ხელოვნება - ბნელეთის თვალები - რომანი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
"ბნელეთის თვალები" - რომანი,
რომელშიცუჰანის კორონავირუსი ნაწინასწარმეტყველევი იყო 40 წლის წინათ
ბნელეთის თვალები
მთელი ისტორიის განმავლობაში მომავალს წინასწარმეტყველებდნენ არა მარტო წინასწარმეტყველები. არსებობს მრავალი მხატვრული ნაწარმოები, რომლებშიც ავტორები აღწერდნენ მოვლენებს, რომლებიც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გასაოცრად "სრულდებოდნენ".

ლიტერატურული პროგნოზების უმრავლესობა, რომლებსაც წიგნებში ვპოულობთ, მეცნიერებისა და სკეპტიკოსების მიერ განიხილება, როგორც დამთხვევა ან ვარაუდი. მაგრამ ამ "დამთხვევათა" გარკვეული რაოდენობა საკმაოდ მისტიკურია, მაგალითად, ასეთ იდუმალ შემთხვევას წარმოადგენს რომანი "ბნელეთის თვალები", სადაც ლაპარაკია ბიოლოგიურ იარაღზე სახელწოდებით "უჰან - 400", რომელიც შემუშავებულ იქნა ჩინეთის ქალაქ უჰანში - ახალი და იდუმალებით მოცული კორონავირუსის ეპიცენტრში.


პროგნოზი გამართლდა

"ბნელეთის თვალები" - ეს არის ტრილერი, რომელიც დაიწერა 1980 წელს. მისი ავტორია პოპულარული ამერიკელი ბელეტრისტი დინ კუნცი (იხ. ფოტო). წიგნში ლაპარაკია ჩინურ სამხედრო ლაბორატორიაზე, რომლის მეცნიერები შექმნიან ვირუსს ბიოლოგიური იარაღის ჩარჩოებში. ლაბორატორია მდებარეობს ქ. უჰანში, რის გამოც ვირუსი იღებს შესაბამის სახელწოდებას - "უჰან - 400".

რომანში დედა სახელად კრისტინა ევანსი ცდილობს გამოარკვიოს, გარდაიცვალა თუ არა მისი შვილი დენი სამხედრო კონფლიქტში ან, როგორც მას წინათგრძნობა კარნახობს, ჯერაც ცოცხალია. ბოლოს და ბოლოს, ის თავის შვილს სამხედრო ობეიქტზე პოულობს, სადაც მას ვირუსით შემთხვევითი დასნებოვნების გამო მკურნალობენ. ვირუსი შექმნილია ქ. უჰანის საიდუმლო ლაბორატორიაში.

უცნაურ დამთხვევას შეიძლება მივაწეროთ უპირველეს ყოვლისა წიგნში უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის არსებობა - ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონის ერთადერთი თანამედროვე ლაბორატორია ჩინეთში, რომელიც 1980 წელს არ არსებობდა. დღეს ეს ლაბორატორია გამოიყენება სხვადასხვა ინფექციების შესასწავლად, მაგალითად, ყვავილას ან ებოლას ციებ-ცხელებისა. ლაბორატორია უჰანიდან 30 კმ-ს დაშორებით იმყოფება, რამაც კონსპიროლოგებში წარმოშვა ვერსია, რომ ვირუსი ჩინეთის ბიოლოგიური იარაღია.

უჰან - 400 - იდეალური ბიოლოგიური იარაღია. ის გავლენას ახდენს არა მარტო ადამიანებზე. ვერც ერთი სხვა ცოცხალი არსება ვერ დაავადდება მისით ან ვერ გადაიტანს ინფექციას. ისევე როგორც სიფილისი, უჰან - 400 არ არის სიცოცხლისუნარიანი ცოცხალი ადამიანის სხეულის გარეშე (მაქსიმუმ შეიძლება გაძლოს ერთ წუთამდე), რომ მას არ შეუძლია მუდმივად დაასნებოვნოს უზარმაზარი ტერიტორიები, როგორც, მაგალითად, ციმბირის წყლულს და სხვა მსგავს მიკროორგანიზმებს. უჰან - 400 კვდება, როგორც კი ადამიანის სხეულის ტემპერატურა ცელსიუსის შკალით 30 გრადუსზე ქვემოთ ეცემა. ასეა ნათქვამი რომანში.

ვირუსის სიმპტომები, რომლებიც დინ კუნცის რომანშია აღწერილი, უდავოდ, განსხვავდება 2019-nCoV კორონავირუსის სიმპტომებისგან (თუკი დავუჯერებთ ოფიციალურ ინფორმაციას). მაგალითად, უცნობია რამდენად დიდხანს შეუძლია კორონავირუსს გაძლოს ადამიანის სხეულის გარეთ, არის თუ არა ის საშიში პირუტყვებისთვის ან როგორ გადაეცემა ის მათგან ადამიანს. დღეისთვის დადასტურებულია, რომ 2019-nCoV გადადის მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მისით ადამიანი შეიძლება დაავადდეს დასნებოვნებული ზედაპირიდან ან საჭმელიდან.





მწერლები და მათი წინასწარმეტყველური რომანები

დინ კუნცის ლიტერატურულ ვირუსსა და რეალურ ჩინურ კორონავირუსს შორის გასაოცარი და საგანგაშო მსგავსების გათვალისწინებით, მასმედია ცდილობდა ეპოვა ამგვარი დამთხვევის ლოგიკური და რაციონალისტური ახსნა. ზოგიერთი ჟურნალისტი წერს, რომ "ფანტასტიკური წინასწარმეტყველების" ეს ტიპი იშვიათობა არ არის და თეორიათა ამგვარი დამთხვევა წააგავს ე. წ. "უსასრულო მაიმუნის" თორიას, რომელშიც მაიმუნი შემთხვევით და უსასრულოდ აჭერს საწერი მანქანის კლავიატურებს, საბოლოოდ კი იღებს ჩამოყალიბებულ რომანს (ან მოთხრობას მაინც).

მაგრამ გავიხსენოთ მორგან რობერტსონის 1898 წლის რომანი "ამაოება", რომელშიც მწერალი მოგვითხრობს ოკეანის უზარმაზარ ლაინერზე, რომელიც აისბერგთან შეჯახების გამო ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში ჩაიძირება. მრავალი გასაოცარი დამთხვევა იყო გამოგონილ გემ "ტიტანსა" და ავადსახსენებელ, ცნობილ "ტიტანიკს" შორის, რომელიც ამ რომანის გამოსვლიდან 14 წლის შემდეგ ჩაიძირა. გასაოცარი არის არა მარტო ის, რომ ემთხვევა გემების პარამეტრები ან კატასტროფის მიზეზები, გასაოცარია ის, რომ წიგნში სხვა უცნაური დამთხვევებიც არსებობს, მაგალითად, მგზავრთა, ოფიცერთა და მეწარმეთა გვარები, რომლებიც ლაინერის შექმნასთან იყვნენ დაკავშირებულნი. თანაც ასეთი ლიტერატურული დამთხვევები ერთეული მოვლენა რომ იყოს, კიდევ არაფერს იტყოდა კაცი, მაგრამ ამით "სცოდავდა" მრავალი მწერალი, თანაც არა მარტო ფანტასტები, არამედ ყველაზე ჩვეულებრივი პროზაიკოსებიც, რომლებიც წერდნენ ყველაზე ჩვეულებრივ წიგნებს, რომელთაც კრიტიკა "ლიტერატურული რეალიზმის" ჟანრს განაკუთვნებს.

წყარო: https://svetan-56.livejournal.com/1829571.html
Назад к содержимому