის ზეცად ამაღლდება. მაგრამ ჩნდება სტრიპტიზიორი ქალი და LNX გადაწყვეტს ჯოჯოხეთში ჩავიდეს... როგორც სტიპტირიორი.
ახლა LNX საცვლების ამარაა, მუხლებამდე ჩექმები აცვია და სტრიპ-ჭოკის მეშვეობით ეშმაკთან ჯოჯოხეთში ჩადის.
LNX-ი სატანის ტახტს აღწევს.
ეს სცენა სავსეა სიმბოლოებით, რომლებსაც რეალურად იყენებენ შავ მაგიაში და სატანურ რიტუალებში. არსებობს მიზეზი, რომლის მიხედვითაც ეს სიმბოლოები ჩნდება მასობრივ კულტურაშიც: ეს გართობა არ გეგონოთ, ეს რელიგიური აღზრდაა.
სიმბოლო დედამიწაზე შთაგონებულია მენდესის პენტაგრამით, რომელიც თავის "შავი მაგიის გასაღებში" (La Clef de La Magie Noire) გამოსახა ცნობილმა ფრანგმა პოეტმა, კაბალისტმა და ოკულტისტმა სტანისლას დე გაიტმა (Stanislas de Guaita)
მარცხნივ ადამი და ევა გაერთიანებულნი არიან ურთიერთწინააღმდეგობრივი კავშირით. LNX-მა იგივე კონცეფცია განახორციელა ვიდეოს დასაწყისში მარჯვნივ გამოსახულია მენდესის თხა გადმობრუნებული პენტაგრამით. ეს სიმბოლო გამოიყენება სატანის ეკლესიის სიგილებში.
პენტაგრამის ირგვლივ ლათინური ფრაზაა "წყეულები, quod non intellegunt", რაც ნიშნავს - "ისინი განიკითხავენ იმას, რაც არ ესმით". ძმობილო Lil Nas X (ეს შენი ნამდვილი სახელი თუ არის), არა მგონია შენ სრულად აცნობიერებდე თუ რაზეა ლაპარაკი.
მარცხნივ ადამი და ევა გაერთიანებულნი არიან ურთიერთწინააღმდეგობრივი კავშირით. LNX-მა იგივე კონცეფცია განახორციელა ვიდეოს დასაწყისში.
მარჯვნივ გამოსახულია მენდესის თხა გადმობრუნებული პენტაგრამით. ეს სიმბოლო გამოიყენება სატანის ეკლესიის სიგილებში.
პენტაგრამის ირგვლივ ლათინური ფრაზაა "წყეულები, quod non intellegunt", რაც ნიშნავს - "ისინი განიკითხავენ იმას, რაც არ ესმით". ძმობილო Lil Nas X (ეს შენი ნამდვილი სახელი თუ არის), არა მგონია შენ სრულად აცნობიერებდე თუ რაზეა ლაპარაკი.
ამის შემდეგ LNX ბუკვალურად "აბამს" სატანას რამოდენიმე წამში.
ეს სცენა მთელი ვიდეოს შეჯამებაა. ეს არის იმ შეტყობინების რეზიუმირება, რომლის დახმარებითაც ელიტას სურს თავისი იდეოლოგია მიიტანოს ახალგაზრდობამდე. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ უნდა იყო "თავისთავადი", არამედ იმაზე, რომ უნდა გახდე ამ ელიტური სისტემის ბოზი, ბუკვალური მნიშვნელობით და დაემორჩილო მის სატანურ მიზნებს.
სატანის ცთუნებით, LNX ეუფლება მის რქებს და თავზე იდგამს.
ამის შემდეგ LNX, ლუციფერის მსგავსად ხდება დაცემული ანგელოზი
ფინალურ სცენაში LNX აღწევს ოკულტისტთა საბოლოო მიზანს: ის ხდება თვით ღმერთი. მისი განდობა სატანურ სამეფოში დასრულებულია.
ზოგიერთი კრიტიკოსი მასმედიიდან ამტკიცებს, რომ ვიდეოს სატანური კონტექსტი სინამდვილეში მეტაფორაა იმის შესახებ, რომ LNX გეია და გაკიცხულია მისი ცხოვრების წესისთვის. მაგრამ, LNX-ის მიერ გამოშვებული "სატანის ფეხსაცმელი" პირიქით ადასტურებს, რომ აქ არანაირ მეტაფორასთან არ გვაქვს საქმე. ყველაფერი უნდა გავიგოთ ბუკვალური აზრით.
სატანის ფეხსაცმელი
თავისი ჯოჯოხეთური ვიდეოს გარდა LNX-მა ასევე შეუკვეთა და გამოუშვა Nike-ის არასტანდარტული ბოტასები. LNX თანამშრომლობდა კომპანიასთან MSCHF, რომელიც გახლავთ ქუჩის ტანისამოსის მწარმოებელი.
ეს არის ის, რასაც საიტის ჩატვირთვამდე ვხედავთ.
სატანური ფეხსაცმლის სკრინშოტი ფეხსაცმლის საიტიდან.
გამოსახულია ჯოჯოხეთი და ეშმაკი, რიცხვი 666, გადმობრუნებული ჯვრები, გადმობრუნებული პენტაგრამები (სატანის სიმბოლო) ...
ეს ყველაფერი ამ ფეხსაცმელზეა.
ფეხსაცმელზე ამოტვიფრულია ასევე სიტყვები ლუკა 10:18. ამ ბიბლიურ მუხლში ნათქვამია: "ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან".
ეს არის წყეული ფეხსაცმელი.
LNX აკეთებს ნიშანს ერთი თვალით, თან ამ სატანური ფეხსაცმლის მეშვეობით. კიდევ რა უნდა გააკეთოს მან, რომ მიხვდეთ, ის არის სატანური ელიტის სრული მონა?
საიტზე ასევე ნახსენებია, რომ ყოველი წყვილი ფეხსაცმლის ლანჩაში დატანებულია ადამიანის სისხლის თითო წვეთი.
ის ფაქტი, რომ ეს საგანი შეიცავს ნამდვილ სისხლს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჯერ-ერთი, ელიტას უყვარს იმგვარი საგნების ტარება, რომლებიც შეიცავენ ადამიანის ნამდვილ ორგანიკას. გარდა ამისა, სისხლის წვეთი მიუთითებს ელიტის საყვარელ საქმიანობაზე: ჯადოქრობასა და სისხლიან მსხვერპლშეწირვებზე.
დასკვნა
Lil Nas X-ის პირველი ჰიტი Old Time Road ხდება მეგა-ჰიტი, რომელიც ძალიან შეუყვარდათ ბავშვებს. როგორც ყველა პოპულარული ვარსკვლავი, რომელიც წარმატებით სარგებლობს ახალგაზრდობაში, LNX-იც ელიტამ დაიქირავა თავისი მომწამვლელი პროგრამის პროპაგანდირებისათვის. ვიდეოში MONTERO გაერთიანებულია მთელი ის ბოღმა და შხამი, რომლის ჩასხმა მოზარდი თაობის სულებში ასე ძლიერ სურს ოკულტურ ელიტას და უქადაგებს მას: ჰიპერსექსუალიზაციას, გენდერულ აღრევას და სატანიზმის, როგორც ძალიან "ძლიერ" (ახალგაზრდული ჯარგონით - "მაგარ") რელიგიას.
იმის საწინააღმდეგოდ, რასაც წერენ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, LNX-ის ხსენებულ სიმღერაში (MONTERO) არაფერია "ძალის მომცემი" ან "გამათავისუფლებელი". ეს არის სიმღერა მონობაზე. LNX-ის ვიდეო რგოლში ბუკვალურად არის წარმოჩენილი სატანის სექს-მონა.
რეპში კიდევ ორ სხვა წამყვან ფიგურას წარმოადგენენ კარდი ბი (Cardi B) და მეგან სტალლიონი (Megan Thee Stallion). მათაც იმისთვის აქებენ, რომ ითამაშეს ბოზების როლი მუსიკალურ კლიპებში. ნუთუ შავკანიანთა კულტურა მართლაც იკრებს "ძალას"? თუ ეს კვლავ ელიტარულ ჯადოქართა სუტენიორობის შედეგია?
როგორც LNX ამბობს, ვიდეო MONTERO განსაზღვრულად წარმოადგენს "დროის ნიშნულს". სცენა, სადაც ის ეხახუნება ეშმაკს, იმდენად სიმბოლურია, რამდენადაც ინტუიტიური. ის მოიცავს ყველაფერს, რაც არასწორია, შხამიანია და დამამცირებელია თანამედროვე მასობრივ კულტურაში. ის ასახავს იმ ადამიანთა ბნელ გონებას, ვინც აკონტროლებს მუსიკალურ ბიზნესს; ის ათვალსაჩინოებს ავადმყოფურ მესიჯებს, რომლითაც ელიტა ესაუბრება ახალგაზრდებს. და ამას ვერ უარყოფს მასმედია კი, რომელიც, ერთი მხრივ, ცენზურას უწესებს საღად მოაზროვნე ადამიანებს, წვავს მათ წიგნებს, ვინც ეწინააღმდეგება მათ დღის წესრიგს. მეორე მხრივ კი, ლაპარაკობს "სიტყვის თავისუფლებაზე", იცავს WAP-ს, ანუ ვიდეოს Beta Kitten-ის (ბეტა კნუტების) თაობაზე, იცავს Cuties-ს, ანუ ფილმებს, რომლებშიც წამოწეულია 11 წლის ბავშვების სექსუალიზაცია და ასევე El Diablo-ს, ევროვიზიაზე წარდგენილ სიმღერას იმის შესახებ, თუ რა კარგია სიყვარული ეშმაკთან.
ერთი სიტყვით, MONTERO - მკაფიო დადასტურებაა ყოველივე იმისა, რაც წლების განმავლობაში იწერებოდა ამ საიტზე.
წყარო: https://vigilantcitizen.com/musicbusiness/the-occult-meaning-of-lil-nas-xs-montero-and-the-symbolism-of-his-satan-shoes
P. S.
მუსიკოსმა გამოუშვა 666 წყვილი ბოტასები კომპანია MSCHF-სთან ერთად. ყოველი წყვილის საჰაერო-ბუშტოვანი ლანჩა შეიცავს წითელ საღებავს და ადამიანის სისხლის ერთ წვეთს. Nike-მ სასამართლოს წესით ამ ფეხსაცმლის აკრძალვა მოითხოვა და მიაღწია კიდეც. Nike-ს სარჩელში ნათქვამი იყო, რომ შავ-წითელი ბოტასები ეშმაკის გამოსახულებითა და Nike-ს ლოგოტიპით არღვევენ კომპანიის უფლებებს სასაქონლე ნიშნებზე. ბრუკლინის (აშშ) სასამართლომ Nike-ს სარჩელი დააკმაყოფილა. აშშ-ში ფეხსაცმლის გაყიდვა აკრძალეს.
უფრო დეტალურად იხილეთ: https://www.rbc.ru/business/01/04/2021/60661abf9a7947180ceba64e
სატანური ფეხსაცმლის შეფუთვა და სხვადასხვა რაკურსი:
საიტი "აპოკალიფსისი". 03 აპრილი. 2021 წ.